IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> მგალობლის შესამოსელი, ქართულ ტრადიციაში
კანონისტი
პოსტი Jun 15 2007, 04:53 PM
პოსტი #21


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
სოტირისმა ხომ განმარტა რომ დიდად არ განასხვავებსო კურთხევანი, ქიროტესიასა და ქიროტონიას?

გასაგებია, მაგრამ დღევანდელი ტერმინოლოგიით უკვე აღარ გამოიყენება ეგრე....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 15 2007, 04:55 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ესაა საერო სულის გამოვლინება


ვფიქრობ ეს საქართველოს ეკლესიას არ ეხება biggrin.gif რადგან მგალობლები შეუმოსავები იყვნენ და შეიმოსნენ biggrin.gif

ციტატა
გასაგებია, მაგრამ დღევანდელი ტერმინოლოგიით უკვე აღარ გამოიყენება ეგრე....


ბუკვალიებზე ვდავობთ?


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 15 2007, 04:58 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(კანონისტი @ Jun 15 2007, 04:53 PM) *

გასაგებია, მაგრამ დღევანდელი ტერმინოლოგიით უკვე აღარ გამოიყენება ეგრე....


შენს მეტი საქართველოში ვინ იყენებს მაგ ტერმინოლოგიას? tongue.gif

ციტატა(მნათე @ Jun 15 2007, 04:55 PM) *

ვფიქრობ ეს საქართველოს ეკლესიას არ ეხება biggrin.gif რადგან მგალობლები შეუმოსავები იყვნენ და შეიმოსნენ biggrin.gif


აგერ ჯამბაკურმა ხომ დადო ფოტო. ასე ჩანს გაბრიელ ეპისკოპოსის მგალობლებს მაინც შავი სადა ჩოხა ეცვათ.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 15 2007, 05:01 PM
პოსტი #24


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Sotiris
ციტატა
შენს მეტი საქართველოში ვინ იყენებს მაგ ტერმინოლოგიას?

თანამედროვე სტატიებსა და წერილებში ძირითადად მართლა ხელდება მხვდება

ისედაც ეს ტერმინი უფრო მომწონს და დამკვიდრებასაც ვცდილობ (ჩემ ნაშრომებში). მგალობელი და თუნდაც დიაკონი ერთი არაა....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 15 2007, 05:37 PM
პოსტი #25


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



misdevs mela loms
ციტატა
ეგრე დღეს მოზარდებს თინეიჯერებს ეძახიან და ჩვენც თინეიჯერები ვეძახოთ?

როგორც ითქმოდა ძველად ისე უნდა ვთქვათ


თინეიჯერობა არ არის ეს

კანონიკური ტერმინია და ვიცი რასაც ვამბობ smile.gif სამღვდელო ხარისხში ადამიანის აღყვანა და ლიტურგიის დროს მსახურებაში მონაწილეობის უფლება ერთი არ არის ალბათ... შესაბამისად, თუკი გვაქვს მათი გასამიჯნი ტერმინი, რატომ არ უნდა გავმიჯნოთ?

ხელდება ერთი ხელით აღესრულება, შუა ტაძარში, ხელდასხმა კი - ორივე ხელით საკურთხეველში. ხელდების შესრულება მღვდელსაც შეუძლია ეპისკოპოსის კურთხევით, მაშინ როცა ხელდასხმას მხოლოდ ეპისკოპოსი აღასრულებს.

ამდენად ჯობს ყველანაირად, რომ მედავითნის, მგალობლისა და მნათის შემთხვევაში "ხელდება" გამოვიყენოთ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯამბაკური
პოსტი Jun 16 2007, 02:23 AM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 299
რეგისტრ.: 14-September 06
წევრი № 189





ციტატა(Sotiris @ Jun 15 2007, 04:39 PM) *

მადლობა ფოტოსთვის. ფოტოდან ჩანს, რომ ეს ჩოხა საერო შესამოსელისგან რადიკალურად არ განსხვავდებოდა (ხანჯალი უმნიშვნელო დეტალია). ახლა ასეთი კითხვა მაქვს, ეს შესამოსელი სხვა ფოტოებზეც გვხვდება, თუ მარტო გაბრიელ ეპისკოპოსის მგალობლებს ეცვა? რამდენად ძველია ეს შესამოსელი? რა ეცვათ შუა საუკუნეებში (მინიატურები და ფრესკული გამოსახულებები არ არსებობს?)


სხვა ფოტოებიც არის და აუცილებლად გაჩვენებთ. როგორც ფოტოებიდან ჩანს მსგავსი ე.წ. დიაკვნის ჩოხები ეცვათ საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში.


--------------------
გალობის ერთი მოყვარულთაგანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jun 16 2007, 02:41 AM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ჯამბაკურის თხოვნით, რამდენიმე ფოტოს დავდებ,

სიონის საკათედრო ტაძრის სადაგი დღის ქართული გუნდი, ცენტრში ბერი მაქსიმე ჩიგოგიძე. XX საუკუნის პირველი წლები.

IPB-ს სურათი

საქართველოს ეგზარქოსის გუნდი, სიონის საკათედრო ტაძრის რუსული გუნდი, რეგენტი ტროიცკი, იგივე პერიოდი

IPB-ს სურათი


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 16 2007, 12:30 PM
პოსტი #28


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ჯამბაკური
ციტატა
წინამდებარე თემის დასახელებაა მგალობლის შესამოსელი, ვიმეორებ მგალობლის შესამოსელი.
შენ თავისთავად კარგი სურათები გაგვიზიარე, მაგრამ ეს თემას მნიშვნელოვნად უხვევს ამიტომ გთხოვ გახსნა ახალი თემა მაგ. ქართული სამოსი ან ჩოხა და ჩაქურა ან რაიმე ასეთი და ეს ფოტოები ამ თემიდან გადაიტანო.

ხო, მარა კაცი კითხულობს, მე-18-ე საუკუნემდე რა ეცვათო და შენ ისევ მე-19-ე საუკუნის ფოტოებს უწყობ.
დადგენილია უკვე, რომ ეს ჩოხები გვიანაა შემოსული საქართველოში.
მანამდე რა ეცვათ მეც მაინტერესებს.
სადმე, რამე ფრესკა თუა.
ჭოტიკა რომაა (თემურ ჭკუასელი) იმან თქვა ერთხელ იერუსალიმსი რომელიღაც ტაძრის ფრესკაზე ვინმე, მგალობელი გიორგი გურიიდან არის გამოსახულიო.
მაგრამ, ამ გიორგის რა აცვია, მართლა არის თუ არა გამოსახული და ა.შ. ღმერთმა უწყის.
ეხლა გამახსენდა, მამუკა კიკნაძე მეუბნებოდა ადრე, რაღაცა მაქვს ნანახიო, თუ წაკითხულიო, რაღაცა ტყაპუჭივით მოსასხამი ეცვათ ჩოხის (ე.წ. "ჩერქესკა" არ იგულისხმება) ზემოდანო.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jun 17 2007, 11:55 PM
პოსტი #29


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ციტატა(ვეშაპო @ Jun 16 2007, 12:30 PM) *

ჯამბაკური

ხო, მარა კაცი კითხულობს, მე-18-ე საუკუნემდე რა ეცვათო და შენ ისევ მე-19-ე საუკუნის ფოტოებს უწყობ.
დადგენილია უკვე, რომ ეს ჩოხები გვიანაა შემოსული საქართველოში.
მანამდე რა ეცვათ მეც მაინტერესებს.
სადმე, რამე ფრესკა თუა.
ჭოტიკა რომაა (თემურ ჭკუასელი) იმან თქვა ერთხელ იერუსალიმსი რომელიღაც ტაძრის ფრესკაზე ვინმე, მგალობელი გიორგი გურიიდან არის გამოსახულიო.
მაგრამ, ამ გიორგის რა აცვია, მართლა არის თუ არა გამოსახული და ა.შ. ღმერთმა უწყის.
ეხლა გამახსენდა, მამუკა კიკნაძე მეუბნებოდა ადრე, რაღაცა მაქვს ნანახიო, თუ წაკითხულიო, რაღაცა ტყაპუჭივით მოსასხამი ეცვათ ჩოხის (ე.წ. "ჩერქესკა" არ იგულისხმება) ზემოდანო.


ისე XIX საუკუნის ბოლოს გადაღებულ სურათში არ შეიძლება იყოს ტრადიციული სამოსი? თუ გავითვალისწინებთ, რომ ადრეულ პერიოდში ბევრად სტატიური იყო რაიმე ტრადიციულის ცვლა, და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ პერიოდში სურათის გადაღება შემთხვევითი მოვლენა არ იყო და საგანგებოდ ემზადებოდნენ, შესაბამისად ტრადიციული სამოსი უნდა ჩაეცვათ.

თუ ზემოაღნიშნული მსჯელობა ახლოსა სიმართლესთან, სავარაუდოდ სურათზე გამოსახული სამოსის მსგავსი უნდა სცმოდათ მანამდეც


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 18 2007, 12:14 AM
პოსტი #30


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



N. R.
ციტატა
თუ ზემოაღნიშნული მსჯელობა ახლოსა სიმართლესთან, სავარაუდოდ სურათზე გამოსახული სამოსის მსგავსი უნდა სცმოდათ მანამდეც

კი,ალბათ ადრეც ჩოხა ეცვათ.
თვითონ ამ, ქილებიანი ჩოხის, საჭიროება როგორც თოფის გამოგონებამ მოიტანა.
XV საუკუნეში გამოიგონეს ზარბაზანი.
პირველი მუშკეტები გამოიგონეს XVI საუკუნეში.
იმავე საუკუნის შუა წლებში გამოიგონეს პისტოლეტები და თოფები რომლებიც ლულიდან იტენებოდა.
კავკასიაში როგორც ვიცი თოფი შემოვიდა ერთი საუკუნის შემდეგ, ანუ XVII საუკუნის მეორე ნახევარში.
შემოიტანეს ოსმალებმა.
აი მერე უკვე არსებული ჩოხის გარდაქმნა ქილებიან ჩოხად როდის მოხდა, ეგ უკვე დაზუსტებული არაა.
როგორც მე ვიცი, ადრე ეს ქილები თოფის წამლის შესანახ ჭურჭელს წარმოადგენდა.
ბარში რქას ხმარობდნენ მაგისათვის და წელზე ეკიდათ.
ქილების უპირატესობა რქასთან შედარებით იმაში იყო, რომ მასში გამოზომილი წამალი ეყარა ერთი ტყვიის გასასროლად და თოფის გახეთქვის რისკს დიდად ამცირებდა, თან სწრაფად ხდებოდა გატენვა.
შემდეგ უკვე, როდესაც წამალს ლულაში აღარ ყრიდნენ და ვაზნები შემოიღეს, ქილებიც ვაზნებით შეიცვალა.
ხოლო, მე-19-ე საუკუნეში თოფებზე დაიწყეს მაღაზიების დამაგრება, რომელიც რამოდენიმე ტყვიას იტევდა და ქილები გადაიქცა ჩოხის დეკორაციად.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
N. R.
პოსტი Jun 18 2007, 01:39 AM
პოსტი #31


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



ვეშაპო

ახლა გასაგებია smile.gif ესე იგი რაც სურათზეა გამოსახული ეგ ადრეც შეიძლებოდა ეგრე ყოფილიყო, თუმცა მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ნიუანსით განსხვავებულად, რომ თოფის ლულის ჩასაწყობი არ ექნებოდათ


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 18 2007, 01:58 AM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ვეშაპო @ Jun 18 2007, 12:14 AM) *

N. R.

კი,ალბათ ადრეც ჩოხა ეცვათ.


უფრო სწორად ალბათ ჩოხა ერქვა ისევ, მაგრამ როგორი იყო, ამას კვლევა ჭირდება. მეთვრამეტე საუკუნის ქართულ არისტოკრატიას რომ შეხედო, ჩოხას არ ჰგავს მათი შესამოსელი (აქ შეიძლება ირანული გავლენა იყო).

ესაა ვახტანგ მეექვსე:

IPB-ს სურათი

ესაა ერეკლე მეორე:

IPB-ს სურათი

ესაა გარსევან ჭავჭავაძე:

IPB-ს სურათი

სამაგიეროდ ჩოხაშია სოლომონ მეფე, მაგრამ ეს გრძელი ჩოხა არ არის და სახელოებიც სხვანაირია (ეს სურათი რეპროდუქციას ჰგავს, ორიგინალი არ უნდა იყოს):

IPB-ს სურათი

იმედია ჯამბაკური არ გვიწყენს ამ სურათების დადებისთვის.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 18 2007, 11:42 AM
პოსტი #33


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



იტოგში, აქ დადებული ჩვენი პოსტები მგალობლების ჩაცმულობას არ ეხება, უბრალოდ ეს მსჯელობა მოყვა ჯამბაკურის მიერ დადებულ ფოტოს სადაც კარგად ჩანს, რომ წმ, გაბრიელ ეპისკოპოსის მგალობლებს ქილებიანი ჩოხები აცვიათ.
ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ დავადგინოთ, რამდენად ძველია ქილებიანი ჩოხა.
არ ვიცი ლუი, თუ გინდა ამ პოსტებსაც ნაციონალურ ტანსაცმელში გადავითან, თუ ჩათვლი საჭიროდ.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ჯამბაკური
პოსტი Jun 19 2007, 12:54 PM
პოსტი #34


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 299
რეგისტრ.: 14-September 06
წევრი № 189



ციტატა(ვეშაპო @ Jun 18 2007, 12:14 AM) *

N. R.

კი,ალბათ ადრეც ჩოხა ეცვათ.
თვითონ ამ, ქილებიანი ჩოხის, საჭიროება როგორც თოფის გამოგონებამ მოიტანა.
XV საუკუნეში გამოიგონეს ზარბაზანი.
პირველი მუშკეტები გამოიგონეს XVI საუკუნეში.
იმავე საუკუნის შუა წლებში გამოიგონეს პისტოლეტები და თოფები რომლებიც ლულიდან იტენებოდა.
კავკასიაში როგორც ვიცი თოფი შემოვიდა ერთი საუკუნის შემდეგ, ანუ XVII საუკუნის მეორე ნახევარში.
შემოიტანეს ოსმალებმა.
აი მერე უკვე არსებული ჩოხის გარდაქმნა ქილებიან ჩოხად როდის მოხდა, ეგ უკვე დაზუსტებული არაა.
როგორც მე ვიცი, ადრე ეს ქილები თოფის წამლის შესანახ ჭურჭელს წარმოადგენდა.
ბარში რქას ხმარობდნენ მაგისათვის და წელზე ეკიდათ.
ქილების უპირატესობა რქასთან შედარებით იმაში იყო, რომ მასში გამოზომილი წამალი ეყარა ერთი ტყვიის გასასროლად და თოფის გახეთქვის რისკს დიდად ამცირებდა, თან სწრაფად ხდებოდა გატენვა.
შემდეგ უკვე, როდესაც წამალს ლულაში აღარ ყრიდნენ და ვაზნები შემოიღეს, ქილებიც ვაზნებით შეიცვალა.
ხოლო, მე-19-ე საუკუნეში თოფებზე დაიწყეს მაღაზიების დამაგრება, რომელიც რამოდენიმე ტყვიას იტევდა და ქილები გადაიქცა ჩოხის დეკორაციად.



თოფისწალის გამოგონებამდეც იხო საქილეების მსგავსი ჩოხაზე ოღონდ ბევრად დიდი და გრძელი. ქილების ნაცვლედ მასში რიგზე ჩალაგებული რკინისა და ხის მკვრივი ჯოხები გულმკერდის არის დასაცავად.
ალბათ თოფისწამლის შემოტანამ მისცა საქილეებს ასეთი ფორმა მაგრამ ეს მაინც დეტალია ჩოხის სტრუქტურა მისი თარგი არის მისი სიძველის დასტური. რომ იცოდეთ აუცილებლად ჯვრის ფორმით იჭრება ნაჭერი.
მე როგორც გამიგია დიაკვნების ჩოხის საქილეებში საბრძოლო ქილები არ ეწყოთ. ზოგიერთი ამბობს რომ ფსალმუნიდან რჩეული ადგილების გრაგნილზე დაწერილი, ან ათი მცნებაო, ზოგი ამბობს გიშერის თავიანი ხის ჯოხები. ეს საკითხი კარგად არის გამოსაკვლევი.
რამოდენიმე ფოტოზე არიან დიაკვნები საქილეების გარეშე ჩოხა აცვიათ.


რაც შეეხება იმ აზრს რომ კილები თოფისწალის შესანახი იყო. მე როგორც ვიცი ქილებში ძირითადად ტყვიის გამოზომილი რაოდენობა იყო დაფასოებული, თოფისწამალის სატარებელი კი ბარშიც და მთაშიც რქა იყო. ძირითადად ქამარზე მაგრდებოდა .გულზე თოფისწამლის ტარება რამდენად უსაფრთხო იქნებოდა?



--------------------
გალობის ერთი მოყვარულთაგანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jun 19 2007, 02:53 PM
პოსტი #35


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(ჯამბაკური @ Jun 19 2007, 11:54 AM) *

ჩოხის სტრუქტურა მისი თარგი არის მისი სიძველის დასტური. რომ იცოდეთ აუცილებლად ჯვრის ფორმით იჭრება ნაჭერი.

ა , მივდივართ ნელ ნელა ჭეშმარიტებასთან.
ეგ ფორმა ჯამბაკური რო ამბობს უძველესი დროიდან მოდის და მთელ ახლო აღმოსავლეთში ფიქსირდება, მეტ ნაკლები სხვადასხვაობით.
ეხლა რო საზიზღრობენ მოდელიორები, ძველად ეს არავის ჭირდებოდა. ახალი ველოსიპედის გამოგონება.რაც პრაქტიკული და მარტივი იყო ის დამკვიდრდა.

ციტატა(ჯამბაკური @ Jun 19 2007, 11:54 AM) *
რამოდენიმე ფოტოზე არიან დიაკვნები საქილეების გარეშე ჩოხა აცვიათ.

ეგ ეცვათ ძველად ერსაც და ბერსაც.საქილეები და სხვა დეკორაციები როგორც აღინიშნა ბოლოს შემოვიდა და სულაც არაა ლამაზი.
ციტატა(ჯამბაკური @ Jun 19 2007, 11:54 AM) *
რაც შეეხება იმ აზრს რომ კილები თოფისწალის შესანახი იყო. მე როგორც ვიცი ქილებში ძირითადად ტყვიის გამოზომილი რაოდენობა იყო დაფასოებული, თოფისწამალის სატარებელი კი ბარშიც და მთაშიც რქა იყო. ძირითადად ქამარზე მაგრდებოდა .გულზე თოფისწამლის ტარება რამდენად უსაფრთხო იქნებოდა?

ეგ სამკერდე დეკორაცია, ისედაც მძიმეა ,შიგ რო ტყვია წამალი ჩაყარო ჩოხას სულ დაქაჩავს, ესე რომ საომარი პალევოი ფორმა ეგ არაა, არამედ ხალხში გამოსასვლელი ,და ქილები გვიანდელი წარმოშობის დეკორატიული დანამატია, რას ასიმბოლოებს, ძნელი მისახვედრი არაა მაგრამ მაინც ვარაუდია.

smile.gif


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 19 2007, 06:37 PM
პოსტი #36


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



ლეონტი
ციტატა
ეგ ეცვათ ძველად ერსაც და ბერსაც.

კი ვიცი.
ჩოხა რომ ეცვათ ვიცი.
საერთოდ ეგეთი ტიპის ტანსაცმელს ჩოხას ეძახის ქართველი.

ციტატა
საქილეები და სხვა დეკორაციები როგორც აღინიშნა ბოლოს შემოვიდა

მართალია.

ციტატა
სულაც არაა ლამაზი.

რატომ?
მე მომწონს.

ჯამბაკური
ციტატა
გულზე თოფისწამლის ტარება რამდენად უსაფრთხო იქნებოდა?

რა ვიცი ეხლა, ჯიხვზე ნადირობისას რა უნდა მოუვიდეს მთიელს მკერდზე, წარმოდგენა არ გამაჩნია.

ლეონტი
ციტატა
ეგ სამკერდე დეკორაცია, ისედაც მძიმეა ,შიგ რო ტყვია წამალი ჩაყარო ჩოხას სულ დაქაჩავს, ესე რომ საომარი პალევოი ფორმა ეგ არაა,

რატომ?
მე ნანახი მაქვს ჩოხა, რომელიც ძალიან მოკლე იყო და ქილების ნაცვლად შაშხანის ვაზნები (გილზა, იგივე "პატრონა" თავისი წაგრძელებული ტყვიის გიულათი) ეწყო.
ქვედა მხარე გახვრეტილი ქონდა იმ საქილეებს და ვაზნების ცვეტები ჩანდა დაბლიდან.
რაც შეეხება, პალევოი იყო თუ არა ჩოხა, ეგეც შემიძლია ვთქვა, რომ კაზაკების საბრძოლო კოსტუმი სწორედ ჩოხა იყო.
ქართველი მთიელები ჩოხას პრაქტიკული მიზნით იცვამდნენ, ხოლო ბარის ქართველები საზოგადოებაში გამოსასვლელად და ისიც შეძლებული გლეხობა და თავად-აზნაურობა.


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Sotiris
პოსტი Jun 19 2007, 07:01 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,567
რეგისტრ.: 3-November 06
წევრი № 382



ციტატა(ლეონტი @ Jun 19 2007, 02:53 PM) *

ეგ ეცვათ ძველად ერსაც და ბერსაც.


მეთვრამეტე საუკუნეში არისტოკრატიის გარდა, თან სიგრძეზე ვერ გავარკვიეთ ჯერ. შუასაუკუნეების ფრესკებს რაც შეეხება, იქ რომ ქტიტორების ფრესკული გამოსახულებებია, სხვაა რაღაც მგონი. შევეცდები მოვძებნო და დავდო.


--------------------
მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
::სალომე::
პოსტი Jun 19 2007, 07:21 PM
პოსტი #38


ფანცქვალა :D
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,744
რეგისტრ.: 16-February 07
მდებარ.: საქართველო, აჭარა, ბათუმი.
წევრი № 1,092



ჩვენთან საკათედროში, პატარა მგალობლებს შეუკერეს სტიქარი, მაგრამ მხოლოდ ალილოზე იმოსებიან სტიქრით, ძაალიან ლამაზია ბავშვები სტიქრებში smile.gif


--------------------
სიყვარულს ჩარჩოში ვერ ჩავსვამ
რადგან მას სამყარო ვერ იტევს
იგი ძალაა ღმერთისა , ანგელოზის ენით ნათქვამი
მთავარია შენ გიყვარდეს....
გიყვარდეს ისე რომ,
სამაგიეროს არ ელოდო...
გიყვარდეს,რა მოხდა მერე, იმ ძალით
თუ არ გიპასუხებენ...

=====================================
შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელია უფლისთვის.
=====================================
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tinka
პოსტი Jun 19 2007, 09:27 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,549
რეგისტრ.: 20-December 06
მდებარ.: უკვე თბილისი :))
წევრი № 718



ციტატა(::სალომე:: @ Jun 19 2007, 06:21 PM) *

ჩვენთან საკათედროში, პატარა მგალობლებს შეუკერეს სტიქარი, მაგრამ მხოლოდ ალილოზე იმოსებიან სტიქრით, ძაალიან ლამაზია ბავშვები სტიქრებში smile.gif


yes.gif გოგონებსაც biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jun 19 2007, 10:44 PM
პოსტი #40


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(Sotiris @ Jun 19 2007, 07:01 PM) *

მეთვრამეტე საუკუნეში არისტოკრატიის გარდა, თან სიგრძეზე ვერ გავარკვიეთ ჯერ. შუასაუკუნეების ფრესკებს რაც შეეხება, იქ რომ ქტიტორების ფრესკული გამოსახულებებია, სხვაა რაღაც მგონი. შევეცდები მოვძებნო და დავდო.

მართალია, არისტოკრატია, ფეოდალები მეფის კარი ერისგან გამოირჩეოდა "სხვაგვარი" სამოსით, მდიდრულით.
და ფრესკებიდან ჩანს რომ ფასონი სხვაა, მოსასხამის (ხალათის) (აღმოსავლური, მუსულმანური გავლენა) ტიპის და ა.შ.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd July 2018 - 03:55 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი