IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა...
რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან
რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან
სწავლის გამო [ 11 ] ** [9.91%]
სამუშაოდ [ 46 ] ** [41.44%]
სხვა მიზეზების გამო [ 8 ] ** [7.21%]
არ ვაპირებ წასვლას [ 15 ] ** [13.51%]
წავიდოდი მხოლოდ სასწავლებლად [ 22 ] ** [19.82%]
წავალ სამუშაოდ [ 7 ] ** [6.31%]
წავალ სამუდამოდ [ 2 ] ** [1.80%]
სულ ხმები:: 111
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
იმედა
პოსტი Jun 28 2009, 02:35 AM
პოსტი #81


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 14-June 09
წევრი № 7,124



ციტატა(vaimedi @ Nov 15 2008, 08:01 PM) *

იცით, ეს ფორუმი რომ აღმოვაჩინე პირველად გაოგნებული ვიყავი: ღმერთო, რამხელა რწმენაა, რამხელა სიყვარული და სასოებაა უფლის . თურმე როგორი გულანთებული და ღმერთის მოიმედე ქართველობა გვყოლიათქო. აი ესენი, ალბათ ,უყოყმანოდ დათმობენ სიცოცხლეს უფლისთვისთქო. ეხლა კი ვკითხულობ ამ პოსტებს და ისევ გაოგნება მიპყრობს. სადღაც დაკარგულა უფლის იმედი. სულ ფული, ფული და კარგი ცხოვრება. გარბიან და ამართლებენ სხვების გაქცევას საქართველოდან, რადგან აქ თურმე კარგა გვარიან-ფულიანად ვერ ცხოვრობენ, რადგან აქ გაჭირვებაა და ამათ კი კომფორტი ურჩევნიათ სამშობლოში გაჭირვებულ ცხოვრებას. არ გეწყინოთ რასაც ეხლა გიწერთ, ძალიან მწყდება გული, რომ დღეს ქართველი კაცის გულში სამშობლოს სიყვარული მინელდა, სადღაც უკან გადაინაცვლა,(ხო,ვთვლი რომ სწორედ სამშობლოს სიყვარულის დეფიციტთან გვაქვს საქმე), რომ დღეს ქართველ კაცს სმა-ჭამა და კომფორტი უფრო ადარდებს, ვიდრე სამშობლოს ბედ-იღბალი.ამან კი განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში იჩინა თავი. რუსეთი თბილისზე მოდისო და----ბენზინის გასამართ სადგურებთან რიგები დადგა----გარბოდნენ, ქვეყნიდან გარბოდნენ ყველა, დიდ-პატარა, და ვის უტოვებდნენ სამშობლოს?... და რო კითხო----სამშობლო უყვართ. რა მოგვდის ხალხო? სად გავრბივართ, ან იმ უცხოეთში რას გავრბივართ,იქ რას ველოდებით ან აქ ვის ანაბარა ვტოვებთ ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანას? ნახევარი ქართველობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და დაბრუნებაზე იქიდან მეოთხედიც არ ფიქრობს. ამართლებთ :შეეჩვიენ იქაობასო, იქ ცხოვრება მოიწყვეს და აქ რაღა დარჩენიათო. ეს არის სამშობლოს სიყვარული ან მოყვასის სიყვარული?-- ”ოღონდ მე ვიყო კარგად და სულ ერთია სადაც ვიქნებიო”. აღარც ქვეყანა ადარდებთ, აღარც მოყვასი. მიდიან და ტოვებენ მშობლებს, და-ძმას, ნათესაობას, მეგობრებს.---”იქედან ეხმარებიანო”--- ხო თავიდან იქედან ეხმარებიან,--- მერე ისენიც მიჰყავთ. იცით რას ფიქრობენ? -- "დავბრუნდებით, ოღონდ როცა კარგი ცხოვრება იქნებაო". ჩვენს წინაპრებს სამშობლოდან მოცილებას და უცხოეთში გადახვეწას სიკვდილი ერჩიათ,მათაც მასე რომ ეფიქრათ , დღეს ქართველობა აღარ იქნებოდა. რა , მაშინ ულხინდა ჩვენს ქვეყანას? არა, ჩემო კარგებო, ამაზე ათასჯერ მეტი გაჭირვება იყო, პურის ლუკმა ენატრებოდათ, მაგრამ წასვლა აზრად არ მოუვიდოდათ. ამიტომაც მოვედით აქამდე. ჩვენ ? ... რა გვემართება?...ჩვენ მარტო ვზივართ და წინაპრებით ვტრაბახოფთ. არ ვცდილობთ მათ მივბაძოთ, ცოტათი მაინც მივემსგავსოთ. გავრბივართ და უპატრონოდ ვტოვებთ ქვეყანას.
" ვაი ჩემო საქართველო, შენ არ გევხარ სხვას"
შეიძლება კიდევ ჰქონდეთ გამართლება მათ, ვინც მართლა უკიდურესი გაჭირვების გამო გახდა იძულებული წასულიყო, რათა ოჯახები ერჩინათ. სამწუხაროდ დიდი მასა წასულია იმის გამო, რომ ,როგორც უკვე ბრძანეთ, აქ სათანადოდ არ აფასებენ მათ შრომას, ისეთი შემოსავალი არა აქვთ , რაც მათ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. და უმეტესობა ასეთების საკმაოდ განათლებული ხალხია. იმის მაგივრად, რომ საკუთარ სამშობლოს და ერს მოახმარონ თავიანთი სწავლა-განათლება, უცხო ქვეყანას და უცხო ხალხს ემსახურებიან. ხო, რა უნდა ვთქვათ ამათზე, ვინც კომფორტის და ფუფუნების არქონის გამო დატოვა ქვეყანა. განა როცა დედა ან საყვარელი ადამიანი ავადა გვყავს მივატოვებთ და ვიტყვით:”როცა კარგად გახდება , მაშინ მოვალ, ეხლა მისი ავადმყოფობით დისკომფორტს განვიცდიო?”. არა ხომ? აქაც იგივე ხდება . სამშობლოც ერთია, როგორც დედა. უჭირს ქვეყანას, ავად არის ჩვენ კი მივდივართ და ვტოვებთ, მხოლოდ იმისთვის რომ თავი კრგად ვიგრძნოთ. და ვის უტოვებთ სამშობლოს, თუ თქვენ , ჭკვიანი და განათლებული ხალხი წახვალთ, ვინ მოუაროს ქვეყანას? ეხლა თუ დისკომფორტს ვერ ვიტანთ სამშობლოსთვის, ბოლო ჟამს როგორ გავუძლებთ შიმშილს და გაჭირვებას?ისე მივეჩვევით უზრუნველ ცხოვრებას, რომ, ალბათ დაუფიქრებლად მივიღებთ სატანის ნიშანს. ვიცი რომ ბევრი მამაო კურთხევას არ აძლევს საზღვარგარეთ წასვლაზე, გარდა სასწავლებლად წასვლისა, და მომწონს მათი გადაწყვეტილება.ასე თუ გაგრძელდა , ცოტა ხანში საქართველოში ქართველები აღარ იქნებიან. ჯერ ისედაც რამდენი ვართ, ისედაც არ ვმრავლდებით, და ეხლა ვინც ვართ უცხოეთში წასვლით და იქ დარჩენით, იმათაც გადაჯიშება გვიწერია.
ცოტა დავითმინოთ, მადლობა ვუთხრათ ღმერთს იმაზე რაც მოგვცა, დავკმაყოფილდეთ ბოძებულით, უფალს მივენდოთ და უფალიც დაგვინახავს ღვაწლს, მოთმინებას და დაასაჩუქრებს ქართველ ხალხს: ააყვავებს, ააღორძინებს, გააძლიერებს, გაამთლიანებს და განაბრწყინებს ჩვენს საქართველოს.
აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!


მართალი კრიტიკაა, მაგრამ ნამუსზე შეგდებით და შეგონებებით რომ არ წყდება ემიგრანტების ნაკადი საქართველოდან? საზღვარგარეთაც ემიგრანტებისათვის, ძირითადად „შავი“ სამუშაოა. მხოლოდ მცერე ნაწილს აქვს მეტ-ნაკლებად ნორმალური ხელფასი. ბევრი კიდევ „შავად“ მუშაობს. არა, სახელმწიფომ თუ არ იზრუნა არ გამოვა არაფერი. საქართველოში კი ისეთი ხელისუფლება ვერ მოვიდა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jun 28 2009, 11:41 AM
პოსტი #82


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



ციტატა
საზღვარგარეთაც ემიგრანტებისათვის, ძირითადად „შავი“ სამუშაოა. მხოლოდ მცერე ნაწილს აქვს მეტ-ნაკლებად ნორმალური ხელფასი. ბევრი კიდევ „შავად“ მუშაობს.


კი მაგრამ იმ "შავ" სამუშაოში იქ გაცილებით მეტს იღებენ ვიდრე აქ "Fashion" სამსახურში...ასე რომ როცა ოჯახს ძალიან უჭირს ურჩევნია იქ წავიდეს...

ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას რო მარტო მაგისთვის მიდიან...მე ბევრი ადამიანისგან გამიგია სამწუხაროდ ნეტა საქართველოდან წავიდე და დამბრუნებელი არ ვარო...ძაან მტკივა გული როცა ესეთები მესმის...

მათი პრობლემა ჩემი აზრით არც უფულობაა და არც უმუშევრობა,უბრალოდ საქართველო არ უყვართ...

მე სასწავლებლად წავიდოდი სიამოვნებით...მაქსიმუმ 3 წელი!


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jun 28 2009, 03:03 PM
პოსტი #83


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



სამუშაოდ მიდიან ძირითადად, ჩვენს ქვეყანაში ხომ მძიმე სიტუაციაა სამსახურის დაწყების მხრივsad.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jun 28 2009, 05:23 PM
პოსტი #84


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



მე ბევრისგან გამიგია :"ერთხელ დაიბადო და ისიც საქართველოში?:

ესეთი ადამიანისთვის აზრი აქ სად იცხოვრებს?მას რა თქმა უნდა ურჩევნია იცხოვროს იქ სადაც ფუფუნებაა...

მე ესეთ ადამიანს ვერ დავაფასებ!!!


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 28 2009, 06:11 PM
პოსტი #85


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ანნო
აქ საუბარია მხოლოდ მიზეზებზე და არა იმაზე, თუ ვის რა უყვარს და რა არა. მხოლოდ მიზეზები დაწერეთ, პიროვნებების შეფასება საჭირო აღარ არის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jun 28 2009, 08:41 PM
პოსტი #86


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



staywhite
მიზეზი დავწერე უკვე ზევით...

მე მაპატიეთ,უბრალოდ მაწუხებს ეს პრობლემა და იმიტო დავწერე...თუ რამე დავაშავე (არამგონია) მაპატიეთ...


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Jun 28 2009, 09:13 PM
პოსტი #87


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ანნო
ციტატა
მე მაპატიეთ,უბრალოდ მაწუხებს ეს პრობლემა და იმიტო დავწერე...თუ რამე დავაშავე (არამგონია) მაპატიეთ...

არა, ანო, არაფერი დაგიშავებია, მაგრამ შემოსული თავიდან არ წაიკითხავს და ვერ გაიგებს... არაფერია საპატიებელი a025.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანნო
პოსტი Jun 28 2009, 11:08 PM
პოსტი #88


Newbie თვითონ ხარ :P :D
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 540
რეგისტრ.: 22-June 09
წევრი № 7,163



staywhite

გასაგებია...შენიშვნა მიღებულია smile.gif kiss1.gif kiss1.gif


--------------------
არ შეგეშინდეს თუნდაც ყოველდღე დაეცე!
არ განეშორო ლოცვას,იდექი მტკიცედ და ანგელოზი შენი მფარველი დააფასებს შენს მოთმინებას!

***********************************************************

სიხარულო ჩემო,მოიპოვე სულის სიმშვიდე და ათასობით ადამიანი გადარჩება შენს ირგვლივ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Jul 4 2009, 12:56 PM
პოსტი #89


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



არავის არ განვიკითხავ, ვინც უცხოეთშია. მე არ ვყოფილვარ მათ ადგილას და არ ვიცი რას ვიზამდი. ზოგის წასვლა ალბათ მართლა საჭირო იყო, მაგრამ ეს
ციტატა(natiko @ Jul 20 2008, 11:33 AM) *

ჯერ საერთოდაც არ მინდოდა სხვა ქვეყანაში წასვლა, მარა ამ გაჭირვებამ მოიტანა ესე.
მეუცნაურება. ნამდვილი გაჭირვება არ იცი ეტყობა, თორემ უცხოეთში წასასვლელი კი არა, თმის გასაკრეჭი ფული მიჭირს ხანდახან და გაბურძგნული დავდივარ. ზოგი საერთოდ ერთ კარტოფილს ჭამ დღეში, იმათთან მე ბილ გეითსი ვარ.


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Jul 4 2009, 01:01 PM
პოსტი #90


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



მე მინდა წასვლა, ოღონდ სწავლის გამო და ისიც ერთ წელზე მეტი არა... ეჰ,ს ადაა, თორე კი


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზარნაშო
პოსტი Aug 26 2009, 11:19 AM
პოსტი #91


рождённый, чтобы боротся
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,654
რეგისტრ.: 23-August 07
მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია
წევრი № 2,633



თამარი_ცქნაფო

ჯერ გვკითხე, გიშვებთ? gio.gif


--------------------
კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Aug 26 2009, 01:08 PM
პოსტი #92


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jul 4 2009, 01:01 PM) *

მე მინდა წასვლა, ოღონდ სწავლის გამო და ისიც ერთ წელზე მეტი არა... ეჰ,ს ადაა, თორე კი


რატომ სადააა? biggrin.gif
საკმაოდ იოლია ახლა საზგვარგარეთ წასვლა სასწავლებლად, სტიპენდიებიც მომრავლდა, სახელმწიფო პროგრამებიც, ცოტა მიჩხრიკ მოჩხრიკე და რამეს იპოვი smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mevargiorgi
პოსტი Sep 24 2009, 12:00 PM
პოსტი #93


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 10-September 09
წევრი № 7,473



იმიტო უდებიან წასვლა რო გონიატ იკ უფრო კაი სიტუაცია იკნებაო და კარგად ვიკნებიო, ჯობია საქარტველოში იყო და გამოადგე ქარტულ მხარეს არამცტუ უცხოურ მხარეს. რასიტყვიტ ხალხო ???????????
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Sep 24 2009, 12:11 PM
პოსტი #94


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



3 წელი და წავალ ალბათ საქართველოდან ნავსუ ჯიზნ .. ჭკუაზე არა ვარ ისე მიხარია smile.gif


--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 24 2009, 01:39 PM
პოსტი #95


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



mevargiorgi
ციტატა
იმიტო უდებიან წასვლა რო გონიატ იკ უფრო კაი სიტუაცია იკნებაო და კარგად ვიკნებიო, ჯობია საქარტველოში იყო და გამოადგე ქარტულ მხარეს არამცტუ უცხოურ მხარეს. რასიტყვიტ ხალხო ???????????

თუ წახვალ, ისწავლი, ჩამოხვალ და ისე არა ნაკლებ გამოადგები შენს ქვეყანას... იქნებ ვინმემ მითხრას რომ გაცილებით ძლიერი სასწავლო დაწესებულებები არ არის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში?
თუმცა სამწუხაროდ წასულების დიდი ნაწილი საქურდავადაა გასული... მრავალ ასეთის შესახებ მსმენია და მინახავს... თუმცა ეს იმის ბრალი არაა რომ რამე დაბრკოლებას წააწყდნენ სამსახურის ძებნისას, უბრალოდ ასე უფრო იოლად შოულობენ


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Sep 24 2009, 01:44 PM
პოსტი #96


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



Misha Songulashvili
ციტატა
იქნებ ვინმემ მითხრას რომ გაცილებით ძლიერი სასწავლო დაწესებულებები არ არის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში?


დარგს გააჩნია, ტეხნიკური დარგების სწავლება ნამდვილად არ იყო იმაზე მაღალი ვიდრე ჩვენთან. მაგრამ ეხლა ჩვენი სასწავლო სისტემა, ბოლონიის პროცესის შესაბამისად, ლამაზად ჩამოუთანაბრეს ევროპულს.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 24 2009, 02:24 PM
პოსტი #97


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



k@the
ციტატა
ტეხნიკური დარგების სწავლება ნამდვილად არ იყო იმაზე მაღალი ვიდრე ჩვენთან.

საბჭოთა კავშის დროს რა იყო მე სულა არ ვიცი... მე უბედური პიონერობასაც ვერ მოვესწარი sad.gif არად როგორ მინდოდა წითელი ყელსახვევი...
ისე ტეხნიკურ დარგებში ყველაზე ძლიერი რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნები იყვნენ ამას თქმა არ უნდა...
ან იმას რაღათქმ უნდა, რუსული ნივა რომ ჯობია ლენდროვერს?
მე ვიცი ეგ ამბავი და არ შემიძლია უარყოფა...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Sep 24 2009, 02:26 PM
პოსტი #98


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



სასწავლებლად, კიდევ ერთმა ფორუმელმა დაგვტოვა.. user.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Sep 24 2009, 02:29 PM
პოსტი #99


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ნანინა
ციტატა
სასწავლებლად, კიდევ ერთმა ფორუმელმა დაგვტოვა.. user.gif

ეგ გასახარია!


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Sep 24 2009, 04:04 PM
პოსტი #100


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



Misha Songulashvili
ციტატა
ან იმას რაღათქმ უნდა, რუსული ნივა რომ ჯობია ლენდროვერს?

კი, აბა tongue.gif შეადარა რა biggrin.gif

პ.ს. ვერც ერთ კატეგორიას ვერ ვაძლევ ხმას tongue.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 10:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი