თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ ნაწყვეტები წმინდა მამათა ცხოვრებიდან

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 18 2006, 12:45 AM

წმინდა მამები არა მარტო თავიანთი გამონათქვამებით, არამედ თავიანთი ცხოვრების წესით, თავიანთი საქციელით (ზოგჯერ უცნაურით smile.gif) გვმოძღვრავენ და გვასწავლიან. სწორედ ამიტომ, ურიგო არ იქნება კიდევ ერთხელ გავიხსენოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ( მე ბევრი არ მაქვს წაკითხული წმინდა მამების ცხოვრებაზე (ეს ფაქტია და არა თავმდაბლობა და გამახარებთ თუ ბევრს დაპოსტავთsmile.gif)) წმინდა მამათა ცხოვრებიდან ის ნაწყვეტები თუ სასწაულები, რომლებიც განსაკუთრებულად გვიყვარს...

პირველი, ვისი ცხოვრებიდანაც მინდა ორი შემთხვევა დავწერო, არის ნექტარიოს პენტაპოლელი (სხვათაშორის რომელიღაც ფორუმელი, ნამდვილად არ მახსოვს რომელი, მოგვიწოდებდა მისი ცხოვრება წაგვეკითხა, ეს ფრიად სასიამოვნოა smile.gif) მისი საერო სახელი იყო ანასტასი...

პატარა ანასტასი თურმე ქაღალდის "სამღვდელო შესამოსელს შეიმოსავდა" და მეგობრებთან ერთად წირვას აყენებდა smile.gif

კონსტანტინოპოლში მყოფმა სიღარიბისაგან შეჭირვებულმა ანასტასმა შემდეგი წერილი "მისწერა" უფალს: "ქრისტე ჩემო, არც ფეხსაცმელი მაქვს, არც წინსაფარი, გთხოვ გამომიგზავნო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ". კონვერტზე შემდეგი მისამართი ეწერა: "უფალ იესო ქრისტეს ზეცაში"... smile.gif გზაზე ნაცნობი შეხვდა და წერილი მას გაატანა. მისამართს რომ დახედა, ცნობისმოყვარეობას ვერ გაუძლო, გახსნა და წაკითხვის შემდეგ ატირდა. პასუხი მისწერა, კონვერტში ფული ჩადო და ანასტასს გაუგზავნა... smile.gif

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 18 2006, 12:33 PM

ამ თემის გახსნას აშკარად სხვა განყოფილებაში ვგეგმავდი. ნეტა როგორ მოვახერხე რომ აქ გავხსენი? როგორც ჩანს მეძინა და ისე გავაკეთა smile.gif ცუდია რომ არაფერი დაპოსტეთ sad.gif

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 18 2006, 12:49 PM

ერთხელ წმინდა ეკატერინემ მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა.
ეკატერინეს დედამ, ფარულმა ქრისტიანმა, ასული თავის სულიერ მამასთან, ქალაქის მახლობლად, განკრძალულად გამოქვაბულში მოღვაწე წმიდა მოძღვართან მიიყვანა რჩევა-დარიგების მისაღებად. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოუსმინა, უთხრა, მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღამტებულია შენზე: მისი მშვენიერება მზეზე უბრწყინვალესია, სიბრძნე - ყველაფერ არსებულს განგებს, სიმდიდრე - მთელს სამყაროს ეფრქვევა, მაგრამ ოდნავადაც არ მცირდება - პირიქით, მრავლდება; წარმომავლობა კი - ენით გამოუთქმელია“. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმიდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული.
ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესმენილ იქნა - წმიდანის წინ საღვთო ჩვენებით წარსდგა ყოვლადწმიდა ქალწული, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს სთხოვდა, შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისათვის. მაგრამ ყრმა პირს არიდებდა ასულს და ამბობდა, არ შემიძლია მას შევხედო, რადგან წმიდა ნათლისღების წყალში განუბანველი და სულიწმიდის ბეჭედს მოკლებული ყველა ადამიანივით უშნო, მდაბიო, გლახაკი და უგუნურიაო. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა, შემდეგ კი ნათლობის წესიც აღასრულა. მაშინ წმიდა ეკატერინეს სიზმრეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმიდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა, ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი - ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა.
"წმიდანთა ცხოვრება", თბილისი, 2001

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 18 2006, 01:55 PM

ნაწყვეტი წმინდა გერასიმეს ცხოვრებიდან

წმ. გერასიმეს მოწაფენი მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, როცა მამა გერასიმე იმყოფებოდა იორდანის ნაპირას, შემოხვდა ლომი, რომელიც კოჭლობდა, რადგან ფეხში შესობოდა ხიჭვი და სითხე ჰქონდა ჩამდგარი. როცა მან დაინახა ბერი, მივიდა მასთან, უჩვენებდა მტკივან ფეხს და შველას სთხოვდა. ნახა რა ასეთ გასაჭირში ცხოველი, ბერს შეებრალა და ფეხიდან გამოუღო შერჭობილი ხიჭვი, ნაჭრილობევიდან გამოადინა სისხლი და სითხე დაგუბებული, ამოუწმინდა ჭრილობა და შეუხვია მჩვრით. ლომი მალე განიკურნა და ამის შემდეგ აღარ შორდებოდა ბერს და იყო როგორც მორჩილი მოწაფე მისი. საკვირველი სიყვარული ჰქონდა ლომს ბერისა. ამიერიდან ბერი საკვებად აძლევდა ლომს პურსა და დამბალ ცერცვს.

ამ ლომის შემდგომი ისტორია ძალიან საინტერესოა, კარგი იქნება თუ წაიკითხავთ smile.gif

პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Aug 18 2006, 03:04 PM

ციტატა
ამ თემის გახსნას აშკარად სხვა განყოფილებაში ვგეგმავდი. ნეტა როგორ მოვახერხე რომ აქ გავხსენი? როგორც ჩანს მეძინა და ისე გავაკეთა ცუდია რომ არაფერი დაპოსტეთ

მეც შეცდომით სხვა განყოფილებაში გავხსენი "რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია"...რა მინდოდა გალერეაში smile.gif

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 18 2006, 03:33 PM

ციტატა(glaxa @ Aug 18 2006, 04:04 PM) *

მეც შეცდომით სხვა განყოფილებაში გავხსენი "რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია"...რა მინდოდა გალერეაში smile.gif


შენ ალბათ ღრმად გეძინა smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 18 2006, 04:30 PM

მოიცა, მოიცა, ახლა ვნახე, გალერეაში რომ არ გქონია გახსნილი???

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Aug 18 2006, 08:27 PM

ციტატა
მოიცა, მოიცა, ახლა ვნახე, გალერეაში რომ არ გქონია გახსნილი???


ეტყობა გადმოიტანა biggrin.gif

პოსტის ავტორი: leqso თარიღი: Aug 19 2006, 01:24 PM

ციტატა(IOANA @ Aug 18 2006, 01:55 PM) *

ნაწყვეტი წმინდა გერასიმეს ცხოვრებიდან

წმ. გერასიმეს მოწაფენი მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, როცა მამა გერასიმე იმყოფებოდა იორდანის ნაპირას, შემოხვდა ლომი, რომელიც კოჭლობდა, რადგან ფეხში შესობოდა ხიჭვი და სითხე ჰქონდა ჩამდგარი. როცა მან დაინახა ბერი, მივიდა მასთან, უჩვენებდა მტკივან ფეხს და შველას სთხოვდა. ნახა რა ასეთ გასაჭირში ცხოველი, ბერს შეებრალა და ფეხიდან გამოუღო შერჭობილი ხიჭვი, ნაჭრილობევიდან გამოადინა სისხლი და სითხე დაგუბებული, ამოუწმინდა ჭრილობა და შეუხვია მჩვრით. ლომი მალე განიკურნა და ამის შემდეგ აღარ შორდებოდა ბერს და იყო როგორც მორჩილი მოწაფე მისი. საკვირველი სიყვარული ჰქონდა ლომს ბერისა. ამიერიდან ბერი საკვებად აძლევდა ლომს პურსა და დამბალ ცერცვს.

ამ ლომის შემდგომი ისტორია ძალიან საინტერესოა, კარგი იქნება თუ წაიკითხავთ smile.gif


ამ ისტორიის გაგრძელება...

უდაბნოში მოღვაწე მამებს ჰყავდათ ერთი ვირი, რომლითაც იორდანიდან წყალს ეზიდებოდნენ. ლავრა იორდანეს დაშორებული იყო ერთი მილით. მამები ჩააბარებდნენ ხოლმე ლომს ვირს, რათა ებალახებინა მდინარის პირას. ერთ დღეს როცა ვირი ძოვდა ჩვეულებრივ, ლომი ცოტა ხანს განეშორა მას. ამ დროს ვიღაც მეაქლემე მოდიოდა გზაზე, ნახა ვირი და გაიყოლა თან. ლომი, რომელმაც ვეღარ იპოვა ვირი, დამწუხრებული დაბრუნდა ბერთან, რომელმაც იფიქრა, რომ სახედარი თვითონ ლომმა შეჭამა. ბერის წინ მდგარ ლომს დამნაშავესავით თავი მოეხარა ხმას არ იღებდა. ბერმა წყრომით ჰკითხა: სად არის ვირი? როცა ლომი დუმდა, ბერმა უთხრა: იმისთვის რომ შეჭამე იგი, ღვთის სახელით გეუბნები ვირის მაგივრად მოემსახურები მამებს და ყველაფერს გააკეთებ, რასაც სახედარი აკეთებდა. იმ დღიდან გადაჰკიდებდნენ ხოლმე ლომს ხურჯინს, რომელშიც ოთხი კოკა თავსდებოდა და ასე ეზიდებოდა ლომი ბერებისათვის წყალს.

ამ სურათს რომ წარმოვიდგენ, სულ მეღიმება.smile.gif

პოსტის ავტორი: IOANA თარიღი: Aug 21 2006, 05:19 PM

მონაზონი ინა:

"მამა ვიტალის (სიდორენკო) ძალიან უყვარდა ცხოველები, ერთხელ ჩვენს კატას ოთხი ულამაზესი კნუტი გაუჩნდა. მეზობლის ძაღლი მათ დასანახად ვერ იტანდა. მაშინ მამა ვიტალიმ გადაწყვიტა, როგორმე დაემეგობრებინა ისინი: აიყვანდა კატას და ძაღლთან ძალიან ახლოს მიჰყავდა, როგორც კი დაიყეფებდა, მაშინვე მოარიდებდა ხოლმე. შემდეგ კვლავ იმეორებდა იმავეს. "მათი დამეგობრება მინდაო",- ამბობდა იგი და თან ბავშვივით იცინოდა".

მამა ვიტალის განსაკუთრებული კატა ჰყავდა. მარხვის დროს, როცა ყველა სამარხვო წვნიანს ჭამდა, ისიც ასევე იქცეოდა. თუ ვინმე კატას ამ დროს ძეხვს მისცემდა, იგი პირს არ აკარებდა. როდესაც ყველა ლოცვას იწყებდა, კატაც იქვე გაჩნდებოდა და ლოცვის დამთავრებამდე წყნარად იჯდა.

ცხოველები გრძნობდნენ მამა ვიტალსი სიყვარულს და არაჩვეულებრივი სიყვარულითვე პასუხობდნენ მას".

გასაოცარი ფაქტი: როდესაც უკვე სასიკვდილოდ დაავადებული მამა ვიტალი დიდუბუდან მოსკოვის პროსპექტზე გადადიოდა და მეზობლებს ემშვიდობებოდა, მის მანქანასთან იმ მხარის ყველა ის კატა მოგროვდა, რომლებსაც იგი აჭმევდა და ეფერებოდა. ისინი თითქოს მის გასაცილებლად მოვიდნენ.

წიგნიდან "შეიყვარეთ სიყვარული; სქემარქიმანდრიტ ვიტალის (სიდორენკო) ცხოვრება"

პოსტის ავტორი: ABDALA თარიღი: Oct 2 2006, 03:44 PM

ხალხნო მამა პაისი ათონელის ცხოვრება წაკითხული გაქვთ?ძაან მაგარი იყო!მაგის სწავლებებიც წაიკითხეთ!

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 2 2006, 06:02 PM

იმის შესახებ, რომ მღვდლებს არ უნდა განვიკითხავდეთ


მარკოზ მეგვიპტელი (იოანე ოქროპირის მოწაფე, საკვირველთმოქმედების ნიჭი ჰქონდა და საღმრთო წერილი მთლიანად ზეპირად იცოდა. იცოცხლა ასი წელი) ოცდაათი წლის მანძილზე სენაკიდან არ გამოსულა, ერთი მღვდელი მიდიოდა ხოლმე მასთან და წმ. საიდუმლოს აზირებდა. მარკოზის სათნოების და მოთმინების გამო შურით აღვსილმა ეშმაკმა მოინდომა, რომ იგი განკითხვის ცოდვაში ჩაეგდო. და გამოსაცდელად მოიყვანა მასთან ერთი უკეთური კაცი, ვითომდა დალოცვის სათხოვნელად. ვიდრე ბერი დალოცავდა, ეშმაკის სწავლებით ამ ადამიანმა დრო იხელთა და ბერს უთხრა: მღვდელი, რომელიც შენთან დადის, ყოველვარი სულიერი სიბილწით არის აღსავსე და ნუღარ შემოუშვებო. ღმრთივსულიერმა მარკოზმა უპასუხა: “შვილო, წერია, “ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნე”. ცოდვილიც რომ იყოს ის მღვდელი, ღმერთს ვთხოვ მის ცხონებას, რადგან ესეც წერია, “ულოცევდით ურთიერთას, რათა განიკურნოთ”. ეს რომ უთხრა, ილოცა მისთვის, განდევნა მისგან ეშმაკი და გაუშვა მართალი.
მღვდელი როცა მივიდა, ბერმა სიხარულით მიიღო. კეთილმოწყალე ღმერთმა ბერის უმანკოება რომ იხილა, ასეთი სასწაული გამოუცხადა მას: მღვდელი წმ. ტრაპეზთან წარდგომას რომ აპირებდა, ზეციდან გარდამოსულმა უფლის ანგელოსმა თავზე ხელი დაადო და მღვდელი უცებ ცეცხლის სვეტს დაემსგავსა. გაკვირვებულ ბერს ანგელოსმა უთხრა; ჰოი, კაცო, რატომ გაგიკვირდა ის, რაც იხილე. თუკი ამქვეყნიური მეფეები არ მიუშვებენ თავისთან ბინძურად ჩაცმულს, შესაფერისად შემოსვას და დიდებით მიახლებას მოითხოვენ, განა ზეცათა მეუფე უფრო არ განწმენდს წმ. საიდუმლოთა მსახურთ და გამოუთქმელი მსხვერპლის შემწირველთა და არ განაბრწყინებს მათ ზეციური დიდებით?
ასეთი სასწაული იხილა ღირსმა მარკოზმა და გვიამბო ყველას, რათა არ განვიკითხოთ მღვდლები, რამეთუ ისინი უფლის წინაშე წარსდგებიან, მსხვერპლს სწირავენ ზეცას და იქიდან იღებენ მადლს, რომელსაც ჩვენც გადმოგვცემენ. ყველას განმკითხველი და მსაჯული უფალია, რომლის არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

წიგნიდან "სათნოებათა გვირგვინი"

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Oct 4 2006, 10:54 AM

მე აქ დავბეჭდავ ხოლმე იოანე მოსხის ლამინარი ანუ სამოთხედან მეუდაბნოე ბერების ცხოვრებას

”...მაგრამ მე მაინც არსად წავალ ამ ადგილიდან”
აბბა სტეფანეს შესახებ მოგვითხრობდნენ, რომ ერთხელ, როდესაც იგი თავის სენაკში წიგნს კითხულობდა, ეშმაკი ისევ ხილული სახით გამოეცხადა და უთხრა:
-წადი აქედან, ბერო, აქ შენ სარგებელს ვერ ნახავ.
ბერმა უპასუხა:
-თუ ასე ძალიან გინდა, რომ აქედან წავიდე, მაშინ ისე მოაწყვე, რომ ამ სკამმა, რომელზეც მე ვზივარ, სიარული დაიწყოს.
ის დაწნულ სკამზე იჯდა. ეშმაკმა მართლაც ისე მოაჩვენა ბერს, თითქოს არამარტო სკამი, არამედ მთელი სენაკი ადგილიდან იძვროდა.
-ძალიან მარჯვე ყოფილხარ, - უთხრა მას ბერმა, - მაგრამ მე მაინც არსად ცავალ ამ ადგილიდან.
მან ლოცვა დაიწყო და ბოროტი სული მაშინვე გაქრა.

”მაგრამ ცოდავამ მონებად გვაქცია”

აბბა პოლიაქრონიოსმა მოგვითხრო:
- აბბა პეტრეს მონასტერში ცხოვრობდა ერთი ბერი, რომელიც ხშირად ჩადიოდა ხოლმე განმარტოებისთვის იორდანის ნაპირებზე და ღამეს ლომების ბუნაგში ათევდა. ერთხელ მღვიმეში ლომის ორი ბოკვერი იპოვა და თავის მოსასხამით ეკლესიაში მოიყვანა.
- ქრისტეს მცნებებს რომ ვასრულებდეთ, - უთხრა მან ძმებს, - მხეცებსაც კი შეეშინდებოდათ ჩვენი. მაგრამ ცოდვამ მონებად გვაქცია და ახლა პირიქით - ჩვენ გვეშინია მათი.
ამ ნათქვამმა ძმებს დიდი სარგებელი მოუტანა.

ციტატა(ABDALA @ Oct 2 2006, 04:44 PM) *

ხალხნო მამა პაისი ათონელის ცხოვრება წაკითხული გაქვთ?ძაან მაგარი იყო!მაგის სწავლებებიც წაიკითხეთ!



კი, ოღონდ პირველი ნაწილის ნახევარი sad.gif სამწუხაროდ წიგნი სხვაგან დამრჩა და ვეგარ ვკითხულობ. ძაან კარგი წიგნები არის დაწერილი მის შესახებ. უფრო სწორად მისი საუბრებია ჩაწერილი. ძაან კარგად აქვს ახსნილი ყველაფერი, ყველანაირ საჭირო კითხვაზე გაგცემს პასუხს. თან წასაკითხად სასიამოვნოა. სულ სამი ნაწილია.ეს წიგნები დაწერილია მონაზვნების მიერ რომლებსაც მამა პაისი დაეხმარა მონასტრის აშენებაში. იმის მერე ხშირი საუბრები ქონდატ ბერ პაისთან და ისინია ჩაწერილი.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 4 2006, 12:56 PM

QUOTE
სულ სამი ნაწილია.ეს წიგნები დაწერილია მონაზვნების მიერ რომლებსაც მამა პაისი დაეხმარა მონასტრის აშენებაში. იმის მერე ხშირი საუბრები ქონდატ ბერ პაისთან და ისინია ჩაწერილი.

სამი ნაწილია ქართულად ჯერ-ჯერობით. რუსულად მეოთხეცაა გამოსული: "ოჯახური ცხოვრება". იმედია მაგასაც თარგმნიან.

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Oct 4 2006, 04:44 PM

ციტატა(მარიამი @ Oct 4 2006, 01:56 PM) *

სამი ნაწილია ქართულად ჯერ-ჯერობით. რუსულად მეოთხეცაა გამოსული: "ოჯახური ცხოვრება". იმედია მაგასაც თარგმნიან.


ეგ არ ვიცოდი, ეგეც კარგი იქნება როგორც დანარჩენები

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 4 2006, 05:16 PM

QUOTE(mr_morrison @ Oct 4 2006, 04:44 PM) *

ეგ არ ვიცოდი, ეგეც კარგი იქნება როგორც დანარჩენები

რასაკვირველია smile.gif ოჯახურ ცხოვრებაზეა მთლიანად - დაწყებული ოჯახის შექმნამდე პრობლემებით, საცოლეს/საქმროს არჩევაში რჩევებით, დამთავრებული შვილების აღზრდით. მგონი ყველა ტიპიური ოჯახური პრობლემაა განხილული...

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 14 2006, 08:50 PM

მოწყალე მღვდლის შესახებ

ერთხელ წმინდა გენადიოს პატრიარქი მიდიოდა წმ. მოწამე ნეტარი ანასტასის ტაძარში და წინ უძღოდა დიდძალი მრევლი სანთლებითა და საკმეველით. სხვებთან ერთად მათ შორის იყო პატიოსანი მღვდელი მარკიანე, რომელსაც გზაში ერთმა გლახაკმა მოწყალება სთხოვა. ჭეშმარიტმა ღმრთისმსახურმა არ დატოვა იგი უყურადღებოდ, მთელი გულით მოუსმინა, შემდეგ მოფარებულ ადგილას გავიდა, გაიხადა ტანსაცმელი, იმ გლახაკს მისცა და თავად შიშველი დარჩა, მხოლოდ სამღვდელო სამოსელის ამარა. მოიქცა ისე, როგორც უფალმა თქვა, “ყოველთა, რომელნი გთხოვდეს შენ, მიეც და ნუ გარე მიიქცევი”. ისე შევიდნენ ქალაქში და მივიდნენ წმ. მოწამე ანასტასიას ეკლესიაში, რომ არავინ იცოდა მღვდლის ქველმოქმედების შესახებ. ყველანი სავედრებელ ლოცვებს აღავლენდნენ პატიოსან ნაწილთა წინაშე და ემზადებოდნენ საღმრთო მსახურებისათვის.
ფერხთ-ბანის დრო რომ მოვიდა, ღმერთშემოსილი მარკიანე ფილონით იფარავდა სხეულს, რომ არავის დაენახა მისი სიშიშვლე. ყველა დიაკონი, მღვდლები და პატრიარქი ხედავდნენ მას ეკლესიაში თითქოსდა ბრწყინვალე სამეფო სამოსლით მოსილს ფილონის ქვეშ. როცა წმ. საიდუმლოს ეზიარებოდნენ, კიდევ ერთმა მღვდელმა დაინახა ასევე წმიდა სამოსლით მოსილი და პატრიარქთან დაასმინა. მანაც დაუმოწმა, მეც იგივე ვნახეო.
საღმრთო წირვის დამთავრების შემდეგ პატრიარქმა უხმო მას ოთახში, სადაც საეკლესიო ქონება ინახებოდა, დაუწყო მხილება და გაკიცხვა, ეს რა ჩაიდინე, ძმაო, ეკლესიის განგებულების საწინააღმდეგოდ, სამეფო ტანსაცმლით წირვის ჩატარება როგორ შეიძლებოდაო. მღვდელი სიმდაბლით ჩაუვარდა ფეხებში და ეუბნებოდა, შემინდე, წმიდაო მეუფეო, მაგრამ ასეთი რამ არ ჩამიდენიაო. პატრიარქმა მიუგო, ჩვენ ყველამ გნახეთ და რატომ უარყოფო. მოვიდნენ მისი დამსმენლები, წამოაყენეს, გახადეს ფილონი და ნახეს, რომ შიშველი იყო. მაშინ კი ცხადი გახდა ამ მღვდლის სიმართლე და მოწყალება. ყველამ ადიდა ღმერთი, რომელიც აძლევს საიდუმლო მადლს მის მოყვარეთ. იმ დღიდან გლახაკებისადმი მოწყალებით მრავალთათვის გახდა ცნობილი მისი ცხოვრება და თავად სიგლახაკით და მოთმინებით მადლობდა ღმერთს. მისი კეთილმოწყალების გამო ღმერთმა სასწაულმთქმედების ნიჭი მიმადლა. ეშმაკებს განასხამდა ადამიანიდან, სნეულებს კურნავდა, უდაბურ ადგილებში დადიოდა და სადაც უპატრონო მკვდარს ნახავდა, განბანდა, სუდარას შემოახვევდა და ეტყოდა: აღდეგ ძმაოო. მკვდარი მაშინვე წამოდგებოდა. იგი ეამბორებოდა მას და მიცვალებული ისევე შეისვენებდა. ეს ნეტარი მღვდელი მარკიანე ღმერთმა ადიდა, ანგელოსები აქებდნენ, ადამიანებს რიდი ჰქონდათ მისი, ეშმაკები ძრწოდნენ მის დანახვაზე. ყველას განაცვიფრებდა და ადიდებდნენ ღმერთს, რომლისაც არის დიდება უკუნითი უკუნისამდე.

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 19 2006, 02:09 PM

მშრომელი და მოწყალე ეპისკოპოსის შესახებ

ერთმა მამამ მოგვითხრო ეპისკოპოს პავლეს შესახებ, რომელმაც სიმდაბლის გამო მიატოვა ეპისკოპოსობა, ჩავიდა ანტიოქიაში, თავისი შრომით ირჩენდა თავს და ქველმოქმედებასაც მრავლად ჩადიოდა. იმ დროს იყო ერთი ღმრთის მსახური და ძალიან მოწყალე კაცი ეფრემი, რომლიც მიწისძვრისგან დანგრეულ ქალაქს აშენებდა. ერთხელ, სამხრობის დროს, როცა მუშები ისვენებდნენ, მან დაინახა, რომ ის ეპისკოპოსი იჯდა და მის თავს ზემოთ ცამდე აღმართული იყო ცეცხლივით ბრწყინვალე სინათლის სვეტი. ეს ხილვა კიდევ მრავალჯერ განმეორდა. ეფრემი შეშინდა, რადგან ეს სასწაული შემაძრწუნებელი და ძალიან საკვირველი იყო. იგი ვერ მიმხვდარიყო, რას ნიშნავდა ყოველივე, რადგან ეპისკოპოსს ერთი საშინელი შესახედი, საკმაოდ ჭუჭყიანი პერანგი ეცვა და მრავალი მარხვისა და შრომისაგან ის ღმრთის კაცი ძალიან გასაცოდავებულად გამოიყურებოდა.
ეფრემმა იხმო იგი დ უნდოდა გაეგო, ვინ იყო ან რომელი ქვეყნიდან და დაუწყო გამოკითხვა, საიდან ხარ შენ, ძმაო, და რა გქვიაო. მან უპასუხა, ერთი აქაური უპოვარი ობოლი ვარ, ბატონო, არაფერი არ მეხერხება, გარდა შენებისა და ღმერთი ჩემი ამგვარი შრომით მანახინებს თავსაო. ეფრემმა ღმრთისგან შთაგონებით უთხრა, დამიჯერე, ჩემო ძმაო, აქედან არ გაგიშვებ, ვიდრე შენს შესახებ სიმართლეს არ მეტყვი თავიდან ბოლომდე. ღმრთისთვისაც არ იქნება მოსაწონი ჩემგან რაიმეს დაფარვაო. პავლემ უპასუხა, ღმრთის წინაშე სიტყვა მომეცი, რომ არავის ეტყვი, რასაც ჩემგან გაიგებო. შეჰფიცა ნეტარმა ეფრემმა, რომ არავის ეტყოდა მის შესახებ, ვიდრე იგი ცოცხალი იქნებოდა და ამის შემდეგ პავლემ მოუთხრო: მე უპოვარი, ადრე ეპისკოპოსი ვიყავი, ღმრთისათვის დავტოვე ეპისკოპოსობა და აქ მოვედი, რადგან არავის ვიცნობ და დიდი გაჭირვებით ვმუშაობ. ჩემს ნაშრომს ვყოფ, ნაწილით თავს ვინახავ, უფრო მეტს კი გლახაკებს ვაძლევ. იცოდე ბატონო, რომ სიმდაბლის ასეთი მსხვერპლი უფრო სათნოა ღმრთისათვისო.
ამის მსმენელი ნეტარი ეფრემი აკურთხებდა ღმერთს და ამბობდა, ჰოი, რამდენი სათნო მონა ჰყავს ღმერთს საიდუმლოდ, რომელთა შესახებაც მხოლოდ მან უწყისო. შემდეგ მიმართა, გაამრავლე მოწყალება მეუფეო, რადგან მოკლე დროში ღმრთის ნებით ეპისკოპოსი გახდები და ქალაქში ღმრთის წმ. ეკლესიაში მღვდელმთავრის ტახტზე დაჯდები, რომელიც ქრისტემ თავისი სისხლით შეისყიდაო.
მართლაც, ღმრთის განგებით, იგი შემდეგ ამ ქალაქის ეპისკოპოსი გახდა. ჩვენც ვისმინოთ ძმანო, ქრისტეს სიყვარულით თავი დავიმდაბლოთ, მოწყალება ვამრავლოთ, მართალი სარწმუნოებით ვიღვაწოთ და სათნო გავხდეთ ღმრთისათვის, რომელიც არის მიზეზი ყოველივე კეთილისა, რამეთუ მისი არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.

წიგნიდან "სათნოებათა გვირგვინი”

პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Oct 20 2006, 10:45 PM

წიგნი წინ არ მიდევს ამიტომ ჩემი სიტყვებით მოვყვები რამდენიმე მეუდაბნოე ბერის ცხოვრების ეპიზოდებს.
ერთი მეუდაბნოე ბერი წყალს საერტოდ არ იღებდა და მხოლოდ ისეტ მცენარეებს ჭამდა რაც წყალს შეიცავდა. მოგვიანებით ამის გამო დაავადდა, ექიმი მიყვანეს მაგრამ ვერაფრით ვერ უშველა, ბოლოს ექიმმა ნახევრად წყლით სავსე კასრი მოატანინა და ბერი შიგ ჩადგა. წყალი წელამდე წვდებოდა, როცა კასრიდან ამოუყვანეს შიგ ცოტაოდენი წყალი იყო დარჩენილი.

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Oct 21 2006, 07:57 PM

ციტატა(mr_morrison @ Oct 20 2006, 11:45 PM) *

წიგნი წინ არ მიდევს ამიტომ ჩემი სიტყვებით მოვყვები რამდენიმე მეუდაბნოე ბერის ცხოვრების ეპიზოდებს.
ერთი მეუდაბნოე ბერი წყალს საერტოდ არ იღებდა და მხოლოდ ისეტ მცენარეებს ჭამდა რაც წყალს შეიცავდა. მოგვიანებით ამის გამო დაავადდა, ექიმი მიყვანეს მაგრამ ვერაფრით ვერ უშველა, ბოლოს ექიმმა ნახევრად წყლით სავსე კასრი მოატანინა და ბერი შიგ ჩადგა. წყალი წელამდე წვდებოდა, როცა კასრიდან ამოუყვანეს შიგ ცოტაოდენი წყალი იყო დარჩენილი.



საოცარი ისტორიაა. თითქმის დაუჯერებელი. კიდევ უფრო საოცარია ის, რაც ჩემმა მოძღვარმა თქვა, რომ საქართველოში დღესაც არის ასეთი ბერი, რომელიც წყალს არ სვამს საერთოდ. მართლაც საოცარია.
ohmy.gif

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 25 2006, 12:06 AM

ერთხელ წმიდა ანტონისთან ერთი კაცი მოსულა, რომელიც ჰგონებდა, რომ სამონაზვნო ღვაწლისათვის არავითარი აუცილებლობა არ არსებობს ამა ქვეყნისაგან განდგომისა, და ასე უთქვამს წმიდა მამისათვის: უფრო მეტი ფასი იმ მოსაგრესა აქვს, ვინც ქალაქად მოსაგრეობს, ანდა სოფლად, ადამიანების გვერდით, თუკი იქაც ჯეროვნად აღასრულებს ყოველივე იმას, რაც აუცილებელია სულიერი სრულყოფილების მისაღწევადო. მამა ანტონიმ ჰკითხა: შენ კი სად ცხოვრობ, და ვით მოღვაწეობო? მანაც მიუგო: მშობელთა სახლში ვცხოვრობ, რომელნიც ყოველივე აუცილებელს მაწვდიან და მეც, გათავისუფლებული ყოველგვარი საზრუნავისაგან, განუწყვეტლივ საღმრთო წერილს ვკითხულობ და ვლოცულობო, ისე, რომ სული ჩემი სხვა არაფერზე არ მოცდებაო. მამა ანტონიმ კვალად ჰკითხა: მითხარი, შვილო, მწუხარებ, თუ არა შენ შენს მშობლებთან ერთად ჭირში და სიხარულსაც იზიარებ თუ არა მათსასო? და როცა დასტური მიიღო, უთხრა: მაშ, უწყოდე, რომ მომავალ საუკუნო ცხოვრებაშიც გაიზიარებ მათს მწუხარებას თუ სიხარულს. შენს მიერ არჩეული წესი ცხოვრებისა მხოლოდ იმიტომ კი არ არის შენთვის საზიანო, რომ იგი აღსავსეა ყოველდღიური ცვალებადობით, დაუდგრომლობით და შემთხვევითობით, რაც შენს გონებას ამაო ზრახვებით აღავსებს ყოველივე ამქვეყნიურის გამო, არამედ იმიტომაც, რომ შენ მოკლებული ხარ უნარს ნაყოფის გამოღებისა, რადგან თვით, შენი შრომით არ მოიპოვებ საზრდოს, მსგავსად პავლე მოციქულისა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ღმრთის სიტყვას ახარებდა ხალხებს, საკუთარი შრომითვე მოიპოვებდა არსობის პურს თავისთვისაც და გვერდით მყოფ ადამიანებისთვისაც. ამის გამო ეუბნება იგი ეფესელთ: “თქვენ თვით უწყით, რამეთუ სახმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ხელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს” (საქმე მოციქულთა 20, 34). ამას წმიდა მოციქული ჩვენი დამოძღვრისათვის აკეთებდა. რათა მაგალითი მოეცა მომავალი თაობებისათვის, როგორც თვით ეუბნება თესალონიკელთ: “…თქვენ უწყით, ვითარ-იგი ღირს ბაძვად ჩვენდა, რამეთუ არარაი უჯეროი ვყავთ თქვენ შორის, და არცაღა ცუდად პური ვისგანმე ვჭამეთ, არამედ შრომითა და რუდუნებითა ღამე და დღე ვიქმოდეთ, რაითა არავის თქვენგანსა დაუმძიმოთ, არათუ არა გვაქვს ხელმწიფებაი, არამედ რაითა თავნი თვისნი სახედ მიგცნეთ თქვენ, რაითა მბაძევდით ჩვენ” (მეორე თესალონიკელთა.3, 7 –9). ამიტომაც, ჩვენ, რომც გვქონდეს შესაძლებლობა მშობლებისა და ახლობლების შეწევნით ვისარგებლოთ, მაინც ვამჯობინებთ საკუთარი შრომით მოვიპოვოთ პური ჩვენი, და არამც და არამც – სხვათა შრომით. ჩვენ ხალისით ავირჩევდით ამ უკანასკნელს, თუკი უფრო სასარგებლოდ მივიჩნევდით ჩვენი სულებისათვის, მაგრამ ეს ასე არ არის. ჰოდა, უწყოდე, შვილო, რომ თუკი შენ, სრულიად ჯანსაღი და შრომის შემძლე სხვისი ლუკმა-პურით ცხოვრობ, ამით ღარიბ-ღატაკთა და უძლურთა პურს ჭამ!”

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 1 2007, 12:14 AM

ებრაულ ფოლკლორში არსებობს თქმულება მოსეს ცხოვრების შესახებ და იქ შესანიშნავი ეპიზოდია. მოსე უდაბნოში მწყემსს ხვდება. იგი მასთან მთელ დღეს ატარებს, ეხმარება ცხვრის წველაში, საღამოს კი ხედავს, როგორ აგროვებს მწყემსი საეკეთესო ჯიშის რძეს ხის ჯამში და ბრტყელ ქვაზე, განცალკევებით დგამს. მოსე ეკითხება მას, თუ რატომ აკეთებს ამას. მწყემსი კი პასუხობს: - „ეს ღმერთის რძეა“. მოსე დაინტერესდება და კვლავ ჰკითხავს, თუ რა აქვს მხედველობაში. მწყემსი კი მიუგებს: - „მე ყოველთვის ვაგროვებ საუკეთესო რძეს და საჩუქრად ვწირავ ღმერთს“. მოსე, რომელიც მეტადაა გაწაფული და დახვეწილი გონებრივად, ვიდრე მწყემსი - თავისი გულუბრყვილო რწმენით - ეკითხება: - „მერე სვამს ღმერთი შენს რძეს?“ - „კი, სვამს“. - პასუხობს მწყემსი. მოსე გრძნობს, რომ საბრალო მწყემსს დახმარება სჭირდება და უხსნის მას, რომ ღმერთი სულია და რძეს არ სვამს; მაგრამ მწყემსი დარწმუნებულია, რომ ეს ასე არ არის. ისინი კამათობენ, ბოლოს კი მოსე ეუბნება მწყემსს, დაიმალოს ბუჩქებში და ნახოს, ნამდვილად თუ მოდის ღმერთი რძის დასალევად. ამის შემდეგ იგი უდაბნოში გადის სალოცავად. მწყემსი ბუჩქებში დაიმალა. დაღამდა. მთვარის შუქზე მწყემსი ხედავს მელას, რომელიც მორბის უდაბნოდან, მარჯვნივ და მარცხნივ იხედება, ჯამთან მიირბენს და სწრაფად ხვრეპს რძეს, შემდეგ კი კვლავ უდაბნოში მირბის. მეორე დღეს მოსემ მწუხარე და დათრგუნული მწყემსი ნახა. „რაშია საქმე?“ - ეკითხება მოსე. „შენ მართალი იყავი, ღმერთი სულია და მას ჩემი რძე არ სჭირდება“. მოსე გაკვირვებულია მისი წუხილით - „უნდა გიხაროდეს, რომ ახლა მეტი იცი ღმერთზე, ვიდრე ადრე იცოდი“... „ - ხო, მაგრამ ერთადერთი რამ, რითაც შემეძლო მისდამი სიყვარული გამომეხატა, აღარ მაქვს“. მაშინ მოსეს რაღაც აეჭვებს. ის გადის უდაბნოში და გულმოდგინე ლოცვას იწყებს. ღამით, ხილვაში, ღმერთი გამოეცხადება მას და მიმართავს: - „მოსე, შენ შეცდი! ჭეშმარიტად მე ვარ სული, მაგრამ ყოველთვის მადლობით ვიღებდი რძეს, რომელიც მწყემსს ჩემთვის მოჰქონდა - სიყვარულის ნიშნად. მაგრამ, როგორც წმიდა სულს, მე რძე არ მჭირდება, ამიტომ მას მელაკუდას ვუნაწილებდი, რომელსაც ის ძალიან უყვარს“.

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Feb 2 2007, 05:27 PM

მარიამი
wub.gif wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: grdzelo თარიღი: Feb 3 2007, 09:15 PM

gmerti iyos sruliad saqartvelos mparveli

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Feb 4 2007, 12:35 AM

ორი სულიერი ძმა მონასტრიდან ხელსაქმის გასაყიდად წავიდა. როცა ისინი დროებით დაშორდნენ ერთმანეთს, ერთი მათგანი ეშმაკის ბოროტი ძალისხმევით სიძვით დაეცა. როცა კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და უმცროსმა სენაკში დაბრუნება შესთავაზა, მან უპასუხა, რომ აღარ წავიდოდა იქ. ძმამ მიზეზი ჰკითხა, რაზედაც პასუხად მიიღო, როცა შენ დაგშორდი, სიძვით დავეცი და ამიტომ აღარ მინდა წამოსვლაო.
მეორე ძმამ ნამდვილი ქრისტეანული სიყვარული გამოამჟღავნა. მან მოინდომა ძმის უკანვე მობრუნება ჭეშმარიტებისაკენ და უთხრა, როცა შენგან წავედი, მეც იგივე შემემთხვა. ახლა კი მოდი, ორივენი უკან დავბრუნდეთ და სინანულით შევევედროთ უფალს შეგვინდოს. მწამს მისი კაცთმოყვარებისა, “რომელმან აღიხუნა ყოვლისა სოფლისა ცოდუანი” იგი მზად არის მონანული შეიწყნაროს და ცოდვებს მოგვიტევებსო.
ასე მოიყვანა ის ძმაც სინანულში და დაბრუნდნენ თავიანთ მონასტერში. აღუარეს მოძღვარს, რაც შეემთხვათ და სინანულის კანონი მიიღეს. ერთი ძმა მეორის შეცოდების გამო ნანობდა, თითქოს თავად შეეცოდა და მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის მიტევებას. ასე დასდო თავისი სული ძმის სიყვარულისთვის. მალე ორთავეს აუსრულდა ვედრება და მიიღეს: ერთმა ცოდვათა შენდობა, მეორემ კი – გვირგვინი ღმრთისმიერი სიყვარულისთვის. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 7 2007, 04:35 PM

ერთხელ ამბა ანტონი მოწაფეებთან ერთად მიდიოდა. ერთმა მათგანმა გზაზე პატარა მწვანე ოსპის მარცვალი დაინახა და მოძღვარს ჰკითხა: მამაო, ნებას დამრთავ, თან წამოვიღო? გაოცებულმა ბერმა ჰკითხა: განა შენ დადე აქ? არა, - უპასუხა მოწაფემ. მაშ, შენ თუ არ დაგიდია, როგორ უნდა აიღო? - უპასუხა ბერმა.

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Feb 7 2007, 11:55 PM


მარტვირი ქრისტესმოყვარე, გლახაკთა მოწყალე, ასაკით ჭაბუკი, გონებით კი დაბრძენებული, წმინდად და უმანკოდ მცხოვრები ბერი იყო. ის სანატრელი ხშირად მიდიოდა ხოლმე სხვა მონასტერში თავის სულიერ მამასთან ლოცვა-კურთხევის მისაღებად, რადგან მისდამი დიდი სიყვარული და სასოება ჰქონდა. ერთხელაც, იქ მიმავალმა გზაზე დაწყლულებული და დაბრმავებული გლახაკი ნახა მწოლარე. მასაც იმავე მონასტერში უნდოდა წასვლა, მაგრამ არ შეეძლო. შეცოდა იგი ნეტარ მარტვირის, შემოახვია თავისი ანაფორა, ბეჭებზე წამოიკიდა და წაიყვანა მონასტერში.
მისმა ღმრთივსულიერმა მამამ სულიერი თვალით წინასწარვე იხილა ეს და ბერებს დაუძახა, წადით, სასწრაფოდ გაუღეთ მონასტრის კარიო. საყვარელ ძმას მარტვირის ღმერთი უტვირთავს და ჩვეთან მოდისო. მონასტრის კარიბჭესთან გლახაკის მტვირთველმა ბეჭებიდან რომ ჩამოიხსნა იგი, მხოლოდ მაშინღა ეჩვენა ჩვენი ღმრთისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს სახით, რომელმაც ამაღლება იწყო ზეცად. მარტვირი გაკვირვებით უყურებდა და თვალს არ აცილებდა. ცად აღმავალმა კი უთხრა, ჰოი, მარტვირი, შენ მე არ უგულვებელმყავი ქვეყანზე და არც მე უგულვებელგყოფ ზეცაში. შენ წყალობა მიყავი და მეც შეგიწალებ შენ.
მონასტერში შესულ მარტვირის სულიერმა მამამ ჰკითხა, შვილო, მარტვირი, ვინ იყო ის, შენ რომ იტვირთეო? მან უპასუხა, რომ მცოდნოდა, პატიოსანო მამაო, ვინც იყო, უფრო მტკიცედ ჩავეჭიდებოდი მის ფეხებს და ცრემლით დავულტობდიო და მოუთხრო ყველას მომხდარი სასწაულის შესახებ. სულიერმა მამამ ჰკითხა, საყვარელი შვილო, მძიმე იყოო? მან კი უპასუხა, არა, პატიოსანო მამაო, როცა მოვიკიდე, ვერ ვიგრძენი მისი სიმძიმე, ცისა და ქვეყნის მპყრობელი უფლისა, რომელსაც შვენის დიდბა უკუნითი უკუნისამდე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2007, 03:32 PM

ერთხელ პახუმი დიდს თავისმა მოწაფემ სთხოვა, ეუწყა მისთვის რომელიმე ხილვის შესახებ. ღირსმა მამამ უთხრა: "თუ გსურს, საოცარი ხილვა გქონდეს, მიგითითებ ერთ მათგანზე: როცა ხედავ წმიდა და მდაბალი გულის ღვთისმოსავ ადამიანს, ეს უმშვენიერესი ხილვაა - შენ ხედავ უხილავ ღმერთს - შენ ხედავ უხილავ ღმერთს ამ ხილულ ადამიანში."

პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Feb 18 2007, 10:10 PM

მშვიდობისმყოფელი მოწაფის შესახებ


დიდი სათნოების მქონე, ღმრთის შთაგონებით მოღვაწე ერთი ასკეტი მამა მონასტერში მივიდა, მაგრამ ცარიელი სენაკი ვერ იპოვა. მაშინ სხვა მონაზონმა, რომელსაც ზედმეტი სანაკი ჰქონდა, შესთავაზა, რომ უკეთესის პოვნამდე იქ გაჩერებულიყო. წმინდა ბერი დაემორჩილა და იქ დაბინავდა. ამ ბერს მადლიანი სიტყვა ჰქონდა და დაუზარელი იყო. ამიტომ ხშირად აკითხავდნენ ხოლმე სულიერად სასარგებლო სწავლების მისაღებად და მოსაკითხსაც ხშირად მიართმევდნენ ხოლმე.
ამის შემყურე სანაკის პატრონმა დრტვინვა და საყვედურები დაიწყო, ამდენი ხანია აქ ვარ, ვმარხულობ და ვიღწვი, და არავინ მოდის ჩემთან, ამ ახალ მოსულს კი მეტ პატივს სცემენო. იგი ეშმაკეული შურით აღივსო და თავის მოწაფეს დაავალა, წადი და იმ ბერს უთხარი, დატოვოს ჩემი სენაკი, რადგან თავადაც მჭირდებაო. მივიდა მოწაფე წმინდა ბერთან, თაყვანი სცა და უთხრა, პატიოსანო მამაო, ჩემი მოძღვარი თქვენს ამბავს კითხულობს, ხომ კარგად ბრძანდებითო. ბერმა მიუგო, ღმერთმა ადიდოს შენი მოძღვარი, გადაეცი, რომ ცოტა შეუძლოდ ვარ და სთხოვე, ჩემთვის ილოცოსო. წავიდა მოწაფე და თავის მოძღვარს უთხრა, ბერს შენი დანაბერები გადავეცი და მიპასუხა, სხვა სენაკს მოვძებნი და გადავალო.
ორი დღის შემდეგ კვლავ დაავალა მონაზონმა მოწაფეს, წადი და უთხარი, თუ საჩქაროდ არ გადავა, მივალ და ჩემი კერთხით ძალით გამოვაგდებო. წავიდა ისევ ის გონიერი ძმა და უთხრა, ჩემმა მოძღვარმა შენი ავადმყოფობის ამბავი რომ გაიგო, ძალიან შეწუხდა და გამომგზავნა შენს სანახავად, ღმრთივ სულიერო მამაო, ხომ უკეთ ბრძანდებითო. მან უპასუხა, გადაეცი შენს მოძღვარს, რომ კურთხეულ არს ღმერთი და კურთხეულ არს სული შენი ყოვლად პატიოსანი მოძღვრისა. მისი წმინდა ლოცვით მე უკე უკეთესად ვარო. წავიდა ძმა და მოძღვარს უთხრა, ბერმა შემოგითვალა კვირამდე მაცალოს, და შემდეგ ღმრთის ნებით გადავალო. კვირაც რომ დადგა და არ წავიდა, სენაკის პატრონმა აიღო კვერთხი და წავიდა, რომ ცემით გამოეგდო იქედან. მოწაფემ უთხრა, მამაო, ცოტა შეიცადე, ჯერ მე მივალ, ვაითუ ვინმე იყოს მასთან სენაკში და დაბრკოლდესო. სწრაფად მივიდა მოწაფე ბერთან და უთხრა, ჩემი მოძღვარი მოდის შენთან, ღმერთშემოსილო მამაო, რომ თავის სენაკში გიწვიოს და პატივი გცესო. ეს რომ ბერმა გაიგო, სწრაფად გამოვიდა მის მისაგებებლად, შორიდანვე თაყვანი სცა და უთხრა, ყოვლად სანატრელო მამაო, შენ ნუ შეწუხდები ჩემნაირ უღირსთან მოსვლით, მე თითონ მოგეახლებიო.
ღმერთმა მოწაფის ასეთი მშვიდობისმყოფელობა და ბერის სიმდაბლე რომ იხილა, შეიწირა. შურის ეშმაკი განაშორა სენაკის პატრონ მონაზონს. ისიც სინანულში მოვიდა, კვერთხი გადააგდო, თაყვანი სცა და ეამბორა წმინდა ბერს. ამბორების და მოკითხვის შემდეგ კი წაიყვანია თავის სენაკში. ბერი სულიერად და წრფელი გულით ესაუბრებოდა, თითქოს არაფერი შეეთვალა მისთვის. მონაზონმა მოწაფეს ჰკითხა, შვილო, ნუთუ შენ მას ჩემს დანაბარებს არაფერს ეუბნებოდიო. არაფერსო, - უპასუხა მოწაფემ. გაიხარა ბერმა და მიხვდა, რომ ყოველივეს ეშმაკისეული შურით აკეთებდა, დაემხო თავისი მოწაფის წინაშე და უთხრა, ამიერიდან შენ ხარ ჩემი მოძღვარი და მე კი – მოწაფე. შენ ისეთი საოცარი სიბრძნე გამოიჩინე, რომ შენი ძალისხმევით ორივე ჩვენთაგანის სული იხსენი. ამით აღასრულე უფლის მცნება, “ნეტარ იყუნენ მშვიდობის მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღუთისად იწოდნენ” (მათ.5.9). ამ მოწაფის სიბრძნის ხელოვნება ვინც მოისმინა, განცვიფრებული დარჩა. მისი საქციელი მკვდრების გაცოცხლების სასწაულზე უფრო დიდად ჩათვალეს, რადგან ხორციელად აღმდგარი მკვდარი შემდეგ ისევ კვდება, ამგვარად, სულიერად აღმდგარი კი აღარ დაეცემა. დაეცემა მხოლოდ შურის ეშმაკი ქრისტეს ძალით, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე.



პოსტის ავტორი: SainT_Sinner თარიღი: Apr 17 2007, 12:13 AM

საწოლზე მიჯაჭვული ჯანმრთელი ავადმყოფი
(ათეისტის მოქცევა წმიდა სერგი რადონეჟელის მიერ)
... რამდენი, სრულიად სხვადასხვა ადამიანი მოდის ყოველდღე ღირს მამასთან სერგი რადონეჟელთან წმიდა სამების ტაძარში! ვინ თავისი მწუხარებით, ვინ სნეულებით, ვინ სიხარულით თუ მადლიერებით - ქვეყნის ყველა კუთხიდან ჩამოდიან აქ ადამიანები.

ერთხელაც მრავალრიცხოვან მომლოცველებთან ერთად მაღალი, წარმოსადეგი კაცი მოვიდა, შუა ხნისა... იგი ღირსი მამის წმიდა ნაწილებთან - ლუსკუმასთან იდგა და არ იძვროდა, თავი ჩაეღუნა და უჩუმრად ტიროდა, არავის აქცევდა ყურადღებას.

ტაძრის დაკეტვამდე მცირე ხნით ადრე იგი მორიგე ბერთან მივიდა და სთხოვა, ტაძრის წინამძღვარ ნიკოლოზთან მსურს შეხვედრაო.

და აი, რა მოუთხრო ამ კაცმა წინამძღვარს;

ევგენი, - ასე ერქვა მას - პირველად ორ წელზე ცოტა ხნის წინ მოხვდა ლავრაში. იგი კადრის ოფიცერი იყო, პოდპოლკოვნიკი, და რამდენიმე თანამოსამსახურესთან ერთად ჩამოსულიყო ამ ქალაქში სამსახურებრივ საქმეებზე. საღამოთი ლავრაში გასეირნება და აქაურ ღირსშესანიშნაობათა დათვალიერება გადაწყვიტეს...

ტაძარში წინამძღვარმა წმიდა სერგი რადონეჟელზე მოუთხრო მათ, განსაკუთრებით კი იმ მრავალრიცხოვან სასწაულებრივ კურნებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ღირსი მამის წმიდა ნაწილებთან აღესრულებოდა. ევგენი და მისი თანამოსამსახურენი ათესიტები იყვნენ და მათ, რა თქმა უნდა, არ სჯეროდათ წინამძღვრის მონათხრობისა. „დიახ, ეს ყოველივე ძალზე ლამაზია, მაგრამ ამას ხომ არანაირი კავშირი არა აქვს ჩვენს დღევანდელ ცხოვრებასთან! როგორ შეიძლება მხოლდ ამით ცხოვრობდეს ადამიანი?!“ - დაახლოებით ასე ფიქრობდნენ ისინი...

როცა ტაძრიდან გამოდიოდნენ, ევგენი ანაზდად უკან გაბრუნდა, ლუსკუმას მიუახლოვდა, სადაც ღირსი მამის სერგი რადონეჟელის წმიდა ნაწილები ესვენა, და თავისთვის მოულოდნელად, გონებით ასე მიმართა წმიდანს: „წმიდაო სერგი, თუკი შენ მართლაც არსებობ, თუკი შენ გესმის ახლა ჩემი, ისე მოაწყვე, რომ მე ორიოდ წელი დავსნეულდე! აი, ამბობენ, რომ აქ ძალზე ბევრნი სასწაულებრივად განიკურნებიან, მე კი მინდა ავად გავხდე, ლოგინად ჩავვარდე!“

ათეისტი ევგენი ძალზე ჯანმრთელი და ძლიერი სხეულის პატრონი იყო.

სამსახურის ადგილას დაბრუნებულ ევგენის მალე სულ მიავიწყდა ეს ამბავი. ან კი რა უნდა გაგეხსენებინა? განა ცოტა უნახავს მუზეუმები თუ ღირსშესანიშნაობანი!

რამდენიმე დღის შემდეგ იგი გაცივდა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ფეხზე იტანდა ავადმყოფობას - სურდოს გარდა არანაირი სნეულება არასდროს არ მიჰკარებია მის სხეულს. ახლა კი დღითი დღე სულ უფრო ცუდად ხდებოდა... ერთი კვირის შემდეგ კაბინეტში იატაკზე დაგდებული ნახეს, გონწასული.

გონს რომ მოვიდა, თეთრი ჭერი დაინახა, შემდეგ მეუღლის შეშინებული თვალები. „რა ხდება?“ - მხოლოდ ეს გაიფიქრა.

რამდენი დღე იყო ასე, - არ ახსოვს... ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ ევგენი არ გრძნობდა ისეთ სასოწარკვეთას, როგორითაც მისი ცოლი იყო შეპყრობილი... როგორც შეეძლო ანუგეშებდა მეუღლეს, თან კი ფიქრობდა: „უნდა ვიბრძოლო... შეუძლებელია ეს დასასრული იყოს... რა უაზრობაა... მაგრად უნდა დავდგე!“ და, რა თქმა უნდა, სულ არ გახსენებია ის თხოვნა, რომლითაც ასე ქედმაღლურად მიმართა წმიდა სერგის.

ავადმყოფობის გამო იგი თადარიგში დაითხოვეს. წელიწადნახევარი იმკურნალა სხვადასხვა ჰოსპიტალებში, რაღა არ სცადა, მაგრამ მისი მდგომარეობა არ იცვლებოდა. იგი ლოგინად იყო ჩავარდნილი, მხოლოდ წიგნის კითხვა შეეძლო საწოლში ნახევრად წამომჯდარს და ხელების მოძრაობა. ზოგჯერ ამ ხელებს თავის სხეულს ჩააყოლებდა, უძრავად და უმწეოდ მდებარეს, და გაოცებული ფიქრობდა: „რა არის ეს?!“

ერთხელაც გაზაფხულის ადრეულ კვირა დილით ეგვენის რატომღაც კარგ ხასიათზე გაეღვიძა. თვითონაც ვერ აეხსნა, რატომ იყო ასე გახარებული, ბედნიერი. „ჭკუაზე ხომ რა გადავედიო?!“ - გაიფიქრა. გარშემო სიჩუმე სუფევდა, ფარდის ღრიჭოში მზის სხივი ჭიატობდა.

შემოვიდა მისი ცოლი. „იცი, - უჩურჩულა მან - მოდი ეკლესიაში წავალ. მეზობლის ქალმა მითხრა - დღეს აღდგომაა. ამდენი ხანია ავად ხარ, მე კი ერთხელაც არ ვყოფილვარ ეკლესიაში!“

ეგვენიმ გულგრილად უთხრა: წადი, თუკი გსურსო. წეღანდელი სიხარულის გრძნობა ახლა ამოუხსნელ სევდას შეეცვალა. მან უკვე სრულიად ცხადად შეიგრძნო, რომ აღარაფრის იმედი არ უნდა ჰქონოდა, რომ ვეღარსდროს ვერ ადგებოდა, ვერასდროს! და ევგენის სიკვდილი მოუნდა.

მეუღლე ახალი, უჩვეულო შთაბეჭდილებით დაბრუნდა ეკლესიიდან. თუკი ადრე ევგენი ამშვიდებდა მას, ახლა თვითონ იყო სანუგეშო, სასოწარკვეთილი. ცოლი სულ ლაპარაკობდა - ერთიანად გაცისკროვნებული და ფრთებშესხმული რაღაც ახალი იმედებით. ევგენის მისი ხელი ეკავა და ფიქრობდა: „აჰა, დამთავრდა ყველაფერი!“

წიგნების კითხვასაც გაანება თავი. რაც ევგენის ცოლმა ეკლესიაში დაიწყო სიარული, წიგნებიც შეიცვალა საწოლის გვერდით მდგარ მაგიდაზე. უწინდელი სამკურნალო, აღმოსავლური ვარჯიშების ამსახველი წიგნების ნაცვლად ახლა გაჩნდა სახარება, საეკლესიო კალენდრები, წმინდანთა ცხოვრებანი. მაგრამ ევგენის ხელშიც არ აუღია ეს წიგნები, რომელთა გარეკანზეც ჯვრები იყო გამოსახული. ჯვარი ხომ სიკვდილს, სასაფლაოს აგონებდა. სიკვდილის მერე რა იქნება? არც არაფერი! ცოლი სულ რაღაც ახალს უყვებოდა, სულ აღტაცებული იყო, მის საუბარში, აქამდე უჩვეულო სიტყვები გაჩნდა: „მამაო“, „პარაკლისი“, „ღამისთევის ლოცვა“... ევგენი კი უყურადღებოდ უსმენდა, შეჰყურებდა ამ საყვარელ, გატანჯულ სახეს და ფიქრობდა: „აჰა, ყველაფერი დამთავრდა!“

შაბათს საღამოთი ცოლი ეკლესიაში წავიდა. ევგენი მარტო დარჩა. იგი მაინც ძალზე მხნე, ვაჟკაცი ადამიანი იყო - არ გაბოროტებულა, არ გაღიზიანებულა ცოლის სიხარულის მიზეზით, არ ეჭვიანობდა მისი ახალი, მოულოდნელი გატაცებით - ეკლესიის გამო. ძალზე უყვარდა მეუღლე. იწვა ცარიელ ბინაში, დათრგუნული იყო თავისი მძიმე სასწარკვეთით და ატირდა. ახლა ის ხშირად ტიროდა ხოლმე, მარტოდ დაჩენის ჟამს... როცა ცოტაოდენად დამშვიდდა, მაგიდიდან წიგნი აიღო და გადაშალა. ეს იყო „ცხოვრება ღირსი მამის სერგი რადონეჟელისა, საკვირველმოქმედისა“. აი, სურათებიც: ძველი კედლები, გუმბათები, ლუსკუმა წმიდა ნაწილებით. სერგი, სერგი... „ჰო, მე ხომ ვყოფილვარ იქ!“ - გაიფიქრა ევგენიმ.

ანაზდად ხმა შემოესმა:

- ეგვენი!

ეს ალბათ ცოლს დარჩა კარი ღია და ვიღაც შემოვიდაო, - გაიფიქრა ევგენიმ.

- ევგენი, წამოდექი - შენ ჯანმრთელი ხარ!

საწოლის გვერდით უცნობი მამაკაცი იდგა, ხნიერი, თეთრწვერა, გრძელ, შავ შესამოსელში.

- წამოდექი, ევგენი!

იგი პირდაპირ თვალებში უყურებდა ევგენის და მანაც იგრძნო, თუ როგორ აღივსო მთელი მისი არსება ახალი ძალით. წამოდგა.

- ევგენი! - კვლავაც მიმართა მას ალერსიანმა ხმამ, - დღეს ზუსტად ორი წელი შესრულდა! გახსოვს?

მოხუცი უხმაუროდ მოძრაობდა. ახლა ის უკვე ოთახის ბოლოში იყო.

- ახლა შენ სრულიად ჯანმრთელი ხარ, ღმერთს ჰმადლობდე! - ეს იყო უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც ევგენიმ გაიგონა. იგი შემოსასვლელისკენ გაქანდა. კარები გარედან ჩაეკეტა მეუღლეს...

როცა ცოლი დაბრუნდა, ევგენი მუხლებზე დამხობილი დაინახა, მის წინ კი გადაშლილი წიგნი იდო. იფიქრა, საწოლიდან გადმოვარდაო, მივარდა, თვალებში ჩახედა და ძლივსღა იცნო - ევგენი ნათელი, არაამქვეყნიური თვალებით შემოსცქეროდა. მერე წამოდგა, გაიმართა, მოეხვია ცოლს და კვლავ მუხლებზე დაემხო მასთან ერთად გადაშლილი წიგნის წინაშე, საიდანაც მათ ღირსი მამა სერგი რადონეჟელი შემოსცქეროდა, საკვირველმოქმედი, დიდი კანდელი რუსეთის მიწა-წყლისა.

„ღირსო მამაო ჩვენო სერგი, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!“ - სიხარულით და თრთოლვით ჩურჩულებდნენ ისინი.

აი, ასე სასწაულებრივად მოაქცია უფალმა ჭეშმარიტ სარწმუნოებად ათეისტი ევგენი და მისი მეუღლე...

„მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში“, კრებული I, თბილისი, 1996 წ.


პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 17 2007, 03:37 AM

ძალიან მიყვარს წმიდა სერგი რადონეჟელი smile.gif

პოსტის ავტორი: nina_777 თარიღი: Apr 21 2007, 09:46 PM

ციტატა(IOANA @ Aug 18 2006, 02:55 PM) *

ნაწყვეტი წმინდა გერასიმეს ცხოვრებიდან

წმ. გერასიმეს მოწაფენი მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, როცა მამა გერასიმე იმყოფებოდა იორდანის ნაპირას, შემოხვდა ლომი, რომელიც კოჭლობდა, რადგან ფეხში შესობოდა ხიჭვი და სითხე ჰქონდა ჩამდგარი. როცა მან დაინახა ბერი, მივიდა მასთან, უჩვენებდა მტკივან ფეხს და შველას სთხოვდა. ნახა რა ასეთ გასაჭირში ცხოველი, ბერს შეებრალა და ფეხიდან გამოუღო შერჭობილი ხიჭვი, ნაჭრილობევიდან გამოადინა სისხლი და სითხე დაგუბებული, ამოუწმინდა ჭრილობა და შეუხვია მჩვრით. ლომი მალე განიკურნა და ამის შემდეგ აღარ შორდებოდა ბერს და იყო როგორც მორჩილი მოწაფე მისი. საკვირველი სიყვარული ჰქონდა ლომს ბერისა. ამიერიდან ბერი საკვებად აძლევდა ლომს პურსა და დამბალ ცერცვს.

ამ ლომის შემდგომი ისტორია ძალიან საინტერესოა, კარგი იქნება თუ წაიკითხავთ smile.gif


პოსტის ავტორი: SainT_Sinner თარიღი: Apr 22 2007, 02:25 AM

ალექსანდრე

გაიხარე.... ვგიჯდები ისე ძაან მიყვარს ეს წმინდანი და წარმოიდგინე სულ რამოდენიმე ფურცელი მაქვს წაკითხული მასზე ..... (ქართულად)

ერთხელ ერთმა ქალბატონმა "მარიამმა" კი მომაწოდა მისი ცხოვრების აღწერილი ნაწილი ერთერთი წიგნიდან მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ რუსულად .... მთელი 4 დღე ენა ვიმტვრიე და მიანც ბოლომდე წავიკითხე (ნახევარი გავიგესავით) ხოდა ასე ვწვალობ.....

ალექსანდრე ჯიგარო თუ რამე იცი ან გაქვს სერგი რადონეჟელის შესახებ იქნებ როგორმე მოგექოდებინა ან აქ დაგეწერა გემუდარები .... sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2007, 01:26 PM

სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (რომანცევი) ამბობს: პირჯვრის გამოსახვა არა მარტო სულიერ, ხორციელ სნეულებასაც სპობს. ომის დროს გადამდები სნეულებით დაავადებულთა გვერდით ვიყავი. მათ სახეზე ჩირქოვანი წყლულები ჰქონდათ. ერთი ქვაბიდან გვიხდებოდა ჭამა. მე სამჯერ ჯვარს გადავსახავდი საკვებს და არაფერი შეგვყრია.

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: May 21 2007, 12:38 PM

დღეს არის ღირსი არსენ დიდის ხსენება, რომელიც მეოთხე საუკუნეში იმპერატორ თეოდოსის დროს მოღვაწეობდა.
იმპერატორმა მისი განათლების და ღვთისმოსაობის ამბავი რომ შეიტყო, 29 წლის წმიდა მამას თავისი ვაჟების აღზრდა დაავალა. თეოდოსიმ არსენი დიდი პატივით მიიღო და სთხოვა, მეფისწულები ღვთისმოშიშებით აღეზარდა: "თუმცა ისინი უფლისწულები არიან, მაგრამ ყველაფერში უნდა დაგემორჩილონ, როგორც მამას და მასწავლებელს".
ღირსი მამა გულმოდგინედ შეუდგა ყრმათა აღზრდას, მაგრამ დიდი პატივი, რომლითაც გარშემორტყმული იყო, უმძიმებდა ბერული ცხოვრებისა და მდუმარებისაკენ მიდრეკილ სულს. ერთხელ წმიდა მამას ზეციდან მოესმა ხმა: "არსენ, განუდეგ კაცთა და ცხონდები". წმიდა არსენმა განიძარცვა მდიდრული სამოსელი, მალულად დატოვა სასახლე, ალექსანდრიაში ჩავიდა და უდაბნოს მიაშურა. წმიდანი მიიყვანეს ღირს იოანე კოლოვთან, რომელმაც მორჩილების გამოსაცდელად ტრაპეზთან კი არ დასვა მისული, არამედ პურის ნაჭერი გადაუგდო და უთხრა: "ჭამე, თუ გინდა". ღირსი არსენი მორჩილებით დაემხო მუხლებზე, მადლიერებით მიიღო პური და კუთხეში დადგა. წმიდა იოანემ თქვა: "ის უდიდესი მოღვაწე იქნება", და მალე ბერად აღკვეცა.
ღირსი არსენი გულმოდგინე ღვაწლით მალე აღემატა უდაბნოს ბევრ მამას. მალე ის განმარტოებულ სენაკში დასახლდა და მდუმარების ღვაწლს შეუდგა. ერთი ბერის კითხვაზე, თუ რატომ განუდგა იგი ხალხს, მამამ უპასუხა: "ღმერთი ხედავს, რომ ყველა მიყვარს, მაგრამ არ ძალმიძს ერთდროულად ღმერთთანაც ვიყო და ხალხთანაც".
ერთხელ ერთმა ბერმა ჰკითხა წმიდა არსენს, როგორ მოქცეულიყო, როდესაც ფსალმუნის კითხვისას სიტყვების მნიშვნელობა არ ესმოდა. წმიდა მამამ უპასუხა, რომ საჭიროა ფსალმუნის კითხვის გაგრძელება, რადგან ბოროტი ძალები გარბიან ადამიანისაგან წმიდა წერილის სიტყვების გაგონებისას.
წმიდა ბერი ხშირად იტყოდა ხოლმე: "ბევრჯერ ჩავვარდნილვარ სინანულში წარმოთქმული სიტყვების გამო, დუმილის გამო კი - არასოდეს!"
წმიდა მამამ ბერულ მოღვაწეობაში ორმოცდათხუთმეტი წელი გაატარა და ოთხმოცდათხუთმეტი წლის აღესრულა.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 30 2007, 11:33 PM

ერთ ქალაქში ცხოვრობდა მდიდარი კაცი, რომელსაც ცილი დასწამეს მეფის წინაშე და ამიტომაც მძიმე ხვედრი ელოდა. ამ კაცის მეუღლემ სთხოვა ერთ ბერს, ელოცა მისი ოჯახის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის. მოძღვარმა უპასუხა, რომ მართალია, ის ილოცებს, მაგრამ აუცილებელია მეფესთან დაახლოებული პირების შუამდგომლობაც და ამ მიზნით მოითხოვა გარკვეული თანხა მათთვის დასარიგებლად. ბერს საკმაოდ დიდი რაოდენობის ოქროს თუმნიანები შესთავაზეს, მან ამაზე უარი თქვა, აიღო მხოლოდ ვერცხლის ფული და წავიდა.
საღამოს კი დიდებულის სახლში დაბრუნებულმა განაცხადა: მეფესთან დაახლოებულმა პირებმა დახმარება აღგვითქვეს, დამშვიდდით და ელოდეთ სასიხარულო ამბებსო. იმ დღესვე სამეფო კანცელარიიდან მოვიდა შეტყობინება, რომ საქმე გაიხსნა და ცილისწამება არ დადასტურდა, ოჯახმა გაიხარა და მადლობდა ბერს. მან კი უთხრა, რომ იგი მთელი დღე დადიოდა ქალაქში და წაღებულ ფულს ღარიბ-ღატაკთ ურიგებდა და თან სთხოვდა, ელოცათ ცილისწამებისაგან დიდებულის გასათავისუფლებლად, ასე რომ სამადლობელი მათაც ეკუთვნით, ისინი არიან ღმერთთან და მეფესთან ახლო მდგომნი, რომლებზეც გელაპარაკებოდითო.

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jun 18 2007, 12:55 PM

ღირსი ანუბი აღმსარებელი მეოთხე საუკუნეში აწამეს ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისათვის, მაგრამ ცოცხალი დარჩა და უდაბნოში გავიდა. აქ ის ექვს ბერთან ერთად მოღვაწეობდა. მათ შორის იყო მისი ღვიძლი ძმაც - პიმენი დიდი.
ერთხელ ავაზაკებმა სავანე დაარბიეს და ბერებმა მიტოვებულ საკერპოს შეაფარეს თავი, თან ერთკვირიანი მდუმარების აღთქმა დადეს. მთელი კვირის განმავლობაში ღირსი ანუბი ყოველ დილით წარმართულ ქანდაკებას სახეში ესროდა ქვას, საღამოობით კი ეუბნებოდა:"ვცოდე, შემინდე!"
კვირის თავზე ძმებმა აბბა ანუბის ჰკითხეს, რას ნიშნავდა მისი მოქმედება. მოძღვარმა უპასუხა, "ქანდაკება არც ბრაზდებოდა, როცა ქვას ვესროდი, და არც ამაყდებოდა, როცა პატიებას ვთხოვდი. ასე უნდა იცხოვროთ თქვენც".

პოსტის ავტორი: qetevani22 თარიღი: Mar 19 2008, 11:58 PM

ციტატა(IOANA @ Aug 18 2006, 01:55 PM) *

ნაწყვეტი წმინდა გერასიმეს ცხოვრებიდან

წმ. გერასიმეს მოწაფენი მოგვითხრობენ, რომ ერთხელ, როცა მამა გერასიმე იმყოფებოდა იორდანის ნაპირას, შემოხვდა ლომი, რომელიც კოჭლობდა, რადგან ფეხში შესობოდა ხიჭვი და სითხე ჰქონდა ჩამდგარი. როცა მან დაინახა ბერი, მივიდა მასთან, უჩვენებდა მტკივან ფეხს და შველას სთხოვდა. ნახა რა ასეთ გასაჭირში ცხოველი, ბერს შეებრალა და ფეხიდან გამოუღო შერჭობილი ხიჭვი, ნაჭრილობევიდან გამოადინა სისხლი და სითხე დაგუბებული, ამოუწმინდა ჭრილობა და შეუხვია მჩვრით. ლომი მალე განიკურნა და ამის შემდეგ აღარ შორდებოდა ბერს და იყო როგორც მორჩილი მოწაფე მისი. საკვირველი სიყვარული ჰქონდა ლომს ბერისა. ამიერიდან ბერი საკვებად აძლევდა ლომს პურსა და დამბალ ცერცვს.

ამ ლომის შემდგომი ისტორია ძალიან საინტერესოა, კარგი იქნება თუ წაიკითხავთ smile.gif

იოანა,უღრმესი მადლობა ესეთი საინტერესო თემისთვის და ისტორიებისთვის.მამა გერასიმეს ცხედარი მე რამდენადაც ვიცი დაკარგულია,ადგილზე,სადაც იგი მოგვაწეობდა (იერუსალიმის მახლობლად)დგას რუსული მამათა მონასტერი. ძალიან ბევრი საერთოა მამა გერასიმესა და მამა სერაფიმეს შორის,ამ მონასტერში არის თავის ქალა,რომელზეც ამბობენ რომ მამა სერაფიმესია.რუსებმა გამოუგზავნეს საროვიდან ამ მონასტერსო.იქნებ ვინმემ იცით ზუსტად და გვითხრათ,სად არის წმ.სერაფიმეს წმინდა ნაწილები?თანაც მამა სერაფიმეს ხომ დათვი ყავდა მოშინაურებული,როგორც მამა გერასიმეს ლომი(ეს ლომი მერე მის ცხვრებს მწყევსავდა მე რამდენადაც ვიცი).
დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ მამა გერასიმემ და სარაფიმემsmile.gif!!!

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 7 2008, 01:11 AM

http://www.youtube.com/watch?v=VBio-3uwacE


წმ. მეფე ნიკოლოზ II -ზეა ეს სიმღერა ფოტოგალერეის თანხლებით.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jun 8 2008, 11:34 AM

ღირსი მამა იუსტინე ჩელიელი (პოპოვიჩი): wub.gif

http://www.radikal.ru

ერთ საინტერესო წერილს წავაწყდი, სერბეთის საპატრიარქოზე მიწერილს 1970 წელს ანონიმის მიერ, ეხება არქიმანდრიტ იუსტინე პოპოვიჩს, ძალიან საინტერესო დოკუმენტებია , ღირსი მამის პასუხიც ამ ფაქტთან ძალიან ლამაზად შედგენილი. თუ სურვილი გექნებათ, შემიძლია ვთარგმნო და განვათავსო.

p.s. ღირსი მამა იუსტინე (ერობაში მისი სახელი იყო ბლაგოე) პოპოვიჩის ნათესავია Soldier, სოლჯერის ბებია მამის მხრიდან იუსტინე პოპოვიჩის ოჯახიდანაა wub.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 8 2008, 02:54 PM

წმინდა ახალმოწამე გიორგი გურჯი
წმ. მოწამე წარმოშობით ივერიიდან იყო. დაიბადა დაახლ.1700 წელს. ბავშვობაში მოიტაცეს და ვიღაც თურქს მიჰყიდეს, რომელმაც მას მუსულმანობა მიაღებინა და სახელიც შეუცვალა.
გიორგი წყნარი, პატიოსანი კაცი იყო, მას ყველა პატივს სცემდა. მუშაობდა დუქანში სადაც ძველმანებით ვაჭრობდა. არ დაოჯახებულა.
70 წლის ასაკში უფლის ნებით ქრისტეს რჯულზე დაბრუნება გადაწყვიტა და თავისი ნებით გამოცხადდა "აღიარებითი ჩვენებით" თურქ მსაჯულებთან. მსაჯულები კარგად იცნობდნენ ამ ადამიანს, იცოდნენ რომ პატიოსანი და წესიერი კაცი იყო და არ უნდოდათ მისი დასჯა. ბევრს ეცადნენ შეეცვლევინებინათ მისთვის გადაწყვეტილება, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. სამი დღე გრძელდებოდა მისი ამაო დაკითხვა და წამება. ბოლოს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. ჩამოხრჩობის ადგილამდე სანამ მიიყვანდნენ ცემეს კისერში მარყუჟი წაუჭირეს და აძალებდნენ მუსულმანობის აღიარებას, შემდეგ დანით დაუწყეს ჩხვლეტა და აიძულებდნენ თითი გაეშალა, რაც "ერთი ღმერთის", ალაჰის აღიარებას ნიშნავდა, მაგრამ გიორგის ორივე ხელი მაგრად ჰქონდა მოკუმული. შემდეგ ბაწარზე ჩამოკიდეს და ისევ ჩამოხსნეს, ეგონათ შეაშინებდნენ. საბოლოოდ ჩამოაღრჩეს.
ასე დაიმკვიდრა მისმა სულმა სასუფეველი და დაიდგა მოწამის გვირგვინი დაახლოებით1770წელს


პ.ს. მე ასეთი წმინდანი პირველად გავიგე და ამითომაც მისი ცხოვრება მოკლედ გადმოგეცით

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2008, 10:38 AM

"ღირსი იოანე ზედაზნელის მოწაფეებმა შორს გაითქვეს სახელი.

წმინდა შიო მღვიმელთან სპარსეთიდან მოიყვანეს წყალმანკით დაავადებული, რომელიც წმინდა ბერის ლოცვით სასწაულებრივად განიკურნა:

ღირსმა ევაგრემ მონასტრის ეზოში დასვენებულ სნეულს შიო მღვიმელის კუნკულიდან აღებული სამი ღერი თმა წაუღო განსაკურნებლად.

სანამ ევაგრე წმინდა შიოს მღვიმიდან ეზოში გავიდა, სრულიად განკურნებული სნეული ბერებს უამბობდა, როგორ განიკურნა წმინდა შიო მღვიმელის ლოცვითა და ჭაბუკის მიერ მიცემული მოხუცის სამი ღერი თმით.

ღირს ევაგრეს კი წმინდა შიოს კუნკულიდან აღებული თმის ღერები ხელში აღარ ჰქონდა.

ამ სასწაულის შემდეგ უფალმა წმინდა შიოს ლოცვით სპარსეთიდან ჩამოყვანილი ბრმა ბავშვი განკურნა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2018, 10:52 PM

"საინტერესოა, რომ წმინდა ნიკოლოზთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს ლივერპულის უნივერსიტეტის მეცნიერებმაც. catholicnewsagency-ს ცნობით, მეცნიერებმა მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შეძლეს, აღედგინათ წმინდა ნიკოლოზის გარეგნობა...

წმინდანის სახე, ძირითადად, აღდგენილია, განსაკუთრებით გამოირჩევა გატეხილი ცხვირი, რომელმაც, უილკინოსინის თქმით, შეხორცების შემდეგ სახეს ასიმეტრიულობა და მკაცრი იერი შესძინა"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)