ლოცვა ცხოველთათვის, მცენარეთათვის და ა.შ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლოცვა ცხოველთათვის, მცენარეთათვის და ა.შ |
მნათე |
Mar 21 2007, 03:02 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მოკლედ გვერდზე თემაში, წამოიჭრა საკითხი - რამდენად შეიძლება ცხოველთათვის არსობრივად ლოცვა?
აქ ორი მომენტია: I. როდესაც შენ ლოცულობ, მაგ; ვენახისთვის, ან მანქანისთვის, ან საქონლისთვის, რათა მათი დაუზიანებლობით ადამიანს მიენიჭოს ნაყოფიერება, ისევე როგორც მაცხოვარმა თევზთა და პურთა სიუხვე აკურთხა-რათა ხალხი 'განეძღო'. და II. როცა შენ, მისი კურნების მიზნით ლოცულობ, ზეთს ცხებ, ნაკურთხ წყალს ასხურებ და ა.შ - საინტერესოა, ამ კუთხით ცხოველებზე მადლმოქმედება რამდენად შეიძლება, საღვთო მადლი გამოვითხოვოთ ფრინველზე, რომელთანაც ერთადერთი ინტერესი, მისი კარგად ყოფნაა? მითუმეტეს, შეიძლება თუ არა მას ზეთი ვცხოთ? პატერიკი ამ შემთხვევაში საინტერესო არ არის, რადგან ჩვენ მამათა პრიმატები არ გვაქვს, მნიშვნელოვანია საღვთისმეტყველო ასპექტი. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Mar 21 2007, 03:16 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
ციტატა მოკლედ გვერდზე თემაში, წამოიჭრა საკითხი - რამდენად შეიძლება ცხოველთათვის არსობრივად ლოცვა? გვერდით თემაში ეს საკითხი, არსობრივ ლოცვაზე არ წარმოშობილა. ციტატა როდესაც შენ ლოცულობ, მაგ; ვენახისთვის, ან მანქანისთვის, ან საქონლისთვის, რათა მათი დაუზიანებლობით ადამიანს მიენიჭოს ნაყოფიერება, ისევე როგორც მაცხოვარმა თევზთა და პურთა სიუხვე აკურთხა-რათა ხალხი 'განეძღო'. ზოგადად გასაგებია, მაგრამ როდესაც არსებობს ლოცვები წვიმისათვის (გვალვის საწინააღმდეგო), ნუთუ ასე კარგად ვიცით წვიმაა იმ დროს საჭირო თუ მზე?? ან არ შეიძლება უფლის გაჩენილი არსება გვიყვარდეს?? გამოგდის, უფალს შეიძლება ქათმის ჯანმრთელობა თხოვო, იმიტომ რომ აღდგომას დაკვლას უპირებ და იქამდე არ მოკვდეს ხოლო თუკი თუთიყუშის ჯანმრთელობას თხოვ, რომელიც როგორც პატარა არსება გიყვარს და არა როგორც საჭმელი, ეს ცოდვაა?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ცოტნე |
Mar 21 2007, 03:17 PM
პოსტი
#3
|
ცოტნე ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 |
კათოლიკეებმა ცხოველები აზიარეს კიდეც , რომში მოხდა ეს თუ არ ვცდები
-------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
მნათე |
Mar 21 2007, 03:27 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა გვერდით თემაში ეს საკითხი, არსობრივ ლოცვაზე არ წარმოშობილა. სწორედ რომ ამ თემაზე წარმოიშვა, ფაქტებს ამახინჯებ. ციტატა მაგრამ როდესაც არსებობს ლოცვები წვიმისათვის (გვალვის საწინააღმდეგო), ნუთუ ასე კარგად ვიცით წვიმაა იმ დროს საჭირო თუ მზე?? ეგ გამოცდილების ამბავია ციტატა ან არ შეიძლება უფლის გაჩენილი არსება გვიყვარდეს? მაპატიე მაგრამ, ნეტა იმდენი სიყვარული მქონდეს ღმერთი და ადამიანები შევიყვარო-ცხოველებს აღარ ვჩივი ციტატა გამოგდის, უფალს შეიძლება ქათმის ჯანმრთელობა თხოვო, იმიტომ რომ აღდგომას დაკვლას უპირებ და იქამდე არ მოკვდეს რატომაც არა, მამას პურს მოვთხოვთ და გველს არ მოგვცემს ციტატა ხოლო თუკი თუთიყუშის ჯანმრთელობას თხოვ, რომელიც როგორც პატარა არსება გიყვარს და არა როგორც საჭმელი, ეს ცოდვაა?? აი მაგაშია საქმე, ლოცვა მადლის მინიჭებაა, ზეთის ცხება ხომ საერთოდ.... ხოდა იქნებ კანონისტებმა კანონიკას მიხედონ და თეოლოგებს დაელოდონ? ციტატა კათოლიკეებმა ცხოველები აზიარეს კიდეც , რომში მოხდა ეს თუ არ ვცდები ტყუილია ცოტნე, სტერეოტიპის მსხვერპლი ხარ შენც, ვატიკანს დაგმობილი აქვს მსგავსი ქმედება საკარდინალო დონეზე.... ვისაც ლათინური მიტრა ახურავს, ყველა კათოლიკე არაა -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Mar 21 2007, 03:28 PM
პოსტი
#5
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ეს თემა აქ გადმოვიდა? მაშინ გადმოვიტან წმინდანთა ცხოვრებიდან ამონარიდებს მაინც საინტერესოა, ჩვენი ეკლესიის წმინდანები არიან.
წმ. მღვდელმოწამე ვლასი სებასტიელის ცხოვრებიდან (IV ს.): დასნეულებულ მხეცებს მღვდელმთავარი ხელის დადებით კურნავდა. ამონარიდი წმ. მკურნალთა კოზმა და დამიანეს ცხოვრებიდან: Страждущие люди и животные выздоравливали, как скоро возлагали на них руки святые врачи. Но не на людей только простиралась врачебная сила святых врачей. Они не забывали и бессловесных животных. Праведник милует души скотов, говорит слово Божие (Притч. 12, 10). Верные сей заповеди, они ходили по домам, пустыням и лесам, сами отыскивали болящих животных и подавали им исцеление. წმინდა საბა განწმენდილის ცხოვრებიდან: უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭმიმადლებული წმიდა საბა მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა გარდამოხდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა, ბევრი გადაურჩა სასიკვდილო საფრთხეს... ნეტარ მამას მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ, ხშირად ისინიც ღებულობდნენ მისგან კურნებას. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Mar 21 2007, 03:30 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მარიამი
I თუ II კატეგორია, შემთხვევებია ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ მოდი დოგმატური ასპექტი გამოვყოთ... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Mar 21 2007, 03:33 PM
პოსტი
#7
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მარიამი I თუ II კატეგორია, შემთხვევებია ეგ ჯერ კიდევ საკითხავია, მაგრამ მოდი დოგმატური ასპექტი გამოვყოთ... კი ბატონო, მაგრამ არა მგონია, რომ ჩვენი წმინდანები დოგმატებს არღვევდნენ და რა ვქნა -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Mar 21 2007, 03:34 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა კი ბატონო, მაგრამ არა მგონია, რომ ჩვენი წმინდანები დოგმატებს არღვევდნენ და რა ვქნა ავგუსტინეს, 'სამების შესახებ' ტრაქტატზე თუ გსმენია? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Mar 21 2007, 03:36 PM
პოსტი
#9
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ავგუსტინეს, 'სამების შესახებ' ტრაქტატზე თუ გსმენია? ავგუსტინე ჩვენთან იწოდება არა "წმინდად", არამედ "ნეტარად", რაც იმას ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ მას ჰქონდა ცდომილებები. და თან ის მაშინ წერდა სულიწმინდის გამომავლობაზე, როცა ეკლესიას ამაზე დადგენილება არ ჰქონდა მიღებული და ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის კერძო აზრს გამოთქვამდა და ამ აზრით არ უპირისპირდებოდა საეკლესიო სწავლებას სულიწმინდის გამომავლობის შესახებ (რადგან ასეთი სწავლება მაგ დროისთვის, როგორც ვიცი, ჩამოყალიბებული სახით არ არსებობდა). თუ ვცდები, თეოლოგებმა შემისწორონ -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
mendes masieli |
Mar 21 2007, 03:41 PM
პოსტი
#10
|
შეყვარებული კაცი ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 928 |
კათოლიკეებმა ცხოველები აზიარეს კიდეც , რომში მოხდა ეს თუ არ ვცდები ამ ზღაპრის კიდევ გჯერათ???? -------------------- მიყვარხართ!!!
|
მნათე |
Mar 21 2007, 03:43 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ავგუსტინე ჩვენთან იწოდება არა "წმინდად", არამედ "ნეტარად", რაც იმას ნიშნავს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ მას ჰქონდა ცდომილებები. და თან ის მაშინ წერდა სულიწმინდის გამომავლობაზე, როცა ეკლესიას ამაზე დადგენილება არ ჰქონდა მიღებული და ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის კერძო აზრს გამოთქვამდა და ამ აზრით არ უპირისპირდებოდა საეკლესიო სწავლებას სულიწმინდის გამომავლობის შესახებ (რადგან ასეთი სწავლება მაგ დროისთვის, როგორც ვიცი, ჩამოყალიბებული სახით არ არსებობდა). თუ ვცდები, თეოლოგებმა შემისწორონ რაააააააააიოოოოოოოოოოოოოოო ოოო :კივილი: ნეტარი არის სამოთხეში? ე.ი არის წმინდანი ახალ ფურცელს ნუ შლი თეოლოგიაში ორიგენე გარდცვალების მერე განკვეთეს რა მნიშვნელობა აქვს ჩამოყალიბებულია თუ არა? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Mar 21 2007, 03:44 PM
პოსტი
#12
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
QUOTE კათოლიკეებმა ცხოველები აზიარეს კიდეც რაღაც მეც ვერ ვიჯერებ კი არიან კათოლიკები ცდომილებაში, მაგრამ არა მგონია, ასეთი სულელები იყვნენ ისე ცხოველებთან ჯვრისწერაზე გამიგია რაღაც, რომელიღაც ეკლესიაში შეიძლება პროტესტანტულის რომელიღაც მე-1000 განშტოებაში ზუსტად არ მახსოვს. შეიძლება ესეც ჭორი იყოს რაააააააააიოოოოოოოოოოოოოოო ოოო :კივილი: ნეტარი არის სამოთხეში? ე.ი არის წმინდანი ახალ ფურცელს ნუ შლი თეოლოგიაში ორიგენე გარდცვალების მერე განკვეთეს რა მნიშვნელობა აქვს ჩამოყალიბებულია თუ არა? მნათე, ტყუილად იცინი, რაც დავწერე, ერთ-ერთი დიაკვნისგან მაქვს მოსმენილი და თუ არასწორია, შემისწორებენ თეოლოგები-მეთქი -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Mar 21 2007, 03:45 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა რაღაც მეც ვერ ვიჯერებ კი არიან კათოლიკები ცდომილებაში, მაგრამ არა მგონია, ასეთი სულელები იყვნენ ისე ცხოველებთან ჯვრისწერაზე გამიგია რაღაც, რომელიღაც ეკლესიაში შეიძლება პროტესტანტულის რომელიღაც მე-1000 განშტოებაში ზუსტად არ მახსოვს. შეიძლება ესეც ჭორი იყოს არა რა ჭორი, ფოტოებს დავდებ მერე ვაოფტოპიკებთ, დაველოდოთ კაიროსს ციტატა მნათე, ტყუილად იცინი, რაც დავწერე, ერთ-ერთი დიაკვნისგან მაქვს მოსმენილი და თუ არასწორია, შემისწორებენ თეოლოგები-მეთქი ვაიმე, კაიროსს სა ხარ -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Mar 21 2007, 03:46 PM
პოსტი
#14
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
მნათე, ფაქტია, რომ ავგუსტინეს წოდება ჩვენს ეკლესიაშია "ნეტარი" და კათოლიკურში "წმინდა". ე.ი. არის რაღაც განსხვავება. არ ვამბობ, რომ ის არ ცხონდა, მაგრამ ჰქონდა ცდომილებები, თუნდაც სულიწმინდის გამომავლობაზე სწავლებაში.
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მნათე |
Mar 21 2007, 03:49 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა მნათე, ფაქტია, რომ ავგუსტინეს წოდება ჩვენს ეკლესიაშია "ნეტარი" და კათოლიკურში "წმინდა". ე.ი. არის რაღაც განსხვავება. არ ვამბობ, რომ ის არ ცხონდა, მაგრამ ჰქონდა ცდომილებები, თუნდაც სულიწმინდის გამომავლობაზე სწავლებაში. საზვერეში გაიჭედა? და მათ ხატებზე არ ვლოცულობთ? ნეტარი მატრონას, ხატი უნდა გაჩუქო -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
mendes masieli |
Mar 21 2007, 03:52 PM
პოსტი
#16
|
შეყვარებული კაცი ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 928 |
ციტატა ზოგადად გასაგებია, მაგრამ როდესაც არსებობს ლოცვები წვიმისათვის (გვალვის საწინააღმდეგო), ნუთუ ასე კარგად ვიცით წვიმაა იმ დროს საჭირო თუ მზე?? ყოველ შემთვევაში ჩვენ ვიცით,რომიმ მომენტში მოსავალლს წვიმა ესაჭიროება და ღვთისაგან ჩვენ საზრდოსათვის აუცილებლად საჭირო ამინდს ვითხოვთ!!!! -------------------- მიყვარხართ!!!
|
მნათე |
Mar 21 2007, 03:57 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
და კიდევ იოანე ოქროპირს არ ქონდა ცდომილებები? კერგით რა
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მარიამი |
Mar 21 2007, 04:04 PM
პოსტი
#18
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
და კიდევ იოანე ოქროპირს არ ქონდა ცდომილებები? კერგით რა და რა მერე? მე სხვა რამე ვთქვი? მაგის გამო არ ცხონდა-თქო ასე ვთქვი? თუ მართალი იყო ნეტარი ავგუსტინე, როცა სულიწმინდის გამომავლობაზე განსხვავებულად ფიქრობდა? მნათე, კამათის ჭია გყავს, თუ რა დაგემართა? ერთიდაიგივეს ვამბობთ და მეკამათები ნეტარ ავგუსტინეს ჰქონდა განსხავავებული შეხედულება დოგმატურ საკითხზე მანამ, სანამ მასზე იმსჯელებდა ეკლესია და ის დოგმატის სახით ჩამოყალიბდებოდა. ვფიქრობ, ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მარიამი |
Mar 21 2007, 04:15 PM
პოსტი
#19
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
და რაც მთავარია, თემას რომ დავუბრუნდეთ: რეალურად კურნავს არა წმინდანი, არამედ ღმერთი. ხომ მეთანხმებით? და თუ წმინდანები მას ისეთ რამეს სთხოვდნენ, რაც დოგმატური დარღვევა და მარაზმი იყო, რატომ ისმენდა ღმერთი მათ ასეთ "არასწორ" ლოცვას და უსრულებდა სათხოვარს?
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
კანონისტი |
Mar 21 2007, 05:26 PM
პოსტი
#20
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
ციტატა სწორედ რომ ამ თემაზე წარმოიშვა, ფაქტებს ამახინჯებ. სიტყვა "შეგნებულად" გამოგრჩა.... ციტატა ან არ შეიძლება უფლის გაჩენილი არსება გვიყვარდეს? მაპატიე მაგრამ, ნეტა იმდენი სიყვარული მქონდეს ღმერთი და ადამიანები შევიყვარო-ცხოველებს აღარ ვჩივი ჩემი ძირითადი არგუმენტი (რის გამოც გარდა საჭიროებისა შეიძლება უფალს ცხოველს განკურნება ვთხოვოთ) უპასუხოდ, უფრო სწორედ გაურკვეველი პასუხით დატოვე ციტატა იქნებ კანონისტებმა კანონიკას მიხედონ და თეოლოგებს დაელოდონ? უკბილო ხუმრობა და იქნებ თავადაც დალოდებოდი თეოლოგებს, შენ კითხვას შენვე რომ პასუხობ??.... ციტატა ნეტარი არის სამოთხეში? ე.ი არის წმინდანი ახალ ფურცელს ნუ შლი თეოლოგიაში ორიგენე გარდცვალების მერე განკვეთეს რა მნიშვნელობა აქვს ჩამოყალიბებულია თუ არა? გააჩნია რის გამო არის სამოთხეში. აკიო და წმინდა მამების პრიმატს არ ვცნობთო და პატერიკებიდან არ მინდა მაგალითები ცხოველთა განკურნებაზეო და ახლა გახდა უცდომელი ავგუსტინე?? სამოთხეში დემეტრე თავდადებულიცაა და მიდი და მოიყვანე მერე სამი ცოლი.... ლევან, რამდენჯერ გითხარი, რომ მეტს უნდა უსმინო და ცოტა ილაპარაკო mendes masieli ციტატა ყოველ შემთვევაში ჩვენ ვიცით,რომიმ მომენტში მოსავალლს წვიმა ესაჭიროება და ღვთისაგან ჩვენ საზრდოსათვის აუცილებლად საჭირო ამინდს ვითხოვთ!!!! ანუ, ვიმეორებ ჩემ კითხვას: თქვენი ლოგიკით, თუკი უფალს შევთხოვთ ქათმის განკურნებას იმის გამო, რომ საჭმელი არ დავკარგოთ (მიწიერი სურვილი), დასაშვებია, ხოლო თუ იმის გამო ვთხოვთ, რომ ქათამი, როგორც არსება გვიყვარს (ანუ უფრო სულიერი სურვილი), არ შეიძლება??? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 09:47 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი