IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არ გეძინებათ?
marine
პოსტი Aug 4 2022, 08:17 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,098
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ გეძინებათ? - ნუ შეშფოთდებით. დაწყნარდით, დაიწყეთ ლოცვა და დალიეთ ნაკურთხი წყალი. თუ ეს უძილობა არ არის დაკავშირებული რომელიმე სერიოზულ სნეულებასთან, მაშინ მეორე დღეს ძილი იქნება უფრო ღრმა და ხანგრძლივი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Aug 9 2023, 07:39 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,098
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მახსოვს, პოჩაევოს ლავრის ერთმა მონაზონმა, - მამა ათანასემ, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ასეთი რამ მიამბო: ერთხელ მას უძილობა დასჩემდა. მთელი დღე მორჩილებას ასრულებდა, თითქოს იღლებოდა, მაგრამ დასაძინებლად რომ წვებოდა - 15 წუთში ეღვიძებოდა, ფხიზლდებოდა და ვეღარ იძინებდა.

"ვწევარ და თავში ათასი ფიქრი მომდის, მოგონება, დრტვინვა, - ამბობდა ის, - ერთხელ, ორჯერ, სამჯერ ერთი და იგივე განმეორდა. რა არის ეს? ლოცვა დავიწყე: "ღმერთო, ვცოდავ, შემეწიე!" და აზრი მომივიდა: "როდესაც არ გძინავს, ადექი". პირველად ადგომა გამიჭირდა: სულ ნახევარი საათია, რაც დავწექი, - და უცებ უნდა ადგე. ერთხელ თავს ძალა დავატანე და ავდექი. ამის შემდეგ უფრო გამიადვილდა და, თუკი არ მეძინა, ჩემს თავს ვეუბნებოდი: "თუ არ გძინავს - ადექი". ვდგებოდი და ლოცვას ვიწყებდი. მტერი, რა თქმა უნდა, იქვეა: "რას აკეთებ?! თავი შეიბრალე! ხვალ მორჩილებაზე როგორ წახვალ?..." და სხვა.

მაგრამ მე ლოცვას ვიწყებდი. სენაკში სხვები რომ არ შემეწუხებინა, დერეფანში გამოვდიოდი, უხმაუროდ დავდიოდი და ვლოცულობდი (ზოგჯერ 2-3 საათი ვერ ვიძინებდი). თითქმის მთელი თვე გაგრძელდა ასე, მომეწონა კიდეც: ლოცვა კარგად წავიდა, იმიტომ, რომ ძილი არ მერევა. ჩვეულებრივ, ლოცვის დროს, განსაკუთრებით საღამოს, ძილსაც უნდა ებრძოლო და გულისსიტყვებსაც. ერთგვარად ორმაგი ბრძოლა გაქვს. მტერი ერთში ან მეორეში რაღაცით მოგინადირებს. ამ შემთხვევაში კი ძილი არ გერევა და მხოლოდ გულისსიტყვებს ებრძვი: მათ მოსაგერიებლად განეწყობი და წმინდა, ტკბილი, საამო ლოცვა მოედინება. უკვე გრძნობ, ბუნებრივი ძილი გერევა, მაგრამ ლოცვა ისეთი ტკბილია, დაწოლა აღარც გინდა".

მამა ათანასე ამგვარად დიდხანს იღვწოდა. შემდეგ სადღაც წავიდა, ჩვეული რეჟიმი დაერღვა და ისევ ჩვეულებრივ იძინებდა. შემდეგ ნანობდა კიდეც, ბუნებრივი ძილი რომ აღუდგა.

როგორც ვხედავთ, ნებისმიერი გარემოებიდან შეიძლება სულის მარგებელი დასკვნა გამოვიტანოთ. დახსნილობიდანაც, უძილობიდანაც შეიძლება სარგებელი ვპოვოთ, თუკი თავს ვაიძულებთ ღმერთისთვის ვიღვაწოთ"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 02:48 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი