IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატერიკული მოთხრობები, ქრისტიანული ზღაპრები და მოთხრობები,
იოანა
პოსტი Jul 26 2006, 01:01 AM
პოსტი #1


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



პატერიკული მოთხრობები - მარტივი და გენიალური

ერთხელ, როცა მღვდელი - მამა ილარიონი (შენგელია) სახლის საკურთხევლად მივიყვანეთ ზუგდიდში, ტრაპეზზე მან ასეთი თხოვნით მოგვმართა: როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ აუცილებლად მოიხსენიეთ მიცვალებულები, რადგან არავინ იცის მათ იქ როგორ უჭირთო. ამ სიტყვებმა საზვერეებში გაჭედილთა მწარე ხვედრი დამანახა. მას შემდეგ ვცდილობ მამა ილარიონის მუდარით ნათქვამი სიტყვები შევასრულო, თუმცა ჩემი სიზარმაცე, გონებაგაფანტულობა და უდარდელობა ამის აღსრულებაში ხელს მიშლის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პირველი პატერიკული მოთხრობები, რომელთაც აქ დავდებ (კარგი იქნება თუ თქვენც ამას იზამთ) მიცვალებულთა მოხსენიებაზე ყოფილიყო.

ერთმა მორწმუნემ ნაირ-ნაირი კერძი მიიტანა ტაძარში, მამა გაბრიელს (ურგებაძეს) პანაშვიდის გადახდა სთხოვა მიცვალებულისთვის და მოსახსენიებელი მიაწოდა, სადაც წმინდანთა მშობლების სახელები იყო ჩამოწერილი. მამა გაბრიელმა გადაიხადა პანაშვიდი, მოიხსენია მიცვალებულნი, თუმცა კი არ იცოდა, ვის იხსენიებდა. მეორე დღეს მამა გაბრიელმა უთხრა ამ მორწმუნეს: ეს რა მიყავი, ვისი სახელები მომახსენიებინე, წუხელ წმინდანები მეცხადებოდნენ და მშობელთა მოხსენიებისთვის მადლობას მიხდიდნენო.


მამა ექვთიმე ბერძენი (ათონელი, +1866) ამბობდა: თუ ვინმეს გარდაცვალებას გაიგებ, სადაც არ უნდა იყო, რასაც არ უნდა აკეთებდე, დაუტევე ყველაფერი და ილოცე გარდაცვლილისთვის, თუნდაც შენ თვითონ გჭირდებოდეს სხვების ლოცვა, თუნდაც საბერო კანონი გქონდეს აღსასრულებელი, ამ დროისთვის ყოველი საქმე დაივიწყე და ილოცე შესვენებულთათვის.


დეკანოზი გრიგოლ უტრობინი ჰყვებოდა 1870 წელს: კეთილკრძალულმა დედაკაცმა პარასკევამ ერთი ამბავი მომითხროო: „მამაჩემი, საუბედუროდ, უეცრად გარდაიცვალა, აღსარება-ზიარების გარეშე. ვიცოდი, რომ ცოდვილი კაცი იყო, მრავალგზის სცოდავდა, განსაკუთრებით სიმთვრალის ჟამს, რასაც მისი ეს უეცარი სიკვდილი მოჰყვა. ორმოცი დღე განსაკუთრებით ვლოცულობდი მისი სულისთვის, მის სახელზე შეძლებისდაგვარად მოწყალებას გავცემდი და წირვაში, კვეთისას მოხსენიებას ვთხოვდი მოძღვრებს. მეორმოცე დღეს ვხედავ ბნელ ადგილას მდგომ მამაჩემს, ტანად ძალზე დაბალია. უეცრად მეუბნება: პარასკევა, მე ცოცხალი ვარო! კი მაგრამ, ასეთი პატარა ტანის რატომ ხარ-მეთქი, - ვკითხე. პატარა ვარ ჩემი ცოდვებისა გამო, - მიპასუხა, - ოღონდ შენ განაგრძე ჩემი სულისთვის ლოცვა, გამოკვება, განსაკუთრებით ნუ დაივიწყებ წირვაზე, კვეთისას ჩემს მოხსენიებას და გავიზრდებიო. საბოლოოდ კი ხმამაღლა მითხრა: - ილოცე ჩემთვის, შვილო, მე ხომ ცოცხალი ვარო, - და ამით ჩემი ხილვაც დასრულდა“.

დიდად პატივცემული ათონელი ბერი, მამა მ-ი ჰყვებოდა: ძალზე მიყვარს მიცვალებულთათვის ლოცვა. ერთხელ სამშობლოდან, შორეული რუსეთიდან, ჩემი ახლო მეგობრის ქოლერით გარდაცვალება შემატყობინეს. შემეწყალა, განსაკუთრებულად ვლოცულობდი მისთვის კელიაშიც და ტაძარშიც, კვეთისას მის სახელზე ნაწილს ვიღებდი სეფისკვერიდან. ცოტა ხანში სიზმარი ვნახე: აღმოვჩნდი მშვენიერ ბაღში, ლამაზი ყვავილებით იყო მორთული იქაურობა. იქვე კოხტა სახლებს მოვკარი თვალი. მივუახლოვდი. იქიდან ჩემი ქოლერით გარდაცვლილი მეგობარი გამოვიდა. ძმაო, შენ აქ როგორ აღმოჩნდი-მეთქი, - შევეკითხე. ეს ადგილი ღმერთმა გვიბოძა მე და ქოლერით მოწყვეტილ სხვა ქრისტიანებს და ახლა მეზობლად ვცხოვრობთო, - მიპასუხა. იცი, შემთვის ვლოცულობ და გიხსენიებ-მეთქი. გამიღიმა - ვიცი, ვიცი, ჩვენთვის ყველაფერი ცნობილია, რაც მიწაზე ხდება, გმადლობ შენ ყველაფრისთვის. ძალიან კარგია და გვახარებს, როცა ჩვენს სახელზე მოწყალებას გასცემენ ანდა პროსკომიდიაზე (წირვაზე, კვეთისას) გვიხსენიებენ, როცა ჩვენთვის ფსალმუნს კითხულობენ. ფსალმუნთა კითხვა დიდად გვეხმარება, მასში ხომ ცა და ქვეყანაა გაერთიანებულიო. მითხარი, საყვარელო, - შევეკითხე გარდაცვლილს, - მოწყალების გაცემა, პროსკომიდიაზე მოხსენიება და ფსალმუნთა კითხვა - ამ სამიდან ყველაზე მეტად რომელი შეგეწევათ და გსიამოვნებთ-მეთქი? რა თქმა უნდა, ყველაზე აღმატებული, ძვირფასი და სასურველი ჩვენთვის პროსკომიდიაა, რომელსაც ჩვენ აქ „გოლგოთის მსხვერპლს“ ვეძახითო. მეგობრის ბოლო სიტყვებთან ერთად თითქოს ცეცხლი შემოვიდა ჩემს გულში და ცვილივით დამადნო



--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ალექსანდრე
პოსტი Feb 28 2008, 06:02 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



აქ მოვათავსოთ ერთი შეხედვით:
ზღაპრები, მოთხრობები, იგავ-არაკები, ლეგენდები და ა.შ.
(როგორც ხალხური, ასევე ცნობილი პიროვნებათა ნამუშევრები)
სინამდვილეში კი - ცოდნის შემავსებელი, დამაფიქრებელი და სარგებელი განძი.




''...იყო ერთი ქალაქი და ერთხელაც ხმა დაირხა, რომ მაცხოვარი მოვიდოდა მათთან.
თავად ქრისტე. ხოლო ვინც ყველაზე მართალი და
კეთილშობილია, სწორედ მას ესტუმრებოდა.
მართალია, ის ყოველდღე ჩვენთანაა, ყოველ წუთს გვერდითაა,
მაგრამ სწორედ ამ კეთილსინდისიერთან გაჩერდებოდა სტუმრად.

იყო ერთი ქალი - ეკლესიაში გამუდმებით დადიოდა,
ყოველ დღე სახარებას კითხულობდა, ლოცულობდა, ლამაზ ცხოვრებას ეწეოდა
და სიამაყე არ გააჩნდა. პატივს სცემდა წმინდანებს და მათგან დახმარებას ელოდა.
- მაცხოვარი ჩემთან მოვა, აუცილებლად მოვა - უთხრა საკუთარ თავს ამ ქალმა.
სასწრაფოდ სახლი საგულდაგულოდ დაალაგა. ელოდება მაცხოვარს.
დააცხო ნაირნაირი ტკბილეულობა, განსაკუთრებულად გააწყო საზეიმო სუფრა,
თავადაც განსაკუთრებულად გამოეწყო - მაცხოვარი მოვა.
სახარებასაც ყოველ დღე კითხულობს, ეკლესიაშიც ყოველთვის ლოცულობს...

ამ დროს მეზობელის ბიჭი გამოჩნდა და ეუბნება:
- მარი დეიდა, ღვთის გულისათვის დამეხმარე, დედაჩემს რაღაცა სჭირს.
კვნესის, მე კი ვერაფრით ვეხმარები.
- აბა როგორ წამოვიდე, მე სტუმარს ველოდები.
შენ კი ტალახიანი ჩექმებით იატაკი დამისვარე.

რა ექნა ბიჭს. გაბრუნდა სახლისაკენ. ამასობაში დედაც გამოკეთდა.
დიდება უფალს!
მარია კი ელოდება. მას სწამდა - სწამდა ქრისტეს სიტყვის, რომ თქვა მოვალ - მოვა.
არ ჩანს. სარკმელში ყურებით დაიღალა - ქრისტე არაა. არაუშავს.

ამ დროს მეზობელი ერთი სოფლიდან გლეხი გამოჩნდა:
- მარია ჩემი ძროხა იგებს და რაღაც ვერაა საქმე კარგად.
წამოდი ნახე ღვთის გულისათვის, შენ კარგად გესმის ეს საქმე.
- რა დროს ეგაა?! სტუმარს ველოდები, საცაა მოვა.

რა ექნა გლეხს. გაბრუნდასახლისაკენ. ამასობაში ძროხასაც ეშველა და მის ნაყოფსაც.
დიდება უფალს!
მარია კი ქრისტეს ელოდება - ძალიან ძალიან. დიდი სიხარულია მისი სტუმრობა.
მოსაღამოვდა. არა ჩანს. არაუშავს.

ამ დროს სად იყო და სად არა, ნაცნობი მოვიდა:
- ხომ იცი რა გაჭირვებული ვარ. დიდი ხანია დავქვრივდი და გავლოთდი.
მთელი თეთრეული ბინძური მაქვს, მე კი გარცხვაც არ შემიძლია. გთხოვ დამეხმარე.
- ეს რა სიბინძურ მოგიტანია?! სულ შეიშალე - გააგდო - მე სტუმარს ველოდები.

სტუმარი არ ჩანს. გამომცხვარი ქვად იქცა. საზეიმო სუფრას ბუზები დაასხდა.
არ ჩანს მაცხოვარი. არ მოვიდა მასთან ქრისტე. დაეძინა.

ხედავს სიზმარს. აი ქრისტეც მოვიდა. მარია ეუბნება:
- მე მჯერა შენი სიტყვის, რამეთუ ყოველი მათგანი ჭეშმარიტებაა.
როდესაც თქვეს, რომ მოხვიდოდი, მე გელოდებოდი.
- დიახ მარია - პასუხობს მაცხოვარი - შენი კეთილსინდისერი ცხოვრების გამო,
ტაძრისადმი შენი სიყვარულის გამო, პირველად შენთან მოვედი.
სამჯერ მოვედი, შენ კი სამჯერვე ხელი მკარი.
- უფალო! არა, ეს არ ყოფილა.
- სახარებას კითხულობ?
- უფალო, ყოველდღე.
- ''სნეული ვიყავი და მომაკითხეთ''. ეს მეზობლის ბიჭი კი არა,
მე ვიყავი მოსული. შენ კი გამაგდე.
- არ ვიცოდი უფალო. მეორედ როდისღა?
- გლეხი მე ვიყავი ''მიჭირდა და დასახმარებლად გიხმე''
- უფალო არ ვიცოდი. მესამედ როდისღა?
- შენი ნაცნობიც მე ვიყავი, რადგან ''შიშველი ვიყავი და შემოსვას გთხოვდი''
- არ ვიცოდი უფალო.
- იტყუები მარია, იტყუები.
სახარებას ყოველდღე კითხულობ, იქ კი წერია:
''რაც კი გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, მე გამიკეთეთ''

აი, საყვარლებო, ეს მაგალითი და ეს სწავლება, მაგალითად გაიხადეთ თქვენც.''



IPB-ს სურათი

არქიმანდრიტი პავლე (Груздев)

ამ საოცარი ადამიანის ცხოვრებიდან:

''...არქიმანდრიტს არ უყვარდა იმ საშინელებებსა და ტანჯვაზე საუბარი, რაც ციმბირის
განსაკუთრებული სიმკაცრის კოლონიაში ხდებოდა მის თავს. ერთხელ მაინც გაგვანდო:
- საყვარლებო, იყო ჩემს ცხოვრებაშიც ყველაზე ბედნიერი დღე. აი მომისმინეთ.

ერთხელ კოლონიაში გოგოები მორეკეს. ყველა ახალგაზრდა, ასე ოც წლამდე თუ იქნებოდნენ.
''ბენდერისტებს'' ეძახდნენ, უკრაინიდან. მათ შორის ერთი ძალიან პატარა იყო, ძალიან ლამაზი,
ნაზი და ამავე დროს ძალიან დასუსტებული. მიწაზე ეგდო და ისე ქვითინებდა,
რომ გული დაგეწვებოდა კაცს.
- რაოდენ დიდ განსაცდელში უნდა იყოს - ვფიქრობ - რა გადახდა თავს?
ორასამდე კაცმა მოიყარა იქვე თავი. ძველმა პატიმრებმაც და ახალმა ეტაპმაც. ყველა უხმოდ იდგა.
- სამი დღე-ღამეა მოვდიოდით. გაჯეჯგვილ ვაგონში დაჯდომაც შეუძლებელი იყო.
მთელი გზა არაფერს გვაჭმევდნენ. როცა მოვედით, ადგილზე მოგვცეს რაღაც.
მან კი უცბათ არ შეჭამა და მოპარეს - თქვა ერთმა.

ომის დაწყებიდან ჩვენი პირობები სულ უფრო და უფრო უარესდებოდა,
ამიტომ არც არავის ქონდა რაიმე და თუ ქონდა არ გამოაჩენდა.
გამახსენდა, რომ საგულდაგულოდ მქონდა გადანახული წვალებით შეგროვილი
ცოტაოდები პური, რომელსაც, როდესაც მალულად ტყეში შევიკრიბებოდით
და საღვთო ლიტურგიას ვასრულებდით, იქ ვიყენებდით.
ჩუმად ვეზიარებოდით ხოლმე ქრისტეს სხეულს ერთ კოლონიაში მჯდარი:
ოთხი ეპისკოპოსი, ათეული არქიმანდრიტი, იგუმენები, მღვდლები და ბერები.

- მერე რითი ვეზიაროთ?! ... არაუშავს - სასწრაფოდ გავიქეცი სამალავისაკენ.
პურის გაქვავებული ნაჭრები ავიღე და გოგისთან დავბრუნდი.
პურის დამნახავე გოგოს თვალებს ვერ ავღწერ, ეს მხოლოდ უნდა იხილო.
მაგრამ პური არ გამომართვა, კვლავ მიწაზე დაემხო და კვნესა გააგრძელა.
- არ მინდა შენი პური. ჩემს პატიოსნობას არაფერზე გავცვლი.
ღმერთო ჩემო! ჩემო საყვარლებო. დიახ უფალო!
პურს არ იღებდა, კვდებოდა და პატიოსნობას უფრთხილდებოდა.

ძალით მივაჩეჩე ხელში. უკან მოუხედავად გავიქეცი ტყეში. ბუჩქებში დავიმალე,
მუხლებზე დავეცი და აცრემლებულმა ლოცვა დავიწყე.
ვლოცულობ, ვტირი და თან მესმის:
- მშიერი ვიყავი, შენ კი პავლუხა, დამაპურე.
- როდის უფალო?
- შენ რა გგონია რომ მართლა იმ გოგოს აჭამე?!

ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში.''





... მეორე მსოფლიო ომის ჩვეულებრივი, სუსხიანი, სისხლით გაჟღენთილი ღამე იდგა.
იატაკქვეშეთში მდებარე, კრაკოვის კონსპირაციულ სასულიერო სასწავლებლიდან
გამოსული აჩქარებული ნაბიჯით თოვლიან გზას მიუყვებოდა.
ძალიან სახიფათოა ასეთ დროში და ისიც ღამით სიარული.
ნათოვლილი, ნაცივარი, წუხანდელი ღრუბლის ნაფლეთები კიდევ დახეტიალებდნენ
მკვდარი ქალაქის თავზე, თითქოს ცაც იყო შეციებული, შეტალახებული, გამურული.
არც ერთი ხმა, სიჩუმე მეფობდა... თუმცა, უკვე საკმაო ხანია ეს არ იყო გასაკვირი.

ათასმა საფიქრებელმა თვალებზე ბინდი გადაუკრა. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევს,
ან სულადაც არ სურდა, რომ მაიმე შეემჩნია, რადგან არ ღირდა... გული ისედაც
გმინავდა, კვნესოდა, ჰბორგავდა, თითქოს ნაღველს იწურავდა. არც ერთი ხმა,
არც ერთი შეძახილი, მაგრამ სიჩუმე საზარლად ხმაურობდა, ღრიალებდა და თან
იხვევდა ყველაფერსა და ყოველივეს. მიდიოდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა,
თითქოს იქით, სიცოცხლის გადაღმაა, და ამ წამის ტანჯვას არცა ჰგრძნობსო.

უცაბედად წყვდიადიდან მიყრუებული კვნესა გაისმა. უმალ ფიქრიდან გამოერკვა და
შეეცადა გაერკვია რა ხდებოდა. დაჟინებულად დააკვიდა, სიბნელეში ნანგრევების
გარდა არაფერი ჩანდა, კვნესა კი ისმოდა. ახლოს მივიდა. ფიცრის ნაჭერი ხელით
გადაწია და ჰოი! საოცრება, მის წინ პატარა გოგო გაჩნდა.
სუმთლიანად ტალახში ამოსვრილს მხოლოდ ვეებერთელა წყლით სავსე თვალებიღა უჩანდა.
შეშინებულმა კვნესა შეწყვიტა... მხოლოდ ნიკაპი უცახცახებდა და პატარა მტევნით
მკერდზე დაბნეული დიდ ვარსკვლავის დამალვას ცდილობდა.
ღმერთო ჩემო, საიდან გაჩნდა ეს არსება აქ?! - გუნებაში დაიყვირა.

ერთი ციცქნა ებრაელი გოგონა რაღაც სასწაულის ძალით ფაშისტებს გაქცევია,
უფრო სწორედ კი დასაწვავად მიმავალმა მშობლებმა გამოაპარეს...
იქნებ გადარჩენილიყო... იქნებ ეცხოვრა... იქნებ...
მას აღარავინ ყავდა ამქვეყნად, მხოლოდ მტრები და მტრისაგან დაშინებულები,
რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ებრაელის სახელის გაგონებისას
შიშისაგან გრძნობას კარგავდნენ.
იყვნენ ასევე ისეთებიც - სადღაც შორს - რომლებიც არ ერეოდნენ მტრებისა და
მათ დაშინებულთა საქმეებში. ისინი უბრალოდ გვერძე იდგნენ...
გვერძე მდგართა რიცხვს სამწუხაროდ მისიანებიც მიეკუთვნებოდნენ.
''მისიანები'' მაგრამ არა თავად ის!

იმ წუთას ყველაფერი გადაავიწყდა:სიცოცხლე, სიკვდილი, ტკივილი, სიცივე, სიბნელე;
რა მოგივა როდესაც ებრაელს ეხმარები; მას თავისიანებიც გადაავიწყდა, რომლებიც
გვერდძე დგომას ამჯობინებდნენ და მასაც იგივეს ურჩევდნენ. მხოლოდ გულზე
მიიკრა პატარა არსება და სწრაფი ნაბიჯით გზა გააგრძელა თოვლსა და ტალახში,
მინდორ მინდორ, უგზო და მიუვალი ადგილებით.
მთელი ღამე იარა. რაც შეიძლება შორს, რაც შეიძლება მოფარებულ ადგილას...
საიმედო ადგილას, სადაც გაათბობს, დააპურებს და მტრისაგან დაიცავს.

მეორე დღეს, გამომშვიდობისას, გოგოს მხოლოდ თავისი სახელი გაუმჟღავნა.
სახელი რომელიც არასდროს დაავიწყდებოდა პატარას და ასეც მოხდა.
მან არაფერი იცოდა მის შესახებ, დროთა განმავლობაში აღარც რაიმე ახსოვდა...
მხოლოდ მისი სახელი... და ზღაპარი, რომელიც მაშინ დაიწერა.

გავიდა 35 წელი და ერთ დღესაც მას ტელევიზიით ნაცნობი სახელელი მოესმა.
ჰოი სასწაული! მისი მშველელის სახელი, ჯადოსნური სახელი!
დიდებაუფალს!
სუნთქვა შეკრული მონიტორთან მიიჭრა.
1978 წლის 16 ოქტომბერს კაროლ ვოიტილა,
მსოფლიოს მოევლინა როგორც იოან პავლე II.
გავიდა დრო და უკვე მის მიწაზე, ისრაელში სტუმრობისას,
კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, ის და პატარა.....


IPB-ს სურათი







ნაფეხურები

ერთ ღამეს სიზმარი ვნახე. მესიზმრა, რომ ზღვის ნაპირზე მივდიოდი ღმერთთან ერთად და ცაზე ჩემი ცხოვრების სურათები (სცენები) ანათებდა. თითოეული სცენის დროს ნაფეხურების ორ წყვილს ვამჩნევდი ქვიშაში, ერთი მე მეკუთვნოდა, ხოლო მეორე-ღმერთს. როდესაც ჩემი ცხოვრების ბოლო კადრმაც გაელვა ჩვენს წინაშე, მოვტრიალდი და ქვიშაში დატოვებულ ნაფეხურებს შევხედე, და შევამჩნიე, რომ ჩვენს მიერ გამოვლილი ცხოვრების ბილიკის
ზოგიერთ ადგილს, ნაფეხურების მხოლოდ ერთი წყვილი ემჩნეოდა. ისიც შევამჩნიე, რომ ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე გაჭირვებულ და მწუხარების დროს ხდებოდა.
ამან ძლიერ შემაშფოთა და ვკითხე ღმერთს: "უფალო ღმერთო, შენ მითხარი, რომ თუ მე გადავწყვიტიავდი გავყოლოდი შენს გზას, შენ ყოველთვის ჩემთან ივლიდი. ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში კი ნაფეხურების მხოლოდ ერთი წყვილი ემჩნევა ქვიშას. მე არ მესმის რატომ მტოვებდი იმ დროს, როცა ყველაზე ძალიან მჭირდებოდი?"
ღმერთმა მიპასუხა: "ჩემო ძვირფასო, ძვირფასო შვილო, მე შენ ძალიან მიყვარხარ და არასოდეს, არასოდეს არ მიმიტოვებიხარ ტანჯვისა და განსაცდელის დროს. სადაც ნაფეხურების ერთ წყვილს ხედავ ქვიშაზე, ეს მაშინ იყო, როდესაც ხელში აყვანილს გატარებდი."





ჯვარი
ღონე გამოცლილი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ვეღარ ხედავდა გამოსავალს, მუხლებზე დაეცა და ილოცა "უფალო, მეტი აღარ შემიძლია," თქვა მან "ჩემი ჯვარი ძაან მძიმეა სატარებლად."
ღმერთმა უპასუხა "ჩემო შვილო, თუ ძალიან მძიმეა ეს ჯვარი შენთვის, დადე იგი ამ ოთახში, მერე- გააღე მეორე ოთახის კარები და აიღე რომელი ჯვარიც შენ გინდა."
"გმადლობთ უფალო" ამოისუნთქა სიმძიმისაგან შემსუბუქებულმა კაცმა და ისე მოიქცა როგორც ნატქვამი ქონდა. როდესაც მეორე კარებში შევიდა, დაინახა ბევრი ჯვრები, ზოგი ისეთი დიდი იყო რომ, ბოლო არ უჩანდა. მან მოშორებით, კედელზე მიყუდებული ძალიან პატარა ჯვარი შენიშნა და ჩურჩულით თქვა "უფალო, ეს მინდა" ღმერთმა უპასუხა "ჩემო შვილო, ეს ის ჯვარია შენ რომ დადე."
როდესაც ცხოვრების პრობლემა დაუძლეველი ჩანს თქვენთვის, დაგეხმარებათ თუ მიმოიხედავთ ირგვლივ და შეხედავთ სხვა ხალხის პრობლემას, მაშინ შეგიძლიათ ჩათვალოთ თქვენი თავი უფრო მეტად ბედნიერად ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
IOANA   პატერიკული მოთხრობები, ქრისტიანული ზღაპრები და მოთხრობები,   Jul 26 2006, 01:01 AM
IOANA   ერთხელ მონაზონმა ჰ...   Jul 26 2006, 04:19 PM
IOANA   ერთხელ ღირსმა ეფრე...   Jul 26 2006, 09:29 PM
solomony   ბერი იოსებ ათონელი...   Aug 10 2006, 09:30 PM
solomony   როდესაც დიოკლიტია...   Aug 10 2006, 09:52 PM
მარიამი   როდესაც დიოკლიტია...   Aug 10 2006, 10:34 PM
salome   როდესაც დიოკლიტია...   Aug 12 2006, 10:53 AM
solomony   მარიამი შენ ვერ გა...   Aug 11 2006, 02:33 PM
მარიამი   მარიამი შენ ვერ გა...   Aug 11 2006, 02:56 PM
მარიამი   solomony, რაღაცა ჩამრჩა ...   Aug 11 2006, 08:38 PM
mnate   ეს სწორი გააზრება...   Aug 11 2006, 10:09 PM
solomony   მარიამი რაც შენ თქ...   Aug 12 2006, 10:25 PM
მარიამი   მარიამი რაც შენ თქ...   Aug 12 2006, 10:27 PM
eka-ekaterine   დიდი სათნოების მქო...   Aug 25 2006, 11:41 AM
Irine   ერთ ბერს ეშმაკი ნა...   Nov 17 2006, 12:53 PM
.:თამარი:.   ერთი ჭაბუკი ოქრომჭ...   Dec 22 2006, 04:44 PM
marine   რამეთუ იყო ვინმე ბ...   Dec 27 2006, 01:09 PM
.:თამარი:.   ერთ განშორებულ უდა...   Jan 12 2007, 11:25 PM
მხევალი ნინო   [quote]ერთხელ მამები მ...   Jan 15 2007, 06:17 PM
ალექსანდრე   აქ მოვათავსოთ ერთი...   Feb 28 2008, 06:02 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 08:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი