IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მამათა გამონათქვამები
Murzayani
პოსტი Mar 5 2007, 09:08 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 57
რეგისტრ.: 10-January 07
მდებარ.: Gldani!!!
წევრი № 842





ღმერთზე

მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
წმ. ტიხონ ზადონელი

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე სწორედ მას სათნო ეყო და არა - ძლიერთა ამა სოფლისათა.
წმ. ანტონი დიდი

ღმერთზე საუბარი - დიდი საქმეა, მაგრამ გაცილებით უფრო დიდი საქმეა საკუთარი თავის განწმენდა ღმერთისათვის.
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს.
ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია)


რწმენასა და ურწმუნოებაზე

არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს.
სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმე სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.
ნეტარი ავგუსტინე

ადამიანთა საზოგადოება ღმრთისა და სულის უკვდავების რწმენის გარეშე ველური ცხოველიების ჯოგია, მოუხედავად იმისა, რომ მათ გონებაც აქვთ. ისინი ყოველთვის მზად არიან, ერთმანეთი ტანჯონ და გაანადგურონ.
მოსკოვის მიტროპოლიტი მაკარი

ურწმუნოება იქიდან იშვება, რომ ჩვენ ადამიანური დიდება გვწყურია.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
რწმენით განათებულ ქრისტიან გულს ყველა უყვარს, ყველას ჰპატრონობს, ყველას უთმობს, ყველაფერს ითმენს; ასეთი გული ადვილად ამჩნევს გაჭირვებულს და ეხმარება მას; მისთვის უცხოა სიცრუე, ავსიტყვაობა, ცურმოწმეობა, ქურდობა, მკვლელობა... საერთოდ, არაწესიერი ცხოვრება. თუ ნახა ვინმე ცოდვილი, კი არ განიკითხავს, მხარში ამოუდგება მას, რომ როგორმე ააყენოს დაცემული.
მისი ცხოვრება ქმნის ჯვარს: მიისწაფვის ღვთისაკენ და მიისწაფვის ადამიანისაკენ. რწმენა და სიყვარული აერთებს ღმერთთან; სიყვარულივე აკავშირებს მოყვასთან და ხალხთან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

...რა არის საჭირო? საჭიროა, რომ ჩვენი ლოცვა შეისმინოს ღმერთმა, უნდა ილოცოთ ნამდვილი რწმენით. აუცილებლად უნდა გწამდეთ, რომ ღმერთი არსებობს, აუცილებლად უნდა ხედავდეთ ღმერთს თქვენს წინაშე. აი, როგორც ჩვენ დიდი ადამიანების წინაშე ვდგავართ გამართულად, მოკრძალებით, თავმდაბლად, ასე უნდა იდგეთ და გრძნობდეთ, რომ ხართ ღვთის წინაშე და თვალი ღვთისა დაგყურებთ.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

რწმენა თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი, არ არის სარწმუნოება.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

ერთი წმინდანი ამბობს, რომ ურწმუნოსა და მორწმუნეს შორის ისეთივე დიდი განსხვავებაა, როგორიც ქანდაკებასა და ცოცხალ ადამიანს შორის.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.
წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)





--------------------
ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Murzayani   მამათა გამონათქვამები   Mar 5 2007, 09:08 PM
marine   "სიძულვილიც კაცი...   Aug 16 2017, 11:19 AM
marine   "სიმართლისმოყვა...   Aug 25 2017, 09:57 AM
marine   "უფალი ყველგან არ...   Aug 30 2017, 11:19 PM
marine   "შორდები ღმერთს? ...   Aug 30 2017, 11:32 PM
marine   "უფალს ჩვენი გახა...   Aug 31 2017, 12:25 PM
marine   "ნიჭი მხოლოდ მაში...   Sep 17 2017, 02:09 PM
marine   "ერთი წმინდა მამა...   Oct 9 2017, 10:30 AM
marine   "ღმერთი კი არ გვა...   Oct 25 2017, 04:33 PM
marine   "თუ უფალი არ შეგე...   Oct 27 2017, 11:47 AM
marine   "ერთადერთი შესავ...   Nov 9 2017, 10:23 AM
marine   "ახალ ამბებს უყურ...   Nov 22 2017, 09:56 AM
marine   "...აღარც ღმერთი გვ...   Nov 26 2017, 01:27 PM
marine   "გეძლევა? დააფასე...   Nov 26 2017, 01:40 PM
marine   "უმრავლეს შემთხვ...   Dec 1 2017, 09:45 PM
marine   "დასვენება არის ი...   Dec 6 2017, 08:36 PM
marine   "ღვთის სიტყვები ა...   Dec 10 2017, 01:48 PM
marine   "უმეტესად ის სამი...   Dec 10 2017, 02:19 PM
marine   "უფალო, შენ ყოველ...   Dec 11 2017, 12:24 PM
marine   "ვინც მოინდომებს,...   Dec 13 2017, 01:15 PM
marine   "ასეა თურმე წესად...   Dec 30 2017, 12:53 PM
marine   "ღმერთის უგულებე...   Jan 11 2018, 11:56 AM
marine   "კარგად და სწორად...   Jan 14 2018, 10:08 PM
marine   "კაცობრიობა იმყო...   Jan 17 2018, 10:12 PM
marine   "სჯობს ადამიანი გ...   Feb 3 2018, 09:46 AM
marine   "ვინც შესაბრალებ...   Feb 3 2018, 09:57 AM
marine   "უნდა იფრინოთ ორი...   Feb 3 2018, 07:44 PM
marine   "- მამაო, როგორი ურ...   Feb 8 2018, 08:33 PM
marine   "დიდი რამ არის სხ...   Feb 8 2018, 08:56 PM
marine   "თუ შენ გჯერა, მოგ...   Feb 11 2018, 02:02 PM
marine   "ჩვენი საყრდენი, ...   Feb 15 2018, 04:23 PM
marine   "რამდენადაც შესა...   Feb 16 2018, 08:30 PM
marine   "გენიალურობა უბრ...   Mar 15 2018, 10:45 PM
marine   "არასოდეს არაფერ...   Jun 21 2018, 09:32 PM
marine   "დაუნახაობა ღმერ...   Jun 25 2018, 04:37 PM
marine   "რაც უფრო მეტად ხ...   Jun 29 2018, 05:05 PM
marine   "ადამიანს უნდა ჰქ...   Jun 29 2018, 10:05 PM
marine   "ამ სამყაროში ყვე...   Jul 6 2018, 05:07 PM
marine   "როცა ადამიანი თა...   Aug 3 2018, 06:54 PM
marine   "- ადამიანს რა უბი...   Aug 8 2018, 02:46 PM
marine   "- ადამიანს რა უბი...   Aug 8 2018, 02:46 PM
marine   „რომ შეგვეძლოს იმ ...   Aug 17 2018, 06:20 PM
marine   "ტკივილგამაყუჩე...   Aug 27 2018, 02:12 PM
marine   "უფლის გარეშე არც...   Sep 15 2018, 08:32 PM
marine   "ზოგჯერ განკვირვ...   Oct 8 2018, 07:17 PM
marine   "ჩვენი საეკლესიო ...   Dec 30 2018, 04:58 PM
marine   "გავუფრთხილდეთ უ...   Jan 29 2019, 11:54 AM
marine   "ინებოს უფალმა, ჩ...   Feb 14 2019, 03:31 PM
marine   "სანამ არ მივხვდე...   Feb 16 2019, 03:24 PM
marine   "ჩვენი კეთილდღეო...   Feb 20 2019, 08:29 PM
marine   "საჭიროა არა მარტ...   Feb 22 2019, 06:52 PM
marine   "მშვენიერი უქმეა ...   Feb 26 2019, 05:17 PM
marine   "სინანულით იბადე...   Mar 6 2019, 10:26 PM
marine   "სამწუხაროდ, ვღიზ...   Mar 7 2019, 05:57 PM
marine   "რომ არ გენატრება...   Mar 7 2019, 06:21 PM
marine   "გაყენებენ შეურა...   Mar 24 2019, 06:48 PM
marine   "თუ ჭამა გაგიტაცე...   Jun 17 2019, 01:28 PM
marine   "შეეცადე, სათნოეყ...   Jun 17 2019, 01:40 PM
marine   "მუცელღმერთთა და ...   Jun 20 2019, 01:19 PM
marine   "ყოველთვის მინდო...   Jul 2 2019, 04:16 PM
marine   "ბევრს არ მოსწონს...   Jul 17 2019, 11:41 AM
marine   "არცერთი შანსი არ...   Jul 19 2019, 12:01 PM
marine   "მთელი ცხოვრების ...   Jul 21 2019, 07:57 PM
marine   "ნუღარ გაიხსენებ...   Jul 29 2019, 09:58 PM
marine   "ქრისტიანობა, ეს ...   Sep 6 2019, 12:15 PM
marine   "ღვთით ტკბობა აღუ...   Sep 6 2019, 12:31 PM
marine   "ადამიანი უნდა შე...   Sep 6 2019, 12:51 PM
marine   "როცა ფიქრობ ბანკ...   Sep 8 2019, 12:24 PM
marine   "სიწმინდე რომ დაი...   Oct 8 2019, 06:15 PM
marine   "ქრისტიანები არი...   Oct 13 2019, 03:20 PM
marine   "უსუსურები ვართ ღ...   Oct 25 2019, 04:20 PM
marine   "ღმერთი ყველაფერ...   Nov 5 2019, 04:53 PM
marine   "უფალთან დაშორებ...   Nov 8 2019, 04:38 PM
marine   "დღეს, სამწუხაროდ...   Nov 9 2019, 03:26 PM
marine   "როგორი უმწეონი დ...   Dec 8 2019, 02:03 PM
marine   "ყველას ვეხვეწებ...   Dec 12 2019, 07:47 PM
marine   "შეიძლება შეცდომ...   Dec 14 2019, 03:17 PM
marine   "თუ ვიქნებით უფალ...   Dec 21 2019, 09:58 PM
marine   "ნუ მიბაძავთ მოდა...   Jan 22 2020, 05:35 PM
marine   "ეჭვიანობა სრული...   May 2 2020, 09:30 PM
marine   "როგორც ადამიანი...   May 11 2020, 06:13 PM
marine   "მრავალსიტყვაობ...   May 19 2020, 09:54 PM
marine   "ყველას აქვს უფლე...   May 21 2020, 09:53 PM
marine   "როგორც შენ უერთგ...   May 21 2020, 10:33 PM
marine   ,,ჩვენ გავურბივართ ...   May 25 2020, 09:37 PM
marine   "რა ფასი აქვს ცხო...   Jun 4 2020, 05:34 PM
marine   "უსიამოვნებანი უ...   Jun 8 2020, 10:03 PM
marine   " - რით შეიძლება ვა...   Jun 8 2020, 10:14 PM
marine   "შენი უხასიათობა ...   Jun 9 2020, 04:07 PM
marine   "სასურველი ასეა - ...   Jun 10 2020, 08:27 PM
marine   "ერთმა წმინდა მამ...   Jun 10 2020, 08:51 PM
marine   "ცნობისმოყვარეო...   Jun 12 2020, 07:40 PM
marine   " - გამქურდეს, როგო...   Jun 12 2020, 08:11 PM
marine   "როდესაც გაქებენ,...   Jun 13 2020, 02:47 PM
marine   " - ამბობენ, მავნე ...   Jun 13 2020, 03:15 PM
marine   "თუ ვინმესგან სულ...   Jun 13 2020, 05:48 PM
marine   " - როგორ მივუახლო...   Jun 13 2020, 08:18 PM
marine   "საკუთარ თავში ჩა...   Jun 15 2020, 08:27 PM
marine   "ბერ ლეონიდეს ყვე...   Jun 15 2020, 08:38 PM
marine   "ქრისტიანს მხოლო...   Jun 16 2020, 01:21 PM
marine   " - შეიძლება ყველა...   Jun 17 2020, 07:51 PM
5 გვერდი V < 1 2 3 4 5 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 01:56 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი