IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პატრიარქის ტიტული, ახლანდელი და ძველი ფორმა
კანონისტი
პოსტი Nov 6 2006, 03:45 PM
პოსტი #1


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორია ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავრის სრული ტიტული:
უწმიდესი და უნეტარესი,
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,
დიდი მეუფე მამაი ჩვენი

"უწმიდესი და უნეტარესი" არის მიმართვის ფორმა. გამოიყენება ორივე იმდენად, რამდენადაც კათოლიკოს-პატრიარქი არის მოსაყდრე როგორც მცხეთის, ასევე ბიჭვინთის კათედრებისა

"სრულიად საქართველოს" აღნიშნავს იმას, რომ მისი იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ისტორიულ საქართველოზეც (ტაო, კლარჯეთი, ლაზეთი, საინგილო, ლორე). თავად ტერმინი ახალია (1917 წლის შემდგ.), ადრე გამოიყენებოდა "ყოვლისა საქართუელოისა"

"კათოლიკოს-პატრიარქი". კათოლიკოსი (ან კათალიკოსი) საქართველოს ეკლესიის მეთაურის უძველესი ტიტულია, იგი გამოიყენებოდა ავტოკეფალიის მიღებიდან - ე.წ. კათალიკოსი მცხეთისა. სიტყვა "პატრიარქი" ანტონის დროიდანაა შემოსული, ადრე "მამამთავარი გამოიყენებოდა"

"მცხეთა-თბილისის". ეს ორი ეპარქია მხოლოდ ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1920-იან წლებში გაერთიანდა. მანამდე თბილისს ცალკე მღვდელმთავარი ჰყავდა, რომელსაც ბოლო პერიოდში "ტფილელი მიტროპოლიტი"-ს ტიტული გააჩნდა

"მთავარეპისკოპოსი" - შემორჩენილია მცხეთის საყდრის მღვდელმთავრის უძველესი და პირვანდელი ტიტული

"დიდი მეუფე მამაი ჩვენი" - კალკირებაა რუსულისა: Великий Господин и Отец наш. ეს ტიტული არაა, ეს წოდებაა. წოდება სხვადასხვა პატრიარქებს სხვადასხვანაირი აქვთ. იგი ძირითადად დამოკიდებულია ეკლესიის უძველეს სტატუსზე. რამდენადაც ვიცი, ჩვენი ეკლესიის მეთაური ატარებდა უმნიშვნელოვანეს წოდებას - "მცველი საუფლო კვართისა"



--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
კანონისტი   პატრიარქის ტიტული   Nov 6 2006, 03:45 PM
tsqnafo   "კათოლიკოს-პატ...   Nov 6 2006, 03:56 PM
AnDaIn   ვა ეს რა საინტერეს...   Nov 6 2006, 04:05 PM
კანონისტი   tsqnafo შენ ვერ გამიგე. ...   Nov 6 2006, 04:09 PM
tsqnafo   tsqnafo შენ ვერ გამიგე. ...   Nov 6 2006, 04:17 PM
კანონისტი   tsqnafo ახალი გამოკვლე...   Nov 6 2006, 04:24 PM
tsqnafo   tsqnafo ახალი გამოკვლე...   Nov 6 2006, 04:27 PM
Sotiris   ახალი გამოკვლევით...   Nov 6 2006, 09:26 PM
mnate   ნეტა თქვენ :D   Nov 6 2006, 04:27 PM
Sotiris   "სრულიად საქართვ...   Nov 6 2006, 09:10 PM
კანუდოსელი   უძველეს სტატუსზე. ...   Nov 8 2006, 03:50 AM
კანონისტი   იოანე კათალიკოსის ...   Nov 8 2006, 12:33 PM
თამარი   იოანე კათალიკოსის...   Nov 8 2006, 06:47 PM
კანონისტი   აი, ეგ კი უბრალოდ ა...   Jan 23 2007, 01:44 PM
კანონისტი   თამარი შესაძლოა მ...   Nov 8 2006, 08:26 PM
თამარი   თამარი შესაძლოა მ...   Nov 8 2006, 08:38 PM
პატრიოტი   ძალიან კარგი პატრი...   Jan 21 2007, 11:18 PM
ქავთარაძე   პატრიოტი ეგრეა, სრ...   Jan 21 2007, 11:25 PM
მხევალი ნინო   ლოგიკურად სადაც ...   Jan 23 2007, 06:14 PM
კანონისტი   მხევალი ნინო ცხადი...   Jan 24 2007, 11:17 AM
გლახა   კანონისტი და უწმი...   Jan 26 2007, 11:14 AM
მხევალი ნინო   გამიგია ჩვენი პატრ...   Jan 26 2007, 11:27 AM
კანონისტი   გლახა მცხეთის მთა...   Jan 26 2007, 11:57 AM
გლახა   კანონისტი აუ კაი ...   Jan 26 2007, 01:48 PM
მხევალი ნინო   გლახა [quote]აუ კაი რა კ...   Jan 26 2007, 02:01 PM
კანონისტი   არ ვიცი პირდაპირ   Jan 26 2007, 05:24 PM
გლახა   კანონისტი არ ცოდნ...   Jan 29 2007, 02:03 PM
ქავთარაძე   გლახა ნუ ფილოსოფოს...   Jan 29 2007, 02:27 PM
კანონისტი   გლახა ნამდვილად! ...   Jan 30 2007, 02:36 AM
martlmadidebeli2   ხალხო მეტი თემა არ ...   Mar 15 2007, 02:26 PM
მხევალი ნინო   martlmadidebeli2 ეჰ, ამ ფორუ...   Mar 15 2007, 02:42 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 17th May 2024 - 02:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი