IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > »   
Reply to this topicStart new topic
> აფხაზეთი, სოხუმის დაცემა
marine
პოსტი Nov 27 2016, 02:59 PM
პოსტი #181


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რასაკვირველია, ოდნავად არ ვფიქრობთ ხელი შევახოთ აფხაზეთის განსაკუთრებულ ვითარებას და მის ავტონომიურ არსებობას, მაგრამ შეუძლებელია, რომ ეს კუთხე განცალკევებულად იდგეს, არ იყოს ჩაბმული სახელმწიფოს საერთო ცხოვრებაში და მისი მაჯისცემა არ იყოს ერთი მთელი საქართველოს რესპუბლიკასთან. საკმარისია ერთი-ორჯერ გაიაროთ თუნდაც მარტო სოხუმში, რომ ცხადად იგრძნოთ ახირებული მდგომარეობა: იქ რუსული სული უფრო ტრიალებს, ვიდრე ქართული, იქ რუსეთის ორიენტაცია მეტია, ვიდრე საქართველოსი, იქ ქართულ გაზეთს უფრო ნაკლებად იშოვნი, ვიდრე რუსულს, იქ რუსეთი ამბები უკეთ იციან, ვიდრე ჩვენი რესპუბლიკის.

ძალაუნებურად დაინახავთ, რომ საქართველო ცალკე ცხოვრობს და აფხაზეთი ცალკე. არსადაა ერთი სახელმწიფოებრივი შეგნება, გაერთიანებული ინტერესი. იქაური მოქალაქეობა და აქაური თითქოს სხვადასხვაა, ჩვენ ერთის გზით მივდივართ და იქაურები კიდევ მეორეთი. ერთმანეთის არ გვესმის რა, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ".

/ლეილა ნანიტაშვილი, "ერის წყლული აჩნდა წყლულად", გვ. 236/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 4 2017, 10:10 PM
პოსტი #182


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულიერების დეფიტიცი უმთავრესია ამ კონფლიქტის გაღვივებაში. სულიერების დეფიციტს არა მხოლოდ ცალკეული ადამიანები, ერებიც მიჰყავს ტრაგედიამდე".

/მანანა ანუა
"კარიბჭე" N4, 2017, გვ.20/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 20 2017, 09:30 AM
პოსტი #183


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქრისტესავით ჯვარცმული აფხაზეთი"

/"კარიბჭე" N22, 2008, გვ.51/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2017, 09:59 AM
პოსტი #184


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...მასთან ერთად ვიხსენებ ამ საშინელ ომში დაღუპულ აფხაზს თუ ქართველს, რომელთაც გულწრფელად სჯეროდათ და სწამდათ, რომ სამშობლოს სწირავდნენ ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნდათ - სიცოცხლეს... სამშობლოს, რომელიც სინამდვილეში ორივესთვის ერთი იყო..."

/მანანა ანუა
"კარიბჭე" N6, 2017, გვ.47/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 29 2017, 11:50 AM
პოსტი #185


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამ საშინელმა ომმა ბევრი უბედურება მოგვიტანა, შეიწირა უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე, ჩვენი გენოფონდი. ასი ათასობით ადამიანს მოუხდა თავისი სახლ-კარის დატოვება და დღეს მათი უმრავლესობა გაჭირვებაში ცხოვრობს. ომმა შეიწირა უზარმაზარი მატერიალური რესურსი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ორივე ერი მისი შედეგები ტყვე აღმოვჩნდით - რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვხდებით იძულებულნი, მავანთან ჩვენი ერებისა და სახელწმიფოებრიობისათვის დამღუპველ დათმობებზე წავიდეთ. დიახ, ქართველი და აფხაზი დღეს ერთ ნავში სხედან, რომელსაც საგრძნობლად არყევს რეალობის ტალღები".

/მანანა ანუა
"კარიბჭე" N6, 2017, გვ.48/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 30 2017, 11:27 AM
პოსტი #186


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მხოლოდ ჭეშმარიტი სულიერებისა და კეთილდღეობის კლდეზე აშენებული ამ ორი ერის ერთიანი მომავალი გაუძლებს ისტორიის ძლიერ ქარტეხილს და გამოწვევებს, შეუნარჩუნებს ქართველ და აფხაზ ხალხს მათ როგორც ეთნოსს და ერს.

რუსთაველი მტერ-მოყვარეზე ორ შესანიშნავს აფორიზს ამბობს:
"ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია"...
"მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია..."

ღმერთმა მოგვცეს, ჩემო მშობლიურო და სანუკვარო ერებო - ქართველებო და აფხაზებო - მტრისა და მოყვასის გარჩევის უნარი".

/მანანა ანუა
"კარიბჭე" N6, 2017, გვ.48/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 1 2017, 10:42 AM
პოსტი #187


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ახლანდელ ახალგაზრდებზე ჩივიან - სხვანაირები არიან, სამშობლოს სიყვარული სიცილად არ ჰყოფნითო. არ მჯერა მე ეგ. ვის როდის გაგვეხსნება გული, არავინ იცის. ასე გვეგონა საბჭოეთის დროსაც და მერეც, აფხაზეთის ომის დროს, მაგრამ იმდენი დაფარული გამოჩნდა, ვერც კი წარმოვიდგენდით. ერთი მოსწავლე მყავდა - ცელქი, ცელქი, აუტანელი. ცოდვა გამხელილი ჯობია და ხანდახან ისე გამომიყვანდა მოთმინებიდან, ვეტყოდი, შენგან კაცი არ დადგება-მეთქი. აფხაზეთის ომის წინა დღეებში შემხვდა, დაკაცებული, დამშვენებული. თვალებანთებული მელაპარაკა - ჩვენს მიწა-წყალს არავის დავუთმობთ, გვეყო, რაც წაგვართვეს, ახლა მაინც არავის დავანებებთ სამშობლოს, დავიხოცებით და ჩვენსას მაინც გავიტანთო. განცვიფრებული ვუყურებდი, მერე თვალცრემლიანი გადავეხვიე - შენ ხარ, ბიჭო, ეს-მეთქი? თქვენ შემაყვარეთ სამშობლო და ამისათვის დიდი მადლობაო. მე კი არა, დავითმა, ილიამ, აკაკიმ, ვაჟამ შეგაყვარეს-მეთქი. ქვითინს ძლივს ვიკავებდი... მალე ომმაც იფეთქა, მტრობამ და სიძულვილმა დაგვინგრია ქვეყანა. ალბათ, ღალატმაც აყარა საკუთარი მიწა-წყლიდან ჩვენი თვისტომნი. ჩემი გელა კი, თვალები სიხარულით რომ უციმციმებდა, ომში დაიღუპა..."

/"კარიბჭე" N6, 2007, გვ.7/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2017, 11:35 AM
პოსტი #188


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებით, სურთ თუ არა ეს აფხაზებს, რუსებს და კიდევ ვიღაც-ვიღაცებს!.. ჩვენ დავბრუნდებით მიუხედავად იმისა, მოეგებიან გონს ჩვენი აფხაზი ძმები თუ კიდევ უფრო გაისასტიკებენ გულს ჩვენ მიმართ!..

აფხაზეთში ჩვენი დაბრუნების რამდენიმე გეგმა "დევს" ღმრთის წინაშე და თითოეული გეგმის უკან სხვადასხვა ძალის ანგელოზები და ასევე საქართველოსათვის მეოხი სხვადასხვა წმიდანები დგანან."


/მამა გიორგი (ბასილაძე)
"კარიბჭე" N18, 2008, გვ.55/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2017, 10:18 PM
პოსტი #189


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"23 მაისი, წმინდა სვიმეონ კანანელის ხსნების დღე, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II - ის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ გამოცხადდა".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2017, გვ.4/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 23 2017, 12:24 PM
პოსტი #190


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1856 წლის 26 თებერვალს მამა ალექსანდრესთვის [ოქროპირიძე (ილიას მოძღვარი)] არქიმანდრიტად დაუსხამს ხელი აფხაზეთის ეპისკოპოს გერმანეს, რომელიც იმავე წლის 2 ოქტომბრიდან იმერეთის კათედრაზე გადაუყვანიათ, აფხაზეთის ეპარქიის მართვა-გამგეობა კი უწმიდეს სინოდს არქიმანდრიტ ალექსანდრესთვის შეუთავსებია. 1862 წელს სიონის საკათედრო ტაძარში, ქართველ მღვდელმთავართა თანამწირველობით, არქიმანდრიტ ალექსანდრესთვის ეპისკოპოსად ეგზარქოს ევსევის დაუსხამს ხელი და მისთვის კვლავაც აფხაზეთის კათედრა ჩაუბარებია.

ომის [რუსეთ-თურქეთის] დასრულების შემდეგ ალექსანდრეს მეტი საშუალება მიეცა, უშუალოდ მიემართა ეგზარქოსისთვის ილორისა და ლიხნის სასულიერო სასწავლებლებში სასწავლო პროცესის განახლების მოთხოვნით. იმ ეტაპზე მის თხოვნას შედეგი არ მოჰყოლია. "რუსეთის უმაღლესი და სასულიერო ხელისუფლება სრულებითაც არ იყო დაინტერესებული აფხაზეთში სასწავლებლის გახსნით, რადგან, მათი ვარაუდით, ეს გააძლიერებდა იქ ქართულ გავლენას. რუსეთის მთავრობისა და უწმიდესი სინოდის განზრახვა იყო, რომ აფხაზი კადრები მოემზადებინათ რუსეთში, საქართველოსგან შორს, რუსების სრულ გარემოცვაში. ამ ხერხით გაერუსებინათ ისინი და დაეპირისპირებინათ ქართველებისთვის, რათა შეერყიათ ის ისტორიული ერთიანობის ფუნდამენტი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა ამ ორ მოძმე ხალხში" (გ. რიგვავა).

როგორც ხედავთ, ადრეული პერიოდიდან დაიწყო რუსული პოლიტიკის გატარება აფხაზეთის საქართველოსგან მოსაწყვეტად. ეს რომ ასე იყო, კარგად ჩანს ლეონიდე ოქროპირიძის 1892 წლის 9 აპრილს ეპისკოპოს ალექსანდრესადმი გაგზავნილ წერილში. "თქვენო მეუფებავ, ძვირფასო ბიძავ ბატონო! დღეის ამას იქით მთელს აფხაზეთში, შკოლებშიც და ეკლესიებშიდაც შეტანილი იქნება მარტო რუსული ენა და ქართული კი გამოიდევნება. ერთი სიტყვით, ეხლა მწამს, რომ აფხაზეთი სრულებით ჩამოაცილეს საქართველოს და პირი აქნევინეს რუსეთისაკენ, ახლა, ყველაფერი გამოაშკარავდა".

/"კარიბჭე" N15, 2008, გვ.46-47/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 28 2017, 01:48 PM
პოსტი #191


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მე-19 საუკუნის II ნახევარში აფხაზეთი დიდმა მღელვარებამ მოიცვა. 1866 წელს ათასობით აფხაზმა აისხა იარაღი რუს დამპყრობთა წინააღმდეგ. ისტორიაში ეს მოვლენა აფხაზთა აჯანყების სახელწოდებით არის ცნობილი. ამბოხება ივლისში დაწყებულა, მას შემდეგ, რაც "სოხუმის განყოფილების" უფროსი, პოლკოვნიკი კონიარი ადგილობრივ მოსახლეობას გადასახლებით დამუქრებია. მეამბოხეებს კონიართან ერთად მოუკლავთ სოფელ ლიხნში გამაგრებული 50 კაზაკი. რუსებს ნოვოროსიისკიდან და სევასტოპოლიდან შემოუყვანიათ დამატებითი საჯარისო ნაწილები. მეამბოხეებმა ვეღარ გაუძლეს და 4 აგვისტოს იარაღი დაყარეს. საველე სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამბოხების მეთაურები საჯაროდ ჩამოუხრჩვიათ, რომელთა შორისაც ყოფილა აფხაზი თავადი ყალიზბეკ მარღანია. აჯანყების მონაწილე 30 აფხაზი გაუციმბირებიათ, მაჰმადიანი აფხაზები კი თურქეთში გადაუსახლებიათ. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ეს აფხაზთა მესამე აჯანყება იყო ცარისტული რუსეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ."

/"კარიბჭე" N15, 2008, გვ.47/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 1 2017, 11:04 AM
პოსტი #192


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XIX საუკუნის II ნახევრიდან ანაკოფია ახალ ცხოვრებას იწყებს. 1875 წელს ძველი ანაკოფიის ნანგრევებთან რუსეთის საეკლესიო ხელისუფლებამ ააგო წმინდა პანტელეიმონის სახელობის რუსული მონასტერი - "ახალი ათონი" (ეს სახელი მთელ იმ ადგილს დაერქვა). მას საბერძნეთის ათონის რუსული მონასტრის ფილიალად მიიჩნევდნენ. 1877-1878 წლების ომის დამთავრებისა და ნახანძრალი მონასტრის აღდგენის შემდეგ ის შავი ზღვის უდიდეს საეკლესიო ცენტრად გადაიქცა.
დღესდღეობით ახალი ათონის წმინდა პანტელეიმონის ტაძარი, ფაქტობრივად, მიტაცებული აქვს რუსეთის საპატრიარქოს. აქ წლების წინათ საქართველოს საპატრიარქოს ნებართვის გარეშე ჩამოვიდნენ საბერძნეთის ათონის მონასტრის რუსი ბერები პეტრე პიგოლეს მეთაურობით, ღვთისმსახურება განაახლეს და დაჟინებით ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ვინაიდან ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსი რუსების აშენებულია, ის მათვე უნდა დაუბრუნდეს. მათ წმინდა სვიმონ კანანელის ტაძრის (IX ს.) მითვისებაც უნდათ, არადა იგი რუსეთის მიერ ქრისტიანობის მიღებამდე აშენდა..."

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ. 29/


მერი (74 წლის): თხუთმეტი წლის წინ ჯვართამაღლებას დაეცა სოხუმი. ეს საშინელება იყო, სასტიკი და შემარცხვენელი დამარცხება...

თბილისში ჩამოსულებს სიცივე და სიბნელე დაგვხვდა, გაღატაკებული და ბრძოლისგან დაღლილ-გაოგნებული ხალხი... ჩვენი ცხოვრება არ იყო ცხოვრება, უფრო არსებობას ჰგავდა, მაგრამ იმედი გვითბობდა სულს - ჩვენი ზღვა, ჩვენი მაგნოლიების სურნელით გაჟღენთილი ქუჩები ფიქრსა და ოცნებაში მაინც იყო ახლო. ეს გვაძლებინებდა. ახლა რა ვქნათ - იმედიც წაგვართვეს და დაგვარწმუნეს, რომ ვერასოდეს ვნახავთ და მოვიტირებთ ახლობლებისა და მშობლების, ზოგიერთნი კი შვილების საფლავებს. თბილისიც ჩვენი სამშობლოა, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი, მაგრამ რამდენი დევნილი და ლტოლვილი უნდა დაიტიოს ამ ქალაქმა?!

ბოლო ხანებში ჩვენი "საძმოდან" ვიღაც-ვიღაცები შევიდნენ სოხუმში. ჩემი სიძეც იყო. გახარებული დაბრუნდა, აფხაზებმა კარგად მიმიღეს, მეტიც, ნანობენ კიდეც, ასე რომ გაგვიმეტესო. ახლა? აწი რა ვქნათ? თავიდან დაიწყო ყველაფერი, თავიდან გაღვივდა მტრობა და უნდობლობა.

არაერთხელ გაგვიგონია დაუფიქრებლად ნათქვამი - თქვენ საქართველოში ყველაზე უკეთ ცხოვრობდითო. განა ეს დასაყვედრებელია? არ ვქურდობდით და სხვას არაფერს ვტაცებდით, დღედაღამ ვშრომობდით და ის დალოცვილი მიწაც ამაგს არ გვიკარგავდა. რუსულად ლაპარაკობდით, ქართულს არ კადრულობდითო... ტყუილია ეს, აბა, აფხაზთან, ბერძენთან და რუსთან, გინდაც სომეხთან რა ენაზე უნდა გველაპარაკა?! ჩვენ ვიყავით დამნაშავე, ხელისუფლება ქართულზე მეტად რუსულს რომ სცემდა პატივს?! მე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვიყავი და საქართველოს სიყვარულით ვზრდიდი მოსწავლეებს, ისინი კი ასობით იყვნენ. ქართველი დაგველაპარაკა და პასუხი რუსულად მივეცით? დამნაშავე არც ჩვენ ვართ და არც თქვენ, დამნაშავე ის არის, ვინც თავისი მიწა-წყალი ოცდაათ ვერცხლად გაყიდა...

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.28/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 2 2017, 01:02 PM
პოსტი #193


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ლიხნის ეკლესია (X-XI ს.ს.)

ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ორსართულიანი ჯვარგუმბათოვანი ეკლესიაა. ტაძრის ინტერიერი მთლიანად მხატვრობით იყო დაფარული. იგი XIV საუკუნის კედლის მხატვრობის ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია, აფხაზეთის ფარგლებში კი - უმნიშვნელოვანესი ძეგლი. მხატვრობის ანსამბლი ღვთისმშობლის განდიდებას ეძღვნება.

ცნობილმა ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ 1848 წელს ლიხნის ტაძრის სიძველენი აღწერა და კედლებიდან ძველი ქართული წარწერები გადმოიწერა. მათგან გამოირჩევა ასომთავრული წარწერა, რომელიც 1066 წელს კომეტის გამოჩენას იუწყება. ეს ცნობა მით უფრო საინტერესოა, რომ იმავე წელს ჰალეის კომეტის გამოჩენის თაობაზე ცნობები კიევის სამთავროს მატიანესა და ერთ-ერთ ჩინურ ქრონიკაშიც ყოფილა დაცული.

დღეს ლიხნის ეკლესია თვითმარქვია აფხაზეთის საეკლესიო ადმინისტრაციას, მისი ეგრეთ წოდებული სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის საბჭოს აქვს მიტაცებული. ღვთისმსახურება არაკანონიზებულ აფხაზურ საეკლესიო ენაზე ტარდება.

/"კარიბჭე" N21, 2008, გვ.30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2017, 11:50 AM
პოსტი #194


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მინდა მივმართო აფხაზ და ოს ხალხებს: თუ გსურთ კეთილი მომავალი, უნდა დარჩეთ საქართველოში. მე 11 წელიწადი ვიყავი აფხაზეთის მღვდელმთავარი. აფხაზებს ახსოვთ, როგორი სიყვარული და თანადგომა იყო ჩვენ შორის! მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ავტონომიებს - აფხაზეთს, აჭარას და ცხინვალის რეგიონს საბჭოთა კავშირში არსებულ ავტონომიებს შორის ყველაზე კარგი პირობები ჰქონდა და დღეს, თუკი აფხაზსა და ოს ერებს სურთ გადარჩნენ, - უნდა დარჩნენ საქართველოს შემადგენლობაში! ჩვენ შორის უნდა აღდგეს ურთიერთგაგება და პატივისცემა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ყველანი, ერთად აუცილებლად მივალთ ამ დასკვნამდე, რადგან ის, რასაც უცხო ძალა აფხაზებსა და ოსებს ჰპირდება, - დაპირებადვე დარჩება".

/ილია მეორე
"კარიბჭე" N21, 2008, გვ.20/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 23 2017, 09:29 PM
პოსტი #195


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"27 სექტემბერი ყველა ქართველი მამულიშვილის გულისტკივილია, სოხუმის დაცემის დღეა და ჩვენი ულამაზესი აფხაზეთის საქართველოს ტერიტორიიდან დროებით განცალკევების დასაწყისია. კვლავაც მრავალჯერ გავიხსენებთ ამ თარიღს და, ღვთის შეწევნით, სულ მალე დაბრუნების დღესაც აღვნიშნავთ".

/"კარიბჭე" N19, 2017, გვ.45/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 25 2017, 10:50 AM
პოსტი #196


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა ამბროსი აღმსარებლის ლოცვით, უფალმა დაამშვიდოს ჩვენი სამშობლო და მოგვმადლოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დედასამშობლოს იურისდიქიულ წიაღში მსწრაფლ, ერთხელ და სამუდამოდ შემომტკიცება!"

/"კარიბჭე" N19, 2017, გვ.47/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 28 2017, 10:44 AM
პოსტი #197


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



-

"ქართველმა ქართველს, აფხაზს, ოსს ესროლა, დასა და ძმას წაეკიდა, რამაც ჩამოგვაცალა აფხაზეთი და სამაჩაბლო, თითქოს მხრები ჩამოგვაჭრეს".

/"კარიბჭე" N3, 2012, გვ.22/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 9 2017, 10:27 AM
პოსტი #198


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



+

"სოხუმის ტაძარი გაძარცვულ-გაციებული დამხვდა - წერს მეუფე რომანოზი.

ეპისკოპოსმა რომანოზმა [პეტრიაშვილი] დიდი ღვაწლი გასწია ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის როგორც სულიერი, ისე მატერიალური მდგომარეობის გასაძლიერებლად."

/"კარიბჭე" N22, 2017, გვ.42/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2017, 10:52 PM
პოსტი #199


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



---
"სიონის ეკლესიაში მის [ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის] ადგილზე დაბრძანდა კვლავ ივერიის ყოვლადწმინდა ხატი, რომელიც აფხაზი მეცენატის შეკვეთით ახლახან შეიქმნა და რომელიც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ სოხუმში წაბრძანდება. მისი სახელია: "ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი აფხაზეთისთვის".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N33, 2017, გვ.4/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 4 2018, 06:50 PM
პოსტი #200


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,808
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალი ხომ გვიყურებს, რას ვაკეთებთ თუნდაც აფხაზეთის დასაბრუნებლად. აფხაზეთი ვახსენე, რადგან ეს ყველაზე მძიმე და ტრაგიკული ფურცელია ჩვენს უახლოეს ისტორიაში, რომელიც უამრავმა შეცდომამ, პირველ რიგში კი სიყვარულის ნაკლებობამ გამოიწვია.

ამიტომ თუ სულიერ კალაპოტში ჩავდგებით, მერე უკვე ყველაფერი დალაგდება. თავისთავად ის ფაქტი, რომ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გახდა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, რომელიც ადრეც აფხაზეთის მღვდელმთავარი გახლდათ 11 წლის განმავლობაში, მართლაც ბრძნული, შორსმჭვრეტელური გადაწყვეტილებაა და უზომოდ მახარებს, რადგად ეს ნაბიჯი უკვე სულიერად გვაახლოებს აფხაზეთთან."

/ადა მარშანია
"კარიბჭე" N15, 2011, გვ.24/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V « < 8 9 10 11 12 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 11:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი