თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ კიბე(ანუ კლემაქსი)

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Nov 21 2006, 12:21 AM

იოანე სინელის წიგნი "კიბე" ეს არის ჩEმტვის მეორე სახარება და მეორე მოძღვარი... როგორც საკუთარი მოძღვარსი მამხლეს ცოდვაბში და მარცხვენს უფლის წინაშე იგიევს შვრება ეს წიგნიც... მინდა ნაწყვეტები მოვიყვანო აქ რათა გაგიზიაროთ ამ ჭიგნში გადმოცემული სიბრძნე მამა იონესი...

*მორჩილება არის ნების საფლავი და თავმდაბლობის აღდგომა
*როცა მოძღვრის განკიტხვის ფიქრები მოდის, გაექეცი, როგორც სიძვას, და ამ გველს არანაირი ადგილი დაუთმო, არამედ უთხარი ვეშაპს:"ჰოი, მაცდურო! მე კი არა ვარ ჩემი წინამძღვრის მსაჯული, არამედ ის არის ჩემი მსაჯული, რადგან მე კი არ მიტვირთავს მისი ტვირთი, არამედ მან იტვირთა - ჩემი.
*სიასნული ნათლისღების განმაახლებელია. სინანული არის ღვთის წინაშე ახალი აღთქმის დადება. მონანული ვაჭარი თავმდაბლობას ყიდულობს.
*ვინც საკუთარ თავს გლოვობს, ის სხვას არ განიკითხავს არ არც დაცემის გამო განსჯის.
*რამდენადაც ცეცხლი წვავს და ანადგურებს ფიჩხს, იმდენად წმინდა ცრემლები, იმდენად წმინდა ცრემლები უჩინარჰყოფს ყოველგვარ სულიერ შხამსა და ვნებას.
*არ ენდო ცრემლებს, სანამ სრულიად არ განგწმენდს. ის ღვინო კი არა არის სანდო, რომელიც ეს-ესაა საწნახელიდან მოედინება, არამედ ის, რომელიც უკვე ზველია და არ არის გაფუჭებული.
*როგორც სიბნელე უჩინარდება სინათლის გამოჩენისას, ისე უჩინარდება ყოველგვარი შფოთი და გუილსწყრომა თავმდაბლობის გამოჩენისას.
*ერთხელ შევესწარი, მავანნი ვიღაცას რომ აძაგებდნენ გავუწყერი მათ და ვუთხარი, შეეწყვიტათ მსგავსი საუბარი. ამ ბოროტის მოქმედებმა კი მიპასუხეს, რომ ასე იმ პიროვნებისადმი სიყვარულისა და ზრუნვის გამო იქცეოდნენ. მე მივუგე:"თავი დაანებეთ ასეთ სისასტიკესა და ავ სიყვარულს, რათა არ გამტყუნდეს წინასწარმეტყველის სიტყვები:"რომელნი იტყუინ იდუმალ მოყვასისა თუისისა ძუირსა, ესე წარვდევნი"(ფსალმ. 100.5)
*თუ ის გიყვარს, ილოცე მისთვის და ნუ აძაგებ, რადგან ლოცვით ღმერთი შეეწევა და შეიწყალებს.
*განკითხვა მხოლოდშობილი ზის ღირსების მიტაცებაა და სულის დამღუპველია.
*მრავლისმეტყველება ტახტრევანია, რომელზეც ზის თავს იწონებს ამპარტვანება.


დანარჩენი მომავალში ... smile.gif

პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 21 2006, 12:22 AM

მაგ წიგნს მათხოვებ იმედია biggrin.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Nov 21 2006, 12:25 AM

mnate
ჯერ რაც გათხოვე ის მომიტანე... laugh.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Nov 21 2006, 12:27 AM

ამ წიგნის შეძენა სად შეიძლება ? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Nov 21 2006, 12:33 AM

ლილიანა
ყველგანაა... ალილოშიც, ჯვარშიც, სიონშიც.. სხვა და სხვა ყდებითაა უბრალოდ wink.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 21 2006, 12:42 AM

მე ორივე ტომი წაკითხული მაქვს და შესანიშნავი წიგნია ოღონდ ზოგი რამის გასაგებად რამდენჯერმე წაკითხვაა საჭირო

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Nov 21 2006, 12:47 AM

დავით ივერიელი
გაიხარე smile.gif

მეც ძალიან მიყვარს იოანე სინელის "კიბე" და ზოგიერთ ნაწყვეტს აქ დავწერ. იმედია, დავითი არ მიწყენს smile.gif

* სიმშვიდე არის სულის უცვლელი მდგომარეობა როგორც პატივის, ასევე უპატიობის მიღებისას.

*ურისხველობის დასაწყისი ბაგის მდუმარებაა გულის აღშფოთების ჟამს, შუალედი - აზრთა მდუმარება სულის მსუბუქი აღძვრისას და დასასრული - შეურყეველი მდუმარება არაწმინდა ქართა მობერვისასაც კი.

*ნეტარი ურისხველობის საწყისი არის უპატიობის მოთმინება, თუნდაც სულის აღშფოთებითა და ტკივილით. საშუალო მდგომარეობაა უპატიობის მწუხარების გარეშე დათმენა, ხოლო დასასრული, თუკი შესაძლებელია, მას დასასრული ჰქონდეს, არის ის, როდესაც ადამიანი შეურაცხყოფას ქებასავით მიიღებს.

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Nov 21 2006, 02:54 PM

*თითოეული ჩვენგანი მაშინ შეიცნობს, რომ არის მასში ძმის სიყვარული და ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასისადმი, როდესაც ნახავს, რომ სწუხს ძმის ცოდვებზე და მისი წარმატება და ნიჭები ახარებს.

*ვინც საუბარში დაჟინებით იცავს საკუთარ აზრს, თუნდაც მართალი იყოს, მან უნდა იცოდეს, რომ ეშმაკეული უძლურებითაა შეპყრობილი. თუ ის ამგვარად თანასწორებთან იქცევა, მაშინ უპირატესის მიერ მხილებით შესაძლებელია მისი განკურნება, მაგრამ თუ უფროსებთან და უბრძნეს ადამიანებთან საუბრობს ასე, კაცთაგად მისი აღდგინება არავის ძალუძს.

*თუ გსურს, ან ფიქრობ, რომ ძმას თვალიდან ბეწვი ამოაცალო, გაფრთხილდი, რომ საექიმო იარაღის მაგიერ ისარი არ გამოიყენო. ისარი ეს სასტიკი სიტყვა და უხეში მიმართვაა, ხოლო საექიმო იარაღი არის მოკრძალებული დარიგება და დიდ ხნის მოთმინებით მხილება.

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Nov 21 2006, 03:08 PM

*გულითადად შესვი ლანძღვა, როგორც წყალი ცხოვრებისა, მიიღე ის ყოველი ადამიანისაგან, ვინც კი შენს დაწყლულებას ისურვებს ასეთი მკურნალობით, რომელიც სიძვის ვნებისაგან განგწმენდს, რადგან მაშინ შენს სულში უღრმესი სიწმინდე გამობრწყინდება და შენს გულში ღვთაებრივი სინათლე არასოდეს გამოილევა.

*სული, რომელიც აღსარებაზე ფიქრობს, ცოდვას ერიდება და ეს ფიქრი აღვირად გადაექცევა. ხოლოცოდვებს, რომელთაც მოძღვარს არ ვუმხელთ, ისე უშიშრად აღვასრულებთ, როგორც წყვდიადში.

*ზოგიერთი უდიდეს ცოდვებში იმყოფებოდა აშკარად, მაგრამ საიდუმლოდ მრავალი სათნოება აღასრულეს და ისინი , ვინც მათ განიკითხავდნენ, იმით შეცდნენ, რომ კვამლის დევნაში მზე ვერ იხილეს.

*როცა საკუთარ ცოდვებს გლოვობ, ნუ დაუჯერებ იმ ეშმაკს, რომელიც ჩაგაგონებს, რომ ღმერთი კაცთმოყვარეა და გლოვის გარეშეც შეგინდობს, რადგან ამას იმისთვის გეუბნება, რომ გლოვას და ღვთის შიშს ჩამოგაშოროს. აზრი ღვთის გულმოწყალების შესახებ მხოლოდ მაშინ შეიწყნარე, როცა ხვდები, რომ სასოწარკვეთილების სიღრმეში იძირები.

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Nov 21 2006, 03:50 PM

*ლოცვაზე ძრწოლით იდექი, როგორც მსჯავრდებული ავაზაკი დგას სამსჯავროს წინაშე, რათა შენი შინაგანი თუ გარეგნული შესახედაობით მართალი მსაჯულის რისხვა დააცხრო: რადგან მას არ ძალუძს უგულებელყოს დაქვრივებული სული, რომელიც მწუხარედ დგას მის წინაშე და აწყინებს ლოცვის მოუწყინებელ ღმერთს.


პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 22 2006, 05:15 PM

იოანე სინელის "კიბე", ჩემი აზრით, ყველა ოჯახში უნდა იყოს. ეს არ არის ის წიგნი, რომელსაც ითხოვებ, ერთხელ წაიკითხავ და შემდეგ დააბრუნებ. ეს მუდმივად საჭირო სახელმძღვანელოა.
თუმცა, ამავე დროს, მივესალმები ამ წიგნიდან ჩვენთვის საყვარელი ციტატების განთავსებას ფორუმზე. მეც შემოგიერთდებით, თუ არ მიწყენთ. rolleyes.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 4 2007, 01:12 AM

კახა ეგ რა შუაში იყო არ ვიცი მარა ალბათ არაა ჩემთვის სასიამოვნო თუ სიმართლეს ვიტყვი smile.gif

და მაგ წიგნის წაკითხვა მინდა მარა იმდენი წიგნი დამიგროვდა რო რავი მომიწევს კურთხევის აღება ოხრად საქმეში smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jul 6 2007, 04:28 PM

დიდხანს ლოცვის შემდეგ თუ ნაყოფს ვერ დაინახავ, ნუ იტყვი, რომ ვერაფერი მოიპოვე, რადგან თვით ლოცვაში მყოფობა უკვე მონაპოვარია; და რა არის ამაზე დიდი მადლი, ვიდრე მიელტვოდე უფალს და განუწყვეტელ კავშირში იყო მასთან.

წმიდა იოანე სინელი კიბისაღმწერელი

პოსტის ავტორი: shota1 თარიღი: Jul 6 2007, 04:33 PM

ეს წიგნი წავიკითხე მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე,

განსაკუთრებით ვერ ვხვდები კიბის მუღამს, ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ პირველი საფეხურით უნდა დაიწყო და ბოლომდე ახვიდე?

მე მგონი არა, მგონია რომ განსხვავებული პიროვნებისათვის არსებობს კიბის უჯრედების განსხვავებული თანმიმდევრობა...

თუ ვცდები?

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jul 6 2007, 04:37 PM

ციტატა(shota1 @ Jul 6 2007, 05:33 PM) *

ეს წიგნი წავიკითხე მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე,

განსაკუთრებით ვერ ვხვდები კიბის მუღამს, ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ პირველი საფეხურით უნდა დაიწყო და ბოლომდე ახვიდე?

მე მგონი არა, მგონია რომ განსხვავებული პიროვნებისათვის არსებობს კიბის უჯრედების განსხვავებული თანმიმდევრობა...

თუ ვცდები?


რატომ ვერაფერი? თანმიმდევრობა ვერ გაგიგია. smile.gif

შენ ბოლომდე ადი, და თანმიმდევრობას არავინ შეგედავება. smile.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 7 2007, 12:40 AM

ხო მარა ბოლომდე რო ახვიდე ამისთვისაა საჭირო თავიდან დაწყება აბა თუ ბოლოში ხარ ახლიდან ხო არ ახვალ smile.gif

პოსტის ავტორი: ilarion90 თარიღი: Sep 7 2007, 03:11 PM

ეს წიგნი მართლაც საოცრებაა. ვისაც მონაზვნობა აქვს გადაწყვეტილი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს წიგნი.ამ წიგნიდან ადამიანი ბევრ რამეს გაიგებ.კი ძნელია ზოგი რაღაცის გაგება, მაგრამ ბევრჯერ თუ ცაიკითხავ გაიგებ.

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Sep 26 2007, 01:42 PM

"ავსიტყვაობა სიძულვილის პირმშოა, შეუმჩნეველი და დაფარული სენი, რომელიც საიდუმლოდ შეაღწევს ადამიანში და წურბელას მსგავსად სისხლს წოვს სიყვარულს. ესაა თვალთმაქცური სიყვარული, გულის სიმძიმისა და შებილწვის მიზეზი. სიწმინდის სრული მოსპობა. ზოგიერთი ყრმა ურცხვენელად სცოდავს, სხვები - ფარულად და დარცხვენით, მაგრამ უფრო დიდ ცოდვაში არიან, ვიდრე - პირველნი. იგივე შეიძლება ითქვას უპატიობის ვნებებზეც. ბევრია ფარულად ცბიერი ყრმა: თვალთმაქცობა, ცბიერება, ნაღველი, ავმეხსიერება, გულისმიერი ცილისწამება და ისინი გარეგნულად ერთს წარმოაჩენენ, სინამდვილეში კი სხვას განიცდიან."


"თუ ჭეშმარიტად გიყვარს მოყვასი, როგორც ამბობენ, ცუდს კი ნუ იტყვი მასზედ, არამედ ილოცე საიდუმლოდ; რადგან სიყვარულის ამგვარი გამოვლინება სათნოა ღვთისთვის"

"ნურასოდეს შეგრცხვება მისი, ვინც შენი თანდასწრებით განიკითხავს მოყვასს, არამედ მიუგე: - კმარა, ძმაო, მე ყოველდღიურად უსასტიკეს ცოდვებში ვვარდები და როგორღა განვიკითხო იგი? - ამგვარად შენ ორ სიკეთეს მოიმოქმედებ და ერთი სალბუნით საკუთარ თავსაც განკურნავ და მოყვასსაც"

"მზის ამოსვლას ცისკრის ნათელი უსწრებს, ხოლო ყოველგვარ სიმდაბლეს "წინ სიმშვიდის სათნოება უძღვის. ამის შესახებ გვეუბნება ნათელი ჭეშმარიტი, მოვუსმინოთ, როგორი თანამიმდევრობით წარმოგვიდგენს ამ სათნოებებს იგი: ისწავლეთ ჩემგან, „რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მათ. 11.29). ამიტომ საჭიროა, ჯერ მზის ნათელმა გაგვანათლოს და შემდეგ შევხედოთ თავად მზეს, რადგან როგორც ნათლის გარეშე მზის ხილვაა შეუძლებელი, ასევე სიმშვიდის გარეშე სიმდაბლეს ვერ მოიპოვებ"

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Sep 27 2007, 05:31 PM

ilarion90

ციტატა
ეს წიგნი მართლაც საოცრებაა. ვისაც მონაზვნობა აქვს გადაწყვეტილი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს წიგნი.ამ წიგნიდან ადამიანი ბევრ რამეს გაიგებ.კი ძნელია ზოგი რაღაცის გაგება, მაგრამ ბევრჯერ თუ ცაიკითხავ გაიგებ.


ბიბლია უფრო საოცრებაა თუ "კლემაქსი"?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 27 2007, 10:42 PM

ციტატა(გლახა @ Sep 27 2007, 05:31 PM) *

ilarion90
ბიბლია უფრო საოცრებაა თუ "კლემაქსი"?

თავს ვერ იკავებ თუ როგოა შენი საქმე biggrin.gif

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Sep 28 2007, 11:51 AM

Homo Faber
როგორ არ გრცხენია ასეთი ნაწერისათვის, ამით შენთავ აყენებ შეურაცხობას
"მე მაპატიეთ .....

მეგონა მონაზვნები დინოზავრებივით გადაშენდნენ.....მეცოდინება და მოგძნებით ქალაქის მყრალ ქუჩებში...... "

პოსტის ავტორი: SaD-GhosT თარიღი: Sep 28 2007, 11:26 PM

ძალიან კარგი წიგნია ჩემის აზრით ყველამ უნდა წაიკითხოს.... smile.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Sep 29 2007, 12:30 PM

Homo Faber

ციტატა
მეგონა მონაზვნები დინოზავრებივით გადაშენდნენ.....მეცოდინება და მოგძნებით ქალაქის მყრალ ქუჩებში......


დაიწყე მოძებნა?

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 30 2007, 10:30 PM

ციტატა(Homo Faber @ Sep 27 2007, 02:13 PM) *

მე მაპატიეთ .....

მეგონა მონაზვნები დინოზავრებივით გადაშენდნენ.....მეცოდინება და მოგძნებით ქალაქის მყრალ ქუჩებში...... unsure.gif


მეც მაპატიეთ... მაგრამ ქალაქის მყრალ ქუჩებში თუ ეძებთ, კიდევ დიდხანს მოგიწევთ ძებნა... wink.gif


--
მადლობა ციტატებისათვის, წიგნის წაკითხვის საშუალება არ მაქვს და აქ გავეცობი. smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 30 2007, 11:18 PM

ციტატა(Homo Faber @ Sep 27 2007, 05:13 PM) *

მე მაპატიეთ .....

მეგონა მონაზვნები დინოზავრებივით გადაშენდნენ.....მეცოდინება და მოგძნებით ქალაქის მყრალ ქუჩებში...... unsure.gif



სად ხარ ხომ არ გავიწყდება?

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 1 2007, 12:22 AM

ციტატა
ეს წიგნი მართლაც საოცრებაა. ვისაც მონაზვნობა აქვს გადაწყვეტილი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ეს წიგნი.ამ წიგნიდან ადამიანი ბევრ რამეს გაიგებ.კი ძნელია ზოგი რაღაცის გაგება, მაგრამ ბევრჯერ თუ ცაიკითხავ გაიგებ.

ეს წიგნი მარტო ბერობის მსურვლელთათვის არაა არამედ ყველასთვის სადაც აღწერილია დიდი სიღრმისეული წვდომით ის ხელოვნება თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ საკუთარ თავს და დავამარცხოთ საკუთარი ვნებები და ცოდვები.

ციტატა
ბიბლია უფრო საოცრებაა თუ "კლემაქსი"?

უცნაური კითხვაა

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 2 2007, 01:35 PM

ციტატა(solomony @ Oct 1 2007, 12:22 AM) *

ეს წიგნი მარტო ბერობის მსურვლელთათვის არაა არამედ ყველასთვის სადაც აღწერილია დიდი სიღრმისეული წვდომით ის ხელოვნება თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ საკუთარ თავს და დავამარცხოთ საკუთარი ვნებები და ცოდვები.



არის წიგნი, რომლის ავტორი სასულიერო პირი - ექიმია სადაც ის რჩევებს აძლევს სხვა სასულიერო პირებს თავი შეიკავონ დამამძიმებელი წიგნბის რჩევისგან იმ პირებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ და მსგავსი რამეებისკენ, ამიტომ ნამეტანი სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, სანამ ვინმეს ურჩევ კლემაქსს, ვინაიდან ის მართლაც დიდი სიმაღლის შესახებ საუბრობს და ამას ატანა ესაჭიროება...ერთი მსხვერპლი არასწორი მიდგომისა თავად ვიცი, ის ისე გაიტაცა მაგ წიგნმა რომ ბერად წავიდა, ახლა კი გზა უკან მოჭრილია sad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 2 2007, 06:55 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Oct 2 2007, 11:35 AM) *

არის წიგნი, რომლის ავტორი სასულიერო პირი - ექიმია სადაც ის რჩევებს აძლევს სხვა სასულიერო პირებს თავი შეიკავონ დამამძიმებელი წიგნბის რჩევისგან იმ პირებისთვის, რომლებიც მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ და მსგავსი რამეებისკენ, ამიტომ ნამეტანი სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, სანამ ვინმეს ურჩევ კლემაქსს, ვინაიდან ის მართლაც დიდი სიმაღლის შესახებ საუბრობს და ამას ატანა ესაჭიროება...ერთი მსხვერპლი არასწორი მიდგომისა თავად ვიცი, ის ისე გაიტაცა მაგ წიგნმა რომ ბერად წავიდა, ახლა კი გზა უკან მოჭრილია sad.gif

მაპატიე, ვერ გავიგე რას ნიშნავს მოჭრილია? blink.gif
საერთოდ მართალი ხარ, ყველა ადამიანს განსხვავებული ფსიქიკა აქვს და მიდგომაც განხსვავებული სჭირდება. მაგრამ ეგეთ გადაწყვეტილებებს ხომ ერთ ან ორ თვეში არ იღებს ხალხი?

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Oct 2 2007, 07:46 PM

ციტატა
...ერთი მსხვერპლი არასწორი მიდგომისა თავად ვიცი


msxverpli ratom?

ციტატა
ის ისე გაიტაცა მაგ წიგნმა რომ ბერად წავიდა


risi tqma ginda rom mag cignma gadaackvetina beroba da sxva araferma ?

ციტატა
ახლა კი გზა უკან მოჭრილია


es ki namdvilad ar mesmis ....

rodesac berad midixar sakutar tavs scirav qristes da miss sikvaruls... aq ra shuashia "ukana gza" mainc ver vxvdebi


პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 2 2007, 11:28 PM

ციტატა
მაპატიე, ვერ გავიგე რას ნიშნავს მოჭრილია?

ის რომ როცა ბერად აღიკვეცება ადამიანი უკან დასახევი გზა მოჭრილია, რადგან ერში ვეღარ დაბრუნდება.

ციტატა(კანუდოსელი @ Oct 2 2007, 01:35 PM) *

ამიტომ ნამეტანი სერიოზული დაფიქრებაა საჭირო, სანამ ვინმეს ურჩევ კლემაქსს, ვინაიდან ის მართლაც დიდი სიმაღლის შესახებ საუბრობს და ამას ატანა ესაჭიროება

გეთანხმები

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Oct 2 2007, 11:39 PM

ციტატა
ის რომ როცა ბერად აღიკვეცება ადამიანი უკან დასახევი გზა მოჭრილია, რადგან ერში ვეღარ დაბრუნდება.


ვეღარ ბრუნდება <--- ამ სიტყვებში ცოტას წაგეკამათები ჩემო ძამიკო

ჯერ 1. ადამიანი როდესაც გადაწყვეტს და იტვირთავს ბერობის უღელს უბრალოდ უკვე აღარ ფიქრობს ერში დაბრუნებაზე და თუ მაინც აქვს ეს "ბრძოლა" ეს მხოლოდ ისევ ბრძოლად რჩება და არა "მოჭრილ გზად"...

2. დაბრუნება ნებისმიერს შეუძლია ერში (უბრალოდ ამაზე "ბერს" არც ერთი მოძღვარი არ მისცემს კურთხევას") და ამით ის დაარღვევს რა მორჩილებას (თუ არ დაუჯერა მოძღვარს და დაბრუნდა) და ღალატად შეერაცხება ეგ ცოდვა....

თუ რამე ვერ ვთქვი ისე როგორც საჭირო იყო ... ყველას ძალიან გთხოვთ შემინდეთ , ჩემს მოკლე და ცარიელ ტვინს სხვა არაფერი შეუძლია გარდა იმისი რასაც ხედავთ....

პოსტის ავტორი: aleqsandre12 თარიღი: Sep 5 2008, 09:53 PM

მართლაც მაგარი წიგნია, ყოველ წინადადებას დიდი დაკვირვებით კითხვა და გათვითცნობიერება ჭირდება.

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: Sep 5 2008, 10:16 PM

ამ წიგნზე მამაომ იმდენი გვესაუბრა,რომ დავინტერესდი ძალიან.
სამწუხაროდ ჯერ ვერ შევიძინე........იმედია მალე ვიყიდი და დიდი სიამოვნებით წავიკითხავ

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Sep 6 2008, 08:57 PM

თქვენი წყალობით ძალიან დამაინტერესა ამ წიგნმა.. სამწუხაროა,რომ ჯერ აქამდე არ წამიკითხავს,მაგრამ იმედი მაქვს,უახლოეს მომავალში გავაკეთებ ამასsmile.gif

ციტატა
ის ისე გაიტაცა მაგ წიგნმა რომ ბერად წავიდა, ახლა კი გზა უკან მოჭრილია


რატომ მიკვირს იცით? თავიდან რომ მიდიხარ მონასტერში,ეგრევე ბერად ხომ არ იკვეცები? ზოგი წლების მერე ხდება ამის ღირსი.. და სამწუხაროა იმ ადამიანმა,ბერად აღკვეცამდე,რომ ვერ შეძლო იმის მიხვედრა,თუ რა უნდოდა,და რამდენად მზად იყო ამისთვისsad.gif

პოსტის ავტორი: taa თარიღი: Apr 4 2009, 03:52 PM

მამაომ კარგად ისაუბრა ამ წიგნზე. ზუსტად ამ კვირას. smile.gif

ეს არის სულიერი კიბე, საფეხურები, რომელზეც ნელ-ნელა უნდა ავიდეს ადამიანი. ზოგი რამდენიმე საფეხურს ადის ცხოვრებაში, ზოგი - მეტს, ზოგი _ ბოლომდე ადის. ეს კი თითქმის სრულყოფილებას და ცოდვების სიმცირეს ნიშნავს.
ზოგჯერ ამ კიბიდან ისევ უკან დავიხევთ, რამდენიმე საფეხურითაც კი, მაგრამ უნდა ავდგეთ და ისევ გადაგრძელოთ მასზე ასვლა.

ამ კიბის მიხედვით ნელ-ნელა ხდება სულის გაკეთილშობილება.

ცხადია, ბოლო საფეხურებამდე ასვლას ძირითადად, ბერ-მონაზვნები ახერხებენ და კლემაქსიც მათი 'სახელმძღვანელოა', თუმცა მის მიხედვით უნდა იღვაწოს ალბათ, ყველა ადამიანმა, რამდენადაც შეძლებს.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 23 2009, 03:56 AM

ამ თემის ჩავარდნა არ შეიძლება.
მოდი ახლა დიდ ნაწყვეტს დავდებ ამ წიგნიდან და მერე იქნებ საფეხურ-საფეხურ მივყვეთ?
როგორც ვიცი, ქართულად ინტერნეტში მხოლოდ ნაწყვეტებია და ამიტომ რუსულ ტექსტს დავწერ, ცოტას ოღონდ და ვიკითხოთ, ძალიან ძლიერი წიგნია.

სიტყვა 28
ყოველთა სათნოებათა დედის - ლოცვის და
ლოცვისას სულითა და ხორცით კეთილად დგომის შესახებ
1. ლოცვა ღვთისა და კაცის შეერთება ბუნებით; ხოლო - საქმით: ქვეყნიერების სიმტკიცე; ღმერთთან შერიგება; ერთდროულად მშობელი და ნაშობი ცრემლისა; ცოდვათა მიმტევებელი; ხიდი განსაცდელთა შორის მავალთათვის; ჭირთაგან დამცველი გალავანი; ბრძოლათა შემმუსვრელი; ანგელოზთა საქმე და უხორცო ძალთა საკვები; საუკუნო ცხოვრების სიხარული; დაუსრულებელი საქმე და ყოველგვარ სათნოებათა წყარო; მადლის წინამძღვარი; უხილავი წარმატება; სულის საკვები; გონების სინათლე; სასოწარკვეთილების მკვლელი და იმედის მიზეზი; მწუხარების განმდევნელი; მონაზონთა სიმდიდრე; დაყუდებულთა საუნჯე; მრისხანების განმქარვებელი და სიმხნის მასწავლებელი.

2. ჭეშმარიტი მლოცველისათვის ლოცვა არის სამსჯავრო და სასამართლო, რომელიც საშინელ სამსჯავროს უძღვის წინ.

3. ადექით, ვისმინოთ, თუ რას გვეუბნება მაღალი ხმით ეს სათნოებათა დედოფალი და რას მოგვიწოდებს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისვენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულთა თქუენთა“ და თქვენი წყლულების კურნება, „რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს“ და ის ცოდვის დიდი სნეულებების მკურნალია.

4. ვინც ჩვენს მეუფესა და ღმერთთან შესახვედრად მივდივართ, მოუმზადებლად ნუ გავემართებით, რათა მან შორიდანვე არ შენიშნოს, რომ სამეუფეო სამკაული და აბჯარი არ გვმოსავს და თავის მსახურებს ჩვენი შეპყრობა და მის თვალთაგან გაძევება არ უბრძანოს; ხოლო ჩვენი სავედრებელი თხოვნის წიგნები კი სახეში დახეული არ მოგვაყაროს.

5. როდესაც უფლის წინაშე წარსადგომად მიდიხარ, შენი სულის სამოსელი ავუხსენებლობის ძაფით უნდა იყოს მოქსოვილი, თორემ შენი ლოცვა არანაირ სარგებლობას არ მოგიტანს.

6. ყოველი შენი ლოცვა მდაბალია გონებით უნდა იყოს წარმოთქმული, რადგანაც მეზვერე და უძღები ერთი სიტყვით შეიწყნარა ღმერთმა.

7. ღვთის წინაშე ლოცვით წარდგომა ყოველთვის ერთნაერია, მაგრამ მასში მრავალი განსხვავება და საფეხური არსებობს.

8. ზოგიერთი მიმართავს უფალს, როგორც მეგობარს და ამავდროულად - როგორც მეუფეს და უკვე საკუთარი თავისთვის კი არა - მოყვასისათვის ევედრება; სხვები სულიერ სიმდიდრეს, დიდებასა და ლოცვის უმეტეს კადნიერებას ითხოვენ; სხვები ევედრებიან, რომ სრულიად იხსნას ისინი მოწინააღმდეგისაგან; სხვები პატივის მიღებას შესთხოვენ; სხვები თანანადებთაგან სრული გათავისუფლებისათვის ლოცულობენ; სხვები - საპყრობილიდან დახსნისათვის, კიდევ სხვანი კი ცოდვათა შენდობისათვის ევედერბიან.

9. ყველაზე უწინარეს ჩვენი ვედრების სიაში მადლობა უნდა ჩავწეროთ; მეორედ - ცოდვათა აღსარება და შემუსვრილება სულისა; რადგან ასეთია კეთილი ლოცვა, როგორც ერთ ძმას აუწყა ანგელოზმა ამის შესახებ.

10. თუკი ხილული მსაჯულის წინაშე ყოფილხარ წარდგომილი, ლოცვის დროს დგომის წესისათვის სხვა მაგალითი აღარ გჭირდება; თუ მსაჯულის წინაშე არ მდგარხარ და არც სხვისი განსჯა გინახავს, მაშინ მაგალითად გქონდეს შეჭირვებული სნეული, შეწყალებას რომ ევედრება მკურნალს, რომელიც მისი სხეულის დაჭრას ან დაწვას აპირებს.

11. ლოცვისას სიბრძნისმეტყველება საჭირო არ არის, რადგანაც ხშირად უბრალო ყრმებმა მარტივი სიტყვით შეძლეს ზეციური მამისაგან მოწყალების მიღება.

12. ნურც მრავლისმეტყველებას შეუდგები, რათა სიტყვების ძებნამ გონება არ განგიბნიოს; რადგანაც მეზვერის ერთმა სიტყვამ მოწყალე-ჰყო ღმერთი; სარწმუნოების ერთმა სიტყვამ კი ავაზაკი აცხონა.

13. მრავალმეტყველება ხშირად გონებას განაბნევს, ხოლო ერთი სიტყვის მხურვალება კვლავ მოკრებს მას.

14. როდესაც ლოცვის რომელიმე სიტყვა ლმობიერებას აღძრავს შენში, მასზე შეჩერდი და მრავალჯერ გაიმეორე, რადგანაც ჩვენი მცველი ანგელოზი ჩვენს სიახლოვეს ლოცულობს.

15. ლოცვისას კადნიერებას ნუ გამოამჟღავნებ, თითქოსდა დიდი სიწმიდე გქონდეს, არამედ უმეტესი სიმდაბლით მიმართე და მეტი კადნიერება გექნება.

16. სათნოების ყველა საფეხურზე რომც იყო ასული, მაინც ცოდვათა შენდობისათვის ილოცე, რადგანაც გსმენია დიდი მოციქულის - პავლეს სიტყვები, რომელიც ცოდვილთა შესახებ ამბობს, მათ შორის პირველი მე ვარო.

17. საჭმლის საკაზმი მარილი და ზეთია, ხოლო ლოცვის ფრთაშესხმული - სიწმიდე და ცრემლი.

18. თუკი ყოველმხრივ სიმშივდესა და ურისხველობას შეიმოსავ, გონების წარიტაცებისაგან გათავისუფლება დიდ შრომას აღარ მოითხოვს შენგან.

19. ვიდრემდე წმიდა და ჯეროვან ლოცვას არ მოვიპოვებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ იმ ბავშვებს ვგავართ - სიარულს რომ სწავლობენ.

20. ეცადე, ყოველთვის დაიბრუნო გაბნეული აზრი, ან - უკეთ რომ ვთქვათ, - ლოცვის სიტყვებში გამოკეტო ის; ხოლო თუკი იგი, შენი ჩვილობის გამო მაინც განიბნევა და დამდაბლდება, ეცადე, კვლავ აღამაღლო.

21. გონებისათვის დაუდგრომლობაა თვისობრივი, მაგრამ მისი დამყენებელი არის ღმერთი, რომელსაც ყოველივეს დამორჩილება შეუძლია.

22. ჰოი საყვარელო, თუ კეთილად იღვაწებ, მოივლინება შენზედაც იგი, ვინც გონების ზღვას შეზღუდავს და ეტყვის: „აქამომდე გამოხვიდე და წაღმართ არღარა სადა წარხვიდე“.

23. სულის შებორკვა შეუძლებელია, მაგრამ იქ, სადაც სულის შემოქმედი იმყოფება, ყოველივე მას ემორჩილება.

24. თუკი ოდესმე გინახავს მზე, მაშინ შეძლებ ესაუბრო მას, ისე, როგორც საჭიროა, ხოლო მასთან საუბარი, ვინც არასოდეს გიხილავს, შეუძლებელია ჯეროვნად.

25. ლოცვის დასაწყისში საჭიროა, რომ ამაო ზრახვები მოსვლისთანავე უკუაგდო; შუა ლოცვაში საჭიროა გონების სიტყვებში მოქცევა; ხოლო ლოცვის სისრულე უფლის მიმართ აღტაცებაა.

26. სხვაა იმ ლოცვის სიხარული, რომელიც მორჩილებაში მყოფთ ეძლევათ; სხვა -P რომელიც დაყუდებულებს აქვთ; პირველ შემთხვევაში შეიძლება, ის გარკვეულწილად ამპარტავნებასთან იყოს შერწყმული; მეორე კი სრულიად სიმდაბლითაა აღსავსე.

27. თუკი საკუთარი გონებას მუდამ წვრთნი, რომ შენთან იყოს, ტრაპეზის დროსაც კი არ განგეშორება, ხოლო თუ აქეთ-იქით ხეტიალს დააჩვევ, არასოდეს მოვა შენთან.

28. ჭეშმარიტი ლოცვის უდიდესი მოღვაწე - პავლე ამბობს: „ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყვა გონებითა ჩემითა სიტყვად“. მაგრამ სულიერად ჩვილებისათვის ასეთი საქმე შეუძლებელია; ამიტომ ჩვენ, ვინც სისრულისაგან შორს ვართ, ლოცვის ხარისხთან უნდა შევათავსოთ ლოცვის სიმრავლე; რადგანაც პირველი ხდება ხოლმე მეორის მიზეზი; რადგანაც ნათქვამია: ჭეშმარიტ ლოცვას ღმერთი მის მიმართ გაჭირვებითა და დიდი შრომით მისდამი მლოცველებსა და მავედრებლებს ანიჭებს.

29. სხვა რამ არის ლოცვის შებილწვა; სხვა - გარყვნა ლოცვისა; სხვა - წარპარვა; სხვა - ბიწიერება.

30. შებილწვა ის არის, როდესაც კაცი უფლის წინაშე დგას და ბოროტი აზრები მოსდის; ლოცვის გარყვნაა, როდესაც ლოცვისას ამაო საზრუნავზე ფიქრობს; წარპარვა ისაა, როცა ის შეუმჩნევლად მიმოქრის; ბიწი ლოცვისა არის ნებისმიერი ცუდი ფიქრი, რომელიც ამ დროს მოდის ჩვენთან.

31. თუ ლოცვისას მარტონი არ ვართ, შინაგანად ვილოცოთ მხოლოდ; ხოლო თუ ჩვენთან არ არიან ისინი, ვინც ლოცვის გამო შეგვაქებენ, შინაგან ლოცვას გარეგნული სახეც შევუთავსოთ; რადგანაც მათში, ვისაც სისრულისათვის არ მიუღწევია, გონება ხშირად უერთდება ხორცს.

32. ყველას, ვინც მეუფის წინაშე მიდის, გულით შემუსვრილება მართებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც თანამდებთა მიტევებას და ცოდვათა შენდობას ითხოვს.

33. ვიდრე ჯერ კიდევ (ვნებათ) საპყრობილეში ვიმყოფებით, ვუსმინოთ მას, ვინც უთხრა პეტრეს: ადექი, მოირტყი სუდარა მორჩილებისა, განიძარცვე საკუთარი ნება და შენი ლოცვით შიშველი წარსდეგ უფლის წინაშე, მხოლოდ მისი ნების მიხედვით იარე და მაშინ ჰპოვებ ღმერთს - შენი სულის საჭეთმპყრობელად და შენი ცხოვრება გაუჭირვებლად წარმართე.

34. ადექი სოფლისმოყვარებისა და გემოთმოყვარებისაგან; განიშორე ყოველი საზრუნავი; უარყავ შენი ხორცი; განიძარცვე გულის ზრახვები; რადგან სხვა არაფერია ლოცვა, თუ არა - უარყოფა სოფლისა: ხილულისა და უხილავისა; როგორც იტყვის მგალობელი: „რაი ძეს ჩემი ცათა შინა“, ანდა „შენგან რაი ვინებე ქუეყანასა ზედა“. - არაფერი! გარდა იმისა, რომ მარადის ლოცვით მოგეჯაჭვო შენ“.

35. ზოგიერთნი სიკეთედ სიმდიდრეს მიიჩნევენ; სხვები - დიდებას; სხვები პატივს; ხოლო ჩემთვის „მიახლება ღმერთისა კეთილ არს და დიდებად უფლისა მიმართ სასოება“ - ანუ იმედი ჩემი უვნებლობისა.

36. სარწმუნოება ფრთას უსხამს ლოცვას, ამიტომ სარწმუნოების გარეშე მისი ზეცად აღსვლა შეუძლებელია.

37. ამ მსაჯულს ღვთისა რომც არ ეშინოდეს, რადგანაც ღმერთი თავად იგია, იმის შიშით, რომ ცოდვებისა და დაცემების მიერ კეთილ საქმეთაგან დაქვრივებული სული მრავალგზის თავს შეაწყენს, იგი იძულებულია, რომ სამართლიანად განსაჯოს იგი და განარიდოს მტრისაგან, ანუ - ბოროტი სულებისაგან.

38. ჩვენ - ვნებული ადამიანები - ნუ შევწყვეტთ უფლისადმი ვედრებას, რადგანაც უვნებლობა, ყველამ ვნებული მდგომარეობიდან გამოსვლით მოიპოვა.

39. მადლიერ და კეთილ სულებში ჩვენი კეთილი უფალი სათხოვარის მსწრაფი აღსრულებით თავისი სიყვარულით იზიდავს; ხოლო უმადურებსა და უგულისხმოებს სათხოვარს სწრაფად არ აღუსრულებს, სასურველის შიმშილითა და წყურვილით ტანჯავს და ამგვარად აიძულებს, რომ ლოცვაში იმყოფებოდნენ; რადგანაც უმადური სული, როდესაც სასურველს მიიღებს, მსწრაფლ განეშორება მიმცემს და ვედრებას აღარ აღუვლენს მას.

40. ნუ იტყვი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ლოცვაზე დგახარ და წარმატებას კი ვერ მიაღწიე, იმიტომ რომ ლოცვაზე დგომა და საუბარი უფალთან თავისთავად წარმატებაა, რადგან შეუძლებელია, უფლის წინაშე დგომაზე და მასთან ლოცვით შეერთებაზე უმეტესი იყოს რაიმე?!

41. ბრალდებულს იმდენად არ აშინებს განაჩენის გამოცხადება, რამდენადაც მოშურნე მლოცველს - სალოცავად დადგომა, რათა რაიმე არ მოაკლოს მას; ამიტომ თუ მლოცველი ბრძენი და გონიერია, იგი ამ ჭეშმარიტი საზრუნავით მოსპობს საკუთარი გულში ყოველგვარ ავმეხსიერებას, ზრუნვასა და შუღლს, მწუხარებასა და გაუმაძღრობას.

42. წინასწარ ლოცვით მოამზადე საკუთარი სული ლოცვის ჟამისა და ღვთისადმი ვედრებისათვის და წარმატებას ჩქარა მიაღწევ.

43. ვიხილე ადამიანები, რომლებიც მორჩილებით იყვნენ გაბრწყინებულნი, რამდენადაც შესაძლებელია, უფლის ხსოვნას დაუდევრობით არ შეურაცხყოფდნენ და როგორც კი ლოცვად დადგებოდნენ, სწრაფად ეუფლებოდნენ საკუთარი ფიქრებს, ცრემლების ნაკადულები მდინარეებად დასდიოდათ, რადგან მორჩილების საშუალებით ამისათვის წინასწარვე იყვნენ მზად.

44. ფსალმუნთა გალობას ხალხის სიმრავლეში გონების გაბნევა ახასიათებს, ხოლო მარტოდ ყოფნისას ეს ხშირად არ ხდება; თუმცა მარტო მყოფს მოწყინება ებრძვის, ხოლო კრებულში მეტი გულმოდგინება ეხმარება.

45. მეფისადმი სიყვარულს მხედარი მისთვის ბრძოლაში გამოაჩენს; ხოლო მონაზვნის სიყვარული ღვთისადმი ლოცვის ჟამს გამოჩნდება.

46. შენს მდგომარეობასა და საქმეს ლოცვა გამოაჩენს, ამიტომ მას წმიდა მამებმა მონაზვნობის სარკე უწოდეს.

47. ვინც რაიმე საქმეზე ზრუნვას ლოცვის დროსაც განაგრძობს, მას ეშმაკები შეაქცევენ, რადგან ეშმაკებს სწორედ ის სურთ, რომ ერთი დროით ჩვენგან მეორეც მიიტაცონ.

48. თუ ვინმე მისთვის ლოცვას გთხოვს, ნუ უარყოფ მას, თუნდაც ლოცვის დიდი ნიჭი არ გქონდეს მოპოვებული, არამედ შემუსვრილი გულით ილოცე, რადგანაც ხშირად მთხოვნელის სარწმუნოება შემუსვრილებით მლოცველსაც აცხონებს.

49. უფრთხილდი ამპარტავნებამ არ შეგიპყროს, თუ სხვისთვის ილოცებ და უფალი შეისმენს შენსას; იცოდე, რომ მათი სარწმუნოების მიხედვით მიანიჭა მადლი.

50. ყველა მასწავლებელი ყოვლდღიურად ოთხოვს ბავშვისაგან წარმოთქვას ის, რაც ასწავლა; ხოლო უფალი ყოველდღიურად იძიებს ყველასაგან, რომ აჩვენოს ძალა, რომელიც მან ლოცვით მიიღო.

51. როდესაც კეთილად ლოცულობ, სწორედ მაშინ აღდგება მტერი შენს წინააღმდეგ საბრძოლველად, რადგანაც ეს მისი ჩვეულებაა.

52. ყოველგვარი სათნოება და უმეტესად - ლოცვა გულისხმიერებითა და მხურვალებით უნდა აღესრულებოდეს.

53. სული მაშინ ილოცებს მხურვალედ, როდესაც მრისხანებას დაძლევს.

54. ყოველგვარი საქმე, რომელიც მრავალი თხოვნით, შრომითა და დროით არის შეძენილი, მტკიცეა.

55. ვიცნ საკუთარი თავში უფალი მოიპოვა, ის საკუთარი სიტყვებით უკვე აღარ ლოცულობს მისთვის და მასში - „სულთქმითა მით უსიტყველითა“.

56. ლოცვისას ხილულ ოცნებასა და ჩვენებას ნუ მიიღებ, რათა ჭკუიდან არ შეცდე.

57. ყოველგვარი ვედრების შედეგს ლოცვა გამოავლენს.

58. შედეგი ლოცვისა ყოველგვარი ეჭვისაგან ათავისუფლებს.

59. შედეგი არის უეჭველი მიხვედრა იმისა, რაც არ ვიცოდით.

60. მეტისმეტად მოწყალე უნდა იყო*, თუ წმიდა ლოცვას ეძიებ, რადგან მის მიერ მონაზვნები ჯერ კიდევ ამქვეყნად „მიღებენ ასეულად“, ხოლო მომავალ საუკუნეში დანარჩენს მოიპოვებენ.

61. როდესაც სულში მხურვალების ცეცხლი გაჩაღდება, მაშინ აღდგება და აღემართება, სულის ქოხში საღმრთო ნათლის გარდამოსვლა აღესრულება.

62. ზოგიერთი ამბობს, რომ სიკვდილის ხსოვნა ლოცვაზე აღმატებულია; მე კი ერთ გვამოვნებას ორ - ბუნებოვნებით ვადიდებ.

63. კარგი ცხენი სიარულისა და გახურების შემდეგ უკეთესად დარბის; სირბილში ლოცვის საგალობლებს ვგულისხმობ, ხოლო ცხენში - მხნე გონებას.

64. ასეთები შორიდანვე შეიცნობენ ბრძოლის მოახლოებას, ემზადებიან და ამის გამო თითქმის უძლეველნი არიან.

65. სისატიკეა მწყურვალს პირთან მიტანილი წყალი გამოსტაცო და რაოდენ უმეტესი სისატიკეა, რომ გულმოდგინე ლმობიერად მლოცველ მონაზონს ვინმემ ხელი შეუშალოს და დასრულებამდე შეაწყვეტინოს ლოცვა.

66. ნუ* დაცხრები, ვიდრე არ იგრძნობ, რომ ცეცხლი და წყალი კვლავ გიბრუნდება, რადგან მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა, ცოდვათა შენდობისათვის უკეთესი შემთხვევა აღარ მოგეცეს.

67. იგი, ვინც ლოცვის გემო შეიცნო, ხშირად ერთი სიტყვით შებილწავს თავის გონებას და შემდეგ, როდესაც ლოცვად დადგება, ამ სანატრელ სიტკბოებას ვეღარ იპოვის.

68. სხვაა*, როდესაც გულისყურით აკვირდები საკუთარი გულის მდგომარეობას და სხვა - როდესაც გონების საშუალებით გულის ეპიესკოპოსი ხდები, როგორც სიტყვიერი მსხვერპლის ქრისტეს მიმართ შემწირველი მთავარი და მღვდელმთავარი.

69. როგორც ერთი მღვდელმთავარი ამბობს: როდესაც პირველთა სულში წმიდა და ზეციური ცეცხლი გარდამოვა, შესწვავს მათ, რადგანაც საკმარისად არ არიან განწმენდილნი; მეორეებს კი, მათი სისრულის შესაბამისად, განანთლებს; რადგან ერთსა და იმავე ცეცხლს შემწველიც ეწოდება და განმანათლებელიც; ამიტომ ერთნი ლოცვიდან ისე გამოდიან, როგორც გახურებული ღუმლიდან და ზოგიერთი ბიწისა და ცოდვისაგან გარკვეულწილად განწმენდილად იგრძნობს თავს; სხვები კი, როგორც ნათლით განათლებულნი და ზეციური სიმდაბლითა და სიხარულით შემოსილნი, ისე გამოდიან; ხოლო მათ, ვინც ამ ორი მდგომარეობის გარეშე გამოვა ლოცვიდან, მხოლოდ ხორცით ულოცია და არა - სულიერად.

70. ხოლო თუ ხორცი სხვის ხორცთან შეხებისას ნირს იცვლის, მაშ როგორ არ შეიცვლება იგი, ვინც უბრალო ხელით ღვთის ხორცს ეხება?!

71. ჩვენი ზეციური მეუფე შეიძლება მიწიერი მეფის მაგალითი წარმოვიდგინოთ; რადგანაც მეფე ზოგჯერ თვითონვე, ზოგჯერ - მეგობრების ხელით, ზოგჯერ კი სრულიად უცნობი გზით უგზავნის საჩუქრებს თავის მეომრებს; მისი მადლი კი ჩვენში ჩვენივე სიმდაბლით შესაბამისად მრავლდება.

72. როგორც ქვეყნიური მეფისათვის საძულველია ის, ვინც მის წინაშე დგას, დაშორებისთანავე კი მის მტრებთან იწყებს საუბარს; ასევე საძულველია უფლისათვის იგი, ვინც მის წინაშე დგას და ბოროტ აზრებს იწყნარებს.

73. როდესაც ეს გონების მტაცებელი ძაღლი დაგესხმის თავს, ლოცვის იარაღით განდევნე და როგორც უნდა გაავდეს, ნუ დაუთმობ და ადგილს ნუ მისცემ შენში.

74. ცრემლით ითხოვე და მორჩილებით ეძებე, მოთმინებით დარეკე; რადგან მას, ვინც ამგვარად ითხოვს, მიეცემა; ვინც ეძიებს - იპოვის და ვიცნ რეკს - გაეღება.

75. გაფრთხილდი და დედაკაცისათვის ბევრს ნუ ილოცებ, რომ მარჯვნივ არ გადაიხარო.

76. შენი ცოდვების აღსარებისას უფლის წინაშე ხორციელ ქმედებათა დაწვრილებით აღწერას ნუ შეუდგები, რათა საკუთარი თავს მკვლელად არ ექცე.

77. ლოცვის დროს თვით სულიერი და საჭირო საქმეებსაც კი ნუ გამოიძიებ; ასე თუ არ იზამ, უმჯობესს დაკარგავ.

78. ვისაც გამუდმებით ლოცვის კვერთხი უჭირავს ხელში, ის არ დაბრკოლდება და თუნდაც დაბრკოლდეს, სრულიად არ დაეცემა, რადგანაც ლოცვა არის საღმრთო და ტკბილი მაიძულებელი, რომელიც კაცს ბოროტის ქმნას არ ანებებს.

79. იქიდანაც მისახვედრია მისი დიდი სარგებელი, რომ არაფერს ებრძვის ბოროტი იმგვარად, როგორც - ლოცვას; მის ნაყოფს კი მაშინ ვიგემებთ, როდესაც ჩვენი მტრები სრულიად დაიძლევიან; როგორც ფსალმუნთმგალობელი იტყვის: „ამით ვცან, რამეთუ მინებე მე“, როდესაც ბრძოლის დროს „არა უხაროდის მტერთა ჩემთა ჩემ ზედა“.

80. მეფსალმუნე ამბობს: უფალო, შენდამი „ღაღადვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა“.. ეს ნიშნავს - პირით, სულითა და გონებით. რადგანაც ვინც ლოცვის დროს სულსა და გონებას ერთად მოიკრებს, მასში ღმერთი სუფევს.

81. არც ხორციელი და არც სულიერი წყობა ყველასი ერთნაირი არ არის; ზოგიერთისათვის უფრო მეტად სწრაფი ფსალმუნებაა შესაფერისი, სხვისთვის კი - შენელებული; რადგან პირველნი გაურბიან გონების დატყვევებას, მეორენი კი უმეცრებას ებრძვიან.

82. თუკი მეუფეს გამუდმებით ევედრები შენი მტრებისათვის, როდესაც ისინი მოვლენ, იმედიანად შეგიძლია იყო, დიდად არ დაშვრები, თვითონვე განგერიდებიან; რადგან არაწმიდა სულებში არ სურთ იმის ხილვა, თუ მათთან ბრძოლის შედეგად როგორ მოიპოვებ გვირგვინებს; არამედ ლოცვისაგან ძლეულნი, როგორც ცეცხლისაგან ისე გარბიან.

83. ყოველგვარ ვითარებას სიმხნით დაუხვდი და შენი ლოცვის მასწავლებელი თვით ღმერთი იქნება.

84. როგორც თვალით ხედვის სწავლა შეუძლებელია სიტყვებით, რადგან ეს ბუნებისაგან გვაქვს მოცემული, ასევე, ვერც ლოცვის მშვენიერებას ვისწავლით სხვა სიტყვით, რადგანაც ლოცვას მოძღვრად ღმერთი ჰყავს; ეს ჩვეულებრივი სიტყვები კი არ არის, რომ მოისმინო და ისწავლო, ან რაიმე ხელოვნება, რომ - სხვებისაგან შეითვისო, არამედ ღმერთია მისი მოძღვარი „რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერება“, მისდამი მლოცველებს ყოველი სათხოვარი აღსრულებას ანიჭებს „და აკურთხნის წელიწადნი მართლისანი“; რამეთუ მისი არს დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.










--------------------------------------------------------------------------------

კომენტარები
ბერძნული ტექსტის ძველი ქართული თარგმანისათვის
60.
შედეგს უწოდებს ოცდაათეულს და სამოცეულს, რომლებსაც ერისკაცები მიიღებენ. ოცდაათეულს მიიღებენ დაქორწინებულები, რომლებიც მეუღლეებთან ერთად სიწმიდით ცხოვრობენ, სამოცეულს - უქორწინებლები და ქალწულები, ხოლო ასეულს - ისინი, ვინც სოფელი სრულიად მოიძულა და ღმერთს შეუერთდა.

66.
ამბობს, რომ ღვთის მიერ ცრემლის წყარო და ლმობიერების ცეცხლი რომც მიგეღო, დიდებისმოყვარება ამასაც დაგაკარგვინებდაო. ნუ მიატოვებ ლოცვას, ვიდრე ის ღვთისაგან მიღებული ცრემლი არ დაგიბრუნდება, იმიტომ რომ არ არსებობს სხვა რაიმე, რაც უმეტესად შეეწევა ცოდვათა მიტევებას.

68.
ხედვა, მიხვედრას ჩაწვდომას გულისხმობს; წმ. მამა ეპისკოპოსს უწოდებს ხედვას, რათა სული ეპისკოპოსის მსგავსად ბატონობდეს ვნებებზე, ამიტომ თქვა, გულის მთავარი და მღვდელმთავარი, რომ გულისმიერი ხედვა არის მცირე საზომი, რომლითაც ადამიანი ხედავს ვნებებს და ებრძვის მათ; ხოლო ეპისკოპოსობა არის სრული დამორჩილება ვნებებისა და ბატონობა მათზე. ბატონი არის გონება, რომელიც კეთილად მართავს და ამშვიდებს ხორცს; ხოლო ეპისკოპოსი არის გონება, რომელიც ლოცვისას თავის ფიქრებსა და ძალას წმიდა საკურთხეველზე წმიდად შესწირავს ღმერთს.


პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jun 17 2009, 12:25 PM

უძLიერესი წიგნი,

სწავლებანი მონაზონთათვის, მაგრამ ერის კაცმაც აქედან ბევრი მაგალითI უდნა აიღოს, და უფრო თავის თავშI ჩახედული ხდება ვინც ამას წიაიკითხავს,
მართLა იმდენი რამე ვისწავლე რო არ ვიცი

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Oct 4 2009, 10:01 PM

2. იგი, ვინც ღვთის სიყვარულზე ლაპარაკს ცდილობს, თვით ღმერთზე კადრულობს სიტყვის დაძვრას, ღმერთზე ლაპარაკი კი უკრძალველი ადამიანებისათვის დიდად სახიფათოა.

16. ნეტარია იგი, ვინც ცდილობს, ისე მოიმადლიეროს უფალი, როგორც მეგობრების მომადლიერებას ცდილობენ ხოლმე.

32. ვისაც უყვარს მოყვასი, ავს არასოდეს მოისმენს მასზედ და ცეცხლივით გაურბის ამას.

11. როგორც სინათლის გამოჩენისას განიდევნება წყვდიადი, ასევე ღვთისმოსაური სიმდაბლე ყოველგვარ წყენასა და გულისწყრომას განდევნის.

18. არაფერი ისე არ სძულს მონანულს, როგორც გულფიცხობისგან აღშფოთება, რადგან სინანული უდიდესი სიმდაბლეს ითხოვს, ხოლო გულფიცხობა უდიდესი თავმაღლობის ნიშანია.

3. შევიტყვე, რომ ზოგიერთები მოყვასზე ავს ამბობდნენ. მე ავუკრძალე მათ ეს. ამ ბოროტმოქმედებმა მოსაბოდიშებლად მითხრეს, რომ ამას მოყვასზე ზრუნვითა და სიყვარულით იქმოდნენ. მე კი მივუგე: რომელი იტყოდა იდუმალ მოყუასისა თვისისა ძვირსა, იგი გარეგან ვსდევნე (ფს. 100.5).

5. შემცოდეთა განკითხვას თავისთავად მოერიდები, თუ მუდამ გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოციქულთა შორის იყო, ხოლო ავაზაკი მკვლელთა შორის ირიცხებოდა. მაგრამ მათ სულებში სასწაულებრივი შემობრუნება წამიერად აღსრულდა

5. ურჯულო იგია, ვინც ღვთის რჯულს უკეთურებით და საწინააღმდეგო წერილებით აღასრულებს და ჰგონია, რომ ღმერთი სწამს.

6. ამპარტავანი სული შიშის მონაა, რადგან საკუთარი თავის იმედზეა და როდესაც რაიმე ხმას გაიგონებს, ძრწის.

7. პირველი თვისება ამ კეთილი და დიდებული სათნოებების სამებისა არის სიხარულით მიღება და ტვირთვა ყოველგვარი ლანძღვისა და შეურაცხყოფისა. როდესაც კაცი სულის გაშილილი ხელებით მიიღებს და შეიტკბობს ყოველგვარ მხილებასა და სირცხვილს - როგორც სულიერ სნეულებათა გამანადგურებელ წამალს და დიდი ცოდვებისგან განმწმენდელს; მეორე თვისება ამ სამი ძლიერი სათნოებისა არის მრისხანების მოკვლა, გულის შემუსვრა და ყველაფერში საკუთარი თავის დადანაშაულება; ხოლო მესამე კეთილი კიბე არის თავისი სათნოებების სრული დაუჯერებლობა და დაურწმუნებლობა დასარწმუნეობით სურვილი სწავლისა.

10. თავმდაბალი მონაზონი არ იკვლევს ღვთის მიერ დაფარულ და უთქმელ საქმეებს, ხოლო ამპარტავანი ცდილობს, ღვთის განგებულების სიღრმეე ჩასწვდეს.

39. კარგად გამოვიკვლიოთ საკუთარი თავები ყველამ, ვინც სიმდაბლის მოპოვებას ვესწრაფით და მისი მოსურნენი ვართ; თუ საკუთარ სულში ვნახავთ, რომ მთელი ძალით გვსურს და ვესწრაფით იმას, რომ მოყვასი ყოევლგვარ საქმეში ჩვენზე უკეთესი იყოს, ჩანს, რომ ღვთის მადლი შორს აღარაა ჩევნგან.

40. როგორც ცეცხლში თოვლის პოვნა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია, რომ მწვალებელთა (ერეტიკოსთა) შორის სიმდაბლე აღმოაჩინო.

60. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ“ ღვთისა „მოწაფენი“ ვართ (იოან. 13.35), როდესაც არა „სულნი უკეთურნი დაგვემორჩილებიან“, არამედ, როცა „სახელები“ ჩვენი დაიწერება „ცათა შინა“ (ლუკ. 10.20) სიმდაბლისასა.

61. ბუნებრივი უნაყოფობა ლიმონის ხის ტოტებს ზემოთ აღამაღლებს, ხოლო თუ ისინი ქვევით დაიხრებიან ნიშანია იმისა, რომ მალე ნაყოფს გამოიღებენ.

69. მდაბალი მუდამ მორჩილია. იგი უკეთეს სიტყვებს სხვებისგან ისმენს, რადგან არასოდეს ენდობა თავს, რომელზეც ზრუნვა მიუტევა უფალს - მას ვინც ბალამთან საუბარი ვირს შეაძლებინა. იგი ყველაფერს რომ ღვთის მიერ აკეთებდეს და ამბობდეს, საკუთარი გულისხმიერება მაინც არ სჯერა. რადგან, როგორც ამპარტავნისთვის მძიმეა სხვისთვის შეკითხვა, ასევე მძიმეა მდაბლისათვის თავის თავზე მინდობა.

მოკლედ ყველას დაგერხათ ჩემს გარდა yes.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 5 2009, 12:02 AM

ციტატა
16. ნეტარია იგი, ვინც ცდილობს, ისე მოიმადლიეროს უფალი, როგორც მეგობრების მომადლიერებას ცდილობენ ხოლმე.

: )
ეს ფრაზა მომეწონა...

ციტატა
მოკლედ ყველას დაგერხათ ჩემს გარდა

რატომ? : )

პ.ს. ვაღიარებ, თვითონ წიგნი წაკითხული არ მაქვს, ერთი უნდა გავიკითხო სადმე : )

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 5 2009, 12:21 AM

ქევანა
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kibe/sarchevi.htm

მგონი 91 წლის კალენდარსაც მოჰყვება

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 2 2010, 03:57 AM

კიბე ანუ კლემაქსი
სწავლანი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა იოანე მამასახლისისა,
რაითელ მამასახლისს იოანეს რომ მიუძღვნა,
რომელმაც სთხოვა სწავლანი აღეწერა მონაზონთათვის
სიტყვა 13
მოწყინებისა და უდებების შესახებ
1. მოწყინება, ხშირად, როგორც ადრეც გითხარით, მრავლისმეტყველების ერთ-ერთი უპირველესი გამონაზარდი, ერთ-ერთი უპირველესი პირმშოა. ამიტომაც ამ ცოდვას ადგილი სწორედ აქ მივუჩინეთ, როგორც სრულიად შესაფერისი - ბოროტ ჯაჭვში.

2. მოწყინება სულის დასნეულებაა, გონების დაუძლურება, მონაზვნური ღვაწლის გაუფრთხილებლობა, აღთქმისადმი სიძულვილი, ამ სოფლის დანატვრა, ბრალდება ღვთისა, თითქოს იგი უმოწყალო და არაკაცთმოყვარე იყოს. გალობისას ის სუსტია, ლოცვისას - უძლური, ხორციელი მსახურებისას - რკინასავით მტკიცე, ხელსაქმეში დაუღალავი, მორჩილებაში - თვალთმაქცური.

3. მორჩილმა ადამიანმა არ იცის მოწყინება, რადგან გრძნობით საქმიანობით აზრობრივ და სულიერ ღვაწლსაც მოიპოვებს.

4. ძმათა თანაცხოვრება მოწყინებისათვის მეტად საძულველია, ხოლო დაყუდებაში მყოფს იგი არასოდეს შორდება.

5. სიკვდილამდე თავს არ ანებებს და აღსასრულამდე ყოველდღიურად ებრძვის.

6. როცა განდეგილის სენაკს დაინახავს, მოწყინება ხარობს, მიუახლოვდება და იქვე სახლდება.

7. ექიმი დილაობით ინახულებს ხოლმე ავადმყოფს, მოწყინება კი დაახლოებით შუადღისას ესტუმრება მოღვაწეს.

8. მოწყინება უცხოთშემწყნარებლობის სურვილს აღძრავს. ჩააგონებს, რომ ხელსაქმისგან მოწყალება გაიღოს.

9. სურვილს უნერგავს, რომ ავადმყოფები მოინახულოს, ახსენებს მას, რომელმაც თქვა: უძლურ ვიყავ და მოხვედი ჩემდა (მათ. 25. 36)

10. სულმოკლეთა და უძლურებთან მისვლას აიძულებს და თავად სულმოკლე სხვა სულმოკლეთა ნუგეშისცემას ცდილობს.

11. ლოცვაზე დგომისას ეს ცბიერი სული საჭირო საქმეებს შეახსენებს და ყოველგვარ მზაკვრობას ხმარობს, რომ უფალთან საუბარს განარიდოს, თანაც, თითქოსდა - რაიმე საპატიო მიზეზით.

12. მოწყინების ეშმაკი მესამე ჟამნზე ამოქმედდება თავის ტკივილით, სიცხით, მუცლის ტკივილით.

13. მეცხრე ჟამნზე მცირედ დაგვეხსნება, ხოლო ტრაპეზის მოახლოებისთანავე საწოლიდან წამოდგომას გვაიძულებს. მაგრამ შემდეგ, ლოცვის ჟამს, კვლავ ამძიმებს სხეულს.

14. ლოცვაზე დგომისას ძილს გვგვრის და მთქნარებით გალობის მუხლებს გვტაცებს პირიდან.

15. ნებისმიერი ვნება მისი საპირისპირო რომელიმე სათნოებით მარცხდება. მოწყინება კი განდეგილისთვის სიკვდილის მომტანია.

16. მხნე სული მკვდარ გონებასაც კი აღადგენს. მოწყინება და სიზარმაცე კი მთელ სიმდიდრეს განაბნევს.

17. მაგრამ რამდენადაც ყველა იმ რვა უმთავრესი ბოროტებიდან მოწყინების სული ყველაზე უფრო დამამძიმებელია, ამიტომ მას იმავე წესით უნდა მოვექცეთ, როგორც სხვებს და თანაც კიდევ შემდეგი უნდა დავამატოთ.

18. როცა ფსალმუნება არ არის, მოწყინება არსად ჩანს და დემონთა მიერ მილულული თვალები კანონის დასრულებისთანავე გაიღება.

19. მოწყინებისას წარმოჩნდებიან ხოლმე მოღვაწეები და არაფერი იმდენ გვირგვინს არ მოუტანს განდეგილს, რამდენსაც - მოწყინება.

20. დააკვირდი და ნახავ, ის ებრძვის მათ, ვინც ფეხზე დგას და აიძულებს, რომ დასხდნენ, მსხდომარეთ უბიძგებს, რომ კედელს მიეყრდნონ. ის მათ აიძულებს, რომ სენაკის ფანჯრიდან გაიხედონ და ნაბიჯების ხმას მიუგდონ ყური. ვინც საკუთარს თავს დასტირის, მან მოწყინება არ იცის.

21. მაშ შევბორკოთ ეს ბოროტება სიკვდილის ხსოვნის ბორკილებით. ვგვემოთ იგი ხელსაქმით და იმ საუკუნო კეთილზე ფიქრით, რომელიც მოგველის. ხოლო, როდესაც ჩამოგვეხსნება, ამგვარი კითხვებით მივმართოთ მას:

22. - მაშ გვითხარ შენ, უდებო და უძლურო, ვინ არის ის ბოროტი, ვინც გშობა, ან ვინ არიან შენი პირმშონი? ვის შეუძლია, შეგებრძოლოს და ვის შეუძლია, მოგაკვდინოს შენ? ის პასუხობს: - ჭეშმარიტ მორჩილთა შორის „თავის მისადრეკი“ ადგილის პოვნა მე არ შემიძლია, დაყუდებულთა შორის ვარ დამკვიდრებული და მათთან ვცოხვრობ. მრავალი მშობელი მყავს: ზოგჯერ - სულის უგრძნობელობა, ზოგჯერ - ზეციურ სიკეთეთა დავიწყება, ზოგჯერ - გადაჭარბებული შრომა, ჩემი პირმშონიც ჩემთან იმყოფებიან: ადგილსამყოფელის მონაცვლეობა, სულიერი მამის ლოცვა-კურთხევის არად ჩაგდება, საშინელი სამსჯავროს დავიწყება, ზოგჯერ კი - მონაზვნობის აღთქმის დარღვევა. ხოლო ჩემი მოწინააღმდეგენი, რომლებიც ხელფეხს მიკრავენ, ფსალმუნება დ ხელსაქმეა. ჩემი მტერი - სიკვდილზე ფიქრია, ჩემი მოკვლა კი შეუძლია დაუცადებელ ლოცვას, რომელიც ზეციურ სიკეთეთა მიღების იმედითაა განმტკიცებული; ხოლო ვინც ლოცვა შვა, ამის შესახებ მასვე ჰკითხეთ.



ვინც მეცამეტე საფეხურზე გაიმარჯვა, მან ჭეშმარიტად მოიპოვა გამოცდილება.

პ.ს.
პირველი თავში ასე ამბობს წმიდა მამა:
22. თუკი არ ცხონდება ყველა, ვინც მოინათლა.... აქ დავდუმდები.
აბა რას გულისხმობდა? smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 2 2010, 02:17 PM

ციტატა
აბა რას გულისხმობდა? smile.gif

საინტერესოა რას?

ვინც მოინათლა ის ცხონდება ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 3 2010, 02:49 AM

არა კაცო, მაგაზე თქვა თუკი ყველა მონათლული არ ცხონდებაო... მერე?

პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Jun 5 2010, 12:52 PM

სიმდაბლის შესახებ.


რამდენიმე მუხლს დავაკოპირებ:


11. ერთ სულიერ მონაზონს პირისპირ ეჩვენნენ ეშმაკები და ნეტარს უწოდებდნენ მას. ამ ყოვლადბრძენმა ბერმა კი მიუგო: „თუ ქებას თავს ანებებთ და განმეშორებით, ეს მიმახვედრებს, რომ მართლაც დიდებულებისათვის მიმიღწევია, თუ ჩემს ქებას არ დაეხსნებით, სწორედ ეს დამარწმუნებს, რომ არაწმიდა ვყოფილვარ; რადგან „ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე“ (იგავ. 16.5). ამგვარად, ახლა ან განმშორდით, რომ თავი დიდებულ ადამიანად ჩავთვალო, ან მაქეთ და თქვენი საშუალებით უდიდეს სიმდაბლეს მოვიპოვებ“. ისინი განაცვიფრა მისმა სიბრძნემ და დამარცხებულნი მაშინათვე გაუჩინარდნენ.
17. ყოველივე ხილულს მზე ანათებს და სათნოების ყოველგვარ საქმეს სიმდაბლე განამტკიცებს.
18. თუ ნათელი არ არის, ყოველივე დაბნელებულია, ხოლო თუ სიმდაბლე არ არის, ყოველგვარი შრომა ამაოდ ჩაივლის.
44. ზოგიერთმა, მართალია, ცოდვათა მიტევება მიიღო, მაგრამ სიმდაბლის გამუდმებული იძულების შედეგად სიცოცხლის ბოლომდე ინახავს ადრეული ცოდვების ხსოვნას, სიმდაბლეს მათი საშუალებით ინარჩუნებს და შემუსრავს ამპარტავნებას; სხვები ქრისტეს ვნებებს იხსენებენ, მათ გამო თავს ყოველთვის მევალეებად გრძნობენ და ამით მოიპოვებენ სიმდაბლეს; კვლავ სხვები მომავალი ცოდვების გამო შეიმუსრავენ თავს; სხვებმა სათნოებათა ეს საოცარი მშობელი მათზე მოსული განსაცდელებისა და სნეულებების საშუალებებით შეიცნეს; სხვები თავს ყოველდღიურად გამოუსწორებელი ცხოვრების გამო განსჯიან; სხვებმა ვედრებით: რომ უფალმა ყოველგვარი ნიჭი წაიღოს მათგან, გაითავისეს სიმდაბლე; არიან ისეთებიც, თუმც, ზუსტად არ შემიძლია ვთქვა, კიდევ არიან თუ არა, რომლებიც მით უფრო მეტად იმდაბლებენ თავს ღვთის წინაშე, რაც უფრო წარემატებიან მისი წყალობით, ისინი თავს ამგვარი სიმდიდრის უღირსებად სცნობენ და ამგვარად სულში ინახავენ აზრს, თითქოს დღითი დღე ცოდვას იმრავლებდნენ; აი, სიმდაბლე, აი, ნეტარება, აი, სრუყოფილებ
45. თუ ნახავ ვინმეს, რომელმაც მაღალ უვნებლობას მიაღწია, ნუ იფიქრებ, რომ მან გამოიყენა რაიმე სხვა საშუალება, გარდა - ამ სანატრელი და შეუმცდარი გზისა.
57. ის ვირჩიოთ, ძმებო, რომ ღვთისათვის ვიყოთ სასურველნი და არა - კაცთათვის, რადგან ღმერთს უხარია, როდესაც ხედავს, რომ ჩვენ კაცთაგან შეურაცხყოფას ვეძებთ, რათა ამაო ამპარტავნება დავძლიოთ და გავანადგუროთ.
69. მდაბალი მუდამ მორჩილია. იგი უკეთეს სიტყვებს სხვებისგან ისმენს, რადგან არასოდეს ენდობა თავს, რომელზეც ზრუნვა მიუტევა უფალს - მას ვინც ბალამთან საუბარი ვირს შეაძლებინა. იგი ყველაფერს რომ ღვთის მიერ აკეთებდეს და ამბობდეს, საკუთარი გულისხმიერება მაინც არ სჯერა. რადგან, როგორც ამპარტავნისთვის მძიმეა სხვისთვის შეკითხვა, ასევე მძიმეა მდაბლისათვის თავის თავზე მინდობა.
70. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ანგელოზებს შეუძლიათ, უცოდველად დაიცვან თავი. რადგან მიწიერი ანგელოზის პავლესაგან მოვისმინე: „არარაი თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვიმართლდები. ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს“ (1 კორ.4.4). ამიტომაა, რომ გამუდმებით უნდა განვიკითხავდეთ საკუთარ თავს და დამნაშავედ მიგვაჩნდეს იგი, რადგან ნებსით თავის დამდაბლებით უნებურ ცოდვებს განვეშოროთ; ხოლო თუ ასე არ მოვიქცევით, მათ გამო სიკვდილის ჟამს საშინელი ტანჯვა მოგველის.
81. თუ ამპარტავნებამ ანგელოზი ეშმაკად აქცია, სიმდაბლესაც შეუძლია, რომ ეშმაკები ანგელოზებად გარდაქმნას, ამიტომ დაცემულნი სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემიან.
84. როდესაც რომელიმე ვნების დასამარცხებლად იარაღს აისხამს, შემწედ სიმდაბლე წაიყვანე, რადგან მაშინ „ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი“ (ფს. 90.13); ანუ ამით ცოდვასა და სასოწარკვეთილებას გააქრობ და ქრისტეს ძალით ეშმაკსა და ვეშაპს, ანუ - ხორცს, დასთრგუნავ.
85. სიმდაბლე ცოდვის უფსკრულიდან სულის ცაში ამყვანებელი კიბეა

სრულად იხილეთ წმიდა იოანეს კიბისაღმწერლის სათნოებათა "კიბის" http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kibe/25.htm


http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kibe/22.htm სიტყვიდანაც, რომელიც არის პატივმოყვარეობის შესაბ, დავაკოპირებ რამდენიმე მუხლს:

44. ერთხელ ერთი წმიდა და გამოცდილი ბერი მიამბობდა: ძმათა შორის ვიყავი და პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ეშმაკები მოვიდნენ; ერთი მარჯვნიდან ამომიდგა, მეორე - მარცხნიდან; ერთი პატივმოყვარეობით თითით გვერდში მირტყამდა და მიწვევდა, რომ იქ მყოფთათვის მეთქვა რაიმე ჩვენების ან ჩემი უდაბნოში მოღვაწეობის შესახებ, მე კი განვდევნე და ვუთხარი: „მართლუკუნიქცენ და სირცხვილეულიქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი“ (ფს. 39.15); იმ წუთასვე ჩემგან მარცხნივ მყოფმა მითხრა ყურში: ვაშა, ვაშა, კეთილად ქმენ და განდიდდი, როდესაც უსირცხვილო დედას ჩემსას, სძლიე. - მაშინ მისკენ მივბრუნდი და წარმოვთქვი სიტყვები, რომლებიც პირდაპირ მოსდევდა ზემოთქმულს: „მიიღეთ მეყსეულად სირცხვილი მათი, რომელი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!“
45. მაშინ ვკითხე ამ ბერს, თუ რად ითვლება პატივმოყვარეობა ამპარტავნების დედად; ხოლო მან მიპასუხა; ქება ადამიანის სულს აამაღლებს და როდესაც სული თავს აიმაღლებს, მაშინ მას ამპარტავნება შეიპყრობს, ცამდე აიტაცებს მას და შემდეგ უფსკრულში და ჯოჯოხეთის ქვესკნელში ჩააგდებს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2010, 02:02 PM

ამ წიგნის პირველი ტომი უკვე წავიკითხე და მეორეს ვკითხულობ... ძალიან ღრმაა და ნელასაკითხავი... მომწონს...

პოსტის ავტორი: teklikie თარიღი: Oct 28 2010, 06:28 PM

marine
2 ტომია სულ? და რა ღირს ისე ხო არ იცი ორივე ერთად

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Oct 28 2010, 09:07 PM

"ან უნდა იყო ცივი ან ცხელი,ნელთბილი ადამიანი ღმერთს არ უყვარს"(მამა შიო ხარძეიშვილი)
"ქართველობა ძნელია,მაგრამ აუცილებელია"(მამა გიორგი ბასილაძე)

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 28 2010, 09:13 PM

წაკითხული მაქვს, ძალიან კარგი წიგნია და ბევრ ადამიანს გააძლიერებს

პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Oct 31 2010, 02:32 PM

ციტატა(teklikie @ Oct 28 2010, 06:28 PM) *

marine
2 ტომია სულ? და რა ღირს ისე ხო არ იცი ორივე ერთად

გამომცემლობამ ორ ტომად დაყო, ფასო დაახლოებით 6 ლარია. არის მეორე გამომცემლობისაც, ერთ ტომად, რომლის ფასი დაახლოებით 10 ლარია. ორვივეში სხვადასხვანაირი თარგმანია, რომელია უკეთესი არ ვიცი...

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 2 2010, 08:31 PM

მამა მაქსიმე (ჭანტურია) კითხულობს განმარტებას ხუთშაბათობით 18:30 სთ. წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში (ვორონცოვზე)

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Nov 3 2010, 03:01 PM

რა ღირს ეს წინგი ?

პოსტის ავტორი: gvanchi თარიღი: Jun 6 2011, 09:34 PM

დღეს ვიყიდე ეს წიგნი და 11.50ღირდა და ორივე ტომი ერთად არისო მითხრეს smile.gif

ამ წიგნის წაკითხვას კურთხევა უნდა თუ იციტ? blink.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jun 7 2011, 03:19 PM

ჩემი აზრით, ჯობია მოძღვარმა იცოდეს რას კითხულობ და გირჩიოს, ხარ თუ არა მზად, სწორად გაიგო რაც იქ წერია...

იმას თუ კითხულობ, კანონიკურია თუ არა ეს წიგნი, რამდენადაც მე ვიცი-კი. ჩვენც გვქონდა კურთხევა მარხვაში გვეკითხა... მართლა ძალიან საინტერესოა, მაგრამ ცოტა ძნელად საკითხავიც smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 13 2011, 08:38 AM

ეს ისეთი მაგარი წიგნია,კრიშნაიტებიც კი კითხულობენsmile.gif

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Jun 13 2011, 01:30 PM

ეს მართლაც საოცარი წიგნია,როცა წავიკითხე მივხვდი რამდენად დაბალი სულიერების მქონე ადამიანი ვიყავი.ბიბლიაზე დიდი წიგი არ არსებობს რაღა თქმა უნდა,მაგრამ მე მწამს რომ "კლემაქსს" ადამიანი ვერ დაწერდა სულიწმინდის გარეშე.უდიდესი სიბრძნეა ჩადებული,ისეა ადამიანის გრძნობები, ვნებები აღწერილი, რომ განცვიფრდები, თითქოს იოანე პირადად შენზე საუბრობს.სიტყვები არ მყოფნის ამ წიგნის საქებად.


პოსტის ავტორი: levani-grs თარიღი: Mar 3 2013, 07:55 PM

gvanchi
ამ წიგნს ნამდვილად უნდა კურთხევა... ძალიან დიდებული წიგნია, წმინდა მამები მეორე სახარებას უწოდებენ ასე ვთქვათ... ნადმვილად დიდებული წიგნია, მაგრამ კურთხევა აუცილებლად გინდა... აქვე დავამატებ, ვისაც ჯერ კიდევ არ წაუკითხავს წმიდნა ბარსანუფი დიდის წიგნი "სწაველებანი" ვურჩევ წაიკითხოს, წმინდა მაამ ტედალურად განიხილავს თითეულ თემას, ალბათ ყველა მკითხველის სულისთვის სასარგებლო იქნება (თუმცა ეს ორივე წიგნი მონაზვნებისთვის უფროა)

ხახაბოელი
რა თქმა უნდა, ცნობილია რომ წმინდა ღირს იოანე სინელს ტრაპეზზე თავად მოსე ემსახურებოდა. ასეთი ადამიანი რათქმაუნდა სულიწმინდით სავსე იყო, და საერთოდ წმინდანები თავად ამბობდნენ, რომ ისინი სულიწმინდით საუბრობდნენ... მართლაც დიდებული წიგნია

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 31 2014, 01:04 AM

,, მორწმუნე ის კი არ არის , ვისაც სჯერა , რომ ღმერთს რაღაცის გაკეთება შეუძლია , არამედ იგი , ვისაც სწამს , რომ უეჭველად მიეცემა , რასაც ითხოვს . '' ( იოანე სინელი - კლემაქსი)
რამდენი მორწმუნე ცხოვრობს ჩვენს ვეყანაში ნეტავ ?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2022, 08:28 PM

"164. "ნეტარ იყვნენ მშვიდობის მყოფელნი" (მთ. 5.9), და ეს არც არის საკამათო. მაგრამ მე ვნახე კაცი, რომელმაც ორ ადამიანს შორის მტრობა ჩამოაგდო, და მას მე შევნატრი.
ამ ორ ადამიანს ერთმანეთის მიმართ სიძვა ამოძრავებდა. ბრძენმა და გამოცდილმა ბერმა კი მათ შორის სიძულვილი დათესა: ერთს მეორეზე უთხრა, შენზე ძვირს ამბობს და ცუდად ლაპარაკობსო. იმავეს ეუბნებოდა მეორესაც. ასე შეძლო ბერმა ადამიანური ხერხით ჩაეშალა ეშმაკის მზაკვრობა და სიძულვილით სიძვა დაამარცხა. (იოანე სინელი)

უფალი მშვიდობისმყოფელ ადამიანებს ნეტარებს უწოდებს. მშვიდობისმყოფელობა - ადამიანებს შორის მშვიდობის დამყარება უდიდესი საღვთო საქმეა, მაგრამ აქ წმინდა მამას მოჰყავს ერთმანეთს შორის მტრობის ჩამომგდების მაგალითი. რატომ ჩამოაგდო გონიერმა ბერმა მათ შორის უთანხმოება? - მათ ერთმანეთთან სიძვისმიერი სიყვარული აკავშირებდათ და ამ გზით ორივე იხსნა სიძვის ცოდვისაგან".

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2023, 06:31 PM

"ჩვენმა პატივცემულმა მოძღვარმა და ღვთივგანბრძნობილმა მამამ იოანე კიბისაღმწერელმა, სრულყოფილებამდე აღმავალი კიბის გზა დაგვისახა და მისი საფეხურები თავად გაიარა, მიაღწია მის უმაღლეს მწვერვალს და შეიცნო მშვენიერება, დიდება და ნეტარება ღმერთთან შეერთებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2023, 07:41 PM

"ღირსი იოანე კიბისაღმწერელი მოსაგრეობისა და ასკეტური აზროვნების ისტორიაში სრულიად გამორჩეული პიროვნებაა. მრავალ ძველ მამასთან ერთად ის იყო ღვთისმოსაობის მაგალითი და გამოცდილი, დიდი ღვაწლის მქონე ადამიანი. მოსაგრეობა გულის სიწმინდისა და ცხონების მოსახვეჭად მისი ცხოვრებისგან განუყოფელი იყო. მან თექვსმეტი წლის ასაკიდან დატოვა სოფელი, მშობლები და ახლობლები და წავიდა სინაის უდაბნოში, სადაც, ისევე როგორც მოსე უძველეს დროში, სინას წმინდა მთამ მიიღო იგი და შემდეგ სულიერ მწვერვალზე აღამაღლა ღმერთთან სასაუბროდ.

"ვის შესწევს ძალი მოგვითხროს და გაგვიცხადოს, თუ როგორ ეწეოდა ის თავის ღვაწლს? - ამბობს მის შესახებ მისი ცხოვრების აღმწერი უძველესი მწერალი. ორმოცი წელი იცხოვრა მან დაყუდებულად, განმარტოებაში. შემდეგ, როგორც სხვათა ხსნის გამოცდილი აღმშენებელი, სინაის დიდი საძმოს ხელმძღვანელად იქნა არჩეული"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)