IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ეპილეფისია
peritoniti
პოსტი Nov 15 2010, 05:53 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



ეპილეფსია, ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადება რომელიც ძალიან საინტერესოა თავისი მიმდინარეობითა და გამოვლინებით. ასეთ ადამიანებზე ბევრი იტყვის რო ეშმაკი ყავს შეჩენილი და აწვალებსო. მიტუმეტეს, როცა ეპილეფსიური შეტევა მოსდის და ალბათ რაღაცით ახლოს დგას სიმართლესთან, რადგნა ასეთი ადამიანების უმეტესობა ნაკლებ მორწმუნეა, ყალიბდებიან კომპლექსიანებად, ფსიქიკურად სუსტები არიან, ემართებათ დეპრესია და უმეტესი მათგანი ცხოვრებას ამთავრებს თვითმკვლელობით (აი ამიტომ ალბათ შეიძლება ითქვას რო საქმე გვაქ ეშმაკთა და მათ რელიგიური დახმარებაც უნდათ). თუმცა ძალიან ნიჭიერება და აზროვნების უნარი ახასითებთ და ამას ისევ ეპილეფსია აყალიბებს. ეს დაავადება ბოლომდე რო ამოიხსნას ალბათ ეპილეფსიური შეტევა ექიმსაც უნდა მოუვდეს, რო "შიგნიდან" შეხედოს ამ ყველაფერს. ამ დაავადებას ექიმი ხელოვნურად ვერ გამოიწვევს ჯამრთელში და სწორედ ეს მიუთიტთებს იმას რო არ არის ბოლომდე ამოხსნილი და ვერც განკურნებას შეძლებს! ასეთ ადამიანებ რელიგიური და ფსიქოლოგიური დახმარება ჭირდებათ და სწორედ ამიტო გადავწყვიტე ამ ტემი გახსნა აქ და გთხოვთ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ცოდნა ამის შესახებ. თუკი იცით რამე, გინახავთ, მოგისმენიათ, ან თქვენ სააახლობლოში აქვს ვინმეს, იქნებ დადოთ აქ და გავუზიაროთ ერთმანეთს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Nov 15 2010, 06:10 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



როგირც ამბობენ ბევრი გენიოსი იყო ავად ამ სენით. უზნაძე ამბობს რომ ეპილეფსიით დაავადებულებს განწყობის არანორმალური ფიქსაცია აქვთ. ანუ რაღაც განწყობა თუ ჩვეულებრივ ადამიანში გრძელდება დროის შეკვეცილ მონაკვეთში და სხვადასხვა განწყობები ცვლიან ერთმანეთს, ეპილეფსიით დაავადებულებში შეინიშნება ერთ განწყობაში ძალიან დიდი ხნით ჩარჩენა... ვფიქრობ ეს არის გენიოსებისაგან ზოგიერთი კარგი ნაწარმოების შექმნის კარგი ხელშემწყობი ფაქტორი...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Nov 16 2010, 01:29 AM
პოსტი #3


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



ციტატა(peritoniti @ Nov 15 2010, 05:53 AM) *

ასეთ ადამიანებზე ბევრი იტყვის რო ეშმაკი ყავს შეჩენილი და აწვალებსო. მიტუმეტეს, როცა ეპილეფსიური შეტევა მოსდის და ალბათ რაღაცით ახლოს დგას სიმართლესთან, რადგნა ასეთი ადამიანების უმეტესობა ნაკლებ მორწმუნეა, ყალიბდებიან კომპლექსიანებად, ფსიქიკურად სუსტები არიან, ემართებათ დეპრესია და უმეტესი მათგანი ცხოვრებას ამთავრებს თვითმკვლელობით (აი ამიტომ ალბათ შეიძლება ითქვას რო საქმე გვაქ ეშმაკთა და მათ რელიგიური დახმარებაც უნდათ).


ეს რაღაც ახალია biggrin.gif ეპილეპსიური გულყრა რწმენისგან დამოუკიდებლად ემარტება ხალხს..

ეს გამოთქმაც "ეშმაკი ყავს შეჩენილი და აწვალებსო" უვიცობის ბრალია..ძველად ამ დაავადების არსი ნაკლებად ესმოდათ , თანაც ვისაც ეპილეპტიკის გულყრა აქვს ნანახი დამეთანხმება რომ სანახაობა не из лутших..
გულყრა, კრუნჩხვები თავისთავად აშინებდა ხალხს, ხოდა როგორც ყოველთვის ამასაც რაღაც მიტიური დათვირთვა მიცეს და ეშმაკს დააბრალეს biggrin.gif მეცინება ხოლმე მესეთ გამოტქმებზე


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Funkenstein
პოსტი Nov 16 2010, 11:16 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 511
რეგისტრ.: 9-January 09
წევრი № 6,259



ციტატა(S a l l y @ Nov 16 2010, 01:29 AM) *

ეს რაღაც ახალია biggrin.gif ეპილეპსიური გულყრა რწმენისგან დამოუკიდებლად ემარტება ხალხს..

ხოდა როგორც ყოველთვის ამასაც რაღაც მიტიური დათვირთვა მიცეს და ეშმაკს დააბრალეს biggrin.gif მეცინება ხოლმე მესეთ გამოტქმებზე

ნუ გეცინება, შენ ხომ სულიერი სამყაროს ხილვის უნარი არ გაქვს, ასე რომ დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეიძლება a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Jul 19 2011, 09:59 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



მე მსურს ასეტი ადამიანების გაცნობა. თუკი იცნობთ ვინმე ეპილეფტიკებს (18-დან ზევთ ასაკის) გთხოვთ დამაკავშიროთ. ჩემი ნომრებია 555948396, 571781008. მაილზე ceco-83@mail.ru ან სკაიპში - peritoniti ან ოდნოკლასნიკებში და ფეისბუქში - piTagoras Teorema
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 19 2011, 10:06 PM
პოსტი #6


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ისე თუ კარგად მახსოვს ვეფხისტყაოსანში,რომ ამბობს ტარიელი:
,,მტერდაცემული ვეგონე,არ ვიცი რასა იქმიან"
სწორედ ეპილეფსია ჰქონდა მაშინ ტარიელს.

ეპილეფსია=მტერდაცემული(ოღონდ
მოდელირებული) biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
levan_bitarovi
პოსტი Aug 27 2011, 09:38 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 27-August 11
წევრი № 11,487



ციტატა(neo @ Nov 15 2010, 06:10 PM) *

როგირც ამბობენ ბევრი გენიოსი იყო ავად ამ სენით. უზნაძე ამბობს რომ ეპილეფსიით დაავადებულებს განწყობის არანორმალური ფიქსაცია აქვთ. ანუ რაღაც განწყობა თუ ჩვეულებრივ ადამიანში გრძელდება დროის შეკვეცილ მონაკვეთში და სხვადასხვა განწყობები ცვლიან ერთმანეთს, ეპილეფსიით დაავადებულებში შეინიშნება ერთ განწყობაში ძალიან დიდი ხნით ჩარჩენა... ვფიქრობ ეს არის გენიოსებისაგან ზოგიერთი კარგი ნაწარმოების შექმნის კარგი ხელშემწყობი ფაქტორი...


და ეს თეორია როცა შევისწავლე მერე დავაკვირდი პრაქტიკულად და ვერც წარმოიდგენთ იმდენად მართალია.... არანორმალურად ფიქსირებული განწყობა აქვთ და რამეს ერთხელ რომ ეკეთებენ ერე რუტინულად იმეორებენ იგივეს ზუსტად ისე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodox-georgia
პოსტი Aug 27 2011, 10:56 PM
პოსტი #8


----
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,373
რეგისტრ.: 13-May 08
მდებარ.: იქ
წევრი № 4,815



ციტატა(S a l l y @ Nov 16 2010, 01:29 AM) *

ეს რაღაც ახალია biggrin.gif ეპილეპსიური გულყრა რწმენისგან დამოუკიდებლად ემარტება ხალხს..

ეს გამოთქმაც "ეშმაკი ყავს შეჩენილი და აწვალებსო" უვიცობის ბრალია..ძველად ამ დაავადების არსი ნაკლებად ესმოდათ , თანაც ვისაც ეპილეპტიკის გულყრა აქვს ნანახი დამეთანხმება რომ სანახაობა не из лутших..
გულყრა, კრუნჩხვები თავისთავად აშინებდა ხალხს, ხოდა როგორც ყოველთვის ამასაც რაღაც მიტიური დათვირთვა მიცეს და ეშმაკს დააბრალეს biggrin.gif მეცინება ხოლმე მესეთ გამოტქმებზე

+1


--------------------
ამ ბოლო დროს ისედაც არ ვიკლავდი თავს აქ შემოსვლით და ვატყობ სწორადაც ვიქცეოდი. აქ ჩემი "აგრესიის" გარეშე გაცილებით კარგად გრძნობენ თავს და აღარ შევაწუხებ ამის მეტი არავის. აწი მილოცვების და პატრიარქის ქადაგების მეტი თუ სადმე რამე დავწერო, შეგიძლიათ ბანი დამადოთ :)

ყველას შენდობას ვთხოვ ვისაც რამე გეწყინათ ჩემგან.

ღმერთს ებარებოდეთ!

პატივისცემით თქვენი orthodox-georgia
20.01.2012
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 21 2012, 10:47 AM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მთავარანგელოზი სელაფიელი

(მკურნალი, ამაკანკალებელი ავადმყოფობისა (მალარია, ეპილეფსია) და ღმერთთან მლოცველი ხალხისათვის)
ხსენება 21 ნოემბერს

- წმინდაო მთავარანგელოზო ღვთისაო სელაფიელ, მოგვმადლე და გვასწავლე ლოცვა, მყავ მლოცველი ღრმა გულისყურით, ლმობიერი, თავმდაბალი, მჭმუნვარე გულით.
ჰოი, დიდო არხისტრატო სელაფიელ, მორწმუნეთათვის ღვთის წინაშე მეოხ გვეყავ, ევედრე მის სახიერებას, რათა მიხსნას მე ცოდვილი ყოველი უბედურებისაგან, ურვისა, სნეულებისა და მუდმივი ტანჯვისაგან და დაგვიმკვიდროს ცათა სასუფეველი ყოველთა წმინდათა შორის, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


ეპილეფსიით ავადმყოფობისას

წმინდა მოწამე ვიტეს (დაახ. 303, ხსენება29 მაისი, 18 ივნისი)

ტროპარი, ხმა 4: მოწამემან შენმან, უფალო, ვიტე ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ, ღრმთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამხუა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Jan 6 2013, 11:38 AM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



ეპილეფსიური შეტევების მერე ხშირად მემართება ამნებიზა. მავიწყდება ბევრი რამ. ახალ გაცნობილი ხალხი მავიწყდება, ვეღარ ვცნობ. ახალი, ბოლოს მომხდარი ამბები აღარ მახსოვს. ყოფილა მომენტი დამავიწყდა სახლი სად ვცხოვრობ. სად ვსწავლობ. თბილისში ნაქირავებში ვცხოვრობდი, ბინა რამდენჯერმე შევიცვალე და ყოფილა მომენტი ძველ ბინაში მივსულვარ ნაცვლად ახალისა. სწავლის პერიოდში ბევრი ნასწავლი თემები დამვიწყებია და გამოცდები ვეღარ ჩამიბარებია. და ბევრი მსგავსი გაუგებრობა მემართება. ბარსელონაში ვიყავი სასწავლებლად, 1 თვის დაწყებული მქონდა სწავლა რო ასე დამემართა, დამავიწყდა ყველაფერი, სასწავლებელსაც ვეღარ მივაგენი და მივატოვე სწავლა. რეაბილიტაციისთვის ძალიან მჭრდება ვინმე ადამიანი რომელიც დამისვამს, ამ ყველაფერს კარგად შემახსენებს, მომიყვება ჩემს თავ გადასავლებს, მეტყვის რა როგორ იყო. მაგრამ ნაცვლად ამისა ხალხი ამას ვერ იგებს, ასეთ მავიწყობას უყურადღებობად და არასრულფასოვნებად მითვლის და დანაშაულის და არასრულფასოვნების კომპლექსი მიყალიბდება. რამაც ხშირად მიმიყვანა დეპრესიამდე და თვითმკვლელობის სურვილამდე. 1 რაც ვქენი, ფოტოაპარატი ვიყიდე და ვცდილობ ხშირად და ყველგან გადავიღო სურათები რო მერე ასე მძიმე დღეებში ფოტოსურათები მეხმარება მოვლენების გახსენებაში.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Jan 26 2013, 08:15 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(peritoniti @ Nov 15 2010, 05:53 AM) *

ეპილეფსია, ეს არის ცენტრალური ნერვული სისტემის ქრონიკული დაავადება რომელიც ძალიან საინტერესოა თავისი მიმდინარეობითა და გამოვლინებით. ასეთ ადამიანებზე ბევრი იტყვის რო ეშმაკი ყავს შეჩენილი და აწვალებსო. მიტუმეტეს, როცა ეპილეფსიური შეტევა მოსდის და ალბათ რაღაცით ახლოს დგას სიმართლესთან, რადგნა ასეთი ადამიანების უმეტესობა ნაკლებ მორწმუნეა, ყალიბდებიან კომპლექსიანებად, ფსიქიკურად სუსტები არიან, ემართებათ დეპრესია და უმეტესი მათგანი ცხოვრებას ამთავრებს თვითმკვლელობით (აი ამიტომ ალბათ შეიძლება ითქვას რო საქმე გვაქ ეშმაკთა და მათ რელიგიური დახმარებაც უნდათ). თუმცა ძალიან ნიჭიერება და აზროვნების უნარი ახასითებთ და ამას ისევ ეპილეფსია აყალიბებს. ეს დაავადება ბოლომდე რო ამოიხსნას ალბათ ეპილეფსიური შეტევა ექიმსაც უნდა მოუვდეს, რო "შიგნიდან" შეხედოს ამ ყველაფერს. ამ დაავადებას ექიმი ხელოვნურად ვერ გამოიწვევს ჯამრთელში და სწორედ ეს მიუთიტთებს იმას რო არ არის ბოლომდე ამოხსნილი და ვერც განკურნებას შეძლებს! ასეთ ადამიანებ რელიგიური და ფსიქოლოგიური დახმარება ჭირდებათ და სწორედ ამიტო გადავწყვიტე ამ ტემი გახსნა აქ და გთხოვთ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი ცოდნა ამის შესახებ. თუკი იცით რამე, გინახავთ, მოგისმენიათ, ან თქვენ სააახლობლოში აქვს ვინმეს, იქნებ დადოთ აქ და გავუზიაროთ ერთმანეთს.

ციტატა(peritoniti @ Jan 6 2013, 11:38 AM) *

ეპილეფსიური შეტევების მერე ხშირად მემართება ამნებიზა. მავიწყდება ბევრი რამ. ახალ გაცნობილი ხალხი მავიწყდება, ვეღარ ვცნობ. ახალი, ბოლოს მომხდარი ამბები აღარ მახსოვს. ყოფილა მომენტი დამავიწყდა სახლი სად ვცხოვრობ. სად ვსწავლობ. თბილისში ნაქირავებში ვცხოვრობდი, ბინა რამდენჯერმე შევიცვალე და ყოფილა მომენტი ძველ ბინაში მივსულვარ ნაცვლად ახალისა. სწავლის პერიოდში ბევრი ნასწავლი თემები დამვიწყებია და გამოცდები ვეღარ ჩამიბარებია. და ბევრი მსგავსი გაუგებრობა მემართება. ბარსელონაში ვიყავი სასწავლებლად, 1 თვის დაწყებული მქონდა სწავლა რო ასე დამემართა, დამავიწყდა ყველაფერი, სასწავლებელსაც ვეღარ მივაგენი და მივატოვე სწავლა. რეაბილიტაციისთვის ძალიან მჭრდება ვინმე ადამიანი რომელიც დამისვამს, ამ ყველაფერს კარგად შემახსენებს, მომიყვება ჩემს თავ გადასავლებს, მეტყვის რა როგორ იყო. მაგრამ ნაცვლად ამისა ხალხი ამას ვერ იგებს, ასეთ მავიწყობას უყურადღებობად და არასრულფასოვნებად მითვლის და დანაშაულის და არასრულფასოვნების კომპლექსი მიყალიბდება. რამაც ხშირად მიმიყვანა დეპრესიამდე და თვითმკვლელობის სურვილამდე. 1 რაც ვქენი, ფოტოაპარატი ვიყიდე და ვცდილობ ხშირად და ყველგან გადავიღო სურათები რო მერე ასე მძიმე დღეებში ფოტოსურათები მეხმარება მოვლენების გახსენებაში.

შენს თავზე ამბობ? ანუ ვფიქრობ რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანი რომელიც გამუდმებით შეგახსენებს მოვლენებს შედეგის მომტანი ნაკლებად იქნება.. (ისე ეხლა პაროლი ვერ გავიხსენე ფორუმის PP)
ამაზე მეტი შედეგი მკურნალობას ექნება..არმგონია რომ ამ საკითხზე შენზე მეტი ვიცოდე, სადღაც 30მლნ-ია მსოფლიოში მგონი ამ დაავადებით .ეპილეფსიის რამდენიმე სახეობა არსებობს აქედან ზოგის განკურნების პროცენტი მეტია 90 პროცენტი ზოგის ნაკლები 70 პროცენტი, მკურნალობა ვფიქრობ გამოსავალია და თავისთავად მეხსიერების თუ სხვა პრობლემებსაც მოაწესრიგებს..
დეპრესიის თუ თვითმკვლელობის მიზეზი ნამდვილად არარის ეს, სრულფასოვანი მდგომარეობა სულიერი თუ ფიზიკური დედამიწაზე არ არსებობს, ადამიანობა გამუდმებული ბრძოლაა, ძიება, ზრდა, და არა თვითკმაყოფილებით ტკბობა, ყველას აქვს თავის სიმძიმის ჯვარი, მითუმეტეს დაავადებულთათვის ბედნიერება არავის აუკრძალავს ან ნებისმიერი განსაცდელისას- სიცოცხლით ტკბობა, ადამიანი პოულობს სირთულის გადაჭრის გზებს, ანუ ვგულისხმობ ასეთ შემთხვევაში სწორი მკურნალობის დანიშვნა, კონტროლი, და ამ მდგომარეობის შესაბამისი საქმიანობის, დასვენების, გართობის...თუ ადამიანისთვის საინტერესო სფეროს წარმართვაა გამოსავალი.. და ასე ცხოვრობს ყველა არაფერი სადეპრესიო არარის და თავის მოსაკლავი ისედაც ერთი ამოსუნთქვაა ცხოვრება, ასე რომ carpediem ანუ დატკბი წამით )
ამ ბმულზეც არის ინფ
http://www.aversi.ge/main_jurnal.php?lang=...d=1982&cat_id=2
ინტ-ში უამრავი ინფომაციაა ამის შესახებ მაგრამ მკითხაობას სპეციალისტთან მისვლა ჯობს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Jan 26 2013, 11:20 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



peritoniti
სხვა თვალით შევხედე ახლა ამ საკითხს...ხშირად გვგონია, რომ ჩვენი ჯვარი სხვაზე უფრო მძიმეა..არადა ვხვდები ყველა ჯვარს თავისი სიმძიმე აქვს...
მადლობა ასეთი წრფელი საუბრისთვის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 27 2013, 12:59 AM
პოსტი #13


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



sopo...
ციტატა
ინტ-ში უამრავი ინფომაციაა ამის შესახებ მაგრამ მკითხაობას სპეციალისტთან მისვლა ჯობს

თვითონაც მედიკია და მამამისი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თუ არ ვცდები...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jan 27 2013, 02:35 AM
პოსტი #14


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



peritoniti
მე მყავს ეპილეპტიკი, უახლოესი ადამიანი, თითქმის შვილივით გაზრდილი ბავშვი.
1 წლის წინ დაეწყო 19 წლის ბიჭს, ხან 2-3 თვე გადის და არ უმეორდება, ხან შეიძლება ყოველ თვეში გაუმეოროს.
ოქტომბრის შუა რიცხვებში ჰქონდა ბოლოს. დაგვყავს ექიმთან. თავიდან კეპრა დაუნიშნეს, გვითხრეს რომ საუკეთესო მედიკამენტია ეპილეფსიისთვის და აღარ გაუმეორებსო, 2 თვეში ისევ გაუმეორა, მერე დოზები მოუმატეს, მაგრამ მეორე თვეს ისევ იგივე მოხდა, ასე უმატეს დოზა 500 მ.ლ.დან და დღიური ნორმა 2000 მ.ლ. ჰქონდა უკვე.
ბოლოს როგორც იქნა მივაღწიეთ ძალინ ცნობილ ნევროლოგამდე, 6 თვით ადრე ჩავეწერეთ მიღებაზე.
იმან კი თავიდან ჩაუტარა ყველა გამოკვლევა, გადაღებები თავზე და გვითხრა, კეპრა დაავადებულთა 100% დან 20 % მოქმედებს დადებითად, 20% საშუალოდ და დანარჩენ 60% კი კეპრას მიიღებს თუ სერთოდ არაფერს მნიშვნელობაც კი არ აქვსო.
სახელი აღარ მახსოვს ეხლა, გავიგებ და დაგიწერ, იქნებ არის საქართველოშიც ეგ პრეპარატი. ძალიან კარგად მოქმედებს, დეპრესიული ფონიც მოუხსნა ბავშვს, თავსაც უკეთ გრძნობს და უფრო კონტაქტური გახდა ვიდრე მანამდე იყო.
მეხსიერებას რაც შეეხება, მასაც აქვს ამნეზიური მომენტები, რომ გამოვა მდგომარეობიდან ისიც კი არ ახსოვს სადაა, რა დღეა და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც დროის გასვლის შემდეგ, რომ შეახსენებ მერე უკვე არიდგენს.
იყო ისეთი შემთხვევაც, რომ წინა დღის, ან თუნდაც რამდენიმე დღის წინანდელი თუნდაც მნიშვნელობანი ამბავი არ ახსოვდა, მაგრამ რომ მოვუყევით ნელ-ნელა აღიდგინა და გაიხსენა.
მაგრამ რომ გაახსენო რამე და მაინც ვერ აღიდგინოს და ვერ გაიხსენოს ეგეთი რამე არ ყოფილა.
ერთი რაცაა კიდევ, შეტევა ყოველთვის ძილში ემართება, მაგრამ წინაპირობა, ანუ ფონი, რაც გვახვედრებს ხოლმე რომ შეიძლება დღეს თუ ხვალ გაუმეოროს ერთი ან ორი დღით ადრე ეწყება.
უხასიათობა, მოწყენილობა, დეპრესიული მომენტი, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ყოველთვის აქვს გულის რევის შეგრძნება.
როგორც კი ეს შეგრძნება უჩნდება, უკვე ვხვდებით, რომ ბავშვს შეტევა დაეწყება.
როდესაც ჩაივლის უკვე მერეც უგრძელდება გულის რევის შეგრძნება და ძლიერი თავის ტკივილი 1 დღე მაინც.
თან აქვს ძილის მოთხოვნილება, როგორც არ უნდა ეცადო გაღვიძებას, შეიძლება გიპასუხოს რაღაც კითხვაზე, მაგრამ თვალს ვერ გაახელინებ, რამდენიმე საათი უნდა ეძინოს რომ ორგანიზმმა ძალები აღიდგინოს და მერე უბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას.
ამ ბავშვის ავადმყოფობის პერიოდმა ჩემს თავზე გადაიარა და ხშირად ვყოფილვარ მის გვერდით შეტევის დროს.
ბევრი რამე გავიგე და ვისწავლე უკვე ამ დაავადებაზე, მასთან ერთად დავდივარ ექიმებთან.
თუ რამე შეკითხვა გექნება მკითხე და იმედია შევძლებ გიპასუხო.
პრეპარატის დასახელებას კი აუცილებლად გაგიგებ და მოგწერ.
გამოჯანმრთელებას გისურვებ kiss1.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
peritoniti
პოსტი Mar 5 2013, 12:11 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 67
რეგისტრ.: 14-November 10
წევრი № 9,872



გმადლობთ გამოხმაურებისათვის. კი, მეც ექიმი ვარ მამაც ექიმი მყავს. იცით რა არის, მე ძალიან მიყვარს მეცნიერება, კვლევა-ძიება, სამყაროს შეცნობა. ეპილეფსიაზე რო მიდის საუბარი რატომღაც სულ მის შეტევებზე, მეხსიერება ზე და ასეთ კლინიკურ პრობლემებზე მიდის მსჯელობა და მათ მკურნალობაზე. უნიშნავენ ავადმყოფს შეტევების საწინააღმდეგო პრეპარატებს და არავინ საუბრობს ფსიქოლოგიურ მხარეზე. არავინ ამბობს რომ ასეთ ადამიანს ფსიქოლოგის დახმარებაც დაჭირდება და ფსიქოლოგთანაც იარეო! ამ მხარეს ამ დაავადებისა არ აღნისნავენ. არადა პირადად მე, სულაც არ ვცდილობ გამოჯამრთელებას, ეს ეპილეფსიური შეტევები ჩემთვის სერიოზული დაკვირვების საგანია. ვფიქრობ მე მომცა ღმერთმა ის უპირატესობა ეპილეფსიას "შიგნიდან" შევხედო. კარგად დავაკვირდე ამ დროს ადამიანი რას განიცდის და განსხვავებულს რას გრძნობს ეს შევისწავლო. მე უბრალოდ ფსიქოლოგიური დახმარება მსურდა ჩემი სანაცნობო წრისაგან, რომ ასეთ დროს მათ ჩემი მეხსიერების დაკარგვა სწორად გაიგონ და დასაცინი არ გავხდე და თავი უხერხულად არ ვიგრძნო, თორე ეპილეფსიური შეტევის წინააღმდეგი არა ვარ - ეს ჩემთვის ის თავსატეხია რომლის ამოხსნაც მსურს და მასზე დაკვირვება ჩემთვის საინტერესო სამუშაოა, ისევე როგორც ამოცანის ამოხსნაზე მუშაობა მათემატიკოსისთვის ან ექიმისთვის ახალი დაავადების შესწავლა და მკურნალობის ახალი მეთოდის ძიება!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 26 2014, 09:39 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"(ღირს გრიგოლ დეკაპოლელს) მოუახლოვდა გარდაცვალების ჟამი. ეპილეფსიით მძიმედ დაავადდა. გაუნძრევლად იწვა და უფალს მხურვალედ ევედრებოდა, რომ ეპილეფსია წყალმანკით შეეცვალა. ღმერთმა ისმინა მისი ლოცვა, გაათავისუფლა პირველი სნეულებისგან და შეჰყარა მეორე, ნათხოვარი".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 24 2015, 07:22 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეპილეფსიით ავადმყოფობისას [მიმართავენ] - ტიხვინის ღვთისმშობლის ხატს, მთავარანგელოზ სელაფიელს და მოწამე ვიტეს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2015, 09:27 PM
პოსტი #18


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამ დროს [წმ. სერაფიმე საროველის კანონიზაცია] კიდევ ერთი სასწაული აღსრულდა: - მლოცველთა შორის იყო მოსკოველი ევდოკია მასლენიკოვა თავისი 12 წლის გოგონათი, რომელსაც ეპილეფსიის შეტევების გამო მეტყველების უნარი წართმეოდა... დედამ კუბოს ხელსახოცი შეახო, რითიც შემდეგ ქალიშვილს მოსწმინდა სახე და გოგონა ყველას თვალწინ ამეტყველდა..."

/"საქართველოს იმედი II", წიგნი 13, გვ. 164/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2016, 12:26 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



http://funtime.ge/eqimis-konsultacia/ra-sh...lad-gankurneba/

რა არის ეპილეფსია?
ეპილეფსია ქრონიკული ფსიქონევროლოგიური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება უეცარი, განმეორებითი გულყრებით და სხვადასხვა კლინიკური და პარაკლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს.

ეპილეფსიური გულყრების კლასიფიკაცია
ეპილეფსიური გულყრების კლასიფიცირება ხდება გულყრის ტიპის, გამომწვევი მიზეზის, ეპილეფსიური სინდრომის და ასევე იმ მდგომარეობის შეფასებით რაც ახლავს გულყრას. აქედან გამომდინარე, არსებობს:
ფოკალური გულყრები - გულყრების ეს ფორმა ხასიათდება იმით, რომ პათოლოგიის კერა ყოველთვის არსებობს თავის ტვინის რომელიმე კონკრეტულად შემოსაზღვრულ უბანში, ამასთანავე აბსოლუტურად სულერთია ჩაერთვება თუ არა პროცესში ქერქის სხვა ნაწილებიც მეორადი გავრცელების შედეგად. განსაკუთრებით მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს გულყრის დაწყებას აურით იმასთან დაკავშირებით, ტვინის რომელ რეგიონში მდებარეობს პათოლოგიის კერა, რადგან გულყრა არის ერთი კონკრეტულად შემოსაზღვრული ნეირონული კავშირების აქტივობის შედეგი.
თავის მხრივ ფოკალური გულყრები იყოფა შემდეგ ქვეჯგუფებად:
მარტივი ფოკალური გულყრები - როდესაც ცნობიერება შენარჩუნებულია;
კომპლექსური ფოკალური გულყრები - მიმდინარეობს ცნობიერების დარღვევით;
გენერალიზებული გულყრები - მისი მიმდინარეობა და სიმპტომები არ გვაძლევს ანატომიურად შემოსაზღვრული ლოკალიზაციის და ლოკალური (კეროვანი) დასაწყისის ნიშნების შეცნობის საშუალებას.
გენერალიზებული გულყრების ქვეჯგუფებია:
აბსენსი - გულყრები ცნობიერების ხანმოკლე გამორთვით დაცემის გარეშე;
მიოკლონური გულყრები - მიმდინარეობს ცალკეული კუნთოვანი ჯგუფების ერთეული ან არარეგულარულად განმეორებადი კონვულსიებით;
ტონური გულყრები - მიმდინარეობს კუნთების დაჭიმვით და ძირითადად მოიცავს ზურგის, ხელების და ფეხების კუნთებს, შეიძლება გამოიწვიოს ვარდნაც;
კლონური გულყრები - ხასიათდება კუნთების რიტმული, ბიძგისებური შეკუმშვებით. ძირითადად მოიცავს კისერს, სახეს, ხელებს;
ატონური გულყრები - ე.წ. ვარდნის შეტევები, იწვევს კუნთების კონტროლის დაკარგვას, შესაძლებელია მოხდეს უეცარი დაცემა ძირს;
ტონურ-კლონური გულყრა - ხასიათდება გონების დაკარგვით, სხეულის დაჭიმვითა და ბიძგებით, რასაც ზოგჯერ ახლავს ენის მოკვნეტა და უნებლიე შარდვა.
არსებობს არაკლასიფიცირებული ეპილეფსიური გულყრები, რომელთა კლასიფიცირება არასაკმარისი ან არასრულყოფილი მონაცემების გამო ვერ ხერხდება.
გარდა ამისა, არსებობს ეპილეფსიური სტატუსისა და ეპილეფსიური სინდრომის ცნება.
ეპილეფსიური სტატუსი - ეს არის მრავალი განმეორებითი გულყრა, გულყრათა შორის ნათელი პერიოდის არ არსებობით;
ეპილეფსიური სინდრომი კი - ლენოქს-გასტოს სინდრომს, ვესტის სინდრომს, საფეთქლის წილის ეპილეფსიას და ფეტალურ ალკოჰოლურ სინდრომს გულისხმობს.
დაავადება გვხვდება არა მარტო მოზრდილ ადამიანებში, არამედ ბავშვებსა და ახალშობილებშიც ხშირად ვლინდება.

გამომწვევი მიზეზები
ეპილეფსიის გამომწვევი მიზეზები შემთხვევათა 60-70%-ში ვერ დგინდება, ხოლო ეპილეფსიის მქონე პაციენტების 30-40%-ში იგი ასოცირებულია სხვადასხვა ფაქტორებთან:
გენეტიკური წინასწარგნაწყობა - (ეპილეფსიის ზოგიერთი ფორმა, რომელიც აღნიშნულია გულყრის ტიპების ჩამონათვალში, გვხვდება ოჯახურად);
თავის ტვინის პრენატალური დაზიანება - (დაბადებამდე, მუცლადყოფნის პერიოდში, შეიძლება ბავშვს თავის ტვინი სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით დაუზიანდეს. ეს ფაქტორებია მაგალითად: დედის ინფექცია, ცუდი კვება, ჟანგბადის ნაკლებობა და ა.შ.);
ტვინის სისხლძარღვოვანი განვითარების მანკები (ჰემანგიომა, ანევრიზმები და ა.შ.);
ნივთიერებათა ცვლის დარღვევები (მათ შორის ჰიპერპარათირეიზი და ჰემაქრომატოზი);
ქალა-ტვინის ტრავმები (უბედური შემთხვევების დროს);
თავის ტვინის სხვადასხვა მდგომარეობები (სიმსივნე, ინსულტი და ა.შ.);
ზოგიერთი ინფექციური დაავადება (მენინგიტი, შიდსი, ვირუსული ენცეფალიტი და ა.შ.);
განვითარებითი დარღვევები - (ეპილეფსია ზოგჯერ ასოცირებულია ისეთ განვითარებით დარღვევებთან, როგორიც არის მაგალითად: აუტიზმი ან ნეირიფიბრომატოზი) და ა.შ.
გარდა ამისა, არსებობს ეპილეფსიური გულყრების შემთხვევითი მიზეზები:
ცხელება;
უძილობა;
ფიზიკური გადაძაბვა;
მოციმციმე შუქი სხვადასხვა ეფექტებით (მაგ; დისკოთეკაზე);
ჰიპოგლიკემია (გლუკოზის დაბალი კონცენტრაცია სისხლში);
ალკოჰოლური ინტოქსიკაცია;
თერაპიული ფსიქოტროპული პრეპარატები (მაგ: ამიტრიფტილინი) და ა.შ.

სიმპტომები
ეპილეფსიურ გულყრას ახასიათებს:
ცნობიერების დაკარგვა;
მოკვეთილივით ძირს დაცემა;
ტონური კრუნჩხვა (რომელშიც ჩათრეულია სხეულის ყოველი კუნთი, სხეული იჭიმება და თითქოს ადამიანი იზმორება);
ღმუილის მსგავსი ხმების გამოცემა (რაც განპირობებულია სასუნთქი და ხორხის კუნთების ერთდროული კრუნჩხვებით);
სუნთქვის გაძნელება;
სახის გაფერმკრთალება და შემდეგ გალურჯება-გაწითლება (სუნთქვის გაძნელების გამო);
თვალებისა და თავის ხან გვერდზე, ხანაც ზემოთ მოქცევა;
გახშირებული და ხმაურიანი სუნთქვა;
ოფლიანობა;
დუჟის მოდინება;
უნებლიე შარდვა და ა.შ.
გულყრის სიხშირე ცვალებადია და შესაძლოა განვითარდეს როგორც სიფხიზლისას, ისე ძილის დროსაც.

დიაგნოსტიკა
სანამ მოხდება ეპილეფსიის დიაგნოსტირება და დაავადების საბოლოო დადასტურება, ჯერ უნდა მოხდეს გულყრის შესაძლო მიზეზების გამოკვლევა. მაგალითად: სხეულის ტემპერატურის გაზომვა (ხომ არ არის ტემპერატურა მაღალი), სისხლში შაქრის დონის შემოწმება (ხომ არ არის მასში შაქრის დაბალი შემცველობა), სისხლის ანალიზების ჩატარება (სისხლში კალციუმის ნაკლებობა შესაძლოა გულყრის მიზეზი იყოს) და ა.შ. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კვლევის ჩატარება და ამნეზის საფუძვლიანი შესწავლა.
გარდა ამისა, ეპილეფსიის დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება:
ელექტროენცეფალოგრამა (EEG) - რომლის საშუალებითაც ხდება თავის ტვინში წარმოქმნილი ელექტრული პოტენციალის აღრიცხვა;
კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია - რომელთა საშუალებით ხდება თავის ტვინის სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის მიღება;
მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპია (MRS) და პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET-CT)- რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას, ტვინის მუშაობის შესახებ.
ქალაქ სტამბოლში არსებული, საავადმყოფოთა ქსელი „მედიპოლი“ ეპილეფსიის დიაგნოსტირების გთავაზობთ შემდეგ მეთოდებს:
რუტინული EEG და 24 საათიანი EEG გამოკვლევა -რომლის დროსაც ხდება პაციენტის სპეციალურ EEG-ს პალატაში მოთავსება და EEG აპარატით ვიდეომონიტორინგი;
3 ტესლა თავის ტვინის მაგნიტო-რეაზონანსულ ტომოგრაფია - რომელიც გამოიყენება სტრუტურული და ფუნქციური ანომალიების დაფიქსირების და ფსიქომეტირული შეფასების მიზნით;
ინტრაკრანიალური SPECT;
პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (Pet /CT).

მკურნალობა
ეპილეფსიის მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა ჩატარდეს და საკმაოდ ხანგრძლივია. თუმცა, ეს ისე არ უნდა აღვიქვათ, რომ მკურნალობა მთელი სისოცხლის მანძილზე უნდა გაგრძელეს. ის კი არა, ასაკის მატებასთან ერთად ეპილეფსია შესაძლოა, თავისითაც დარეგულირდეს და წამლით მკურნალობის გაგრძელებაც კი საჭირო აღარ გახდეს. თუმცა, გადაწყვეტილებას ამასაც დაკავშირებით აუცილებლად მკურნალი ექიმი იღებს.
ეპილეფსიის მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეფექტური მეთოდიმედიკამენტოზური მკურნალობაა. გულყრის დროს ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები ტვინის უჯრედებზე ზეგავლენას ახდენენ და კრუნჩხვებს ახშობენ. მკურნალობის დროს, დაუშვებელია შეცდომის დაშვება და პაციენტმა მედიკამენტები აუცილებლად ყოველ დღე, გარკვეული დოზებით და საათის მიხედვით უნდა მიიღოს. პაციენტმა აუცილებლად უნდა მოახდინოს გულყრის სიხშირისა და მიღებული წამლების აღრიცხვა, რითიც ის მკურნალ ექიმს სერიოზულ დახმარებას გაუწევს.
მართალია, მედიკამენტები ეპილეფსიას სრულად ვერ აღმოფხვრავენ, მაგრამ გულყრის სიხშირესა და ინტენსივობას საკმაოდ ამცირებენ და ხელს უშლიან მათ განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ეპილეფსიის მედიკამენტოზური მკურნალობა საკმაოდ შედეგიანია, ვერც ერთი ექიმი თავის პაციენტს ეპილეფსიისგან განკურნებისა და გულყრებისგან გათავისუფლების 100%-იან გარანტიას ვერ მისცემს.
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში არსებული საავადმყოფოთა ქსელი „მედიპოლი“ ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ მათ ეპილეფსიის ზოგიერთ ფორმაზე მკურნალობა ქირურგიული გზით ჩაუტარდეთ (ეპილეფსიის მკურნალობის ქირურგიულ მეთოდებზე, მომდევნო რუბრიკაში გესაუბრებით - ნ.ვ.). იწვევს თუ არა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები გვერდით მოვლენებს? ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები ზოგ შემთხვევაში გვერდით მოვლენებსაც იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ არასწორი ფორმით ხდება წამლის მიღება. ეპილეფსიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი, მკურნალობის დასაწყისში იწვევს მოთენთვას; გაუწონასწორებლობას; ალერგიას; თავბრუსხვევას.იმისთვის, რომ პაციენტს მსგავსი გვერდითი მოვლენები არ გამოუვლინდეს, პრეპარატების დოზები მომატება ეტაპობრივად ხდება. ზოგჯერ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატების ხანგრძლივი მიღება გასუქებას, თმის ცვენას, ღრძილების შეშუპებას, ჰიპერაქტიურობას, ჰისრუტიზმსა და ჰორმონალურ დარღვევას იწვევს.
აქედან გამომდინარე, მედიკამენტოზური მკურნალობის პერიოდში, ყველა პაციენტი და განსაკუთრებით კი ბავშვები, აუცლებლად ექიმის კონტროლქვეშ უნდა იმყოფებოდეს.
იმ შემთხვევაში, თუ გულყრა და კრუნჩვები სწორად წარმართული მედიკამენტოზური მკურნალობის მიუხედავად, კვლავაც გრძელდება, ექიმი ცვლის დანიშნულებას და პაციენტის მკურნალობას სხვა პრეპარტით აგრძელებს. ხოლო თუ ესეც უშედეგო აღმოჩნდება, მაშინ მკურნალობა ქირურგიული ჩარევით უნდა მოხდეს, რისთვისაც პაციენტებს, ჩვენს კლინიკაში, ეპილეფსიურ ქირურგიას ან ცდომილი ნერვის (ვაგალური ნერვის) ელექტროსტიმულაციის ჩატარებას სთავაზობენ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 25 2016, 10:09 AM
პოსტი #20


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მხოლოდ XIX საუკუნეში მოხერხდა ჯვრის ნაცვლად ნიშის აგება. ამ ნიშმა შეიძინა საოცარი კურნების მადლი. ცნობილია, რომ ამ ადგილზე განიკურნა ეპილეფსიით დაავადებული გრაფი საფონოვი, რომელიც თბილისში კონსულად მსახურობდა. მადლიერმა გრაფმა გაამშვენა აბო თბილესის ნიში, კარი შეაბა მას და ხატიც დააწერინა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:19 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი