პირველი კლასიდან ინგლისური და კომპიუტერი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პირველი კლასიდან ინგლისური და კომპიუტერი |
ikanosi |
Jun 24 2010, 12:10 AM
პოსტი
#121
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
fiore
ციტატა მშობლებმა რო არ იციან ინგლისური ეგ კიდევ ერთხელ მიუთითებს რო გაუნათლებელი არიან ახლა მართლა ჩამცხეთ ურო ციტატა სკოლაში უნდა მისცენ ბავშვებს ცოდნა რო დამოუკიდებლად შეძლონ მუშაობა უკვე ზღაპარია... ანა, კლავიატურიდან ადვილია საუბარი მაგრამ საქმე საქმეზე რომ მოდიგება სხვაგვარად არის საქმე, მაგ დროს გამოჩნდება ის ათასი "კუდი" ციტატა აგრამ ფაქტები მომიყვანე. აი ის არგუმენტები რაც ზემოდ დაწერე ძალიან სუსტია. ძვლებიანად შევჭამ ახლა ამას -------------------- ფარით ან ფარზე
|
Ismail |
Jun 28 2010, 07:00 PM
პოსტი
#122
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ხოო, მძაფრი დისკუსია გამართულა აქ...
ინგლისურის ინტენსიური სწავლება მართლაც აუცილებალია დღეს საქართველოში. ვინმეს თუ კიდევ აქვს ილუზია, რომ ინგლისურის გარეშე ქვეყანა რამეს მიაღწევს, ძალიან ცდება. ეს რეალობაა. და მშობლიური ენის დავიწყება არაფერ შუაში არაა აქ. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
Giorgi- |
Jun 28 2010, 11:00 PM
პოსტი
#123
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
ისე საინტერესოა პატრიოტიზმის ჩვენებური, მომძაფრებული გრძნობა
ათასჯერ მაინც მითქვამს ამ ფორუმზე და ხან მაჩუმებენ ხან არანორმალურად მთვლიან მაინც დავსვამ ამ კითხვას, რადგან პირდაპირ კავშირშია თემასთან: ვინ უფრო პატრიოტია თავისი ქვეყნის? რიგითი გერმანელი, ან ინგლისელი (თუნდაც ეროვნების განურჩევლად), რომელიც ბოთლებს რეცხავს და ისე აგდებს სპეციალურ სანაგვე ყუთში (მოგეხსენებათ სხვადასხვა ნარჩენებისთვის სხვადასხვა სანაგვეები არსებობს). ველოსიპედის და ფეხით სეირნობის კულტურა. მაქსიმალურად გარემოს დაცვა. (ძალიან ბევრი მაღალი გამავლობის ავტომობილს მხოლოდ იმიტომ არ ყიდულობს რომ ბუნებას აბინძურებსო, რაც ჩვენთან წარმოუდგენელია, პირიქით კატალიზატორს ხსნიან მანქანას რომ გაწევა მოემატოს). საათივით აწყობილი სისტემა, ისე კი არა ჩვენთან სასტუმროში ტელეფონზე რომ ერთ ფასს გეტყვიან და მერე რომ ჩახვალ მეორეს, ან საერთოდ გამოგლანძღავენ და ისე გამოგიშვებენ თუ რიგითი მეხაშე ქართველი? აი, ჩვენ რომ ვართ ეგეთი ტიპის. ჩვენი კულტურული დასვენების მწვერვალი არის პატარა გასეირნება, ქველმოქმედება ერთმანეთის დასანახავად და მერე სოკო კეცზე, ხინკალი ორნაირი, ხბოს ჩაშუშული, კუპატი, ღვინის შეტანის ტრადიცია, ქალებს ლიქიორი და დილა-საღამოს საღამოს მაკიაჟი და თეატრალური კაბა... წავიდა ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები, რაც უფრო ლექსად და მჭერმეტყველურად იქნება მით უკეთესი. თურქებივით ოქრო, ოქრო და ოქრო. დედამთილმა რა გაჩუქა, მულმა რა გაგიკეთა, მეგობარს რომ ესტუმრე რა გაჭამა, რა მომიტანე რომ მოხვედი. 5 ლარიანი ბამბანერკა ჯობია თუ მაინც უნდა გაიხსნას და ა.შ. რა შუაშია რაც ზემოთ დავწერე? დიახ, ბავშვმა უნდა ისწავლოს ინგლისურიც, ინტერნეტიც, სხვა კულტურებსაც უნდა გაეცნოს, იმისათვის რომ ადამიანად, მოქალაქედ ჩამოყალიბდეს. შეეძლოს კარგის და ცუდის გარჩევა დამოუკიდებლად. იცოდეს ნამდვილი ფასეულობები. გააჩნდეს ღირსება და სხვების პატივისცემა. უნდა იცოდეს რომ მისი მომავალი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და დედიკო და მამიკო ვერ გაუჩალიჩებს უმაღლეს განათლებას. იმიტომ უნდა ისწავლოს პირველი კლასიდან კი არა ბაღიდან, რომ ტიპიური მეხაშე მამა და ტიპიური ჭორიკანა დედა თუ ყავს მათ არ დაემსგავსოს და საკუთარი აზრი გააჩნდეს იცოდეს რომ სამშობლო ის კი არ არის რაღაც ლეგენდებს რომ ყვებიან ზეაღმატებულ ერზე, არამედ თვითონ არის სამშობლო და მისნაირები არიან სამშობლო, ისინი ხატავენ სამშობლოს კი ბატონო, ერეკლე ერთი ხმლის მოქნევით 12 ოსმალს თუ აგდებინებდა თავს ახლა სხვა დროა და სხვა გამოწვევებია მხოლოდ ინგლისურზე და კომპიუტერზე კი არ არის საქმე, ზოგადად ცხოვრების სტილის შეცვლა გვაშინებს. ის ჯობია მოკომუნისტო პედაგოგები ყალბ მორალს რომ გვიკითხავდნენ და ერთ ოქროს ბეჭედში და ვარდებში იწერებოდა ნიშნები რა მერე ვერ გამოვედით მაგრებიო არ თქვათ ახლა.... რეფორმა აუცილებელია! ინგლისური აუცილებელია! კომპიუტერი აუცილებელია! თანამედროვე ცხოვრების სტილი აუცილებელია! ვისაც ჯერ არ დაგიწყიათ დროზე შუდექით, გვიან სჯობს ვიდრე მეხაშეობა და კიდევ გვეყოფა კომპლექსები. პურ-მარილით და ცრუ მეტყველებით ვეღარავის გავაკვირვებთ. ახლა ის დროა, რაც დიდი ხნის წინ უნდა დამდგარიყო ჩვენთან მხოლოდ სწავლა, შრომა და პასუხისმგებლობა- ბავშვს რაც უნდა ვასწავლოთ. ინგლისურს თუ სახელმწიფო ენად გამოაცხადებენ მერე ვიყვიროთ. თუ სხვაგან არ მომხდარა ბოლო საუკუნეების მანძილზე არც ჩვენთან მოხდება აბა, ვისთან ვსმვამთ დღეს? |
kato_Bato |
Jun 28 2010, 11:15 PM
პოსტი
#124
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
Giorgi-
ჩემი + 1 პირველი წინადადებიდან ბოლო სმაილის ჩათვლით. ციტატა იცოდეს რომ სამშობლო ის კი არ არის რაღაც ლეგენდებს რომ ყვებიან ზეაღმატებულ ერზე, არამედ თვითონ არის სამშობლო და მისნაირები არიან სამშობლო, ისინი ხატავენ სამშობლოს ამაზე ცრემლი მომერია, ე.წ კუნცხალი -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
A.v.B |
Jun 29 2010, 12:19 AM
პოსტი
#125
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 |
Giorgi-
გეთანხმებისავით..... აუცილებელია განათლება, სწავლაა აუცილებელი ... ისა და თქვენს საუბარში ცოტა არ იყოს და მეტი პესიმიზმია და მუქ ფერებშია გადმცემული ჩვენი დღევანდელი ყოფა... კი გეთანხმები რომ დღეს ბევრი ქართველი ცოხვრობს "ჯემალა" ქართველობით... ქართბელობა სმა..ჭამა...დედაკაცები... და დუდუკი რომ გონიათ.... მაგრამ საქმეც მაგაშია უნდა გავაგებიონთ პატარებს რომ ქართველობა მაგაში არაა... და რაც მართლა მათი ვალია ის უნდა გაიგონ... და რაც მთავარი არ უნდა დავავიწყებინოთ ის რის გამოც უნდა ისწავლონ... რის გამონც უნდა იღვაცონ..არა იმის გამოც რომ ევროპას დაემგვანონ არამინდ იმის გამო რომ საქართველოს გამოადგნენ ... პიტველი კლასიდან ინგლისური რისი მომცემია მიპასუხე ერთი.... |
Giorgi- |
Jun 29 2010, 11:08 AM
პოსტი
#126
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
A.v.B
ციტატა ისა და თქვენს საუბარში ცოტა არ იყოს და მეტი პესიმიზმია და მუქ ფერებშია გადმცემული ჩვენი დღევანდელი ყოფა. პესიმიზმი კი არ არის სიძულვილია kato_Bato სმაილები შენ დაუსვი და შეარბილე წინადადებები, მოდერატორი ხარ ბოლობოლო სად არიან მეხაშეები? მეგონა ამაღამ სახლში დამადგებოდნენ საქმის გასარჩევად ეს უკვე კარგია. უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება A.v.B ციტატა პიტველი კლასიდან ინგლისური რისი მომცემია მიპასუხე ერთი.... მეხაშედ/ხაშისტად რომ არ გაიზარდოს იმის... |
Atman |
Jun 29 2010, 02:30 PM
პოსტი
#127
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
Giorgi-
შენ გულწრფელად განიცდი, საქართველოში ბევრი ჯემალი რომაა? თუ უბრალოდ გძულს ისინი და აგრესიას ანთხევ აქ? შენ რითი ხარ მათზე უკეთესი? ინგლისური კარგად რომ იცი და "ახალი გრუზინი" რომ ხარ? თუ "ახალი გრუზინებიც" ჯემალის თანამედროვე ვარიანტია და შენ მათზე მაღლაც დგახარ? ციტატა უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება ეს თუ იცი, ისიც უნდა იცოდე, რომ რა სნეულებაც სხვაში გძულს, ზუსტად იგივეა შენში. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
k@the |
Jun 29 2010, 02:42 PM
პოსტი
#128
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
არავინ, მითუმეტეს მე და მარიამი აქ არ ამბობთ, რომ არც ინგლისურია საჭირო სკოლაში და არც კომპიუტერიო. მაგრამ არსებობს მოზარდის ფსიქოლოგია, არსებობს პედაგოგიკა და არსებობს ასევე მოზარდის ათვისების უნარის შესახებ ბევრი კვლევა. ადრეულ ასაკში იმაზე მეტი ინფორმაციის ქონა, მოზარდისათვის ხშირად უარყოფითად მიქმედებს და მთელს მის მომავალზე ახდენს გავლენას.
რატომ არ ასწავლიან ფიზიკას პირველი კლასიდან? ან სხვა საგნებს. რატომაა გათვლილი, რომელი საგანი როდის უნდა მიეწოდოს ბავშვს, რათა მისი განვითარება ეტაპობრივად მოხდეს და მიღებული ინფორმაციის სწორად გადამუშავება შეძლოს ?? მე ჩემი შვილისთვის კომპიუტერის და ინტერნეტის ცოდნას 7 კლასის ასაკამდე არანაირად ერ მივესალმები, რადგან იქ მოპოვებული ინფორმაციის კონტროლის საშუალება არ მექნება და მე არ მინდა ჩემმა შვილმა დამახინჯებული ინფორმაციებით შეიქმნას რაღაც ფასეულობები და მერე სანანებელი გამიხდეს, რომ ბავშვის აღზრდაში სადღაც რაღაც შეცდომა გამეპარა, ინტერნეტთან კავშირი კი ამის დიდ ალბათობას მპირდება. დანარჩენი თქვენ იცით თქვენს შვილებთან მიმართებაში, თუმცა იმედია განათლების სისტემაში ჰაი-ჰარალოზე არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს და კარგად გამოიკვლევენ პლიუს-მინუსებს მოზარდის სამყაროში ინტერნეტის და კომპიუტერის შეტანის შემთხვევაში. არაფერ შუაშია აქ არც გრუზინობა და არც პატრიოტობა. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
fiore |
Jun 29 2010, 02:42 PM
პოსტი
#129
|
innocent.. ჯგუფი: Members პოსტები: 523 რეგისტრ.: 16-May 10 წევრი № 8,839 |
Atman
რა მნიშვნელობა აქვს როგორია, მთავარია რო გამოსწორების სურვილი აქვს -------------------- when you are in deep shit it's better to keep your mouth shut! |
Atman |
Jun 29 2010, 02:46 PM
პოსტი
#130
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
fiore
ციტატა რა მნიშვნელობა აქვს როგორია, მთავარია რო გამოსწორების სურვილი აქვს სხვების თუ საკუთარი თავის? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Ismail |
Jun 29 2010, 02:54 PM
პოსტი
#131
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
მეხაშედ/ხაშისტად რომ არ გაიზარდოს იმის... ისე საინტერესოა პატრიოტიზმის ჩვენებური, მომძაფრებული გრძნობა ათასჯერ მაინც მითქვამს ამ ფორუმზე და ხან მაჩუმებენ ხან არანორმალურად მთვლიან მაინც დავსვამ ამ კითხვას, რადგან პირდაპირ კავშირშია თემასთან: ვინ უფრო პატრიოტია თავისი ქვეყნის? რიგითი გერმანელი, ან ინგლისელი (თუნდაც ეროვნების განურჩევლად), რომელიც ბოთლებს რეცხავს და ისე აგდებს სპეციალურ სანაგვე ყუთში (მოგეხსენებათ სხვადასხვა ნარჩენებისთვის სხვადასხვა სანაგვეები არსებობს). ველოსიპედის და ფეხით სეირნობის კულტურა. მაქსიმალურად გარემოს დაცვა. (ძალიან ბევრი მაღალი გამავლობის ავტომობილს მხოლოდ იმიტომ არ ყიდულობს რომ ბუნებას აბინძურებსო, რაც ჩვენთან წარმოუდგენელია, პირიქით კატალიზატორს ხსნიან მანქანას რომ გაწევა მოემატოს). საათივით აწყობილი სისტემა, ისე კი არა ჩვენთან სასტუმროში ტელეფონზე რომ ერთ ფასს გეტყვიან და მერე რომ ჩახვალ მეორეს, ან საერთოდ გამოგლანძღავენ და ისე გამოგიშვებენ თუ რიგითი მეხაშე ქართველი? აი, ჩვენ რომ ვართ ეგეთი ტიპის. ჩვენი კულტურული დასვენების მწვერვალი არის პატარა გასეირნება, ქველმოქმედება ერთმანეთის დასანახავად და მერე სოკო კეცზე, ხინკალი ორნაირი, ხბოს ჩაშუშული, კუპატი, ღვინის შეტანის ტრადიცია, ქალებს ლიქიორი და დილა-საღამოს საღამოს მაკიაჟი და თეატრალური კაბა... წავიდა ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები, რაც უფრო ლექსად და მჭერმეტყველურად იქნება მით უკეთესი. თურქებივით ოქრო, ოქრო და ოქრო. დედამთილმა რა გაჩუქა, მულმა რა გაგიკეთა, მეგობარს რომ ესტუმრე რა გაჭამა, რა მომიტანე რომ მოხვედი. 5 ლარიანი ბამბანერკა ჯობია თუ მაინც უნდა გაიხსნას და ა.შ. რა შუაშია რაც ზემოთ დავწერე? დიახ, ბავშვმა უნდა ისწავლოს ინგლისურიც, ინტერნეტიც, სხვა კულტურებსაც უნდა გაეცნოს, იმისათვის რომ ადამიანად, მოქალაქედ ჩამოყალიბდეს. შეეძლოს კარგის და ცუდის გარჩევა დამოუკიდებლად. იცოდეს ნამდვილი ფასეულობები. გააჩნდეს ღირსება და სხვების პატივისცემა. უნდა იცოდეს რომ მისი მომავალი მხოლოდ მასზეა დამოკიდებული და დედიკო და მამიკო ვერ გაუჩალიჩებს უმაღლეს განათლებას. იმიტომ უნდა ისწავლოს პირველი კლასიდან კი არა ბაღიდან, რომ ტიპიური მეხაშე მამა და ტიპიური ჭორიკანა დედა თუ ყავს მათ არ დაემსგავსოს და საკუთარი აზრი გააჩნდეს იცოდეს რომ სამშობლო ის კი არ არის რაღაც ლეგენდებს რომ ყვებიან ზეაღმატებულ ერზე, არამედ თვითონ არის სამშობლო და მისნაირები არიან სამშობლო, ისინი ხატავენ სამშობლოს კი ბატონო, ერეკლე ერთი ხმლის მოქნევით 12 ოსმალს თუ აგდებინებდა თავს ახლა სხვა დროა და სხვა გამოწვევებია მხოლოდ ინგლისურზე და კომპიუტერზე კი არ არის საქმე, ზოგადად ცხოვრების სტილის შეცვლა გვაშინებს. ის ჯობია მოკომუნისტო პედაგოგები ყალბ მორალს რომ გვიკითხავდნენ და ერთ ოქროს ბეჭედში და ვარდებში იწერებოდა ნიშნები რა მერე ვერ გამოვედით მაგრებიო არ თქვათ ახლა.... რეფორმა აუცილებელია! ინგლისური აუცილებელია! კომპიუტერი აუცილებელია! თანამედროვე ცხოვრების სტილი აუცილებელია! ვისაც ჯერ არ დაგიწყიათ დროზე შუდექით, გვიან სჯობს ვიდრე მეხაშეობა და კიდევ გვეყოფა კომპლექსები. პურ-მარილით და ცრუ მეტყველებით ვეღარავის გავაკვირვებთ. ახლა ის დროა, რაც დიდი ხნის წინ უნდა დამდგარიყო ჩვენთან მხოლოდ სწავლა, შრომა და პასუხისმგებლობა- ბავშვს რაც უნდა ვასწავლოთ. ინგლისურს თუ სახელმწიფო ენად გამოაცხადებენ მერე ვიყვიროთ. თუ სხვაგან არ მომხდარა ბოლო საუკუნეების მანძილზე არც ჩვენთან მოხდება აბა, ვისთან ვსმვამთ დღეს? ვეთანხმები ამ კაცს. და დავამატებ / დავძენ: არც ისე არაა საქმე, რომ ქართველებს მთლად კარგი არაფერი გვქონდეს (ამას არც Gიორგი- ამბობს). უბრალოდ, საჭიროა გააზრება იმისა, თუ რომელი ჩვევა/ჩეულება/ზნე/ტრდიცია არის ნამდვილად ქართული და რომელი - ვითომქართული და შემოგდებული. ამასთან, ამ ნამდვილად ქართული ჩვევებიდან/ჩვეულებებიდან/ზნეებიდან/ტრადიციებიდან რომელია კარგი და რომელი - ცუდი, რამეთუ ქართული ყველა ვარიანტში არ ნიშნავს კარგს, ისევე როგორც - ცუდს. მოკლედ, საჭიროა ფასეულობათა სწორად შერჩევა. რაც შეეხება ინგლისურ ენას, მისი შესწავლისა და სწავლების აუცილებლობაზე ლაპარაკი მგონი ზედმეტიცაა. დიახაც, ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს ინგლისურის სწავლება! რადგან ყველამ ვიცით, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანიო, მით უფრო მეტად ისრუტას მისი გონება ცოდნას. ბავშვებს თუ პატარაობიდანვე გაუჯდებათ გონებაში ინგლისური ენა, ეს მშვენიერი იქნება თუნდაც იმიტომ, რომ დაიზოგება ინგლისურის შესასწავლად საჭირო დრო. ქართულს ვერანაირად ვერ დაჯაბნის ინგლისური იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რა ენასაც ბავშვი პირველად ისწავლის, რა ენაც მისთვის მშობლიურია და კომუნიკაციის ძირითად საშუალებას წარმოადგენს, ვერ შეიცვლება სხვა ენით. კონკრეტულად პირველი კლასიდან უნდა დაიწყოს ინგლისურის სწავლება თუ სხვა კლასიდან, ეს ცალკე საკითხია, მე მგონი პირველიდანვე დაწყებაც არ იქნება ურიგო. რაც შეეხება ინგლისურიდან ქართულ მეტყველებაში (და არა სალიტერატურო ენაში) არასასურველი სიტყვების შემოსვლას, ეს საფრთხე მართლაც დგას, მაგრამ რა ვქნათ, ამის გამო ინგლისურზე უარი ვთქვათ? ამ პრობლემას სხვანაირად უნდა ებრძოლო და არა საერთოდ ინგლისურზე უარის თქმით. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
fiore |
Jun 29 2010, 03:33 PM
პოსტი
#132
|
innocent.. ჯგუფი: Members პოსტები: 523 რეგისტრ.: 16-May 10 წევრი № 8,839 |
fiore სხვების თუ საკუთარი თავის? პირველ რიგში საკუთარი თავის და მერე სხვების. -------------------- when you are in deep shit it's better to keep your mouth shut! |
Giorgi- |
Jun 29 2010, 03:38 PM
პოსტი
#133
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
Atman
ციტატა შენ გულწრფელად განიცდი, საქართველოში ბევრი ჯემალი რომაა? თუ უბრალოდ გძულს ისინი და აგრესიას ანთხევ აქ? კი, გულწრფელად განვიცდი! ციტატა შენ რითი ხარ მათზე უკეთესი? ინგლისური კარგად რომ იცი და "ახალი გრუზინი" რომ ხარ? რაღაც დონეზე მეც მათნაირი ვარ. მე ვწერდი "ჩვენ" და "ჩვენსავით", ვიზიარებ პასუხისმგებლობას, თუმცა ხაშისგან და ხაშისტობისგან ღმერთმა დამიფაროს... ციტატა "ახალი გრუზინი" რომ ხარ? თუ "ახალი გრუზინებიც" ჯემალის თანამედროვე ვარიანტია და შენ მათზე მაღლაც დგახარ? "ახალი გრუზინები" სულ სხვა ფენომენია და ნამდვილად არ ვარ. მე ვარ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც არ "უტყდება" ისეთი რამეები რაც ჯემალას და ახალ გრუზინს სტანჯავს. ახალი გრუზინზე მერე ვისაუბროთ თუ გაინტერესებს... ციტატა ეს თუ იცი, ისიც უნდა იცოდე, რომ რა სნეულებაც სხვაში გძულს, ზუსტად იგივეა შენში. როგორც ზემოთ დავწერე ჩემი პასუხისმგებლობაც არის რომ ტავზე არ გადავასხამ იმ ყანწს ასე ამაყად რომ შეექცევა ბიძა და შეიძლება დიპოლმატიის გამო გავჩუმდე - ეს არის ჩემი და ჩემნაირების დანაშაული მხოლოდ k@the პედაგოგ |
Atman |
Jun 29 2010, 03:42 PM
პოსტი
#134
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
Giorgi-
შენი გულისტკივილი გასაგებია და მისასალმებელია, მაგრამ მე რატომღაც დაცინვა უფრო დავინახე შენს სიტყვებში იმათ მიმართ ვინც თავზე ყანწს ისხამს, ვიდრე გულისტკივილი. (ემოცია ასეთი წამოვიდა ყოველ შემთხვევაში). ავადმყოფებს კი არ დასცინიან. მე მაპატიე თუ არასწორად აღვიქვი. ციტატა როგორც ზემოთ დავწერე ჩემი პასუხისმგებლობაც არის რომ ტავზე არ გადავასხამ იმ ყანწს ასე ამაყად რომ შეექცევა ბიძა და შეიძლება დიპოლმატიის გამო გავჩუმდე - ეს არის ჩემი და ჩემნაირების დანაშაული მხოლოდ უფრო სწორად გამიგია ვიდრე მეგონა -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
Giorgi- |
Jun 29 2010, 03:42 PM
პოსტი
#135
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
Ismail
როგორი აღმოსავლური ნიკი გაქვს და როგორ დასავლურად აზროვნებ ციტატა რც ისე არაა საქმე, რომ ქართველებს მთლად კარგი არაფერი გვქონდეს (ამას არც Gიორგი- ამბობს). უბრალოდ, საჭიროა გააზრება იმისა, თუ რომელი ჩვევა/ჩეულება/ზნე/ტრდიცია არის ნამდვილად ქართული და რომელი - ვითომქართული და შემოგდებული. ამასთან, ამ ნამდვილად ქართული ჩვევებიდან/ჩვეულებებიდან/ზნეებიდან/ტრადიციებიდან რომელია კარგი და რომელი - ცუდი, რამეთუ ქართული ყველა ვარიანტში არ ნიშნავს კარგს, ისევე როგორც - ცუდს. მოკლედ, საჭიროა ფასეულობათა სწორად შერჩევა. აქ კიდევ ერთი მომენტიცაა გასათვალისწინებელი: ამ ხალხმა (ჩვენ) უნდა გაიგოს (გავიგოთ) რომ ტრადიციაც რომ იყოს, ჩვეულებაც და ყველაფერიც თუ ცუდია არ ნიშნავს რომ აუცილებლად უნდა მივყვეთ მას. შეიძლება მართლაც იყოს უწყინარი ტრადიცია, მაგრამ არსებობს ისეთი ტრადიციებიც, რომ ხმამაღლა თქმაც სირცხვლილია ხანდახან. შემიძელია დავაკონკერტო |
მარიამი |
Jun 29 2010, 04:31 PM
პოსტი
#136
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
არავინ, მითუმეტეს მე და მარიამი აქ არ ამბობთ, რომ არც ინგლისურია საჭირო სკოლაში და არც კომპიუტერიო. მაგრამ არსებობს მოზარდის ფსიქოლოგია, არსებობს პედაგოგიკა და არსებობს ასევე მოზარდის ათვისების უნარის შესახებ ბევრი კვლევა. ადრეულ ასაკში იმაზე მეტი ინფორმაციის ქონა, მოზარდისათვის ხშირად უარყოფითად მიქმედებს და მთელს მის მომავალზე ახდენს გავლენას. რატომ არ ასწავლიან ფიზიკას პირველი კლასიდან? ან სხვა საგნებს. რატომაა გათვლილი, რომელი საგანი როდის უნდა მიეწოდოს ბავშვს, რათა მისი განვითარება ეტაპობრივად მოხდეს და მიღებული ინფორმაციის სწორად გადამუშავება შეძლოს ?? მე ჩემი შვილისთვის კომპიუტერის და ინტერნეტის ცოდნას 7 კლასის ასაკამდე არანაირად ერ მივესალმები, რადგან იქ მოპოვებული ინფორმაციის კონტროლის საშუალება არ მექნება და მე არ მინდა ჩემმა შვილმა დამახინჯებული ინფორმაციებით შეიქმნას რაღაც ფასეულობები და მერე სანანებელი გამიხდეს, რომ ბავშვის აღზრდაში სადღაც რაღაც შეცდომა გამეპარა, ინტერნეტთან კავშირი კი ამის დიდ ალბათობას მპირდება. დანარჩენი თქვენ იცით თქვენს შვილებთან მიმართებაში, თუმცა იმედია განათლების სისტემაში ჰაი-ჰარალოზე არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს და კარგად გამოიკვლევენ პლიუს-მინუსებს მოზარდის სამყაროში ინტერნეტის და კომპიუტერის შეტანის შემთხვევაში. არაფერ შუაშია აქ არც გრუზინობა და არც პატრიოტობა. მეზარებოდა დაწერა და აგერ ქეთის დაუწერია დავამატებდი, რომ საერთოდ ვერ გავიგე გიორგი-ის პოსტის შესაბამისობა თემის სათაურთან. რა შუაშია კომპიუტერი და ინგლისური იმ პრობლემებთან რასაც გიორგი წერს. გიო, მომიტევონ შენმა ნათესავებმა და ახლობლებმა, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ ძალიან ცუდ წრეში ტრიალებ. უამრავი ადამიანი ვიცი, ვინც საერთოდ არ იცის ინგლისური და კომპიუტერი, მაგრამ პირადად ჩემზე (კომპიუტერის და ინგლისურის მცოდნეზე) 10 თავით მაღლა დგანან ადამიანობითაც, განათლებითაც, კულტურითაც და სულიერებითაც. და პირიქით: ბევრი ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე ვიცი ნაგავს რომ ყრის ქუჩაში, განათლება და კულტურა ნულზე რომ აქვს და "გამარჯობას" რომ დაგამადლის, ვითომ დიდი ვინმე იყოს. სწორედ ინგლისურის და კომპიუტერის მცოდნე იყო ის ყმაწვილი, ამას წინათ ოთახში რომ შევედი რაღაცის საკითხავად და ფეხები მაგიდაზე შემოაწყო, სანამ გამოვიდოდი. რა კავშირშია ეს სუფთად ადამიანური თვისებები პირველი კლასიდან ინგლისურის და კომპიუტერის სწავლასთან? ასეთი შესაბამისობების დამყარებით შეურაცხყოფას რომ აყენებ ყველას, ვისაც პირველი კლასიდან არ უსწავლია (ან თუნდაც საერთოდ არ უსწავლია) ინგლისური და კომპიუტერი, მაგაზე თუ გიფიქრია? მაგალითად, რითი ხარ ჩემს მოძღვარზე მეტი, რომელმაც ინგლისური და კომპიუტერი არ იცის? კულტურით, განათლებით თუ სულიერებით? თუ ჩემი მოძღვარიც მეხაშეა? -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
Ismail |
Jun 29 2010, 04:38 PM
პოსტი
#137
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ისე, მემგონი ამ თემის არსს გავცდით.
თემის ატორმა თემა გახსნა იმაზე სამსჯელოდ, თუ რამდენად მიზანშეწონილია ინგლისურის სწალების დაწყება პირველივე კლასიდან. ჩვენ კი ზოგადად, ქართლის ჭირზე დისკუსიაში შევედით. გაოფდა თემა, გაოფდა!!! )))) -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მარიამი |
Jun 29 2010, 04:44 PM
პოსტი
#138
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
Ismail
ვისი ბრალია მერე, რომ გაოფდა? ვლაპარაკობთ აგერ პატარა ბავშვებისთვის ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნის მიცემის უარყოფით გავლენაზე და გადავყავართ ზოგიერთებს (ნიკს არ დავასახელებ ) ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
Giorgi- |
Jun 29 2010, 04:47 PM
პოსტი
#139
|
ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 |
მარიამი
ციტატა გიო, მომიტევონ შენმა ნათესავებმა და ახლობლებმა, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ ძალიან ცუდ წრეში ტრიალებ. არა, მე შენგან განსხვავებით ყველაფერს ვხედავ ტრიალს რაც შეეხება ჩიკვაიძეებში ვტრიალებ და... ციტატა აგალითად, რითი ხარ ჩემს მოძღვარზე მეტი, რომელმაც ინგლისური და კომპიუტერი არ იცის? კულტურით, განათლებით თუ სულიერებით? შენი მოძღვარი სხვა დროს დაიბადა ალბათ, ისევე როგორც ჩემი და ბევრის მშობლები შეიძლება ძაან კარგი ადამიანები არიან ჩვენს გარშემო მაგრამ თანამედროვედ აზროვნება აკლიათ და ეს გასაგებიცაა. თანამედროვე აზროვნებაში დისკოტეკას არ ვგულისხმობ ცხადია რაც შეეხება თემასთან კავშირს... ხომ დავწერე, რომ პირდაპირ კავშირშია იმდენად, რამდენადაც ტანამედროვე განათლება და განათლება სხვადასხვა ცნებებია. (გამოყენებადი განათლება და ვერასოდესგამოყენებადი განათლება) ორივე საჭიროა, მაგრამ პირველის გარეშე რთული იქნება მითუმეტეს ჩვენი შვილებისთვის ციტატა სეთი შესაბამისობების დამყარებით შეურაცხყოფას რომ აყენებ ყველას, ვისაც პირველი კლასიდან არ უსწავლია (ან თუნდაც საერთოდ არ უსწავლია) ინგლისური და კომპიუტერი სხვა დრო იყო და ვითვალისწინებ, მაგრამ კარგია ეს რომ 2000-იან წლებში მივხდვით რომ სხვანაირი ყოფილა ცხოვრება? მარიამი ციტატა ვისი ბრალია მერე, რომ გაოფდა? ვლაპარაკობთ აგერ პატარა ბავშვებისთვის ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნის მიცემის უარყოფით გავლენაზე და გადავყავართ ზოგიერთებს (ნიკს არ დავასახელებ ) ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე რა ვქნა მეხაშე ხარ მეთქი რომ გითხრა ტყუილი იქნება და რას იცავ ასე გამოდებით ხაშოლოგებს ? არ ვასწავლით შვილებს სწორად და შედეგიც გვექნება |
Ismail |
Jun 29 2010, 04:50 PM
პოსტი
#140
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
ახლა ცოტა ხანი დახურავ ამ თემას. პოსტებს გადავიტან შესაფერის თემაში და მერე ისევ გავხსნი, თან იმ თემასაც მიგითითებთ, სადაც ზედმეტი პოსტები გადავა.
პატივისცემით, Ismail -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი