თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ არქივი _ ოჯახი და მეგობრები

პოსტის ავტორი: pacukavar თარიღი: Oct 30 2012, 02:56 PM

დამლოცეთ მამაო,
აღარ ვიცი როგორ მოვიქცე,მე და შემი მეუღლე ვმუშაობთ ერთ შენობაში მაგრამ სხვადასხვა სამსახურში,თანამშრომლებთან ურთიერთობის შემდეგ მექმნება მეუღლესთან პრობლემები,ანუ არ მოწონს თუ რომელიმე თანამშომელთან კარგი დამოკიდებულება მაქვს,სახლში მისვლისას მიხდება ახსნა განმარტება თუ ვის რატომ და როგორ დაველაპარაკე.ძალიან ეჭვიანი გახდა
ამა გარდა მაქვს სხვა პრობლემაც, ერთერთი თანამრომლის (რომელთანაც თვითონ ძმაკაცობს)ცოლთან ვდაქალობ.ამ ბოლო დროს აღმოვაჩინეთ რომ ამ გოგონას არ ქონდა სუფთა წარსული,მაგრამ ახლა ძალიან წესიერი ცხოვრებით ცხოვრობს,ჩემს ქმარს არ მოწონს მასთან რომ ვმეგობრობ არადა ძალიან უყვარვარ(ჩემს მეგობარს) და მეც ძალიან მიყვარს,ასეთი მეგობარი არ მყავს არცერთი.ჩემს ქმარს არუნდა მასთან მქონდეს ხშირი ურთიერთობა.როგორ მოვიქცე არვიცი,არადა ამ გოგომ არცკი იცის რომ მე მისი წარსულის შესახებ გავიგე,რომ დავშორდე კითხვას დამისვამს რა მოხდა,მეკი რა ვუპასუხო,"გავიგე რომ სხვა გზით შოულობდი საჭმელ ფულსთქო?" თან რაშია კიდევ ერთი პრობლემა ამ ცოლქმარს ჯვარი არ აქვს დაწერილი და ეხლა აპირებენ ჯვრის დაწერას და მეჯვარეობა მთხოვა,რა გავაკეთო არვიცი მამაო,დამეხმარეთ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.ძალიან ცუდად ვარ,ძალიან განვიცდი ამ მდგომარეობას.გთხოვთ დამეხმარეთ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)