IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

75 გვერდი V « < 70 71 72 73 74 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლოცვა - სულიერი ხედვის დასაბამი
marine
პოსტი Sep 14 2023, 03:33 PM
პოსტი #1421


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სიტყვები ყურში შედის, ლოცვა კი - გულში"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2023, 08:00 PM
პოსტი #1422


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფრო მეტად სხვებისთვის ილოცეთ, ვიდრე საკუთარი თავისთვის. თქვით: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", და ყოველთვის სხვებიც იყოლიეთ თქვენში. ყველანი ერთი და იმავე მამის შვილები ვართ, ყველანი ერთნი ვართ; ამიტომ, როდესაც სხვებისთვის ვლოცულობთ, ვამბობთ: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე", და არა "შეიწყალე ისინი". ასე მათ საკუთარ თავთან ვაერთებთ.

სხვებისთვის ლოცვა, აღესრულება რა მსუბუქად და ღრმა სიყვარულით, უანგაროა და დიდი სულიერი სარგებელი მოაქვს. იგი მადლმოსილს ხდის მლოცველს, თუმცა მადლმოსილს ხდის ისიც, ვისთვისაც ლოცულობს, ანიჭებს საღვთო მადლს. როდესაც დიდი სიყვარული გაქვთ და ეს სიყვარული ლოცვისკენ გიბიძგებთ, მაშინ ამ სიყვარულის ტალღები მიდის და გავლენას ახდენს მასზე, ვისთვისაც ლოცულობთ. მას ლოცვის საფარველი იფარავს და სიკეთისკენ წარუძღვებით. უფალი, ხედავს რა თქვენს მცდელობას, უხვად გასცემს მადლს თქვენთვისაც და მისთვისაც. მაგრამ უნდა მოკვდეთ საკუთარი თავისთვის. გაიგეთ?"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 16 2023, 05:39 PM
პოსტი #1423


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც გყავს კარგი, ღმერთშემოსილი მოძღვარი, სწავლობ ლოცვის საიდუმლოებებს. ლოცულობ მოძღვართან ერთად, თანდათანობით შედიხარ სულიერ ცხოვრებაში და სწავლობ, როგორ ლოცულობს შენი მოძღვარი. მოძღვარი ვერ აგიხსნის მარტო სიტყვებით: "ასე და ასე გააკეთე..." რასაც დაინახავ მისგან, შენც იგივე გააკეთე"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 18 2023, 08:14 PM
პოსტი #1424


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ადამიანთა ღრიანცელსა და გინებას შორის ამოემართება ჩემი ლოცვა შენდამი, უფალო, მეუფეო ჩემო და სამეუფეო ჩემო! ლოცვა საკმეველია, რომელიც განუწყვეტლივ ეკმევა ჩემს სულს, შენდამი აღწვვს და შენს ყურადღებას იპყრობს.

გადმოიხარე ჩემკენ, მეუფეო ჩემო და ჩურჩულით გაგანდობ ჩემს ყველაზე მნიშვნელოვან საიდუმლოს, ყველაზე საიდუმლო ლოცვას, ლოცვით ვედრებას. შენ ხარ ყველა ჩემი ლოცვისა და ძიების საგანი. არაფერი მსურს შენგან, მხოლოდ შენ მინდიხარ".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2023, 04:22 PM
პოსტი #1425


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის ბრძოლა სიკვდილთან და სიკვდილის უარყოფა. ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიცოცხლის დამტკიცებაა.

რომელია ჭეშმარიტი ლოცვა? ის, რომელიც შენ სიკვდილზე ძლიერს გაგხდის, რომელიც სიკვდილის შიშსა და საშინელებაზე გაიმარჯვებს. თუკი ლოცვის შემდგომ საკუთარ თავში ჩაიხედავ და კვლავ წინანდელ სიკვდილის შიშს დაინახავ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი არ არის. და თუ ლოცვის შემდეგ საკუთარ სულში სიკვდილის მიმართ გულგრილობას შეამჩნევ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი იყო. როდესაც ლოცვის შემდგომ იგრძნობ სურვილს, რაც შეიძლება, სწრაფად შეუერთდე ჭეშმარიტ ცხოვრებას, იცოდე: შენი ლოცვა ძლევამოსილი იყო.

მაცხოვარმა ჯერ კიდევ ჯვარცმამდე დაამარცხა სიკვდილი, როდესაც გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა.

გეთსიმანიის ლოცვა სინამდვილეში ერთადერთი სახეა სრულყოფილი ლოცვისა, რომელიც ოდესმე აღსრულებულა ადამიანთა მოდგმაში"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2023, 05:16 PM
პოსტი #1426


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლოცვა ღვთისაგან მიღებული ჭეშმარიტებაა; ლოცვა ღვთისადმი აღვლენილი ჭეშმარიტებაა"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2023, 09:12 PM
პოსტი #1427


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დადუმდით, რომ ილოცოთ"

/ბერი ეფრემ ფილოთეველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 1 2023, 02:10 PM
პოსტი #1428


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს:
"დრო და ძალები შინაგანი ლოცვის მოხვეჭას მოახმარე, რომელიც შენს შიგნით იმოქმედებს. სწორედ იქ, შენში, ლოცვის შედეგად გაგეხსნება ის სანახაობა, მთელ შენს ყურადღებას რომ მიიზიდავს. ის ისეთ ცოდნას მოგანიჭებს, რომელსაც ეს სოფელი ვერ იტევს და რომლის არსებობაზე მას წარმოდგენაც კი არა აქვს. იქ, გულის სიღრმეში, კაცობრიობის დაცემას იხილავ, იხილავ ცოდვისაგან მომკვდარ საკუთარ სულს... კიდევ მრავალ სხვა საიდუმლოსაც ნახავ - დაფარულს ამა სოფლისაგან, ამა სოფლის შვილთაგან. და როცა ეს სანახაობა თვალწინ გადაგეშლება, მას შეიყვარებ და ყოველივე ხრწნადსა და წარმავალს, რაც აქამდე მნიშვნელოვნად გეჩვენებოდა, ამაოებად შერაცხავ"



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 10 2023, 07:34 PM
პოსტი #1429


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხანდახან სოფლელები შეიკრიბებოდნენ მამა ამფილოქეს [პოჩაევოდან] სახლში ლოცვისთვის, ყველა იდგა და ლოცულობდა. სრული სიწყნარე სუფევდა. ზოგჯერ მამა ამფილოქე მოტრიალდებოდა და ამბობდა: "შეწყვიტეთ საუბარი, ნუ მაწუხებთ". მას მათი ამქვეყნიური ამაო ფიქრები ესმოდა, რაც ხელს უშლიდა ლოცვაში".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 16 2023, 08:41 PM
პოსტი #1430


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საერთოდ, ჩვევაში უნდა შემოვიღოთ, რომ ყველაფერი ვთხოვოთ ღმერთს; ვინაიდან ღმერთი, ჩვენი შემოქმედი - მოსიყვარულე მამაა! როდესაც ღმერთს მივმართავთ, იგიც ხარობს და მზად არის, დაგვეხმაროს და შეგვეწიოს თავისი სიყვარულით"

/მეუფე შიო მუჯირი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2023, 07:19 PM
პოსტი #1431


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რეკომენდებული ლოცვები თვის რიგზე იკითხება (მლოცველის მიერ), მათში არის კიდეც ვედრების ძალიან დიდი წილი; მაგრამ ისინი უბრალოდ იკითხება, ეს კი, როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ არ არის ლოცვა, ან ვედრება. ჭეშმარიტი ლოცვით დადგე უფლის წინაშე და მის მიმართ განავრცო ვედრება სხვაგვარად შეუძლებელია, თუკი ღვთისადმი შენს სინდისიერ დამოკიდებულებას არ გამოასწორებ"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 5 2023, 01:23 PM
პოსტი #1432


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შინაგანი ლოცვა მოსწყურდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 5 2023, 01:41 PM
პოსტი #1433


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უფალს უწყვეტი ლოცვით ეზრახვოდა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 8 2023, 09:33 PM
პოსტი #1434


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"და რამდენადაც მათი ერთადერთი საზრუნავი ლოცვა გახლდათ, თვით უფალი ზრუნავდა მათზე - ყოველ დილით ხვდებოდათ ახალი თევზი"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 9 2023, 08:19 PM
პოსტი #1435


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელაც ღია ცის ქვეშ, ეკლებში ჩადგა [ღირსი ბესარიონ მეგვიპტელი], აღაპყრო თვალნი და ხელნი ზეცად და ორმოცი დღე და ღამე ლოცვაში განლია. ამ ხნის განმავლობაში არა უხმევია რა, სიტყვაც არ დაუძრავს, არც ჩაუთვლემია, არც დაუძლურებულა ბუნებრივი სისუსტით, მიწიერზე არაფერზე ფიქრობდა, არამედ ვითარცა უხორცოს სულიერი თვალნი თავისი ღმერთისკენ ჰქონდა მიმართული, რისთვისაც ზეცით დიდი მადლი, - სასწაულქმედების ნიჭი ებოძა, ძველ წმინდა წინასწარმეტყველებს ემსგავსა, - ვითარცა მოსემ ოდესღაც ღვთის მითითებით ჩადო ხე მწარე წყალში და გემრიელ წყლად გარდააქცია, რომლითაც დაარწყულა ისრაელი, ღირსმა ბესარიონმაც თავისი ლოცვით და ჯვრის ნიშით დაატკბო ზღვის მლაშე წყალი, წყურვილისაგან დაუძლურებული მოწაფე, სახელად დული, დაერწყულებინა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 16 2023, 12:01 PM
პოსტი #1436


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თვით ლოცვაც კი, თუ ის უგულისყუროდ და მცონარედ წარმოითქმება, უქმადმეტყველებაა"

/აკაკი მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 19 2023, 01:51 PM
პოსტი #1437


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყველაზე აუცილებელ, მაცოცხლებელ, ღვთიურ სათნოებად ის [მონაზონი პელაგია ქსოვრელი] ლოცვას თვლიდა და ლოცულობდა მოუკლებლად. ამბობდა, ლოცვა მკვებავს, მინახავს, ლოცვით ვდგავარ ფეხზეო"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2023, 07:39 PM
პოსტი #1438


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ აუჩქარებელ, დინჯად თქმულ ლოცვას ხშირად მეტი ძალა აქვს ვიდრე მის ხშირ-ხშირად თქმას სწრაფად"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2023, 03:12 PM
პოსტი #1439


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა მამათა მიხედვით ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლოცვას წარმოადგენს სიტყვები "და იყოს ნება შენი უფალო", და თუ ამ სიბრძნეს კარგად გავითავისებთ, მისით ვიხელმძღვანელებთ, ამით ბევრ გართულებას ავიცილებთ ცხოვრებაში"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 7 2024, 07:32 PM
პოსტი #1440


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუკი სული უძლურია და მეტანიას ვერ ვასრულებთ, მაშინ მსხდომარეებმა ვილოცოთ. ბავშვს როცა მადა არა აქვს, ვერ აიძულებ აჭამო. ასეა სულიც, ლოცვაში მთელი გული უნდა ჩაერთოს. ლოცვა უფალთან ურთიერთობაა, ღმერთთან ზიარებაა. ისე როგორც საღვთო ზიარებისას მარგალიტს ვიღებთ, ლოცვით უფალთან ზიარებას ღვთიური ცეცხლი მოაქვს"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

75 გვერდი V « < 70 71 72 73 74 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 09:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი