თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ არის ქალი ღვთის ხატი?

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Apr 29 2012, 11:25 PM

დაბადების პირველ თავში წერია:

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.

“კაცი” ანუ ებრაულად “ადამი”, ნიშნავს ადამიანს, ამიტომაც კონკრეტდება “მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი”.

კითხვა მდგომარეობს შემდეგში – არის თუ არა ქალი ღვთის ხატი? და რას ნიშნავს ღვთის ხატად ყოფნა?

კონტექსტი აშკარად მიუთითებს, რომ ქალიც და კაციც ღვთის ხატია, თუმცა დაბადების მეორე თავში წერია, რომ ადამი პირველად შეიქმნა, ხოლო ევა კი მისი ნეკნისგან.

როგორც ჩანს ეკლესიის მამათა უმრავლესობა ქალს ღვთის ხატად მიიჩნევდა, გამონაკლისია ანტიოქიური სკოლა და რამოდენიმე დასავლელი საეკლესიო მოღვაწე.

საინტერესოა ამ სკოლის ოთხი გამოჩენილი წარმომადგენლის – დიოდორე ტარსელის, თეოდორე მოფსუესტელის, თეოდორიტე კვირელის და წმ. იოანე ოქროპირის აზრი ამ საკითხებზე.

ანტიოქიის ჰერმენევტიკული სკოლის დამაარსებელი, დიოდორე ტარსელი წერდა:

“ზოგიერთი ფიქრობს, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი, რადგან მას უჩინარი სული აქვს. მაგრამ მე ამას არ ვეთანხები, რადგან ანგელოზიც უჩინარია და დემონიც. აუცილებელია ითქვას, რომ ქალი და კაცი ერთი ბუნებისაა, სულით და ხორცით. მაშ რატომ ამბობს პავლე, რომ კაცი ღვთის ხატია და ქალი არა, თუ ღვთის ხატობა სულის ქონას ნიშნავს? რადგან იგი ამბობს: “ამრიგად, კაცი თავდაუბურავი უნდა იყოს, ვინაიდან ხატია და დიდება ღვთისა, ხოლო ქალი ქმრის დიდებაა.”(1 კორ 11:7) რადგანაც ვისაც არ უწევს თავსაბურავის გაკეთება რადგანაც ღვთის ხატია, მაშინ ცხადია რომ ვისაც ეს უწევს, ის ღვთის ხატი არაა, მიუხედავად იმისა რომ მას სული აქვს. მაშ როგორაა ადამიანი ღვთის ხატი? როგორც ჩანს ეს ძალაუფლებას და მმართველობას ეხება; რადგან როცა ღმერთი ამბობს: “გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად”, იქვე აგრძელებს: “ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს. ” ანუ როგორც ღმერთი არის ყველაფრის მმართველი და პატრონი, ასევე მისცა მან ადამიანს ყველაფრის მმართველობა დედამიწაზე. ხოლო ქალი? განა ქალსაც არ შეუძლია უპატრონოს ამ ყველაფერს? შეუძლია, მაგრამ მას კაცი ჰყავს თავად(1 კორ 11:3). ასე რომ ნეტარმა პავლემ სწორად თქვა, რომ მარტო კაცია ღვთის ხატი და მისი დიდება, ხოლო ქალი კი კაცის დიდებაა.”

აღსანიშნავია, რომ როგორც დიოდორე, დასავლეთში მოღვაწე ტერტულიანეც(ნაშრომში – “ქალის კაბაზე”) უარყოფს ქალის ღვთის ხატობას, თუმცა მათთვის “ღვთის ხატი” არ ეხება ადამიანურ ბუნებას და ორივე აღიარებს, რომ ქალი ისეთივე სრულყოფილი ადამიანია, როგორც კაცი.

დაბადების 2:23-ზე კომენტარის დიოდორე საინტერესო მიგნებას აკეთებს:

“კი მაგრამ, თუ ევას ქალი ჰქვია, რადგანაც იგი ადამიანის ნეკნისგანაა, მაშინ მათ შვილს ქალი აღარ უნდა ეთქვას, რადგან სულ სხვანაირადაა შობილი.”

როგორც ჩანს, მან კარგად იცოდა ებრაული, ამიტომაც გააკრიტიკა სეპტუაგინტის თარგმანი:

“მაგრამ როგორც ჩანს მთარგმნელებმა დაუშვეს შეცდომა, რადგან ტექსტი არ ამბობს “ქალი”, არამედ “მდედრობითი ადამიანი”. რადგანაც მამრობითი ადამიანი არის ‘’ish’, რომელიც ოდნავ სხვანაირი ინტონაციით გამოითქმება, მდედრობითი კი ‘’ishsha,’.”

აქ არამარტო ჩანს ის, რომ დიოდორე კარგად ერკვეოდა ებრაულ ორიგინალში, არამედ ისიც, რომ იგი ბუნებით სრულიად თანასწორად თვლიდა ქალსა და კაცს.

მისმა მოსწავლემ, თეოდორემ, ეს აზრი ასე გამოხატა:

“ქალი ნამდვილად არაა კაცზე ნაკლები სათნოებასა და რწმენაში, როგორც ნეტარი პავლე ამბობს: “თუმცა არც კაცია ქალის გარეშე და არც ქალი კაცის გარეშე უფალში.”(1 კორ 11:1) მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ქალი კაცზე სუსტია, სულის მიხედვით თანაბრად რაციონალურია, უკვდავია და არანაირად არაა მეორეხარისხოვანი კაცთან მიმართებაში. და ამის გამო იგი კაცის მსგავსად ჯილდოვდება.”

რაც შეეხება ღვთის ხატობას, თეოდორეც ხედავს ამაში დილემას.

“მაშ თუ მარტო ადამიანია ღვთის ხატი, მაშინ მისი რომელიღაც კონკრეტული, უნიკალური თვისების გამო მოხდა ასე. მაგრამ ადამიანი ანგელოზზე უფრო მეტად არც ინტელექტუალურია, არც რაციონალური, არც უჩინარი სულის მატარებელი.”

ამის შემდეგ იგი ადარებს ადამიანის შექმნას რომაულ წესს, როცა იმპერატორები თავიანთ ქანდაკებას ტოვებდნენ ქალაქში, მისი არყოფნის დროს რომ მისთვის ეცათ თაყვანი. როგორც ჩანს ადამიანი ღვთის ხატი ამ გაგებითაა, მაგრამ თუ რატომ ამბობს პავლე, რომ ქალი ღვთის ხატი არაა, მაინც გაუგებარია.

თეოდორე წერს:

“ყოველი ხატი, მიგვანიშნებს უჩინარზე, რისი ხატიცაა იგი. ამიტომ წესია რომ შეიქმნას ამგვარი რამეები, რომლებიც გამოხატავს იმათ რაც არ ჩანს, რის მერეც მათდამი მოწიწება და პატივისცემა არის მიმართული.”

როგორც ჩანს, კაცის ძალაუფლება და მმართველობა მთელ დედამიწაზე, ხატია ღვთის უხილავი ძალაუფლებისა. ღმერთმა შექმნა ხილული არსება, რომელიც გამოხატავდა მის ძალაუფლებას ხილულ სამყაროში.

თეოდორიტე კვირელი ოდნავ დაშორდა ანტიოქიურ მიდგომას და მიიჩნევდა, რომ ქალი, როგორც მინიმუმ ღვთის ხატის ხატია, თუმცა იმ მუხლის განმარტებისას აღიარებს, რომ კაცი ქალზე უპირატესია და კაცის ღვთის ხატობა სწორედ ამ უპირატესობაში გამოიხატება.

საინტერესო იქნება წმ. იოანე ოქროპირის განმარტების განხილვა კორინთელთა მიმართ I წერილის 11 თავისა, რადგან იგიც ხომ ანტიოქიურ სკოლას ეკუთვნოდა:

“აი აქაც: კაცი არაა ვალდებული თავსაბურავი გაიკეთოს, რადგან უფლის ხატია, არამედ ქალია ვალდებული. არამარტო იმიტომ, რომ კაცს ქრისტე ჰყავს თავსაბურავად როგორც მოციქული ამბობს, არამედ იმიტომაც, რომ მას ძალაუფლება გააჩნია ქალზე.”

როგორც ჩანს ღვთის ხატი მართლაც ძალაუფლებას ეხება და არა ადამიანურ ბუნებას, რომელიც ქალსაც და კაცსაც სრულიად იდენტური აქვთ.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: May 3 2012, 06:49 AM

რატომ არ გამოეხმაურეთ ამ თემას? biggrin.gif მწარე თემაა? biggrin.gif


პ.ს. სიმართლე მართლა მწარეა... tongue.gif

პოსტის ავტორი: იაკობ თარიღი: May 3 2012, 08:45 AM

თემამ არ დამაინტერესა

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 3 2012, 03:08 PM

"ღვთის ხატად შექმნა იგი (არსება სახელად კაცი, იგივე ადამიანი), მამაკაცად და დედაკაცად შექმნა"

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: May 3 2012, 05:21 PM

ციტატა(აკაკი @ May 3 2012, 03:08 PM) *

"ღვთის ხატად შექმნა იგი (არსება სახელად კაცი, იგივე ადამიანი), მამაკაცად და დედაკაცად შექმნა"


კი ეგ სხვაგანაც დამიციტირეს. შეუთანხმებლობაა აშკარად. მაგრამ შენ გგონია 1 ფრაზა დაბადებაში გადაწონის პავლეს ეპისტოლეებს? არამგონია...

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: May 4 2012, 02:41 AM

Otherguy
თავად მაცხოვარი იმეორებს და ამოწმებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას - ვიცით სახარებიდან, ვითომ მზაკვრული კითხვა რომ დაუსვეს.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: May 4 2012, 07:58 AM

ციტატა(აკაკი @ May 4 2012, 02:41 AM) *

Otherguy
თავად მაცხოვარი იმეორებს და ამოწმებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას - ვიცით სახარებიდან, ვითომ მზაკვრული კითხვა რომ დაუსვეს.


მაცხოვარი ამბობს, "ღვთის ხატად შექმნა ისინი"-ო?

როგორც ჩანს პავლე მოციქულმა ვერ გაიგო ღვთის ხატის მნიშვნელობა, ან ღვთის ხატი ქალს ეწოდება იმიტომ, რომ იგი ხატის ხატია. ანუ როგორც ჩემს მიერ მოყვანილ განმარტებაში წერია: "ღვთის ხატი ნიშნავს ძალაუფლებას ხილულ სამყაროზე, რომელიც აქვს ადამიანს. კაცი ყველაზე ნათლად გამოხატავს ამას, ხოლო ქალს რადგაც კაცი ჰყავს თავად, ის ხატის ხატია."

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 4 2012, 11:57 AM

Otherguy

ის, რომ მამატა ციტატები არასწორად მოგაქვს (ვგულისხმობ გარუკვეველ ტარგმანს, შრომაზე და ადგილზე არ მითითებას და ა.შ.), ამაში უკვე დავრწმუნდი. ამიტომ ამაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, გვერდით თემაში საკმადოდ დაგიწერე და იმედი მაქვს გაეცნობი.

აქ კი მცირედს დავწერ. წმ. კირილე ალექსანდრიელს ასეთი დიალოგი აქვს მოტანილი თავის შრომაში "ყოვლადწმინდა სამების შესახებ", VII დიალოგი:

"ა. განა არ ვამბობ, რომ ამქვეყნად ადამიანი შეიქმნა ხატად ღვთისა?

ბ. როგორ არა!

ა. ჩვენში საღვთო ხატის შთამხატველი და ბეჭდის გვარად შთამტვიფრველი ზექვეყნიური მშვენიერბისა განა სულიწმინდა არ არის?

ბ. მაგრამ, ამბობენ, არა როგორც ღმერთიო, არამედ როგორც საღვთო მადლის მსახურიო.

ა. მაშ, თვით ის კი არ უნდა შთაინიშნებოდეს ჩვენში, არამედ მისმიერი მადლი.

ბ. როგორც ჩანს.

ა. მაშინ აუცილებელი იქნებოდა, რომ ადამიანი წოდებულიყო "ხატად მადლისა" და არა იმდენად "ხატად ღვთისა". დაუკვირდი მსჯელობას, რადგან, ვფიქრობთ, ბრძნულია და მარტივი იგი (იხ. PG. 75, 1088 A-D; შდრ. SC. t, 246, 162-164).

ციტატა
როგორც ჩანს ღვთის ხატი მართლაც ძალაუფლებას ეხება და არა ადამიანურ ბუნებას, რომელიც ქალსაც და კაცსაც სრულიად იდენტური აქვთ.


კირილეს სიტყვებით ვუპასუხებ:

მაშინ აუცილებელი იქნებოდა, რომ ადამიანი წოდებულიყო "ხატად მადლისა" (ამ შემთხვევაში მეუფებრიობისა, ძალაუფლებას რომ ამბობ) და არა იმდენად "ხატად ღვთისა".

ეს ხომ მარტივია არა. ნათქვამია "ღვთის ხატად შეიქმნა", მაშინ უნდა ეტქვა ღვთის ერთ-ერთი თვისებით - მეუფებრიობის ხატად შეიქმნა. ხომ არ გეჩვენება რომ რაღაც-რაღაცეებს იგონებ?

კიდევ:

"ვამბობთ, რომ ასე დაიბადა ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად, რის გამოც ამ ცოცხალ არსებას ბუნებაში აქვს, რომ კარგი და სამართლიანი იყოს..." (ანთროპომორფისტთა წინააღმდეგ, თავი 2, PG. 76, 1080-1081).

კიდევ:

"თვით წმინდა სამებამ თქვა თავისი თავისადმი: "შევქმნათ ადამიანი ჩვენი ხატისებრ და მსგავსებისებრ", რათა იგი (ადამიანი, ე.ჭ.) გააზრებულიყო ღმრთეების მთელი გამოუთქმელი ბუნებისადმი ხატქმნილად (μεμορφωμένος, ლათ. conformatus), ცხადია, მონისეულად" (ივლიანეს წინააღმდეგ, წიგნი I; PG. 76, 537 D).

მოკლედ იხილეთ ამ სტატიში წმ. კირილე ალექსანდრიელის სწავლებანი პირველქმნილი ადამიანის შესახებ:

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=470%3A2011-12-05-08-08-52&catid=39%3A2009-12-29-11-32-35&Itemid=54&lang=en

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 4 2012, 02:24 PM

Otherguy
შენი არ ვიცი და მე ღვთის ხატად ვარ შექმნილი.

რაც ჩემი აზრით გულისხმობს ღვთის შვილობას

ადამიანს შეუძლია იყოს შემოქმედი, როგორც ღმერთია და შექმნას, როგორც ღმერთი ქმნის, მართალია ისეთივე მასშტაბებით არა, მაგრამ მაინც შექმნას..

ადამიანი რომელიც ხატავს გამორჩეულ სურათს, ხო ამბობენ რომ მან შექმნა შედევრი

ღვთის ხატობა იგულისხმება რომ ადამიანს აქვს პოტენციალი დაემსგავსოს ღმერთს ად განმღრთდეს. ამიტომ მოვიდა ქრისტე, აღამაღლა ადამიანური ბუნება ღვთაებრივი ბუნების გვერდით და გვასწავლა როგორ მივიდეთ უფლამდე, რადგან ქრისტე არის გზა უფლისკენ

ამის მერეც გაუგებარია?

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: May 6 2012, 01:58 PM

ქევანა

შენი აზრი გასაგებია, მაგრამ ბიბლიასთან რა შუაშია? 1 ფრაზა მაინც დაგეციტირებინა... biggrin.gif

afxazi

კარგი ბატონო, მაშ კითხვას დაგისვამ - ანგელოზს არ აქვს ბუნებაში კარგობა და სამართლიანობა?

რითი აღემატება ჩვენი ბუნება მაგალითად მთავარანგელოზთა ბუნებას? რატომ ვართ ჩვენ ღვთის ხატი და ისინი არა?

მათ ნაკლები ღვთაებრივობა გააჩნიათ?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 8 2012, 10:57 AM

Otherguy

ციტატა
კარგი ბატონო, მაშ კითხვას დაგისვამ - ანგელოზს არ აქვს ბუნებაში კარგობა და სამართლიანობა? რითი აღემატება ჩვენი ბუნება მაგალითად მთავარანგელოზთა ბუნებას? რატომ ვართ ჩვენ ღვთის ხატი და ისინი არა?



ლაშა, ეს თემა გულდასმით არ წამიკითხია, მხოლოდ ამ ბოლო პოსტიდან და თემი სათაურიდან გამომდინარე შეგეკიტხები. კაცს რაიმე განსხვავებულობა აქვს ქალთან, ან ანგელოზებთან შედარებით, რაც მას ანიჭებს ღვთის ხატობას?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 8 2012, 08:29 PM

Otherguy

ციტატა
რითი აღემატება ჩვენი ბუნება მაგალითად მთავარანგელოზთა ბუნებას? რატომ ვართ ჩვენ ღვთის ხატი და ისინი არა?


"იგი არის ანგელოზთა შემქმნელი და დამბადებელი. მან შემოიყვანა ისინი არარსებობიდან არსებობაში და საკუთარი ხატისებრ უსხეულო ბუნებად შექმნა ისინი, როგორც რამ სული ან უნივთო ცეცხლი" (წმ. იოანე დამასკელი, გარდამოცემა, თავი 17).

მხევალი ნინო

სიახლეების სენითაა დაავადებული biggrin.gif biggrin.gif ოღონდ ერთ მარტივ შეცდომას უშვებს ხოლმე. გონია, რომ სიახლის შემომტანია. არადა რასაც ამბობს საუკუნეების წინ მახვილდებოდა მათზე ყურადღება და შესაბამისი პასუხიც ეცემოდა.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: May 12 2012, 04:03 PM

afxazi

მოიცა ესეგი ანგელოზიც ღვთის ხატია? აბა ღმერთმა მარტო ადამიანი შექმნაო საკუთარ ხატად ბიბლიაში რომ წერია?


მხევალი ნინო

შენ კრიტიკულად მარტო ჩემ ნაწერებს უყურებ? smile.gif

კაცი მთავრობს ქალზე და ამიტომ ღვთის ხატობა ამ მხრივაა მასში გამოხატული.

ღვთის ხატობა ნიშნავს ღვთის ხილულ ანარეკლს. ანუ როგორც ღმერთია უხილავი, კაცია ხილული და გამოხატავს მის ძალას, სათნოებას და ყველაფერს რაც ღმერთს გააჩნია, ოღონდ ხილულად.

მაგრამ ხომ გახსოვს წერია: "გავაჩინოთ ადამიანი ჩვენს ხატად... ეპატრონოს მიწას, მცენარეებს და ცხოველებს..." --- ანუ ხატობა პირველ რიგში ამ კუთხითაა... ქალიც ეპატრონება ამ ყველაფერს უბრალოდ მას კაცი ჰყავს თავად.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 13 2012, 01:51 PM

Otherguy

ციტატა
მარტო ადამიანი შექმნაო


სად წერია მარტოო?

შენი აზრით მოაზროვნეობა, თავისუფალი ნება არ იგულისხმება ღვთის ხატებაში?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 26 2012, 03:09 PM

Otherguy

ციტატა
შენ კრიტიკულად მარტო ჩემ ნაწერებს უყურებ?



თემა შენია ლაშა.კითხვა შენ დასვი და დამაინტერესა, საკიტხს როგორ უყურებდი.


ციტატა
კაცი მთავრობს ქალზე და ამიტომ ღვთის ხატობა ამ მხრივაა მასში გამოხატული.


??? ასე წრია სადმე?

სქესი ადამიანობის ბუნებას ცვლის? ნიშან-თვისებებს ანუ ? ყველა ადამიანი არა ვართ?


ციტატა
ქალიც ეპატრონება ამ ყველაფერს



ეს კარგად აღნიშნე.


მხოლოდ ერთი ნიშნის გამო, რომელიც ურთიერთდამოკიდებულებაში ვლინდება, ქალს ღვთის ხატობას ართმევ? შენი აზრით რა არის, ცხოველი, რომლიც მანამდე შეიქნა, ანგელოზი თუ კიდევ სხვა რამ, რაზეც საუბარი არაა (ან მე მგონია, რომ არაა) ბიბლიაში.

ისე მე ხატობა მხოლოდ პატრონობა არ მეგონა. პატრონობა
ციტატა
მოაზროვნეობა, თავისუფალი ნება
ამ თვისებებიდან გამომდინარეობს, არა? მე ასე მგონია. ანუ, თუ არ ხარ მაოზროვნე, ვერც პატრონი იქნები. უბრალოდ, ინსტიქტებზე დამოკიდებული იქნები, რომ როცა გშია, ტავს დაესხა და შეჭამო და აშ. ანუ, ძალაუფლებაა ღვთის ხატობა, თუ მოაზროვნეობა, რომელიც ძალაუფლების უნარს გაძლევს, პატრონობის უნარს და აშ? მოაზროვნეობიდან არ იწყება ძალაუფლება?


თანაც, განა ქალს ,,ტავად,, მამაკაცი ცოდვით დაცემის შემდეგ არ განუწესა? ანუ, მანამდე ღვთის ხატად შექმნილა, რადაგნ ,, ტავად,, კაცი არ ჰყავდა და დაცემის სემდეგ, ხატობა დაკარგა(შენი ლოგიკით) რადგან ტავად განუცესა???

afxazi

დათოია, განავრცე კარგად, მეც მინდა წაკიტხვა : ))) მე მგონი მეც რაღაცეები არასწორად მესმის

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Sep 10 2012, 08:26 PM

ულფი ამგვარად განმარტავს ადამიანის ხატობას ღმრთეებასთან _ ვინაიდან ღმერთი სამებაა და სამპიროვანი და შედგება სამი იპოსტასისგან და მაინც ერთი არსებაა , ასევე ადამიანიც შედგება _ სულის , სამშვინველისა და სხეულისგან და ამგვარად ისიც, მაინც ერთი არსებაა .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 10 2012, 08:49 PM

ციტატა
ულფი ამგვარად განმარტავს ადამიანის ხატობას ღმრთეებასთან _ ვინაიდან ღმერთი სამებაა და სამპიროვანი და შედგება სამი იპოსტასისგან და მაინც ერთი არსებაა , ასევე ადამიანიც შედგება _ სულის , სამშვინველისა და სხეულისგან და ამგვარად ისიც, მაინც ერთი არსებაა .

ვა...
რავა ხარ რუსთავსკი?

ეგ ულფი ვინაა?

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 11 2012, 12:24 AM

esre ars cheshmariteba

ციტატა
ასევე ადამიანიც შედგება _ სულის , სამშვინველისა და სხეულისგან და ამგვარად ისიც, მაინც ერთი არსებაა .

გახსოვს, მამა იაკობმაც შენიშვნა მოგცა ამ სიტყვებზე smile.gif
სამშვინველი იგივე სულის ნაწილია და მისი ადამიანური სულისგან გამოყოფა არაა სწორი.


პოსტის ავტორი: seminarieli89 თარიღი: Sep 12 2012, 01:02 AM

ბიბლიაში წერია რომ ღმერთმა შექმნა კაცი დედაკაცდ და მამაკაცად. და შემდეგ ღმერთმა გაყო დედაკაცი და მამაკაცი. ანუ ადამის ნეკნისგან შეიქმნა ევა. ევა ნიშნავს ყოველტა ცოცხალთა დედას. ადამი კი მიწიდან აღებულს. ასე რომ კაციც და ქალიც ხატია ღვტისა, საკუტარი თავისუფალი ნებით. მხოლოდ ამიტაა ადამიანი მსგავსი ღვთისა.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Sep 29 2012, 12:24 AM

ციტატა(George Leluashvili @ Sep 11 2012, 12:24 AM) *

esre ars cheshmariteba

გახსოვს, მამა იაკობმაც შენიშვნა მოგცა ამ სიტყვებზე smile.gif
სამშვინველი იგივე სულის ნაწილია და მისი ადამიანური სულისგან გამოყოფა არაა სწორი.

აბა თუ პავლე მოციქული ბუკვალურად განყოფს და ჩამოტვლის სულს და სამშვინველს ეს როგორ გავიგო? 1თესალონიკელთა 5:23 blink.gif

ციტატა(A.V.M @ Sep 10 2012, 08:49 PM) *

ვა...
რავა ხარ რუსთავსკი?

ეგ ულფი ვინაა?

ულფ ეკმანი თუ არ იცი ვინაა მაშინ მთლად გლეხები ვყოფილვართ ქტისტიანობაში blink.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 29 2012, 01:24 AM

ციტატა
ულფ ეკმანი თუ არ იცი ვინაა მაშინ მთლად გლეხები ვყოფილვართ ქტისტიანობაში

რაღა მშველებია თუ ვიღაც პროტესტანტი ტვინნაღრძობი არ ვიცი ვინაა...
biggrin.gif

მე სხვა რამის გამო გკითხე ვინაა მეთქი და არა იმიტომ რომ მისი ვინაობა არ ვიცოდი.
მაინც შეგახსენებ რამე ეჭვი რომ არ გაგიჩნდეს.

მოკლედ ეს ,,სიცოცხლის სიტყვა'' გნებავთ ევანგელური ეკლესია დაარსა ერთმა მწალებელმა შვედმა ულფ ეკმანმა.სათავე კი ამ ყველაფერს ,,ბიბლიის შემსწავლელმა'' ტვინნაღრძობების ჯგუფმა დაუდო.
მერე დაიწყეს აღმა-დაღმა ბოდიალი და ამას მისიოლოგიას ეძახდნენ.
თავად მოძღვრებით ბევრით არაფრით განსხვავდებიან ორმოცდაათიანელებისგან.აღიარებენ ქორწინების , ნათლობის და ზიარების საიდუმლოებს.
აქვთ საინტერესო დამოკიდებულება წმ.სამების დოგმატთან დაკავშირებით და.ა.შ.
ნუ აღარ გავაგრძელებ რა...

მეზარება...

პოსტის ავტორი: sopo... თარიღი: Sep 29 2012, 12:11 PM

ციტატა
ულფ ეკმანი თუ არ იცი ვინაა მაშინ მთლად გლეხები ვყოფილვართ ქტისტიანობაში

იქ პროფესორი ზოიძე თუ ფუტკარაძე არვიცით ..
უწიგნურები ვართ და დაგვერხევა პროფესორები გვეუბნებიან ამას @ქართულიოცნება : P

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2016, 09:32 PM

"...რადგან ის მამაკაცმა შეამჩნია, ესე იგი, არის მასში რაღაც განსაკუთრებული..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2021, 08:49 PM

"ქალი მამაკაცზე ნაკლებად როდი მონაწილეობს სამოქალაქო და სულიერ საქმეებში. ქალთაგან ბევრი ეწამა ქრისტესთვის. ქალს მამაკაცზე მეტადაც შეუძლია სიწმინდის დაცვა, რადგან მასში ვნებები ისე მძლავრად არ მოქმედებენ. ქალს თანაბრად შეუძლია გააჩნდეს ისეთი სათნოებები, როგორიცაა: თავმდაბლობა, უმანკოება, უანგარობა, პატიოსნება, რომელთა გარეშეც "ვერავინ იხილავს უფალს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2021, 09:06 PM

"ყველა ქალს სხვაზე უკეთესი ჰგონია თავი. ამას ვერც იმან უშველა, რომ რა ხანია, ქვეყნად სარკე მოიგონეს"

/მწერალი ოტია იოსელიანი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)