თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფოლკლორი _ ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Sep 10 2008, 11:37 AM

15 სექტემბერს იწყება ფოლკლორის IV საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ბინას დაიდებს თბილისის კონსერვატორიაში.
სიმპოზიუმი გაგრძელდება რამოდენიმე დღე!

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 10 2008, 03:17 PM

ველით სულმოუთქმელად smile.gif

პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: Sep 10 2008, 05:06 PM

ვინმეს რამე ინფო არ გაქვთ? ვინ გამოდის და როდის?

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Sep 10 2008, 05:51 PM

ციტატა(ჯეგე @ Sep 10 2008, 05:06 PM) *

ვინმეს რამე ინფო არ გაქვთ? ვინ გამოდის და როდის?


+1

ნამეტანი მწირი ინფორმაციას გავწოდებთ,პატივცემულო biggrin.gif

პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Sep 10 2008, 09:44 PM

potiabesbaia

ტრადიციული მრავალხმიანობის IV საერთაშორისო სიმპოზიუმი smile.gif პროგრამას დავდებ მალე smile.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 10 2008, 10:13 PM

patara sayvarelo

ციტატა
პროგრამას დავდებ მალე

დადე დადე მიდი ეხლა თან დავგეგმავ მომავალ დღეებსაც.biggrin.gif

პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Sep 10 2008, 10:26 PM

სიმპოზიუმის პროგრამა:

15 სექტემბერი 19:00 საათი _ სიმპოზიუმის გახსნა. მონაწილეობენ: მომღერლები გურიიდან, სამეგრელოდან, სვანეთიდან და კახეთიდან. უცხოური ანსამბლები: "სპარტიმუ" (საფრანგეთი/კორსიკა), "საუსეიასი" (ლატვია), "გორანი" ავსტრალია)

16 სექტემბერი 19:00 საათი

მონაწილეობენ ანსამბლები: "დიდგორი", "შავნაბადა", "შემოქმედი", "სახიობა", "მე რუსთველი", "ახალუხლები", "ჯვარული", "თუთარჩელა", "სათანაო", "ნანინა", კონსერვატორიის სტუდენტური ანსამბლი

17 სექტემბერი 19:00 საათი
მონაწილეობენ ანსამბლები: "სპარტიმუ" (საფრანგეთი/კორსიკა), "საუსეიასი" (ლატვია)

19 სექტემბერი 19:00 საათი
ტრადიციული მრავალხმიანობის IV საერთაშორისო სიმპოზიუმის დახურვა.
მონაწილეობენ ანსამბლები: "რუსთავი", "ანჩისხატი", "ლაშარი", "ბასიანი", "მთიები", "მზეთამზე", "სპარტიმუ" (საფრანგეთი/კორსიკა), "საუსეიასი" (ლატვია), "გორანი" (ავსტრალია), "მასპინძელი" (დიდი ბრიტანეთი)

ეს არის მარტო საღამოს, დიდ დარბაზში გასამართი კონცერტების პროგრამა. დღის მანძილზე სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება ლექცია-კონცერტები და სამეცნიერო სესიები

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 10 2008, 11:41 PM

ესე იგი 16ში და 19ში იქ ვართ smile.gif tongue.gif biggrin.gif და 18ში რას ვაკეთებთ? biggrin.gif ნეტაი ?biggrin.gif

პოსტის ავტორი: ჩაკრულო თარიღი: Sep 11 2008, 12:37 AM

ჯეგე

ციტატა
ვინმეს რამე ინფო არ გაქვთ? ვინ გამოდის და როდის?


მაგას რაღას კითხულობ შე კაცო? biggrin.gif ერთი ორის გარდა ყველა biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 11 2008, 10:28 AM

ჩაკრულო

ციტატა
ერთი ორის გარდა ყვ

შენ სულ მაგაზეე როგორ უნდა ბრაზობდე კაცო.
მოვა დრო და თქვენც მიგიწვევენ იმედია.

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Sep 11 2008, 10:31 AM

patara sayvarelo

QUOTE
ტრადიციული მრავალხმიანობის IV საერთაშორისო სიმპოზიუმი

მადლობა!!! ჩავასწორე შენის ნებართვით a075.gif

ვაა, არადა მე სხვა პროგრამა ვიცოდი, გახსნას დიდი სიამოვნებით დავესწრები, აი დახურვაზე კი ფოთში ვიქნები, თან მაგარი ნაბახუსევი tongue.gif biggrin.gif

კარგი პროგრამაა!

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Sep 11 2008, 10:31 AM

potiabesbaia
რავა ხარ თუ იცი?biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 11 2008, 10:46 AM

ციტატა(patara sayvarelo @ Sep 10 2008, 10:26 PM) *

ეს არის მარტო საღამოს, დიდ დარბაზში გასამართი კონცერტების პროგრამა. დღის მანძილზე სიმპოზიუმის ფარგლებში იმართება ლექცია-კონცერტები და სამეცნიერო სესიები
მერე მაგათი პროგრამაც დაგვიწერე შე ქალო! მთლად შენნაირები ვერა ვართ, მაგრამ იქნება პატარა აზრი ჩვენც გამოვიტანოთ მაქედან.

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Sep 11 2008, 12:13 PM

რა კარგიაააა.გაიხარეთ რომ გამახარეთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: kolxetis asuli თარიღი: Sep 11 2008, 01:56 PM

რა მაგარიააააააა.... hehe.gif laugh.gif ე.ი. წინ ბევრი სასიამოვნო საღამო გველის! whistling.gif thumbs.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Sep 11 2008, 10:29 PM

ნიუუუ დიდი სურვილი მაქვს რო მავიდე და ალბად მოვალ. smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Sep 11 2008, 10:35 PM

მეც წამოვალ აუცილებლად, ოღOნდ გამაგებინეთ თქვენ როდის მიდიხართ რომ მეც იმ დღეს წამოვიდე smile.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Sep 11 2008, 10:35 PM

: ))))

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 11 2008, 10:36 PM

მოუთმენლად ველოდები სიმპოზიუმის დაწყებას smile.gif სიმღერა მომენატრა cocxali.gif

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 11 2008, 10:43 PM

Didgoreli
მეეეეეეეეეეც smile.gif ძაან მომენატრა კონცერტები jump.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Sep 13 2008, 04:11 PM

ყველანი უნდა დავირაზმოთ, აშკარად a075.gif ძალიან მაგარი დღეები გველოდება.

პროფესიის მიუხედავად ვგონებ ყველასთვის სასარგებლო იქნებოდა სამეცნიერო სესიებზე დასწრება biggrin.gif ბევრი ძალიან კარგი მეცნიერი გამოდის.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 15 2008, 03:33 PM

teo... tee

ციტატა
ბილეთების ამბები როგორაა თუ იცით ? წინასწარ თუარ შევიძინე ვერაა ?

აზრზრზრზე არ ვარ tongue.gif მგონი რო მიხვიდე პირდაპირ , იქვე იყიდი smile.gif

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 15 2008, 07:28 PM

დღეს შუა დღეს ავიღე და არის ბილეთები არ იდარდოთ smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 15 2008, 08:17 PM

აუ, როგორ გამიხარდა! hehe.gif
მაგრამ დღევანდელი დღე გამოვტოვე.
აბა, ბინც იყავით მოყევით.

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 15 2008, 08:32 PM

ჯერ არ დამთავრებულა,ახლა დაწყებულა მეორე ნაწილი smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Sep 15 2008, 10:31 PM

ხვალ ვინ მოდის? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 15 2008, 11:21 PM

ეკატო

ციტატა
ხვალ ვინ მოდის?

მე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Sep 15 2008, 11:22 PM

ციტატა(Didgoreli @ Sep 15 2008, 11:21 PM) *

ეკატო

მე biggrin.gif

შენ რომ იქ იქნები ეგ კი ვიცი, მე მაყურებლებს ვგულისხმობ biggrin.gif

პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Sep 16 2008, 12:13 AM

ეკატო
მე(ც) tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Sep 16 2008, 12:22 AM

აუ ხვალ ვმუშაობ. sad.gif

აუ როგორ მინდოდა წამოსვლა.

ზეგ კი ვიქნები ალბად მარა მე ხვალ მინდოდა მაგარო პროგრამაა. smile.gif

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 16 2008, 12:37 AM

მეც მოვდივარ ხვალ.დიდგორი უნდა დავაფასოოოოოო smile.gif ხო და კიდევ ნიკას რაგაც უნდა ვუმღერო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: SuLo თარიღი: Sep 16 2008, 02:45 AM

Didgoreli
ვაჟკაც თქვენ როდის გამოდიხართ? a075.gif

პოსტის ავტორი: mariami_484 თარიღი: Sep 16 2008, 11:20 AM

ბილეთის ფასი ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 16 2008, 11:54 AM

დღეს მღერის დიდგორიიი smile.gif ბილეთების ფასი-10,8,6,4 smile.gif

პოსტის ავტორი: kandel თარიღი: Sep 16 2008, 12:30 PM

არამარტო დიდიოგირ biggrin.gif სახიობაც მღერის tongue.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 16 2008, 03:19 PM

kandel

ციტატა
არამარტო დიდიოგირ სახიობაც მღერის

კაი რა გეწყინა შე კაცო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Sep 16 2008, 06:42 PM

რომელ საათზე იწყება ხოლმე ? unsure.gif

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 16 2008, 10:46 PM

7ზე იწყება smile.gif დღეს დიდგორმა გაგვახარა.ზეგ ბასიანი გაგვახარებს smile.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Sep 16 2008, 10:49 PM

რა კარგი იყოოო cocxali.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Sep 16 2008, 11:21 PM

takuna

ციტატა
ზეგ ბასიანი გაგვახარებს

მაიცა, "ბასიანი" მაზეგ არ გამოდის, 19-ში? IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 16 2008, 11:37 PM

ვეშაპო

ციტატა
მაიცა, "ბასიანი" მაზეგ არ გამოდის, 19-ში?

კიი უკაცრავად თვლა დამავიწყდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Sep 17 2008, 12:04 AM

ხალხნო სიმპოზიუმის კონცერტების ჩანაწერები არავის გაქვთ რომ დადოთ? rolleyes.gif smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 17 2008, 11:20 AM

სხვისი არ ვიცი და მე კმაყოფილი დავრჩი გუშIნდელი საღამოთი.
აი 19-ში უფრო მეტს ველოდები cool.gif

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Sep 17 2008, 12:39 PM

19-ში თუ 18-ში?

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 17 2008, 01:32 PM

qarcivadze

ციტატა
19-ში თუ 18-ში?

19ში,18ში როგორც ვიცი კონცერტი არ არის smile.gif

პოსტის ავტორი: kolxetis asuli თარიღი: Sep 17 2008, 08:17 PM

საერთო ჯამში მათლაც კარგი იყო! rolleyes.gif a075.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 17 2008, 09:32 PM

დღეს ვინ იყავით?
ფრანგები მომეწონა! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: patara sayvarelo თარიღი: Sep 17 2008, 09:50 PM

tamuna m

ლატვიელებმა რა დაგიშავეს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 17 2008, 11:45 PM

ციტატა(patara sayvarelo @ Sep 17 2008, 09:50 PM) *

tamuna m

ლატვიელებმა რა დაგიშავეს? biggrin.gif

პრინციპში, არც არაფერი laugh.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 18 2008, 10:04 AM

ციტატა(tamuna m @ Sep 17 2008, 09:32 PM) *

დღეს ვინ იყავით?

მე

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Sep 18 2008, 01:14 PM

ციტატა(patara sayvarelo @ Sep 17 2008, 12:04 AM) *

ხალხნო სიმპოზიუმის კონცერტების ჩანაწერები არავის გაქვთ რომ დადოთ? rolleyes.gif smile.gif

მე მაქვს, ოღონდ მაინცდამაინც კარგი ხარისხის არაა sad.gif
საღამოს ავტვირთავ და განახებთ smile.gif

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 18 2008, 11:31 PM

http://bin.ge/file/203766/simpoziumi-xasanbegura-15-09-2008.mp4.html
16.09.2008-ხასანბეგურა smile.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 19 2008, 11:19 AM

დღეს დიდი დღეა , დიდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 19 2008, 11:27 AM

დღეს ყველაზე ბანძი დღეა ჩემს ცხოვრებაში და მგონი ვერც კონცერტზე ვერ მოვალ sad.gif

პოსტის ავტორი: salamura-tamta თარიღი: Sep 19 2008, 01:26 PM

ციტატა
დღეს ყველაზე ბანძი დღეა ჩემს ცხოვრებაში და მგონი ვერც კონცერტზე ვერ მოვალ

რატო?

პოსტის ავტორი: kandel თარიღი: Sep 19 2008, 01:58 PM

ციტატა(teo... tee @ Sep 16 2008, 01:36 PM) *

ეს ახალია რამეე ? blink.gif biggrin.gif


ახალის რა მოგახსენო, მარგამ ეს ანსაბმბლი 2 წელია რაც არსებოს და... tongue.gif biggrin.gif

ციტატა(Didgoreli @ Sep 16 2008, 04:19 PM) *

kandel

კაი რა გეწყინა შე კაცო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


აუუფფ... ძააალიან მეწყინაა... laugh.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Sep 19 2008, 04:43 PM

komisia

ციტატა
დღეს ყველაზე ბანძი დღეა ჩემს ცხოვრებაში და მგონი ვერც კონცერტზე ვერ მოვალ

ნუ ნერვიულობ, შეგირიგდება შე კაცო. IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 19 2008, 04:45 PM

komisia
რა გჭირს კაცო?

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Sep 19 2008, 09:26 PM

დღეს ვინმე იყავით დახურვაზე? მოგვიყევით რა ხდებოდა რაა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Sep 19 2008, 09:47 PM

კარგი იყო? smile.gif

მე ვერ წავედი sad.gif

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 19 2008, 10:29 PM

ჩემი აზრით , რბილად რომ ვთქვათ სიმპოზიუმის ბოლო დღე , საერთაშორისო ფოლკლორის სიმპოზიუმის დახურვის დღე ასეთი არ უნდა ყოფილიყო !!! მე პირადად ფოლკლორში მოღვაწე ყველა პატივსაცემი პირისადმი დავკარგე ნდობა ! ქართული ფოლკლორი თუ ასე იმღერება როგორც დღეს იქნა ნამღერი , მაშინ საღოლ ჩვენ !!! სახასიათო ფაქტი იყო არა იის , რომ ბოლო სიმღერაზე , რომელიც ყველა ანსამბლს ერთად უნდა ემღერა , "ანჩისხატის გუნდი " , "ბასიანი" და "ლაშარი" არ იდგა სცენაზე?!!! მოკლედ გამგები გაიგებს ! მე , როგორც ერთერთი ანსამბლის , ერთერთი რიგითი წევრი და ფოლკლორის უდიდესი მოყვარული , დღევანდელი დღით საშინლად ვარ იმედგაცრუებული ! ღმერთმა ქნას ამ ყველაფერს მოევლოს და გამოჩნდეს ერთი კაცი მაინც ვინც ითავებს ამ ყველაფერთან ბრძოლას , თუმცა სამწუხაროდ ჯერ ასეთი კაცი არ სჩანს !

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 19 2008, 10:41 PM

Didgoreli

ციტატა
ემი აზრით , რბილად რომ ვთქვათ სიმპოზიუმის ბოლო დღე , საერთაშორისო ფოლკლორის სიმპოზიუმის დახურვის დღე ასეთი არ უნდა ყოფილიყო !!! მე პირადად ფოლკლორში მოღვაწე ყველა პატივსაცემი პირისადმი დავკარგე ნდობა ! ქართული ფოლკლორი თუ ასე იმღერება როგორც დღეს იქნა ნამღერი , მაშინ საღოლ ჩვენ !!! სახასიათო ფაქტი იყო არა იის , რომ ბოლო სიმღერაზე , რომელიც ყველა ანსამბლს ერთად უნდა ემღერა , "ანჩისხატის გუნდი " , "ბასიანი" და "ლაშარი" არ იდგა სცენაზე?!!! მოკლედ გამგები გაიგებს ! მე , როგორც ერთერთი ანსამბლის , ერთერთი რიგითი წევრი და ფოლკლორის უდიდესი მოყვარული , დღევანდელი დღით საშინლად ვარ იმედგაცრუებული ! ღმერთმა ქნას ამ ყველაფერს მოევლოს და გამოჩნდეს ერთი კაცი მაინც ვინც ითავებს ამ ყველაფერთან ბრძოლას , თუმცა სამწუხაროდ ჯერ ასეთი კაცი არ სჩანს !

ბრავოოო,ბრავოოო.ვამაყობ შენით და როგორც ერთ-ერთი რიგითი მსმენელი და არაკომპეტენტური მაინც დაგეტანხმები იმიტომ რომ მართლა ასეა tongue.gif

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Sep 19 2008, 11:00 PM

თქვენი არ ვიცი,მაგარამ მე კმაყოფილი ვარ დღევანდელი კონცერტით.. ისე "ანჩისხატის გუნდი", "ბასიანი" და "ლაშარი" რომ არ გამოვიდნენ ბოლოს ეგ მეც ძალიან არ მომეწონა.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 19 2008, 11:01 PM

natianatushki

ციტატა
ისე "ანჩისხატის გუნდი", "ბასიანი" და "ლაშარი" რომ არ გამოვიდნენ ბოლოს ეგ მეც ძალიან არ მომეწონა.

და ვინ თქვა რომ არ მომეწონა??

პოსტის ავტორი: ჩაკრულო თარიღი: Sep 20 2008, 12:26 AM

Didgoreli
და შენ ვის ელოდები ამ ბრძოლაში მშველელად? smile.gif)))

ერისიონმა რაც იმღერა ღმერთმა გაუმარჯოთ, შენ დანარჩენები თქვი კაცოო smile.gif)) ვერ უყურებდი რატო მაგეთი გნიასი იყო? biggrin.gif

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Sep 20 2008, 12:40 AM

ციტატა(Didgoreli @ Sep 19 2008, 11:01 PM) *

natianatushki

და ვინ თქვა რომ არ მომეწონა??

მე არ მომეწონა და შენი არ ვიცი..ხო კარგი,დაივიწყე რაც ვთქვი.

პოსტის ავტორი: takuna თარიღი: Sep 20 2008, 12:48 AM

ჩაკრულო
ეგ გასაგებია მაგრამ რამე გზა არ არსებობს რაც მაგ "გნიასს" უშველის?

პოსტის ავტორი: nike_22 თარიღი: Sep 20 2008, 01:04 AM

natianatushki

ნიკოლოზს დავეთანხმები ბასიანი ანჩის ხატი და ლაშარი არ უნდა გასულიყო და ჩემი აზრით სწორად მოიქცა

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Sep 20 2008, 12:19 PM

natianatushki
Didgoreli
nike_22
კაი რა, ნუ მიანიჭებთ მაგას დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას. IPB-ს სურათი

"ბასიანი" და "ლაშარი" თავიდანვე გამოვიდნენ და მერე მიიფანტ-მოიფანტნენ და "ანჩისხატელები" თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ თავ-თავიანთ საქმეებზე.

არავითარი ქვეტექსტი და პროტესტი.

პოსტის ავტორი: kandel თარიღი: Sep 20 2008, 01:06 PM

ციტატა(teo... tee @ Sep 19 2008, 05:55 PM) *

ჩამოვრჩენილვარ დროს და ეგაა biggrin.gif

ეგ არაფერი kiss1.gif ხდება ხოლმეე a075.gif biggrin.gif www.sakhoba.ge შედი და ნახე თ smile.gif

პოსტის ავტორი: sikvarulma mogvikvana თარიღი: Sep 20 2008, 01:09 PM

ჩაკრულო

მაპატიეე მარა რას გაუმარჯოს ? ერისიონის ნამღერზე ამბობ? რაღა დროს ერისიონის სიმღერაა, მე მგონია ცოტა წინ წავედით და გემოვნება დაიხვეწა, მარა როგორც ჩანს ღირებულებები ისევ არეულია ერთმანეთში. ერთ პლანზე დგას ქართული ფოლკლორის ევროპული საოპერო შესრულება(მაგრამ ეგ რო იყოს კიდე რა გვიჭირს, უბრალოდ ღრიალზეა ლაპარაკი!!) და მეორე მხრივ იმ ძველი კილოების აღდგენა გადარჩენა რაც წინაპრებმა შემოგვინახეს, ერსიონის ნამღერი არა თუ ქარტული სიმღერა არაა საერთოდ ზიანსაც კი აყენებს, და ნამდვილად ვიცი ერთი რამ რომ ვერც ერისიონი და ვერც რუსთავი დღეს დღეობით ნამდვილად ვერ გადაარცენს ფოლკლორს, პირიქით თუ ხელს არ უშლის, ადრე რათქმაუნდა სულ სხვა სიტუაცია იყო, და ამ ანსამბლების მოღვაწეობასაც სხვა დატვირთვა ქონდათ. დღეს სამწუხაროდ ცუდი სიმღერის ნამდვილი მაგალითები გახდნენ, და ეს ძაან სამწუხაროა.... ეს ეხება ასევე მათ პირმშო ანსამბლებსაც და ასევე ამ სტილის მოყვარულ- მიმდევრებს ყველას!!!!

პოსტის ავტორი: kandel თარიღი: Sep 20 2008, 01:11 PM

აუუ თხოვნა მაქ ხალხთან.
თუ გაქვთ სახიობას ნამგერი სიმგერები, სიმპოზიუმზე რომ იმგერეს... თუ შეგიძლიათ დადეთ. : * მადლობთ წინასწარ madlioba.gif

აუუ თხოვნა მაქ ხალხთან.
თუ გაქვთ სახიობას ნამგერი სიმგერები, სიმპოზიუმზე რომ იმგერეს... თუ შეგიძლიათ დადეთ. : * მადლობთ წინასწარ madlioba.gif

პოსტის ავტორი: mii თარიღი: Sep 20 2008, 02:50 PM

მცდარად გაიჟღერა აზრმა რომ ბასიანი შეგნებულად არ დარჩა კონცერტის ბოლომდე, ასე არ არის, უბრალო და მარტივი მიზეზის გამო ბასიანს კონცერტი ქონდა იმ საღამოს ოპერაში სამების გუნდთან ერთად smile.gif smile.gif smile.gif გაიხარეთ

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Sep 20 2008, 09:17 PM

ციტატა(mii @ Sep 20 2008, 02:50 PM) *

მცდარად გაიჟღერა აზრმა რომ ბასიანი შეგნებულად არ დარჩა კონცერტის ბოლომდე, ასე არ არის, უბრალო და მარტივი მიზეზის გამო ბასიანს კონცერტი ქონდა იმ საღამოს ოპერაში სამების გუნდთან ერთად smile.gif smile.gif smile.gif გაიხარეთ

მეც რაღაც ეგეთი ვიფიქრე.საპატიო მიზეზი ჰქონიათ და რას ვერჩით? სამების გუნდთან ერთად ქონდა კონცერტი?რომ გამეგო გავყვებოდი ჩუმად და იქაც დავტკბებოდი მაგათი მოსმენით.

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Sep 20 2008, 09:17 PM

დიდგორელს ვეთანხმები. დროა უკვე თავისი სახელი დაერქვას ყველაფერს

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Sep 20 2008, 09:22 PM

ციტატა(ვეშაპო @ Sep 20 2008, 12:19 PM) *

natianatushki
Didgoreli
nike_22
კაი რა, ნუ მიანიჭებთ მაგას დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას. IPB-ს სურათი

"ბასიანი" და "ლაშარი" თავიდანვე გამოვიდნენ და მერე მიიფანტ-მოიფანტნენ და "ანჩისხატელები" თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ თავ-თავიანთ საქმეებზე.

არავითარი ქვეტექსტი და პროტესტი.

მართალი ხარ.. გეთანხმები და კიდევ გეთანხმები.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Sep 21 2008, 06:04 PM

ვეშაპო

ციტატა
კაი რა, ნუ მიანიჭებთ მაგას დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობას.

"ბასიანი" და "ლაშარი" თავიდანვე გამოვიდნენ და მერე მიიფანტ-მოიფანტნენ და "ანჩისხატელები" თავქუდმოგლეჯილები გაიქცნენ თავ-თავიანთ საქმეებზე.

არავითარი ქვეტექსტი და პროტესტი.

mii
ციტატა
მცდარად გაიჟღერა აზრმა რომ ბასიანი შეგნებულად არ დარჩა კონცერტის ბოლომდე, ასე არ არის, უბრალო და მარტივი მიზეზის გამო ბასიანს კონცერტი ქონდა იმ საღამოს ოპერაში სამების გუნდთან ერთად გაიხარეთ

თქვენ ვერ გაიგეთ smile.gif მე არ მითქვამს ის , რომ ანჩისხატი , ბასიანი და ლაშარი კონცერტის ბოლოს სცენაზე სპეციალურად არ დადგა , პროტესტის ნიშნად , უბრალოდ ის ვთქვი რომ ეს ფაქტი ძალიან სახასიათო იყოთქო ! smile.gif

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Sep 26 2008, 01:47 PM

კორსიკელებთან ერთად გაიმეორებდა კაცი სუფრას smile.gif
მაგარი ხალხია!!!

www.spartimu.fr
მართალია ფრანგულადაა მარა გული მიგრძნობს საქართველოზე კარგად წერენ!!!! a075.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Sep 28 2008, 02:18 PM

როგორ მაინტერესებდა,მაგარამ ვერცერთ დღეს ვერ მოვედი..
გამოცდები მქონდა მაშინ..
დადეთ რა თუ გააქვთ ვიდეოები.. : )))

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Oct 18 2008, 05:23 PM

ხოო.. დიდი ხანი კი გავიდა, მაგრამ ვფიქრობ ეს თემა ასე მალე არ ბერდება biggrin.gif

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ სიმპოზიუმის ჩატარებას, ასეთ პოლიტიკურ სიტუაციაში თუ უბრალოდ ჩვენს უცხოელ მეცნიერებთან კონტაქტის თვალსაზრისით. აქ მხოლოდ კონცერტები განიხილება სამწუხაროდ, და მეტწილი დოზით ქართული ძველი დრომოჭმული და ათასგზის განდახილული პრობლემატიკები. მესმის ყველას გულისტკივილი და გიერთდებით, მაგრამ მე პირადად უკვე დავიღალე ასეთ რაღაცეებზე ლაპარაკით, მაინც არაფერი არ შეგვიძლია შევცვალოთ და ამიტომ ამ თემას არ შევეხები.


სამეცნიერო ნაწილზე რატომ არავინ საუბრობს? ძალიან საინტერესო იყო. ცოტა სპეციფიურია მართალია, მაგრამ ბევრი ისეთი თემაც იყო, რომელიც ადვილად გასაგებია. მაგალითად ნევმებზე რომ თემა ჰქონდა ზაალს, ასევე სიმონის თემა, კარბელაშვილების სამზე მეტხმიან საგალობლებზე, ვინ იყავით სიმჰას და პოლოს ლექციაზე სადაც ბასიანი გამოდიოდა? მართალია დრო გავიდა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ხომ კიდევ შეიძლება, თუ ვინმე იყავით იქნებ გამოთქვათ აზრი smile.gif ლატვიელების ფოლკლორი არავის მოგეწონათ? ვისაც მათი დისკი აქვს იქნებ ატვირთოს სიმღერები? ძალიან მომეწონა მე. ასევე კორსიკელების... კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი, ჩვენს თანამემამულეს, სოსო ჟორდანიას, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს რამდენჯერმე შევხვდით სტუდენტები და ბევრ საიტერესო საკითხებზე ვისაუბრეთ, ასევე შევხვდით სიმჰას და პოლოს.. მოკლედ ცოტა სიმღერის იქით სხვა საკითხებსაც შევხედოთ?

თუ ვინმეს სურვილი ექნება შევეცდები სამეცნიერო თემები ავტვირთო

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Oct 18 2008, 09:35 PM

N. R.

ციტატა
სამეცნიერო ნაწილზე რატომ არავინ საუბრობს?

სამეცნიერო ნაწილს რა აზრი აქვს თუკი სასიმღერო ნაწილში ისეთ რაღაცეებს უშვებენ რაც მათ ნაკვლევებს და ნააზრევებს ეწინააღმდეგება?? მე , როგორც ერთერთი ფოლკლორის მოყვარული ძალიან უკმაყოფილო დავრჩი ამ სიმპოზიუმით ! ამ სფეროში მყოფი ადამიანების 99 % ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი !

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: Oct 19 2008, 02:16 PM

ციტატა(Didgoreli @ Oct 18 2008, 08:35 PM) *

N. R.

სამეცნიერო ნაწილს რა აზრი აქვს თუკი სასიმღერო ნაწილში ისეთ რაღაცეებს უშვებენ რაც მათ ნაკვლევებს და ნააზრევებს ეწინააღმდეგება?? მე , როგორც ერთერთი ფოლკლორის მოყვარული ძალიან უკმაყოფილო დავრჩი ამ სიმპოზიუმით ! ამ სფეროში მყოფი ადამიანების 99 % ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი !



კარგი რაა, არცერთი სამეცნიერო თემა არ ეხებოდა თანამედროვე საშემსრულებლო დონეს, და ჭორაობის დონეზე და საზოგადო თავშეყრის ადგილას თუ ვინმე რამეს ამბობს ეგ არაა სამეცნიერო კონფერენცია და მაგაზე არ ვსაუბრობ მე.

თანაც მართლა არ მიმაჩნია სწორად 3 და 4 ანსამბლის გულისთვის თავად სიმპოზიუმი შეაფასო უარყოფითად, მითუმეტეს რომ ათასი კონცერტი ისედაც ტარდება, ამ სიმპოზიუმის მთავარ ღირებულებას სამეცნიერო ნაწილი წარმოადგენდა.

იმაში კი სრულიად გეთანხმები რომ ზოგადად ადამიანის ნააზრევი მის პრაქტიკულ შემოქმედებას უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ ეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა, როცა ადამიანის სიტყვა და საქმე განსხვავდება და პრინციპში ეს პრობლემა ყოველ ჩვენგანში დევს. სამწუხაროდ ასეთი პრობლემატიკური საკითხები სხვადასხვა პროფესიებზეც ვრცელდება და არა მხოლოდ ფოლკლორის სფეროშიც.

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: Oct 19 2008, 03:29 PM

N. R.

ციტატა
თანაც მართლა არ მიმაჩნია სწორად 3 და 4 ანსამბლის გულისთვის თავად სიმპოზიუმი შეაფასო უარყოფითად, მითუმეტეს რომ ათასი კონცერტი ისედაც ტარდება, ამ სიმპოზიუმის მთავარ ღირებულებას სამეცნიერო ნაწილი წარმოადგენდა.

"ათასი კონცერტი" და ფოლკლორის საერთაშორისო სიმპოზიუმი ცოტა განსხვავდება ჩემი აზრით !
ციტატა
იმაში კი სრულიად გეთანხმები რომ ზოგადად ადამიანის ნააზრევი მის პრაქტიკულ შემოქმედებას უნდა ემთხვეოდეს, მაგრამ ეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა, როცა ადამიანის სიტყვა და საქმე განსხვავდება და პრინციპში ეს პრობლემა ყოველ ჩვენგანში დევს. სამწუხაროდ ასეთი პრობლემატიკური საკითხები სხვადასხვა პროფესიებზეც ვრცელდება და არა მხოლოდ ფოლკლორის სფეროშიც.

სხვა სფეროში რა ხდება არ ვიცი და არც მაინტერესებს , ფოლკლორში კი ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს ! არცერთ ადამიანად არ ღირს ფოლკლორის "გაბანძება" ! გადამღალა ამ ორპირობამ !!!

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: Oct 21 2008, 05:14 PM

პოსტი შემეშალა, არ შეიმჩნიოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Jul 2 2010, 04:41 PM

სალამი ფოლკლორის მოყვარულ და 2 წელიწადში ერთხელ სიმპოზიუმის მომლოდინე საზოგადოებას smile.gif
ვინმემ ხომ არ იცით წელს რა ფორმატით ჩატარდება სიმპოზიუმი?
ყური მოვკარი თითქოს საქართველოს მხოლოდ 4-5 ანსამბლი წარმოადგენსო.

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Sep 27 2010, 11:19 AM

4დან იწყებაო!
ვინ გამოდის ან რა პროგრამაა?

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 27 2010, 07:49 PM

potiabesbaia
4დან 9 ოქტომბრამდე არის სიმპოზიუმი smile.gif თუ წავაწყდი პროგრამას აუცილებლად დავდებ smile.gif

პ.ს. თქვენ არ მღერით?

პოსტის ავტორი: doroTea თარიღი: Sep 28 2010, 11:07 PM

potiabesbaia
წელს ფოლკლორის სიმპოზიუმზე ახალგაზრდა ანმსაბლებს ბავშვთა ანსამბლები ჩაანაცველს.

ეს არის სიმპოზიუმი და არა ფესტივალი, სადაც ყოველ წელს ერთი და იგივე ანსამბლები მონაწილეობენ.

მე როგორც ვიცი ორგანიზატორები ცდილობენ ყოველი მორიგი სიმპოზიუმი სიახლით გამოირჩეოდეს...

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Sep 29 2010, 11:24 AM

doroTea

QUOTE
სიახლით გამოირჩეოდეს...

რუსთავი ყოველ წელს ახალი ჩოხით გამოდის და ეტყობა მაგიტომ მონაწილეობს სულ biggrin.gif
მე რაც მაგ სიმპოზიუმზე დავდივარ, უცხოეთიდან სულ ერთი და იგივე გუნდები ჩამოდიან. საქართველოდანაც ეგრეა.
უბრალოდ აქ ლაპარაკი იმაზეა, რომ საქართველოში, მაღალ განვითარებული ფოლკლორის ქვეყანაში, ამ სიმპოზიუმის გარდა არაფერი არ ტარდება სერიოზული. დიდგორის მსგავსი გუნდები კი მხოლოდ შიშველ ენთუზიაზმზე არსებობენ და ამ ზიმპოზიუმს ელოდებიან რათა წარსდგნენ სერიოზული მსმენელების წინაშე.
ფაქტია რომ არანაირი ხელშეწყობა არ არის გუნდების მიმართ.
სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Sep 29 2010, 02:41 PM

doroTea

ციტატა
წელს ფოლკლორის სიმპოზიუმზე ახალგაზრდა ანმსაბლებს ბავშვთა ანსამბლები ჩაანაცველს.

და ეს ახალგზარდა ანსამბლი რა არის გამაგებინოთ იქნებ smile.gif
ანსამბლი რომელიც 6 წელს ითვლის უშვებს მეორე სოლო ალბომს და მე4 სოლო კონცერტისთვის ემზადება, შეიძლება ჩაითვალოს ახალგაზრდა ანსამბლად?

პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Sep 30 2010, 07:46 PM

ცუდია დიდგორი და სახიობა რომ არ იქნებიან...

პ.ს. ჰა.ჰა დახურვაზე წახვიდე კაცი

პ.პ.ს. მაგრამ დრაიგეზანგს მაინც ვერ აცდები biggrin.gif

პოსტის ავტორი: doroTea თარიღი: Oct 5 2010, 11:49 AM

აქ ხომ იყო პროგრამა? blink.gif სად წავიდა?

გუშინ საბავშვო ფოლკლორული ანსამბლებით გაიხსნა სიმპოზიუმი. მონაწილეობდნენ:

ამერ-იმერი, ერქვანი, იარამაშაი, კირიალესა, კრიმანჭული, ლაშარელა, მართვე, მძლევარი, ნაი-ნაი, პატარა თუთარჩელა, საუნჯე, ფერხისა, წნორის ბავშვთა გუნდი (საქართველო), თორნ-ლის სკოლის გუნდი (დიდი ბრიტანეთი-შოტლანდია).

საკმაოდ მხიარული და საინტერესო კონცერტი შედგა... კონცერტი დაგვიანებით (საათნახევარი) დაიწყო, ბავშვები უკვე ძალიან დაღლილები იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა ანსამბლი საუკეთესოდ წარდგა მსმენელის წინაშე smile.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 5 2010, 07:28 PM

doroTea

ციტატა
აქ ხომ იყო პროგრამა? სად წავიდა?

მე ავიღე, ასე იყო საჭირო smile.gif
ვისაც გსურთ პროგრამის ნახვა შეგიძLიათ შეხვიდეთ მრავალხმიანობის ცენტრის საიტზე.
საკონცერტო პროგრამა:
http://polyphony.ge/index.php?m=523&announcements_id=3
სამეცნიერო სესიების პროგრამა:
http://polyphony.ge/index.php?m=523&announcements_id=4

doroTea
ციტატა
საკმაოდ მხიარული და საინტერესო კონცერტი შედგა... კონცერტი დაგვიანებით (საათნახევარი) დაიწყო, ბავშვები უკვე ძალიან დაღლილები იყვნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა ყველა ანსამბლი საუკეთესოდ წარდგა მსმენელის წინაშე


ხო, მართლა კარგი კონცერტი გამოვიდა smile.gif მე სამწუხაროდ ვერ ვუსმენდი, რადგან გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე კულისებში დავრბოდი biggrin.gif
ბავშვებიც გადაგვეღალნენ, რადგან გახსნის ოფიციალური ცერემონია ძალიან გაიწელა smile.gif მთლიანობაში მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: nikolozi93 თარიღი: Oct 5 2010, 11:10 PM

ამ სიმპოზიუმის ვიდეო მასალა ხო არ მოგეპოვებათ???

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Oct 6 2010, 10:22 AM

გუშინ ლიტველებმა დამაბეჩავეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Oct 7 2010, 03:00 PM

potiabesbaia

ციტატა
გუშინ ლიტველებმა დამაბეჩავეს biggrin.gif

თუ დაგთრგუნეს? http://elar.ge/

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Oct 7 2010, 03:19 PM

ვეშაპო

QUOTE
თუ დაგთრგუნეს?

ორივე ერთდროულად biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Oct 7 2010, 03:41 PM

potiabesbaia
ქალების ანსამბლი რომ არის?
წინაზე მგონი ეგენი იყვნენ, რაღაცას გაჰკიოდნენ გულის გამაწვრილებლად.
:მემაპატიეთ!:
კორსიკელების მოსმენა მინდა და იქნებ მივბოდიალდე ხვალ

პოსტის ავტორი: qarcivadze თარიღი: Oct 8 2010, 10:32 PM

აბა როგორ ჩაიარა უჩემოდ სიმპოზიუმმა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Oct 8 2010, 10:33 PM

დღეავნდელი დღით მე პირადად უსაზღვროთ კმაყოფილი ვარ!

პოსტის ავტორი: potiabesbaia თარიღი: Oct 9 2010, 01:18 PM

მე დახურვის კონცერტი ძალიან მოკლედ მომეჩვენა. თითო სიმღერა ძალიან ცოტაა sad.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 9 2010, 03:18 PM

potiabesbaia
გეთანხმები yes.gif

პოსტის ავტორი: Nanio თარიღი: Oct 10 2010, 04:02 PM

კორსიკელები მაგრები არიან!

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Oct 17 2010, 11:06 PM

Nanio
შენც გეთანხმები yes.gif
მართლა მაგრები არიან, ყველანაირად tongue.gif

პოსტის ავტორი: mravaljamieri თარიღი: Oct 22 2010, 07:27 PM

http://soundcloud.com/studio_mravaljamieri/sets/spartimu-5-october-live-in-georgia

http://soundcloud.com/studio_mravaljamieri/tracks

შეგიძლიათ გადმოწერაც a075.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)