IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფორუმის საქველმოქმედო ფონდი
ნათია
პოსტი May 3 2007, 08:19 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ფორუმელებო



ყოველ ადამიანს აქვს ღვთისგან ბოძებული რომელიმე ტალანტი, ნიჭი ან ნიჭები.

მოგეხსენებათ, ჩვენი მიწიერი ცხოვრების უმთავრესი შინაარსი არის მსახურება, მსახურება ღვთისა და მოყვასის

მიმართ, როგორც ყოველდღიურ, პრაქტიკულ, ისე სულიერ ცხოვრებაში. ამიტომ საამისოდ ღმერთი

მსახურებისათვის გვჩუქნის სხვადასხვა ნიჭებს, რომელთაც წმ. პავლე მოციქული ჩამოთვლის რომაელთა მიმართ

ეპისტოლეში (12,7-8), - ნიჭი ქადაგებისა, ნიჭი დამოძღვრა-შეგონებისა, ნიჭი გაჩუქებისა და ქველ-მოქმედებისა

და სხვა.

ამრიგად, გაჩუქების, ქველმოქმედების ნიჭი ღვთივბოძებული, მადლმოსილი ნიჭია.



რადგან ჩვენი ფორუმი მართლმადიდებლურია ურიგო არ იქნებოდა თუ ქველმოქმედებას მივყოფთ

ხელს. ანუ შევქმნათ ფორუმის საქველმოქმედო ფონდი და ყოველთვიურად ვისაც რა შესაძლებლობა გვექნება

ფინანსურად თუ სულიერად დავეხმაროთ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და მოხუცებს, თვეში ერთხელ

მოვინახულოთ. ეს ჩვენი ფორუმის სახელიც იქნება და ჩვენი კეთილი საქმეც ღვთის წინაშე. მარტო ტაძრების

მოლოცვა არაა კეთილი საქმე, საქმითაც უნდა ვქმნათ სიკეთე.

ვფიქრობ ეს კარგი იდეა იქნება. თუ უფლის ნებაა განვახორციელებთ და შევძლებთ ყველაფერს თუ ერთმანეთს

დავუდგებდით გვერდით.


ფორუმელებო შეერთდით

უფალმა გაგვაძლიეროს და შეგვაძლებინოს


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
2 გვერდი V < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th May 2024 - 11:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი