IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

16 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მხატვრული ენის გენიალურობა, ლამაზი შედარებები
KAIROS
პოსტი Feb 23 2008, 05:23 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება.

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 23 2008, 05:45 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



თავად დავიწყებ:

პაოლო იაშვილი

პოეზია

გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.


რამდენი შედარებაა ამ მცირე ნაწყვეტში?
სიტყვა როგორც მადანი, რომელიც შეიძლება დამთავრდეს, ან პირიქით შეიძლება მოულოდნელად აღმოვაჩინოთ...
მერე შინაგანი და გარეგანი მზის ურთიერთობა, და ის მზე მე უფრო მზეთამზისაკენ მიბიძგებს...
და მერე კიდევ ლექსის შობის მტკივნეული განცდა...
ძალიან მომწონს ასეთი ენა smile.gif...

აი კიდევ და ამას კომენტარებიც არ უნდა smile.gif

ლადო ასათიანი


ჩემი სამშობლო

ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.

ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.

ტკბილია, როგორც ბეღელი ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
- ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?

და კვლავ ლადო:

მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
ვეტრფი მოხნული მიწის ოხშივარს,
ამიჩქარდება სისხლი ველური
და ვაჟკაური ლექსი მომშივა.

მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
მათრობს სიმინდის ულვაშის სუნი...
ლექსის სათქმელად რომ ვემზადები,
ვარ ოჯალეშით გულდასისხლული.

მე მხოლოდ მისი სახელი მიყვარს,
ვისაც სიცოცხლე ამგვარად მიჰყავს,
და მხოლოდ მისი ცეცხლი მედება,
ვისაც ასე სწამს შემოქმედება.

............

დღეისთვის კი უცილობლად მეფით დავამთვარებ:

გალაკტიონი...

ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.

საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.

.....

კარგია რა smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!







--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Feb 23 2008, 07:01 AM
პოსტი #3


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



KAIROS
ძალიან კარგი თემაა smile.gif
ციტატა
დღეისთვის კი უცილობლად მეფით დავამთვარებ:

და რათქმაუნდა გალაქტიონი მეფეა თუნდაც მისი "თოვლი" განვიხილოთ smile.gif
"მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა... "

დოჩანაშვილს აქვს კიდევ ბრწყინვალედ თავის შედევრებში უძლიერესი შედარებები გაკეთებული, რაც თავისთავად უფრო ამძაფრებს და აძლიერებს კითხვის დროს მიღებულ ამა თუ იმ ემოციას...

"გვალვადამტყდარ მიწასავით დამსკდომოდა საყლაპავი და ხახა."

"მზერანათელი, კანონებივით მკაცრი თითებით კლავესინზე დაბჯენილი, მწყობრ, ფაქიზ ხმათა მეშვეობით მთლად გამჭვირვალე, თითქოს ბერიკაცი."

"ქავილამდე აჟრჟოლებული, დამთბარი სული იმა ჯადოქრის შიგანს ჩასწვდა და შეაშმუშნა."

"გვალვადამტყდარ მიწასავით", "კანონებივით მკაცრი თითებით..." "ქავილამდე აჟრჟოლებული"...

უუუკომენტაროდ... ისედაც უამრავი რამაა ნათქვამი...

უუძლიერესია!!!


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 23 2008, 06:47 PM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
"გვალვადამტყდარ მიწასავით", "კანონებივით მკაცრი თითებით..." "ქავილამდე აჟრჟოლებული"...



მდააა!!! უძლიერესია, გესმით, ვფიქრობ, ეს ისეთი რამეა, რომელიც თუ სულიდან არ მოგდის ვერ იტყვი, ვერ ახვალ, ვერ გადმოცემ, ვერ შეადარებ,ვერ შეაგრძნობინებ!

ჩემთვის დიდი აღმოჩენა თავის დროზე იყო ოთარ ჭილაძე!

საქართველოდან აქ თან წამოვიღე მისი II ტომი, და ჩვევა მაქვს ასეთი, ფანქრით მოვნიშნავ ხოლმე ლამაზ ნაწილს, ხოდა , ახლა საკმარისია სადმე გადავშალო და სულ ულამაზესი შედარებები მხვდება...
აი დღის ნანადირევი :


პროზა:

" შეფუთნული ხელები მუთაქებივით ეყარა გულზე და გრძნობდა, როგორ სასიამოვნოდ აქუცმაცებდა შიგნიდან სევდის ვირთხა.."

"ის ათი წელი მას არ ეკუთვნოდა, სამუდამოდ მოწყვეტოდა მის სიცოცხლეს და ცალკე ფართხალებდა, ხვლიკის კუდივით..."

პოეზია:

"და სულში იბრძვის ახალი სიმი,
წვიმით გაჟღენთილ ტოტივით მძიმე.
მე კი ვიზოგავ შენს ფერკმთალ ღიმილს,
ვით ბოლო სანთელს და ბოლო იმედს"...

....
"და სიკვდილამდე იმ სიტყვას ეძებ,
მისკენ მიყავხარ უჩინარ საჭეს
და ფიქრებს, როგორც გასაწვრთნელ მხეცებს,
ყველა ტკივილის ატანას აჩვევ."

ღრმაა. ღრმა!

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Feb 23 2008, 10:24 PM
პოსტი #5


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



KAIROS
ციტატა
ჩემთვის დიდი აღმოჩენა თავის დროზე იყო ოთარ ჭილაძე!

yes.gif

ოო ოთარ ჭილაძე გენიოსია, უძლიერესია მისი შემოქმედება smile.gifპროზაც და პოეზიაც, რამდენჯერ დავაპირე თემის გახსნა და მერე ისევე გადავდე sad.gif. არადა ძალიან მიყვარს smile.gif, მისი "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" და "გოდორი" მართლა კლასიკაა, რომანი- საგა, ჭილაძეს განუმეორებელი თხრობის სტილი აქვსsmile.gif


მეც მისი თითქმის ყველა წიგნი მაქვს და სულ თან დამაქვს, დილასაც ვკითხულობდი "წათეს წითელი წაღები"-ს smile.gif 35 წლის წინ დაწერილი დრამაა smile.gif რომელიც სულ რაღაც 1 წლის წინ გამოიცა ალბათ smile.gif ვიდრე გამომიგზავნიდნენ მოსვენება მქონდა დაკარგული biggrin.gif


თემასაც რომ არ გადაუხვიოთ smile.gif უძლიერესი შედარებები რატქმა უნდა უამრავია ჭილაძის შემოქმედებაშიც smile.gif თუნდაც ეს...

მეფეებივით ფიქრობენ მთები
ღამე კოცონთან სველ ფეხებს ითბობს
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები,
მთვარემ არაგვში შეასწრო თითქოს. . .
ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი_
ლამის არაგვი შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.
კაცი არა ჩანს, რამე რომ ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.


ან ეს wub.gif

ეს დღეც მთავრდება. დამთავრდა. მიდის . . .
და როგორც ჭურჭლის ფსკერზე ნალექი,
( შენი ხელივით თბილი და მშვიდი ),
ჩემს სულში წვება მზის ანარეკლი.
და ჩემი სული ( თბილი და მშვიდი )
ზღაპრულ კოშკივით ნათდება უცებ.
დღე კი მთავრდება. დამთავრდა. მიდის . . .
ეს დღეც სისხლივით შეაშრა ფურცელს . . .


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Feb 23 2008, 11:30 PM
პოსტი #6


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



....და როგორც დანით გაჭრილი თითი, ტუჩებზე მტკივა შენი სახელი...

რა მარტივია და თან რა ლამაზი.....

არ ვიცი ვისია. ერთხელ გავიგე და დღემდე ძალიან მიყვარს და ეხლაც გამახსენდა.....wub.gif


huh.gif ქეთუ

ქეთ, უსაში სად აძრობ ამისთანა მაგარ რაღაცეებს??? cool.gif


თუ ზეპირად გახსოვს ყველაფერი??? huh.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Feb 23 2008, 11:40 PM
პოსტი #7


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



რა კარგი თემაა smile.gif
გააგრძელეთ გთხოვთ 2kiss.gif

ციტატა
ქეთ, უსაში სად აძრობ ამისთანა მაგარ რაღაცეებს???

ეს კითხვა მეც გამიჩნდა rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Feb 24 2008, 12:30 AM
პოსტი #8


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



likka
მარიამი
ნუ დოჩანაშვილსა და ჭილაძეზე შემიძლია ვთქვა რომ თითქმის ზეპირად ვიცი smile.gif
ისე კი ძალიან მიყვარს ლიტერატურა და... smile.gif წიგნებიც მაქვს, ახალი თუკი რაიმე გამოვა მიგზავნიან და მასე smile.gif
კიდევ კომპიუტერში მქონდა წლების ნაგროვალი დიდი ბიბლიოთეკა და sad.gif რაღაც დაემართა კომპს დაsad.gif დამპირდნენ აღგიდგენთო და ველიიი sad.gif.


likka
ციტატა
....და როგორც დანით გაჭრილი თითი, ტუჩებზე მტკივა შენი სახელი...



და ლიკ ეს ულამაზესი ლექსი მართლაც არის მხატვრული ენის გენიალურობა, მთლიანად smile.gif არა ნაგლეჯები არა...


აგვისტოს შვიდი

სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი.
დაღლილი ქუჩა. ძველი ნაღველი...
და როგორც დანით გაჭრილი თითი
ტუჩებთან მტკივა შენი სახელი.

ისევ სავსეა ხსოვნის ჭიქები,
გულს რაღაც თბილი შერჩა ქალიდან.
ღამეს შემოაქვს ძველი ფიქრები –
კალენდარივით ვფურცლავ თავიდან.

საღამო თვლემდა, როგორც სველი ტყე.
შენ უკრავდი და რა გვამღერებდა?!
გადაუღებლივ წვიმდა მთელი დღე
და წვიმა თავის თავს ასველებდა.

სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი.
ქუჩაც ძველი და ძველი ნაღველი...
და როგორც დანით გაჭრილი თითი,
ბაგეზე შემრჩა შენი სახელი.



ბესიკ ხარანაულისაა smile.gif მისი შემოქმედებაც ძალიან მიყვარს smile.gif ეს ლექსი განსაკუთრებით smile.gif...


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 24 2008, 06:16 PM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვახ რა კარგად ააწყვეთ, ყოჩაღ გოგოებო smile.gif

მოდი მე ისევ ჭილაძით გავაგრძელებ smile.gif

"მე უცებ ვიგრძენ, როგორ გამიშვეს,
თითქოს აქამდე მიჭერდნენ ძალით
და როგორც ხელი ნაცნობ კლავიშებს
შენს ნაფეხურებს მიყვება თვალი.

გესმის? უშენოდ ჩემი ხელები
გვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს
და ყოველ წუთში ზღვა მეჩვენება,
მაგრამ ვეჩვევი და აღარ ვიმჩნევ."


და კიდევ:

" მე მოვითხოვე ღვინო და სვამდი,
ჯერ ცარიელი იყო დარბაზი
და საცოდავად მოწყენილ ზამთარს
სუსტი ხელები ეწყო რაფაზე....

მე არ ვჩქარობდი ამბის გაგებას,
თუმცა საკმაოდ ბევრი დავლიე.
და დათოვლილი ლიანდაგები
ჰგავანან საწოლებს, ცივს და ცარიელს..."





--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 24 2008, 06:55 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



რა უბრალოა, რა ქრისტიანული smile.gif

გოეეთე, ფაუსტი, რაფაელ მთავარანგელოზი:

"დიდი ხნის წინათ დადგენილ წესით
მზე თანამოძმე სფეროთა წყებას
ქუხილისებრი გუგუნით ამცნობს
წინასწადათქმულ გზის დამთავრებას
ჩვენის ამის ხილვა ძალასა გვმატებს
თუმც კი მის სიღრმეს ვინ უნდა სწვდესა!
შენი მსახურნი უფალო ნათელს
ისე შევხარით ვით პირველ დღესა."


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Floyd
პოსტი Feb 24 2008, 07:03 PM
პოსტი #11


ზურაბი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,316
რეგისტრ.: 4-February 07
მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D
წევრი № 1,001



- მე მეშინია , მართლა არ გავგიჟდე.
- მგონი უკვე ...
- არა, ჯერ არა. იცი ხშირად რას ვნატრობ?
- რას?
- მე რომ ისეთი დიდი ვიყვე ... მართლა რომ ისე დიდი ვიყვე ... ღმერთმა რომ თავისი ძალა მომცეს , რას ვიზამ იცი?
- რას?
- ავიყვანდი და ხელისგულზე დავისვამდი მიწას.
- რატომ?
- ამდენს რომ ბრუნავს, ერთი წამით დავასვენებდი .

(გოდერძი ჩოხელი )


--------------------
And the times , they are all changin' ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Feb 24 2008, 10:36 PM
პოსტი #12


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით ახლა

თავმორღვეული და უთარიღო
კედლები გვიცქერს შამბნარქვეშიდან,
ახლა ჩემს გვერდით შენ რომ არ იყო
ალბათ სიკვდილზე ფიქრი შემშლიდა
!

დგახარ ნანგრევზე შუქით მოსილი
და მართლა ჰგავხარ სიტურფის ქალღმერთს,
ქვებში ყვავილი ხარ ამოსული
და შენს გარშემო სიცოცხლე ფეთქავს!

ირგვლივ ხავსი და მხოლოდ სუროა,
შენ კი მზით სუნთქავ ბნელ აკლდამაზე -
და მჯერა მართლა უსასრულოა
ქვეყნად სიცოცხლე და სილამაზე!

ამღერებული მოგყვები მაღლა
და ვსვამ სიცოცხლეს შენი პეშვიდან,
შენ რომ არ იყო შენც გვერდით ახლდა
ალბათ სიკვიდილზე ფიქრი შემშლიდა!

გრიგოლ აბაშიძე

ვგიჟდები ამ ლექსზე.....wub.gif


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Feb 24 2008, 11:11 PM
პოსტი #13


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



* * *
ჰაერივით მაკლდა ბედი
უბედობის ასთმა მქონდა,
დარდი მქონდა თმაზე ბევრი,
თუმცა ბევრი არც თმა მკონდა.

ვინც ასულა ფორთხვით ცაში,
მეც რომ დაფნით შეგემოსე,
ვწევარ ახლა ოთხ ფიცარში
გაშხვართული ჩემს გემოზე.

ციხეს ვგავდი, თუ ნაციხარს
მხედავ ღვთისგან გადაჯეგილს.
ნუ მაწუხებ, თუ კაცი ხარ
და სხვის ქვაზე გადაჯექი!


ვასილ ბესელია (მამაჩემის დეიდაშვილია სხვათაშორის....cool.gif)


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 24 2008, 11:14 PM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



დიდი ემიგრანტის დიდი პოეზია!

გრიგოლ რობაქიძე

..........
ფრანგ პოეტს

შენი გენია მეტეორის ალმა გაჰმურა.
სიგიჟის ხორბლით ავსებ მარად ქვეყნის ხვიმერებს.
ღამის სოროებს დასტრიალებ როგორც ღამურა.
ავხორცი ტვინით ბუდეს უნგრევ ყვითელ ქიმერებს.

........


ს.ჯ.-ს
(სიმონ ჯაფარიძეს)

ეშხით გახსნილან გიშრის თასში შენი თვალები,
შენი თვალები შაირია სილამაზისა:
როს გაიღიმებ – ირხევიან მთის მწვერვალები.
როს დაფიქრდები – იჩრდილება მდელო ვაზისა.

.......................

წმინდა ნინო

ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.

...

ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები
შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები
მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით
და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.

...................................

ილექსეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
likka
პოსტი Feb 24 2008, 11:31 PM
პოსტი #15


გენა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,044
რეგისტრ.: 5-April 07
მდებარ.: Strawberry fields...
წევრი № 1,578



ციტატა
ილექსეთ;

კაიროსი!



ჩაგეთვალა...wink.gif

აჰა, ერთს კიდე ვილექსებ მაშინ!..smile.gif

ჭარხალი

ეზოში ჰყვაოდა ბამბურა მურა,
ეზოში მწვანე ჰყვაოდა ბაო,
ვაზის ბარდებში, სცურავდა სურა
შენც ბანცალდებდი , ბურულო ცაო!

ბობრი ბელავდა კახამბალს, ჟოლას.
ბირკილს ბატები ქარმა მორეკა
ცა წამოიწყებს მსხვილ წვიმის სროლას
და აბლაბუდას კრებს ბობორიკა.

ჟვერი, ჟალტამი მოჭრილი სამხარს,
ნახირი მოდის საღამო დროის,
უცებ მოჰყვება წარხალი ხარხარს,
და ქალი ჰკივის იმ "დოი'დოის'

უკვეთა ქარი ბურდებსა და რტოს,
უცებ აშფოთდა ისლი, ჩელტები.
ო, სიყმაწვილევ, აწი არასდროს,
იმგვარად აღარ ამეტყველდები!


გალაკტიონ ტაბიძე


--------------------
ეჰ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი_ცქნაფო
პოსტი Feb 25 2008, 03:38 PM
პოსტი #16


მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 15,854
რეგისტრ.: 1-November 06
მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს''
წევრი № 362



მოდერატორის განცხადება


ძვირფასო ფორუმელებო, მეტად მეამა ამ თემის გახსნა ჩვენს განყოფილებაში და უპირველესად მადლობას მოგახსენებთ, შემდეგ კი წარმატებებს გისურვებთ. ვეცდები, მეც აგიბათ მხარი. თუმცა აქვე ერთს დავძენ და შეგახსენებთ, უფრო კი ამჯერად რჩევის სახით გეტყვით. ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მშვენიერი და ამაღელვებელია, მაგრამ, როგორც უკვე იცით, ამ განყოფილებაში არსებობს თემა ''პოეზია'', სადაც ვდებთ ჩვენს საყვარელ ლექსებს. ეს თემაც რომ მისი ანალოგი არ გახდეს, მოდით, თქვენ მიერ დადებულ ნაწყვეტებს, ლექსებსა თუ ჩანაწერებს მცირეოდენი ანალიზიც მოაყოლეთ. არ არის აუცილებელი კრიტიკული ტრაქტატები, _ თქვენი განცდები, რატომ მოგწონთ ესა თუ ის ადგილი, რას ხედავთ ამა და ამ ფრაზაში - ესეც საკმარისი იქნება. თორემ ისე გამოდის, აქ ტყუპისცალი თემებს გახსნას ვიწყებთ.
ამასთან, რჩევის სახით დავძენდი, რადგან მაინც მხატვრული ენის გენიალობას ვეხებით, ერთი-ორი ლიტერატურისმცოდნეობის ტერმინი: შედარება, მეტაფორა, გაპიროვნება, ეპითეტი, ჰიპერბოლა და ა.შ. მაინც გამოიყენეთ.

გმადლობთ ყურადღებისთვის. იმედია, გაითვალისწინებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა მშვენიერი ნაწყვეტი თუ ლექსი დადოთ, სათანადო ანალიზი-განწყობის გარეშე, ის აუცილებლად წაიშლება!


გისურვებთ წარმატებებს!

თამარი_ცქნაფო smile.gif


--------------------
''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,
ის შეიძლება უბრალო იყოს
და აუტანელ ტკივილად ითქვას''...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 26 2008, 04:23 AM
პოსტი #17


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სჯობს მართლაც მხოლოდ შედარებები მოვიყვანოთ...
მე გავაგრძელებ smile.gif
ძალიან მიყვარს მირზა, და ყოველთვის მეცოდებოდა, რომ ასე ახალგაზრდა წავიდა...


მირზა გელოვანი

ცხრაკარა

...

ასე დაინგრნენ ცხრაკარას ბჭენი.
მაგრამ ნანგრევთან როცა გავივლი,
დამხვდება თაღთან ბავშვობა ჩემი, -
როგორც ლამაზი, თეთრი ყვავილი.


დამხვდება ქარიც და, როგორც ღრუბელს!
გამაქანებს და წარსულში მიხვევს
.
კედლები დგება და ჩემს ვრცელ უბეს
შეეფარება მდუმარე ციხე.


1938 წელი,
თიანეთი


ეს ლექსი კი მთლიანად მეტაფორაა, ისეთი კარგია და ისეთი ნაზი...

....................

ფოთოლი

მსუბუქი ტანი გაქვს,
სურვილს აყოლილი,
ნეტა შენ...
არ ვგავართ ერთმანეთს
მე და შენ.
ქარს გინდა რომ აჰყვე
და სივრცეს სულ ევლო?
დედიკოს რომ მოსწყდე,
დასჭკნები, სულელო.


1933 წელი,
თიანეთი

.......

მალე აღარც იყო...

მართლა ზეცაზე მოუწია სუფრის გაშლა...
მაინც რა ლამაზია არა
" როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს."...


... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.




1942 წელი,
ფრონტი


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 26 2008, 10:06 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ანა კალანდაძის ამ პატარა ლექსში გაპიროვნებისა და შედარების ძალიან ლამაზი მაგალითებია: smile.gif


მზემ აიწია ფეხის წვერებზე,

მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა,


იდგა თბილისი, როგორც ერეკლე,

ხმალშემართული ნარის ციხესთან...


ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში

და მიაშურეს ლილისფერ მთათა...


ასეთი დარი თუ იყო მაშინ

ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა?!


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 27 2008, 04:35 AM
პოსტი #19


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მზემ აიწია ფეხის წვერებზე,

მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა,



ლამაზია smile.gif

ჩვენი მერაბი ...

მერაბ კოსტავა
სულში ჩაგეღვენთოს

(მიძღვნა)

თმა ნათავთუხარი შუადღის ხანძარი,
ზვირთების მორევში ჩაგიტანს უცილოდ,
სახე თეთრყირმიზი და ბაგე მარჯანი,
თვალები ცისფერი, ცისფერი უძირო.


....

და ჩემი საყვარელი ნაწყვეტი:

წილხვდომ სიკვდილს თუ ვუმზერდე ავად,
მაშინ ნამუსის ქუდი გავთელო,
ჩემი სამშობლო ზეცაა თავად,
შემდეგ ეს მიწა და საქართველო.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Feb 28 2008, 03:29 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



KAIROS
ორივე ნაწყვეტი ძალიან ლამაზია smile.gif



მშვენიერი შედარება ნიკოლოზ ბარათაშვილის "საყურე"-დან:


ვითა პეპელა

არხევს ნელნელა

სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,

ასე საყურე,

უცხო საყურე,

ეთამაშება თავისსა აჩრდილს...






--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

16 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:41 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი