IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> კონფლიქტი, დასავლეთ ევროპის ეპარქიაში, No Comment
death
პოსტი Nov 26 2009, 01:43 AM
პოსტი #1


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიაში ხმაურიანი სკანდალი მოხდა. ეპარქიის მმართველმა მიტროპოლიტმა აბრაამმა (ერისკაცობაში ამირან გარმელია) მღვდელი მიქაელი (ერისკაცობაში ვაჟა ბურდული) გაანთავისუფლა ბრიუსელის (ბელგია) წმ. თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესიისა და ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) ქართული სამრევლოს წინამძღვრობიდან და მას უმძიმესი საეკლესიო სასჯელი დაადო – მღვდელმოქმედება აუკრძალა. Eეს ნიშნავს, რომ ბელგიასა და დიდი ბრიტანეთში მცხოვრები მრავალი ათასი ჩვენი თანამემამულე მშობლიურ ენაზე აღსრულებული ღვთისმსახურების გარეშე დარჩა. მღვდელი მიქაელ ბურდული უკვე ხუთი წელია აღნიშნული ქართული სამრევლოების წინამძღვარია. იგი საქართველოს ეკლესიაში ინტელექტუალების უკიდურესად მცირე რიცხვს განეკუთვნება. მამა მიქაელმა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა და 1983 წელს მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. შემდეგ სწავლა სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში განაგრძო, რომელიც 1991 წელს დაამთავრა და იქვე დაიცვა დისერტაცია რელიგიის ფსიქოლოგიაში. Gგაიარა სტაჟირება პარიზის წმ. სერგის სახელობის მართლმადიდებელი ღვთისმეტყველების ინსტიტუტში. იგი თეოლოგიის დოქტორია. მისი მეუღლე ფრაცისკა ლუნდონი მართლმადიდებელი ფრანგია, რომელმაც ასევე სანქტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში მიიღო თეოლოგიური განათლება. მათ ჰყავთ ერთი ვაჟი გაბრიელი. მღვდელი მიქაელი წლების განმავლობაში ემსახურებოდა აგრეთვე ჟენევის (შვეიცარია) ქართულ სამრევლოს. მოვლენები კი შენდეგნაირად განვითარდა: ა.წ. მარტის დასაწყისში მიტროპოლიტმა აბრაამ გარმელიამ მღვდელ მიქაელ ბურდულს კვირაში 100 ევროს მოტანა მოსთხოვა და განაცხადა, რომ “ მე მხოლოდ მოჭრილზე ვმუშაობო”. Uუარი, რომ მიიღო - მამა მიქაელს წირვა-ლოცვის აღსრულება აუკრძალა. 23 ივლისს მიტროპოლიტი აბრაამი ბრიუსელში ჩავიდა და წმ. თამარ მეფის სახელობის ქართული ეკლესიის სამრევლო კრება მოიწვია, რომელსაც საქართველოს ელჩი ბელგიაში ქალბატონი სალომე სამადაშვილი ესწრებოდა. კრებაზე მიტროპოლიტი ანტვერპენის (ბელგია) ქართული სამრევლოს წინამძღვრის მღვდელ-მონოზონ აბიბო ქურციძის თანხლებით მივიდა. მამა აბიბო აქტიურადაა ჩართული ბელგიასა და საქართველოს შორის სავაჭრო პროცესში, კერძოდ ავტომობილებისა და სხვადასხვა უფაქტურო საქონლის ბიზნესში, გარდა ამისა იგი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქორეპისკოპოსის, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძის “კაცს” წარმოადგენს. კრებაზე მიტროპოლიტმა აბრაამმა დაიწყო მღვდელ მიქაელ ბურდულის მიმართ მუქარა და ლანძღვა-გინება. განაცხადა, რომ მამა მიქაელი ფულის გულისთვისაა მისული ეკლესიაში და მას კათოლიკეები აფინანსებენ. შემდეგ მიტროპოლიტმა მრევლის წევრებს ყოველკვირეულად 10 ევროს მოტანა მოსთხოვა. როდესაც მრევლი მღვდელ მიქაელს გამოესარჩლა მიტროპოლიტი აბრაამი უცენზურო გინებაზე გადავიდა, განაცხადა, რომ მას “ ფეხებზე ჰკიდია ბელგიის კანონები” და “ ლაპარაკი შეუძლია არა მარტო ხელებით, არამედ ფეხებით და სხვა ორგანოებითაც”. ამის შემდეგ საქართველოს ელჩმა ბელგიაში ქალბატონმა სალომე სამადაშვილმა პროტესტის ნიშნად კრება დატოვა. აგვისტოს დასაწყისში თბილისში ჩამოსულ მღვდელ მიქაელ ბურდულს საპატრიარქოში განუცხადეს, რომ მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას “დიდი ზურგი” აქვს, მისი მფარველია თბილისის მერი გიგი უგულავა და ამიტომ მეუფე აბრაამის ყველას ეშინია. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მიტროპოლიტს დაუჭირა მხარი. საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე და საქართველოს ელჩი ბელგიაში ქალბატონი სალომე სამადაშვილი, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ აღნიშნული მოვლენებით და კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრა სურდათ, მისმა უწმინდესობამ არ მიიღო, იმ მოტივით, რომ ეს “შიდა საეკლესიო საქმეა”.
Mმიტროპოლიტი აბრაამ გარმელია პარტიულ და საბჭოთა ორგანოებში ხელმოცარული კარიერის შემდეგ, 1986 წელს შევიდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. ერთ წელიწადში იგი ბერი და მღვდელ-მონოზონი გახდა და კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ იგი გელათის მონასტრის წინამძღვრად დანიშნა. 1990_იანი წლების დასაწყისში მეუფე აბრაამი კათოლიკური ეკლესიის აღმოსავლურ ინსტიტუტში სწავლობდა ქ. რეგენსბურგში (გერმანია). იგი იქ გერმანული ენის კურსებს გადიოდა, მაგრამ წელიწადნახევრის განმავლობაში მხოლოდ ერთი სიტყვა “შპაცირენ” დაიმახსოვრა, სამაგიეროდ, მისივე თქმით, საქართველოში დაბრუნებისას 17 ჩემოდანი “ვეშჩი” ჩამოიტანა. ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ მიტროპოლიტი აბრაამი იყო თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიეს რექტორი და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავჯდომარე. 2002 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ევროპაში არსებული სამი ქართული ეკლესიის ბაზაზე დასავლეთ ევროპის ეპარქია დაარსა და მის მმართველად მიტროპოლიტი აბრაამი დანიშნა. პირველ პერიოდში მეუფე აბრაამი ისევ რეგენსბურგის კათოლიკურ ინსტიტუტში დასახლდა და იქ წელიწადი გაატარა, მას კათოლიკური ეკლესია აფინანსებდა. შემდეგ მან ბრიუსელის პრესტიჟულ უბანში სახლის შეძენა გადაწყვიტა და ამისათვის საჭირო თანხა ისევ კათოლიკურ ეკლესიას, კერძოდ ვატიკანის ელჩს საქართველოში არქიეპისკოპოს კლაუდიო გუჯეროტის მოსთხოვა, მაგრამ ამჯერად უარი მიიღო. სწორედ ეს გახდა მისი გაღიზიანებისა და “ანტიკათოლიციზმის” მიზეზი. მიტროპოლიტი აბრაამი მმართველობის დიქტატორული სტილითა და “რაიკომის მდივნური” მენტალიტეტით გამოირჩევა. საეკლესიო წრეებში მისი მეტსახელია “შეიხი”.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქია შემდეგი ეკლესიებისაგან შედგება:
1. სტრასბურგის (საფრანგეთი) წმ. ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესია. წინამძრვარი დეკანოზი გიორგი მექოშვილი;
2. მიუნხენის (გერმანია) წმ. ვახტანგ გორგასალის სახელობის ეკლესია. წინამძღვარი არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი, მღვდელი თამაზ ლომიძე;
3. ბრიუსელის (ბელგია) წმ. თამარ მეფის სახელობის ეკლესია. წინამძღვარი მღვდელი მიქაელ ბურდული;
4. ანტვერპენის (ბელგია) ქართული სამრევლო. წინამძღვარი მღვდელ-მონოზონი აბიბო ქურციძე.
Yყველა ქართული ეკლესია, ანტვერპენის სამრევლოს გარდა დაარსა დეკანოზმა ბასილ კობახიძემ, რომელსაც საქართველოს ეკლესიის წმ. სინოდმა საპატრიარქოს პოლიტიკის საჯარო კრიტიკისათვის 2004 წლის 23 დეკემბერს მღვდელმოქმედება აუკრძალა.

რა მოხდა ლონდონში?
რამდენიმე დღის წინ რუსულმა ინტერნეტ-პორტალმა "Портал–Credo.Ru"-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია ლონდონში საქართველოს ეკლესიის სამრევლო საბჭოზე მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით. როგორც Портал–Credo.Ru იტყობინება:“2006 წლის 30 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბრიუსელის სამრევლოში მომხდარი სკანდალის შემდეგ, ანალოგიური პროცესები განვითარდა ლონდონის ქართულ სამრევლოშიც. როგორც ბრიუსელის, ასევე ლონდონის სამრევლოს ბოლო დრომდე მღვდელი მიქაელ ბურდული ხელმძღვანელობდა, რომელიც არ დაემორჩილა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამ გარმელიას არაკანონიკურ მოთხოვნებს და სამრევლოს შემოსავლიდან მიტროპოლიტისათვის წილის მიცემაზე უარი განაცხადა. 2 თებერვალს დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოს შენობაში, შედგა ლონდონში წმ. გიორგის სახელობის ქართული სამრევლოს შეხვედრა. მიტროპოლიტ აბრაამის დავალებით სხდომას ვანის მთავარეპისკოპოსი ანტონი ესწრებოდა (ანტონ ბულუხია ადრე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ჩადენილი კრიმინალური დანაშაულისათვის ორჯერაა ნასამართლევი). მიტროპოლიტ აბრაამის სახელით მთავარეპისკოპოსმა ანტონმა მოითხოვა სამრევლო საბჭოს დათხოვნა, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ოფიციალურადაა რეგისტრირებული; ასევე სამრევლოს საბანკო ანგარიშის დახურვა, ხოლო არსებული ფინანსების გადაცემა მიტროპოლიტ აბრაამის ნდობით აღჭურვილი რამდენიმე პირისათვის. სამრევლოს თანხები და შემოწირულობები აღნიშნულმა პირებმა შემდგომშიც უნდა განკარგონ. მთავარეპისკოპოს ანტონის თქმით, “არც სამრევლო საბჭომ, არც სამრევლოს წევრებმა არ უნდა იცოდნენ რამდენია სამრევლოს შემოსავალი, რადგან მათ არ აქვთ უფლება ჩაერიონ მღვდელმთავრის კომპეტენციაში”. ბრიუსელის ქართულ სამრევლოში განვითარებული პროცესების შესახებ ინფორმაცია იხ. http://religion.ge/news_one.php?cat=1&lan=1&news=93
სამრევლო საბჭოს წევრებმა მთავარეპისკოპოს ანტონს უპასუხეს, რომ მისი მოთხოვნები ეწინააღმდეგება დიდი ბრიტანეთის კანონებსა და სამრევლოს წესდებას. უარის მიღების შემდეგ მთავარეპისკოპოსი განრისხდა, დაიწყო მაგიდაზე მუშტების რტყმევა, ყვირილი და შეკრებილთა შეურაცხყოფა. საბჭოს აღშფოთებულმა წევრებმა, მათ შორის ქალბატონმა რუსუდან ნეშმა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, სტივენ ნეშის მეუღლემ, პროტესტის ნიშნად კრება დატოვეს. მოგვიანებით გამწვავებული სიტუაციის გამო მთავარეპისკოპოს ანტონსაც მოუწია კრების დატოვება.www.religion.ge დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს დაუკავშირდა, სადაც კატეგორიულად უარყვეს რუსულ საიტზე აღწერილი მოვლენების ნამდვილობა. საელჩოს პოლიტიკის განყოფილებაში კი გვითხრეს, რომ “საელჩო სამრევლოს საქმეებში არ ერევა, უბრალოდ სხდომისათვის შენობა დავუთმეთ. თუმცა რუსულ საიტზე გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება. გარდა ამისა, საბჭოს სხდომა კონფედენციალურია და ინფორმაცია არ უნდა გასულიყო... გაუგებარია როგორ მოხდა ეს”. რა მოხდა რეალურად ლონდონის სამრევლო საბჭოს სხდომაზე, ამის დასადგენად www.religion.ge ვანის მთავარეპისკოპოს ანტონს დაუკავშირდა: - რუსულ საიტებზე გავრცელდა ინფორმაცია ლონდონში სამრევლო საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით, ალბათ გაეცანით...
- დიახ, რა თქმა უნდა, გავეცანი...
- თქვენი კომენტარი.
- ჯერ ერთი, ვინც ეკლესია იცის, მიხვდება, რომ ეს აბსურდია. მე ვამაყობ, რომ ნაციხარი ვარ, გამოვედი და მოვინანიე. ვინც მაგას ამბობს, ალბათ ქრისტესაც შეახსენებს, რომ მრუშებთან ერთად ტეხდა პურს...
- მე საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი კომენტარი. მეუფე, ეს ხომ თქვენი ეპარქია არ არის, რატომ ესწრებოდით სხდომას თქვენ და არა მეუფე აბრაამი? რა მოხდა სხდომაზე? რამ გამოიწვია კონფლიქტი და იყო თუ არა საიტზე გამოქვეყნებული მოთხოვნები თქვენ მიერ წამოყენებული?
- რაც შეეხება ლონდონში გამართულ სამრევლო საბჭოს, ის მე არ ჩამიტარებია. უბრალოდ ჩასული ვიყავი და ქართველები ვნახე. რაც იქ წერია, ეს არის აბსურდი. ლონდონში მსგავსი არაფერი მომხდარა. საბჭოს წევრებმა სათითაოდ გაუგზავნეს იმ რუსულ საიტს წერილები. ეს საქართველოდან მოდის და უფრო მეუფე აბრაამის წინააღმდეგ არის მიმართული. იმათი გავრცელებულია, ვინც აბრაამს ებრძვის.
- მეუფე, თუ საიდუმლო არ არის, ვინ არიან ისინი?
- თვითონ მიხვდებიან, ჩვენი პირიდან დასახელების ღირსნი არ არიან.
- რატომ გაათავისუფლეს მამა მიქაელ ბურდული ჯერ ბრიუსელის სამრევლოს, შემდეგ კი ლონდონის სამრევლოს წინამძღოლობიდან და თბილისში მცხოვრები მამა გიორგი ჩაჩავა დანიშნეს, რომელიც თბილისიდან დადის ლონდონში?
- კარგი იქნება თუ ამას მეუფე აბრაამს კითხავთ, ეს მისი ეპარქიაა.
- თქვენი აზრი მაინტერესებს...
- ქმედება სწორი იყო. მეც ასე მოვიქცეოდი.
მეუფე ანტონის განმარტების შემდეგ კვლავ პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები - რა მოხდა რეალურად ლონდონში საქართველოს საელჩოში; როგორ მოხვდა მთავარეპისკოპოსი ანტონი ლონდონის სამრევლო საბჭოს სხდომაზე; რატომ გაათავისუფლეს მამა მიქაელი და, რაც მთავარია, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ის ფაქტები, რაც რუსულ საიტზეა აღწერილი. www.religion.ge ამ კითხვებზე პასუხის იმედით მამა გიორგი ჩაჩავას დაუკავშირდა. ის სამრევლოს საბჭოს სხდომას ესწრებოდა.: - მამა გიორგი, იქნებ გაგვარკვიოთ, რა მოხდა ლონდონში? მოითხოვა თუ არა მეუფე ანტონმა სამრევლოს დახურვა და რამ გამოიწვია საკითხის ასე დაყენება?
- იცით რა, რუსულ საიტზე რაც გამოქვეყნდა, არ წამიკითხავს! დაახლოებით მიამბეს. ისინი ცდილობენ “ჭიქაში ქარიშხლის მოწყობას”. საქმე იმაშია, რომ ლონდონში დიდი ხანია არსებობს წმ. გიორგის ქართული საქველმოქმედო ფონდი, რომელშიც მოღვაწეობენ იქაური ქართველები და მართლმადიდებელი ინგლისელები. ადრე ფონდს გიორგი ფოცხვერია ხელმძღვანელობდა, სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. დღეს ფონდის ხელმძღვანელი ქეთევან კალანდაძეა. ფონდი იყო მოტორი სამრევლოს შექმნის საკითხში, მათ მოიზიდეს თანხები და ბევრი კარგი საქმე გააკეთეს. მაგრამ იქაურ სამრევლოს ტაძარი არ აქვს, ბერძნულ ტაძარს ვართ მიკედლებული. ბერძნები შაბათობით გვითმობენ შენობას. ჩემი ჩასვლის შემდეგ, პირადი კონტაქტების საშუალებით (?!-რედ) მოვახერხეთ ანგლიკანებთან მოლაპარაკება, ისინი შენობას აქირავებენ, მაგრამ ჩვენ ერთი წლის განმავლობაში უსასყიდლოდ გვაძლევენ. ასე რომ, ახლა ტაძარი გვექნება. ამის შემდეგ დღის წესრიგში დადგა თანხების მოზიდვის საკითხი. ფონდის წესდებით, ორგანიზაციას 21 კაცი მართავს და გადაწყვეტილების მიღებისათვის 11-კაციანი კვორუმია საჭირო. წესდებისავე თანახმად, ამ გადაწყვეტილების გარეშე ფონდი ერთ გირვანქასაც ვერ დახარჯავს. ეს კი ეკლესიის სამართავად მეტად მოუქნელი მექანიზმია. ეკლესიაში ყოველდღიურად გიწევს გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ ეკლესიის საბჭოს ჩამოყალიბების საკითხი დადგა. თანაც ამას მოითხოვს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შინაგანაწესი (კონსტიტუცია). ეკლესიის საბჭო უნდა შედგებოდეს სასულიერო პირების, მნესა და კიდევ მრევლის სამი წევრისაგან. ლონდონში ფონდის საბჭოს სამი წევრი ეკლესიის საბჭოს წევრებიც იქნებიან, თუ ვინ – ამას ფონდის საბჭო თავად გადაწყვეტს. ფონდი გააგრძელებს თავის საქმიანობას, თანხების მოზიდვას, გაჭირვებულების დახმარებას და სხვა.
- მამა გიორგი, რატომ გაათავისუფლეს მამა მიქაელ ბურდული სამრევლოს ხელმძღვანელობიდან და დაგნიშნეს თქვენ? თბილისიდან ლონდონში სიარული ღვთისმსახურების ჩასატარებლად, რბილად რომ ვთქვათ, რთულია...
- მე იქ დროებით ვარ. რაც შეეხება მამა მიქაელს, იქ იყო პრობლემები. მე დეტალურად არ ვარ საქმეში ჩახედული, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მამა მიქაელმა შეცდომა დაუშვა და დროებით გადავიდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში.
- მამა გიორგი, მეუფე ანტონი დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტის დავალებით იყო ჩასული ლონდონში და მართლა მოითხოვა სამრევლო საბჭოს საბანკო ანგარიშების დახურვა და ფინანსების გადაცემა მიტროპოლიტ აბრაამის ნდობით აღჭურვილი პირისათვის?
- მეუფე ანტონი კერძო ვიზიტით იყო ლონდონში. მიტროპოლიტი მას ასეთ დავალებას ვერ მისცემდა. ეს იერარქიული საკითხების აღრევაა. როცა მეუფემ გაიგო სამრევლოს სხდომის შესახებ, ის მოვიდა საელჩოში. მან ისაუბრა, გამოთქვა თავისი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხებზე. მაგრამ იცით, როგორ არის, მეუფე ანტონი ბაღდათის ეპისკოპოსია, დასავლეთ ევროპის ეპარქიაში შეუძლია დაესწროს სამრევლოს სხდომებს, აზრიც გამოთქვას, მაგრამ როგორც კერძო პირმა. საკუთარი მოსაზრებების განხორციელება კი მხოლოდ ბაღდათში შეუძლია. ფონდს თავისი ანგარიში აქვს, რომელსაც განკარგავს, მაგრამ ტაძარს აქვს თავისი ანგარიში. ფონდი ტაძრის ანგარიშსაც სამი დელეგირებული პირის საშუალებით განკარგავს. ფონდის წესდებიდან გამომდინარე, რთულია ტაძრის მართვა. ლონდონი დიდი ქალაქია, 21 კაცის შეკრება ძალიან რთულია, 3 კაცის კი - ადვილი. თანაც საქართველოს ეკლესიის კონსტიტუციაც ამას მოითხოვს...
- “არც სამრევლო საბჭომ, არც სამრევლოს წევრებმა არ უნდა იცოდნენ რამდენია სამრევლოს შემოსავალი, რადგან მათ არ აქვთ უფლება ჩაერიონ მღვდელმთავრის კომპეტენციაში” - ეს მოსაზრებაც გამოთქვა მეუფე ანტონმა საბჭოს სხდომაზე?
- ისევ ვიმეორებ, გამოთქვა თავისი აზრი. დემოკრატიის პირობებში ეს მისაღებია, მაგრამ სანამ ის ბაღდათის მთავარეპისკოპოსია, მის აზრს ქმედითი დანიშნულება არ აქვს, თუ დასავლეთ ევროპის ეპარქიის ხელმძღვანელად დანიშნავენ, მაშინ ექნება. იცით რა, მეუფე ცოტა ემოციური ადამიანია, ვინც ინგლისში ცხოვრობს, გადაეჩვია ემოციურ საუბარს. მეუფემ ცოტა გადაჭარბებული ემოციით ისაუბრა...
... იცით რა, მე ვიცი ეს ინფორმაცია საიდან გავრცელდა. ეს ვასილ კობახიძის დაწერილია, ვის ებრძვის და რას ებრძვის ეს ადამიანი? ყველას და ყველაფერს. მგონი თვითონაც სერიოზულად დაიბნა.
- რა აზრი გამოთქვა მეუფემ ასეთი, რომ ინგლისელი ქართველები გაანაწყენა?
- აი, დაახლოებით ასეთი, მე რომ ეპისკოპოსი ვიყო (იგულისხმება დასავლეთ ევროპის) ასე ვიზამდი, ისე ვიზამდიო. დაახლოებით თქვენთან სახლში რომ მოვიდეს ადამიანი და გითხრათ, აქ ნახვრეტს გავაკეთებდიო...
www.religion.ge დეკანოზ ბასილ კობახიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ "Портал–credo.ru"-ზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მისი დაწერილი არ არის: - მე ასეთ კომენტარს გავაკეთებდი: მამა გიორგი ჩაჩავა ჭაბუა ამირეჯიბის რომან “დათა თუთაშხიაში” აღწერილი კაციჭამია ვირთაგვაა, რომელიც საპატრიარქომ გამოიჭირა, დააშინა და თავისი ყოფილი თანამებრძოლების წინააღმდეგ იყენებს. მე რასაც ვაკეთებ, არ ვმალავ. ლონდონში მომხდარს რაც შეეხება, მიტროპოლიტმა აბრაამმა პრაქტიკულად დაანგრია დასავლეთ ევროპის ეპარქია. რაც მოხდა, არ მიკვირს იმ ადამიანებისაგან, რომლებიც სხვა მრავალ დანაშაულთა შორის ჰუმანიტარული ფქვილის გაყიდვის საქმეში არიან გარეული.
www.religion.ge დღეს მამა მიქაელ ბურდულსაც დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ის ბრიუსელის წმ. თამარ მეფის სამრევლოსა და ლონდონის სამრევლოს წინამძღვარი იყო და ორივე სამრევლოს წინამძღოლობიდან ერთდროულად გაათავისუფლეს. მართალია, ლონდონში მამა მიქაელი თვეში ერთხელ მეუფე აბრაამის კურთხევით ჩადიოდა, მაგრამ, მისი თქმით, ბელგიაშიც და დიდ ბრიტანეთშიც სამრევლოები ადგილობრივი კანონების მიხედვით გაფორმდა: - რაც ლონდონში მოხდა, ის ბრიუსელის გაგრძელებაა. ბრიუსელში ეკლესია ოფიციალურად დავაფუძნეთ. სამრევლო რეგისტრაციაში გავატარეთ, რასაც ადგილობრივი კანონმდებლობა მოითხოვდა. აქ ერთი დეტალია მნიშვნელოვანი, ბელგიასა და ბრიტანეთში შენობას ოფიციალურად, კანონმდებლობის მიხედვით აძლევენ სამრევლოს და არა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მღვდლებს. ბელგიაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ასე გავაკეთეთ, სამრევლოს ბრიუსელის მთავრობა გამოუყოფს სუბსიდიებს. ყოველთა ქართველთა შეხვედრაზე მე ვთქვი, რომ უნდა დავემორჩილოთ ადგილობრივ კანონმდებლობას. მეუფე აბრაამმა მითხრა, მრევლმა არ უნდა იცოდეს, რამდენია ეკლესიის შემოსავალი. არადა ეს შეუძლებელია. დახარჯულ ყველა კაპიკზე ანგარიშ-ფაქტურები იწერება. ერთი გადაცდომა და მთავრობა დაფინანსებას შეწყვეტს. ჩემი უარის შემდეგ მეუფე აბრაამა პატრიარქს უთხრა, რომ კათოლიკეები და პროტესტანტები აფინანსებენო. ეს რომ ტყუილი იყო და ბელგიის მთავრობა გვაფინანსებდა, თავადაც იცოდა. 2006 წლის 23 ივლისს მეუფემ მღვდელმსახურების უფლება შემიწყვიტა. შემდეგ პატრიარქმა მეუფეს უთხრა, 2006 წლის 28 აგვისტოს გააგრძელოს მღვდელმსახურებაო. აბრაამმა უპასუხა, ჯერ მზად არ ვარო. ამის შემდეგ მღვდელმსახურების უფლება შეჩერებული მაქვს. პატრიარქმა არ იცის, რომ ეს ამდენ ხანს გრძელდება. ბელგიაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა, რომელიც ამ ქვეყნის მთავრობასთან მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელია, წერილი გაუგზავნა პატრიარქს, მამა მიქაელს არაფერი დაუშავებია და აღუდგინეთ მღვდელმსახურების უფლებაო, პატრიარქმა კი უპასუხა, ეს მეუფე აბრაამის ეპარქიაა და მან გადაწყვიტოსო. მეუფე აბრაამი ჯიუტად ითხოვდა, რომ სამრევლო არაფრის, განსაკუთრებით ფინანსების საქმის კურსში არ ყოფილიყო. როცა ვეუბნებოდი, კანონმდებლობა ამას კრძალავს-თქო, მპასუხობდა - ფეხებზე მკიდია ბელგიის კანონებიო. ამ ქვეყნის კანონები საქართველოს ეკლესიის კანონებთან წინააღმდეგობაში მოდისო. გაუგებარია, რატომ ეწინააღმდეგება ევროპული კანონები მაინცდამაინც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და არა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების კანონებს, რომელთა სამრევლოებიც, როგორც ბელგიის ისე ინგლისის ტერიტორიაზე, ამ ქვეყნების კანონების შესაბამისად მოქმედებენ. და თუ მამა გიორგი ჩაჩავა ისე გააკეთებს ყველაფერს, როგორც მეუფე ითხოვს, პასუხს ჩაჩავას და აბრაამ გარმელიას კი არა, იქ მაცხოვრებელ ქართველებს, კერძოდ, სამრევლო საბჭოს წევრებს მოსთხოვენ. იქ ჩრდილოვანი ეკონომიკა დანაშაულია და მორჩა.
- მამა მიქაელ, მამა გიორგი ჩაჩავამ განაცხადა, “მე დეტალურად არ ვარ საქმეში ჩახედული, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მამა მიქაელმა შეცდომა დაუშვა და დროებით გადავიდა კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში”, თქვენი კომენტარი...
- მე არსად არ გადავსულვარ. როცა ბელგიაში სამრევლო გაფორმდა, ბელგიაში კონსტანტინოპოლის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა შემოგვთავაზა მრევლი კონსტანტინოპოლის იურისდიქციაში გადასულიყო, რადგან საბერძნეთის მთავრობის კუთვნილ შენობას ეკლესიისათვის უფასოდ გვთავაზობდა. როცა ეკლესია გაფორმდა და პატრიარქის მიერ მოცემული ოდიკი ტრაპეზზე დავდე, მეუფე პანტელეიმონისადმი საქართველოს პატრიარქის 5 აპრილის წერილის საფუძველზე, სამრევლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში გადავიდა.
- მამა მიქაელი რატომ ითხოვდა მიტროპოლიტი აბრაამი ასე დაჟინებით კანონების უგულებელყოფას?
- იცით რა, ადგილობრივი კანონების დაუმორჩილებლობა წარმოუდგენელია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მეუფემ 23 ივლისს წმ. თამარ მეფის სამრევლოსა და ეპარქიის წინამძღვრის შეხვედრაზე მომთხოვა პასუხი, თუ რატომ გავაგრძელე ღვთისმსახურება, მისი 3 მარტის სიტყვიერი აკრძალვის მიუხედავად და რომ დაუყოვნებლივ უნდა შემეწყვიტა მღვდელმსახურება. ვუპასუხე, რომ ლიტურგიის შეწყვეტის გამო ბელგიის მთავრობა აღარ დაგვაფინანსებდა, სასულიერო პირის შტატი გაუქმდებოდა, რაც პრაქტიკულად ეკლესიის დახურვასაც ნიშნავდა, მეორეც - მქონდა პატრიარქის წერილი, რომელშიც ეწერა, რომ როგორც კი დაიწყებოდა სამრევლოს გადმოფორმება, უნდა გამეგრძელებინა მღვდელმსახურება. მეუფის პასუხი იყო – პატრიარქს, რასაც გინდა იმას შეუგდებენ ხელმოსაწერადო. ამ საუბარს ბელგიაში საქართველოს კონსული დავით ჯავახიშვილი, საელჩოსა და ნატოს მისიის თანამშრომლები ესწრებოდნენ მრევლთან ერთად. ელჩმა მანამდე დატოვა შეხვედრა პროტესტის ნიშნად, რადგან მეუფე ილანძღებოდა და უწმაწური სიტყვებით გამოთქვამდა მოსაზრებებს. ამიტომაც ვფიქრობ, რაც ლონდონში მოხდა, ის ბელგიის გაგრძელებაა და სხვა არაფერი. რაც შემეხება მე, ისევ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში ვარ, არც წავსულვარ და არც ვაპირებ სადმე წასვლას, თუ ეკლესიას დავჭირდები. მე საფრანგეთის მოქალაქე ვარ და ევროპაში უვიზოდ გადავაადგილდები, რაც მგონი დსავლეთ ევროპის ეპარქიისათვის გამოსადეგი უნდა იყოს.
დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველ მტროპოლიტ აბრაამ გარმელიასთან რედაქციამ ჯერ-ჯერობით დაკავშირება ვერ მოახერხა.

http://www.religion.ge/print.php?cat=1&lan=1&news=620


სტატია ძველია და ერთერთი ფორუმიდან დავაკოპორე, მაგრამ მაინტერესებს ვინმემ თუ იცით რელურად რა ხდება დასავლეთის ეპარქიაში? საკამოდ ცუდი ხმები მომდის ამ მეუფე აბრამზე...


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 26 2009, 03:09 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
სტატია ძველია და ერთერთი ფორუმიდან დავაკოპორე, მაგრამ მაინტერესებს ვინმემ თუ იცით რელურად რა ხდება დასავლეთის ეპარქიაში? საკამოდ ცუდი ხმები მომდის ამ მეუფე აბრამზე...

ძალიან ძველია სტატია, და რათქმაუნდა როგორც რელიგიონ.გე -ს "შეეფერება" ცალმხრივადაა დაწერილი მიტროპოლიტის დისკრედიტიზაციით ეკლესიის სახელის შელახვისათვის.
ცნობილია ლადარია და კომპანი...
რაც შეეხება ამ პრობლემას, იგი ამოწურულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან დასავლეთ ევროპის (პლიუს ლათინური ამერიკა, აშშ და ავსტრალია) ეპარქია გადაუნაწილდა სხვადასხვა ეპისკოპოსებს და სიტუაცია შედარებით გამოსწორდა, იყო დაძაბულება, მაგრამ როგორც ხე არ იჭრება ცალმხრივად , ისევე არც ეგ პრობლემა განიხილება ისე, როგორც წერია ამ სტატიაში.
ვფიქრობ, დასავლეთ ევროპის ეპარქია მალე იპოვის თავის გზას უკეთესობისაკენ, ამისათვის კი ცოტა ხელისუფლების დახმარება და ცოტაც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება სჭირდება.
იხარე;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 26 2009, 06:03 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ცალმხრივობა აშკარად ეტყობა განსაკუთრებით აბრაამისა და მიქაელის ბიოგრაფიების განხილვისას, აქიდან გამომდინარე სხვა მხრივაც, რომ იყოს ცალმხრივი არც ეგაა გამორიცხული.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 27 2009, 09:25 PM
პოსტი #4


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



გადაჭარბებულად მეჩვენება. შეიძლება რაღაც სიმართლის მარცვალიც არის, მაგრამ, უფრო მეტ წილად დასაპირისპირებლად გამზადებული სტატიაა.

ანგელოზი არავინ არ არის.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სარდიონ
პოსტი Nov 27 2009, 10:31 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 677
რეგისტრ.: 3-April 08
წევრი № 4,428



რა გიკვირთ, მეუფე აბრაამი უდაბნოდან რომ არ გამოუყვანიათ ფაქტია.
მაგრამ 1 პიროვნებაში პრობლემის ძიება არასწორია.
რაც ერი ის ბერი.
ჩვენ არ ვვარგივართ არაფრად, და მაგიტომაც გვჯეგავს ყველა და ზედამხედველებიც შესაბამისი გვყავს.


--------------------
KILL YOUR TV !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Nov 27 2009, 10:36 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ვაი


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 28 2009, 12:34 PM
პოსტი #7


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



მე ყველაზე მეტად იმაში დავრწმუნდი, რომ გადაჭარბებულია, როდესაც მეუფეებზე დაწერეს გინება დაიწყეს და უშვერი სიტყვებით ლანძღვაო. აი ეს არის დიდი ტყუილი, იმდენ ხალხში მეუფე გინებას არ დაიწყებდა, თუ ასე იყო, რატო ერთს არ აღმოაჩნდა კამერიანი მობილური და გადაეღო, როგორ იგინებოდა? ან კიდევ გერმანიაში იყო და ერთ სიტყვაზე მეტი ვერ ისწავლაო "შპაცირენ " იყო ის სიტყვა მგონი. ამიტომ მგონია გადაჭარბებულად, თორე, შეიძლება გადასახადების გამო კი იყო კიდეც დაპირისპირება.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 28 2009, 05:30 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Amuza @ Nov 28 2009, 12:34 PM) *

მე ყველაზე მეტად იმაში დავრწმუნდი, რომ გადაჭარბებულია, როდესაც მეუფეებზე დაწერეს გინება დაიწყეს და უშვერი სიტყვებით ლანძღვაო. აი ეს არის დიდი ტყუილი, იმდენ ხალხში მეუფე გინებას არ დაიწყებდა, თუ ასე იყო, რატო ერთს არ აღმოაჩნდა კამერიანი მობილური და გადაეღო, როგორ იგინებოდა? ან კიდევ გერმანიაში იყო და ერთ სიტყვაზე მეტი ვერ ისწავლაო "შპაცირენ " იყო ის სიტყვა მგონი. ამიტომ მგონია გადაჭარბებულად, თორე, შეიძლება გადასახადების გამო კი იყო კიდეც დაპირისპირება.


აი მსგავსი სტატიები რომ იწერება ჟურნალში ღვარძლით და ტყუილით გაბერილი ისეთი ჟურნალი საერთოდ არ უნდა აიღო კაცმა ხელში. მსგავსი პრესა გათვლილია სენსაციის მოყვალურ მასაზე, აბა ჭკუათმყოფელი მაგ სისულელეს რათქმაუნდა არ მიაქცევს ყურადღებას, თუნდაც მსგავსი ტენდენციურობის გამო...სხვას ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Nov 28 2009, 11:11 PM
პოსტი #9


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა
აი მსგავსი სტატიები რომ იწერება ჟურნალში ღვარძლით და ტყუილით გაბერილი ისეთი ჟურნალი საერთოდ არ უნდა აიღო კაცმა ხელში. მსგავსი პრესა გათვლილია სენსაციის მოყვალურ მასაზე, აბა ჭკუათმყოფელი მაგ სისულელეს რათქმაუნდა არ მიაქცევს ყურადღებას, თუნდაც მსგავსი ტენდენციურობის გამო...სხვას ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ.


შენ რა იცი? რა არის ტყუილი, ის რომ ფულზეა დახარბებული ეკლესიაში შეყრილი კუდიანი ძალით ადამიანები (ყველაზე არ მაქვს საუბარი) და რომ ფანატიზმი ყვავის მათში. ვითომ მართლმადიდებლების გამორჩეულობა და ღვთისმშობლის ჰაუ-ჰუი ქვეყნობა ა პრიორი, რომ ჰგონიათ და ა.შ... რას ბოდიალიობ? biggrin.gif ჩემი ძმა მაინც არ იყო? biggrin.gif ვერ ერკვევი შენ ამ საკითხში და დღევანდელ რეალობას ისტორიული გადასახედიდან უყურებ... შენთვის ისევ შუა საუკუნეებია და გგონია, რომ მართლმდიდებლურ ეკლესიას თურქ-სელჩუკ, ირანელ არაბები ებრძვიან გასანადგურებლად. biggrin.gif... გავიდა ეგ პერიოდი, ახლა XXI ს. ბნელა და ყანაა, ადრე ეგრე იყო და ეხლაც ეგრეა. ადრე ის პლიუსი გვქონდა, რომ მთელს მსოფლიოში ბნელოდა და ჩვენი ბნლეობა ბნელობა არ იყო. მაგრამ ჩვენ ვერ განვვითარდით, წიგნი ვერ ავიღეთ ხელში და ვერ წაგვიკითხავს, რა ხდება რეალურად დღეს, რას გვიქადის ეს ყოფა და რა არის ჩვენი დანიშნულება. ქართველების პირადი მე, ისევ ვაკჰანალიაში და მრუშობაშია...

მოკლედ რა, ესე ერთმნიშვლოვანდ ვერ ვიტყვი, რომ გადაჭარბებულია, პირიქით სიმართლის მარცვალი უფო მეტი ჩანს ვიდრე ტყუილის...ფაქტია, რომ დღეს "ჩაკუზული" აზროვნებაა როგორც ერში, ისევე ბერშიც, ამიტომ არც გამიკვირდებოდა მეუფეს გინება რომ გაეშვა. მოკლედ რა აღარ გავარგრძელებ. რეალურად მაინც ვერაფერი გავიგე, ისინი თავისას ამტკიცებენ, თქვენ თქვენსას... მაგრამ ფაქტია ერთი რჩება, საქმე უკან მიიწევს ხოლო რელიგიური ინსტიტუტების (არამარტო) პოლიტ. მოსაზრებები და ამბიციები, მზადაა რეგრესზე თვალის დასახუჭად...


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 29 2009, 04:54 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(death @ Nov 28 2009, 11:11 PM) *

შენ რა იცი? რა არის ტყუილი, ის რომ ფულზეა დახარბებული ეკლესიაში შეყრილი კუდიანი ძალით ადამიანები (ყველაზე არ მაქვს საუბარი) და რომ ფანატიზმი ყვავის მათში. ვითომ მართლმადიდებლების გამორჩეულობა და ღვთისმშობლის ჰაუ-ჰუი ქვეყნობა ა პრიორი, რომ ჰგონიათ და ა.შ... რას ბოდიალიობ? biggrin.gif ჩემი ძმა მაინც არ იყო? biggrin.gif ვერ ერკვევი შენ ამ საკითხში და დღევანდელ რეალობას ისტორიული გადასახედიდან უყურებ... შენთვის ისევ შუა საუკუნეებია და გგონია, რომ მართლმდიდებლურ ეკლესიას თურქ-სელჩუკ, ირანელ არაბები ებრძვიან გასანადგურებლად. biggrin.gif... გავიდა ეგ პერიოდი, ახლა XXI ს. ბნელა და ყანაა, ადრე ეგრე იყო და ეხლაც ეგრეა. ადრე ის პლიუსი გვქონდა, რომ მთელს მსოფლიოში ბნელოდა და ჩვენი ბნლეობა ბნელობა არ იყო. მაგრამ ჩვენ ვერ განვვითარდით, წიგნი ვერ ავიღეთ ხელში და ვერ წაგვიკითხავს, რა ხდება რეალურად დღეს, რას გვიქადის ეს ყოფა და რა არის ჩვენი დანიშნულება. ქართველების პირადი მე, ისევ ვაკჰანალიაში და მრუშობაშია...

მოკლედ რა, ესე ერთმნიშვლოვანდ ვერ ვიტყვი, რომ გადაჭარბებულია, პირიქით სიმართლის მარცვალი უფო მეტი ჩანს ვიდრე ტყუილის...ფაქტია, რომ დღეს "ჩაკუზული" აზროვნებაა როგორც ერში, ისევე ბერშიც, ამიტომ არც გამიკვირდებოდა მეუფეს გინება რომ გაეშვა. მოკლედ რა აღარ გავარგრძელებ. რეალურად მაინც ვერაფერი გავიგე, ისინი თავისას ამტკიცებენ, თქვენ თქვენსას... მაგრამ ფაქტია ერთი რჩება, საქმე უკან მიიწევს ხოლო რელიგიური ინსტიტუტების (არამარტო) პოლიტ. მოსაზრებები და ამბიციები, მზადაა რეგრესზე თვალის დასახუჭად...



შენ რა მნათე შეგეყარა biggrin.gif საუბარი იყო იმაზე რომ ჟურნალის, ციტატა რომელიც შენ დადე არის ტენდენციური სიმართლის ნატამალია მასში არის თუ არა ეგ სხვა საქმეა, მაგრამ პროფესიონალიზმი არაა, წყაროც არ არის სანდო, რადგან ასე ჰაერზე, ხელაღებითაა დაწერილი: გერმანიაში სასწავლებლად იყო და მხოლოდ ერთი სიტყვა ისწავლაო, იგინაო, კკბს-თან იყოო, ეს მაშინ როცა მისი მოწინააღმდეგე ანგელოზიაო და აშ, მოკლედ სად სად და მაგ ჟურნალისტების წერის მანერაში ბნელა და ეკლესია რა შუაშია...რაც შეეხება ეკლესიას, არავინ არ იძახის, რომ პრობლემები იქ არ არის, კი ბატონო არის და შეიძლება ბერვიც, რადგან ეკლესია შედგება ინდივიდუმების ერთობისგან ანუ გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ განსხვავებული რწმენა-წარმოდგენების ხალხისგან და შესაბამისად, რამდენიც კაცია იმდენი აზრთა სხვადასხვაობაა და ინტერესთა ჯგუფი, ყველა თავისას ლობირებს და იქით ერეკება საითაც სიმართლე ჰგონია. ამდენად, ჩემო კარგო ყველგან ნუ ხედავ სიბნელეს. ყველაფერს, რომ თავი დაანობო სამოთხეს აქ ვერ იპოვი, ხოლო ეკლესია მაგ დაქცეულ ქვეყანანაში ავად თუ კარგად დადებით ფასეულობებს ნერგავს და სამწუხარო კი ის არის, რომ ბევრი ვინც ამ ფასეულობებს მისდევს თავისებურად უკეთებს მათ გადაფასებას.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Nov 29 2009, 05:12 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(KAIROS @ Nov 26 2009, 04:09 AM) *

რაც შეეხება ამ პრობლემას, იგი ამოწურულად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან დასავლეთ ევროპის (პლიუს ლათინური ამერიკა, აშშ და ავსტრალია) ეპარქია გადაუნაწილდა სხვადასხვა ეპისკოპოსებს



ლონდონის სამრევლო არ ეკუთვნის მეუფე აბრაამს,

დიდი ბრიტანეთისა და ჩრ. ირლანდიის ეპისკოპოსია მეუფე ზენონი (იარაჯული) რომელიც პირად ატარებს წირვას ლონდონის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში, კათოლიკური გადაკეთებულია მართლმადიდებლურად და პირადად თვითონ აკეთებს ეპისკოპოსისა და მღვდლის გასაკეთებელ საქმეს, როგორც იტყვიან ქალიც ეგაა და კაციცო, აი ასეა ზუსტად,
მწირველი მღვდელი იყო მამა დიონისე გვარი არ ვიცი, მაგრამ ვიზის პრობლემების გამო არავინ იცის როდის ჩამოვა ასე მეუფე მარტოა და საკმაოდ ბევრი პრობლემის მოგვარება მარტოს უწევს,

ლონდონში ცხოვრობს ,
როგორც ჩანს ძლიერი ადამიანია (სულიერად) და ძალიან განათლებული და ჭკვიანი,

სიტუაციის დალაგება და პრობლემების მოგვარება რომ უნდა ჩვენს ეკლესიას (ქართულ მართლმადიდებლურს) იმიტომაც გამოაგზავნა ეს ადამიანი აქ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 29 2009, 05:17 AM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ლონდონის სამრევლო არ ეკუთვნის მეუფე აბრაამს,

ეგ კარგა ხანია დავწერეთ ლიგუშკი, საზღვარგარეთის ეკლესიებში უცხოეთის განყოფილებაში წერია მაგაზე.
თემა კი ვფიქრობ დასაკეტია, ეკლესიაში, გინდა გარეთ, გინდ შიგნით არის რათქმაუნდა პრობლემა, მაგრამ პრობლემას ქილიკი კი არა, გამოსწორება სჭირდება, რომელიც ჩვენგან უნდა დავიწყოთ, მეუფე კი შესანიშნავად ფლობს ოთხ ენას და გერმანულს ყველაზე კარგად, მისი დამსახურებით წამოდგა ფეხზე სასულიერო აკადემია თავის დროზე და ერთერთი ყველაზე განათლებული ეპისკოპოსია სინოდში.
მორჩეს ამით;
კაიროსი!

"30 აპრილი, 2009 წელი

წმიდა სინოდმა განაჩინა:

ა) დასავლეთ ევროპის ეპარქიას გამოეყოს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია; აქ არსებული ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) და ეწოდოს ეპისკოპოსი დმანისისა და აგარაკ-ტაშირისა, მმართველი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქართული სამრევლოების.

ბ) ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) და ეწოდოს მიტროპოლიტი ბათუმისა და ლაზეთის და მმართველი ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოების.

გ) სამხრეთ ამერიკის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) და ეწოდოს მიტროპოლიტი ახალქალაქისა და კუმურდოსი და მმართველი სამხრეთ ამერიკის ქართული სამრევლოების.

დ)ავსტრალიის ქართული სამრევლოების მმართველად დაინიშნოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო (მუჯირი) და ეწოდოს ეპისკოპოსი სენაკისა და ჩხოროწყუს და მმართველი ავსტრალიის ქართული სამრევლოების.
..."


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Nov 29 2009, 05:21 AM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



კაიროს შენს ნაწერს მივამატე smile.gif

და იმასაც გავუსვი ხაზი რომ მეუფე ზენონი კი არ ჩადის და ჩამოდის, აქ ცხოვრობს და აქ არის

ლექციებს კითხულობს კაცი კემბრიჯში და სადოქტოროს იცავს იგივე კემბრიჯში და ინგლისურზე მეტად თუ გერმანული იცოდა ნაღდად არ მეგონა biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 29 2009, 05:23 AM
პოსტი #14


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ინგლისურზე მეტად თუ გერმანული იცოდა

არა მეუფე ზენონმა გერმანული ანა არ ან კარგად არ იცის, მე მეუფე აბრაამი ვიგულისხმე...
ზენონი ვიცი, რომ მაქ იცავს და მიხარია.
წარმატებები ორივე მეუფეს და ამ დაბალი ადამიანების შემოტევებს მიჩვეულები არიან ორივესგან ვიცი პირადად smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Nov 29 2009, 05:44 AM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(KAIROS @ Nov 29 2009, 06:23 AM) *

არა მეუფე ზენონმა გერმანული ანა არ ან კარგად არ იცის, მე მეუფე აბრაამი ვიგულისხმე...
ზენონი ვიცი, რომ მაქ იცავს და მიხარია.
წარმატებები ორივე მეუფეს და ამ დაბალი ადამიანების შემოტევებს მიჩვეულები არიან ორივესგან ვიცი პირადად smile.gif


იცნობ შენ მეუფე ზენონს?
ჩვენტან ხომ იცი როგორააა, განათლებული თუა მოვახტებით რა საჭიროა "ღვდელმა" ენები იცოდესო, ეკეონომიკა იცოდესო, სამართალი იცოდესო

არაა განათლებული და და რატომ არაა განათლებულიო, ამხელა თანამდებობის კაცმა "შპაცირენ" (სეირნობა) იცის მარტოოო biggrin.gif

მიზეზს ყვეფერს და ყველას გამოვუნახავთ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 29 2009, 12:11 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ნიკსერჩმა ამომიგდო... საბლეს ოჯახი ტისკავს? biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Nov 29 2009, 08:33 PM
პოსტი #17


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(sable @ Nov 29 2009, 03:54 AM) *

შენ რა მნათე შეგეყარა biggrin.gif საუბარი იყო იმაზე რომ ჟურნალის, ციტატა რომელიც შენ დადე არის ტენდენციური სიმართლის ნატამალია მასში არის თუ არა ეგ სხვა საქმეა, მაგრამ პროფესიონალიზმი არაა, წყაროც არ არის სანდო, რადგან ასე ჰაერზე, ხელაღებითაა დაწერილი: გერმანიაში სასწავლებლად იყო და მხოლოდ ერთი სიტყვა ისწავლაო, იგინაო, კკბს-თან იყოო, ეს მაშინ როცა მისი მოწინააღმდეგე ანგელოზიაო და აშ, მოკლედ სად სად და მაგ ჟურნალისტების წერის მანერაში ბნელა და ეკლესია რა შუაშია...რაც შეეხება ეკლესიას, არავინ არ იძახის, რომ პრობლემები იქ არ არის, კი ბატონო არის და შეიძლება ბერვიც, რადგან ეკლესია შედგება ინდივიდუმების ერთობისგან ანუ გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ განსხვავებული რწმენა-წარმოდგენების ხალხისგან და შესაბამისად, რამდენიც კაცია იმდენი აზრთა სხვადასხვაობაა და ინტერესთა ჯგუფი, ყველა თავისას ლობირებს და იქით ერეკება საითაც სიმართლე ჰგონია. ამდენად, ჩემო კარგო ყველგან ნუ ხედავ სიბნელეს. ყველაფერს, რომ თავი დაანობო სამოთხეს აქ ვერ იპოვი, ხოლო ეკლესია მაგ დაქცეულ ქვეყანანაში ავად თუ კარგად დადებით ფასეულობებს ნერგავს და სამწუხარო კი ის არის, რომ ბევრი ვინც ამ ფასეულობებს მისდევს თავისებურად უკეთებს მათ გადაფასებას.


religion.ge-ზე რაც იდება არის დაბოღმილი, ძალით თეოლოგი და ობიექტურობას მოკლებული ადამიანებს მოსაზრებები, ამიტომაც მათგან არცაა გამორიცხული რაიმეში "გაჯაზება". მაგრამ ეს საიტი იმით არის მნშივნელოვანი, რომ არ ერიდება ყოველი სამარცხვინო გამოვლინების აჟიტირებას, რომელიც საპატრაირქოს მხრიდან მოდის, ბევრი შეიძლება არაობიეტურად არის გაშუქებული, მათი დაკომპექსებული, ბოღმანარები გონებიდან, მაგრამ ბევრი სიმართლეც წერია.... ნათლად ჩანს, რომ იყო კონფილქტი, ამას ორივე მხარე ადასტურებს... ხოლო ფულისადმი და ყოველგვარი სიბნელისადმი ესოდენ დიდი სიყვარული, რომელიც სუფევს ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში არ იწვევს მსგავს გაოცებას.

იძახი პრობლემაა...მერე? რას ნიშნავს ბნელა და ეკლესია რა შუაშია? რა ინდივიდუმების ჯგუფები და განსხვავებული აზრი, სად ბანაობ? უმეტესობა არის ძირითადში ერთ აზრზე, ხოლო თუ განსხვავდება, ძირეულად და არსობრივად მაინც ერთი და იგივე სიბნელისკენ მივყავართ. მოკელდ შენ ამაზე პირადად დაგელაპარაკები და შეგვიძლია ძირეულად ვისაუბროთ პრობელემებზე biggrin.gif

ახლა კი ზოგადად, სანამ უნდა იყოს ჩუმად საპატრიარქო მმკ ქმედეებზე, ავაზაკი და კუდიანი მოღძვრების ექსცენტრიულ გამონახტომებზე? ის სინელეებზე, რასაც ზოგიერთი მოძღვრები და საეკლესი ჟურნალ-გაზეთები წერენ? ეკლესია ნაწილობრივ ხელში აქვთ ჩაგდებული ვიღაც ავაზაკები ხროვას, ხოლო პატრიარქი თითქმის მთლიანად უუნაროა, რასაც მიტანენ ხელის მოსაწერად ყველაფერზე წამსვლელია, დაბერდა და აღარ შეუძლია მართვა... ვინაა მომავალი? ბნელების რიგები დგას... ამ ხალხისგან უნდა გაიწმინდოს ეკლესია...

ვინ ლობირებს მმკ? biggrin.gif სად გამოსულა საპატრაირქოს წარმომადგენელი და სად გაუკრიტიკებია, ამ ძალით მართლამდიდებლების ნამოქმედარი? არსად ხო? ხოდა მიმითურთხებია ისეთი საპატრიარქოსთვის, რომელიც ხმას არ იღებს მსგავს ქმედებებზე!

ახლა გინდაც ვორნი დამადეთ და გინდაც ბანი...


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 04:38 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი