IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ბიბლიასთან დაკავშირებული სამეცნიერო საკითხები, ნაშრომები და მათი განხილვა
აკაკი
პოსტი Jul 17 2012, 08:02 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მშვიდობა, წმ. წერილის განყოფილებაში აქამდე არ ყოფილა ცალკე თემა მიძღვნილი ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებისადმი. ამ მეცნიერებას (ანუ ბიბლიის შემსწავლელ მეცნიერებას) ეწოდება "ბიბლეისტიკა". ფორუმზე, წმ. წერილის განყოფილებაში, სხვადასხვა ავტორების მიერ იხსნებოდა ცალ-ცალკე სხვადასხვა თემები, სხვადასხვა საკითხებზე, მათგან უმრავლესი ძალიან მცირე ინფორმაციის გასაგებად... ამის გამო იხსნებოდა მრავალი თემები, რაც უკვე აღვნიშნე, და განყოფილების გვერდებიც ნელ-ნელა იზრდებოდა. მემგონი საჭიროა, რომ განსაკუთრებულად არსებობდეს ერთი თემა ბიბლიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო საკითხებზე სასაუბროდ. ახლა კი ამ თემაში იყოს ასეთი ხასიათის კითხვები, პასუხები, ძიებანი, გამოხმაურებები და ა.შ

თუ ადმინისტრაცია საჭიროდ ჩათვლის (იმის გამო, რომ "ბიბლეისტიკა" ძალიან ფართო მეცნიერებაა) და ამ საგან "წმინდა წერილის" განყოფილებაში ქვე-განყოფილებას მიუძღვნის, სახელით "ბიბლეისტიკა", კარგი და მოწესრიგებული, ალბათ, ყველასათვის სასურველი იქნება.


ციტატა
თავიდანვე ვაცხადებთ, რომ:
ეკლესია არ ეფუძნება ბიბლიას
(ყველა სექტისაგნ განსხვავებით). უფრო მეტიც, ბიბლია არის ეკლესიის პროდუქტი, ნაყოფი (ასევე ყველა სექტისაგნ განსხვავებით; ეკლესიაში ვგულისხმობთ იმ ეკლესიას, რომელიც თავად მაცხოვარმა დაარსა და რომელმაც დააკანონა, მოიტანა ჩვენამდე ”ბიბლია”).



ახლა კი პირდაპირ საკითხზე გადავალ და პირველად მე თვითონ შემოგთავაზებთ უცხოელი ავტორის, რიჩარდ დიმის მცირე ნაშრომის თარგმანს.


შესავალი


ბევრ სკეპტიკოსს სჯერა, რომ ბიბლია საუკუნეების განმავლობაში რადიკალურად შეიცვალა. სინამდვილეში, ბიბლია ითარგმნა სხვადასხვა ენებზე (ბერძნულად, ლათინურად, გერმანულად, შემდეგ ინგლისურად და სხვა ენებზე, იხ. ბიბლიის ისტორია). თუმცა, უძველესი ხელნაწერები (ებრაული, არამეული და ბერძნული) სავსებით სანდოდ გადაიწერებოდა საუკუნეთა განმავლობაში - ძალიან მცირე, უმნიშვნელო ცვლილებებით.

ძველი აღთქმა


საიდან ვიცით, რომ ბიბლია 2000 წლის მანძილზე უცვლელად ინახებოდა და გადაიწერებოდა? მკვდარი ზღვის გრაგნილების აღმოჩენამდე, ძვ. აღთქმის უძველესი ებრაული ხელნაწერი იყო მაზორეტული ტექსტი, ახ. წ. 800 წლით დათარიღებული. მკვდარი ზღვის გრაგნილები თარიღდება უფლის, იესო ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდით, იგი გადაიწერა ყუმრანის მოსახლეობის (თემის) მიერ, მკვდარი ზღვის გარშემო არსებული ებრაულ სექტის მიმდევრების მიერ. ჩვენ ასევე გვაქვს სამოცდაათთა ბერძნული თარგმანი (სეპტუაგინტა) ძვ. აღთქმისა, რომელიც ქრისტეს შობამდე III-II (270 წ.) საუკუნით თარიღდება. როდესაც ამ ტექსტებს შევადარებთ, რომელთა შორისაც 800-1000 წლიანი უფსკრულია, გაოცებულნი დავრჩებით, რადგან ორივე ტექსტი 95% იდენტურია, მათში მხოლოდ მცირე ვარიაციები და რამდენიმე შეუსაბამობაა.

ახალი აღთქმა


არსებობს ათი ათასობით ხელნაწერი ახალი აღთქმისა, რომლებიც, მთლიანად თუ ნაწილობრივ, თარიღდებიან ახ. წ. II საუკუნიდან XV საუკუნემდე, როდესაც საბეჭდი მანქანა გამოიგონეს. ეს ხელნაწერები აღმოჩენილია ეგვიპტეში, პალესტინაში, სირიაში, თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, და ყოველგვარი "პირის შეკვრა" საეჭვოა, ნაკლებად დასაჯერებელია. ყველაზე ძველი ხელნაწერი, ჯონ რილენდისად წოდებული, დათარიღებულია ახ. წ. 125 წლით. იგი ნაპოვნი იქნა ეგვიპტეში, ანუ მცირე აზიიდან (სადაც ახალი აღთქმა თავდაპირველად შეიქმნა) მცირე მანძილის დაშორებით. არაერთი უძველესი ქრისტიანული პაპირუსი აღმოაჩინეს 1935 წელს, 150 წლით დათარიღებული, ოთხთავის (ანუ ოთხი სახარების) შემცველი. ბოდმერის (ბოდმერის ბიბლიოთეკა, შვეიცარია) II პაპირუსი აღმოაჩინეს 1956 წელს, თარიღდება ახ. წ. 200 წლით და მოიცავს იოანეს სახარების 14 თავსა და ბოლო შვიდი თავის ნაწილებს. ჩესტერ ბითის ბიბლიური პაპირუსი აღმოაჩინეს 1931 წელს, თარიღდება ახ. წ. 200-250 წლით და მოიცავს ოთხთავს, მოციქულთა საქმეებს, წმ. პავლე მოციქულის ეპისტოლეებს და გამოცხადებას. წმ. წერილის ხელნაწერთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე უძველესი საისტორიო მწერლობის ძეგლებისა, მაგ. როგორიცაა კეისარის "გალური ომები" (10 ბერძნული ხელნაწერი, უძველესი ხელნაწერი 950 წლითაა დაშორებული დედანს), ტაციტუსის "ანალები" (ორი ხელნაწერი, მათ შორის უძველესი 950 წლითაა დაშორებული დედნისაგან), ტიტუს ლივიუსი (20 ხელნაწერი, მათგან უძველესი 350 წლითაა დაშორებული დედანს, და პლატონი (7 ხელნაწერი).

IPB-ს სურათი


ათასობით ადრეული ქრისტიანული ნაწერები და ლექციონარები (პირველი და მეორე საუკუნისა) ციტირებენ ახალი აღთქმის წიგნებიდან მუხლებს. ფაქტობრივად, ეს მთელი ახალი აღთქმაა ადრეულ ქრისტიანულ მწერლობაში. მაგალითისათვის, წმ. კლიმენტის ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ (თარიღდება ახ. წ. 95 წლით) ციტირებულია მუხლები ოთხთავიდან, მოციქულთა საქმეებიდან, პავლე მოციქულის ეპისტოლედან - რომაელთა მიმართ, კორინთელთა მიმართ I ეპისტოლედან, ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან, ტიტეს მიმართ ეპისტოლედან, ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან და წმ. პეტრე მოციქულის I კათოლიკე ეპისტოლედან. ეგნატეწ (ეგნატე ღმერთშემოსილი) წერილებში (თარიღდება ახ. წ. 115 წლით.), რომელიც მცირე აზიის რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის მიმართ დაიწერა, ციტირებულია მუხლები მათესა და იოანეს სახარებიდან, რომაელთა, კორინთელთა I და II ეპისტოლეებიდან, გალატელთა და ეფესელთა ეპისტოლედან, ფილიპელთა მიმართ, ტიტესა და ტიმოთეს მიმართ I და II ეპისტოლეებიდან. ეს წერილები იმაზე მიუთითებს, რომ მთელი ახალი აღთქმა დაიწერა ახ. წ. პირველ საუკუნეში. ამის გარდა, გვაქვს შიდა ტექსტობრივი მტკიცებულებანი ახალი აღთქმის დაწერის პირველი საუკუნით დათარიღებისათვის. მოციქულთა საქმეები მთავრდება მოულოდნელად, უეცრად, პავლე მოციქულის პატიმრობაში, რომელიც სასამართლო პროცესს ელოდება (მოციქულთა საქმენი 28:30-31). შესაძლებელია, რომ წმ. ლუკა "მოციულთა საქმეები" იმ დროის განმავლობაში დაწერა, სანამ პავლე მოციქული უკანასკნელად წარსდგებოდა ნერონის წინაშე; ეს იყო დაახლოებით 62-63 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ "საქმეთა" წიგნი და "სახარება ლუკას თავისა" (ლუკას სახარება) დაიწერა იესო ქრისტეს მოღვაწეობის, სიკვდილისა და აღდგომიდან ოცდაათი წლის განმავლობაში. სხვა, შიდა ტექსტობრივი მტკიცებულება ისაა, რომ ტექსტში არ არის ნახსენები იერუსალიმის დაქცევა, რომელიც 70 წელს აღსრულდა. მიუხედავად იმისა, რომ წმ. მათემ, მარკოზმა და ლუკამ ჩაწერეს იესო ქრისტეს წინასწარმეტყველება ტაძრისა და ქალაქის დაქცევაზე, რომელიც იმ თაობის ხალხზე მოიწეოდა (მთ. 24:1-2; მკ. 13:1-2; ლკ. 21:5-9, 20-24, 32), ახალი აღთმის წიგნები არ ეხებიან ამ მოვლენას, როგორც აღსრულებულს. თუ წიგნები 70 წლის შემდეგ დაიწერა, მეტი ალბათობაა, რომ ნაწერებში მოხსენიებული იქნებოდა იესო ქრისტეს წინასწარმეტყველების აღსრულება. როგორც ნელსონ გლუკმა, ცინცინატის ებრაელთა კავშირში არსებული იუდაისტური სასულიერო სემინარიის ყოფილმა პრეზიდენტმა და ცნობილმა ებრაელმა არქეოლოგმა განაცხადა: "ჩემი აზრით, ახალი აღთქმის ყველა წიგნი პირველი საუკუნის 40 - 80-იან წლებში დაიწერა".

დასკვნა


ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ხელნაწერულ მტკიცებულებებში მასობრივი შეუსაბამობებია - სინამდვილეში კი პირიქითაა. ახალი აღთქმის სხვადასხვა ხელნაწერეთა ტექსტი ერთმანეთთან 99.5% თანხმობაში არიან. შეცდომების უმრავლესობა ორთოგრაფიული და სინტაქსურია. რამდენიმე სიტყვა ან შეცვლილია ან დამატებული. არის ორი მუხლი, რომლებიც საკამათოა, მაგრამ არაა არანაირი დოგმატური მნიშვნელობის უთანხმოება და სხვაობა. თუკი რაღაც სადავოს, შეუსაბამობას ვაწყდებით, ამისთვის ბიბლიის უმრავლეს გამოცემას სქოლიოს სახით დართული აქვს შენიშვნები და კომენტარები. როგორ შეიძლება ასეთი, ზედმიწევნითი სიზუსტე დაცული იყოს გადაწერის 1,400 წლიან პერიოდში? ორი მიზეზის გამო:
  1. გადამწერნი ზედმიწევნით ამოწმებდნენ თავიანთსავე შესრულებულ ასლებს, უდარებდნენ სხვა ხელნაწერებს (რომელთა ავტორებიც, რა საკვირველია, ამგვარადვე იქცეოდნენ) შეცდომებისაგან დასაცავად.
  2. ღვთის ყოვლადწმიდა სულმა ჰყო ყოველივე, იმისათვის, რომ ჩვენ ზუსტი ასლები ( ხელნაწერები) გვქონოდა ღვთის სიტყვისა.
ასე რომ, არ უნდა მოვტყუვდეთ. მორმონების (ჯოზეფ სმიტის ამერიკული სექტა), სასულიერო ლიბერალების ("პროტესტანტული ლიბერალიზმი"), ისევე, როგორც სხვა კულტებისა და ცრუ-რელიგიების (როგორიცაა მაგ. ისლამი) განცხადებები, რომ - თითქოს - ბიბლია სრულიად განადგურდა, სიცრუე და სიყალბეა. სწორედ ამაზე მოწმობს ხელნაწერთა უვრცელესი, ისტორიული მტკიცებულებანი, რომელთა შესახებაც დაიწერა ეს ყოველივე - ზემოთ აღწერილი; საბოლოოდ კი იოანე მახარებლის სიტყვებით რომ ვთქვათ: "ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა" (ინ. 20:31).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 20 2012, 07:35 PM
პოსტი #2


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



აკაკი
მადლობა საინტერესოდ ჩამოყალიბებული პოსტისთვის.
მე მაინტერესებს გაქვს თუ არა ინფორმაცია აი ამ მუხლის შესახებ, რომელზეც აპელირებენ სექტანტები ძალიან ხშირად, თითქოსდა ეს მოგვიანებით ჩამატებული ფრაზაა:
"ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია." (I იოანე 5:7)
და კიდევ ერთი-ორი მუხლია ასეთი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Jul 25 2012, 10:49 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(აკაკი @ Jul 17 2012, 08:02 AM) *

სინამდვილეში კი პირიქითაა. ახალი აღთქმის სხვადასხვა ხელნაწერეთა ტექსტი ერთმანეთთან 99.5% თანხმობაში არიან. შეცდომების უმრავლესობა ორთოგრაფიული და სინტაქსურია.


ეს ნამდვილად არასწორია... ზოგადად ხელნაწერებს შორის არსებულ სხვაობათა(ვარიანტთა) რიცხვი 200,000-400,000მდე მერყეობს...

ისე კი ჩემმა ისტორიის მასწავლებელმა თქვა: "ვინ გადაარჩია ბიბლიის კანონიკური წიგნები? ვინ თქვა რომელი წიგნია ღვთივ-შთაგონებული და რომელი არა? ეპისკოპოსებმა და არა თავად ქრისტემ"-ო. ეს უფრო ათეისტების წისქვილზე ასხავს წყალს, პროტესტანები ამ აზრს ვერ იტანენ.

დათიკო

მაგას ვერაფერს უზამ დათიკო. smile.gif)) არიოზელთა წინააღმდეგ ეგ ფრაზა არც ერთ წმინდანს არ გამოუყენებია მაშინ როცა ეს აუცილებლობას წარმოადგენდა. smile.gif

ებრაელთა 2:9-ზე კი იმედი გაქვს გაგვიმართლებს და მეტ ხელნაწერს აღმოვაჩენთ... sad.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 25 2012, 08:45 PM
პოსტი #4


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Otherguy
ციტატა
მაგას ვერაფერს უზამ დათიკო. )) არიოზელთა წინააღმდეგ ეგ ფრაზა არც ერთ წმინდანს არ გამოუყენებია მაშინ როცა ეს აუცილებლობას წარმოადგენდა.

ხო, ვიცი, მაგრა, მე კონკრეტული შრომები მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით.
ანუ იმ მეცნიერთა დასკვნები, რომლებიც ადასტურებენ იმას რომ ციტატა ჩასმულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jul 27 2012, 09:03 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აქ დებდა ხომე ერთი არამართლმადიდებელი იუზერი ლინკს,სადაც ზველი მანუსკრიპტებია...

კარგი იქნებოდა ის ლინკი გვენახა სადმე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 20 2012, 02:30 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მინდა ეს კარგი რუქა დავდო აქ... აღნიშნულია ის ქალაქები რომლებიც მოიხსენიება ახალი აღთქმის წიგნებში...

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 23 2012, 07:06 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



წმინდა იერონიმეს ჰომილიაა, მათეს სახარების განმარტებიდან...
მოთხრობილია ოთხი სახარების შესახებ, სხვა ე.წ ”სახარებების” შესახებ, აპოკრიფების შესახებ, რატომ ოთხი სახარება და არა მეტი და ა.შ


IPB-ს სურათი

”მრავალნი არიან, რომელთაც დაწერეს სახარება, როგორც ლუკა მახარებელი მოწმობს, როცა ამბობს: ”ვინაჲთგან უკუე მრავალთა ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა საქმეთათჳს გულსავსე-ქმნილთა ჩუენ შორის, ვითარცა-იგი მომცეს ჩუენ, რომელნი დასაბამითგან თჳთ-მხილველ და მსახურ ყოფილ იყვნეს სიტყჳსა მის” (ლკ. 1:4), და ლიტერატურული ძეგლები, რომელთაც ვიდრე დღევანდელ დღემდე გაძლეს. ძეგლებმა, რომლებიც სხვადასხვა ავტორების მიერ გამოქვეყნდა, წარმოშვეს (სათავე დაუდეს და განავითარეს) სხვადასხვა ერესები (გაუკუღმართებული, ცრუ სწავლა-მოძღვრებები) - მაგალითად, სახარება ეგვიპტელთაგან, თომასაგან, მატათასა და ბართლომესაგან. არსებობს ასევე სახარება თორმეტი მოციქულისა, ბასილიდისა და აპელასი, და კიდევ სხვათა, რომელთაც სიმრავლის გამო ვერ ჩამოვთვლით. დღეისათვის საჭიროა მხოლოდ იმის თქმა, რომ ადამიანთა გარკვეულმა კრებულებმა, რომლებიც აღდგნენ გარეშე სულისა (იუდა 19) და გარეშე საღვთო მადლისა ”ჴელ-ყვეს აღწერად მოთხრობისა", თუმცა არა ისტორიული სიმართლისა და ჭეშმარიტების გადმოსაცემად.

წინასწარმეტყველის შემდეგი გამონათქვამი, სამართლიანა შეიძლიება მიემართოს მათ: ”: ვაჲ, რომელნი წინაწარმეტყუელებენ გულით გამო მათით, რომელნი ვლენან უკუანა სულისა მათისა და ყოვლითურთ არა ჰხედვენ!.. მხედველნი ცრუთა, მემისნენი ამაოთა, რომელნი იტყოდეს, - იტყჳს უფალი, - და უფალმან არ მოავლინნა იგინი; (ეზეკ. 13:3,6). ასევე მაცხოვარი საუბრობს მათ მიმართ იოანესაგან სახარებაში :”ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი.” (ინ. 10:8). [გავითვალისწინოთ, რომ უფალმა თქვა]: ”რომელნი მოვიდეს”, და არა ”რომელნი წარმოიგზავნენ”. რადგან თვითონ ამბობს: ”ისინი მოვიდნენ, მაგრამ მე არ გამომიგზავნია იგინი”. (იერემ. 14:14, 23:21), რადგან მათთან, რომლებიც მოდიან, ამპარტავნული (მედიდური) განზრახვა, თავდაჯერებულობაა; ხოლო იმათთან კი, რომლებიც წარმოიგზავნენ, მორჩილების სამსახური (მორჩილების მსახურება).

თუმცა ეკლესია, რომელიც უფლის სიტყვით კლდეზეა დაფუძნებული (მთ. 16:18), რომელიც მეუფემ მიიწვია თავის პალატაში (ქება ქებათა 1:3, 2:4) და რომელსაც გაწვდილი აქვს თავისი ხელი დაფარული წარმოშობის გასახსნელად (განკაცება ქება. 5:4), მსგავსია ქურციკისა და ირმის ნუკრისა (ქება. 2:9, 8:14); მას (ეკლესიას) აქვს ოთხი კუთხე და ბეჭედი, რომელთა მეშვეობითაც, როგორც აღთქმის კიდობანი და საუფლო რჯულის მცველი, ხის მაგარი ბოძებით მოგზაურობს იგი და გადაჰყავს ტვირთი.

პირველ რიგშია მათე, გადასახადების ამკრეფი, რომელიც ასევე ეწოდება ლევი (ლუკა 5:27), რომელმაც გამოაცხადა სახარება იუდეაში ებრაულ ენაზე, ძირითადათ იმ ებრაელების გულისთვის, რომელთაც ირწმუნეს იესო და არავითარ შემთხვევაში აღარ უმზერდნენ აჩრდილს რჯულისას, რადგან იგი სახარების სამართლემ აღასრულა.

მარკოზი მეორეა, მოციქულ პეტრეს, ალექსანდრიის ეკლესიის პირველი ეპისკოპოსის ნაუბარის გადმომცემი, რომელსაც თვითონ მართლაც არ ეხილა უფალი და მაცხოვარი, არამედ მან მოგვითხრო ის, რაც მოისმინა თავისი მასწავლებლის ქადაქებიდან, უპირატესად მოვლენათა უტყუარობის, სანდოობის შესაბამისად, ვიდრე მათი თანმიმდევრობისა.

მესამეა ლუკა, ექიმი, შობით ასირიელი (ასურელი) ანტიოქიიდან, რომლის ქებაც მის სახარებაშია (იხ. 2 კორ. 8:18, კოლ. 4:14), რომელიც ასევე მოწაფე იყო პავლე მოციქულისა. მან შექმნა თავისი წიგნი აქაიასა და ბიოტიას (მაშინდელი ცენტრალური საბერძნეთი. ა. ჯ.) მხარეში, მეტად სიღრმისეულად, კვალდაკვალ მიჰყვა მოვლენებს, და თვითონაც აღიარებს წინასიტყვაობაში (ლკ. 1:1-4).

ბოლოს კი მოციქული და მახარებელი იოანეა, რომელიც ძალიან უყვარდა იესოს. უფლის მკერდს მიყრდნობილმა, შესვა წყალი სარწმუნოების მოძღვრების უწმიდესი წყაროსაგან. მხოლოდ მან დაიმსახურა ჯვრიდან სიტყვების მოსმენა: ”აჰა დედა შენი. (ინ. 19:27). როდესაც იგი აზიაში იყო, მაშინაც კი ერეტიკოსთა თესლი უკვე აღმოცენებული იყო, კერინთუსის (ასურელი გნოსტიკოსი), ებიონის და სხვათა, რომლებიც უარყოფდნენ, რომ ქრისტე მოვიდა ხორციელად (1 ინ. 4:2-3). თვითონ იოანე, თავის ეპისტოლეში (2 ინ. 7), ანტიქრისტეებს უწოდებს მათ და მოციქული პავლე კი ხშირად ურტყამს და ამარცხებს მათ (რომ. 1:3, 2 კორ. 5:16). იმ დროს იოანე იძულებული შეიქნა, აზიის თითქმის ყველა პისკოპოსისა და მრავალი ეკლესიის წარმომადგენლებისაგან, რომ დაეწერა უფრო სიღრმისეულად მაცხოვრის ღვთაებრივობასთან დაკავშირებით. ეკლესიის ისტორიული ტრადიციის წყარო ასეთია, როდესაც იგი იძულებული იქნა ძმათაგან, დაეწერა სახარება, მან უპასუხა, რომ ასე გააკეთებდა თუ საყოველთაო მარხვა გამოცხადდებოდა და ყველა შეუდგებოდა უფლისადმი ლოცვას. როცა ეს განხორციელდა და იგი უხვად აღივსო ზეშთაგონებითა და გამოცხადებით, გადმოღვარა მეოთხე, რაცაა ზეციდან გამოგზავნილი პროლოგი: ”პირველითგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა” (ინ. 1).

ეზეკიელის წიგნი ადასტურებს, რომ ეს ოთხი სახარება გაცილებით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები, ასეა აღწერილი პირველ ხილვაში: ”საშუალ, ვითარცა მსგავსებაჲ, ოთხთა ცხოველთაჲ.. და მსგავსება პირთა მათთაჲ: პირი კაცისაჲ და პირი ლომისაჲ მარჯუენით ოთხთასა და პირი ზუარაკისაჲ მარცხენით ოთხთასა და პირი არწივისაჲ ” (ეზეკ. 1). პირველი სახე ადამიანისა ნიშნავს მათეს, რომელიც სახარებაზე თხრობას იწყებს, როგორც კაცზე: ”წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაჰამისა”. მეორე სახე ნიშნავს მარკოზს, რომლის, როგორც ლომისა, ძლიერი ხმა უდაბნოში ისმი: ”ხმა ღაღადებისა უდაბნოსა ზედა: განჰმზადენით გზანი უფლისანი და წრფელ ჰყვენით ალაგნი მისნი”. მესამე არის ზვარაკის სახე, რომელიც წინაგამოსახავს ლუკა მახარებლის დაწყებას, მოგვითხრობს რა იგი დასაწყისშივე ზაქარია მღვდლის შესახებ. მეოთხე სახე ნიშნავს იოანე მახარებელს, რომელმაც აღმართა არწივისებრი ფრთები (ის. 40:31) და მისწრაფებით აღფრინდა მაღალ ზაგნებზე, განიხილავს რა სიტყვას ღვთისას. სხვაც, რაც ამას მოჰყვება (ეზეკიელის ხილვაში) ხელს გვიწყობს: ”ფეხები სწორი ჰქონდათ და ფეხის ტერფები ხბოს ჩლიქებივით, და კაშკაშებდნენ გაკრიალებული სპილენძივით.. საითაც მიჰყავდა სულს, იქით მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას.. ოთხივე ფერსო ირგვლივ თვალებით იყო სავსე.. ცხოველები ელვასავით მიმოდიოდნენ წინ და უკან... და ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს; ისე იყო ნაკეთები, თითქოს ბორბალი ბორბალში ყოფილიყო ჩასმული” (ეზეკ. 1).

ასევე გვიხსნის იოანეს გამოცხადების სიტყვებიც. ოცდაოთხი უხუცესის აღწერის შემდეგ, რომლებიც თაყვანს-სცემდნენ ღვთის კრავს, ეპყრათ რა ქნარები, იგი წარმოგვიდგენს ელვარებას და გრგვინვას, შვიდ მოძრავ სულს , მინის ზღვას და ოთხ ცოცხალ არსებას, სავსეებს თვალებით (გამოცხ. 4:7). შემდეგ ამბობს:”პირველი ცხოველი ლომს ჩამოჰგავდა, მეორე - კუროს, მესამეს კაცის სახე ჰქონდა, ხოლო მეოთხე იყო მფრინავი არწივის მსგავსი”. და ცოტა მოგვიანებით ამბობს:”შიგნიდან თვლებით სავსენი იყვნენ. არც დღისით და არც ღამით არა აქვთ მოსვენება, არამედ ღაღადებენ: წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა”.

ამ ყველაფრით პირდაპირ, აშკარადაა ნაჩვენები, რომ მხოლოდ ოთხი სახარება უნდა იქნას მიღებული, და მთელ გლოვას აპოკრიფებისა ერეტიკოსების მიერ უნდა იქნეს ნაჭიკჭიკები, რომლებიც, ფაქტობრივად, მკდარნი არიანი, ეკლესიისა ცოცხალი წევრებისაგან განსხვავებით (იუდა 12; იაკობ 2:17, 26)”.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 23 2012, 01:40 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



სეპტუაგინტა თუ მაზორეტული ტექსტი; ნამდვილი რომელია?


- იყო ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები ერთ-ერთი ტომი, რომელსაც მთელი ტომები ჰქონდა წმინდა ნაწერები ებრაულ ენაზე, ქალდეურსა და არამეულზე. წმინდა ნაწერების თვისება ისაა, რომ თაობიდან თაობას გადაეცემა უცვლელად და პატივი მიეგება მოწიწებით. დროთა განმავლობაში ამ ტომის წევრები ემიგრაციაში წავიდნენ იმ ადგილებში, სადაც ებრაეულ, არამეულ და ქალდეურ ენებზე არ მეტყველებდნენ. დიდი თემი დასახლდა და აყვავდა ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიაში. ბერძნულმა ჩაანაცვლა მათი ტომობრივი ენა. მათ ბერძნულ ენაზე სჭირდებოდათ ზუსტი თარგმანი თავიანთი, მეტად პატივცემული ნაწერებისა.

დაახლოებით 250 (270) წელს, ქრისტეს შობამდე, სამოცდაათმა რაბინმა (სწავლულმა მოძღვარმა) ბერძნულად თარგმნა წმინდა ნაწერები. ეს თარგმანი არ იყო ჩუმად ნამოქმედარი. ეს საქმე იერუსალიმში მიიღო და მოიწონა მღვდელმთავრმა და სინედრიონმა. "სეპტუაგინტა", ანუ სამოცდაათთა თარგმანი, იყო ოფიციალური დოკუმენტი.

დღეს არსებობს ებრაული ბიბლია. იგი გამოიყენება ყველგან ებრაელების მიერ. მას უწოდებენ "მაზორეტულ" ტექსტს. იგი შედგენილია დაახლოებით 700 წელს, ქრისტეს შობიდან. თითქმის ათასი წლით ახალია, ვიდრე სეპტუაგინტა. რაბინები, რომლებმაც შეადგინეს მაზორეტული ტექსტი, არ იყვნენ პასუხისმგებელნი იერუსალიმის მღვდელმთავრის წინაშე. რადგან უკვე დიდი ხანია საერთდ აღარ არსებობდნენ მღვდელმთავრები. რაბინები, რომლებმაც მაზორეტული ტექსტი შეადგინეს, არ იყვნენ პასუხისმგებლები იერუსალიმის სინედრიონის წინაშე, რადგან დიდი ხანია უკვე აღარც სინედრიონი არსებოდა.

სეპტუაგინტა, მაზორეტული ტექსტის პირველ გამოჩენამდე, თითქმის ათი საუკუნით ადრინდელია. სამოცდაათთა თარგმანი, სეპტუაგინტა, ეფუძნება ებრაულ ტექსტებს, მინიმუმ, თორმეტი საუკუნით უძველესს ნაწერებს, ვიდრე მაზორეტული ტექსტი.. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძველი აღთქმის თანამედროვე ქრისტიანი მთარგმნელები ეყრდნობიან მაზორეტულ ტექსტს, არა სეპტუაგინტას.

სად, რაშია პრობლემა?

”ახალ აღთქმაში” ”ძველი აღთქმის” ციტატებიდან უმრავლესისთვის გამოყენებულია ”სეპტუაგინტა”, როგორც ძირითადი წყარო. სეპტუაგინტას სიმართლე და მთლიანობა სრულიადაა დამოკიდებული სეპტუაგინტას უტყუარ თარგმანზე. უკუაგდებ, უარყოფ, შებღალა და ავტორიტეტს დაუკარგავ, ერთი სიტყვით, დისკრედიტირებას მოუხდენ ”სეპტუაგინტას” და აღარ იარსებებს ”ახალი აღთქმა”.

სეპტუაგინტას მთლიანობის შესახებ არანაირი დაპირისპირება არ არსებობდა, ქრისტეს შობამდე, 250 (270) წლიდან 135 წლამდე, ქრისტეს შობიდან.

რამ მოახდინა ებრაელებში (იუდეველებში) სეპტუაგინტას მიმართ უკმაყოფილების, უარყოფითი დამოკიდებულების გამოწვევა?

ანნამ, კაიაფამ და სინედრიონმა უარჰყო იესო მესიანისტური განცხადებები. ახალი აღთქმის წერილები ახალი წელთაღრიცხვით 70 წლის გარშემო დაიწერა. ებრაელებმა იცოდნენ, რომ ქრისტიანული სახარებების სანდოობა დამოკიდებული იყო სეპტუაგინტას სანდოობაზე. ამიტომ რაღაც უნდა გაკეთებულიყო.

დაახლოებით 95 წელს, ქრისტეს შობიდან, რაბინმა აკივამ (აკიბამ), რომელმაც მოგვიანებით ბარ კოხბა მესიად გამოაცხადა, დაიქირავა კაცი, სახელად აკვილა, რომ ებრაულიდან ბერძნული ვერსია, თარგმანი შეექმნა ძველი აღთქმისა, რათა ზიანი მიეყენებინა, ძირი გამოეთხარა იესო ქრისტეზე მესიანურ განცხადებებს, რომლებიც სეპტუაგინტაში უხვად იპოვებოდნენ (ე.ი იუდეველთათვის სასურველი თარგმანი გამოაქვეყნებინა).

რით, როგორ განსხვავდება მაზორეტული ტექსტი საპტუაგინტასაგან?

ფსალმუნი 21:17 - სიტყვა ”განჴურიტნეს” ჩაანაცვლა ”ლომმა”.

ციტატა
სეპტუაგინტა: რამეთუ გარე-მომადგეს მე ძაღლებ მრავალ და კრებულმან უკეთურთამან გარე-მომიცვა მე; განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი.
მაზორეტული: რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.


ფსალმუნი 144:14 - მთლიანად გამოტოვებულია (ქართულში, როგორც მე ვნახე პირველი ნაწილია ამოღებული).

ციტატა
სეპტუაგინტა:სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა. განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღჰმართნის ყოველნი დაცემულნი.
მაზორეტული: უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა.


ისაიას 53:11 - სიტყვა ”ნათელი” გამოტოვებულია.

ციტატა
სეპტუაგინტა: ჩუენებად მისა ნათელი, დაბადებად გულისჴმის-ყოფითა, განმართლებად მართლისა მის, დამონებად მრავალთა. და ცოდვანი მათნი მან თავადმან აღუხუნეს.
მაზორეტული:თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა; მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილთ, და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს.


134 შემთხვევა ტეტრაგრამატონისა, ღვთის სახელისა, ჩაანაცვლა ”ადონაიმ”.

151-ე ფსალმუნი მთლიანად გამოტოვებული (ამოღებული) იქნა. (ეს ასეა თითქმის ყველა ქრისტიანულ ბიბლიაში!)

გამოსვლათა I თავში რიცხვი ”75” ჩაანაცვლა ”70”-მა. (საუბარია ეგვიპტეში ჩასული იაკობის შთამომავალთა რიცხვზე)

ციტატა
სეპტუაგინტა: და იყო ყოველი სული იაკობისითგანი სამეოც და ათხუთმეტ.
მაზორეტული: სულ სამოცდაათი სული იყო იაკობის საზარდულიდან გამოსული.


დაბადების 10:24 - მუხლიდან გარკვეული გენეალოგიური მითითებები ამოღებულია.

ციტატა
სეპტუაგინტა: და არფაქსად შვა კაინან. ხოლო კაინან შვა სალა და სალა შვა ებერ.
მაზორეტული: არფაქშადმა შვა შალახი, შალახმა შვა ყებერი.
(ალბათ, მე-10 თავში კიდევ არის ამოღებული, მე არც მინახავს სხვა, თუ ნახავთ დაწერეთ).


გაგრძელება იქნება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 23 2012, 01:45 PM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აკაკი
შენ თუ მოგეპოვება რომელიმე აპოკრიფის წმ.მამისეული განმარტება?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 23 2012, 01:48 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



სეპტუაგინტა თუ მაზორეტული ტექსტი; ნამდვილი რომელია?
გაგრძელება


მეურე რჯული 32:8 - ”ღმრთის (ელოჰიმ) ანგელოზები” შეცვალეს ”ისრაელის შვილებით”, ზოგან ”ისრაელიანთა რიცხვიამებრ” და მათნაირით..

ციტატა
სეპტუაგინტა: რაჟამს მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი იგი, ვითარ-იგი მიმოდაჰფინნა ძენი ადამისნი და დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა (რიცხჳსაებრ ანგელოზთა ღმრთისათა).
მაზორეტული: როცა უზენაესი სამკვიდროებს ურიგებდა ხალხებს, როცა ცალ-ცალკე ასახლებდა ადამის მოდგმას, დაუდგინა საზღვრები ერებს ისრაელიანთა რიცხვისამებრ.


იერემიას 10-ე თავს 6-ე და 7-ე მუხლებს დამატებები აქვს მაზორეტულში.

ისაია 19:18- ”სიმართლის ქალაქი” შეიცვალა ”მზის ქალაქად”, ზოგ ვერსიებში ”ნგრევის ქალაქი”.

ციტატა
სეპტუაგინტა: მას დღესა შინა იყვნენ ხუთნი]ქალაქნი ეგჳპტეს, რომელნი იტყოდიან ენასა ქანანელთასა და ფუცვიდენ სახელსა უფლისა საბაოთისსა. ქალაქი ასედეკ (ებრ. სედეკ - სიმართლეს ნიშნავს) ეწოდოს ქალაქსა ერთსა.
მაზორეტული: იმ დღეს ხუთი ქალაქი იქნება ეგვიპტეში, ქანაანურად მოლაპარაკე და ცაბაოთ უფლის დამფიცებელი; ერთს დაერქმევა მზის ქალაქი.


მაზორეტმა მწიგნობრებმა მიზანმიმართულად და თვითნებურად გადააწყვეს, ახლებურად განაწყვეს, ”გამართეს” დენანური თავი დანიელ წინასწარმეტყველის წიგნისა ისე, რომ თავები სრულიად უაზროდაა ქრონოლოგიურად.

ისაიას 61:1 - ”ბრმათა თვალთა აღხილვა” გამოტოვებულია

ციტატა
სეპტუაგინტა: სული უფლისაჲ ჩემ ზედა, ამისთჳს მცხო მე უფალმან და მახარებელად გლახაკთა მომავლინა მე, განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად;
მაზორეტული: სული უფლისა, ღვთისა, ჩემზეა გადმოსული, რადგან მცხო მე უფალმა გლახაკთათვის სახარებლად; მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და შებორკილთა ასახსნელად.


ფსალმუნი 39:7 - ”სხეული გამიმზადე ჩემთვის” ჩანააცვლა სიტყვებმა: ”ყურები გამიმახვილე (ყურები გამიხსენი)”.

ციტატა
სეტპუაგინტა: შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე; საკუერთხები და ცოდვისათჳს არა ითხოვე.
მაზორეტული: მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; ყურები გამიმახვილე; აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია;


მეორე რჯული 32:43 - ”თაყუანის-სცენ მას ყოველთა ანგელოზთა ღმრთისათა (ელოჰიმ)” გამოტოვებულია.

დაბადება 4:8 - ”განვიდეთ ზოგად ველად” გამოტოვებულია. (ქართულში არის.. )

მეორე რჯული 32:43 - მოსეს გალობა შემცირებულია... ამოღებულია მნიშვნელოვანი მუხლი, რომ წარმართებიც გაიხარებენ უფლის ერთან ერთად..

ციტატა
სეპტუაგინტა: იხარებდით ცანი მის თანა და თაყუანის-სცენ მას ყოველთა ანგელოზთა ღმრთისათა. იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა და განაძლიერებდით მას ყოველნი ძენი ღმრთისანი, რამეთუ სისხლი ძეთა მისთაჲ იძიოს და შური იძიოს და მიაგოს საშჯელი მტერთა და მოძულეთა მისთა მიაგოს და განწმიდოს უფალმან ქუეყანაჲ ერისა თჳსისაჲ.
მაზორეტული: ადიდეთ, ხალხებო, მისი ერი, რადგან აიღებს თავის მორჩილთა სისხლს; შურს მიაგებს თავის მტრებს და გასწმედს თავის მიწას და თავის ერს.


ისაიას 53-ე თავი შეიცავს 10 ორთოგრაფიულ სხვაობას, 4 სტილისტურ ცვლილებასა და ასოთა 3 გამოტოვებას, ამას ნათელს ჰყოფს მე-11 მუხლიც, სულ კი 17 განსხვავებაა.

ციტატა
სეპტუაგინტა: ჩუენებად მისა ნათელი, დაბადებად გულისჴმის-ყოფითა, განმართლებად მართლისა მის, დამონებად მრავალთა. და ცოდვანი მათნი მან თავადმან აღუხუნეს.
მაზორეტული: თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა; მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილთ, და სხვათა შეცოდებებს იტვირთავს.


ისაია 7:14 - ”ქალწული” ჩაანაცვლა ”ახალგაზრდა ქალმა”.. (როდესაც აკვილამ შექმნა თავისი ბერძნული თარგმანი ძველი აღთქმისა, რაბინ აკიბას (აკივა) მითითებით, მან შეცვალა სეპტუაგინტას ”ქალწული” სიტყვით ”ახალგაზრდა ქალი”. მაზორეტული ტექსტის შემდგენლები მიჰყვნენ მის მაგალითს

- ამ მუხლის ამოღებას ვერ გაბედავდნენ, რადგან სწავლულთა შორის ეს მუხლი დიდად ცნობილი და საყურადღებო იყო, იგი ერთ-ერთი უცხადესი მესიანური წინასწარმეტყველებაა)


მაზორეტული ტექსტი ასობით ადგილებში დიდად განსხვავდება სეპტუაგინტასაგან.

რადიონახშირბადული დათარიღების, ტექსტუალური ანალიზისა და მე-2 (ქრ. შ-მდე.) / 1-ი საუკუნის (ქრ. შ-დან) შუახანებში, სხვადასხვა დროს დაწერილი ხელნაწერთა ანალიზების მიხედვით, არსებობს ფრაგმენტები ებრაული ბიბლიის ყველა წიგნიდან, გარდა ესთერისა და ნეემიას წიგნის ფრაგმენტებისა.

გრაგნილების გამოქვეყნება გამოჟონვის გამო შეფერხდა, შენელდა.

მკვდარი ზღვის გრაგნილების გარდა, მეცნიერებს შეუძლიათ გამოიყენონ ”პეშიტა”, რათა მაზორეტულ ტექსტსა და სეპტუაგინტას შორის არსებული საკითხი გადაწყვიტონ .

ზემოთ მოყვანილია მაგალითები, ზოგიერთი ადგილი მკვდარი ზღვის გრაგნილებიდან, ზოგი ”პეშიტადან” და ”სეპტუაგინტადან, რაღა თქმა უნდა.

მაზორეტული ტექსტი იმ ტრადიციის ნაწილია, რომელიც რაბინმა აკიბამ წამოიწყო. რაბინებმა ხელახლა გადაწერეს იუდეველური ბიბლია, რათა ახალი აღთქმის სანდოობა გაენადგურებინათ.

ძველი აღთქმის ებრაულ ვერსიები არაერთხელ გამოიყენეს ათობით ”მესიის” გამოსაცხადებლად. სეპტუაგინტა კი მხოლოდ ერთხელ.

A.V.M
არ მომეპოვება.
საერთოდ, არამგონია რომელიმე წმინდა მამას აპოკრიფი განემარტა როდისმე, ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია არსად...
თუ სადმე შემომხვდა აუცილებლად დავპოსტავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 23 2012, 01:55 PM
პოსტი #11


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
A.V.M
არ მომეპოვება.
საერთოდ, არამგონია რომელიმე წმინდა მამას აპოკრიფი განემარტა როდისმე, ყოველ შემთხვევაში მე არ შემხვედრია არსად...
თუ სადმე შემომხვდა აუცილებლად დავპოსტავ.

რატომ არა გგონია.
თავად ეფრემ ასურს და ნილოს მირონმდინარეს აქვთ დაწერილი აპოკრიფები და ვინმეს რომ განემარტა, არ მგონია შეუძლებელად...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 23 2012, 02:02 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



A.V.M
წმ. ეფრემმა და წმ. ნილოსმა კი დაწერეს, (ეს უფრო უძველესი ზეპირსიტყვიერი გადმოცემების ნაკრებია, გაიხსენე წმ. ეფრემი ასიირიიდან იყო, იქ ახლო-მახლო ხდებოდა ძირითადად მოვლენები) მაგრამ ეს ტექსტები უფრო სულის მარგებელი საკითხავებია, ვიდრე ის, რასაც ჩვენ ”წერილს” ვუწოდებთ, სადაც დოგმატური საკითხებია, სადაც ღვთივგამოცხადებული ჭეშმარიტება წერია და სხვ.

თვითონ აპოკრიფი ხომ სიცრუის შემცველია, ვგულისხმობ იმ აპოკრიფებს, რომლებიც გონსტიკურ, ეზოტერულ, ოკულტური სექტების წიაღში იწერებოდა და მიეწერებოდა სხვადასხვა მოციქულს, წინასწარმეტყველს თუ გამორჩეულ წმინდა პიროვნებას.. და ამიტომ არა მგონია, რომ ეკლესიას ასეთი სიცრუის განმარტება დასჭირვებოდა..

აი არაკანონიკური წიგნებისა, კიდევ მეტად სავარაუდოა, და მგონი არის კიდეც... რადაგნ არაკანონიკური წიგნები, როგორც წმ. ეფრემის დაწერილი, სულისათვის მარგებელი საკითხავია და ამიტომ ეკლესიამ ასეც განაწესა ზოგიერთჳ მათგანი... მაგრამ, როგორც იცი, კანონში ვერ შევიდა... რადგან იგი არ იყო უშვალოდ იმ პიროვნების დაწერილი, რომლის სახელიც ჰქვია, რომელსაც სხვა წიგნებთან მიმართებაში ”პრობლემები” აქვს, არა ღვთისმიერია და ა.შ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 23 2012, 02:29 PM
პოსტი #13


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



აკაკი
მე სხვა რამეზე ვსაუბრობ.
მათ კანონიკურობა-არაკანონიკურობაზე კი არა. არამედ თუ აქვს წმ.მამას განმარტებული მეთქი...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 23 2012, 02:33 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



A.V.M
ჰო, არ ვიცი, დაზუსტებით რომ ვთქვა.
თუკი ვნახე აუცილებლად დავწერ ინფორმაციას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 24 2012, 08:57 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



"ბიბლიაში მთლად ყველაფერი არ ძევს
ზედაპირზე. მსგავსად ხატისა, იგი ფლობს
საგანგებო სახეობრივი სისტემით აღსავსე
თავის პირობით ენას. და როგორც ცნობილია,
რომ სამყაროსაკენ მიმართული ხატი მოითხოვს
მხილველისაგან მომზადებას, ასევე ბიბლიის
კითხვაც ითხოვს შინაგან შრომას, განსაკუთრე-
ბულ ბიბლიურ „კოსმოსში“ ჩაწვდომას..."


სინაჲს კოდექსი

სინაჲს კოდექსი, რომელიც ბიბლიის წიგნთა სრულ შედგენილობას შეიცავს, ერთერთი უძველეს რედაქციაა. იგი შედგება ორი ნაწილისაგან: ძველი აღთქმისა- გან, რომელიც დაწერილია ჩვენს წ.აღ.მდე და ახალი აღთქმისაგან,რომელიც შექმნილია ქრისტიანული ეკლესიის არსებობის პირველ ასწლეულში. ზუსტად ასეთი სრული სახით შევიდა ბიბლია სულიერი კულტურის ისტორიაში, როგორც „ცხოვრების წიგნი“.

- K.T.- ესაა ინიციალები კონსტანტინ ტიშენდორფისა(1815-1874). ცნობილი გერმანე- ლი მეცნიერის, ბიბლეისტის, პალეოგრაფის და ტექსტოლოგისა, რომლის მცდელო- ბითაც რუსეთმა შეიძინა უძვირფასესი ხელნაწერი.

- მაგრამ ჩვენ უშედეგოდ დავიწყებდით იმის ძიებას, თუ სამამულო წიგნთსაცავები- დან,კერძოდ,რომელში ინახება თვითონ ორიგინალი. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მეცნიერება მას მეტად აღარ ფლობს.
იმ წლებში, როცა საზღვარგარეთ თითქმის უკონტროლოდ გადიოდა კულტურის მრავალრიცხოვანი ძეგლი, განთქმული ტილოების, ხატებისა და ქანდაკების ბედი გაიზიარა აგრეთვე ტიშენდორფის მიერ მოპოვებულმა პერგამენტის კოდექსმა: 1933 წ. ბოლოს იგი მიეყიდა ბრიტანეთის მუზეუმს. ხელნაწერისათვის გადახდილ იქნა თან- ხა-100 000 ფუნტი სტერლინგი, ე.ი. ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი მაშინ- დელი კურსით. მცოდნენი ამბობდნენ, რომ არც ერთი წიგნი მანამდე არ შეფასებულა ასე ძვირად. ამას გარდა, ერთმა მსხვილმა ამერიკელმა ბუკინისტმა განაცხადა, რომ თავის მხრივ იგი სთავაზობდა ორჯერ მეტ თანხას.
ბრიტანეთის მუზეუმის შენაძენს ბრიტანეთშიც და ამერიკაში აღფრთოვანებით შეხ- ვდნენ. მუზეუმის დანახარჯების ასანაზღაურებლად მოეწყო ფულადი სახსრების შე-გროვება...
მაინც რას წარმოადგენს სინაჲს კოდექსი? სად იქნა აღმოჩენილი? და რატომ ფასობ- და ასე?

ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების ხელნაწერი

მდუმარე უსიცოცხლო უდაბნო. მცხუნვარე მზე. კლდოვანი, მცენარეთა კვალის თითქმის არმქონე კალთები სინაჲს ქედისა. მის ძირში შეფარებულია წმ.ეკატერინეს ძველი მონასტერი, დაარსებული ჯერ კიდევ VI-ს-ში. სიმაგრის მაღალი კედლები იცავენ ამ პატარა განმარტოებულ სავანეს, რომელშიც სულ რაღაც 18 ბერი ცხოვრობს.
მაგრამ ერთხელ,ეს იყო 1859 წლის 31 იანვარს,სინაჲს მდუმარება უეცრად დაირღვა.
მონასტერს უახლოვდებოდა ქარავანი.
ბერებმა, სხვათა შორის, იცოდნენ შესაძლო სტუმრობის შესახებ, და ძველ ციტადელ- ზე გადმოფენილი იყო რუსეთის იმპერიის სამფეროვანი დროშა. ასე ესალმებოდნენ სტუმარს სავანის მცხოვრებნი...

- ტიშენდორფი მათთან ადრეც იყო: ისინი უფლებას აძლევდნენ მას დაეთვალიერე- ბინა ხელნაწერთა უნიკალური კოლექცია. მაგრამ იმ დროს იგი მოვიდა როგორც „სიძველეებზე თავისუფალი მონადირე“,აღმოსავლეთში ხიფათისა და რისკის ქვეშ მოხეტიალე. ახლა მდგომარეობა შეიცვალა. ტიშენდორფი მოქმედებდა მართლმადი- დებელი მეფის სახელითა და დავალებით.
ჯერ კიდევ ახალგაზრდულ წლებში გერმანელმა მეცნიერმა ჩაიფიქრა „ახალი აღთქ- მის“ ბერძნული ტექსტის გამოცემა, რომელიც უძველეს მანუსკრიპტებს დაეყრდნო- ბოდა. მან დაიწყო ამ მანუსკრიპტების მოძიება ევროპულ წიგნთსაცავებში, შემდეგ კი აღმოსავლეთშიც. მალე მიგნებებმა, გამოკვლევებმა და პუბლიკაციებმა ტიშენდორფს სახელი მოუპოვეს.

- წმ. ეკატერინეს მონასტერში მოხვედრა მისი სანუკვარი ოცნება იყო. მას დიდი ხნის წინ ჰქონდა გაგონილი იქაური ბიბლიოთეკის ხელნაწერების შესახებ. გადალახა რა მრავალი დაბრკოლება, ბოლოსდაბოლოს მიაღწია იქამდე 1844 წლის მაისში. იქ მას აღმოჩენა ელოდა.
თვით ტიშენდორფის ცნობები და ისტორიკოსებიც მოვლენათა ზუსტ სურათს ვერ იძლევიან. არის უწყება, რომ ჯერ კიდევ იქამდე, სანამ გერმანელი პალეოგრაფი იპო- ვიდა განთქმულ კოდექსს, იგი ნახა და აღწერა რუსმა აღმოსავლეთმცოდნემ, არქიმან- დრიტმა პორფირი უსპენსკიმ. მან დაადგინა, რომ მანუსკრიპტი ძალიან ძველია, და მიაკუთვნა იგი V ს-ს. ტიშენდორფმა კი შეძლო დაემტკიცებინა, რომ ხელნაწერი მთე- ლი ასწლეულით ადრეულია.მისი ძირითადი მიზნისათვის ეს იყო არსებითი შენაძენი, რამდენადაც იმ დროში თითქმის არ არსებობდა ასე ძველი ნუსხა სრული ბიბლიური ტექსტისა.

- და მაინც, ბერები უცხოტომელს,და მით უმეტეს, სხვაგვარად მორწმუნეს უნდობ- ლად მოეკიდნენ და არ ისურვეს კოდექსის გაყიდვა. ტიშენდორფი, თავის მხრივ, უკან დახევას არ აპირებდა. რუსი მინისტრის აბრაამ ნოროვის დახმარებით,რომელიც აგრეთვე ბევრს მოგზაურობდა აღმოსავლეთში, შეძლო პეტერბურგს დაკავშირებოდა.
მოლაპარაკებების შედეგი ბრწყინვალე იყო. წმ.ეკატერინეს მონასტრის მცხოვრებ- ლები გადასცემდნენ წიგნს რუსეთის ხელისუფლებას ტიშენდორფის მეშვეობით. მანუსკრიპტიდან გაკეთდა ფაქსიმილური გამოცემა, გაიგზავნა რუსეთში და მიიღო სახელწოდება სინურ-პეტროპოლიტანური (პეტერბურგული). დანარჩენი მკითხველისათვის უკვე ცნობილია.

საუკუნეთა სიღრმეში

რატომ აძლევდნენ და აძლევენ ამ ხელნაწერს ასეთ მნიშვნელობას? საქმე ისაა, რომ ბიბლიური წიგნების ორიგინალები არ შემონახულან. ცნობილია, რომ ძველი აღთქმა დაწერილი იყო ძველებრაულ ენაზე მცირეოდენი არამეული ჩანართებით, რომელიც (არამეული-გ.კ.) უკანასკნელ საუკუნეებში ჩვ.წ.აღ-მდე ფართოდ იყო გავრცელებული მთელს მაშინდელ ახლო აღმოსავლეთში. III ს. ჩვ.წ.აღ-მდე დაიწყეს მისი თარგმნა ბერძნულ ენაზე.ამ თარგმანს უწოდებენ „სამოცდაათთა თარგმანს“, ანუ სეპტუაგინ-ტას, რამდენადაც, თანახმად გადმოცემისა, მასზე მუშაობდა 70 მწიგნობარი იერუსა- ლიმიდან. სწორედ სეპტუაგინტა დაედო საფუძვლად საეკლესიო სლავურ თარგმანს, კირილესა და მეთოდეს მიერ.
ამ დროისათვის ბერძნული ვერსიიდან უკვე იყო გადატანილი წმიდა წიგნები კოპ- ტურ და სირიულ, ლათინურ და ეთიოპურ , სომხურ და ქართულ ,გოთურ და სხვა ენებზე.
ბიბლიის არსებობის საუკუნეთა მანძილზე, როცა ყველა წიგნი ხელით გადაიწერე-ბოდა, ტექსტში უნებლიედ გაიპარა შეცდომები, უზუსტობები. ამიტომ ძველი თარგ-მანების შეჯამება-შეჯერება და უძველესი მანუსკრიპტების ანალიზი აუცილებელი იყო. ისინი ხელს უწყობდნენ დადგენილიყო თავდაპირველი წაკითხვა.აი, რატომ იყო სინაჲს ბიბლიის სრული ტექსტი ასე მნიშვნელოვანი.
უკვე ტიშენდორფის შემდეგ იქნა აღმოჩენილი ბიბლიური წიგნების არცთუ ისე ცოტა ფრაგმენტი, და მათ შორის ტექსტები სეპტუაგინტადან, თითქმის თვით თარ- გმანის თანამედროვე. ხოლო რაც შეეხება უმეტესად ძველ ხელნაწერებს ძველებრაულ ენაზე, რომელიც ახლა მეცნიერებისთვისაა ცნობილი, ისინი შემოინახა ჩვ.წ.აღ-მდე II ს-იდან. მათი მოპოვება დაიწყეს მკვდარი ზღვის მღვიმეებში 1947 წლიდან.

- ახალი აღთქმა დაიწერა ბერძნულ ენაზე. ყველაზე ადრეული გადარჩენილი მისი ტექსტი-ესაა პაპირუსის მცირე ნაგლეჯი იოანეს სახარების რამდენიმე სტრიქონით. აღნოჩენილია ეგვიპტეში 1935წ. და ახლა ინახება მანჩესტერის რაჲლენდის სახელო- ბის ბიბლიოთეკაში. ეს, მართალია, არ წარმოადგენს იოანეს ავტოგრაფს, მაგრამ დროში ის ახლო დგას I საუკუნის ორიგინალთან, რამდენადაც თარიღდება 120-130 წლებით. ამით არ მთავრდება ჩვენი სვლა საუკუნეთა სიღრმეში.
ბერძნული სიტყვა „ბიბლია“შემთხვევით არ ნიშნავს „წიგნებს“ იგი მართლაცდა ჟანრობრივად მრავალგვარი ნაწარმოებების მთელს ბიბლიოთეკას წარმოადგენს. ისინი ერთთავად არ შექმნილა. თორმეტ ასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იქმ-ნებოდა ძველი აღთქმა. ახალი აღთქმის წიგნები თუმცა დაიწერა რამდენადმე სწრაფად (რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში), მათაც მსგავსადვე ძველი აღთქმი- სა, ჰქონდათ თავისი წინა ისტორია, როდესაც მტკიცდებოდა ზეპირი მოთხრობები და კეთდებოდა პირველი ჩანაწერები.
მუშაობა თავდაპირველი ტექსტის დაზუსტებაზე ჯერ კიდევ გრძელდება. იზრდება ახალი ხელნაწერების რიცხვი. მკვლევარები თავიანთ ნაშრომებში იყენებენ თანამედ-როვე მეთოდებს და აპარატურას.და ყველაფერი ეს მხოლოდ იმისთვისაა, რათა უფრო ღრმად შევაღწიოთ ამ კონტინენტზე, რომელიც იწოდება ბიბლიად.

ალექსანდრე მენი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 24 2012, 09:52 PM
პოსტი #16


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ნუ წაკითხული მაქვს რომ ათონელებმა წმიდა წერილი წმ.მთაზე არსებული არაერთი ხელნაწერის შეჯერებით თარგმნეს.
საინტერესოა ყველაზე მეტად რომლი გამოიყენეს...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 28 2012, 11:29 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



A.V.M

ამაზე მე არ მაქვს ინფორმაცია. ალბათ ძნელი სთქმელია. თვითონ წმ. გიორგი მთაწმინდელს არ აქვს არაფერი ნახსენები... აი მისი ანდერძი ოთხთავის მისეულ (კანონიკურ) რედაქციაზე:

”ესე საცნაურ იყავნ ყოველთა, რამეთუ წმიდაჲ ესე ოთხთავი ახლად გჳთარგმნია ფრიადითა იძულებითა ძმათა ვიეთმე სულიერთაჲთა და ბერძულთა სახარებათასა შეგჳწამებია ფრიადითა გამოწულილვითა. და ვინცა ვინ დასწერდეთ, ვითა აქა ჰპოოთ, თუ ამისგან ჯერ-გიჩნდეს დაწერაჲ, ღმრთისათვის სიტყუათა ნუ სცუალებთ. და თუ არა რაჲმე გაშუნდეს, ჩუენნი ყოველნი სახარებანი პირველითგან წმიდად თარგმნილია და კეთილად, ხანმეტნიცა და საბაწმიდურნიცა, მუნით დაწერეთ და ღმრთისათჳს ერთმანერთსა ნუ გაჰრევთ და გლახაკისა გეორგისათჳს, რომელმან-ესე ვთარგმნე, ლოცვა ჰყავთ.“

ა.ვ.მ, ეს ანდერძი ჩაიწერე. დაგჭირდება, აუცილებლად, სასწავლებელში. ზეპირია საჭირო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Sep 6 2012, 10:48 AM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



დრ. პიტერ უილიამსი და დრ. დევიდ ინსტონ-ბრეუერიიკვლევენ მიუნხენის თალმუდს, რომელიც შეიცავს ტრადიციულ ებრაულს სწავლებას, და მათ აღმოაჩინეს თუ როგორ იქნა ამოშლილი ის ტექსტი, რომელიც იესო ქრისტეს ჯვარცმის მტკიცებულებას გვაწვდის!

აი ეს ადგილიც გვ. 679, ასე გამოიყურება:
IPB-ს სურათი


მონიშნული ადგილი ითარგმნება:

პასექამდე ერთი დღით ადრე, მათ დამოკიდეს (დაჰკიდეს) იეშუ ნაზარეველი. და მანამდე 40 დღით ადრე უწყება გამოვიდა მისთვის: "იეშუ ნაზარეველი ქვებით ჩასაქოლად წავა გრძნეულობისათვის, დაბნევისა და ისრაელის შეცდენისათვის. ნებისმიერი, ვინც იცის [რაიმე] მის დასაცავად უნდა მოვიდეს და განაცხადოს ამასთან დაკავშირებით". მაგრამ არავინ მოსულა მის დასაცავად, ამიტომ მათ დამოკიდეს იგი პასექის წინა დღეს.

მას მოსდევს გვიადელი დისკუსია მისი მოწაფეების სახელების შესახებ, რომელიც ასევე ცენზურირებულია.

მუქი ნაჭრები სავარაუდოდ უფრო ძველია, ვიდრე დანარჩენი, რადგან მათ დამოუკიდებელი მოწმობები აქვს სხვაგან. ფრაზა "ისინი დაკიდებულნი იყვნენ პასექის წინა დღეს" ასევე ცენზურის შედეგია. ბრალდება "გრძნეულობა, დამაბნეველობა და ისრაელის შემაცდენლობა" ორგზისაა მოხვედრილი ცენზურის ქვეშ და იუსტინე მარტვილი, რომელიც ამბობს - ებრაელებმა "გაბედეს, რომ მისთვის ჯადოქარი და ხალხის მაცდური ეწოდებინათ" - დიალოგი 69.

დამატებითი "დეზინფორმაცია" მომდინარეობისა მეორე რჯულიდან ( 13:5-10, 6-11). ეს ალბათ იმიტომ დაამატეს, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინათ მაცხოვრის, იესოს სასწაულები.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Apr 22 2013, 05:39 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მ. იოანე რომანიდისის კომენტარი ბიბლიის "უცდომელობაზე"

სამწუხაროა, რომ ბევრი მართლმადიდებელი (სასულიერო პირებიც) დასავლეთის პროტესტანტული შეხედულებების გავლენით ბიბლიის "ღვთივშთაგონებულობას" მცდარად და აბნეულად წარმოაჩენს "უცდომელობის" სტატუსით.

ამიტომ, ვნახოთ რას ამბობს საბერძნეთის ეკლესიის (რომელსაც ასე ხშირად ვაქებთ და ვადიდებთ, ვეთაყვანებით და სამაგალითოდ გვიცვნია. ა.ჯ.) პროტოპრესვიტერი, დოგმატური ღვთისმეტყველების პროფესორი იოანე რომანიდისი ამ საკითხზე, როგორც მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) იხსენებს თავის წიგნში ("ღვთის გამოცხადება", გვ. 62):

ციტატა
რა თქმა უნდა, როცა ვამბობთ, რომ წმინდანი ღვთივშთაგონებული და მართალი ხდება, არ ვგულისხმობთ იმას, რომ უცდომელობას მიაღწია ყველა საკითხთან მიმართებაში, იქნება ეს მეცნიერებები თუ სხვა... არაა გამორიცხული, რომ, როდესაც ეშმაკის "თავდასხმას განიცდის" იგი გარკვეულწილად სისუსტეს წარმოაჩენს, თუმცა დოგმატურ საკითხებში ის ორივეა, უცდომელიცა და ღვთივშთაგონებულიც, რადგან იგი სულიწმინდისაგან ღებულობს ტრადიციას.

"ის, ვინც საკუთარ თავს სულიერი თუ საღვთისმეტყვლო ცდომილებებისაგან იცავს და ივსება საღვთო მადლით, არის რა ღვთივშთაგონებული, არ ნიშნავს იმას, რომ მან შეუმცდარი ცოდნა შეიძინა ქმნილ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით და მისი ყოველი სამეცნიერო დეტალი უწყის; ის უცდომელია, მხოლოდ როცა ცოდნა შეუქმნელ ჭეშმარიტებასთანაა დაკავშირებული და შეერთებული (მასზე დამოკიდებულიც), რაც, სწორედ, არის კიდეც ქრისტეს დიდებული ადამიანური ბუნება (ქმნილ და უქმნელ ჭეშმარიტებათა შეერთება. ა.ჯ.), რომელშიც ცხოვრობს წმინდანი და ზეიმობს კიდეც ამავდროულად.

ვინც ამგვარად აღმოჩნდა განმღრთობილი და ღვთივშთაგონებული ("თეორია" = ჭვრეტა ღმერთისა), უცდომელი ფილოსოფოსი და მეცნიერი როდი გამხდარა, არამედ შეუმცდარი ღვთისმეტყველი, "თეოლოგი" (ის, ვინც საუბრობს ღმერთზე). მას შეუძლია ისაუბროს ღმერთზე უცდომელად, მაგრამ სამყაროს სტრუქტურასა და საიდუმლოებას შეუმცდარად ვერ წარმოაჩენს. ის კარგად იცნობს ყველა ქმნილების მიზეზებს, მაგრამ არა სკუთრივ ქმნილებათა შემადგენლობას, არსსა და სტრუქტურას.

გვმართებს, ამ კონტექსტში გავიგოთ წმინდანების, მოციქულებისა და წინასწარმეტყველების ღვთივშთაგონებულობის სატუტსი - ამგვარადვე წმინდა ბიბლიისა და კრებებისა (მსოფლიო, ადგილობრივი) - ისევე, როგორც მათი შეუმცდარი ელემენტები".


"ბიბლია შესანიშნავადაა შეთანხმებული თავის სულიერ დოგმატებსა და დებულებებში, სულიერ ჭეშმარიტებასა და ზნეობრივ, მორალურ პრინციპებში. ბიბლია უტყუარი მოწმობაა იმაზე, თუ ვინ არის ღმერთი და რა სურს, რა ნებავს ღმერთს, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი, რაც მის გვერდებზეა შეუმცდარი იყოს, ყოველგვარი შეცდომისაგან თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისაგანაა შთაგონებული, ის ადამიანებმა (ადვილად რომ მოსდით შეცდომები) დაწერეს და თარგმნეს. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ ბიბლია გადმოსცემს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ადამიანურია, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე ღვთაებრივი მთლიანობაა მთელი თავისი სისავსით"

"არ არსებობს ასეთი რამ, როგორც "იმ ყველაფრის მცოდნეობა, რის ცოდნასაც საჭიროებ", როცა საქმე ბიბლიას ეხება. ვისაც სჯერა, რომ ყველაფერი შეტყო ბიბლიიდან (არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე სასწავლებლიდან თუ ინდივიდუალურად), თავს იტყუებს. ბიბლიის მეცნიერ-მკვლევარები, პროფესორები, რომლებიც ყველაზე ხშირად სვამენ ბიბლიის უღრმესი ჭიდან, არასოდეს უკვდებათ წყურვილი და ისევ და ისევ უბრუნდებიან მას. ასე რომ, ჩვენი სურვილია რეგულარულად (სწორად და თანაზომიერად) ვასწავლიდეთ და შევამეცნებდეთ ჩვენსავე თავს წმ. წერილს. როგორც დიდი მეფე სოლომონი, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივეწიფოთ სიბრძნეს და გავხდეთ ბრძენნი. "არარა იგი ეგრეთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელნი სიბრძნესა შინა ყოფილ არიან" [სიბრძნე სოლომონისა 7:28].

http://omousia.blogspot.com/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 12 2013, 05:36 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



მაიკლ ბრესემი
თესალონიკის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო სკოლის ფილოლოგიის დოქტორი



ზოგიერთი არამართლმადიდებელი ქრისტიანი ცდილობს ამოიკითხოს ბიბლიდან მეტი, ვიდრე იქ რეალურად წერია; მათ სურთ, ბიბლია იდეალურად წყვეტდეს ყოველგვარ ყოფით და ცხოვრებისეულ პრობლემას. მეორე უკიდურესობაში არიან არაქრისტიანები, რომლებიც მხარს უბამენ იმ აზრს, რომ, თითქოს, ბიბლია იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეკლესია ასწავლის; ისინი მუდმივად ეძიებენ ხარვეზს ბიბლიაში და უგულებელყოფენ მის პრინციპებს. მოდით, მივიდეთ უფრო გაწონასწორებულ შეხედულებამდე, რისთვისაც მივმართოთ "აპოფატიკურ განმარტებას", ანუ რა არ არის ბიბლია წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციული სწავლების მიხედვით.

მართლმადიდებლობას აპოფატიკური ღვთისმეტყველების ხანგრძლივი ტრადიცია გააჩნია, რომელიც აღწერს, თუ ვინ და როგორი არ არის ღმერთი, რადგან ადამიანები, ჩვენშივე, საკუთარი უგუნურებით ვზღუდავთ ღვთის არსებას და უბრალო, ადამიანურ გაგების ჩარჩოებში ვაქცევთ მას. ამ აპოფატიკური გაგებით, წმიდა წერილი არ არის...
  • ისტორიის წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია ათასობით წლის ისტორიას მოიცავს და აღწერს, ბიბლია არ არის ძველი ისრაელისა და ძველი ეკლესიის უბრალო ჩანაწერი. ისინი, ვინც ბიბლიას წერდნენ არ იყვნენ ისტორიკოსები, არამედ მოციქულები, წინასწარმეტყველები, სარწმუნოებრივ-სულიერი წინამძღვრები, მეტად სულიერი სიმართლისა და ჭეშმარიტების მოძღვარებაზე მზრუნველნი, ვიდრე ისტორიული ფაქტების წარმომდგენნი. ბიბლიის ისტორია ისეთ შინაარს გვაწოდებს, რომელიც სულიერ სიმართლეებს ხსნის, გადარჩენის საღვთო განგებულების (გეგმის) თანდათანობით განვითარებასა და მდინარებას ასახავს.
  • მხატვრული რომანი, შეთხზული მოთხრობა. მის დამწერთ არ ჰქონდათ განზარხვა, ისეთი ფაქტები შეედგინათ, რომ შეცდომაში შეეყვანათ ხალხი, გამხდარიყვნენ რა იდუეველები თუ ქრისტიანები. უამრავი, გაცილებით მეტი არქეოლოგიური მტკიცებულება არსებობს, ვიდრე ჩაწერილია ბიბლიაში. თუმცა, მართლმადიდებელ ეკლესიას არანაირი პრეტენზია არ აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ესა თუ ის მოვლენა, რომელიც აღწერილია წმ. წერილში, ისტორიულად 100%-თ სუზუსტია. კვლავ აღვნიშნავთ, მისი ისტორიები, პირველ რიგში, გადმოგვცემენ ჭეშმარიტების, სულიერ სიმართლეთა აღწერილობას.
  • სამეცნიერო სახელმძღვანელო. პირველად ის უნდა ითქვას, რომ ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ მან ვინმეს გეოგრაფია უნდა ასწავლოს, ანთროპოლოგია, ფსიქოლოგია, მედიცინა ან სხვა სამეცნიერო ინფორმაციებს აზიაროს. როდესაც ბიბლია ხსენებულ საგნებს ეხება, ცხადია, იგი დამწერთა შეზღუდულ ცოდნას ეფუძნება, რომელიც იმ პერიოდისათვის ჰქონდათ ადამიანებს. მიუხედავად ამისა, ბიბლია თავის თავში გარკვეულ, კონკრეტულ ადათებს, მითითებებსა და გამოცდილებას იმარხავს, რასაც ადამიანთა მოდგმა საჭიროებს წარმატებისათვის, მეტადრე სოციალურ კონტექსტში აღზრდისათვის, და იმასაც, რაც ნებისმიერ დროს საჭიროა ზნეობრივობისა და ეთიკურობისთვის, ღვთის სათნოდ და მოსაწონად.
  • შეუცდომელი თხზულება. ბიბლია შესანიშნავად თანხმდება თავის სულიერ დოგმატებსა და დებულებებში, სულიერ ჭეშმარიტებასა და ზნეობრივ, მორალურ პრინციპებში. ბიბლია უტყუარი მოწმობაა იმაზე, თუ ვინ არის ღმერთი და რა სურს, რა ნებავს ღმერთს, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ყველაფერი, რაც მის გვერდებზეა შეუმცდარი, ყოველგვარი შეცდომისაგან თავისუფალი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ღვთისაგანაა შთაგონებული, ის ადამიანებმა (ადვილად რომ მოსდით შეცდომები) დაწერეს და თარგმნეს. წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის, რომ ბიბლია გადმოსცემს იმაზე მეტს, ვიდრე უბრალოდ ადამიანურია, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე ღვთაებრივი მთლიანობაა მთელი თავისი სისავსით.
  • პერსონალური საიდუმლოება. ბიბლია არ არის მაგიური (ჯადოქრული) წიგნი, რის წინაშეც შესაძლებელი იქნებოდა კითხვების დასმა, გადაშლა, რის შემდეგაც დავადებდით თითს რომელიმე მუხლს და მივიღებთ პასუხს ღვთისგან. ასეთი პრაქტიკა ცნობილია, როგორც "ბიბლიომანსია" (ინგ. მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან - Βιβλιομαντεία/ბიბლიომანტია = ბიბლიით მკითხაობა, მარჩიელობა, წინასწარმეტყველება. მთარგმ.) და მას არ ეთანხმება, არ იაზარებს მართლმადიდებელი ეკლესია. ბიბლია სოციალურ-ზნეობრივ სირთულეებზე ღვთის მიერ ბრძანებულ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს და იმის ცოდნას, თუ როგორ ვიაროთ სიმართლით და ვიპოვოთ ხსნა, მაგრამ ბიბლიას არ აქვს პასუხი ყველა შესაძლო ცხოვრებისეულ პრობლემაზე.
  • ფილოსოფიური ნაშრომი. ბიბლია არც იმას გულისხმობს, რომ იგი იკითხებოდეს, როგორც უბრალოდ ჰუმანისტური, ფილოსოფიური მსჯელობა, თუ როგორ უნდა გვესმოდეს ცხოვრება და საკუთარი თავი უკეთესად. მეტიც, თუკი მკითხველი ბიბლიას სულიერად უახლოვდება, მაშინ ბიბლია თავის სულიერ კურთხევებს ავლენს, მეტადრე სულიერად, ვიდრე ინტელექტუალურად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვაქთ, ბიბლია ანიჭებს თავისი ჭეშმარიტების სისავსეს, თავისი სიკეთის, სილამაზის, სახიერებისა და მშვენიერების სისავსეს მხოლოდ ეკლესიის წიაღში, იმ ადამიანებზე, რომელთაც აქვთ შინაგანი ცხოველი ურთიერთობა სამწმინდა ღმერთთან - მამასთან, ძესა და სულიწმინდასთან.
  • სამოქალაქო კონსტიტუცია. ბიბლია არ გულისხმობს იმას, რომ იგი გვკარნახობდეს, როგორ უნდა აწესრიგებდეს და მართავდეს საზოგადოება თავის თავს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ზნეობრივ, მორალურ პრინციპებს შეიცავს, რომელთა დაცვა და აღსრულება ყველასთვის სასარგებლოა, მთავრობის ხელმძღვანელთა ჩათვლით. ბიბლია არ უნდა გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ განისაზღვროს და დადგინდეს პოლიტიკური მტკიცებულებები, არც იმისთვის უნდა გამოიყენებოდეს, რომ მხარს უჭერდეს პოლიტიკურად მოტივირებულ პროგრამებს. მართლმადიდებლური ტრადიცია, გადმოცემა ასწავლის, რომ პოზიტიური სოციალური ცვლილება ხდება ეკლესიის წიაღში, როგორც ღვთის სასუფეველში მორწმუნეთა შორის.
  • თვითდახმარების სახელმძღვანელო. ბიბლია არაა განკუთვნილი საიმისოდ, რომ ეკლესიის წინამძღოლობის გარეშე შეისწავლებოდეს (ცხადია, საუბარია იმაზე, რასაც მართლმადიდებელი ეკლესია ასწავლის თავის შვილებს). ღვთის განზრახვა არაა, რომ ჩვენ "მარტოხელა მწირი ქრისტიანები" ვიყოთ, ბიბლიიდან რაღაც-რაღაცეების ამომკრებნი, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გადმოცემული დოგმატური სწავლებების მეთვალყურეობის გარეშე, მათ გაუთვალისწინებლად. ეს ხომ სულ მარტივია, და ზედმეტადაც ხშირი, განცალკევებით, ინდივიდუალურად ბიბლიის არასწორად განმარტება და ერესში ჩავარდნა, ან ეკლესიის გაყოფა ვინმეს მიერ საკუთარი დენომინაციის ჩამოყალიბებით.
  • ამომწურავი რესურსი. მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანესი წიგნია, ქრისტიანულ წიგნთა შორის უმთავრესი, იგი არ არის ყველაფერი, რასაც ვსაჭიროებთ; იგი არაა ერთადერთი სასარგებლო წიგნი იმისთვის, რომ ქრისტიანი გახდე და გაიზარდო ქრისტეში. მართლმადიდებელი ეკლესია მოუწოდებს თავის წევრებს, შეისწავლონ არა მხოლოდ ბიბლია, არამდ იკითხონ მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიცია, წმიდა მამათა და დედათა ნაწერები, ნაშრომები, როგორც მათი მთლიანი წიგნები, ისე შემოკრებილი გამონათქვამები, ლიტურგიკული საგალობლები, ან მსოფლიო კრებბზე მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, კანონები და სხვ. რაზედაც წმ. მართლმადიდებელი ეკლესია აკურთხებს თავის სულიერ შვილებს.
  • საღვთო ბიოგრაფია. თვითონ ბიბლია არ არის ღმერთი, იგი არ აღწერს ღმერთს მთელი სისავსით, და არ არის ღმერთთან შეხვედრის ერთადერთი საშუალება. წარმოდგენა რომ გვქონდეს, ვიცოდეთ, რომ ასეთი გზა "ბიბლიის თაყვანისმცემლობაა", იგივე კერპთაყვანისცმემლობა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქრისტიანი უფრო მეტ დორს ხარჯავს თავისი ბიბიბლისა და ღმერთის შესწავლაში, ვიდრე ღმერთთან პირდაპირ, უშუალო, ზიარებაში ლოცვისა და თაყვანისცემის მეშვეობით. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც თაყვანსცემენ და ლოცულობენ საკმარისი ცოდნის გარეშე იმის შესახებ, ვისაც თაყვანსცემენ და ვის მიმართაც ლოცულობენ, და არც ის იციან, თუ რატომ. ესეც, ასევე, უმართებულოა და საჭიროებს გამოსწორებას.

ზემოთ აღნიშნულია ათი პუნქტი, რაც - შეიძლება ითქვას, ან არ ითქვას, - არ არის ბიბლია. ორი ათასწლეულის განმავლობაში, არაერთი მცდელობა იყო, ბიბლია კატეგორიებად დაეყოთ და დაენაწილებინათ. ბიბლია ნამდვილად უნიკალური წიგნია მთელს მსოფლიოში ტომებად გამოქვეყნებულ წიგნთა შორის. საუკეთესო გზა, რომ გავიგოთ, თუ რა არის ბიბლია, ან რა არ არის, ესაა მისი კითხვა, ჭვრეტა, განხილვა, მის შესახებ თქვენი მოძღვარების ან სხვა, განათლებული მართლმადიდებელი სულიერი წინამძღვრების დაკითხვით, და ამის შემდეგ უფრო მეტი კითხვით. ბიბლია მარად გააოცებს და განაცვიფრებს ადამიანს თავისი სულიერი და ზნეობრივი, მორალური წიაღსვლებით ღვთისა და კაცობრობის შესახებ, მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

როცა ბიბლიასთან გვაქვს საქმე, "შეუძლებელია იმ ყოველივეს ცოდნა, რასაც ვსაჭიროებით". ვისაც სჯერა, რომ ყველაფერი შეტყო ბიბლიიდან (არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე სასწავლებლიდან თუ ინდივიდუალურად), თავს იტყუებს. ბიბლიის მეცნიერ-მკვლევარები, პროფესორები, რომლებიც ყველაზე ხშირად სვამენ ბიბლიის უღრმესი ჭიდან, არასოდეს უკვდებათ წყურვილი და ისევ და ისევ უბრუნდებიან მას. ასე რომ, ჩვენი სურვილია რეგულარულად (სწორად და თანაზომიერად) ვასწავლიდეთ და შევამეცნებდეთ ჩვენსავე თავს წმ. წერილს. როგორც დიდი მეფე სოლომონი, ჩვენც გვაქვს შესაძლებლობა მივეწიფოთ სიბრძნეს და გავხდეთ ბრძენნი. "არარა იგი ეგრეთ უყუარს ღმერთსა, ვითარ-იგი, რომელნი სიბრძნესა შინა ყოფილ არიან" [სიბრძნე სოლომონისა 7:28].

http://omousia.blogspot.com/2012/07/blog-post_11.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 11:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი