IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირი"
N. R.
პოსტი Mar 20 2008, 12:24 AM
პოსტი #1


nino razmadze
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,150
რეგისტრ.: 1-May 07
მდებარ.: tiflisi :)
წევრი № 1,805



მიმდინარე წლის 25 მარტს – 14 საათზე მარიოტი თბილისის საპრეზინტაციო დარბაზში გაიმართება ,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირის” პრეზენტაცია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII-ის კურთხევით დაფუძნდა.


საზოგადოებაში გაერთიანდნენ ტრადიციული ქართული მუსიკის სფეროში მომუშავე ახალგაზრდული ძალები და შემოქმედებითი კოლექტივები, რომელთა პრიორიტეტი არის უფროს თაობასთან მჭიდრო კავშირითა და მათი გამოცდილების გაზიარება-გათვალისწინებით ქართული ფოლკლორისა და საეკლესიო გალობის კვლევა-პოპულარიზაცია.

საზოგადოება მიზნად ისახავს სამეცნიერო და პოპულარული გამოცემების, ჟურნალ-გაზეთების, სანოტო კრებულების, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გამოცემას, ტელე-რადიო გადაცემებისა და ელექტრონული გვერდების მომზადებას, დედაქალაქსა და რეგიონებში კონცერტებისა და შემეცნებითი საღამოების ჩატარებას, ექსპედიციების მოწყობას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ტრადიციული ქართული მუსიკის გაცნობა-შესწავლაში.


საზოგადოების წევრები პასუხისმგებლობას იღებენ წინა თაობის მომღერალ-მგალობელთა მიერ გადარჩენილი მუსიკალური მემკვიდრეობის დაცვა-პატრონობასა და მათ მიერ გაწეული შრომის სათანადოდ დაფასებაზე. საზოგადოების საქმიანობა უშუალოდაა დაკავშირებული ამ სფეროში მოღვაწე ყველა იმ დაწესებულებასთან („თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია“, ,,ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი”, „ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი“, „საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი“, „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“, „საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი“), რომელთაც ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევაში დიდი წვლილი შეაქვთ.


პრეზენტაციას დაესწრება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII, უმაღლესი სახელისუფლო წრეები და ქართული საზოგადოების ცნობილი სახეები.


--------------------
მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
N. R.   ,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირი"   Mar 20 2008, 12:24 AM
siomani   ვინ გახლავთ თავმჯდ...   Mar 20 2008, 12:29 AM
N. R.   ვინ გახლავთ თავმჯ...   Mar 20 2008, 01:19 AM
siomani   რამდენი ადამიანი ი...   Mar 20 2008, 01:24 AM
N. R.   რამდენი ადამიანი ...   Mar 20 2008, 01:36 AM
siomani   ვინ არის ფინანსური...   Mar 20 2008, 01:43 AM
N. R.   ვინ არის ფინანსურ...   Mar 20 2008, 01:55 AM
BEKO:))   ძალიან კარგი წამოწ...   Mar 20 2008, 01:45 AM
siomani   ამ საკითხთან დაკა...   Mar 20 2008, 02:07 AM
N. R.   ამ საკითხთან დაკა...   Mar 20 2008, 02:15 AM
მნათე   ნუ კავშირების ცვენ...   Mar 20 2008, 02:24 AM
N. R.   ნუ კავშირების ცვე...   Mar 20 2008, 02:33 AM
მნათე   ცხადია, იმედი მაქვ...   Mar 20 2008, 02:35 AM
yipiani gio   N. R. აუ გაწევრიანება ...   Mar 20 2008, 02:20 PM
misdevs mela loms   N. R. აუ აქაც მთავრობ...   Mar 20 2008, 04:53 PM
N. R.   N. R. აუ აქაც მთავრობ...   Mar 20 2008, 06:50 PM
yipiani gio   N. R. კაი რო გნახავ არ ...   Mar 20 2008, 08:19 PM
gitanes   მართლა გადასარევი ...   Mar 20 2008, 11:13 PM
Didgoreli   მაინტერესებს რაიმ...   Mar 20 2008, 11:36 PM
N. R.   მაინტერესებს რაიმ...   Mar 21 2008, 12:35 AM
ჩაკრულო   უდარზე ვარ :) მიდით ...   Mar 21 2008, 01:01 AM
N. R.   რა არის ამისთვის ს...   Mar 21 2008, 01:25 AM
ჩაკრულო   ,,ჩვენებურებიც" ა...   Mar 21 2008, 01:25 AM
N. R.   :blink: :blink: :blink: :rolleyes: :o ...   Mar 21 2008, 01:27 AM
ჩაკრულო   პატრინოტში არ იღებ...   Mar 21 2008, 01:29 AM
N. R.   პატრინოტში არ იღე...   Mar 21 2008, 01:32 AM
Didgoreli   ჩაკრულო სად პატრი...   Mar 21 2008, 01:32 AM
ჩაკრულო   Didgoreli აბა ფოლკლორის ...   Mar 21 2008, 01:37 AM
Didgoreli   ჩაკრულო ფოკლორის ...   Mar 21 2008, 01:45 AM
ჩაკრულო   Didgoreli სტატუსია ამ შე...   Mar 21 2008, 01:52 AM
N. R.   საბავშო ფოლკლორს...   Mar 21 2008, 02:03 AM
Didgoreli   ჩაკრულო მთავრობის...   Mar 21 2008, 02:00 AM
ჩაკრულო   Didgoreli შენა ბიჯოოო მე...   Mar 21 2008, 02:21 AM
falestra   ქორეოგრაფიულ ანსა...   Mar 22 2008, 01:32 AM
დათიკო   N. R. მე ჩემი სტუდიით ...   Mar 22 2008, 01:36 AM
N. R.   [b]N. R. მე ჩემი სტუდიი...   Mar 22 2008, 12:30 PM
ჩაკრულო   დათიკო მალე საქმეს...   Mar 22 2008, 01:39 AM
misdevs mela loms   N. R. მთავრობას თუ უნ...   Mar 22 2008, 12:15 PM
qarcivadze   N. R. დამფუძნებელი შე...   Mar 22 2008, 12:44 PM
misdevs mela loms   N. R. ამაზე გამეცი პა...   Mar 22 2008, 01:33 PM
Didgoreli   ნინო , მაინტერესებ...   Mar 22 2008, 01:44 PM
M.M.   ნინო , მაინტერესებ...   Mar 24 2008, 10:29 AM
ჩაკრულო   Didgoreli მიზნები გაცხად...   Mar 22 2008, 03:37 PM
falestra   N. R. :rolleyes: ოოო... მაშინ....   Mar 22 2008, 03:40 PM
Amuza   კარგია, კარგი! სა...   Mar 22 2008, 08:31 PM
folklore   საინტერესო წამოწყ...   Mar 22 2008, 11:14 PM
N. R.   საინტერესო წამოწყ...   Mar 23 2008, 05:19 AM
xornabujeli   :) გაიხარეთ, კარგ და ...   Mar 23 2008, 05:24 AM
ჩაკრულო   folklore პატრიარქი!   Mar 23 2008, 02:03 PM
QIZIYELI   N. R. ზალიან კაი წამო...   Mar 23 2008, 07:32 PM
ჩაკრულო   QIZIYELI შენთვინ მოსაწვ...   Mar 23 2008, 11:24 PM
ართი ვარდი   [b]QIZIYELI შენთვინ მოსაწ...   Mar 23 2008, 11:28 PM
ჩაკრულო   ართი ვარდი ძალიან ...   Mar 23 2008, 11:36 PM
ართი ვარდი   ჩაკრულო ვოუუ.... http://www....   Mar 23 2008, 11:38 PM
ჩაკრულო   ართი ვარდი ვოთ?? :D   Mar 23 2008, 11:39 PM
ართი ვარდი   ჩაკრულო ანუ ის რომ ...   Mar 23 2008, 11:44 PM
ჩაკრულო   ართი ვარდი თუ გინდ...   Mar 24 2008, 12:22 AM
Didgoreli   M.M. შენ ბიჭო შარზე ხ...   Mar 24 2008, 06:24 PM
QIZIYELI   ჩაკრულო გაიხარე ჯ...   Mar 24 2008, 08:00 PM
yipiani gio   M.M. შენ სულ დალევაზე ...   Mar 24 2008, 10:35 PM
Didgoreli   yipiani gio წასვლას რასა ...   Mar 24 2008, 11:43 PM
yipiani gio   Didgoreli ვააა უყურე შენ ...   Mar 24 2008, 11:53 PM
Didgoreli   yipiani gio აპა რა გგონია ...   Mar 24 2008, 11:59 PM
მაეასი   როის არის მაი ამბა...   Mar 25 2008, 12:18 AM
yipiani gio   მაეასი ხვალ 2 საათზ...   Mar 25 2008, 12:22 AM
მაეასი   მაეასი ხვალ 2 საათზ...   Mar 25 2008, 12:26 AM
ჩაკრულო   დილაზე ადრე დილით ...   Mar 25 2008, 03:06 AM
_Matasi_   მზეზეც უყურეთ ;) მე...   Mar 25 2008, 08:17 AM
ჩაკრულო   _Matasi_ გენაცვალე შენა...   Mar 25 2008, 11:59 AM
misdevs mela loms   ყველაფერმა კარგად ...   Mar 25 2008, 05:02 PM
მაეასი   ყველაფერმა კარგად...   Mar 25 2008, 05:04 PM
ართი ვარდი   კარგი იყო, .მიყვარს ...   Mar 25 2008, 06:33 PM
მაეასი   გავიგე დიდგორმა და...   Mar 25 2008, 06:52 PM
qarcivadze   მაეასი კაი, გაჩერდ...   Mar 25 2008, 06:55 PM
ართი ვარდი   ფონად ვიდექით:) მრ...   Mar 25 2008, 07:02 PM
მაეასი   მაეასი კაი, გაჩერდ...   Mar 25 2008, 07:08 PM
siomani   [b]მაეასი კაი, გაჩერ...   Mar 25 2008, 11:19 PM
Didgoreli   აბა აბა... :lol: :D :lol: :P ...   Mar 25 2008, 11:23 PM
siomani   :D :D ცვეტში :D :D მე ლიჩ...   Mar 25 2008, 11:33 PM
Didgoreli   გაიხარეთ ყველამ :) კ...   Mar 25 2008, 07:00 PM
qarcivadze   ართი ვარდი ეგ სიმღ...   Mar 25 2008, 07:03 PM
ართი ვარდი   ართი ვარდი ეგ სიმღ...   Mar 25 2008, 07:05 PM
qarcivadze   ართი ვარდი ეგ კიდე ...   Mar 25 2008, 07:07 PM
ართი ვარდი   qarcivadze ;''შალვა-ჩემო...   Mar 25 2008, 07:11 PM
Didgoreli   ართი ვარდი ჩვენ რა...   Mar 25 2008, 07:12 PM
ართი ვარდი   ართი ვარდი ჩვენ რა...   Mar 25 2008, 08:11 PM
კანონისტი   ჩემი უფროსიც ხომ გ...   Mar 25 2008, 07:13 PM
Didgoreli   კანონისტი გურგენ...   Mar 25 2008, 07:48 PM
კანონისტი   Didgoreli ხოოო :)   Mar 25 2008, 07:58 PM
Didgoreli   კანონისტი კი , იყო :)...   Mar 25 2008, 08:13 PM
ართი ვარდი   კანონისტი კი , იყო :...   Mar 25 2008, 08:25 PM
Didgoreli   :lol: ვაიმე! რა იყო? :D ...   Mar 25 2008, 10:15 PM
Amuza   კარგი იყო. ნეტაი,მე...   Mar 25 2008, 08:23 PM
salamura-tamta   მეც ვიყავი, მარა გა...   Mar 25 2008, 10:26 PM
falestra   salamura-tamta რად ვერ დაგინ...   Mar 25 2008, 10:38 PM
TuTashxia   Didgoreli მატყუარა :P როგ...   Mar 25 2008, 10:57 PM
Didgoreli   TuTashxia რატო წახვედი ე...   Mar 25 2008, 11:18 PM
TuTashxia   Didgoreli რა ვიცი რა ვიცი...   Mar 25 2008, 11:42 PM
Didgoreli   TuTashxia :P ისე მაგარი შე...   Mar 25 2008, 11:45 PM
TuTashxia   Didgoreli -_- ვიცი... თმა... ს...   Mar 25 2008, 11:49 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 07:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი