IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> დაფარული მესიჯი იესოს გენეალოგიაში (დაბ. 5)
აკაკი
პოსტი Aug 31 2010, 06:25 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



სახარება შესაქმეში

ხშირად ვიყენებთ სიტყვას "სახარება" როგორც კეთილი უწხება, ვნახოთ სად არის ბიბლიაში პირველად ეს უწყება მოცემული? ვნახოთ!

მაცხოვარი ბრძანებს:
ციტატა
ნუ ჰგონებთ ვითარმედ მოვედ დაჴსნად სჯულისა გინა წინასწარმეტყველთა; არა მოვედ დაჴსნად, არამედ აღსრულებად. ამენ გეტყჳ თქუენ: ვიდრემდე წარჴდეს ცაჲ და ქუეყანაჲ, იოტაჲ ერთი გინა რქაჲ ერთი არა წარჴდეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთა, ვიდრემდის ყოველივე იქმნეს. (მთ. 5-17,18)


გადავხედოთ შესაქმის წიგნის V თავს აქ წარმოდგენილია გენეალოგია ადამთგან ვიდრე ნოეთმდე, აქ ჩამოთვლილია ებრაული სახელები, მოდით ვნახოთ რას ნიშნავს ქართულად ეს სახელები.

=წარღვნა
სახელი მათუსალა შედგება ორი სიტყვისაგან "მათ" რომელიც ნიშნავს სიკვდილს და "შალახ" რომელიც ნიშნავს "მოიტანს" (მოტანას) ან "გაგზავნას". ასე, რომ სახელი მათუსალა გვეუბნება "მისმა სიკვდილმა უნდა მოიტანოს"

მათუსალას მამას მიეცა წინასწარ-უწყება წარღვნის შესახებ, წინასწარმეტყველება მას უცხადებდა, რომ სანამ მისი შვილი ცოცხალი იქნებოდა წარღვნა არ მოხდებოდა და როდესაც იგი გარდაიცვლებოდა სწორედ ეს მოიტანდა წარღვნას დედამიწაზე.

და მართლაც იმ წელს როცა მათუსალა გარდაიცვალა დედამიწაზე წარღვნა მოვიდა. აღსანიშნავია, რომ მათუსალას ცხოვრება სიმბოლოა ღვთის მოწყალებისა, რადგან იგი იყო გაფრთხილება, რომ ახლოვდებოდა წარღვნა. მათუსალას ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია რაც კი აღნიშნულა ბიბლიაში, რაც ასევე მეტყველებს ღვთის დიდ მოწყალებაზე.

= სხვა სახელები

ადამი - ნიშნავს კაცს, ანუ როგორც პირველი კაცი, სჩანს საკმარისია!
სითი - ასე ეწოდა ადამის მესამე ძეს, რომელიც ნიშნავს "აღთქმულს" ე.ი "წინასწარ დანიშნულს, დადგენილს ან განსაზღვრულს" ევამ თქვა: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ.
ენოსი - ასე ეწოდა სითის ძეს, რომელიც ნიშნავს "მოკვდავს". წარმოდგება სიტყვისაგან "ანაშ", რომელიც ნიშნავს უკურნებელს, დავადების, უბედურების, და ა.შ
კაინანი - ასე ეწოდა ენოსის ძეს, რომელიც ნიშნავს "დარდს", "მწუხარებას-წუხილს"
მალელეილი - ასე ეწოდა კაინანის ძეს, რომელიც შედგება ორი ნაწილისაგან "მელელე" ნიშნავს "კურთხეულს" ან "დიდებულს" და "ელ" კი ღვთის სახელს ნიშნავს. ასე, რომ მალელეილი ნიშნავს "კურთხეულ ღმერთს"
იარედი - ასე ეწოდა მელელეილის ძეს, სახელი შედგება ზმნისაგა "იარად", რომელიც ნიშნავს "ქვე გარდამოვიდეს" ანუ "გადმოვიდეს, ჩამოვიდეს ქვემოთ"
ენოქი - ასე ეწოდა იარედის ძეს, რომელიც ნიშნავს "სწავლებას" ან "დასაბამს, დასაწყისს". ენოქის უძველეს წინასწარმეტყველებას ციტირებს იუდა (არა ისკარიოტელი) მოციქული თავის კათოლიკე ეპისტოლეში, რომელიც ეხება ქრისტეს მეორედ მოსვლას (იუდა 14, 15)
მათუსალა - იყო ენოქის ძე, ვის შესახებაც მცირედ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ენოქმა მიიღო წინასწარმეტყველება, რომ ვიდრე მისი ძე არ მოკვდებოდა წარღვნა არ იქნებოდა.
ენოქის შესახებ ვიცით, რომ იგი არ მომკვდარა, არამე "გარდასცვალა ღმერთმა"
ლამექი - ასე უწოდა მათუსალამ თავის ძეს, რომელიც ნიშნავს "გულისტკივილს", "გოდებას", "ტირილს"
ნოე - ნიშნავს "განსვენებას", "შვებას", "ნუგეშს"

= მოდით ჩამოვთვალოთ სახელები:
ადამი - კაცი
სითი - აღთქმული
ენოსი - მოკვდავი
კაინანი - მწუხარება / დარდი
მალელეილი - ღმერთი კურთხეული
იარედი - ქვე გარდამოვიდეს / გადმოვიდეს, ჩამოვიდეს ქვემოთ
ენოქი - სწავლება / დასაბამი
მათუსალა - მისი სიკვდილი მოიტანს
ნოე - განსვენება / შვება
=========
კაცი [არს] აღთქმულ მოკლვად [და] გოდებად, [ხოლო] ღმერთი კურთხეული ქვე გარდამოვიდეს მასწავლელად (დასაბამად), [რათა] სიკვდილმან მისმან მოსცის განსვენებაი.

კაცი დანიშნულია მოსაკლავად, გლოვად, [მაგრამ] კურთხეული ღმერთი ქვევით ჩამოვა მასწავლებელად [რომლის] სიკვდილმაც უნდა მოიტანოს შვება, განსვენება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Aug 31 2010, 06:32 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ვა, საინტერესოა smile.gif


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 31 2010, 06:59 PM
პოსტი #3


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
გაოგნებული ვარ: რა წიგნია ბიბლია!!!! მადლობა ღმერთს, დიდი რამ მოგვცა უფალმა

მეც, შეიძლება ითქვას ყბა ჩამომივარდა huh.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Aug 31 2010, 07:22 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
არ დაიჯერებთ, რომ გითხრათ ებრაელმა რაბინებმა სწორედაც, განგებ "შეთხზეს" რომ დაემალათ "ქრისტეს სახარების" ეს გენალოგია მათი საპატივცემული წიგნი თორა!


ეს ვერ გავიგე რას გულისხმობდი, იქნებ განმარტო

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Aug 31 2010, 07:43 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



damiane80
ეს მე ვთარგმნე მართალი გითხრა ეს მეც ვერ გავიგე... ავტორი რას გულისხმობდა.

ნუ რაღაც გამოიგონეს, რომ დაემალათ ეს ყველაფერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 31 2010, 08:03 PM
პოსტი #6


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



თორა (תורה) -- ებრაულად სწავლება, დარიგება, კანონი. თორა არის თანახის (תנ"ך) ნაწილი, რომელიც ქრისტიანული ბიბლიის ძველ აღთქმას შეესაბამება. თორა შედგება მოსეს 5 წიგნისაგან:
დაბადება Genesis (ბერეშით בראשית) - მოსეს I წიგნი
გამოსვლათა Exodus (შემოთ שמות) - მოსეს II წიგნი
ლევიტელთა Lexitikus (ვაიკრა ויקרא) - მოსეს III წიგნი
რიცხვთა Numeri (ბემიდბარ במדבר) - მოსეს IV წიგნი
მეორე რჯულისა Deuteronomium (დვარიმ דברים) - მოსეს V წიგნი

003.gif და რა შეთხზეს? ეს ხომ ისედაც შედის ბიბლიაში?


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 2 2010, 10:19 AM
პოსტი #7


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ეზოთერიკა biggrin.gif

რა საჭიროა ქრისტეს მოსვლაზე ასეთი დაშიფრული ტექსტების ჩადება გენეალოგიაში, როცა რამდენი ებრაელი წინასწარმეტყველი სიტყვით ამბობდა და ამოწმებდა იესოზე და არ ესმოდა ხალხს biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Sep 2 2010, 10:28 AM
პოსტი #8


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ქევანა
ციტატა
ეზოთერიკა



გუშინ მინდოდა ტქმა, მაგრამ თავი შევიკავე. ვერ ვიტან ამ დაშიფრებს და განშიფვრებს. არაფერს არ მალავს ღმერთი და არ შიფრავს, პიორდაპირ ტქვა, რაც სათქმელი იყო და მაინც არ ირწმუნა ხალხმა. ჩვენი რელიგია მე პირადად უფრო მარტივი და ადვილად გასაგები მგონია და სუფთა ამ დაფარული და საიდუმლო რაღაცებისგან.

ძალიან სამწუხაროა, რომ კაიროსი, კანუდოსა, კანონა და აფხაზი ვეღარ იცლიან და ეს ფორუმი რაღაც მარაზმს დაესმგავსა sad.gif რეები იწერება sad.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Sep 2 2010, 10:59 AM
პოსტი #9


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მხევალი ნინო
ციტატა
კაიროსი, კანუდოსა, კანონა და აფხაზი

მართალი ხარ. ძალიან ცუდ დროს დაგვეკარგნენ. ამათ რომ იციან მაგდენი ვინ იცის


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Sep 2 2010, 11:13 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



ციტატა(ქევანა @ Sep 2 2010, 10:59 AM) *

მხევალი ნინო

ამათ რომ იციან მაგდენი ვინ იცის

ატმანამ skate.gif


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Sep 2 2010, 06:18 PM
პოსტი #11


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ვერაფერი გავიგე mellow.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Sep 3 2010, 12:47 AM
პოსტი #12


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ორიოდ სიტყვას მეც ვიტყვი ამ საკითხის ირგვლივ. იმედია არ მიწყენს თემის ავტორი, თუკი ვიტყვი, რომ ქრისტიანობა ამგვარი მსჯელობებისგან შორს დგას. თუკი რომელიმე პიროვნება, ეკლესიის მოძღვარი და ა.შ. აკეთებს ამგვარ გამოანგარიშებებს (ეს ყოველივე მსგავსია მეორედ მოსვლის თარიღის გამოანგარიშებასთან), ეს უფრო მისი კერძოობითი შემთხვევაა. ეკლესიური მოძღვრება არასოდეს არ იყენებდა მსგავს რამეებს, რადგან კიდევ ერთხელ ვამბობ, ქრისტიანობა შორსაა ასეთიი აზრებისგან. გნოსტიკური სექტები, რომლებიც მრავლად არსებობდნენ I-II ს-ში სხა მეტი არაფრით იყვნენ დაკავებულნი. მათ ეგონათ, რომ მხოლოდ მათში იყო რაღაც საიუდმლო, რომელსაც მხოლოდ გნოსტიკოსები ფლობდნენ, სხვა ყველანი კი მოკლებულნი იყვნენ ამ ცოდნას. ეს ცრუ სწავლება ამხილა კლიმენტი ალექსანდრიელმა და შემდგომ სხვა ეკლესიის არაერთმა მამამ.

ცოტა უცნაურია "დაბადების" ერთ-ერთი თავის მიხედვით ვისაუბროთ ამ თავში დაშიფრული ცნობის შესახებ, რომელიც უფლის მოსვლას შეეხება, მაშინ როცა მთელი ძველი აღთქმა მომზადებაა უფლის განკაცებისთვის. ეკლესია იყენებს მხოლოდ ალეგორიულ მიდგომას და არა რაღაც შიფრის გასახსნელ ამოცანებს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shavlegi
პოსტი Sep 3 2010, 03:14 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 117
რეგისტრ.: 7-July 09
წევრი № 7,229



მეც სრულიად გეთანხმებით!სწორედ ასეთი ლოგიკისა და არასწორი მსჯელობის საფუძველზეა შექმნილი ამდენი სექტა. ჩემი აზრით არ იყო დასამალი ის, რომ უფალი უნდა განკაცებულიყო.
ციტატა
ეზოთერიკა

რა საჭიროა ქრისტეს მოსვლაზე ასეთი დაშიფრული ტექსტების ჩადება გენეალოგიაში, როცა რამდენი ებრაელი წინასწარმეტყველი სიტყვით ამბობდა და ამოწმებდა იესოზე და არ ესმოდა ხალხს

მეც სწორედ ამის თქმა მინდა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Mar 15 2011, 06:13 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 15 2011, 06:56 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



სრულად ვეთანხმები აფხაზს.

ქრისტიანული რწმენა ღრმა და ამავე დროს, მარტივია.








--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Mar 15 2011, 07:29 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



რავიცი მე მხოლოდ ვთარგმნე smile.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 15 2011, 08:10 PM
პოსტი #17


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



აკაკი
გასაგებია. არანაირი პრობლემა kiss1.gif

ისე აღვნიშნეთ ჩვენც. smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saba11
პოსტი Mar 15 2011, 11:23 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 8-March 11
წევრი № 10,623



ეს არასწორია და ეკლესიისათვის მიუღებელი. ასე ამიხსნეს და რავიცი......
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 04:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი