IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> 1 ტიმ 3:16, მეცნიერული "აღმოჩენა" თუ ტექსტის დამახინჯება?
Otherguy
პოსტი Mar 17 2012, 11:25 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



აუცილებლად წაიკითხეთ ეს, რადგანაც დღეს ბევრი ციტირებს მას სამების დოგმატის წინააღმდეგ:


1 ტიმ 3:16 – “ღმერთი გამოჩნდა ხორცით” თუ “იგი გამოჩნდა ხორცით”?

დიდი ხანია მეცნიერებმა დაიწუნეს მეფე ჯეიმსის ვერსია სადაც წერია “ღმერთი გამოჩნდა ხორცით” და წერენ მის მაგივრად – “იგი გამოჩნდა ხორცით”. ამის მიზეზად ისინი უძველეს ხელნაწერთა მოწმობას ასახელებენ.

ხელნაწერთა შედეგები ასე გამოიყურება:

ტექსტი: “ის გამოჩნდა ხორცით”
მოწმობა: S* A* C* G 33

ტექსტი: “ღმერთი გამოჩნდა ხორცით”
მოწმობა: Se A2 C2 Dc K L P Psi 81 104 614 630 1241 1739 1881 2495 Byz Lect

ტექსტი: “რომელიც გამოჩნდა ხორციელად”
მოწმობა: D* lat vg syr(p,h) cop

მართალია უძველესი ხელნაწერები მართლაც წერენ ფრაზას – “იგი გამოჩნდა ხორცით”, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ლათინური ვულგატა და არამეული ფეშიტა ამ ფრაზას შეიცავენ როგორც: “დიდია ღვთაებრივი საიდუმლო, რომელიც გამოჩნდა ხორციელად”, სადაც სიტყვა “რომელიც” ეხება საიდუმლოს.

სამწუხაროდ მეცნიერები არ არიან მთლად ობიექტურები, როცა ცვლიან ფრაზას “ღმერთი” როგორც “იგი”, რადგან მათ ავიწყდებათ, რომ თეოლოგიურად უფრო რთული ტექსტი არ უნდა იქნეს უგუნებელყოფილი. იგივე ეხება ებრაელთა 2:9-ს.

თანაც, რომ გადავხედოთ ეკლესიის მამებს, ფაქტიურად ყველა მას ციტირებს, როგორც – “ღმერთი”. ესენი არიან: წმ. ეგნატი ანტიოქიელი, წმ. იუსტინე წამებული, წმ. იპოლიტე რომაელი, წმ. დიონისე ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, დიოდორე ტასელი, თეოდორე მოფსუესტელი, თეოდორიტე კვირელი, წმ. კირილე ალექსანდრიელი და სხვები.

მხოლოდ ერთი უცნობი ავტორი ციტირებს მას როგორც – “რომელიც გამოჩნდა ხორცით”, და არც ერთი, როგორც – “იგი გამოჩნდა ხორცით”.

ან რისი თქმა უნდა მოციქულს როცა წერდა: “იგი გამოჩნდა ხორცით”? ღვთაებრივობის საიდუმლო რაში მდგომარეობს ალოგიკურია მაშინ. ღვთაებრივობის საიდუმლო სწორედ ის იქნებოდა, ღმერთი რომ გამოჩენილიყო ხორცით. თუმცა ისიც ლოგიკურია რომ თავდაპირველად ეწერა: “ღვთაებრივობის საიდუმლო, რომელიც ხორციელად გამოჩნდა”. ანუ ის აზრი რასაც მეცნიერები ანიჭებენ უპირატესობას, სრულიად ალოგიკურია.

ასევე მნიშვნელოვანია ალექსანდრიის კოდექსი, სადაც წერია: Θ̅C რაც არის შემოკლებით დაწერილი – “ღმერთი”. ამ ტიპის ჩანაწერს “ნომინა საკრა” ეწოდება. რატომღაც მეცნიერები ამბობენ, რომ თავიდან ეწერა OC(იგი), რომელიც გადააკეთეს, როგორც Θ̅C.

მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმის მიზეზი აქვთ, ლოგიკურად აშკარად არ ჯდება სიტყვა “იგი”. წმ. იერონიმემ ვულგატაში ჩაწერა: quod(რომელიც), რაც არ ეხება ღმერთს, მაგრამ ინარჩუნებს ლოგიკურ კონსტრუქციას ტექსტში.

ამიტომ მხოლოდ ორი ვარიანტია რაც შეიძლება იყოს სწორი ლოგიკურად – “დიდია ღვთაებრივობის საიდუმლო – ღმერთი გამოჩნდა ხორცით” – როგორც ამას ეკლესიის მამები და ბიზანტიური ხელნაწერები ამოწმებენ და “დიდია ღვთაებრივობის საიდუმლო, რომელიც გამოჩნდა(გაცხადდა) ხორცით” – რომელსაც არამეული ფეშიტა, წმ. იერონიმეს ვულგატა, კოპტური, ეთიოპური, საჰიდური ხელნაწერები და მეექვსე საუკუნის ერთი ბერძნული ხელნაწერი ამოწმებს.

თუმცა რატომღაც ბევრ მეცნიერს სურს ჩასვას “იგი გამოჩნდა ხორცით”, არადა მაგ მუხლში საუბარი ან ღმერთის გამოჩენაზეა ან ღვთაებრივი საიდუმლოსი და არა ვიღაც “იგი”-სი, რომელიც გაურკვეველია ვინაა, თუ არც ღმერთია და არც ადამიანი...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Mar 18 2012, 12:16 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(Otherguy @ Mar 17 2012, 11:25 PM) *
რატომღაც მეცნიერები ამბობენ, რომ თავიდან ეწერა OC(იგი), რომელიც გადააკეთეს, როგორც Θ̅C.
Otherguy

რატომღაც? იცი რა არის ეგ რატომღაც? ხომ არ დაწერდი რატომ ამბობენ მეცნიერები რომ თავიდან OC (იგი) ეწერა, რომელიც "Θ̅C"-ად გადააკეთეს?

ციტატა
მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმის მიზეზი აქვთ,

რა მიზეზის გამო ამბობენ მეცნიერები მაგას?

იმისთვის რომ საკითხი ობიექტურად გაშუქდეს, ზემოთ დასმული კითხვები პასუხებს მოითხოვენ.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 18 2012, 12:37 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(■გიორგი■ @ Mar 18 2012, 12:16 AM) *

Otherguy

რატომღაც? იცი რა არის ეგ რატომღაც? ხომ არ დაწერდი რატომ ამბობენ მეცნიერები რომ თავიდან OC (იგი) ეწერა, რომელიც "Θ̅C"-ად გადააკეთეს?
რა მიზეზის გამო ამბობენ მეცნიერები მაგას?

იმისთვის რომ საკითხი ობიექტურად გაშუქდეს, ზემოთ დასმული კითხვები პასუხებს მოითხოვენ.


შენ გგონია არ ვიცი მართლმადიდებელი რომ არ ხარ? biggrin.gif რამდენი ნიკი გაქვს არ ვიცი, მაგრამ ზოგან ცდილობ მართლმადიდებლის შთაბეჭდილება დატოვო, ზოგან არა...

გეტყვი, რეალურად მართლა ეგრეა, რომ გადამწერმა მოგვიანებით მიაწერა ალექსანდრიის კოდექსში მაგ ადგილს თეოსის ნიშანი. მაგრამ ბევრი ამბობს, რომ მან უბრალოდ ჩაასწორა ის რაც გაცვეთილი(და რეალური) იყო და მეტი არაფერი.

ასე რომც არ იყოს, ალექსანდრიის კოდექსი მე არგუმენტად არ დამიციტირებია.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Mar 18 2012, 01:05 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



Otherguy

მართლმადიდებელი ვარ თუ კათოლიკე ან პროტესტანტი რა მნიშვნელობა აქვს ამას? მეორეც, ნიკიც ერთი მაქვს და სარწმუნოებაც. ან ვიღაცაში გეშლები, ან ზემოთ დასმულ კითხვებზე რატომღაც არ გინდა უპასუხო.

ერთხელ მაგრამ ბოლოჯერ გავიმეორებ: იმისთვის რომ საკითხი ობიექტურად გაშუქდეს, ზემოთ დასმულ კითხვებს უნდა უპასუხო, რაც რატომღაც არ გსურს, თორემ კითხვებს უპასუხებდი.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 18 2012, 01:16 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(■გიორგი■ @ Mar 18 2012, 01:05 AM) *

Otherguy

მართლმადიდებელი ვარ თუ კათოლიკე ან პროტესტანტი რა მნიშვნელობა აქვს ამას? მეორეც, ნიკიც ერთი მაქვს და სარწმუნოებაც. ან ვიღაცაში გეშლები, ან ზემოთ დასმულ კითხვებზე რატომღაც არ გინდა უპასუხო.

ერთხელ მაგრამ ბოლოჯერ გავიმეორებ: იმისთვის რომ საკითხი ობიექტურად გაშუქდეს, ზემოთ დასმულ კითხვებს უნდა უპასუხო, რაც რატომღაც არ გსურს, თორემ კითხვებს უპასუხებდი.


გეტყობა აგაპეს ხელი, ეგრე იცის ხოლმე მითითება ზემოთ დასმულ კითხვებზზე მიუხედავად იმისა რომ პასუხი გაცემულია...

გაცემულია პასუხი, რომ წაგეკითხა ჩემი ნაწერი მაგ კითხვას სამარცხვინოდ აღარ დასვამდი. smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Mar 18 2012, 01:30 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



Otherguy

აგაპე თუ აღასპერი? ესე იგი მართლა სხვაში შეგშლივარ.

კითხვაზე პასუხი არაა შენ პოსტში. პასუხი რომ ყოფილიყო, არ დაწერდი "რატომღაცო". ცდილობდი არაობიექტურად გაგეშუქებინა საკითხი და არ გამოგივიდა. biggrin.gif




--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 18 2012, 01:34 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(■გიორგი■ @ Mar 18 2012, 01:30 AM) *

Otherguy

აგაპე თუ აღასპერი? ესე იგი მართლა სხვაში შეგშლივარ.

კითხვაზე პასუხი არაა შენ პოსტში. პასუხი რომ ყოფილიყო, არ დაწერდი "რატომღაცო". ცდილობდი არაობიექტურად გაგეშუქებინა საკითხი და არ გამოგივიდა. biggrin.gif


მე დავწერე, რომ ამის მიზეზი აქვთ მეცნიერებს რომ იფიქრონ, რომ ჩასწორებულია ოს თეოსად თქო... ეს სტატიაშიც მეწერა და შენც მასე გიპასუხე...

სტატია ობიექტურია ნამდვილად, მითუმეტეს, რომ ალექსანდრიის კოდექსს ოდნავადაც არ ვიყენებ ჩემი აზრის დასამტკიცებლად...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Mar 18 2012, 02:08 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(Otherguy @ Mar 18 2012, 01:34 AM) *

მე დავწერე, რომ ამის მიზეზი აქვთ მეცნიერებს
Otherguy

კი დაწერე რომ მიზეზი აქვთ თქვან "ღმერთი" გამოჩნდა კი არა "იგი გამოჩნდა ხორცშიო", მაგრამ რა მიზეზის გამო ამბობენ არ დაგიწერია. ანუ არ დაგიწერია რატომ და რის საფუძველზე ამბობენ მაგას მენციერები და არა მარტო მაგას, არამედ იმას რაც ზემოთ აღვნიშნე. გამოდის რომ ან არ იცი ან განზრახ ამახინჯებ მეცნიერულ ფაქტებს! ბიბლიური ტექსტების მაგდაგვარ "განხილვას" კულტურულად არაობიექტურობა ქვია.


--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 18 2012, 02:15 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(■გიორგი■ @ Mar 18 2012, 02:08 AM) *

Otherguy

კი დაწერე რომ მიზეზი აქვთ თქვან "ღმერთი" გამოჩნდა კი არა "იგი გამოჩნდა ხორცშიო", მაგრამ რა მიზეზის გამო ამბობენ არ დაგიწერია. ანუ არ დაგიწერია რატომ და რის საფუძველზე ამბობენ მაგას მენციერები და არა მარტო მაგას, არამედ იმას რაც ზემოთ აღვნიშნე. გამოდის რომ ან არ იცი ან განზრახ ამახინჯებ მეცნიერულ ფაქტებს! ბიბლიური ტექსტების მაგდაგვარ "განხილვას" კულტურულად არაობიექტურობა ქვია.


კარგი ეხლა აგაპე, არ გინდა თავის გაშიფვრა ასე აშკარად...

რატომ ამბობენ კონკრეტულად ალექსანდრიის კოდექსთან მიმართებაში??? რას კითხულობ ელემენტარულადაც ვერ აყალიბებ... ვთქვი, რომ ალექსანდრიის კოდექსზე აქვთ მიზეზი რომ თქვან და მე პირადად არ ვიყენებ მაგ მაგალითს ჩემ სასარგებლოდ. პირიქით, ვთქვი, რომ უძველესი ხელნაწერები ეთანხება "იგი"-ს ჩაწერას თქო, ეს არის ერთადერთი დასტური რაც აქვთ მეცნიერებს, სხვა რომელია აბა დადე ერთი...

გაგიგიდო თუ წაიკითხავ გაფერადებულსაც?


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
■გიორგი■
პოსტი Mar 18 2012, 02:58 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 396
რეგისტრ.: 4-March 10
მდებარ.: ქვე-ცა
წევრი № 8,302



ციტატა(Otherguy @ Mar 18 2012, 02:15 AM) *

კარგი ეხლა აგაპე, არ გინდა თავის გაშიფვრა ასე აშკარად...
Otherguy

აგაპე არა აღასპერი კიდევ.

ციტატა
რატომ ამბობენ კონკრეტულად ალექსანდრიის კოდექსთან მიმართებაში??? რას კითხულობ ელემენტარულადაც ვერ აყალიბებ...

ჯერ ერთი არაფრის ჩამოყალიბება არ მიცდია. მეორეც, კითხვები დაგისვი და რაღაც ნიკებს მიგონებ და უზრდელურად მწერ. არ გესიამოვნა ფაქტების დამახინჯებაში რომ გამოგიჭირეს. biggrin.gif

მეცნიერების შეხედულებებს თუ არ იცნობ გაეცანი. თუ იცნობ კიდე, დაწერე რატომ და რის საფუძველზე ამბობენ რომ "იგი გამოჩნდა ხორცში" წერია მუხლში. ვერ წერ ვერაფერს და სისულელეებს მიედმოედები. აგაპეო, ვერ აყალიბებო და მეუზრდელები უცნობ ადამიანს.



--------------------
იგავები 16:25.

იგავები 21:2.

საქმენი 17:10,11.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Mar 18 2012, 06:30 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(■გიორგი■ @ Mar 18 2012, 02:58 AM) *

Otherguy

აგაპე არა აღასპერი კიდევ.
ჯერ ერთი არაფრის ჩამოყალიბება არ მიცდია. მეორეც, კითხვები დაგისვი და რაღაც ნიკებს მიგონებ და უზრდელურად მწერ. არ გესიამოვნა ფაქტების დამახინჯებაში რომ გამოგიჭირეს. biggrin.gif

მეცნიერების შეხედულებებს თუ არ იცნობ გაეცანი. თუ იცნობ კიდე, დაწერე რატომ და რის საფუძველზე ამბობენ რომ "იგი გამოჩნდა ხორცში" წერია მუხლში. ვერ წერ ვერაფერს და სისულელეებს მიედმოედები. აგაპეო, ვერ აყალიბებო და მეუზრდელები უცნობ ადამიანს.


rolleyes.gif კარგი რაა, 3 წელია შენს პოსტებს ვუყურებ ფორუმებზე და რომ ვერ გიცნო სირცხვილი იქნება... biggrin.gif

მეცნიერების შეხედულებებს თუ არ იცნობ გაეცანი. - აგაპეს ხელწერაა...

თუ იცნობ კიდე, დაწერე რატომ და რის საფუძველზე ამბობენ რომ...

აქაც კიდევ...

მოკლედ შენ მარაზმებს აღარ გამოვეხმაურები... წერია სტატიაში გარკვევით მეცნიერთა აზრი და მათი მიზეზი - უძველესი ხელნაწერები წერენ "იგი"-ს თქო დასაწყისშივე წერია, სათვალე გჭირდება უკვე?

მოკლედ აღარ შეგეპასუხები, რაც გინდა წერე...


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lasha_k
პოსტი Mar 19 2012, 02:00 AM
პოსტი #12


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 175
რეგისტრ.: 17-August 10
წევრი № 9,301



ციტატა
გეტყობა აგაპეს ხელი

e025.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Apr 13 2012, 10:40 PM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



QUOTE(Otherguy @ Mar 17 2012, 11:25 PM) *

აუცილებლად წაიკითხეთ ეს, რადგანაც დღეს ბევრი ციტირებს მას სამების დოგმატის წინააღმდეგ:


1 ტიმ 3:16 – “ღმერთი გამოჩნდა ხორცით” თუ “იგი გამოჩნდა ხორცით”?

დიდი ხანია მეცნიერებმა დაიწუნეს მეფე ჯეიმსის ვერსია სადაც წერია “ღმერთი გამოჩნდა ხორცით” და წერენ მის მაგივრად – “იგი გამოჩნდა ხორცით”. ამის მიზეზად ისინი უძველეს ხელნაწერთა მოწმობას ასახელებენ.

ხელნაწერთა შედეგები ასე გამოიყურება:

ტექსტი: “ის გამოჩნდა ხორცით”
მოწმობა: S* A* C* G 33

ტექსტი: “ღმერთი გამოჩნდა ხორცით”
მოწმობა: Se A2 C2 Dc K L P Psi 81 104 614 630 1241 1739 1881 2495 Byz Lect

ტექსტი: “რომელიც გამოჩნდა ხორციელად”
მოწმობა: D* lat vg syr(p,h) cop

მართალია უძველესი ხელნაწერები მართლაც წერენ ფრაზას – “იგი გამოჩნდა ხორცით”, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ლათინური ვულგატა და არამეული ფეშიტა ამ ფრაზას შეიცავენ როგორც: “დიდია ღვთაებრივი საიდუმლო, რომელიც გამოჩნდა ხორციელად”, სადაც სიტყვა “რომელიც” ეხება საიდუმლოს.

სამწუხაროდ მეცნიერები არ არიან მთლად ობიექტურები, როცა ცვლიან ფრაზას “ღმერთი” როგორც “იგი”, რადგან მათ ავიწყდებათ, რომ თეოლოგიურად უფრო რთული ტექსტი არ უნდა იქნეს უგუნებელყოფილი. იგივე ეხება ებრაელთა 2:9-ს.

თანაც, რომ გადავხედოთ ეკლესიის მამებს, ფაქტიურად ყველა მას ციტირებს, როგორც – “ღმერთი”. ესენი არიან: წმ. ეგნატი ანტიოქიელი, წმ. იუსტინე წამებული, წმ. იპოლიტე რომაელი, წმ. დიონისე ალექსანდრიელი, წმ. იოანე ოქროპირი, წმ. გრიგოლ ნოსელი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, დიოდორე ტასელი, თეოდორე მოფსუესტელი, თეოდორიტე კვირელი, წმ. კირილე ალექსანდრიელი და სხვები.

მხოლოდ ერთი უცნობი ავტორი ციტირებს მას როგორც – “რომელიც გამოჩნდა ხორცით”, და არც ერთი, როგორც – “იგი გამოჩნდა ხორცით”.

ან რისი თქმა უნდა მოციქულს როცა წერდა: “იგი გამოჩნდა ხორცით”? ღვთაებრივობის საიდუმლო რაში მდგომარეობს ალოგიკურია მაშინ. ღვთაებრივობის საიდუმლო სწორედ ის იქნებოდა, ღმერთი რომ გამოჩენილიყო ხორცით. თუმცა ისიც ლოგიკურია რომ თავდაპირველად ეწერა: “ღვთაებრივობის საიდუმლო, რომელიც ხორციელად გამოჩნდა”. ანუ ის აზრი რასაც მეცნიერები ანიჭებენ უპირატესობას, სრულიად ალოგიკურია.

ასევე მნიშვნელოვანია ალექსანდრიის კოდექსი, სადაც წერია: Θ̅C რაც არის შემოკლებით დაწერილი – “ღმერთი”. ამ ტიპის ჩანაწერს “ნომინა საკრა” ეწოდება. რატომღაც მეცნიერები ამბობენ, რომ თავიდან ეწერა OC(იგი), რომელიც გადააკეთეს, როგორც Θ̅C.

მიუხედავად იმისა, რომ ამის თქმის მიზეზი აქვთ, ლოგიკურად აშკარად არ ჯდება სიტყვა “იგი”. წმ. იერონიმემ ვულგატაში ჩაწერა: quod(რომელიც), რაც არ ეხება ღმერთს, მაგრამ ინარჩუნებს ლოგიკურ კონსტრუქციას ტექსტში.

ამიტომ მხოლოდ ორი ვარიანტია რაც შეიძლება იყოს სწორი ლოგიკურად – “დიდია ღვთაებრივობის საიდუმლო – ღმერთი გამოჩნდა ხორცით” – როგორც ამას ეკლესიის მამები და ბიზანტიური ხელნაწერები ამოწმებენ და “დიდია ღვთაებრივობის საიდუმლო, რომელიც გამოჩნდა(გაცხადდა) ხორცით” – რომელსაც არამეული ფეშიტა, წმ. იერონიმეს ვულგატა, კოპტური, ეთიოპური, საჰიდური ხელნაწერები და მეექვსე საუკუნის ერთი ბერძნული ხელნაწერი ამოწმებს.

თუმცა რატომღაც ბევრ მეცნიერს სურს ჩასვას “იგი გამოჩნდა ხორცით”, არადა მაგ მუხლში საუბარი ან ღმერთის გამოჩენაზეა ან ღვთაებრივი საიდუმლოსი და არა ვიღაც “იგი”-სი, რომელიც გაურკვეველია ვინაა, თუ არც ღმერთია და არც ადამიანი...

საინტერესო რამ დაწერე და მე აფსოლიტურად ვეთანხმები რომ მანდ ოს უნდა ეწეროს ანუ ის გამოჩნდა! მანდვე პავლე ბრძანებს უეჭველად დიდია ღმრთისმოსაობის საიდუმლო, და ღმრთისმოსაობა არის ღვთისადმი ერთგულება და ბუნებრივია რომ მანდ საუბარია ღვთის მსახურზე და არა თავად ღმერთზე! blink.gif ბოლოს ნათქვამია მასზე ანუ იესოზე რომ რწმენით ამაღლდა დიდებით. ღმერთს რწმენა აქვს? blink.gif თუ ღვთის მსახურს უნდა ქონდეს რწმენა? ალბათ წაკითხული გაქვს ულფ ეკმანის წიგნი _ რწმენა რომელიც ამარცხებს ქვეყნიერებას, _ იქ ის ციტირებას ახდენს იესოს სიტყვების სახარებიდან _ დაე იქონიეთ ღვთის რწმენაო! და ამას ამახინჯებს და ამბობს რომ ანუ იქონიეთ ისეთივე რწმენა რაც ღმერთს აქვსო და თვითონ ღმერთი არის რწმენის ცენტრიო! საოცარია რაა blink.gif ასეთი დამახინჯება წმინდა წერილისა არ შეიძლება!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 15 2012, 05:15 PM
პოსტი #14


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ასეთი დამახინჯება წმინდა წერილისა არ შეიძლება!

ახალი ქვეყნიერების თარგმანი შეგახსენო?
... biggrin.gif biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 09:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი