IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჰ ე რ ე თ ი - საინგილო, ჰერეთი ჩვენი სულის ნაწილია...
უჩა
პოსტი May 10 2007, 06:35 AM
პოსტი #1


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,655
რეგისტრ.: 31-December 06
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 771



გიორგობას ვიყავი ჰერეთში ანუ საინგილოში კახის რაიონში. უზომოდ დიდი შთაბეჭდილებებით და მადლით დავბრუნდი უკან.

აქ ქართველობის გრძნობა ძალზედ დიდია, ისეთი დიდი რომ ვერ იტყვი საქართველოში არ ვარო. აქ ცასაც საქართველოს ფერი აქვს, ჰაერიც საქართველოს სურნელს აფრქვევს, მზეც ქართულად ანათებს, ოღონდ მართლაsmile.gif ბუნება ისეთია რომ რავიცი გადაირევი, ისე გადავირიე რომ დილით ცვრიან ბალახზე ფეხშიშველამ დავიწყე ტანტალიbiggrin.gif

IPB-ს სურათი

ისტორიული ჰერეთი შედგება სამი რაიონისაგან (მეოთხე, ანუ ლაგოდეხი კახეთს შეუერთდა) - ბელაქანი, ზაქათალა და კახი. ამათში ეს უკანასკნელი - კახი, საქართველოს საზღვრიდან ყველაზე შორს მდებარეობს და ყველაზე მეტი ქრისტიანი ქართველი იქ ცხოვრობს.

საინგილოში ყველაზე დიდი დღესასწაულად ქურმუმხობა ითვლებოდა. ქურმუმხის წმინდა გიორგის პატივსაცემად ზეიმის გამართვის ტრადიცია უძველესი დროიდან არის შემორჩენილი. ჰერელების რწმენით ქურმუხის წმინდა გიორგი მისი მფარველი და მწყალებელი იყო.

IPB-ს სურათი

(სურათები პაწა უხარისხოა, ჩემი უბადრული მობილის გადაღებულია დაsmile.gif)

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ტაძარს თათრებიც განსაკუთრებულ და დიდ პატივს ცემენ. აქ ვნახე ფეხშიშველა თათრები, თათრის ბავშვები სანთლით ხელში, წმინდა გიორგის ხატთან მდგომარე. მოკლედ ეს ამბავი ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო. ჩემმა მასპინძელმა ასეთი ახსნა მოუძებნა ამ ფაქტს რომ თათრები ჩვენ რჯულზე გადმოდიან ნელ-ნელაოbiggrin.gif.

IPB-ს სურათი

ახლა რაც შეეხება ქურმუხის წმინდა გიორგის. "ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია, მიმზიდველ ადგილას მდებარეობს-მთის მაღალ ფრდობს ამშვენებს და ტყით არის გარემოცული. აქედან მთელი საინგილო ხელისგულივით მოსჩანს, ასევე შორს სჩანს ალაზანი და შირაქი თვალუწვდენელი ველ-მინდვრებით. ქურმუხობას აღნიშნავენ როგორც ქრიასტიანები ასევე მაჰმადიანებიც."

IPB-ს სურათი

თათრები ცდილობენ ეს ტაძარი ქართველებს წაართვან, რამოდენიმეჯერ ჩხუბიც მომხდარა თურმე, ჯვარიც ჩამოუხსნიათ თათრებს ტაძრისთვის და გასაღებს არ აძლევდნენ თურმე ქართველებს. მაგრამ უფლის შემწეობით უკვე რამოდენიმე თვეა ყოველ კვირას ამ ტაძარში პარაკლისი ტარდება, გასაღებიც ჩვენ გვაქვს, და ყველაფერი კარგადაა.

IPB-ს სურათი

ასევე ჩემმა მასპინძელმა მომიყვა ამ ტაძართან დაკავშირებული თქმულება: თურმე ამ ტაძრის შესასვლელთან მიწაში დიდი ჭური ყოფილა და მომლოცველები შესაწირს ყრიდნენ შიგნით, ამ ჭურს მცველად ერთი დიდი გრძელი გველი ყოლია, ისეთი გრძელი რომ მდინარე ქურმუხზე წყლის დასალევად რომ ჩავიდოდა კუდი ისევ ჭურთან ქონდაო და თურმე ფულს არავის არ აპარინებდა, რამოდენიმე თათარს უცდიათ ამ ფულის მოპარვა და დაუგესლია ამ გველს და მოუკლია. ასე ამტკიცებდა რომ მე მყავს ის გველი ბავშვობაში ნანახიო. ახლა კი ის ჭური მიწით არის დაფარულიო.

გიორგობას ამ ტაძრის მისადგომებთან იმართება დიდი სახალხო დღესასწაული. აქეთ ქართველები ქეიფობენ იქით თათრები თავისას უბერავენbiggrin.gif ქართველები რომ მღერიან ისინი ზურნას აჭყაპუნებენ (ოხ მაგათი...). მარა მაინც სიმღერით გადავუჯოკრედ წელს wink.gif ხო ასევე ჩატარდა ჭიდაობა, და ახლა რა სათქმელია იასნია ყველა თათარი ვაფორთხიალეთbiggrin.gif ასევე ხელიც გადავუწიეთ თათარ ორფეხა ძაღლებს, პოლიციელებს.

ხო კიდე ძალიან წყინდათ ინგილოებს რომ ვეძახოდით და გაგვაფრთხილეს რომ ჰერელები დაგვეძახა მათთვის. ჩვენ ჰერელები ვართო ყველა იძახოდა.smile.gif ხოო მართლა რამოდენიმე მეგობარიც შევიძინე.

მე მერე გავიგე რომ გამაჰმადიანებულ ქართველებს უწოდებდნენ “იანგილოს”, რაც თურქულად ნიშნავს “ახალს” –“ ახალად მორჯულებულს”.სახელწოდება “ინგილო” მიღებილი ცანს ძველ თურქული იანგილი—იანგილო ფორმიდან (ყანგილი—ყანგილო), ხოლო “ინგილოდან” წარმოსდგა სახელწოდება “საინგილო”. ამგვარად, კახეთის აღმოსავლეთ ნაწილმა ნაწილმა XVIII ს. მიიღOო საა\ხელწოდება “საინგილო”. როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, “ინგილო” არა ეთნიკური, არამედ სოციალური შინაარსის ცნებაა, ე.ი. “ინგილო” როგორც ერი არ არსებობს, ინგილოები ქართველები არიან.

მოკლედ ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი შინ.
მართლა მაგარი ქართველები ცხოვრობენ იქ და მაგარ შევიწროებას განიცდიან თათრებისგან სამწუხაროდ. უმაგრესი ხალხია რა ვენაცვალე მაგათ. არ კარგავენ მართლმადიდებლობას და ქართველობას. მაგრამ საშინელი სიტყვაციაა რა, ლიტერატურა, ხატები, საქართველოს ისტორიის წიგნები, და თითქმის ყველაფერი ქართული აკლიათ. საზღვარზე ხატები, ეკლესიური წიგნები ჩუმად გადავიტანეთ, რომ დაგინახონ ჩამოგართმევენ და შეილება პრობლემებიც შეგექმნათო. მაგი კი არა ქართველმა მესაზღვრემ, მამაოს სახარებას არ ატანინებენო საზღვარზეო და მე გადამაქ ხოლმე ნაცნობები მყავს ცოტა საზღვარზეო. აბა...
ასევე მოსახლეობაც მაგარი გაჭირვებაშია. თათარს ხელი რომ დაარტყა აქ ეგრევე ციხეში გიკრავენ თავსო, ხოდა იმან რომც მოგკლას არ დაიჭერენო. ასეთი ფაქტი ბევრი ყოფილა და არის აქო.sad.gif

და ეს ყველაფერი ნახეთ რა შედეგს გვაძლევს:

1959 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში აღრიცხული იყო 10 ათასი ქრისტიანი ქართველი. დღეს ეს ციფრი 5 ათასამდეა დასული, მაშინ როცა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა რიცხვი 120 ათასიდან 350 ათასამდე გაიზარდა. საქართველომ, როგორც სამაჩაბლო და აფხაზეთი, ერთ დროს ჰერეთიც გაიმეტა.

დღეს კი ქართული ხელისუფლება ამ მხარეს გაზზე ცვლის აზერბაიჯანთან. დახმარებაც არ ჩანს ამ მხარის მიმართ და საერთოდ არანაირი ყურადღება. რაზედ უზომოდ გული მწყდებაsad.gif

არადა დამიჯერეთ ერთხელ მაინც რომ მოხვდეთ იმ მხარეში, იმისი დარდი წამოგყვებათ, იქაური ხალხის გაჭირვება და წუხილი გულში ჩაგივარდებათ.

აი მე შემილია თამამად ვთქვა რომ ვინც იქ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქართველი დარჩა ისინი არიან ნამდვილი საქართველოს გმირები. მე ასე ვფიქრობ და ასე მწამს!

ღმერთმა ადღეგრძელოს, გაამრავლოს, მართლმადიდებლობაზე მოაქციოს ყველა, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჰერელი ქართველობა. და მალე ეს მხარე ჩვენ საქართველოს წიაღს დაბრუნებოდეს. ამინ!


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Oct 10 2016, 08:11 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ამ ნეტარების წუთებს მცირე ხნით მაინც გადაუარა სევდის აჩრდილმა - სინანული ტაძრის დამტვრეული კრამიტების ხილვამ მოგვგვარა. ისინი გამიზნულად ნასროლ უზარმაზარ ქვებს უმოწყალოდ დაემსხვრია. ადრეც ხომ ასეთმა უპატიო დამოკიდებულებამ აღაშფოთა წმინდა გიორგი და სათანადო სასჯელი მოუვლინა შემცოდეს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 11:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი