IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> რა უნდა ქნას ადამიანმა რომ მოიპოვოს სასუფეველი
giorgi.iakobashvili
პოსტი Oct 19 2010, 11:06 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 19-October 10
წევრი № 9,676



რა უნდა ქნას ადამიანმა რომ მოიპოვოს სასუფეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Oct 19 2010, 11:14 PM
პოსტი #2


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



"...შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით."(მათე 22:37)
შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

მე ასე ვფიქრობ.


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ana*
პოსტი Oct 19 2010, 11:36 PM
პოსტი #3


Gothic, it's inside
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,163
რეგისტრ.: 10-October 08
მდებარ.: in your nightmare
წევრი № 5,793



მხოლოდ სიყვარული საკმარისია?


--------------------
Metal power
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Oct 19 2010, 11:45 PM
პოსტი #4


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



*ana*
მხოლოდ ლიტონი სიტყვები არა. სიტყვასთან ერთად საქმით რა თქმა უნდა.

4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;
6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.

პავლეს ეპისტოლენი
პირველი კორინთელთა მიმართ
თავი მეცამეტე


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Oct 19 2010, 11:50 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(*ana* @ Oct 19 2010, 11:36 PM) *

მხოლოდ სიყვარული საკმარისია?



თავად განსაჯე


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi.iakobashvili
პოსტი Oct 20 2010, 07:56 AM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 19-October 10
წევრი № 9,676



იაკობ მოციქული ბრძანებს (სარწმუნოება თვინიერ საქმეთა გარეშე მკვდარ არს) მერე დასძენს (ესშმაკთაც სწამთ ღმერთის და წრწიან მისგან )

ანუ მარტო რწმენა არ არის საკმარისი რწმენით ეშმაკებსაც წამთ ღმერთის მაგრამ ძრწიან მისგან რწმენას თან უნდა დაურთო შენი საქმები ხე ნაყოფით იცნობა ამიტომ შენი საქმებით გიცნობს უფალი და შენი საქმებით გაცხონებს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gabrieli.
პოსტი Oct 20 2010, 04:18 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 298
რეგისტრ.: 25-December 09
მდებარ.: გორი
წევრი № 7,861



რა უნდა ქანას და წუთისოფელი უნდა მოიძულოს რომ ღმერთი შეიყვაროს, რომ შეიყვაროს საჭიროა სრული თავგანწირვა და საკუთარი ნების მტკიცედ გადაწყვეტა რომ ღმერთი გინდა და უერთგულებ მას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
aia
პოსტი Oct 20 2010, 05:42 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 385
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი № 3,725



განვიკითხებით არა ჩვენი საქმეებით არამედ ჩვენი გულის ზრახვებით... ამიტომ სიკეთე სხვის დასანახად არ უნდა გავაკეთოთ და უნდა გვქონდეს ყოველთვის სუფთა გული და მთელი გულით გვიყვარდეს უფალი და მოყვასი... smile.gif kiss1.gif


--------------------
აკურთხევდით უფალსა ყოველნი ქმნილნი მისნი ყოველსა ადგილსა უფლებისა მისისასა;

აკურთხევს სული ჩემი უფალსა

დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Oct 21 2010, 06:14 PM
პოსტი #9


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



giorgi.iakobashvili
სპორტსმენი ხარ?IPB-ს სურათი


რა უნდა ქნას ადამიანმა და უნდა იცხოვროს უფლის მცნებების მიხედვით. შეუძლებელი არაა, მაგრამ ცოტა ძნელია კია, ისე, ჩვენში დარჩეს IPB-ს სურათი


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi.iakobashvili
პოსტი Oct 21 2010, 09:34 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 19-October 10
წევრი № 9,676



ქევანა

სპორცმენი არა საიდან მოიტანე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
+ვახტანგი+
პოსტი Oct 31 2010, 02:44 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 272
რეგისტრ.: 25-March 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,721



ციტატა(*ana* @ Oct 19 2010, 11:36 PM) *

მხოლოდ სიყვარული საკმარისია?


ღმერთის სივაყრული უკვე გულისხმობს უფლის მცნებების აღსრულებას, უფლის ერთგულებასა და თავგანწირვას, იესუ ტკბილისკენ დაუოკებელ სწრაფვას, გულმხურვალებასა და მდუღარე სარწმუნოებას. ასეთი ადამიანი ყველანაირად ცდილობს ყველა საქმეში სათნოეყოს უფალს, მარად სწორი გზით ვიდოდეს, რათა გული არ ატკინოს უფალს, რადგან იგი ძალიან, უზუმოდ, უყვარს. უყვარს უფალი, რომელიც ჯვარს ეცვა მისთვის smile.gif smile.gif smile.gif


--------------------
"ამიტომაც არის ძნელი ცხოვნება, რომ გვიტკბება აქაური ღირებულებები, რაკი შევეჩვიეთ, არ გვემეტება დასათმობად, რადგან მაღალს ვერ ვწვდებით. მაგრამ ვინც მოინდომებს, პოულობს ისეთ სიხარულს, რომელსაც ვერ მისცემს და ვერც წაართმევს წუთისოფელი" (დეკ.ანდრია კემულარია)
"წუთისოფელი არის შრომა-გასწორებითი კოლონია. ადამიანი კი ცდილობს იქციოს სამოთხედ" (დეკ.ანდრია კემულარია)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მათველა
პოსტი Oct 31 2010, 10:28 PM
პოსტი #12


დაიგვიანე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 1-April 07
მდებარ.: მიმავალი , მიმავალი..
წევრი № 1,539



ეგ სიტყვები თავისთავად ბევრ რამეს მოიცავს. სწორი გზით უნდა იაროს.
ამ გზაზე სიარულში მოძღვარი გეხმარება.
ქევანასი არ იყოს, ცოტა ძნელია,მაგრამ შეუძლებელი არაა,


--------------------
თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inkvizitor
პოსტი Nov 29 2010, 11:53 AM
პოსტი #13


ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო.
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-May 07
მდებარ.: თბილისი.
წევრი № 1,896



ციტატა(ქევანა @ Oct 21 2010, 06:14 PM) *

რა უნდა ქნას ადამიანმა და უნდა იცხოვროს უფლის მცნებების მიხედვით.

აბა, აბა!!!
ავაზაკი სულ მცნებების მიხედვით ცხოვრობდა, პირველი რომ შეიყვანა სამოთხეში.
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Nov 29 2010, 01:53 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(inkvizitor @ Nov 29 2010, 11:53 AM) *

აბა, აბა!!!
ავაზაკი სულ მცნებების მიხედვით ცხოვრობდა, პირველი რომ შეიყვანა სამოთხეში.
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


მაგ ერთი მაგალითით აპელირება როგორ შეიძლება? biggrin.gif მაშინ საერთოდ ნათლობაც არაა საჭირო ცხონებისთვის ეგრე გამოდის... biggrin.gif გამონაკლისი დავტოვოთ გამონაკლისად... smile.gif

ნათლად ამბობენ მოციქულები თავიანთ წერილებში და ეპისტოლეებში, რომ რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია... smile.gif

უამრავი ნაწყვეტის გახსენება შეიძლება მაგ წერილებიდან, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება "მხოლოდ რწმენა ცხონებისთვის" იდეას...

პ.ს. ავაზაკი პირველი შეიყვანა თუ არა ეგ არსად ჩანს, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის დროს ვინ შევიდა პირველი, არსად ჩანს... smile.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Nov 29 2010, 02:00 PM
პოსტი #15


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



Otherguy

ციტატა
პ.ს. ავაზაკი პირველი შეიყვანა თუ არა ეგ არსად ჩანს, ჯოჯოხეთის წარმოტყვევნის დროს ვინ შევიდა პირველი, არსად ჩანს...


სიტყვები "დღეს ჩემთან ერთად იქნები სასუფეველში" სწორედ ამას ნიშნავს. სასუფეველი აღდგომის შემდეგ გაიღო მართალთათვის, მაგრამ ავაზაკი მანამდე გახდა პატივდებული ამ დიდი წყალობისა.

inkvizitor

ციტატა
ავაზაკი სულ მცნებების მიხედვით ცხოვრობდა, პირველი რომ შეიყვანა სამოთხეში.


ნუ ეს უკომენტაროდ.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Berckley
პოსტი Nov 29 2010, 03:38 PM
პოსტი #16


მინისტრობისთვის გაჩენილი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 7-November 10
მდებარ.: თბილისი,საქართველო
წევრი № 9,820



ციტატა
მხოლოდ სიყვარული საკმარისია?
მე ვფიქრობ,თუ ღმრთის სიყვარული გაქვს მის მცნებებსაც დაიცავ და ისე იცხოვრებ,როგორც მან დაგვარიგა.


--------------------
* ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! *
* ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო *
* ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს,ისიც კი განაბნიესო *
* დიდება მოთბინებასა შენსა,უფალო იესო *
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Nov 30 2010, 12:57 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ნიკა ქუცნიაშვილი

კი მაგრამ, სიყვარული სწორედ იმით იზომება, თუ როგორ ასრულებ მის მცნებებს... smile.gif

afxazi

ანუ ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა აღდგომის მერე მოხდა ხომ? მეც ამას ვამბობ! smile.gif სწორად გამიგია ესეგი...

პირდაპირ წერია საქმეებში: "არ დატოვა ღმერთმა ჯოჯოხეთში იესო, აღვიდგინა იგი" - რაც ნიშნავს რომ იესო სიკვდილის მერე სამოთხეში არ მოხვედრილა, არამედ როგორც ყველა ადამიანი - ჯოჯოხეთში... აღდგომამდე ვერ გაიღებოდა სამოთხის კარი, რადგან ჯერ არ იყო სიკვდილი დამარცხებული... smile.gif

თავად იესო ამბობს: "დაჰყოფს ძე კაცისა მიწისქვეშეთში 3 დღეს"... smile.gif თუ ეს მართალია როდის გახსნა სამოთხის კარი და როდის შევიდა? და ასევე "არ ავსულვარ ჯერ მამასთან"-ო, აღდგომის მერე... smile.gif

კაი არ გვინდა ამაზე... smile.gif უბრალოდ სიტყვა "დღესვე იქნები ჩემთან ერთად სამოთხეში"- არ ნიშნავს რომ იმ დღესვე იქნებოდა... smile.gif მძიმის გადაადგილების მომხრე ვარ... biggrin.gif


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inkvizitor
პოსტი Nov 30 2010, 10:39 AM
პოსტი #18


ყველაზე მეტად მტკივა სამშობლო.
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-May 07
მდებარ.: თბილისი.
წევრი № 1,896



მოსაწონია როდესაც საღი მსჯელობა იმართება მაგრამ, თემები არ აურიოთ და ამჯერედ არას ვიტყვი იმის შესახებ დღესვე შეიყვანა ავაზაკი თუ !!!!! თუ მეხსიერება არ მღალატობს მსგავსი თემა არის.
რაც შეეხება ჩვენს თემას.
არსად არ წერია "ვინც მცნებებს აღასრულებს ცხონდებაო"
თან ნუ დაივიწყებთ ერთ მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს. 10 მცნება არის ძველი აღთქმის მცნებები და მას ზედმიწევნით ასრულებდნენ ფარისევლები. ისინი მოშურნეებიც იყვნენ და რწმენაც ქონდათ.
თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მაშინ რაღა საჭირო იყო ქრისტეს მხსნელი ვნებები???
და საერთოდ, პირველნი ფარისეველნი უნდა შესულიყვნენ სამოთხეში.
ციტატა(Otherguy @ Nov 29 2010, 01:53 PM) *

მაგ ერთი მაგალითით აპელირება როგორ შეიძლება? biggrin.gif მაშინ საერთოდ ნათლობაც არაა საჭირო ცხონებისთვის ეგრე გამოდის... biggrin.gif გამონაკლისი დავტოვოთ გამონაკლისად... smile.gif

ნათლად ამბობენ მოციქულები თავიანთ წერილებში და ეპისტოლეებში, რომ რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია... smile.gif


ნუ ვიქნებით რადიკალები და მივყვეთ მსჯელობას.
ჯვარცმული ავაზაკის ისტორია სულაც არ არის გამონაკლისი.
ეგ რომ გამონაკლისი ყოფილიყო მახარებლები ასეთ დიდ ყურადღებას არ დაუთმობდნენ და საერთოდ ამოიგდეთ თავიდან აზრი იმის შესახებ, თითქოსდა სახარებაში რაიმე დაიწერა რაც შეგვიძლია გამონაკლისად ჩავთვალოთ.
სახარება არ არის მხატვრული ნაწარმოები და იქ მსგავს "გამონაკლისებსაც" უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ხოლო ნათლობაზე კი მე ასე ვიტყოდი;-ცხონებისათვის ნათლობა არ არის საკმარისი.


--------------------
ბერი კაცი ვარ, ნუ მომკლავ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Nov 30 2010, 11:37 AM
პოსტი #19


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



რამე კრეატიული/ორიგინალური უნდა ჩაიდინო

Господь наблюдает за тобой. Живи так, чтобы ему было интересно.



--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Nov 30 2010, 12:12 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



ციტატა(inkvizitor @ Nov 30 2010, 10:39 AM) *

მოსაწონია როდესაც საღი მსჯელობა იმართება მაგრამ, თემები არ აურიოთ და ამჯერედ არას ვიტყვი იმის შესახებ დღესვე შეიყვანა ავაზაკი თუ !!!!! თუ მეხსიერება არ მღალატობს მსგავსი თემა არის.
რაც შეეხება ჩვენს თემას.
არსად არ წერია "ვინც მცნებებს აღასრულებს ცხონდებაო"
თან ნუ დაივიწყებთ ერთ მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს. 10 მცნება არის ძველი აღთქმის მცნებები და მას ზედმიწევნით ასრულებდნენ ფარისევლები. ისინი მოშურნეებიც იყვნენ და რწმენაც ქონდათ.
თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მაშინ რაღა საჭირო იყო ქრისტეს მხსნელი ვნებები???
და საერთოდ, პირველნი ფარისეველნი უნდა შესულიყვნენ სამოთხეში.

ნუ ვიქნებით რადიკალები და მივყვეთ მსჯელობას.
ჯვარცმული ავაზაკის ისტორია სულაც არ არის გამონაკლისი.
ეგ რომ გამონაკლისი ყოფილიყო მახარებლები ასეთ დიდ ყურადღებას არ დაუთმობდნენ და საერთოდ ამოიგდეთ თავიდან აზრი იმის შესახებ, თითქოსდა სახარებაში რაიმე დაიწერა რაც შეგვიძლია გამონაკლისად ჩავთვალოთ.
სახარება არ არის მხატვრული ნაწარმოები და იქ მსგავს "გამონაკლისებსაც" უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ხოლო ნათლობაზე კი მე ასე ვიტყოდი;-ცხონებისათვის ნათლობა არ არის საკმარისი.


არ წერია? პირიქით, ძალიან ბევრ ადგილას წერია რომ "მცნებების აღმსრულებელი ცხონდება"-ო... ოღონდ რწმენის გარეშე არა ცხადია...

უმარტივესი მაგალითები:

"რადგანაც რჯულის მსმენელნი კი არ არიან მართალნი ღვთის წინაშე, არამედ რჯულის აღმასრულებელნი გამართლდებიან." (რომაელთა 2:13)

"ნეტარ არიან, რომელნი იქმოდიან მცნებათა მისთა, რაჲთა იყოს ჴელმწიფებაჲ მათი ძელსა მას ზედა ცხორებისასა, და ბჭეთა მათ მიერ შევიდენ ქალაქად. " (გამოცხადება 22:14)

და "ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია.

როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით. "(იაკობი 3:17,24)

უამრავი პასაჟის მოყვანა შეიძლება...

ეხლა გადავედით შემდეგზე:

ათ მცნებას სოლომონი, დავითი და სხვები არ ასრულებდნენ და რიგითი ებრაელისგან ითხოვ? smile.gif

თუ ასეა ღმერთი მიკერძოებული იყო როცა დავითი და სოლომონი შეუშვა სამოთხეში(აკრძალული იყო არადა პოლიგამია[მრუშობა და გარყვნილება], მკვლელობა და ასე შემდეგ)...



ერთი რამ გავიწყდებათ როცა ავაზაკის ისტორიას განიხილავთ...

განა პავლე მოციქული ტყუილად ამბობს:

"რადგან თუ მას შემდეგ, რაც შევიცნეთ ჭეშმარიტება, კვლავ ჩვენი ნებით ვცოდავთ, უკვე აღარა რჩება მსხვერპლი ცოდვათათვის." (ებრაელთა 10:26)

ანუ აქ საუბარი იყო ნათლისღების მერე ცოდვების ჩადენაზე... ავაზაკს მხოლოდ იმ წამს მიეცა შანსი იესოსადმი რწმენა გამოევლინა და გააკეთა კიდეც ეს... იესომ დაინახა რომ ავაზაკს რომ კიდევ ცხოვრების საშუალება ჰქონოდა ნამდვილად "აღარ"(მნიშვნელოვან ცოდვებზეა საუბარი) შესცოდავდა... ესაა მთავარი...

ქრისტემ დაინახა რომ ავაზაკში "ძველი კაცი ეცვა ჯვარს"...

თორემ დღევანდელი მონანიებასავით კი არ იყო ავაზაკის მონანიება, ცოტა ხანში იგივეს რომ ჩადიან...



--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 06:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი