IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რატომ არ დღესასწაულობენ მართლმადიდებლები ახალ წელს?, რატომ არ დღესასწაულობენ მართლმადიდებლები ახალ წელს?
Alterego
პოსტი Jan 6 2013, 06:08 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 378
რეგისტრ.: 27-December 12
წევრი № 12,845



მიზეზი 1: თვით თარიღის არასაეკლესიო და არამართლმადიდებლური ხასიათი

წმიდა ეკლესია ახალ წელს ზეიმობს 1 სექტემბერს (ძვ. სტილით, ახალი სტილით 14 სექტემბერს), ინდიქტიონის დასაწყისს. სწორედ ამ თარიღს ეძღვნება შესაბამისი ღვთისმსახურებაც. ხოლო სამოქალაქო ახალი წელი, რომელსაც ზამთარში ზეიმობენ, არანაირად არ არის დაკავშირებული საეკლესიო კალენდართან. რუსეთში მისი შემომტანია პეტრე I, კერძოდ 1700 წლიდან (თუმცა მაშინ მას დღესასწაულობდნენ იულიანური კალენდრით, და არა კათოლიკურ-გრიგორიანული, ანუ ახალი სტილით, როგორც ეს არის ევროპაში).

ახალი წელი, რომელსაც 1 იანვარს ზეიმობენ, ამოვარდნილია საღვთისმახურებო წრიდან და მიიღო არაქრისტეანული ხასიათი, რასაც აღნიშნავდა მრავალი ქრისტეანი მოღვაწე და ღვთისმსახური (მაგ. თეოფანე დაყუდებული, იოანე კრონშტადტელი და სხვები). ისინი რუს ხალხს ამხელდნენ იმაში, რომ ბაძავდა და ღმერთსგანდგომილ დასავლეთს, წარმართულად ხვდებოდა ახალ წელს: "უჭახუნებთ ერთმანეთს ჭიქებს და რა თვალსაზრისით? თქვენ მეტყვით: ჩვეულებაა ასეთი. და მე დაგიდასტურებთ: დიახ, ჩვეულებაა, მაგრამ სულაც არა ქრისტეანული, არამედ წარმართული, უკეთური და ღმრთისსაწინააღმდეგო" (Феофан Затворник. Слово на Богоявление, 6 января 1865 г.).

ბოლშევიკების მიერ ახალი სტილის, ანუ ახლანდელი სამოქალაქო კალენდრის შემოღების შემდეგ, ახალი წლის 1 იანვარს ზეიმობა ემთხვევა შობის მარხვის ბოლო დღეებს, როდესაც ტიპიკონის მიხედვით მართლმადიდებელ ქრისტეანებს მკაცრი მარხვა აქვთ დაწესებული.

მიზეზი 2-ე: ახალი წლის ანტიქრისტეანული ხასიათი

თანამედროვე, საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ახალი წელი და ზეიმობა, რომელიც მასთან არის დაკავშირებული, იმთავითვე ქრისტეს შობის დღესასწაულის საპირისპიროდ იყო გამიზნული, და ბოლშევიკები მას ანტირელიგიური პროპაგანდის წარმატებად მიიჩნევდნენ.

გამოდის, რომ მართლმადიდებლები, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავენ, უღმრთო სამყაროს უმეგობრდებიან კერპთაყვანისცემაში. ამ დროს ისეთი ტერმინების გამოყენება და თავის მართლება, რომ თითქოსდა ეს არის "მოყვასისადმი სიყვარულის გამოხატულება" არაეკლესიურ ადამიანთა ვიწრო წრეში, ან "სამარხვო სუფრა" (წეს-განგების ფორმალური დაცვის მცდელობა) - იმ სამყაროსთან მეგობრობის გამოვლინებაა, რომელთანაც დაძმობილება, წმიდა წერილის მიხედვით, მტერობა ღმრთისა (იაკობი 4:4).

ქრისტეს ეკლესია არაამქვეყნიურია. ძველ ქრისტეანებს არ ეშინოდათ იმისი, რომ შესაძლოა ვერ მორგებოდნენ მათ თანამედროვე მსოფლიოს, პირიქით, უპირისპირდებოდნენ კიდევაც მას, უშიშრად მიდიოდნენ ტანჯვაზე, და თავისი წმიდა, უბიწო და აღმსარებლობითი ცხოვრებით ახალი ქრისტეანები მოჰყავდათ ეკლესიის წიაღში. ახლა კი ეკლესია კი არ "ამარილებს" მსოფლიოს, არამედ მსოფლიო ცდილობს "გადააეკლესიუროს" ქრისტეანობა და გააამსოფლიუროს იგი. მსოფლიოსთან, ამ წუთისოფელთან ასეთი დაახლოვება ქრისტეანებს ამსგავსებს იმ "განქარვებულ მარილს" მაცხოვარი რომ ბრძანებს თავის სახარებაში (იხ. მათე 5:13).

სამოქალაქო ახალი წლის, 1 იანვრის დღესასწაულობა ახალი კალენდრით მიუღებელი უნდა იყოს მართლმადიდებლებისთვის. ამ დღეს, როდესაც უღმერთო, მწვალებლური და ღმერთსგანდგომილი მსოფლიო თავის ახალ წელს ზეიმობს, მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმ. მოწამე ბონიფანტეს ხსენების დღეს, რომელიც გახლავთ უბადლო მაგალითი სრული აღმსარებლობისა და გემოთმოყვარების დამარცხებისა.

მართლმადიდებელნო ღირსეულად მოვემზადოთ შობისთვის და არა წარმართული ზეიმობისთვის, რომელიც შეურაცხყოფს ქრისტეს შობას.

ეს ყველაფერი იწერება საიტზე http://apocalypse.ge და თუ კი ასეა და წარმართულ და მწვალებლურ დღესასწაულს ავღნიშნავთ 1 იანვარს მაშინ რატო გვილოცავს 31 დეკემბერს ახალ წელს პატრიარქი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marine
პოსტი Jan 13 2018, 07:03 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 28,396
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხვალ დგება ნამდვილი ახალი წელი. მინდა, ღმერთს შევთხოვო, თქვენთვის და საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის ტკბილი წელი ყოფილიყოს, გამართლებულები ვყოფილიყავით და ერთმანეთი აგვეტანოს და გაგვეტანოს. ღმერთს შევთხოვ, ხვალინდელი დღე კეთილი გაგვთენებოდეს".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
--------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Alterego   რატომ არ დღესასწაულობენ მართლმადიდებლები ახალ წელს?   Jan 6 2013, 06:08 PM
benediqt   დეგრადაცია, ფანატი...   Jan 6 2013, 07:26 PM
Alterego   დეგრადაცია, ფანატ...   Jan 6 2013, 09:26 PM
A.V.M   Alterego ხოდა ყველაფერი...   Jan 6 2013, 09:33 PM
Alterego   Alterego ხოდა ყველაფერ...   Jan 6 2013, 09:46 PM
benediqt   Alterego სქიზმატებისაა...   Jan 6 2013, 09:59 PM
Alterego   Alterego სქიზმატებისაა?...   Jan 6 2013, 10:01 PM
benediqt   Alterego რომელიღაც ფსე...   Jan 6 2013, 10:23 PM
Alterego   [b]Alterego რომელიღაც ფსე...   Jan 6 2013, 10:30 PM
მახოროგა   რეალურად რომ დავუკ...   Jan 6 2013, 10:24 PM
მონა უფლისა   მე ვთვლი,რომ ახალი ...   Jan 6 2013, 10:34 PM
ქევანა   Alterego შენც გუჯუნა ხომ...   Jan 6 2013, 11:32 PM
Alterego   Alterego შენც გუჯუნა ხო...   Jan 6 2013, 11:54 PM
Martl_madidebeli   რატომ უნდა იდღესას...   Jan 9 2013, 08:50 PM
A.V.M   ეჰ.....   Jan 9 2013, 10:02 PM
Martl_madidebeli   განა რა სიბოროტეს...   Jan 9 2013, 10:33 PM
afxazi   Martl_madidebeli მართლმადიდ...   Jan 9 2013, 10:36 PM
Martl_madidebeli   afxazi შე დალოცვილო ვა...   Jan 9 2013, 10:50 PM
afxazi   Martl_madidebeli ვის რა ახსენ...   Jan 9 2013, 10:54 PM
Martl_madidebeli   afxazi აშავებს იმას რო...   Jan 9 2013, 11:01 PM
afxazi   Martl_madidebeli რაც არ იცი რ...   Jan 9 2013, 11:03 PM
Martl_madidebeli   რატომ არ არის? ხო ე...   Jan 9 2013, 11:08 PM
Martl_madidebeli   ლლლლლლლლ   Jan 9 2013, 11:08 PM
MIRDAT   afxazi აშავებს იმას რო...   Jan 10 2013, 04:11 AM
Alterego   Martl_madidebeli შენთვის ის ა...   Jan 10 2013, 06:12 AM
marine   ერთმა მამაომ ტელევ...   Jan 10 2013, 10:53 AM
afxazi   marine ვფიქრობ ეს არა...   Jan 10 2013, 01:47 PM
marine   marine ვფიქრობ ეს არას...   Jan 10 2013, 01:50 PM
Martl_madidebeli   აზრს მოკლებული მე...   Jan 12 2013, 10:31 AM
მხევალი ნინო   ვინ არ დღესასწაულო...   Jan 12 2013, 10:41 AM
afxazi   Martl_madidebeli ასეთი ზოგა...   Jan 12 2013, 11:22 AM
marine   "ღმერთმა დალოცოს ...   Nov 9 2017, 09:29 PM
marine   "რადგან ახალ წელთ...   Nov 13 2017, 09:24 PM
marine   "დამდეგი წელი ყოფ...   Dec 13 2017, 01:49 PM
marine   "ახალი წლის მეორე...   Dec 15 2017, 09:36 PM
marine   "ამ ახალწლის დამდ...   Dec 21 2017, 07:59 PM
marine   "შენთვის ბედნიერ...   Dec 30 2017, 10:27 AM
marine   "შობა ახალ წელზე ...   Dec 31 2017, 02:07 PM
marine   ჩემო ფორუმო და ფორ...   Dec 31 2017, 09:35 PM
marine   "ეს კარზე მოსული ...   Jan 9 2018, 01:03 PM
marine   "ჭურო, მრავალ ახა...   Jan 10 2018, 11:15 AM
marine   "ნაძვი სიცოცხლის,...   Jan 11 2018, 11:52 AM
marine   "ზოგადად ახალი წე...   Jan 11 2018, 07:05 PM
marine   "ხვალ დგება ნამდვ...   Jan 13 2018, 07:03 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th January 2018 - 09:19 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი