თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ამაოება ამაოებათა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 07:43 PM

"ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა."


"ამ ქვეყანაზე ღვთის შემეცნება ცხოვრებისეული ამაოებიდან გამოღვიძებული გონების პირველი მოძრაობაა"

/ბროუნი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2021, 07:31 PM

"ჩემო საყვარელო შვილებო, კვლავ გთხოვთ, შორს განუდექით ყოველგვარ ამაოებას, განუწყვეტლივ იღვაწეთ, რომ მყარად მისდიოთ ეკლესიის სწავლებას, სიმდაბლით და ქრისტეს სიყვარულით იაროთ მისი ყოვლადწმიდა ნების თანახმად... ამინ!"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 04:06 PM

"თუ მარადიულ საუნჯეს არ აგროვებ კეთილ საქმეთა ქმნით, მაშინ ნუ დაგწყდება გული, როდესაც მიწიერ საუნჯეს ამაოება შთანთქავს"

/მამა თეიმურაზ ქორიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 06:06 PM

"ხან მეც მინდა გავერიდო, ბაზარს ამაოების"

/ლალი ხვედელიანი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2021, 10:35 PM

"მათ, ვინც მიჩვეულნი არიან სულიერ თვლემას (რაც ნიშნავს ამაოებაში ჩაფვლას) და ამით ადუნებს სულის სიფხიზლეს, თავს ესხმის სასოწარკვეთილების მზაკვარი მხეცი. ამისგან თავის დასაცავად, ქრისტეს მოწაფე მოგვიწოდებს, მუდამ ვიფხიზლით და ვუფრთხოდეთ ღვარძლის მთესველს, რათა, როდესაც ჩაგვთვლემს, ანუ დაუდევრად და ფუქსავატურად ვატარებთ ცხოვრებას, მან ფარულად არ დათესოს ბოროტი აზრები და არ განგვაშოროს ჭეშმარიტ ცხოვრებას"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 1 2021, 02:26 PM

"ქედმაღლობა ყოველთვის ამაოა, რაც ქმნის ცარიელ ადამიანს, ღმერთის გარეშე მყოფს"

/ეპისკოპოსი ილარიონ არელატელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2021, 06:20 PM

"(ეკლესიასტემ) ღვთის საქმეს კი არ უწოდა ამაო, არა, ზეცა კი არ არის ამაო, მიწა კი არ არის ამაო, არა, არც მზე, არც მთვარე, არც ვარსკვლავები, არც ჩვენი სხეული. ყველაფერი ეს "ძალიან კარგია". მაშ, რა არის ამაო? მოვისმინოთ, რას ამბობს თვითონ ეკლესიასტე: "ჩავყარე ჩემთვის ვენახები,.. ავიშენე ტბორები,.. შევიძინე ძროხაც და ცხვარიც,.. შევაგროვე ჩემთვის ვერცხლიც და ოქროც,.. შევიძინე ჩემთვის მომღერალი კაცნი და ქალნი... და ვთქვი ჩემს გულში, რომ ესეც ამაოებაა" (ეკლ. 2,4; 2, 6-8;15); კვლავ "ამაოება ამაოებათა!" მოისმინე რას ამბობს წინასწარმეტყველიც: "აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება" (ფს. 38,7). ამიტომ "ამაოება ამაოებათა" არის ბრწყინვალე შენობები, ოქროს სიუხვე და სიჭარბე, მოედნებზე ხმაურით მორბენალ მსახურთა გუნდები, სიამაყე და პატივმოყვარეობა, ქედმაღლობა და ამპარტავნობა. ყოველივე ეს ამაოებაა, რადგან ღმერთისგან არ მოდის და ადამიანებმა წარმოქმნეს. მაგრამ რატომ არის ამაო? - იმიტომ, რომ არანაირი კეთილი მიზანი არ აქვს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2021, 07:17 PM

"ამაოა ლოცვა ადამიანისა, რომელსაც შურისგება სურს!"

/ამბა ისაია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 03:47 PM

"თუკი მოიძულებ ყოველივე მიწიერს, მთელ ქვეყნიერებაზე უძვირფასესი იქნები"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:02 PM

"მალე იღუპებიან მწერები, როცა ღამის ნათურის ბრწყინვალებით იხიბლებიან: ჩვენც მალე ვიღუპებით, როცა ამაო სიკეთეებით ვიხიბლებით!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 04:52 PM

"ყოფითი საზრუნავის უარყოფა ყველაზე საუკეთესო ზრუნვაა საკუთარ თავზე!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 05:41 PM

"ადამიანს ამაოდ სურს, ინუგეშოს თავი იმით, რაც მსწრაფლწარმავალია; ამაოდ სურს, მიეწებოს იმას, რაც მასთან მუდამ არ იქნება; ამაოდ სურს, თავის გული დაუდოს იმას, რაც ჩრდილივით ქრება!"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2021, 08:13 PM

"წუთისოფლის სიამოვნებები და პატივი მეტად ფუჭი და ამაოა, ისინი კი, ვინც მათ ეძიებენ, უფრო ფუჭნი არიან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2021, 05:28 PM

"თავი დაანებე ამაოების ძიებას, ვიდრე ის თავს თავად არ დაგანებებს!"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2021, 05:33 PM

"ყურადღებით იყავი საკუთარი თავისადმი, რათა ერთი ამაო სიტყვაც კი არ გამოვიდეს შენი ბაგეებიდან. რამეთუ ერთი ამაო სიტყვისთვისაც კი დაისჯები! (მათე 12, 36)."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 03:57 PM

"იფიქრე, რომ დღეს ან ხვალ მოკვდები და მაშინ ყოველგვარი ამაოება დატოვებს შენს გულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2021, 08:12 PM

"ავენი ("არარაობა", "ამაოება") (ამოს. 1.5) - ველი სირიაში, დამასკოდან 30 ინგლისური მილის დაშორებით (1 მილი = 1482 მ.), ლიბანის ორ ქედს შორის. მას ასევე ეწოდება ლიბანის ველი (იესო. 11.17). ამ ველზე მდებარეობდა ოდესღაც ცნობილი ქალაქები: ჩრდილოეთ ნაწილში - ბაალბექი და ილიოპოლისი, ხოლო სამხრეთ ნაწილში - ბაღდადი, სადაც ოდესღაც ბაალის თაყვანისცემა იყო გავრცელებული და, შესაბამისად, აღმართული იყო მრავალი წარმართული ტაძარ-საკერპო; ცხადია, ამიტომაც იუწყებოდა წინასწარმეტყველი ამოსი, მომავალში თუ რა უბედურება დაატყდებოდათ თავს სირიელებს შეცოდებათა გამო და მათ ცნობილ ველს უწოდებდა ველს ავენისა, ანუ არარაობისა, რითაც, ერთი მხრივ, უჩვენებდა მათი კერპების არარაობას და მეორე მხრივ - კერპებზე დაიმედების ამაოებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 09:19 PM

"აჰ, ამაოებამ დამიბნელა, დამიბრმავა გონება და ერთმაეთისგან ვეღარ ვარჩევ ცდუნებასა და ჭეშმარიტებას, ბოროტებასა და სიკეთეს, ზიანსა და სარგებელს, ცოდვასა და სათნოებას, გზას დაღუპვისაკენ და გზას ჭეშმარიტი ნეტერბისაკენ. ამაოებამ წამართვა ხსენება სიკვდილისა, რომელსაც ახლა მივუახლოვდი, წამართვა ხსენება მარადისობისა, რომელშიც უნდა შევაბიჯო".

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2021, 11:58 AM

"ფიქრებს ჩვენი ცხოვრების მიზანსა და დანიშნულებაზე შეუძლია, გვაიძულოს, გავმხნევდეთ და თავგამოდებით, მოშურნეობით დავიწყოთ ზრუნვა საკუთარ სულზე, საერთოდ გადავაფასოთ ჩვენი ცხოვრების ყველა მხარე და ყურადღება მოვწყვიტოთ ამაოებას, მივმართავთ რა მას მთავარი და აუცილებელი საგნებისაკენ".

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2022, 08:53 PM

"ღმერთო, ყელამდე ვართ ჩაფლულნი ყოფით ამაოებაში და ვერაფრით ვწყდებით საზრუნავსა და შინაურ საქმეებს. არასდროს გვრჩება დრო ლოცვისა და კეთილი საქმეებისათვის".

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 08:36 PM

"ამაოდ ადგებით ადრიანად და ხანგრძლივ სამუშაოს მიუჯდებით, თუკი უფალი არ დაგეხმარებათ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 12:40 PM

"უფალი ადამიანთა თვალთაგან ჭეშმარიტ ადამიანების მადლს ფარავს გარკვეულ დრომდე, რათა ამაოებამ არ გაანადგუროს ისინი"

/ბერი ანატოლი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2022, 08:31 PM

"ხრწნადი ნეტარება მის ამაოებას შეადარე, ხორცის სიამოვნება - სულიერ სიმძიმეს, რომელიც უცილობლად მოჰყვება მას, დროებითი ნუგეში - სულიერ მწუხარებას, რომელსაც აუცილებლად მოგვაყენებს იგი და ყოველივე ამით ვეღარ მოიხიბლები"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2022, 02:44 PM

"ნუ შესთხოვ უფალს ამაოსა და მცირედ მნიშვნელოვანს, მით უმეტეს იმას, რაც ჩვენი სულისათვის, შესაძლოა დამღუპველი იყოს, მაგალითად, - სიმდიდრეს, პატივს და სხვა მის მსგავსს. ასეთი ლოცვა არა მხოლოდ უნაყოფოა ჩვენთვის, არამედ ცოდვადაც შეიძლება შეგვერაცხოს - როგორც ღვთის განმარისხებელი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2022, 08:01 PM

"თავი დაანებე იმის ძიებას, რასაც პოვნისთანავე დატოვებ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 07:51 PM

"მიატოვე არა მხოლოდ ამაო საზრუნავი ზედმეტისათვის, არამედ - საჭიროსათვის ზემდეტი ზრუნვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 08:44 PM

"ხმაურიანი საერო დღესასწაულები და ქეიფები საუკეთესო გარემოებას წარმოადგენს ცოდვისათვის. უდიდესი საცთურია, როცა იძულებულნი ვართ მოვალეობის ან ჩვენი წოდების გამო იქ გამოვცხადდეთ; უდიდესი უგუნურებაა, თავი არაფრით დაიცვა მათგან მომდინარე მყრალი ოხშივარისგან. ღვთის წინაშე აშკარა ორგულობაა, თავი არ შეიკავო მათგან, თუკი ამის შესაძლებლობა გექნება; აშკარა სიგიჟეა ჩაერთო მათში - ყოველგვარი საპატიო მიზეზის გარეშე. მხოლოდ ამაოებისა და დაბნეულობის გამო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2022, 09:33 PM

"როდესაც, უდაბნოდან გამოსვლის შემდეგ, ისრაელმა ერმა დაიწყო ნაყოფიერი მიწის გამოყენება, მანანა, რომელიც მას აქამდე ასაზრდოებდა, ზეციდან აღარ მოდიოდა. აქაური ცხოვრების სატყუარას წამოგებულ სულსაც, რომელიც გრძნობით სიამოვნებებს მიელტვის, ამაოდ ექნება იმედი, იგემოს ღვთაებრივი ნუგეში. ჯერ პირველზე უნდა თქვა უარი, რათა დატკბე უკანასკნელით, შეუძლებელია ერთიცა და მეორეც ერთად არსებობდეს. გსურთ, რომ ღმერთი თქვენთვის ზეციურ მანანაზე ტკბილი აღმოჩნდეს? დაე, ეს სოფელი მთელი თავისი ამაოებით თქვენთვის უდაბნოდ გადაიქცეს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 11:59 AM

"ჰოი, რა ამაოა ადამიანის მცდელობა!
დღეს ერთად ვართ, ხვალ ვშორდებით ერთმანეთს; დღეს ბედნიერები ვართ და ვხარობთ; ხვალ ვჩხუბობთ, გვწყინს; დღეს ვცოცხლობთ და ტბილი ხმით გვალობთ, ხვალ მოვკვდებით და მატლები შეგვჭამენ.
ჰოი, ამაო სოფელო! ჰოი, ცდუნებულო ადამიანო!"

/წმ. იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 06:37 PM

"ვისაც უნდა მუდმივად ახსოვდეს ღმერთი, მუდმივად ახსოვდეს სიკვდილი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ამქვეყნიური ამაოებებით არის დაკავებული, ჰგავს ადამიანს, რომელსაც ბანაობა მოუწადინებია, მაგრამ ხელ-ფეხი აქვს შეკრული. ხელფეხშეკრული ადამიანი ცურვას ვერ შეძლებს და დაიხრჩობა, ან ძალიან გაუჭირდება მას გადარჩენა. თუ ადამიანი ჭეშმარიტად ფიქრობს სიკვდილზე, ჭეშმარიტად ფიქრობს გადარჩენასა და უფალზე, მაქსიმალურად უნდა განერიდოს ამქვეყნიურ ამაოებებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2022, 08:02 PM

"მხედარი დეზს იყენებს, რათა ცხენი გზადაგზა ააჩქაროს - ეს მას ცხენის შესაფხიზლებლად სჭირდება. ასეთივე სულიერი დეზია გლოვა, რომელიც სულიერად გვაფხიზლებს და ამქვეყნიურ ამაოებებს განგვაშორებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 05:13 PM

"იმ დროს, რომელიც ღვთის სადიდებლად უნდა გამოიყენოს, ადამიანი ამაოებას ახმარს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2022, 08:45 PM

"ადამიანს კი, რომელიც ღვთის რწმენის გამო უარს ამბობს აქვეყნიურ ამაოებებზე და უპოვარების გზას შეუდგება, ღვთისგან ჯილდოდ ზეციურ ნეტარებას მიიღებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2022, 08:27 PM

"სოდომ-გომორიც ნაყროვანებამ და ამქვეყნიურ ამაოებათა მოყოლამ გაანადგურა. სოდომი და გომორი ყველა ამქვეყნიურ ამაოებაში იყო ჩაფლული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2022, 07:59 PM

"17. როგორც ძალიან მსუქანი მწყერი ვერ აფრინდება ცაში, ისევე ცამდე ვერ ამაღლდება ის, ვინც ხორცს ასუქებს. (იოანე სინელი)

შეუძლებელია ადამიანი მიუახლოვდეს უფალს, ვიდრე ამქვეყნიურ ამაოებაშია ჩაფლული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2022, 08:15 PM

"რა თქმა უნდა, ღვთის ძალა უძლურების დროს წარმოჩნდება; რაც უფრო მეტად აღმოაჩენს ადამიანი თავის უძლურებას და შეიმეცნებს, რომ მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ვერ შეძლებს ამქვეყნიური ამაოებისგან თავის დახსნას, უფრო მეტად მიიქცევა უფლისაკენ და უფალიც შეეწევა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2022, 08:27 PM

"ხილული - ეს არის ამსოფლიური ამაოებანი. ვინც ამქვეყნიურ ამაოებათ მოიძულებს, ის შეიყვარებს უხილავს - უფალს"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2022, 09:32 PM

"ამა ქვეყნის სიძულვილი" არ გულისხმობს უფლის მიერ შექმნილი ხილული სამყაროს სიძულვილს, არამედ ამქვეყნიურ ამაოებათა მოძულებას. ჭეშმარიტი სასოებისა და ამაოებათა მოძულების მტერი ადამიანში არის გემოთმოვყარეობა"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2022, 05:57 PM

"გაბედულებას სულიერი სიწმინდე ითხოვს, მიჯაჭვულობას - ამქვეყნიური ამაოება"

/ბერი სვიმეონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 12:23 PM

"ქრისტეს ეძიებდეთ! მის გარეშე ყველაფერი ამაოა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2022, 03:41 PM

"ცხოვრება ერთხელ გეძლევა, ამქვეყნიურ ამაოებას კი დასასრული არ უჩანს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2023, 08:25 PM

"გული სოფლიური ამაოების საქმეებისკენ მიისწრაფის? გარდატეხე იგი, დაე მისი საუნჯე იყოს ღმერთი და არა მიწიერი ამაოება; ასწავლე შენს გულს, უფრო მეტად მიემსჭვალოს ღმერთს ლოცვით, და არა სოფლის ამაოებას, რომ არ გაწბილდე სნეულების დღეებში და შენ სიკვდილის ჟამს, როგორც მდიდარი სოფლიური ამაოებით და ღარიბი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით - თუკი ამგვარად (ანუ გულმოდგინედ) არ ილოცებ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2023, 06:52 PM

"ილოცეთ ერთმანეთისთვის, მიუტევეთ ერთმანეთს, ყველაფერი დანარჩენი ამაოებაა, რომლის გარეშეც შეიძლება ცხოვრება. ოღონდ ეს უნდა გააცნობიეროთ"

/ახალმოწამე ტროფიმე ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2023, 11:24 AM

"დიახ, სრული ამაოებაა უპირატესი იმედის დამყარება რაიმეზე ან ვინმეზე, თუ არა ღმერთზე"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2023, 11:58 AM

"მცნებათა დაცვა და შიში ღვთისა სპობს ჩვენში ამაოების განცდას"

/აკაკი მინდიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2023, 08:03 PM

"მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ვენ ყოვლისაგან ბიწისა.

ამ სიტყვებით ღმერთს ვევედრებით, ჩვენ შორის მოვიდეს, დაემკვიდროს და გვიხსნას ამქვეყნიური ამაოებისგან"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2024, 04:10 PM

"როცა უფალი ხედავს, რომ ადამიანის გული არაა აღვსილი ამაოებით, რომ ადამიანი ცდილობს იცხოვროს სულიერი კანონებით, ინანიებს თავის ცოდვებს, კეთილია ადამიანების მიმართ, გასცემს მოწყალებას იქიდან, რაც აბადია, მაშინ ღმერთი უხვად აჯილდოებს მას მატერიალური სიკეთეებითაც, რამეთუ ისინი უკვე ხელს კი არ უშლიან, არამედ პირიქითაც - ხელს უწყობენ მისი სულის ცხნობებას"

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)