IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

212 გვერდი V « < 210 211 212  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი გუშინ, 09:48 AM
პოსტი #4221


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,199
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„იუდაიზმსა და წარმართულ სამყაროში უძველესი ხანიდან შეიძლება, ვიპოვოთ მონაზვნური ცხოვრების ფორმის მსგავსი მოვლენა - ის, მაგალითად, გვხვდებოდა ეგვიპტეში.

ძველი აღთქმის წმინდა კაცები - წინასწრამეტყველები მოსე, ელია, იოანე წინამორბედი, რომლებიც მთებში, მღვიმეებში და ხევებში ცხოვრობდნენ, მონაზვნობის წინასახეს გვიჩვენებდნენ. წინასწარმეტყველმა ესაიამ დატოვა უწყება საოცარ მონაზვნებზე, „ფრინველებზე, სიმაღლეებს რომ სჭვრეტენ“, მრავალთა შორის უბრძნესებზე. ამათზე, საუკეთესოებზე ამა ქვეყნისა, ნაწინასწარმეტყველევი იყო: „და ზღუდეთა შენთა მიმართ, იერუსალემ, დავადგინნე მცველნი შენნი დღე ყოველ და ღამე ყოველ, რომელნი იგი სრულიად არა დადუმნენ მოხსენებითა უფლისაითა“. ეს ნიშნავს, რომ ეკლესიის გალავანზე უფალმა ნდობისა და პატივისცემის ნიშნად დაუძინებელ გუშაგად დააყენა ეს ფრთოსანი მეომრები და ქველი მრავალთვალა ასკეტები, რომლებიც განუწყვეტლივ უგალობენ და ჭვრეტენ დიდების უფალს. ძველ ეკლესიაში მონაზვნური ცხოვრების პირველსახე იყო ერთობლივი ტრაპეზები - „აღაპები“, მოციქულთა ურთიერთობა და მოციქულთა თემები იერუსალიმში.

ეკლესიაში მონაზვნობა გვაძლევს გონებაჭვრეტითი და საოცარი ცხოვრების ნიმუშს, ძველ ასკეტ-განდეგილთა და მეუდაბნოეთა რწმენის სახეს, რომლებიც „წაუხდენლობით“ და უბიწოებით აღასრულებდნენ სულის დიად საგმირო საქმეებს“.

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

212 გვერდი V « < 210 211 212
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 04:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი