IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> შევიდე სახლსა შენსა...
Irine
პოსტი Aug 20 2006, 06:30 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63




ტაძარში შესვლისას

უპირველეს ყოვლისა, ტაძარში ყოფნისას უკიდურესი მოკრძალება გვმართებს. ეკლესიაში შესვლისას ნუ წარმოიდგენთ, რომ ეს უფალს „სჭირდება“. პირიქით, ეს თქვენთვისაა საჭირო. თქვენთვისაა დიდი ბედნიერება, რომ ღმერთმა ჩაგაგონათ, მისთვის მიგემართათ და მის საბრძანებელში შესვლის შესაძლებლობა მოგანიჭათ.

სახლი ღმრთისა არის „სახლ სალოცველ“ და ამიტომ მასში შესვლისას ნუ დაივიწყებთ, რომ იქ ღმერთთან სასაუბროდ, მასთან დასაკავშირებლად შედიხართ - იმისთვის, რომ მისგან ცოდვათა მიტევება, სულის ცხონება და ამისთვის აუცილებელი - სულიწმიდის მადლი გამოითხოვოთ. ეკლესიაში შესვლისას უნდა გამოვისახოთ პირჯვარი და ვთქვათ: „შევიდე სახლსა შენსა, თაყვანი ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა“.

ტაძრის შუა ნაწილში დგას ანალოღია, რომელზეც დასვენებულია აღდგომის, ტაძრის, ან რომელიმე დღესასწაულის ხატი. ეკლესიაში შესვლისას პირველად ვემთხვევით მას. შემდეგ კი, თუ მოძრაობით ხელს არ შევუშლით მლოცველებს, მივდივართ სხვა ხატებთან.

ხატებთან სანთლის დანთებით, პირჯვრის გამოსახვითა და მათ წინაშე მეტანიის შესრულებით, გამოვხატავთ პატივისცემასა და სიყვარულს სიწმინდეთა მიმართ.

ტაძარში დანთებული სანთელი, ეს პირველ რიგში ღმერთისთვის შეწირული მსხვერპლია. მსხვერპლი არის ის, რასაც ადამიანი თავისი პირადი ქონებიდან გაიღებს და სამაგიეროდ არანაირ მატერიალურ ანაზღაურებას არ ელის. მსხვერპლი - ეს არის საჩუქარი, რომელსაც სიყვარულის ნიშნად ვუძღვნით მას, ვის მიმართაც ამ გრძნობას განვიცდით. მსხვერპლს უფალი მაშინ შეიწირავს ჩვენგან, როდესაც მას სუფთა გულით მივუძღვნით. მნიშვნელობა არა აქვს, რა მატერიალური ფასეულობისაა ეს მსხვერპლი. მამას ხომ დაბადების დღეზე შვილის მიერ ნაჩუქარი, მისი ხელით შესრულებული ნახატი იმდენადვე გაახარებს (თუ უფრო მეტად არა), როგორც მის მიერვე დედის მიცემული ფულით ნაყიდი ძვირფასი ნივთი.

ზოგიერთი იმასაც ცდილობს, რომ უფალთან „კომერციული ურთიერთობა“ დაამყაროს. მაგ: „ღმერთო, ეს თხოვნა შემისრულე და ეკლესიაში ყველაზე დიდ სანთელს დაგინთებ“. ღმერთს დიდი და პატარა სანთლები კი არ უნდა შენგან, არამედ მოყვარული გულის დანახვა სურს.

პირჯვრის გადაწერისას ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ვართ ქრისტიანები და გვაქვს ღვთის დახმარების სასოება. გარდა ამისა, პირჯვრის გადაწერა გვიცავს ყველა უბედურებისაგან.

მეტანია ბერძნული სიტყვაა და სინანულს ნიშნავს. მას აღვასრულებთ ღმრთის წინაშე ჩვენი ცოდვებისა და უღირსების შეცნობის ნიშნად და სინანულსა და მორჩილებას გამოვხატავთ. მცირე მეტანიის აღსრულებისას პირჯვარს ვიწერთ და ქედს ვიხრით, ხოლო დიდი მეტანია სრულდება მუხლმოდრეკით, როდესაც თავითა და ხელებით მიწას ვეხებით.

ლოცვა შეგიძლიათ, როგორც ძველქართულად - ასევე თანამედროვე ქართულით. როდესაც კანონიკური ლოცვანის ტექსტებს შეეჩვევით, თანდათან თვითონვე გამოიყენებთ საეკლესიო ქართულ სიტყვებს და გამოთქმებს, რადგან იგრძნობთ, რომ საეკლესიო ენა თავისი ხატოვნებით, აზრის გამოხატვის სიზუსტითა და მხატვრული გამომსახველობით გაცილებით მოსახერხებელია უფალთან სასაუბროდ, ვიდრე ჩვენი სალაპარაკო, გამარტივებული და დამახინჯებული ენა.

ტაძარში ღვთისმსახურების დაწყებამდე უნდა მივიდეთ, რათა მოსახსენებლის შეგზავნა, სანთლების დანთება და ხატების წინაშე ლოცვა მოვასწროთ, შედეგ გავჩერდებით რომელიმე ადგილას - მამაკაცები მარჯვნივ, ქალები - მარცხნივ - პირით საკურთხევლისაკენ და მსახურების განმავლობაში ჩვენს ადგილს არ მივატოვებთ.

თუ უძლურებაში ხართ, ანდა - ხანშიშესული, შეგიძლიათ მსახურებისას იჯდეთ (ამისთვის ტაძრის დასავლეთ მხარეს არის სკამები) და მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ლოცვებისას წამოდგეთ.

ღმრთისმსახურებისას ეცადეთ ყურადღებით ისმინოთ კითხვა და გალობა, რადგან საეკლესიო ტექსტების შინაარსი ღრმააზროვანია, მათში ღმრთისადმი დიდი სინანულია გამოხატული, მოთხრობილია წმიდანებზე და ღმრთის მიერ ქმნილებისადმი გარდამოვლენილი დიდი წყალობის შესახებ. შეეცადეთ, მსახურება იმდენად სმენით კი არა, უმეტესად - გახსნილი გულით მიიღოთ, ტაძრის კეთილისმყოფელი ატმოსფერო შეიწყნარეთ. ქვეყნიურ პრობლემებს განერიდეთ და ისაუბრეთ ღმერთთან.

მხოლოდ ჩვენზე, ჩვენი რწმენის სიღრმეზეა დამოკიდებული - გულის სიმშვიდესა და მადლმოსილ შემწეობას მივიღებთ, თუ მწუხარენი და უნუგეშონი დავრჩებით.

ღმერთთან თვალთმაქცობა შეუძლებელია, მას ვერ მოვატყუებთ; „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათე 5,8). მხოლოდ წმიდა გულიდან ამომავალ სიტყვებს ისმენს უფალი და სულიწმინდის მადლით აღავსებს მას.

ჩვენ საკმარისი ძალა გვაქვს საიმისოდ, რომ გულის განწმენდა მოვინდომოთ, რომ საკუთარი თავი ვაიძულოთ, უზაკველად მივმართოთ უფალს, რომელმაც იმისთვის, რომ მარადიული სიკვდილისაგან გამოვესყიდეთ, საკუთარი თავი სატანჯველად გაცოფებულ ბრბოს ნებით გადასცა. რომელმაც უდიდესი დამცირება და საშინელი სიკვდილი დაითმინა, რათა ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე მოენიჭებინა.

და ამიტომ ჩვენი ვალია, საკუთარი თავი ვაიძულოთ და კეთილი საქმეები აღვასრულოთ, ლოცვის ღვაწლი ვიტვირთოთ, შემბილწველ ვნებათაგან განვიწმინდოთ გულები, შეწევნისა და მფარველობისათვის დედა ეკლესიას მივმართოთ, ყველა იმ მადლმოსილი საშუალებით განვიმტკიცოთ სულები, რომელთაც ტაძარში უხვად ვიპოვით.

იმისთვის, რომ ტაძარი თქვენს მეორე და უმთავრეს სახლად იქცეს, იმისათვის, რომ იგრძნოთ, რომ იგი „თქვენია“, იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად სრულად მიიღოთ მადლი სულისა წმიდისა, უნდა აიროთ ტაძარში და უნდა იმყოფებოდეთ მასში, საკუთარ სულს ღმერთთან კავშირი უნდა ასწავლოთ და მაშინ ზეციური მამა და მასწავლებელი, როდესაც თქვენს გულმოდგინებას დაინახავს, განგსწავლით, რომ ხელი მაგრამ ჩასჭიდოთ და ცხონების გზაზე დაგაყენებთ.

მოამზადა თინათინ გოგიჩაიშვილმა
„ანბანი მართლმადიდებლობისა“, თბილისი, 2002 წ.



--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Irine   შევიდე სახლსა შენსა...   Aug 20 2006, 06:30 PM
marine   "ზოგი ეკლესიაში წ...   Feb 11 2019, 07:56 PM
marine   "ნეტარი ავგუსტინ...   Feb 14 2019, 03:07 PM
marine   "წირვაზე რომ მოხვ...   Mar 7 2019, 06:25 PM
marine   "ვისურვებდი, მრევ...   Mar 13 2019, 08:13 PM
marine   "ვისი გულიც დაამდ...   Mar 17 2019, 02:22 PM
marine   "მსოფლიოში განსა...   Mar 19 2019, 03:43 PM
marine   "საზოგადოებამ უფ...   Mar 28 2019, 08:42 PM
marine   "ეკლესია - ეს არის ...   May 24 2019, 06:23 PM
marine   "ეკლესიას არ ეშინ...   Jun 8 2019, 03:04 PM
marine   "უნდა იარო ეკლესი...   Jun 25 2019, 03:37 PM
marine   "უფალმა იესო ქრის...   Jun 26 2019, 08:39 PM
marine   " - რითია სასარგებ...   Jul 9 2019, 05:12 PM
marine   "როცა ტაძრები ცარ...   Jul 21 2019, 08:29 PM
marine   "ეკლესიაში მოსულ...   Jul 23 2019, 01:33 PM
marine   "ეკლესია არასდრო...   Aug 3 2019, 10:24 PM
marine   "კითხვა: რატომ არ ...   Aug 9 2019, 12:23 PM
marine   "კითხვა: როგორ უყ...   Aug 9 2019, 03:29 PM
marine   "კითხვა: ჩემ გარშ...   Aug 10 2019, 02:09 PM
marine   "კითხვა: უნდა გად...   Aug 11 2019, 07:47 PM
marine   "კითხვა: შეიძლება...   Aug 11 2019, 08:10 PM
marine   "კითხვა: შეიძლება...   Aug 14 2019, 11:25 AM
marine   "კითხვა: როგორ მო...   Aug 15 2019, 11:24 PM
marine   "ეკლესია კაცობრი...   Aug 20 2019, 07:19 PM
marine   "ეკლესია წმენდს, ...   Sep 1 2019, 03:33 PM
marine   "ადამიანს, რომელი...   Sep 8 2019, 12:15 PM
marine   "ჩვენი ქადაგება ა...   Sep 8 2019, 12:29 PM
marine   "ტაძარი არის ჩვენ...   Sep 22 2019, 05:01 PM
marine   "ეკლესია არის ქრი...   Sep 29 2019, 03:15 PM
marine   "სამწუხაროდ, ბევრ...   Oct 3 2019, 12:13 PM
marine   "რამდენი მტერი და...   Oct 4 2019, 09:47 PM
marine   "ჩვენი ერთადერთი ...   Oct 13 2019, 03:57 PM
marine   "ეკლესიაში ხდება ...   Oct 18 2019, 05:49 PM
marine   "როდესაც გვიყვარ...   Oct 20 2019, 02:18 PM
marine   "რამდენ რამეს ვკა...   Oct 23 2019, 08:30 PM
marine   "ხშირია შემთხვევ...   Nov 12 2019, 05:03 PM
marine   "ეკლესიაში რომ ხა...   Nov 19 2019, 06:35 PM
marine   "ვინც ღვთის მსახუ...   Nov 24 2019, 04:28 PM
marine   "ყოველი ვინც ეკლე...   Dec 10 2019, 04:39 PM
marine   "ერთ-ერთი და შეიძ...   Dec 13 2019, 09:38 PM
marine   "უმრავლესობა გან...   Dec 19 2019, 03:35 PM
marine   "ხშირად ადამიანი ...   Dec 22 2019, 08:05 PM
marine   "ეკლესიის დანიშნ...   Dec 25 2019, 04:16 PM
marine   "მოზარდ გოგონას, ...   Dec 31 2019, 12:03 PM
marine   "ტაძარი ეს ისეთი ...   Jan 10 2020, 03:44 PM
marine   "ეკლესიის დანიშნ...   Jan 10 2020, 04:06 PM
marine   "ეკლესიაში სანთლ...   Jan 11 2020, 09:17 PM
marine   "გვიყვარდეს ეკლე...   Feb 1 2020, 09:48 PM
marine   "ეკლესია თავისუფ...   Feb 15 2020, 09:19 PM
marine   "უნდა ეძებოთ სახლ...   Feb 24 2020, 07:24 PM
marine   "ეკლესიის მოღვაწ...   Feb 29 2020, 01:27 PM
marine   "ღვთისმსახურება...   Mar 5 2020, 02:10 PM
marine   "ტაძარში ერთობლი...   Mar 12 2020, 06:00 PM
marine   "ეკლესიაში ხდება ...   Mar 12 2020, 06:15 PM
marine   "კიდობანი წმიდა ე...   Mar 24 2020, 07:49 PM
marine   "ზეციური და მიწიე...   Apr 1 2020, 09:21 PM
marine   "ტაძარი, ეს არის კ...   Apr 2 2020, 06:48 PM
marine   "ტაძარი, ეს ისეთი ...   Apr 3 2020, 09:10 PM
marine   "ჩვენი აღსვლა მიწ...   Apr 4 2020, 01:26 PM
marine   "ახალი აღთქმის პი...   Apr 8 2020, 11:10 AM
marine   "ეკლესია არის ის, ...   Apr 11 2020, 07:50 PM
marine   "ჩვენზეა დამოკიდ...   Apr 11 2020, 08:11 PM
marine   "ტაძარი მიწით არი...   Apr 14 2020, 08:45 PM
marine   "ჩვენც კი, ვინც და...   Apr 16 2020, 06:55 PM
marine   "არაეკლესიური ად...   Apr 16 2020, 07:28 PM
marine   "ბევრია ისეთი, ვი...   Apr 18 2020, 09:28 PM
marine   "ჩვენ განვიწმინდ...   Apr 21 2020, 07:37 PM
marine   "ისინი, ვინც დანა...   Apr 25 2020, 04:48 PM
marine   "აღმოსავლეთისაკ...   Apr 27 2020, 07:32 PM
marine   "ეკლესიური ცხოვრ...   Apr 27 2020, 08:12 PM
marine   "წმინდა ეკლესია ა...   Apr 30 2020, 09:26 PM
marine   "მებრძოლი, მიწიერ...   May 1 2020, 06:59 PM
marine   "მეგობრებო, გიყვა...   May 1 2020, 07:30 PM
marine   "ეკლესია ყველას ა...   May 2 2020, 09:10 PM
marine   "ამბიონი - სიმბოლ...   May 6 2020, 10:03 PM
marine   "ჩვენი ეკლესია ის...   May 18 2020, 10:45 PM
marine   "წმიდა მამები ამბ...   May 30 2020, 07:04 PM
marine   "მიწიერი ეკლესია ...   May 30 2020, 07:35 PM
marine   "ეკლესიის გარეშე ...   May 30 2020, 09:41 PM
marine   "ნუ განეშორები ეკ...   May 31 2020, 06:17 PM
marine   "გავიდა საკმაო დრ...   Jun 1 2020, 03:19 PM
marine   "ეკლესია სინანულ...   Jun 2 2020, 09:31 PM
marine   " - როგორ მოვემზად...   Jun 13 2020, 08:36 PM
marine   "ეკლესია ის კი არ ...   Jun 25 2020, 03:29 PM
marine   "ყველანი სულიერა...   Jul 5 2020, 06:16 PM
marine   "ეკლესია ადამიან...   Jul 10 2020, 10:30 PM
marine   "გზა, რომელსაც ტა...   Jul 11 2020, 01:25 PM
marine   "- ეკლესიაში სიარ...   Jul 15 2020, 10:23 PM
marine   "მღვიმევის ლავრა...   Jul 17 2020, 07:22 PM
marine   "- ეკლესიაში ყველ...   Jul 18 2020, 05:22 PM
marine   "ჩვენ სულიერად ვც...   Aug 8 2020, 08:28 PM
marine   "უნდა ვიცოდეთ, რო...   Aug 16 2020, 10:00 PM
marine   "ეკლესია და ქრისტ...   Aug 18 2020, 07:44 PM
marine   "ეკლესია სიყვარუ...   Sep 29 2020, 02:30 PM
marine   "ეკლესია ადამიან...   Oct 22 2020, 03:30 PM
marine   "ვინც ეკლესიას არ...   Oct 22 2020, 09:47 PM
marine   "ტაძარში ერთი დღე...   Nov 8 2020, 01:41 PM
marine   "ეკლესიაში იარე დ...   Nov 9 2020, 10:22 PM
marine   "უფალმა წმინდა ეკ...   Nov 14 2020, 05:53 PM
marine   "უსიყვარულოდ არ ა...   Jan 6 2021, 07:22 PM
marine   "უფალი განსაკუთრ...   Jan 11 2021, 08:32 PM
4 გვერდი V < 1 2 3 4 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th May 2024 - 03:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი