თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ წმიდა წერილი _ "ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას" - 2

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 28 2011, 03:36 PM

ვხსნი ახალ თემას და იმედი მაქვს იაქტიურებთ. ვეცდები საინტერესო კითხვები მოგაწოდოთ (თქვენთან ერთად)

პირველი კითხვა კი ასეთი მექნება:

საქმე მოციქულთას III თავში ვკითხულობთ:

1. პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს. 2. და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თჳსით, რომელი-იგი აღიკიდიან და დასჳან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქუა შუენიერ, თხოვად ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად, 3. რომელმან იხილა პეტრე და იოვანე, შე-რაჲ-ვიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა ქველის-საქმესა მათგან. 4. მიჰხედა მას პეტრე და იოვანეთურთ და ჰრქუა: მოიხილა ჩუენდა. 5. ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე მათგან. 6. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა: აღდეგ და ვიდოდე! 7. და უპყრა ჴელი მარჯუენე მისი და აღადგინა. და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერჴნი მისნი და კოჭნი. 8. და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა. 9. და იხილა იგი ყოველმან ერმან, ვიდოდა რაჲ და აქებდა ღმერთსა; 10. იცოდეს იგი, რამეთუ იგი იყო, რომელი ქველის-საქმისათჳს ზინ ბჭეთა თანა შუენიერთა ტაძრისათა. და აღივსნეს იგინი შიშითა და საკჳრველებითა, რომელი იქმნა მის ზედა. 11. და ვითარ-იგი ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოვანე, შეკრბებოდა მათა ყოველი ერი სტოასა მას, რომელსა ჰრქჳან სოლომონისი, საკჳრველებისა მისთჳს.


ბოლო მუხლში კერძოდ ნათქვამია: და ვითარ-იგი ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოვანე, შეკრბებოდა მათა ყოველი ერი სტოასა მას, რომელსა ჰრქჳან სოლომონისი, საკჳრველებისა მისთჳს.


თქვენი აზრით რატომ არ უშვებდა განკურნებული ხელს მოციქულებს?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jun 28 2011, 07:54 PM

ციტატა
თქვენი აზრით რატომ არ უშვებდა განკურნებული ხელს მოციქულებს?

ერთი იმიტომ რომ ყველასთვის ეჩვენებინა მისი განმკურნებლები და მეორე იმიტომ რომ ჯერ კიდევ ეშინოდა რომ ისევ არ დაკოჭლებულიყო smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jun 28 2011, 10:25 PM

afxazi

ციტატა
ვხსნი ახალ თემას და იმედი მაქვს იაქტიურებთ. ვეცდები საინტერესო კითხვები მოგაწოდოთ (თქვენთან ერთად)

ამ თემაზე თემის პატრონის უფლებებს ვინარჩუნებ smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jun 29 2011, 10:29 AM

ბადრი

ციტატა
ამ თემაზე თემის პატრონის უფლებებს ვინარჩუნებ


რა თქმა უნდა.

ალექსანდრე

ციტატა
ერთი იმიტომ რომ ყველასთვის ეჩვენებინა მისი განმკურნებლები და მეორე იმიტომ რომ ჯერ კიდევ ეშინოდა რომ ისევ არ დაკოჭლებულიყო


სემინარიის სკოლა მაინც სხვაა. biggrin.gif აბა მაშინ შემოგვთავაზე შეკითხვა.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 12:23 PM

თქვენის ნებართვით მე დავსვამ ცოტა მარტივ შეკითხვას:
რატომ არ მისცა უფალმა მოსეს აღთქმულ ქვეყანაში შესვლის ნება?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 29 2011, 08:16 PM

GIORGI LELUASHVILI
თქვენი ნებართვით შევეცდები მარტივად ვუპასუხო მას:გამომდინარე იქიდან,რომ წყლის მოპოვების დროს მოსე არ დაემორჩილა უფალს,ამის გამო დაისაჯა,და ეგვიპტეში შევიდნენ ,,ძველი თაობიდან"მხოლოდ ისუ ნავესი და ქალებ იეფუნის ძე.

ეხლა ერთი საინტერესო რამ გამახსენდა(ქართველებისთვის განსაკუთრებით)
ძველი აღთქმის მიხედბით რას ნიშნავს სიტყვა ,,ონი"?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 09:00 PM

ციტატა
თქვენი ნებართვით შევეცდები მარტივად ვუპასუხო მას:გამომდინარე იქიდან,რომ წყლის მოპოვების დროს მოსე არ დაემორჩილა უფალს,ამის გამო დაისაჯა,და ეგვიპტეში შევიდნენ ,,ძველი თაობიდან"მხოლოდ ისუ ნავესი და ქალებ იეფუნის ძე.

სწორიაthumbs.gifsmile.gif
ციტატა
ძველი აღთქმის მიხედბით რას ნიშნავს სიტყვა ,,ონი"?
რა კონტექსტში გამოიყენება?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 29 2011, 09:11 PM

მონიშნება ნომერი 1-ონი ძველ აღთქმაში ერთ-ერთი ქალაქის სახელწოდება იყო.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 29 2011, 09:14 PM

A.V.M
რაჭა და ეგეთები?biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 29 2011, 09:24 PM

GIORGI LELUASHVILI
ონი ნიშნავს მზის ქალაქს.
რამდენად ახლოა ეს სახელი რაჭასთან,ან საერთოდ საიდან მოიტანეს რაჭველებმა აზრზზე არა ვარ.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 30 2011, 02:04 PM

აბა თუ შეგიძლიათ ამ კითხვაზე მიპასუხეთsmile.gif

რა ერქვა ქურდს ისუ ნავესის დროს, რომელმაც მტრის ნადავლი მოიპარა და კარავში გადამალა;შემდეგ კი ჩაქოლეს ამის გამო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 30 2011, 08:21 PM

GIORGI LELUASHVILI
ვაქან ქარმის ძე.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jun 30 2011, 08:27 PM

A.V.M

ციტატა
ვაქან ქარმის ძე.

ეტყობა თარგმანის ბრალია,
მე "აქარი" ვიცოდიa075.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 30 2011, 08:40 PM

GIORGI LELUASHVILI
ალბათ,უამრავი ინტერპრეტაციაა ბიბლიის და ვერ დავიბრალებ,რომ ვაქანი ქვია და არა აქარი თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 1 2011, 10:43 AM

ყოველშემთხვევაში გცოდნიაa075.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 4 2011, 12:40 AM

კიდევ ერთი საინტერესო კითხვა გამახსენდა:
რა ცხოველი შექმნა უფალმა პირველად?
(თუ არ ვცდები მართალ იობის წიგნში წერია. ოღონდ თუ არ ვცდები მეთქი smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 4 2011, 10:40 AM

A.V.M

ციტატა
რა ცხოველი შექმნა უფალმა პირველად?

ბეჰემოთი smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 7 2011, 11:07 PM

GIORGI LELUASHVILI
სწორია. yvavilebi.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 8 2011, 04:49 AM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ბეჰემოთი



უყურე შენ ბეჰემოთს, რა პატივშია : )

პოსტის ავტორი: Lidl თარიღი: Jul 8 2011, 12:37 PM

სხვათაშორის ზოგიერთი ფიქრობს რომ საუბარი დინოზავრზეა biggrin.gif ისე მართლა საეჭვოა, ბეჰემოთს არ აქვს იმხელა კუდი რომ ნაძვივით მოდრიკოს. რავიცი

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 8 2011, 01:55 PM

აბა ვინ იცის რომელი წინასწარმეტყველის სიტყვებია:"რახელი დასტირის თავის შვილებს და არ სურს თავი ინუგეშოს, ვინაიდან აღარ არიან ისინი".

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 8 2011, 08:51 PM

GIORGI LELUASHVILI
იერემია

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 8 2011, 09:18 PM

A.V.M
ეს ადვილი იყოsmile.gif
ყველას ისაიაში ეშლება ხოლმე.



როცა კითხვას უპასუხებთ, მერე თქვენ დასვით ხოლმე ახალი კითხვა.

ეხლა მე დავსვამ აპოკალიფსიდან:რა ესხა იმ თასებში, რომლებსაც უფლის ანგელოზები დედამიწაზე ღვრიდნენ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 8 2011, 09:24 PM

GIORGI LELUASHVILI
შვიდი თასის ჩამოგდების მერე რა მოხდა?თუ გინდა სულ-ყველას ცალ-ცალკე გეტყვი

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 8 2011, 09:27 PM

A.V.M

ციტატა
შვიდი თასის ჩამოგდების მერე რა მოხდა?თუ გინდა სულ-ყველას ცალ-ცალკე გეტყვი

ჩახედვები არ იყოსbiggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 8 2011, 09:35 PM

1-მხეცის მიმდევრებს ჭრილობები გაუჩნდათ
2-ზღვა გასისხლდა და ყველაფერი დაიხოცა შიგ
3-წყლები გასისხლდა
4-ღმერთის მგმობელები მოკვდნენ
5-ევფრატი დაშრა და აღმოსავლეთის მეფეებს გზა გაემზადათ7
7-რაღაც ხმამ ,,აღსრულდაო"და კატაკლიზმები დაიწყო

1-მხეცის მიმდევრებს ჭრილობები გაუჩნდათ
2-ზღვა გასისხლდა და ყველაფერი დაიხოცა შიგ
3-წყლები გასისხლდა
4-ღმერთის მგმობელები მოკვდნენ
5-ევფრატი დაშრა და აღმოსავლეთის მეფეებს გზა გაემზადათ7
7-რაღაც ხმამ ,,აღსრულდაო"და კატაკლიზმები დაიწყო
6-დაბნელდა მხეცის სამფლობელო

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 8 2011, 10:23 PM

A.V.M
ხო ვთქვი ჩახედვები არ იყოს მეთქიbiggrin.gif
კაიაa075.gif

ახლა შენი ჯერია-კითხვა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 9 2011, 01:28 AM

და რა იცი,რომ ჩავიხედე?

კარგი კითხვა ნომერი შემდეგი:რა იყო იობზე უმრწემესთა საკვები?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 9 2011, 10:13 AM

Lidl

ციტატა
ს ზოგიერთი ფიქრობს რომ საუბარი დინოზავრზეა



ვინ ზოგიერთი? სად წერია პირველი ცხოველის შესახებ, ზუსტად ვერ მიმითითებთ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 9 2011, 07:19 PM

მხევალი ნინო
იობი 40. 15-19

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 9 2011, 10:18 PM

A.V.M

ციტატა
კარგი კითხვა ნომერი შემდეგი:რა იყო იობზე უმრწემესთა საკვები?

არ ვიციdntknw.gif
umnik2.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 10 2011, 12:02 AM

პასუხი:იობზე უმრწემესთა საკვები იყო ქათანაცარა და კურდღლისცოცხას ფესვები პურად.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 11 2011, 04:47 PM

რომელი მსაჯული იყო უკანონოდ შობილი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 15 2011, 11:32 PM

სად მიგიმალიათ კაცო ეს თემა
GIORGI LELUASHVILI
ტრადიციულად მე გაგცემ პასუხს:
იფთან გალაადელი იგივე იეფთაე.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 15 2011, 11:35 PM

A.V.M

ციტატა
იფთან გალაადელი იგივე იეფთაე.

ვაა მალადეც შენ! a075.gif
ეხლა შენი ჯერია, ოღონდ ძაან რთულები არ იყოსsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 16 2011, 06:54 PM

აქამდე კითხვებს სულ ძველი აღთქმიდან ვსვამდი,ეხლა ახალი აღთქმიდან დავსამ:
რატომ ნათლავდა იოანე ნათლისმცემელი ენონში?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 16 2011, 09:43 PM

A.V.M

ციტატა
რატომ ნათლავდა იოანე ნათლისმცემელი ენონში?

წყლების სიუხვის გამო? რაღაც ეგრე მახსოვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 16 2011, 10:08 PM

ალექსანდრე
ნამდვილად.
ხოდა რადგან ჩაერთე ამ თამაშში ეხლა შენ უნდა გააგრძელო და ველით კითხვას.

ასეთია წესები,რას ვიზავთ. smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 16 2011, 11:06 PM

ახალი კარგად ვიცი და აბა დაველოდები მეცsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 16 2011, 11:13 PM

GIORGI LELUASHVILI
თუ ალექსანდრემ დააგვიანა შენ გამოუშვი.
ჩვენ ორიდან შენი ჯერია.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 16 2011, 11:18 PM

A.V.M
ოკsmile.gif
"საქმე მოციქულთა"
აბა თუ იცით კორნელიუსს, რომელსაც უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, რომ პეტრესთვის მოეხმო, რა თანამდებობა ეკავა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 16 2011, 11:20 PM

GIORGI LELUASHVILI
რომაული კოჰორტის ასისთავი იყო

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 16 2011, 11:22 PM

A.V.M
ვაა რა ხარ მოკლედ კაცოsmile.gif მალადეც შენ
კითხვის დაწერა კიდე ნუ გავიწყდებაa075.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 16 2011, 11:31 PM

რადგან ახალი აღთქმაა დღეს,ამ თემაში აქტუალური ასევე გავაგრძელოთ.
რამდენ ნაწილად გაიყვეს მეომრებმა იესოს სამარხი?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 16 2011, 11:34 PM

A.V.M
სამარხი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 16 2011, 11:38 PM

მე ეგრე მახსოვს.
აბა 20 წუთში მოვალ და დამახვედრეთ პასუხი.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 16 2011, 11:39 PM

A.V.M
სამარხი თუ სამოსი, კაცო...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 16 2011, 11:39 PM

სამარხი? დარწმუნებული ხარ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2011, 12:08 AM

ხო ეგრე მახსოვს და პასუხი იყო 4 ნაწილად.
თუ მიაკვლევთ სახარებებში ამის საწინააღმდეგო დებულებას მითხარით და ბოდიშს მოვიხდი ფორუმელთა მოტყუებისათვის.
მე კონკრეტულ მუხლს მართლა ვერ ვიხსენებ.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 17 2011, 12:17 AM

ციტატა(A.V.M @ Jul 17 2011, 12:08 AM) *

ხო ეგრე მახსოვს და პასუხი იყო 4 ნაწილად.
თუ მიაკვლევთ სახარებებში ამის საწინააღმდეგო დებულებას მითხარით და ბოდიშს მოვიხდი ფორუმელთა მოტყუებისათვის.
მე კონკრეტულ მუხლს მართლა ვერ ვიხსენებ.

სამოსი კაცო,რათ უნდოდათ სამარხი...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2011, 01:36 AM

ისე ამჭრა ამ ორმა ,,ბრუტუსმა"(toka@ და GIORGI LELUASHVILI),რომ სამოსსა და სამარხს ვეღარ ვარჩევ.
saidumlo.gif saidumlo.gif
სამოსი რა თქმა უნდა აბა აკლდამა არიმათიელის იყო და შიგ ესვენა მაცხოვარი,რა გაყოფა და გამოყოფა უნდოდა. piqri.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 17 2011, 08:49 PM

A.V.M

ციტატა
ისე ამჭრა ამ ორმა ,,ბრუტუსმა"(toka@ და GIORGI LELUASHVILI),რომ სამოსსა და სამარხს ვეღარ ვარჩევ. სამოსი რა თქმა უნდა აბა აკლდამა არიმათიელის იყო და შიგ ესვენა მაცხოვარი,რა გაყოფა და გამოყოფა უნდოდა.

biggrin.gif biggrin.gif
მაგარი ხარ რა, მეც არ ვთქვი რა სამარხი მეთქი?biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2011, 08:58 PM

GIORGI LELUASHVILI
ეხლა ალექსანდრეც რაღაცას წერს და უეჭველი ჩემზეა.
ხალხო!სამარხი და სამოსი ამერია!შემინდეთ!

მე მგონი კიდე აჭრილი ვარ და დასვი კითხვა! laugh.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 17 2011, 09:03 PM

A.V.M

ციტატა
ხალხო!სამარხი და სამოსი ამერია!შემინდეთ!

რა მოხდა მერე კაცო, მასე იმდენი მომსვლია ჩამოთვლაზე გავათენებთbiggrin.gif
ციტატა
დასვი კითხვა!

ბიბლიის რომელ შემადგენელ წიგნში წერია, რომ დედამიწას სფეროსებრი ფორმა აქვს?


პ.ს.ეს მართლაც ძაან მაგარი და ყურადსაღები ფაქტია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2011, 09:39 PM

მაინც ჩამჭერი არა?
დაბადება ჩემი აზრით,მაგრამ არა მგონია.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 17 2011, 10:19 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ბიბლიის რომელ შემადგენელ წიგნში წერია, რომ დედამიწას სფეროსებრი ფორმა აქვს?



რა საინტერესო კითხვაა, ველი პასუხს!

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 17 2011, 10:25 PM

იობის წიგნშია როგორც მახსოვს

უკაცრავად ესაიას უწერია

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 17 2011, 10:26 PM

A.V.M
ალექსანდრე
არა, ესაიას წიგნშიაsmile.gif
მხევალი ნინო
მართლა საინტერესოა, რადგან ძველად ხალხს დედამიწა სიბრტყე ეგონა. სწორ დასკვნამდე როდის მივიდნენ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესაიასი და შესაბამისად ბიბლიის რომ ერწმუნათ, ბევრ რამეზე აღარ დასჭირდებოდათ ჩვენ ჭკვიან მეცნიერებს ტვინის ჭყლეტვა.

ალექსანდრე

ციტატა
უკაცრავად ესაიას უწერია

ყოჩაღ, ყოჩაღsmile.gif
გაგახსენდა?smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 17 2011, 10:28 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
არა, ესაიას წიგნშია

დავწერე მაგრამ რაღა დროს biggrin.gif

ციტატა
გაგახსენდა?

იობი გამახსენდა მაგრამ მერე გადავამოწმე და ესაია ყოფილა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეს კი ისე დაინტერესებულ პირთათვის. მნიშვნელოვანი ინფორმაციაა
http://www.orthodoxy.ge/metsniereba/faqtebi.htm

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 17 2011, 10:31 PM

ალექსანდრე

ციტატა
ეს კი ისე დაინტერესებულ პირთათვის. მნიშვნელოვანი ინფორმაციაა http://www.orthodoxy.ge/metsniereba/faqtebi.htm

ძ. საინტერესოაfiqri.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2011, 10:48 PM

GIORGI LELUASHVILI
მართლა კარგი კითხვა იყო.
რას იტყვი ალექსანდრეს სახით ამ თემაში კარგი ვიღაც შემოგვემატა.
კითხვა ალექსანდრე!კითხვა!

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 17 2011, 10:49 PM

A.V.M

ციტატა
რას იტყვი ალექსანდრეს სახით ამ თემაში კარგი ვიღაც შემოგვემატა.

ნამდვილადsmile.gif
ციტატა
კითხვა ალექსანდრე!კითხვა!

აი, ეს კი ავიწყდება ხოლმეsmile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 17 2011, 10:55 PM

კითხვები არ მაქვს მზად biggrin.gif თვენ დასვით და მეც ხანდახან სჰემოგიერთდებით, გავიხსენებ რაღაც რაღაცეებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2011, 10:59 PM

კარგით ეხლა მე დავსვამ(ოღონდ შევეცდები გუშინდელსავით არ გავართულო) rolleyes.gif
კაცის ძის ხილვის დროს,როგორ დაეცა იოანე?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 17 2011, 11:03 PM

A.V.M
ალბათ პირქვეbiggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2011, 11:04 PM

GIORGI LELUASHVILI
არა,სხვაგვარად წერია.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 17 2011, 11:06 PM

A.V.M
სანამ სახარებაში მოვძებნე, არ ვიციbiggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 17 2011, 11:30 PM

იოანე კაცის ძის ხილვისას დაეცა როგორც მკვდარი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 18 2011, 12:16 AM

კითხვა!

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 18 2011, 02:36 AM

რად ეკუთვნოდა მაცხოვარს იოანე მახარებელი tongue.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 18 2011, 10:29 AM

ალექსანდრე

ციტატა
რად ეკუთვნოდა მაცხოვარს იოანე მახარებელი

ფაქტიურად ძმადsmile.gif
აქედან გამომდინარე არამარტო იოანე მახარებელი, არამედ მთელი კაცობრიობაa075.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 18 2011, 10:37 AM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ფაქტიურად ძმად

ნუ ეგ ხო, მაგრამ უფრო ზუსტად? biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 18 2011, 10:43 AM

ალექსანდრე

ციტატა
ნუ ეგ ხო, მაგრამ უფრო ზუსტად?

იოანე მახარებელი?
თუ ხორციელ ნათესავს (ძმას) გულისხმობ, ის იაკობ ალფესი და იუდა(ლებეოსი, იგივე თადეოზი) იყო, მაგრამ იოანე?მოწაფე რომელი უყვარდა იესოს?სხვა არ ვიციsad.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 18 2011, 10:50 AM

უჩემოდ რაზე სვამთ კითხვებს? biggrin.gif
არ უნდა დამელოდოთ ხოლმე?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 18 2011, 10:54 AM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
თუ ხორციელ ნათესავს (ძმას) გულისხმობ, ის იაკობ ალფესი და იუდა(ლებეოსი, იგივე თადეოზი) იყო, მაგრამ იოანე?მოწაფე რომელი უყვარდა იესოს?სხვა არ ვიცი

ხო ალბათ რთული კითხვა დავსვი
როგორც წმიდა სოფრონ იერუსალიმელი გადმოგვცემს იოანე და იაკობ მოციქულების დედა სალომე იყო მართალი იოსების ქალიშვილი, რომელიც ზებედეზე დააქორწინა, ამიტომ ხორციელ ბიძაშვილად ეკუთვნოდა

A.V.M
ციტატა
უჩემოდ რაზე სვამთ კითხვებს? არ უნდა დამელოდოთ ხოლმე?

მოდი მოდი კითხვები მოგვაწოდე biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 18 2011, 10:59 AM

მე კითხვების ბანკი კი არა მაქვს კაცო.მეც მინდა პასუხების გაცემა,მაგრამ რადგან ასეა რას ვიზავთ.
კითხვა ძველი აღთქმიდან:
პროფესიით ვინ იყო ოჰოლიაბი?(ტაძარს რომ არქიტექტორობდა)

ალექსანდრე
ეგ არ ვიცოდი,კარგი ინფორმაცია მივიღე

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 18 2011, 08:58 PM

ალექსანდრე

ციტატა
როგორც წმიდა სოფრონ იერუსალიმელი გადმოგვცემს იოანე და იაკობ მოციქულების დედა სალომე იყო მართალი იოსების ქალიშვილი, რომელიც ზებედეზე დააქორწინა, ამიტომ ხორციელ ბიძაშვილად ეკუთვნოდა

ვაა, ეს ნამდვილად არ ვიცოდი.
A.V.M
ციტატა
პროფესიით ვინ იყო ოჰოლიაბი?(ტაძარს რომ არქიტექტორობდა)

არქიტექტორიbiggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 18 2011, 10:36 PM

GIORGI LELUASHVILI
არქიტექტორი ასე ვთქვათ შეთავსენით იყო.

რასაც ქვია პროფესია კი მქარგავი გახლდათ.

კითხვა!

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 19 2011, 12:04 AM

A.V.M

ციტატა
კითხვა!

ძველ აღთქმაში ვინ იყო ის პიროვნება, რომელიც ქრისტეს გავდა თავისი წარსულით და ხარისხით?მას ახალ აღთქმაში მოციქული პავლე კვლავ ადარებს ქრისტეს.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 19 2011, 12:42 AM

მოსე? თუმცა ისე ისუ ნავეს ადარებენ ხოლმე როგორც მე მახსოვს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2011, 01:57 AM

GIORGI LELUASHVILI
ძალიან ბევრი პასუხი შეიძლება.
სალიმის მეფე მელქისედეკსაც ადარებენ უფალს(მოსესა და ისუზე არაფერს ვამბობ)

ააა პავლე გიწერია ვერ წავიკითხე.
,,შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე,წესსა მას ზედა მელქისედეკისსა"
(ამ სიტყვებით მთავრდება ხოლმე მღვდელთმთავრის სამოციქულო"

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 19 2011, 09:16 AM

რამდენი რამე გავიგე, მადლობთ!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2011, 07:20 PM

სადაა ლაუაშვილი ამდენი ხანი,მითხრას თუ სწორი ვარ და დავსვათ კითხვები. type.gif umnik3.gif

ამ ნაღრძობი ხელის გადამკიდე უკვე გვარებიც მეშლება.ლელუაშვილის მაგივრად ლაუაშვილს ვწერ. biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 19 2011, 08:31 PM

ალექსანდრე

ციტატა
მოსე? თუმცა ისე ისუ ნავეს ადარებენ ხოლმე როგორც მე მახსოვს

არაtongue.gif

A.V.M
ციტატა
სალიმის მეფე მელქისედეკსაც ადარებენ უფალს

ციტატა
,,შენ ხარ მღვდელ უკუნისამდე,წესსა მას ზედა მელქისედეკისსა"

ხოოო, ხოოო ზუსტადbiggrin.gif
მალადეც, მალადეც, ყოჩაღa075.gif yvavilebi.gif
ციტატა
ლელუაშვილის მაგივრად ლაუაშვილს ვწერ.

biggrin.gif

მხევალი ნინო
ციტატა
რამდენი რამე გავიგე, მადლობთ!

აბა რა, მარტო კრიშნა კი არ ვიციbiggrin.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2011, 08:43 PM

რომელმა წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს იესოს 30 ვერცხლად გაყიდვა?


ციტატა
აბა რა, მარტო კრიშნა კი არ ვიცი

ისე ნამეტანი ხშირად იცავ ხოლმე კრიშნას პოზიციას.
მერე მაგაზე სასაუბროდაც გამოვბახოთ დრო.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 19 2011, 08:52 PM

A.V.M

ციტატა
რომელმა წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს იესოს 30 ვერცხლად გაყიდვა?

ვიცი, ვიცი fiqri.gif
წინასწარმეტყველმა ზაქარია მანგლისმხილველმა, დაახლ. 520 წ. ქრისტეს შობამდე.
ციტატა
ისე ნამეტანი ხშირად იცავ ხოლმე კრიშნას პოზიციას.

აბა სიცრუესა და ცილისწამებებს რომ ლაპარაკობენ მაგ ხალხზე და რომ ვიცნობ მათ და ყველაფერი რომ პირიქითაა, რატომ არ უნდა დავიცვა?smile.gif
ციტატა
მერე მაგაზე სასაუბროდაც გამოვბახოთ დრო.

სიამოვნებითsmile.gif

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Jul 19 2011, 08:52 PM

როგორ უნდა ისწავლო ბიბლია თუ არ იცი ძველი ხელნაწერები ?
ბიბლიის სწავლა, კარგ მცოდნესთან ჯობია, მიხვიდე და ისწავლო.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 19 2011, 08:58 PM

davithet

ციტატა
როგორ უნდა ისწავლო ბიბლია თუ არ იცი ძველი ხელნაწერები ?

ძველი ხელნაწერების ცოდნა ძალიან კაია, მარა ბიბლიის შესწავლა მის გარეშეც შეიძლებაa075.gif
ციტატა
ბიბლიის სწავლა, კარგ მცოდნესთან ჯობია, მიხვიდე და ისწავლო.

რათქმაუნდა, თორე იეღოველებმა რო გახსნეს "ბიბლიის შემსწავლელი კურსები", ეგ კი არაა შესწავლაbiggrin.gif

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Jul 19 2011, 09:01 PM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Jul 19 2011, 08:58 PM) *

davithet

ძველი ხელნაწერების ცოდნა ძალიან კაია, მარა ბიბლიის შესწავლა მის გარეშეც შეიძლებაa075.gif
რათქმაუნდა, თორე იეღოველებმა რო გახსნეს "ბიბლიის შემსწავლელი კურსები", ეგ კი არაა შესწავლაbiggrin.gif

იეღოველები ხომ საერთოდ ბრმები არიან .
ყველაზე კარგი იცი რა არის რომ ისწავლო- თუ ადვილად მიხვდე- სახელწოდებები რომელის არ ითარგმნება სწორედ ძველ ებრაულ ენის მცოდნემ უნდა გადაგითარგმნოს პატარ პატარა მონაცემები.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 19 2011, 09:03 PM

davithet

ციტატა
იეღოველები ხომ საერთოდ ბრმები არიან .

"მკვდრები ხართ და მკვდართა დამმარხავნი, ბრმები ხართ და ბრმათა წინამძღოლნი" smile.gif
ციტატა
ყველაზე კარგი იცი რა არის რომ ისწავლო- თუ ადვილად მიხვდე- სახელწოდებები რომელის არ ითარგმნება სწორედ ძველ ებრაულ ენის მცოდნემ უნდა გადაგითარგმნოს პატარ პატარა მონაცემები.

ნამდვილად, გეთანხმებიa075.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2011, 09:08 PM

წინასწარმეტყველებმა მეთქი!!!
ზაქარია და იერემია.
კი ბატონო კარგია ბიბლიის მცოდნესთან სიარული და ძველ ბერძნულ თუ ძველ ებრაულ ენებზე მათი სწავლა,მაგრამ თუ არ მაქ საშუალება რა ვქნა? სულ ისე ხო არ დავრჩები?
ამიტომ სიტუაციიდან გამომდინარე ვმოქმედებ.
კითხვა!

პოსტის ავტორი: davithet თარიღი: Jul 19 2011, 09:16 PM

ციტატა(A.V.M @ Jul 19 2011, 09:08 PM) *

წინასწარმეტყველებმა მეთქი!!!
ზაქარია და იერემია.
კი ბატონო კარგია ბიბლიის მცოდნესთან სიარული და ძველ ბერძნულ თუ ძველ ებრაულ ენებზე მათი სწავლა,მაგრამ თუ არ მაქ საშუალება რა ვქნა? სულ ისე ხო არ დავრჩები?
ამიტომ სიტუაციიდან გამომდინარე ვმოქმედებ.
კითხვა!


მთავარი არც არის რომ იარო თუ დრო და საშუალება არ გაქვს.
კითხულობენ და ვერ გებულობენ, უხსნიან და არ აინტერესებ ,
ეძებენ და ვერ პოულობენ და ა.შ.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 19 2011, 09:16 PM

A.V.M

ციტატა
წინასწარმეტყველებმა მეთქი!!!ზაქარია და იერემია.

უი, ეხლა დავაკვირდიbiggrin.gif
ციტატა
კითხვა!

ვინ იყო კაცი, რომელსაც ღვინო თავის ცხოვრებეში არ ეგემა?
მგონი რამდენიმეა, მაგრამ ეთიც საკმარისი იქნებაsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2011, 09:55 PM

მაგალითად სამფსონი(აღთქმის თანახმად ღვინო და თაფლუჭი არ უნდა ესვა)

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 19 2011, 10:27 PM

GIORGI LELUASHVILI
იოანე ნათლისმცემელი მახსოვს

GIORGI LELUASHVILI
იოანე ნათლისმცემელი მახსოვს

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 19 2011, 10:29 PM

A.V.M
სწორია, სამსონიც.
tamuna m
ესეც სწორიაsmile.gif


და კითხვები?

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 19 2011, 10:35 PM

ერთი შეკითხვა შეიძლება?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2011, 10:36 PM

ვისაც ნაზორეველის აღთქმა ედო ყველა.
სხვათა შორის ხორციელი ძმა უფლისა იაკობიც.
თუ დათრობაზეა საქმე ეგეთი მე ვარ.არც არასდროს დავმთვრალვარ და არც ის მგონია,რომ დავთვრე. laugh.gif laugh.gif

კითხვა:ებრაელებს პასექი რასთან ერთად უნდა ეჭამათ?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 19 2011, 10:50 PM

A.V.M

ციტატა
თუ დათრობაზეა საქმე ეგეთი მე ვარ.არც არასდროს დავმთვრალვარ და არც ის მგონია,რომ დავთვრე.

შენ არ იცი, რა მაგარიაbiggrin.gif
მაინც გაიგებ.მე პირველად ჩემმა მოძღვარმა დამათროbiggrin.gif
ისე თითქმის სულ ჩემ მოძღვართან ერთად ვთვრები ხოლმე.
ციტატა
კითხვა:ებრაელებს პასექი რასთან ერთად უნდა ეჭამათ?

მოდი დავაზუსტებ:პასექის დღესასწაული ორი დღესასწაულისაგან შესდგებოდა: საკუთრივ პასექისაგან და უცომოების დღესასწაულისაგან, რომლის დროსაც აცხობდნენ უფუვარ პურებს.აფუებული პურის ნაცვლად უფუვარს-ხმიადებს ჭამდნენ.შეიწირებოდა სადღესასწაულო მსხვერპლიც, რომელიც შედგებოდა ერთი თხისაგან-ეს იყო მსხვერპლი ცოდვებისათვის და ორი მოზვერისაგან, ერთი ცხვრისა და შვიდი ერთწლიანი კრავისაგან-ყოვლადდასაწველი მსხვერპლისათვის დადგენილ პურის შესაწირავთან და ღვინის პკურებასთან ერთად.

ეს დაზეპირებული მქონდა და მგონი გამომადგაbiggrin.gif
მეტი არაფერი არ ვიცი.

afxazi
ციტატა
ერთი შეკითხვა შეიძლება?

რათქმაუნდაsmile.gif
ახლა შენ გელოდებით

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2011, 11:00 PM

GIORGI LELUASHVILI

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 19 2011, 11:03 PM

A.V.M

ციტატა
გული მიგრძნობს რომ აფხაზმა მაგარი კითხვა უნდა დასვას და სასწრაფოდ ვიტყვი პასუხს ჩემს კითხვაზე.


biggrin.gif biggrin.gif

ვნახოთ აბა:

საქმე მოციქულთა 7,53

მოციქული სტეფანე მიმართავს ებრაელებს:

"თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი." (7,53).

როგორ შევუთანხმოთ ეს ფრაზა ბიბლიურ თხრობას, ანდა ამ მუხლს: "რადგან რჯული მოსეს მიერ მოგვეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა."(იოანე 1,17).?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 19 2011, 11:10 PM

afxazi
როგორ და...
ძველ აღთქმაში მოსეს უფალი ხომ ანგელოზის პირით ელაპარაკებოდა, ამიტომ უფალი და ანგელოზი გაიგივებული იყო ერთმანეთთან.
ასე, რომ უფალმა ანგელოზის სახით მოსეს გადასცა სჯული, მოსემ კი ისრაელ ერს.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 19 2011, 11:12 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ამიტომ უფალი და ანგელოზი გაიგივებული იყო ერთმანეთთან.


გაიგივებული იყო რას ქვია?

ციტატა
რომ უფალმა ანგელოზის სახით


?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2011, 11:15 PM

afxazi
ვინც თქვა ინტუიცია მარტო ქალებს აქვთო იმას რა ვუთხარი მე...
არ ვთქვი მაგარ კითხვას დასვამს მეთქი?
მე ჩემს აზრს ვიტყვი.
იოანეს სახარებაში ასე წერია:სიტყვა იქცა ხორცად და დამკვიდრდა ჩვენში მადლითა და ჭეშმარიტებითა"მოსეს მიერ მოცემული რჯული ჩვენში განმტკიცდა და საბოლოო სახე მიიღო ქრისტეს მიერ.
მაშინ როცა მოსემ მისცა რჯული ებრაელებს რა თქმა უნდა არ იყო მოვლენილი ქრისტე.ანუ მოსემ ზეციური შთაგონებით მისცა რჯული ებრაელებს,(ხალხმა არ შეინახა)ხოლო ქრისტეს მიერ უკვე დამკვიდრდა ჩვენში.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 19 2011, 11:20 PM

A.V.M

მუხლი იოანეს სახარებიდან უბრალოდ პარალელისთვის დავიმოწმე. ძირითადი აქცენტი კი მოციქულთა საქმიდან მოტანილი ციტატაზე მაქვს. ის რაც ითქვა მოსეზე სწორია, მან მიიღო რჯული, მაგრამ რეალურად ვინ მისცა მას? ძველი აღთქმა გვეუბნება, რომ მას ღმერთი ესაუბრებოდა, სტეფანე კი ამბობს, რომ ანგელოზთა ბრძანებით მიიღეთ რჯულიო.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 19 2011, 11:24 PM

afxazi

ციტატა
გაიგივებული იყო რას ქვია?

ძველ აღთქმაში რომ წერია, რომ ათი მცნება უფალმა გადასცა მოსესო, ახალ აღთქმაში წერია, რომ ათი მცნება ანგელოზისგან მიიღო მოსემ.
ამის მსგავსი მრავალი მუხლი შეიძლება მოვიყვანოთ და თუ გინდა მოვძებნი.
ანუ ერთგან წერია, რომ ანგელოზი მოქმედებს და მეორეგან იგივე მოქმედების აღმსრულებლად უფალი იხსენიება.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 19 2011, 11:26 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ძველ აღთქმაში რომ წერია, ომ ათი მცნება უფალმა გადასცა მოსესო, ახალ აღთქმაში წერია, რომ ათი მცნება ანგელოზისგან მიიღო მოსემ.
ამის მსგავსი მრავალი მუხლი შეიძლება მოვიყვანოთ და თუ გინდა მოვძებნი.
ანუ ერთგან წერია, რომ ანგელოზი მოქმედებს და მეორეგან იგივე მოქმედების აღმსრულებლად უფალი იხსენიება.


მესმის რასაც ამბობ, მაგრამ რეალურად ვინ გადასცა მოსეს რჯულის სიტყვები (უფალი ანგელოზის სახით ნიშნავს ისევ უფალს).

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 19 2011, 11:29 PM

ციტატა
ძველი აღთქმა გვეუბნება, რომ მას ღმერთი ესაუბრებოდა, სტეფანე კი ამბობს, რომ ანგელოზთა ბრძანებით მიიღეთ რჯულიო.

ხოდა ზუსტად ამის განმარტება წერია წიგნში "სექტანტობა და მართლმადიდებლობა" და იმით იხსნება ეს, რომ უფალი ანგელოზის სახით მოქმედებდა.
როგორც აბრაამს სამი ანგელოზის სახით გამოეცხადა უფალი.
ასევე ესაიას უფლის ანგელოზი ეუბნება, რომ "მე ღმერთი, თქვენს შესაწირებს არ ვღებულობო".როგორ ანგელოზი არ ღებულობს შესაწირებს?
მაგრამ ანგელოზი ეცხადებოდა რჩეულებს და ანგელოზის პირით უფალი საუბრობდა.

afxazi
ციტატა
(უფალი ანგელოზის სახით ნიშნავს ისევ უფალს).

კი, რათქმაუნდა.
თავი და რჯულის მომცემი ხომ უფალია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2011, 11:31 PM

გეტყვი რაც ხდება.
აქ შეიძლება გავიგოთ როგორც ანგელოზთა შუამავლობით და მსახურებით მოხდა ეს ფაქტი და მეორე ვინც რჯული უნდა დაიცვას ვალდებულია ანგელოზსავით წმინდად ცხოვრობდეს.

ეხლა ამას მიუმატე ჩემს მიერ დაწერილი იოანეს სახარებაზე და პასუხიც გამოვა.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 19 2011, 11:34 PM

A.V.M

ციტატა
აქ შეიძლება გავიგოთ როგორც ანგელოზთა შუამავლობით და მსახურებით მოხდა ეს ფაქტი და მეორე ვინც რჯული უნდა დაიცვას ვალდებულია ანგელოზსავით წმინდად ცხოვრობდეს.


ოხ, განმარტება წაიკითხა და biggrin.gif biggrin.gif

ანუ ისევდ და ისევ დიონისე არეოპაგელის იერარქიული მოძღვრება უნდა გავიხსენოთ. პიროვნულად ღმერთი არავის არ ეცხადება, არამედ მისი "ბრძანების" ადამიანამდე მიმტანი ანგელოზია, მეცხრე დასის წევრი.

ა შენ thumbs.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 19 2011, 11:40 PM

რა გვეშველებოდა იოანე ოქროპირი რომ არ ყოფილიყო?

აბა განმარტება თუ არ ვნახე სადა მაქვს მაგდენი ტვინი.
ის ძველქართულიც ძლივს გადმოვაახალქართულე. biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 19 2011, 11:54 PM

afxazi

ციტატა
ანუ ისევდ და ისევ დიონისე არეოპაგელის იერარქიული მოძღვრება უნდა გავიხსენოთ. პიროვნულად ღმერთი არავის არ ეცხადება, არამედ მისი "ბრძანების" ადამიანამდე მიმტანი ანგელოზია, მეცხრე დასის წევრი.



მოდი იმით დავიწყებ, რომ ზუსტად ასეც ვფიქორბდი, მაგრამ რა ტქმა უნდა ვერ გავბედავდი დაწერას biggrin.gif

მეორეც, ცოტა დამაბნიეთ, მოსეს ანგელოზი გამოცეხადა თუ უფალი ანგელოზის სახით?? ვეღარ გავიგე!

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 19 2011, 11:59 PM

მხევალი ნინო

ციტატა
მეორეც, ცოტა დამაბნიეთ, მოსეს ანგელოზი გამოცეხადა თუ უფალი ანგელოზის სახით?? ვეღარ გავიგე!


პიროვნულად ღმერთი არავის არ ეცხადება (უეჭველი დამწყევლიან თანამედროვე "წინასწარმეტყველები" biggrin.gif biggrin.gif ადამიანს ყოველივე ანგელოზთა მეცხრე დასის მიერ გადაეცემა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 20 2011, 12:04 AM

ციტატა
ცოტა დამაბნიეთ,

დაბნევა შენ ჩემი უნდა გენახა,როგორ გაგიჟებული ვეძებდი სამოციქულოს განმარტებას.
ისე ბატონო აფხაზ თუ ასეთი კარგი კითხვები გექნებათ გამოუშვით ხოლმე.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 20 2011, 12:07 AM

A.V.M

ციტატა
ისე ბატონო აფხაზ თუ ასეთი კარგი კითხვები გექნებათ გამოუშვით ხოლმე.


რაღაც ისეთი უნდა მოვნახო განმარტებამაც რომ ვერ გიშველოთ biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 20 2011, 12:18 AM

ერთი შეკითხვა მაქვს კიდე, რომელსაც განმარტებაში ვერ იპოვით biggrin.gif biggrin.gif ოღონდ ერთი პრობლემა ისაა, რომ ეს შეკითხვა ადრეც დაისვა, მაგრამ იმედი მაქვს ცოტას თუ ახსოვს (ვისაც ახსოვს დროებით თავი შეიკავოს).

ანუ ასეთი შეკითხვა:

ისევ საქმე მოციქულთა XVII თავი (ძველ ქართულად და ახალ ქართულად მოვიტან ერთიდაიგივე მუხლს).


მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ (საქმე 17,22).

დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. (საქმე 17,22).


რატომ გვაქვს ამგვარი სხვაობა, ეწინააღმდეგება თუ არა ეს ორი თარგმანი ერთმანეთს?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 20 2011, 12:27 AM

afxazi
მრჩობლ ორმაგს არ ნიშნავს?
რაღაც მანდ იქნებ ძაღლის თავი დამალული biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 20 2011, 12:28 AM

tamuna m

ციტატა
მრჩობლ ორმაგს არ ნიშნავს?


ხო.

ერთგან ამბობს ძალიან მორწმუნენი ხართო, მეორეგან ძალიან ეშმაკეულებიო, აბა რატომ? შენ კი უნდა გახსოვდეს.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 20 2011, 12:42 AM

afxazi
რომ მახსოვდეს, ხომ დავწერდი user.gif

უი, მივაგენი პასუხს, მაგრამ ვერ გავიგე კარგად და ალბათ ამიტომაც არ დამამახსოვრდა.
დაველოდოთ ბავშვებს, რას იტყვიან

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Jul 20 2011, 12:42 AM

ციტატა
მაშინ დადგა პავლე შორის არიოპაგისა და თქუა: კაცნო ძმანო ათინელნო, ყოვლითურთ ვითარცა მრჩობლ ეშმაკეულთა გხედავ თქუენ (საქმე 17,22).

დადგა პავლე შუა არეოპაგში და თქვა: ათენელებო, ყველაფერი, რასაც ვხედავ, იმას მოწმობს, რომ ძალზე მორწმუნენი უნდა იყოთ. (საქმე 17,22).

რატომ გვაქვს ამგვარი სხვაობა, ეწინააღმდეგება თუ არა ეს ორი თარგმანი ერთმანეთს?


ორი მოსაზრება მაქვს, შეიზლება ორივე მცდარი, მაგრამ მაინც ვცდი:
1) მრჩობლი ნიშნავს ორმაგს, მეორეს და შეიძლება რაღაც აზრით, სხვასაც, სხვა მხარეს მყოფს, საპირისპიროს (მაგალითადროგორცაა ერთი და მეორე). ამ ლოგიკით მრჩობლი ეშმაკეული იქნება - ეშმაკეულის საპირისპირო ანუ მორწმუნე. ეს ერთი ვარიანტი.
2) მეორე ვარიანტი, რომელიც კიდევ უფრო ნაკლებად მგონია, ის არის, რომ წმინდა მოციქული პავლე, ათინელებს როცა მიმართავდა და მორწმუნეთ სახელდებდა, ბუნებრივია გულისხმობდა არა მათ "მართმორწმუნეობას", არამედ უბრალოდ მათ ღრმა "რელიგიურობას" თავიანთი ღმერთებიასდმი. შესაბამისად რადგანაც ყველა ღმერთი წარმართა "ეშმაკნი არიან" და ასეთ ღმერტებს განსაკუთრებით პატივსცემდნენ ათებნელები, ვიდრე სხვა ხალხები, შეიძლება ამა გულისხმობდეს პავლეს სიტყვებიც "მრჩობლი ეშმაკეულნი" ანუ წარმართული ღმერთების ორმაგად პატივცემელნი smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 20 2011, 09:59 AM

damiane80

ციტატა
2) მეორე ვარიანტი, რომელიც კიდევ უფრო ნაკლებად მგონია, ის არის, რომ წმინდა მოციქული პავლე, ათინელებს როცა მიმართავდა და მორწმუნეთ სახელდებდა, ბუნებრივია გულისხმობდა არა მათ "მართმორწმუნეობას", არამედ უბრალოდ მათ ღრმა "რელიგიურობას" თავიანთი ღმერთებიასდმი. შესაბამისად რადგანაც ყველა ღმერთი წარმართა "ეშმაკნი არიან" და ასეთ ღმერტებს განსაკუთრებით პატივსცემდნენ ათებნელები, ვიდრე სხვა ხალხები, შეიძლება ამა გულისხმობდეს პავლეს სიტყვებიც "მრჩობლი ეშმაკეულნი" ანუ წარმართული ღმერთების ორმაგად პატივცემელნი

მასე ასე მგონია

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 20 2011, 12:30 PM

არანაირად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
პავლე ანბობდა,რომ ძალიან მორწმუნეები ხართ,ოღონდ ეს რწმენა მიმართულია არა ჭეშმარიტი ღმერთისკენ არამედ წარმართულზე(ეშმაკეულზე).

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 20 2011, 12:53 PM

მე სიტყვაზე მაქვს აქცენტი. ბერძნულსაც მოგაშველებთ.

Σταθεὶς δὲ [ὁ] Παῦλος ἐν μέσῳ τοῦ Ἀρείου Πάγου ἔφη· ἄνδρες Ἀθηναῖοι, κατὰ πάντα ὡς δεισιδαιμονεστέρους ὑμᾶς θεωρῶ

აქ აშკარად წერია δαιμον, რაც უთარგმნელად დემონს ნიშნავს. ხოდა რატომ თარგმნეს ახალ ქართულად ეს სიტყვა როგორც მორწმუნე? რაც შეცდომა არ არის.

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Jul 20 2011, 01:21 PM

ციტატა(afxazi @ Jul 20 2011, 12:53 PM) *

მე სიტყვაზე მაქვს აქცენტი. ბერძნულსაც მოგაშველებთ.

Σταθεὶς δὲ [ὁ] Παῦλος ἐν μέσῳ τοῦ Ἀρείου Πάγου ἔφη· ἄνδρες Ἀθηναῖοι, κατὰ πάντα ὡς δεισιδαιμονεστέρους ὑμᾶς θεωρῶ

აქ აშკარად წერია δαιμον, რაც უთარგმნელად დემონს ნიშნავს. ხოდა რატომ თარგმნეს ახალ ქართულად ეს სიტყვა როგორც მორწმუნე? რაც შეცდომა არ არის.


რაც ზემოთ დავწერეთ არასწორია?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 20 2011, 01:25 PM

afxazi
3 კაცი ვმსჯელობდით და ერთი და იმავე პასუხამდე მივედით თითქმის.
თამაში რომაა თბილა-ცხელა იმით მაინც მიგვანიშნე რამე. umnik3.gif kitxva.gif opaa.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 20 2011, 01:26 PM

მახსოვდა და დამავიწყდა biggrin.gif სკლეროზს მოუკვდა პატრონი biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 20 2011, 01:40 PM

damiane80

ციტატა
რაც ზემოთ დავწერეთ არასწორია?


შენ თქვი, რომ მოციქულმა მათი რელიგიურობა აღნიშნა, განურჩევლად რას ეთაყვანებოდნენ. ეს არასწორია, რადგან ისინი კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. მართალია პავლემ იქ აღმოაჩინა ერთი ნიში, რომელზეც ეწერა "უცნობ ღმერთს", მაგრამ ეს მხოლოდ "დიპლომატიისთვის" გამოიყენა და არანაირად იმისთვის, რომ მათი ღრმა მროწმუნეობა გამოეხატა.

მე ვამბობ სიტყვა რატომ იართარგმნა მთაწმინდელთან როგორც ეშმაკი, ახალქართულად კი როგორც მორწმუნე (ამ სიტყვაშია გასაღები).

პასუხი ჩვენს ბიბლიოთეკაში არსებული ერთ-ერთი ტექსტის სქოლიოშია, ოღონდ არ მითხრათ რომლის biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 20 2011, 01:49 PM

afxazi

ციტატა
მე ვამბობ სიტყვა რატომ იართარგმნა მთაწმინდელთან როგორც ეშმაკი, ახალქართულად კი როგორც მორწმუნე (ამ სიტყვაშია გასაღები).

ფანატიკოსს ნიშნავს, რომელიც როგორც მახსოვს შეპყრობილადაც ითარგმნება ანუ ეშმაკეულად tongue.gif
მასეა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 20 2011, 01:50 PM

ალექსანდრე

ციტატა
ფანატიკოსს ნიშნავს, რომელიც როგორც მახსოვს შეპყრობილადაც ითარგმნება ანუ ეშმაკეულად


შენ რა გითხარი ფანატიკოსი რაღა შუაშია. biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 20 2011, 01:52 PM

ციტატა(afxazi @ Jul 20 2011, 01:50 PM) *

ალექსანდრე
შენ რა გითხარი ფანატიკოსი რაღა შუაშია. biggrin.gif biggrin.gif

რავი ეგრე მახსოვს, ედიშერს ეწერა სადღაც. ფანატიკოსი ეშმაკეულადაც ითარგმნებაო მგონი rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 20 2011, 01:54 PM

წმ იოანე ოქროპირი უნდა გამოვიყენო
,,მრჩობლ ეშმაკეულება ათინელთა შორის ესრეთ გულისხმა იყოფვოდა.ვითარმცა მრჩობლ მოსწრაფე იყვნეს ზორვად ღმერთთა საცნაურთა და უცნაურთა.ამისთვის სიმრავლესა ღმერთთა მათთასა ეშმაკ უწოდეს,ვითარ-იგი ზემო თქუეს."

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 20 2011, 01:56 PM

A.V.M

"მორწმუნედ" რატომ Iტარგმნა ახალქართულად?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 20 2011, 02:00 PM

ციტატა
ოღონდ ეს რწმენა მიმართულია არა ჭეშმარიტი ღმერთისკენ არამედ წარმართულზე(ეშმაკეულზე).


პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 20 2011, 02:03 PM

ვტანჯავთ ეხლა ერთმანეთს მე მგონი biggrin.gif biggrin.gif

ამიტომ დავწერ რაშია საქმე:

“ღვთისმოშიშება” – “დეისიდაიმონია”. ხსენებული ბერძნული სიტყვა, ჩვეულებრივ, განიმარტება, როგორც “შიში ღვთისა”, ხოლო უარყოფითი აზრით, “ცრურწმენა” (“დეიდო”, - მეშინია; “დაიმონიონ” – ღვთიურობა). რამდენადაც ბერძნული სიტყვა “დაიმონ”, რომელიც ანტიკურ პერიოდში “ღმერთს” ნიშნავდა, ქრისტიანულ ხანაში “დემონის”, “ცრუ ღმერთის”, “ეშმაკის” აღმნიშვნელად გარდაიქმნება. ამდენად ზემომოტანილი კომპოზიტიც მსგავსი შინაარსით იტვირთება. ძველი ქართული მთარგმნელები მას, ჩვეულებრივ, თარგმნიან, როგორც “მრჩობლეშმაკეული” (როგორც ჩანს კომპოზიტის პირველი წევრი “დეისი” გაუიგივეს სიტყვას “დვოისი”, რაც “ორის” აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვის მიცემითი ბრუნვაა მრ. რ-ისა).

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 20 2011, 02:06 PM

afxazi
ასე მაგ კითხვას მგონი მარტო davithet უპასუხებდა.
სად შემიძლია მე თარგმანები და.ა.შ.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 20 2011, 02:07 PM

ხო მგონი სხვა თემაა მაგრამ აი რასაც ვამბობდი. ედიშერის ლექციიდან ეპილეფტიკოს რაც ხშირად გვხვდება ეკლესიის მამებთან, მაგ: მაქსიმე აღმსარებელთან და სხვებთან ლათინურად ითარგმნება, როგორც " ფანატიკოს", რაც ასევე ეშმაკისაგან შეპყრობილს ნიშნავს. თვითონ სიტყვა ფანატიკოსის განმარტება ასეთია, რომ ფანუმი იყო ერთ- ერთი წარმართული ღვთაება, რომელსაც ჰქონდა თავისი ტერიტორია, მიწა და ვინც კი ამ მიწაზე შეაბიჯებდა ფანუმით ხდებოდა განცოფებული. ფანუმი შედიოდა მასში, მის გონებაში და აგიჟებდა. ასე რომ ფანატიკოსი ნიშნავს ფანუმით განცოფებულს, ანუ საეკლესიო მოძღვრებით ეშმაკით განცოფებულს.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 20 2011, 02:45 PM

afxazi

ციტატა
“ღვთისმოშიშება” – “დეისიდაიმონია”. ხსენებული ბერძნული სიტყვა, ჩვეულებრივ, განიმარტება, როგორც “შიში ღვთისა”, ხოლო უარყოფითი აზრით, “ცრურწმენა” (“დეიდო”, - მეშინია; “დაიმონიონ” – ღვთიურობა). რამდენადაც ბერძნული სიტყვა “დაიმონ”, რომელიც ანტიკურ პერიოდში “ღმერთს” ნიშნავდა, ქრისტიანულ ხანაში “დემონის”, “ცრუ ღმერთის”, “ეშმაკის” აღმნიშვნელად გარდაიქმნება. ამდენად ზემომოტანილი კომპოზიტიც მსგავსი შინაარსით იტვირთება. ძველი ქართული მთარგმნელები მას, ჩვეულებრივ, თარგმნიან, როგორც “მრჩობლეშმაკეული” (როგორც ჩანს კომპოზიტის პირველი წევრი “დეისი” გაუიგივეს სიტყვას “დვოისი”, რაც “ორის” აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვის მიცემითი ბრუნვაა მრ. რ-ისა).


მოდი, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, მე ვერ გავიგე :

biggrin.gif

ანუ, მე რაც გავიგე, სიტყვის განმარტებაა დღეს სხვაგვარი და ამიტომ ცდომილებაა თარგმანში, მართალი ვარ?

ორ სხვადასხვა თარგმანში, საწინააღდეგო ტერმინებია მოყვანილი. გამაგებინეთ, რა უწოდა მოციქულმა იმ ხალხს, ანუ, იმ დროს რა იგულისხმა და ბოლოს, გამოდის, რომ რომელირაც ტარგმანი არასწორია?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 20 2011, 09:37 PM

მხევალი ნინო
ჩემ დღეში ხარ biggrin.gif
მეც ვერ ჩავწვდი ბოლომდე.
აი, წინაზე ეს კითხვა აფხაზმა როგორ გაშიფრა:

ციტატა

ძველი ქართული განმარტებითი ტექსტით გაგცემთ.

"არა ძაგებად დადგა, არამედ ქებად, რამეთუ მრჩობლ ეშმაკეულებაი ათინელთა შორის ესრეთ გულისხმა-იყოფებოდა, ვითარმცა მრჩობლ მოსწრაფე იყვნეს ზორვად ღმერთთა საცნაურთა და უცნაურთა. ამისთვის სიმრავლესა ღმერთთა მათთასა ეშმაკ უწოდდეს, ვითარ-იგი ზემო თქუეს პავლესთვის (საქმე 17,18), ვითარმედ" უცხოთა ეშმაკთა ჩანს მომთხრობელად", ესე იგი არს უცხოთა ღმერთთა; რამეთუ ესმა რაი სახელი იესუისი და აღდგომისაი, ორთავე ღმრთად ჰგონებდეს.

ანუ აქ ერთგვარი დიპლომატია ჩანს პავლე მოციქულისა, რომ არც წარმართებს აწყენინა და პირიქით მათი გაგებით შეაქო და არც ტყუილი უთქვამს, რომ ისინი, როგორც კერპთაყვანისმცემლები, ნამდვილად ეშმაკს ეთაყვანებოდნენ. აქ ეს სიტყვა "ეშმაკეული" როგორც ტერმინი ისე არაა გამოყენებული, არამედ გადატანითი მნიშვნელობით, ამიტომაც ითარგმნა როგორც მორწმუნე.


პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Jul 20 2011, 09:54 PM

მხევალი ნინო
tamuna m

ზემოთ ნათქვამთანაც შეაჯერეთ და ეგაა biggrin.gif biggrin.gif სხვა ახსნა არ მომთხოვოთ. biggrin.gif biggrin.gif

დასვით აბა კითხვა.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 20 2011, 10:03 PM

afxazi
შევკრიბე, მაგრამ ჩემი გონება ბოლომდე ვერ გაწვდა biggrin.gif
დასვი რა კიდე.
მიყვარს შენი კითხვები :წუბ:

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 20 2011, 10:05 PM

tamuna m

ციტატა
შევკრიბე, მაგრამ ჩემი გონება ბოლომდე ვერ გაწვდა



კოლეგა : ))

შენს გევრდით მიგულე biggrin.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Jul 21 2011, 03:21 PM

რა ერქვა ქალს, რომელმაც მსაჯულ სამსონის სიძლიერის საიდუმლოს შესახებ მის მტრებს გაუმჟაღვნა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 24 2011, 10:02 PM

დალილა
(ადვილი იყო)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 25 2011, 07:32 PM

კითხვა სახარებიდან:
რა მოხდა იუდას თავს მაშინ როდესაც ქრისტეს მოწოდებული ლუკმა შეჭამა?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 25 2011, 10:42 PM

A.V.M
ეშმაკი შევიდა მასში?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 25 2011, 10:50 PM

tamuna m
zafxuli.gif yvavilebi.gif opaa.gif toast.gif
ეს პრიზები შენ.

ისე ტრადიციის თანახმად ეხლა შენი ჯერია კითხვის დასმის.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 25 2011, 10:57 PM

A.V.M
კითხვის დასმა არ მთხოვო რა.
ისე, ახალი აღთქმიდან დამაძალეთ.
აფხაზი სადაა?
რამე სააზროვნო კითხვა გვინდა.
მე და მხევალი გავერთობოდით biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 25 2011, 11:01 PM

არ ვიცი სადაა.
რასაც მე ვუყურებ ყველაზე კარგ კითხვებს ეგ სვამს,
და არც ლელუაშვილია დღეს.ეგეც საკმაოდ აქტიურია ფორუმზეც და ამ თემაშიც.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2011, 12:28 AM

რადგან არავინ ამბობს კითხვას,მაშინ მე დავსვამ!
კითხვა სამოციქულოდან:თავიანთი ძალისა და სიტყვა-პასუხის მიხედვით,ვის შეადარეს პავლე და ბარაბა?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 26 2011, 12:30 AM

A.V.M
ზევსსა და ჰერმესს tongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2011, 12:32 AM

ძლივს ვიღაც არ შემოვიტყუე.
ეგრე რა.
აბა ჰე! კითხვა ეხლა!

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 26 2011, 12:35 AM

ვინ იყო ბაბილონის გოდოლის მშენებლობის ხელმძღვანელი biggrin.gif


კითხვებს ვერ ვსვამ რა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2011, 01:00 AM

ეხლა ვფურცლავდი ბიბლიას და მაგ მომენტში წინამძღვარი ვინ იყოო არ წერია.
წინა თავშია პასუხი?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 26 2011, 01:03 AM

A.V.M

ციტატა
ეხლა ვფურცლავდი ბიბლიას და მაგ მომენტში წინამძღვარი ვინ იყოო არ წერია.

გადმოცემაა როგორც მახსოვს tongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2011, 01:06 AM

ნუ დამტანჯე მითხარი თუ ძმა ხარ და ისიც მითხარი სად წერია.

(აკი არ მეხერხება კითხვების დასმაო?კი გაგვაჩუმე ვინც ვიყავით და...)

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 26 2011, 01:44 AM

ციტატა(A.V.M @ Jul 26 2011, 01:06 AM) *

ნუ დამტანჯე მითხარი თუ ძმა ხარ და ისიც მითხარი სად წერია.

(აკი არ მეხერხება კითხვების დასმაო?კი გაგვაჩუმე ვინც ვიყავით და...)

პასუხი არის ნებროთი, სწორედ მას მიაწერენ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის წამოწყებას, ანუ ამ იდეის ქვეშ ხალხის გაერთიანებას smile.gif როგორც გამახსენდა აპოკრიფული ლიტერატურიდანაა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 26 2011, 01:46 AM

ალექსანდრე
ქამის შვილი?ბიბლიიდან ვიცით,რომ იგი გმირი მონადირე იყო მეტი არაფერი ვიცოდი.(თუ არ ჩავთვლით იმას,რომ ნოეს შთამომავლობიდან აშენდა გოდოლი)

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 26 2011, 01:54 AM

ხუსის ძე იყო ნებროთი როგორც ბიბლიაში წერია, გმირობა დაიწყოო ქვეყანაზეო ამას განმარტავენ რომ იგი გახდა ლიდერი, თანაც საკმაოდ სასტიკი. გოდოლის აშენების იდეა იმდენად ძლიერი იყო რომ იგი საშინლად სჯიდა მათ ვინც რაიმე მიზეზით მშენებლობას ხელს შეუშლიდა.

ახლა მეორე კითხვა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 26 2011, 02:06 AM

ვინ იყო ის პიროვნება რომელმაც არ მიიღო ბაბილონის გოდოლის მშენებლობაში მონაწილეობა რის გამოც იგი დასაჯეს კიდეც smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jul 27 2011, 12:15 AM

ალექსანდრე
ეგ აპოკრიფებში წერია?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Jul 28 2011, 12:21 AM

მგონი ნებროთის წიგნში წერია, მე ლექციიდან მახსოვს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2011, 11:18 PM

სად დაგიკარგავთ ეს თემა,ძლივს ვიპოვე.


მიკლედ კითხვა ძველი აღთქმიდან:
რა თქვა სამუელმა ებენ-ყეზერზე?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 4 2011, 11:27 PM

A.V.M

ციტატა
რა თქვა სამუელმა ებენ-ყეზერზე?

ეს ხომ ადგილი იყო, სადაც ისრაელიანებმა ფილისტიმელებთან საბრძოლველად დაიბანაკეს?
როგორც მახსოვს, სამოელმა გამარჯვების შემდეგ ამ ადგილს ლოდი დადო და ებენ ყეზერი უწოდა, რაც ნიშნავს შეწევნის ქვას
ასეა ხო?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2011, 11:31 PM

დაახლოებით ეგრეა,
ჩავთვალოთ.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 4 2011, 11:31 PM

A.V.M

ციტატა
დაახლოებით ეგრეა,ჩავთვალოთ.

სრულად?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2011, 11:40 PM

სამუელმა ასე თქვა(სიტყვა-სიტყვით),,აქამდე შეგვეწია უფალიო"

სხვათა შორის ბიბლიის თარგმანებში ებენ-ყეზერი ავნეზერად მოიხსენიება.)დარწმუნებული ვარ ყველამ იცოდით,მარა მაინც)

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 4 2011, 11:47 PM

A.V.M

ციტატა
სამუელმა ასე თქვა(სიტყვა-სიტყვით),,აქამდე შეგვეწია უფალიო"

მასე მაგრადაც არ ვიციbiggrin.gif
არ მახსოვდა სიტყვა-სიტყვით, მარა "შეწევნა" ხო მაინც ვთქვიbiggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2011, 11:48 PM

შეწევნა თქვი და ეხლა კითხვა უნდა თქვა.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 4 2011, 11:59 PM

ვის შეაფარა თავი იაკობმა, როცა ესავისგან გაიქცა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 12:03 AM

რებეკამ არ გაუშვა ლაბანთან?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 5 2011, 12:05 AM

A.V.M

ციტატა
რებეკამ არ გაუშვა ლაბანთან?

smile.gif
ადვილი იყოbiggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 12:07 AM

ჩემ კითხვაზე ადვილი იყო.

მაშინ რადგან ადვილები წამოვიდა ოდნავ გავართულებ.
ვინ იყო მოსეს მძახალი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 5 2011, 11:15 PM

ხობაბი იყო და კითხვა გამოუშვით ხალხნო!

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Aug 9 2011, 11:29 PM

ძალიან გამიხარდა თემის განახლება... ისევ აფხაზი თუ გვიშველიდა...ურიგოდ კითხვას ვერ დავსვავ და ამიტო გელოდებით

პოსტის ავტორი: archmikael თარიღი: Aug 16 2011, 11:48 AM

,,თქვენი აზრით რატომ არ უშვებდა განკურნებული ხელს მოციქულებს?" რწმენაშI არ იყო მტკიცედ და არ ეჯერა ბოლომდე რომ შეეძლო სიარული.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2011, 08:16 PM

archmikael
ეს ერთ-ერთი პირველი კითხვა იყო ამ თემაში.

ორი მიზეხით...

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 17 2011, 08:40 PM

archmikael

ციტატა
,,თქვენი აზრით რატომ არ უშვებდა განკურნებული ხელს მოციქულებს?" რწმენაშI არ იყო მტკიცედ და არ ეჯერა ბოლომდე რომ შეეძლო სიარული.


მოზღვავებული სიხარულის, საკუთარი უძლურობის განცდის, რწმენის გაღრმავების სურვილის გამო...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2011, 09:35 PM

ამ თემაში ტრადიცია გვაქვს.ვინც იცნობს კითხვას ის სვამს ახალს.

აბა ჰე,გელოდებით georgios

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 17 2011, 09:53 PM

აღდგომის შემდეგ, როდესაც იესო გამოელაპარაკება მარიამ მაგდალელს და მარიამი იცნობს მას, რატომ უბრძანებს უფალი ქალს: "არ შემეხო" ?

და, საერთოდ, რას იტყოდით: მკვდრეთით აღმდგარი იესოს გამოცხადებას პირველად მარიამ მაგდალელისადმი როგორ განიმარტება შეიძლება ჰქონდეს?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 18 2011, 12:52 AM

georgios

ციტატა
აღდგომის შემდეგ, როდესაც იესო გამოელაპარაკება მარიამ მაგდალელს და მარიამი იცნობს მას, რატომ უბრძანებს უფალი ქალს: "არ შემეხო" ?

იმიტომ რომ მამასთან არ იყო ასული.
ციტატა
და, საერთოდ, რას იტყოდით: მკვდრეთით აღმდგარი იესოს გამოცხადებას პირველად მარიამ მაგდალელისადმი როგორ განიმარტება შეიძლება ჰქონდეს?

რაც უფალმა მარიამ მაგდალინელი 7 ეშმაკისგან განკურნა, მარიამი მას არასდროს მოშორებია გვერდიდან. ყოველთვის ისმენდა მის სიტყვებს და ყოველთვის ენდობოდა.
და კიდევ, ჯვარცმასთან გავიხსენოთ ვინები იდგნენ:ღვთიმშობელი, იოანე მახარებელი და მარიამ მაგდალინელი. უფალი ათივე მოწაფემ მიატოვა, მარიამი კი ჯვარცმის დროსაც კი არ განშორებია მას.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 18 2011, 02:06 AM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
იმიტომ რომ მამასთან არ იყო ასული.

ასული არ იყო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თომა შეეხო მის ჭრილობებს. არც მაშინ იყო ასული მამასთან.

ციტატა

რაც უფალმა მარიამ მაგდალინელი 7 ეშმაკისგან განკურნა, მარიამი მას არასდროს მოშორებია გვერდიდან. ყოველთვის ისმენდა მის სიტყვებს და ყოველთვის ენდობოდა.
და კიდევ, ჯვარცმასთან გავიხსენოთ ვინები იდგნენ:ღვთიმშობელი, იოანე მახარებელი და მარიამ მაგდალინელი. უფალი ათივე მოწაფემ მიატოვა, მარიამი კი ჯვარცმის დროსაც კი არ განშორებია მას.

გარდა ამისა, სკოლაში რელიგიის მასწავლებელი ამ ადგილს განგვიმარტავდა, როგორც ქალის ამაღლებას მას შემდეგ, რაც ძველი აღთქმის პერიოდში იგი დამდაბლებული იყო.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 18 2011, 02:25 PM

georgios

ციტატა
ასული არ იყო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თომა შეეხო მის ჭრილობებს. არც მაშინ იყო ასული მამასთან.

აბა დადე ზუსტი კონტექსტი თუ შეგიძლია და ერთად განვიხილოთsmile.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 18 2011, 03:41 PM

GIORGI LELUASHVILI
იოანეს სახარების მეოცე თავი მთლიანად.
დასაწყისში წერია მარიამი როგორ იღებს იესოს გამოცხადებას და ბოლოსკენ საუბარია, მოციქულებთან მისვლის შემდეგ როგორ მოევლინება თომა მოციქულსაც, რომელმაც თქვა, რომ სანამ არ ვიხილავ და არ შევეხები, არ დავიჯერებ რომ აღდგაო. იესოც ეტყვის, რომ შეყავი თითი ჩემს ფერდში, შეეხე ჩემს ჭრილობას და იყავი მორწმუნეო. მხოლოდ ამის შემდეგ თომა იწამებს იესოს.

პირველი გამოცხადების დროს იესო უკრძალავს მარიამს შეხებას და განუმარტავს, რადგან ჯერ მამასთან არ ავსულვარო ხოლო შემდეგ თომას რთავს ნებას შეეხოს.

რატომ?

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Aug 18 2011, 05:27 PM

ციტატა
პირველი გამოცხადების დროს იესო უკრძალავს მარიამს შეხებას და განუმარტავს, რადგან ჯერ მამასთან არ ავსულვარო ხოლო შემდეგ თომას რთავს ნებას შეეხოს.

რატომ?


მარიამს რომ უთხრა მაცხოვარმა აღდგომის დღე იყო, ხოლო თომას რომ შეხების უფლება მისცა 1 კვირა იყო გასული. რაც შეეხება "მამასთან ასვლას" აქ მგონი ამაღლებას არ გულისხმობდა მაცხოვარი. ახსნა მეც არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მგონი აქ არის რაღაც განსხვავება

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 18 2011, 08:04 PM

damiane80

ციტატა
მარიამს რომ უთხრა მაცხოვარმა აღდგომის დღე იყო, ხოლო თომას რომ შეხების უფლება მისცა 1 კვირა იყო გასული.

ჰო. ანუ დროში იყო სხვაობა.

აი ასე განმარტავს თეოფილაქტე ბულგარელი მარიამთან გამოცხადების ნაწილს:

Она желает подойти к Нему, обращаться с Ним, как и прежде, и, быть может, обнять, как возлюбленного. Но Он возводит ее мысль, чтобы она помыслила нечто высшее и внимала Ему с большим почтением. "Не прикасайся ко Мне", то есть обстоятельства теперь уже не в прежнем положении, и Я не буду уже обращаться с вами по-прежнему. Хотя Он не сказал этого словами, но таков смысл слов: "восхожу к Отцу Моему". Я туда спешу. А как Я спешу туда и уже не имею такого тела, чтобы обращаться с людьми, то надобно быть благоговейнее ко Мне, к высшему обыкновенной беседы и прикосновения, то есть обращения. Смотри же, сколько мыслей евангелист выразил кратко. Господь сказал: "не прикасайся ко Мне". Потом, как бы кто спросил: почему? потому, отвечает, что у Меня тело уже не такое, какому свойственно быть в жизни земной, но такое, какое прилично небу и горним селениям. Потом вопрошающий как бы продолжает: зачем же Ты ходишь на земле, когда имеешь такое тело? Потому, отвечает, что Я не взошел еще к Отцу Моему, но взойду. Ибо это выражает дальнейшими словами: "иди к братьям Моим и скажи им: восхожу к Отцу Моему и Отцу вашему", хотя взойдет не тотчас, но спустя сорок дней. Для чего же так говорить? Для того чтобы воскресить ее ум и убедить, что Он отходит на небеса, и тем утешить. Назвав учеников братьями, прибавляет: "и Отцу вашему". Бог и нам - Отец, но по благодати, а Господу Он Отец - по естеству. Наоборот. Он нам Бог - по естеству, а Господу Бог - по Его человечеству. Ибо Он стал Богом Его, когда Он принял на Себя человеческое естество. Мария, удостоившись таких речей, уходит и возвещает об этом ученикам. Вот, как хорошо усердие и постоянство. Будь и ты усерден и, быть может, узнаешь что-нибудь высшее, и из учеников Слова сделаешься учителем.

ეს კი თომას ეპიზოდი:

Фома не был с учениками. Вероятно, он еще не возвратился к ним из бывшего рассеяния. Что значит замечание - называемый Близнец? Это значение имени - Фома. Ибо, как Кифа значит камень, так и Фома значит близнец. Евангелист упоминает о таком значении имени Фомы, кстати, чтобы показать нам, что он был какой-то недоверчивый и имел такой нрав от самого рождения, как показывает самое имя. Когда прочие ученики сказали о Господе, Фома не верил не потому, что считал их лжецами, но потому, что дело воскресения считал невозможным. Почему и обвиняется в неумеренном любопытстве. Ибо, как скоро верить - легкомысленно, так сильно упорствовать - дико и грубо. Смотри, он не сказал: я не верю глазам, но присовокупил: "если не вложу руки моей". Но откуда он знал, что была рана в боку? Слышал это от учеников. Для чего Господь является ему не тотчас, но спустя восемь дней? Для того чтобы он, внимая наставлению соучеников и слыша одно и то же, воспламенился большим желанием и сделался тверже верующим на будущее время. Господь, желая показать, что Он был с ними и тогда, когда Фома высказывал пред соучениками слова своего неверия, не ожидает, пока услышит от него что-нибудь подобное, но Сам вперед исполняет то, чего желал Фома, и употребляет его собственные слова. И смотри, сначала Он говорит с упреком: "подай руку твою", но потом вразумляет: "не будь неверующим, но верующим". Отсюда ясно, что сомнение происходило от неверия, и посему напрасно некоторые в защиту Фомы говорят, что он нескоро поверил по своей основательности. Ибо вот, Господь называет его неверным. Смотри, как тот, кто сначала не верил, от прикосновения к ребру сделался отличным богословом. Ибо он проповедал два естества и одно лицо во едином Христе. Сказав: "Господь", исповедал человеческое естество; ибо "Господь" употребляется и об людях, например: "Господин! если ты вынес Его" (Ин. 20, 15). А сказав: "Бог мой", исповедал божеское существо и таким образом исповедал Одного и Того же Господом и Богом. Господь, показывая нам, что вера состоит в том, чтобы принимать невидимое, говорит: "блаженны не видевшие и уверовавшие". Здесь Он намекает на учеников, которые не касались ни раны от гвоздей, ни ребра, однако уверовали, и не на одних только их, но и на тех, которые уверуют впоследствии. Сказал это не с тем, чтобы лишить Фому блаженства, но чтобы утешить невидевших. Ибо многие говорят: блаженны очи, видевшие Господа. Он утешает таковых, говоря, что более блаженства в том, чтобы не видеть и веровать. - Каким образом тело нетленное оказалось имеющим раны и было осязаемо рукою человеческою? Все это было делом снисхождения. Ибо тело, вошедшее чрез запертые двери, и потому тонкое и легкое, было свободно от всякой грубости. А чтобы уверить в воскресении, Господь показывает его таким, и для того воскрес, имея знаки креста и раны. Также, что Он и ел, ел не по нужде для тела, но для удостоверения в воскресении. Посему, как прежде распятия, ходя по волнам (Мк. 6, 48), Он имел тело не иной природы, так и ныне показывает оное осязаемым и имеющим раны. Однако же, хотя оно осязаемо и видимо, но нетленно. Ибо это показывается для удостоверения, а не по необходимости и закону тела. Ибо все вкушаемое входит во чрево и изменяется (Мф. 15, 17), чего у Христа, после воскресения, не было; но вкушаемое, принимаемое только для удостоверения в воскресении, было потребляемо некоторой невидимой и Божественной силой. Заметь и то, как для одного человека - Фомы - Господь не отказался снизойти и показать ребро, чтобы спасти одну душу неверующую; так и мы не должны презирать ни одного, ни самого малого.

შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ რადგან ქრისტეს სხეული უკვე სხვანაირია, ის არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ მასთან ძველებურად ჰქონდეთ ურთიერთობა და შეხება. ხოლო თომასთვის ნებართვის მიცემა იყო მისდამი გაცემული წყალობა, რათა ეწამა... იქნებ ეს თავი ხაზს უსვამს მარიამის მხურვალე რწმენას და ღრმა შემეცნებას, რადგან იგი არ შეეხო, მაგრამ ახარა დანარჩენებს და თომას(მარჩბივს,ტყუპს) შედარებით ზედაპირულ რწმენას, რომელსაც განმტკიცება სჭირდება.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 18 2011, 10:18 PM

georgios
თვითონ გაგირკვევიათ უკვეsmile.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 18 2011, 11:37 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა

თვითონ გაგირკვევიათ უკვეsmile.gif

რადგან პასუხი შენ გაეცი და დამიანე80-მა, ახლა შემდეგი კითხვა რომელიმემ გამოუშვით.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 19 2011, 02:39 PM

ციტატა
რადგან პასუხი შენ გაეცი და დამიანე80-მა, ახლა შემდეგი კითხვა რომელიმემ გამოუშვით.

მალადეც შენ!!!

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 19 2011, 10:25 PM

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რა ფერის თმა ქონდა დავით მეფეს?
(იგულისხმე წვერიც რათქმაუნდაsmile.gif )

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 19 2011, 10:41 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა

რა ფერის თმა ქონდა დავით მეფეს?
(იგულისხმე წვერიც რათქმაუნდაsmile.gif )

მე შენგან უფრო სერიოზულ კითხვას ველოდებოდი. biggrin.gif

ალბათ შავი.
ან ჟღალი.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 19 2011, 10:47 PM

georgios
თუ არაა სერიოზული, რატომ არ იცი?biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 19 2011, 11:00 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
თუ არაა სერიოზული, რატომ არ იცი?biggrin.gif

ძალზე წვრილმანი და არაფრისმომცემი კითხვა დ ინფორმაციაა. biggrin.gif

ეს მახსენებს სკოლაში, აბიტურიენტობის დროს მასწავლებელი გვავალებდა, რომელიმე ნაწარმოებიდან კითხვები დაგვესვა მოსწავლეებს ერთმანეთისთვის, რომ ტექსტი კარგად გვხსომებოდა. და დავუშენდით ერთმანეთს კითხვებს, ოთარაანთ ქვრივის ქისებს რა ერქვა ჩამოთვალე, "შუშანიკის წამებიდან" ამა და ამ ადგილიდან საზეპირო მითხარი სასწარაფოდ, ჩამოთვალე ტარიელმა რა ნივთები წამოიღო ხატაეთიდან და ა.შ.

სინამდვილეში კი საკითხები, ვის რა ფერის ნიფხავი ეცვა და ვის რა ზომა ფეხი ჰქონდა, ტექსტის არსობრივ გააზრებასთან ბევრს არაფერს ნიშნავს. smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2011, 04:17 PM

ციტატა
რა ფერის თმა ქონდა დავით მეფეს?

თუ კარგად მახსოვს წითელი.
ციტატა
ვის რა ფერის ნიფხავი ეცვა და ვის რა ზომა ფეხი ჰქონდა

მართლმადიდებლური ფორუმია და მაინც მოვერიდოთ ხოლმე ამგვარ რაღაცეებს.არაა ჩემი აზრით ლამაზი.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 24 2011, 08:27 PM

A.V.M

ციტატა
თუ კარგად მახსოვს წითელი.

სწორიაthumbs.gif
და კითხვა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2011, 08:25 PM

კითხვა:
რომელი ტომიდან იყო მსაჯული სამფსონი?

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 26 2011, 08:46 PM

A.V.M

ციტატა
კითხვა:
რომელი ტომიდან იყო მსაჯული სამფსონი?


დანის ტომიდან.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2011, 09:08 PM

georgios
ნამდვილად.
ეხლა კი კითხვა

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 26 2011, 09:23 PM

იოანეს სახარების მესამე თავში ვკითხულობთ იოანე ნათლისმცემლის სიტყვებს, მას შემდეგ თქმულს, რაც ის მონათლავს იესოს: "ის უნდა იზარდოს, მე კი დავკნინდე."

სახარების ეს მუხლი რომელ ორ დღეს უკავშირდება საეკლესიო კალენდარში და რა ახსნა აქვს კალენდარში ამ დღეების განლაგებას?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2011, 09:39 PM

გაიხარე ძმა კარგი კითხვაა.

არა მგონია სწორი იყოს მაგრამ მაინც ვიტყვი:

ჯვარცმის დროს(როცა ქრისტე ჯვარს აცვეს როგორც დამნაშავე ანუ დაკნინდა)და შემდეგ აღდგომის(როცა გამოჩნდა როგორც ღმერთი)

არა,მინიშნება გამოუშვი.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 26 2011, 09:45 PM

A.V.M

ციტატა
გაიხარე ძმა კარგი კითხვაა.

არა მგონია სწორი იყოს მაგრამ მაინც ვიტყვი:

ჯვარცმის დროს(როცა ქრისტე ჯვარს აცვეს როგორც დამნაშავე ანუ დაკნინდა)და შემდეგ აღდგომის(როცა გამოჩნდა როგორც ღმერთი)

არა,მინიშნება გამოუშვი.


პასუხი არ არის სწორი.

მინიშნება: ეს ორი დღე კალენდარში განლაგებულია ერთმანეთის დიამეტრალურად, საპირისპიროდ. და ორივე დაკავშირებულია მზის მოვლენასთან.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2011, 09:53 PM

ლელუაშვილი მომეშველე!!!

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 26 2011, 09:55 PM

A.V.M

ციტატა
ლელუაშვილი მომეშველე!!!


დაფიქრდი, წლის განმავლობაში მზის პერიოდებიდან რომელ მოვლენებს გამოვყოფთ უფრო, რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს იოანე ნათლისმცემლის სიტყვებთან ერთად და რომელი დღესასწაულები განაწილდებოდა შესაბამისად.

პატარა დაკვირვების შედეგად მიხვდები. smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2011, 09:58 PM

აგვისტო-დეკემბერში 22 მგონი.
ყველაზე დიდი დღე და ღამე.

მარა ეს რა შუაშია.

აუ 202 პოსტი არ მქონდა წაკითხული ეს რომ დავწერე.

sos! სიგნალის მერე არც გამოვსულვარ ისე გავაგრძელე.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 26 2011, 10:00 PM

A.V.M

ციტატა
აგვისტო-დეკემბერში 22 მგონი.
ყველაზე დიდი დღე და ღამე.


აგვისტო არა.
ყველაზე დიდი დღე დგება 22 ივნისს, ორი დღე ჩერდება მზე, ისევ ისე არის დღე და 25 ივნისიდან იწყებს კლებას.
იგივე ზამთარში. 22 დეკემბერს ყველაზე გრძელი ღამეა, ჩერდება ეს მდგომარეობა ორ დღეს და მესამეზე დღე იწყებს მატებას.

ციტატა
მარა ეს რა შუაშია.

თავშია ზუსტად ეს. smile.gif
ახლა უნდა მიხვდე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2011, 10:07 PM

ნათლისმცემლის შობა და უფლის

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 26 2011, 10:14 PM

A.V.M

ციტატა
ნათლისმცემლის შობა და უფლის


სწორად მიხვდი პრინციპს.

არსი კი ეს არის: ნათლისღებით ორი გზა იწყება: იესოს აღმასვლა, ანუ მსახურების დაწყება(ის უნდა იზარდოს) და იოანეს შეპყრობა და დაპატიმრება (მე უნდა დავკნინდე). 25 დეკემბერს სინათლე მატულობს, ანუ გამობრწყინდა სულიერი სინათლე იესოს მსახურებით, ხოლო 25 ივნისს იწყებს სინათლე კლებას, იოანესთვის იწყება დაღმასვლა და განსაცდელი. თუკი ამ ორ თარიღს წრეწირზე ორ საწინააღმდეგო წერტიალდ დასვამ და გაავლებ დიამეტრს, ერთი წერტილის გადაადგილებით მეორეც მოძრაობს წინ. ანუ ერთი თუ მატულობს მეორე კლებულობს. ეს გზაგასაყარია იესოსთვის და იოანესთვის. საინტერესო არის ისიც, რომ ძველ აღმოსავლურ ეკლესიებში დღესაც ნათლისღებას და შობას ერთად აღნიშნავენ, რაც ამ კალენდარულ გათვლაზე უნდა მიუთითებდეს.

ასევე დაცულია იესოს და იოანეს დაბადებების დღეებიც. ორივე პირობითად აღებულია, 25 ივნისიდან 25 დეკემბრამდე ზუსტად ექვსი თვეა. იოანე კი იესოზე ექვსი თვით ადრე ჩაისახა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 26 2011, 10:15 PM

რო თქვი მზესთანაა კავშირშიო,თორემ მაგრა დავიტანჯებოდი.
მართლა კარგი კითხვა იყო.
ეხლა რამე ეგეთს თუ მოვძებნი ვნახო აბა...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 27 2011, 03:39 PM

A.V.M

ციტატა
ლელუაშვილი მომეშველე!!!

ეს კი ეხლა ვნახე, მარა აი, დამოუკიდებლადაც შეგძლებიაa075.gif
thumbs.gif

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 27 2011, 03:52 PM

ეხლა კითხვა:

გთხოვთ ბიბლიის "ურთიერთსაწინააღმდეგო" ჭეშმარიტებანი განმარტოთsmile.gif

იაკობ მოციქული წერს:"განა აბრაამი, ჩვენი მამა, საქმეებით არ გამართლდა, როცა თავის ძეს, ისააკს მსხვერპლად სწირავდა?"(იაკ.2,21)

პავლე კი ამტკიცებს:"რწმენით იყო, რომ მიიყვანა აბრაამმა მსხვერპლად ისააკი, როცა გამოიცადა"(ებრ.11,17)

იაკობი წერს:"ასევე რაქაბ მეძავი განა საქმეებით არ გამართლდა, როცა მზვერავები მიიღო შინ და სხვა გზით გაისტუმრა?"(იაკ.11,25)

პავლე კი წერს:"რწმენით იყო , რომ არ დაიღუპა ურწმუნოებთან ერთად მეძავი რაქაბი"(ებრ.11,31)

აქედან გამომდინარე ლოგიკურია დავსვათ კითხვა, რა გადაარჩენს მორწმუნეს, რწმენა თუ კეთილი საქმეები?
ან, რომელ მოციქულს "დავუჯეროთ'? smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 27 2011, 07:51 PM

მტკიცე რწმენა,რომელზე დაშენებული ადამიანის შემადგენლობაც დაუბრუნდება საწყისს (სული-სამშვინველი-ხორცი) და კეთილ საქმეს ჩაიდენს.
რადგან ,,საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ"

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 27 2011, 10:09 PM

A.V.M

შეკითხვაზე პასუხს ნახევრად გაცემულად ჩავთვლი smile.gif
(მეც სულ ასე "ნახევრად" ვცემ ხოლმე კითხვებს პასუხებს)

ციტატა
,,საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ"

ამ ციტატას ველოდებოდი, ჯიგაარfriends.gif
ციტატა
მტკიცე რწმენა,რომელზე დაშენებული ადამიანის შემადგენლობაც დაუბრუნდება საწყისს (სული-სამშვინველი-ხორცი) და კეთილ საქმეს ჩაიდენს.


thumbs.gif

მოდი მე უფრო განვავრცობ:

"რწმენა საქმეთა გარეშე მკუდარ არს"

მართლმადიდებლური განმარტებით რწმენა ღმერთის დაძახებაზე პასუხის გაცემაა.
ღმერთის ქმედების, მისი "გადაწყვეტილების", მიღების შედეგია. ამის შემდგომ რწმენა წარმართავს საქმეებს, ყოველთვის წინ უსწრებს მას. ე.ი. საქმეები რწმენიდან მომდინარეობენ, მათ შორის მჭიდრო კავშირია და ერთმანეთის გარეშე არ არესბობენ. ამიტომ აქ საკამათო უკვე აღარაფერია.

აბრაამის საქმეები ორგანალურად შერწყმულია მის რწმენასთან, მისი საქმე რწმენის გამოხატულება იყო, საქმით მისი რწმენა სრულყოფილი შეიქმნა.



ეხლა მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს კითხვა დავსვიbiggrin.gif

საქმე რაშია:
ეს საკითხი პროტესტანტებსა და კათოლიკეებს შორის დიდი ხნის კამათის საგნად იქცა.
კათოლიკეები ამბობდნენ რომ კეთილი საქმეები უფრო გადაარჩენს ადამიანს, ხოლო პროტესტანტები კი საპირისპიროს ამტკიცებდნენ-მათი აზრით გადამრჩენელი მხოლოდდამხოლოდ რწმენა იყო.
ორივე მხარეს საკმარისი ციტატები მოჰყავდათ საკუთარი აზრის გასამარჯვებლად.
ბოლოს ლუთერმა ადვილი გამოსავალი ნახა-იაკობ მოციქულის წერილი ყალბად გამოაცხადა
laugh.gif
biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 27 2011, 10:49 PM

კითხვა:

იესო თავის ქადაგებაში ახსენებს მეტაფორას "მწყემსი კეთილი", რომელიც აღებულია ძველი აღთქმის წერილიდან და მის ღვთაებრივობაზე მიუთითებს. დღეს ბევრი მივიღებთ მას უბრალოდ საკუთარი თავის მწყემსთან შედარებად, მაგრამ მაშინ ებრაელები კარგად ხვდებოდნენ, წერილში რომელ ადგილს უკავშირდებოდა ეს გამოთქმა და რას ნიშნავდა. მოიყვანეთ ძველი აღთქმიდან ზუსტად ის ადგილი.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 27 2011, 11:21 PM

ციტატა
მოიყვანეთ ძველი აღთქმიდან ზუსტად ის ადგილი.

მე მახსოვს დავითის ფსალმუნი, სადაც იგი წერს:
"იეჰოვაა ჩემი მწყემსი"
თუ სხვაა (და სავსებით შესაძლებელია რომ იყოს) არ ვიცი.

ფსალმუნის ამ ციტატის ზუსტი მუხლი შემიძლია მიგითითო.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 27 2011, 11:22 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა

მე მახსოვს დავითის ფსალმუნი, სადაც იგი წერს:
"იეჰოვაა ჩემი მწყემსი"
თუ სხვაა (და სავსებით შესაძლებელია რომ იყოს) არ ვიცი.

ფსალმუნის ამ ციტატის ზუსტი მუხლი შემიძლია მიგითითო.


კი. ეგ არის. 22-ე ფსალმუნი.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 27 2011, 11:27 PM

georgios

ციტატა
კი. ეგ არის. 22-ე ფსალმუნი.

ვაა, არ ველოდი თუ ნამდვილად ეს იქნებოდაsmile.gif

ხო 22, გამახსენდა.

"უფალმან მმწყსოს მე და არა მაკლდეს, ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე, წყალთა ზედა განსასვენებელთასა გამომზარდა მე..."
(პირველივე მუხლი)

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 27 2011, 11:29 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა

ვაა, არ ველოდი თუ ნამდვილად ეს იქნებოდაsmile.gif

ხო 22, გამახსენდა.

"უფალმან მმწყსოს მე და არა მაკლდეს, ადგილსა მწუანვილსა მუნ დამამკვიდრა მე, წყალთა ზედა განსასვენებელთასა გამომზარდა მე..."
(პირველივე მუხლი)


ყოჩაღ.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Aug 27 2011, 11:32 PM

georgios

ციტატა
ყოჩაღ.

madlioba.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 31 2011, 09:19 PM

ჯიგრები ხართ ორივე მაგრამ თქვენის ნებართვით ეხლა კითხვას მე დავსვამ.
აქამდე კითხვებს ადვილად ვპასუხობდით,ეხლა კი დისკუსიას ველი.
მოკლედ კითხვა:
რა იყო აკრძალული ხილი თქვენი აზრით?

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Aug 31 2011, 11:28 PM

ციტატა
რა იყო აკრძალული ხილი თქვენი აზრით?


როგორც ვიცი ხილი საერთოდ არ ყოფილა, ეს ფიგურალური გამოქმაა

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 1 2011, 12:00 AM

A.V.M

ციტატა
რა იყო აკრძალული ხილი თქვენი აზრით?


damiane80
ციტატა
როგორც ვიცი ხილი საერთოდ არ ყოფილა, ეს ფიგურალური გამოქმაა


აკრძალული ხილი გასცდება იმ გაგებას, რასაც ქვია ერთი ხის აკრძალული ნაყოფის ჩაკბეჩა. მნიშვნელობა გაცილებით ღრმა არის და ის რაც შეიძლება გასაგებ ენაზე არის გადმოცემული დაბადების წიგნში. აკრძალული ნაყოფი არის სიმბოლო ადამიანის მოქმედებების ზღვრის დადებისა, რომელსაც ის არ უნდა გადაცდეს. ამასთან, მას ეძლევა შესაძლებლობა, რომ იგემოს ის, მაგრამ ამავე დროს რჩევაც აქვს მიღებული არ მიეკაროს. ხეს ჰქვია სიკეთისა და ბოროტის შეცნობის. რაც წამიკითხავს ამ საკითხზე, დასკვნა გამომაქვს, რომ კეთილისა და ბოროტის შეცნობა იმ დროისთვის, როგორიც იყო ადამიანი, მიზანშეწონილი არ იყო. ადამიანს უნდა გაევლო კიდევ გარკვეული გზა, დრო, რომ მიეღო ეს ნაყოფი, ნაყოფი სიმბოლურად. როგორც ერთ დროს მამაკაცი და დედაკაცი ერთნი იყვნენ და შემდეგ განცალკევდნენ, ანუ ადამიანი შემეცნების სხვა საფეხურზე გადავიდა, ისე სიკეთისა და ბოროტის შესაცნობად მას კიდევ სხვა საფეხურები უნდა გაევლო. სატანას მიერ ადამიანების ცდუნება და დაყოლიება არის ერთგვარი დაჩქარებაც, დროზე ადრე მიიღონ ის, რისთვისაც მზად არ არიან. ამით კი ღმერთისადმი უნდობლობა უჩნდებათ, ღვივდება მათში ამპარტავნება, ამით კი კარგავენ შემეცნების ჭეშმარიტ გზას. შედეგად კი მათ არა რაიმე კეთილი შედეგი გამოიღეს, არამედ თვალები აეხილათ და თავიანთი სიშიშვლე დაინახეს, ანუ გააშიშვლეს თავიანთი დაცემული სულები, დაინახეს საკუთარი უძლურება და ბუნებითი დაცემა...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 1 2011, 09:49 AM

ეს კითხვა სწორედ იმიტომ დავსვი აზრთა სხვადასხვაობა,რომ ყოფილიყო.
დაბანდვილებით არც მე ვიცი რა თქმა უნდა რა იყო იგი.
აკრზალულ ხილში მე ვაშლი,მსხალი,ატამი...არ მიგულისხმია.
ანუ რა იგემეს ადამ და ევამ,რა იყო აკრძალული.
ზოგი ფიქრობს ეს მრუშობა იყო,ზოგი ათას რამეს.
ჩვენ იმედია ერთ აზრზზე შევჯერდებით.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 1 2011, 11:04 AM

A.V.M

ციტატა
ეს კითხვა სწორედ იმიტომ დავსვი აზრთა სხვადასხვაობა,რომ ყოფილიყო.
დაბანდვილებით არც მე ვიცი რა თქმა უნდა რა იყო იგი.
აკრზალულ ხილში მე ვაშლი,მსხალი,ატამი...არ მიგულისხმია.
ანუ რა იგემეს ადამ და ევამ,რა იყო აკრძალული.
ზოგი ფიქრობს ეს მრუშობა იყო,ზოგი ათას რამეს.
ჩვენ იმედია ერთ აზრზზე შევჯერდებით.


მრუშობა ნაკლებად მგონია. ეს იყო შემეცნების ნაადრევი მიღება და მათ მიიღეს ეგო, განუვითარდათ "მე"-ს გადაჭარბებული შეგრძნება, ეს კი ამპარტავნებას ნიშნავს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 1 2011, 01:08 PM

ციტატა
მრუშობა ნაკლებად მგონია

მეც ეგრე ვფიქრობ.
დაველოდოთ აბა ხალხი რას გვეტყვის.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 3 2011, 09:36 PM

ციტატა
რა იყო აკრძალული ხილი თქვენი აზრით?

ხომ გვიწერია გასაგებად:"ხე ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა"

როდესაც ეშმაკმა მოახერხა ევაში გაენადგურებინა არამარტო სიკვდილის შიში, არამედ გაეღვიძებინა მასში პატივმოყვრულიაზრები დიდ შემეცნებაზე და უმაღლეს ძალაუფლებაზე , მის სულში უკვე ფიქრით ცოდვით დაცემის სურვილი ხორციელდებოდა.

ევასთან მიმართებაში მაცდურს დაეხმარა აკრძალული ხისგან მიღებული შთაბეჭდილება, რომელმაც გამღიზიანებლად იმოქმედა ევას გრძნობებზე.

ცოდვით დაცემის აქტში (ანუ აკრძალული ნაყოფის მიღებაში, თუ რას წარმოადგენდა იგი), ჩანს მისი ცოდვის სამი მთავარი ტიპი:ხორციელი ვნება (გულისთქმა), თვალისთვის მომხიბლავ ვნება და ყოფით სიამაყეს(ამპარტავნება).

ყველაზე ნათელი ფქტი კი-დაუმორჩილებლობა ღვთისა.


მეტი რა ვთქვა არ ვიციsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 3 2011, 09:55 PM

ანუ ლელუაშვილი,საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ.
რა იყო ეგ ხე და მისი ნაყოფი,რომლის გემოსაც ეხლაც ვგრძნობთ?

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 3 2011, 10:51 PM

დავამატებდი:
აკრძალული ქმედება ზოგადად ეს უნდა იყოს ზნეობრივი ზღვარიც, რომელსაც არ უნდა გადასცდეს ვინმე, რათა საკუთარ პრინციპებთან, თავთან წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. წმინდა ღვთაებრივი საწყისი ერთსა და იმავე დროს თავისუფალია და თვითშემზღუდავიც. ყოველი პრინციპი, გზა გულისხმობს მის გარკვეულ შეზღუდვას, რომელიც მოდის არა გარედან, არამედ საკუთარი თავიდან. დახვეწილი, ამაღლებული პიროვნება ხვდება, რომ მან არ უნდა ჩაიდინოს ქმედება იმიტომ კი არა, რომ გარედან რაღაც დაემუქრება, პირველ რიგში შიგნიდან რა დაემუქრება, როდესაც გადავა ზღვარს.

შეცნობის საწყის საფეხურზე ადამიანი იცავს მცნებებს იმიტომ, რომ მას ეშინია ღვთის და გარეგნულად ასრულებს რჯულს. ეს შეიძლება სიმბოლურად განვიხილოთ, როგორც ძველი აღთქმის გაგება. ხოლო ახალ აღთქმაში კი ადამიანი უკვე იცავს არა იმიტომ, რომ ჯოჯოხეთის ეშინია და მხოლოდ შიში ამოძრავებს, მან ახალი საფეხური მიიღო შეცნობის, რომ ღმერთი სიყვარულია და ის მონა კი აღარ არის, არამედ მეგობარი ღვთისა. თუკი ნაბიჯ-ნაბიჯ ადამიანები მივიდნენ იქამდე, რომ მიიღეს წყალობა და რჯული მათ გაეცხადა სრული სიყვარულით, პირუკუ სვლით წავიდოდა ზნეობრივი დარღვევის გზაც. აკრძალული, ჯერ კიდევ შეუმზადებელი ნაბიჯის გადადგმით ადამიანმა განიცადა დაცემა და შემდეგ მოუწია დიდი ხნის მოცდა და ბრძოლა, რათა ნელ-ნელა მიეღო მხსნელი და აღსრულებული რჯული.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 3 2011, 11:13 PM

შევთანხმდით.

ახლა კი კითხვა.

ლელუაშვილი გავიდა
georgios შენ დაგვისვი,

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 3 2011, 11:25 PM

ძველ ისრაელში როგორ იქცეოდნენ ყიდვის, გაცვლის, ან რაღაცის დადასტურების დროს? რა იყო ნიშანი ასეთი თანხმობისა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 3 2011, 11:35 PM

ზუსტი პასუხი არ ვიცი,მაგრამ იერემიიდან მოვიშველიებ.

მოწმეების წინაშე ხელწერილს ადგენდნენ.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 3 2011, 11:37 PM

A.V.M

ციტატა
ზუსტი პასუხი არ ვიცი,მაგრამ იერემიიდან მოვიშველიებ.მოწმეების წინაშე ხელწერილს ადგენდნენ.


არა. ნაწერი საერთოდ არ იყო. სხვა პასუხი?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 4 2011, 12:03 AM

A.V.M

ციტატა
ზუსტი პასუხი არ ვიცი,მაგრამ იერემიიდან მოვიშველიებ.მოწმეების წინაშე ხელწერილს ადგენდნენ.

მეც ზუსტად ასე ვიცი.
კერძოდ ეს მუხლი ადასტურებს ამას:


"ვერცხლით იყიდიან ყანებს, ჩაწერენ წიგნში და დაბეჭდავენ, დაუძახებენ მოწმეებს ბენიამინის მხარეში, იერუსალიმის შემოგარენში, იუდას ქალაქებში, მთისა და ბარის ქალაქებში, და სამხრეთის ქალაქებში; რადგან დავაბრუნებ მათ წარტაცებულს, ამბობს უფალი."(იერ.32,44)

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 4 2011, 12:05 AM

GIORGI LELUASHVILI

არა.

პასუხი არის: გაიძრობდნენ ფეხსაცმელს და მიაწოდებდნენ იმას, ვისაც შეუთანხმდნენ. რუთის წიგნშია აღწერილი ეს ჩვეულება.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 4 2011, 12:10 AM

georgios

ციტატა
პასუხი არის: გაიძრობდნენ ფეხსაცმელს და მიაწოდებდნენ იმას, ვისაც შეუთანხმდნენ. რუთის წიგნშია აღწერილი ეს ჩვეულება.

საინტერესოა, არ ვიცოდი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 4 2011, 12:11 AM

ვაააა.
გაიხარე გეორგიოს.
არადა ბიბლია მიჭირავს ხელში და ვეძებდი რამეს.
ისე ცოტა ხანი გვაცადე ხოლმე.

გიო ეხლა შენ დაგვაჯილდოვე კითხვით.

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Sep 4 2011, 05:30 PM

იოანეს სახარებაში მაცხოვრის შეპყრობისას არის ერთი მომენტი, რომელსაც მახარებელი ასე გადმოცემს:
5. მიუგეს და ჰრქუეს მას: იესუს ნაზარეველსა. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ. დგა იუდაცა, მიმცემელი იგი მისი, მათ თანა. 6. და ვითარცა ჰრქუა მათ: მე ვარ, გარეუკუნიქცეს და დაეცნეს ქუეყანასა.
ახალ ქართულად ეს ასე ჟღერს:

5. მიუგეს: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ იესომ: მე ვარ. ხოლო იუდაც, მისი გამცემი, მათთან იდგა.
6. როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.


კითხვა ასეთია: თქვენი აზრით რატომ დაემხნენ მიწაზე იესოს შეპყრობის მსურველნი?

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 4 2011, 06:41 PM

damiane80

ციტატა
კითხვა ასეთია: თქვენი აზრით რატომ დაემხნენ მიწაზე იესოს შეპყრობის მსურველნი?


დაბადების წიგნში ბაღიდან იწყება ადამიანების დაცემა და ახალ აღთქმაში ბაღიდან იწყება ქრისტეს გამათავისუფლებელი ვნებები. შეპყრობის მსურველთა მიწაზე დამხობა ნიშანი იყო იმ საყოველთაო დამხობის, რომელიც განიცადეს იუდეველებმა იესოს დამცირების და სიკვდილის მისჯის დროს.

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Sep 4 2011, 07:16 PM

ციტატა(georgios @ Sep 4 2011, 06:41 PM) *

damiane80
დაბადების წიგნში ბაღიდან იწყება ადამიანების დაცემა და ახალ აღთქმაში ბაღიდან იწყება ქრისტეს გამათავისუფლებელი ვნებები. შეპყრობის მსურველთა მიწაზე დამხობა ნიშანი იყო იმ საყოველთაო დამხობის, რომელიც განიცადეს იუდეველებმა იესოს დამცირების და სიკვდილის მისჯის დროს.


არ ვიცი რისი ნიშანი იყო, მე უფრო იმას ვკითხულობ, მაცხოვრის შეპყროპის მსურველები ტქგვენი აზრით, რა მიზეზით დაემხვნენ მიწაზე და არა იმას, თუ რას ნიშნავს, როგორ განიმარტება (საღვთისმეტყველო აზრით) ეს საქციელი.

კითხვა კვლავაც ძალაშია

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 4 2011, 07:50 PM

იესომ როდესაც უპასუხა "მე ვარ", თავისი სიტყვით დასცა ისინი მიწაზე. შეიძლება ეს პირდაპირ კავშირში იყო ღმერთის სახელთან "მე ვარ, რომელი ვარ". ამ სახელის წარმოთქმა კი იშვიათად ხდებოდა ებრაელებში. როგორც ამბობენ, მის წარმოთქმისას გარემო იცვლებოდა, სტიქიაზეც ჰქონდა მას გავლენა. იესომ კი მიმართა იგივე სიტყვებით და მის მიერ მოხდებოდა საკუთარი თავის გაცხადება, რამაც შეძრა დამკავებლები.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 4 2011, 11:10 PM

damiane80
ეს კითხვა მეც კარგა ხანია მაწუხებდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ამ მუხლის განმარტება ვერ ვნახე.

georgios
ჩემთვის პირადად, სავსებით მისაღები და ღვთისმეტყველური განმარტებაა შენი სიტყვები.
მე სწორად მიმაჩნია.

ეს უბრალოდ შენი აზრია, თუ რომელიმე წმინდა მამას ეკუთვნის?

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Sep 4 2011, 11:10 PM

ციტატა(georgios @ Sep 4 2011, 07:50 PM) *

იესომ როდესაც უპასუხა "მე ვარ", თავისი სიტყვით დასცა ისინი მიწაზე. შეიძლება ეს პირდაპირ კავშირში იყო ღმერთის სახელთან "მე ვარ, რომელი ვარ". ამ სახელის წარმოთქმა კი იშვიათად ხდებოდა ებრაელებში. როგორც ამბობენ, მის წარმოთქმისას გარემო იცვლებოდა, სტიქიაზეც ჰქონდა მას გავლენა. იესომ კი მიმართა იგივე სიტყვებით და მის მიერ მოხდებოდა საკუთარი თავის გაცხადება, რამაც შეძრა დამკავებლები.


სიმართლე გითხრა პასუხი არ ვიცი, თუმცა მეც მასე ვფიქრობ. საინტერესოა სხვების აზრიც ან ეგზეგეტიკა თუ არის ამაზე

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 4 2011, 11:18 PM

ციტატა(damiane80 @ Sep 5 2011, 12:10 AM) *

სიმართლე გითხრა პასუხი არ ვიცი, თუმცა მეც მასე ვფიქრობ. საინტერესოა სხვების აზრიც ან ეგზეგეტიკა თუ არის ამაზე

ისე მეც გადავათვალიერე ეხლა რამოდენიმე ნასრომი და ამ ადგილის განმარტებას ვერ მივაკვლიე.
ამ ეტაპზე ეს პასუხი სრულიად დამაკმაყოფილებელია ჩემთვის.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 4 2011, 11:22 PM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
ჩემთვის პირადად, სავსებით მისაღები და ღვთისმეტყველური განმარტებაა შენი სიტყვები.მე სწორად მიმაჩნია.ეს უბრალოდ შენი აზრია, თუ რომელიმე წმინდა მამას ეკუთვნის?



damiane80
ციტატა
სიმართლე გითხრა პასუხი არ ვიცი, თუმცა მეც მასე ვფიქრობ. საინტერესოა სხვების აზრიც ან ეგზეგეტიკა თუ არის ამაზე


მე რაც დავწერე, უფრო ახლოს არის იოანე ოქროპირის განმარტებაზე. იოანე არ მიუთითებს პირდაპირ "მე ვარ, რომელი ვარ"-ზე, მაგრამ ხაზს უსვამს იმ მიმართვას, რომლითაც მიმართა ქრისტემ შეთქმულებს და ამაზე უნდა მიანიშნებდეს.

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Sep 4 2011, 11:34 PM

ციტატა(georgios @ Sep 4 2011, 11:22 PM) *

GIORGI LELUASHVILI
damiane80
მე რაც დავწერე, უფრო ახლოს არის იოანე ოქროპირის განმარტებაზე. იოანე არ მიუთითებს პირდაპირ "მე ვარ, რომელი ვარ"-ზე, მაგრამ ხაზს უსვამს იმ მიმართვას, რომლითაც მიმართა ქრისტემ შეთქმულებს და ამაზე უნდა მიანიშნებდეს.


მე ვფიქრობ აქ განსაკუთრებით ხაზგასასმელია სიტყვებიის "მე ვარ" მიმარტება მაცხოვრის სახელთან, ნახეთ როგორ ვითარდება მოვლენები: შეპყრობის მსურველებს მაცხოვარი ეკითხება ვის ეძებთ:
პასუხი - იესო ნაზარეველს და ამას მოყვება სიტყვები "მე ვარ" და ამ სიტყვების ძალით მათი მიწაზე დამხობა. აქ მაცხოვარმა და შემდგომ გადმოცემისას მახარებელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ იესო ნაზარეველი არის "მე ვარ" ანუ არის ღმერთი. სხვათაშორის ყველაზე ხაზგასმულად ეს საკითხი წამოწეულია სწორედ იოანეს სახარებაში და თუ კარგად დავაკვირდები, მაცხოვარი როგორც ჩანს ხშირად იმეორებდა ამ სიტყვებს საკუტარ თავთან მიმართებაში. მადალითისთვის, ცოტა ზემოთ პოსტში ერთ-ერთმა იუზერმა მოიყვაბა ადგილი იოანეს სახარებიდან, სადაც მაცხოვარი ამბობს "მე ვარ მწყემსი კეთილი" ანუ იგივე მწყემმსი, ვისზეც ფსალმუნში დავით წინასწარმეტყველი ამბობს ღმერთთან მიმართებაში.

მე მგონი პასუხი უნდა ჩაგითვალოთ, თუმცა ეს ჩემი სუბიექტურია აზრია, თუ სხვაგვარიც არსებობს ამ ადგილის განმარტება წავიკითხავდი სიამოვნებით

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 4 2011, 11:41 PM

damiane80

ციტატა
მე ვფიქრობ აქ განსაკუთრებით ხაზგასასმელია სიტყვებიის "მე ვარ" მიმარტება მაცხოვრის სახელთან, ნახეთ როგორ ვითარდება მოვლენები: შეპყრობის მსურველებს მაცხოვარი ეკითხება ვის ეძებთ:პასუხი - იესო ნაზარეველს და ამას მოყვება სიტყვები "მე ვარ" და ამ სიტყვების ძალით მათი მიწაზე დამხობა. აქ მაცხოვარმა და შემდგომ გადმოცემისას მახარებელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ იესო ნაზარეველი არის "მე ვარ" ანუ არის ღმერთი. სხვათაშორის ყველაზე ხაზგასმულად ეს საკითხი წამოწეულია სწორედ იოანეს სახარებაში და თუ კარგად დავაკვირდები, მაცხოვარი როგორც ჩანს ხშირად იმეორებდა ამ სიტყვებს საკუტარ თავთან მიმართებაში. მადალითისთვის, ცოტა ზემოთ პოსტში ერთ-ერთმა იუზერმა მოიყვაბა ადგილი იოანეს სახარებიდან, სადაც მაცხოვარი ამბობს "მე ვარ მწყემსი კეთილი" ანუ იგივე მწყემმსი, ვისზეც ფსალმუნში დავით წინასწარმეტყველი ამბობს ღმერთთან მიმართებაში.მე მგონი პასუხი უნდა ჩაგითვალოთ, თუმცა ეს ჩემი სუბიექტურია აზრია, თუ სხვაგვარიც არსებობს ამ ადგილის განმარტება წავიკითხავდი სიამოვნებით


მართლაც "მე ვარ" ქრისტეს სიტყვებში ყოველთვის დიდი ძალის მატარებელია და ასე იწყებს, როდესაც საკუთარ არსს უცხადებს სხვებს: "მე ვარ გზა და ჭეშმარიტება", "მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე", "მე ვარ მწყემსი კეთილი", "მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი" და ა.შ. სხვა შემთხვევებში, თუკი იგავებით ან მესამე პირში საუბრობს თავის თავზე, ასეთ დროს ის პირდაპირია და კატეგორიულად უსვამს ხაზს თავის ბუნებას. როგორც ვიცით, ღვთაებრივი ძალების გაცხადებას ხშირად ახლდა სტიქიური მოვლენები, რომელიც შეძრავდა ადამიანს. გეთსიმანიის ბაღშიც ასეთი შემთხვევა უნდა ყოფილიყო, როდესაც "მე ვარ", საკუთარი თავის გაცხადებამ შეძრა ხალხი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 12:01 AM

თუ ამოვწურეთ ახალი დავსვათ.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 12:04 AM

მინდა დავსვა კითხვები ძველი და ახალი აღთქმის პარალელურ ადგილებზე.

ძველ აღთმაში რომელი მოვლენა არის სიმბოლურად შესაბამისი ქრისტეს ჯვარცმასთან?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 12:23 AM

გეორგიოს მოსეს სპილენძის გველს ადარებდნენ ქრისტეს,შეიძლება ჯვარცმასაც.

(თუ არასწორია ჯერ პასუხი არ დადო,პატარა დაგვაფიქრე)

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 5 2011, 12:25 AM

georgios

ციტატა
ძველ აღთმაში რომელი მოვლენა არის სიმბოლურად შესაბამისი ქრისტეს ჯვარცმასთან?


გველი სპილენძისა, რომლიც მოსემ აღმართა, რომლის რწმენით შეხედვის დროსაც დაგესლილი ებრაელნი იკურნებოდნენ.
უფალიც ხომ ამბობს, რომ როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე აღიმართება კაცის ძეცო.

A.V.M
ციტატა
გეორგიოს მოსეს სპილენძის გველს ადარებდნენ ქრისტეს,შეიძლება ჯვარცმასაც.

უხ, დამასწრო ammm.gif isrebi.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 12:27 AM

A.V.M

ციტატა
გეორგიოს მოსეს სპილენძის გველს ადარებდნენ ქრისტეს,შეიძლება ჯვარცმასაც.

GIORGI LELUASHVILI
ციტატა
გველი სპილენძისა, რომლიც მოსემ აღმართა, რომლის რწმენით შეხედვის დროსაც დაგესლილი ებრაელნი იკურნებოდნენ.უფალიც ხომ ამბობს, რომ როგორც მოსემ აღმართა გველი უდაბნოში, ასევე აღიმართება კაცის ძეცო.


სწორია.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 12:29 AM

ვერც მიხვდი ლელუაშვილი რა გაგიჩალიჩე.
სკაიპში შეგიტყუე და კრიშნაზე გესაუბრებოდი,რომ კითხვაზე პასუხი დამესწრო.


(მართლა კია არა,ინფორმაციის წყარო არ დამიხშო კრიშნაზე)

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 5 2011, 12:30 AM

A.V.M

ციტატა
ვერც მიხვდი ლელუაშვილი რა გაგიჩალიჩე.სკაიპში შეგიტყუე და კრიშნაზე გესაუბრებოდი,რომ კითხვაზე პასუხი დამესწრო.(მართლა კია არა,ინფორმაციის წყარო არ დამიხშო კრიშნაზე)

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 12:32 AM

რაგდან დავასწარი ლელუაშვილს,მე დავსვამ კითხვას(თქვენის ნებართვით)

სოდომის გარდა გოგირდის წვიმით,რომელი ქალაქები განადგურდა?

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 12:33 AM

A.V.M

ციტატა
სოდომის გარდა გოგირდის წვიმით,რომელი ქალაქები განადგურდა?

ადმა, სევოიმი და სიგორი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 12:37 AM

ეგაა,
ეხლა შენ დასვი.

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Sep 5 2011, 12:38 AM

ციტატა
ღვთაებრივი ძალების გაცხადებას ხშირად ახლდა სტიქიური მოვლენები, რომელიც შეძრავდა ადამიანს. გეთსიმანიის ბაღშიც ასეთი შემთხვევა უნდა ყოფილიყო, როდესაც "მე ვარ", საკუთარი თავის გაცხადებამ შეძრა ხალხი


ამაში ვერ დაგეთანხმები, მე ვფიქრობ თავად სიტყვები და მისი წარმოთქმის ფორმა იყო აშკარა მინიშნება იმის ქრისტეს ღმერთობაზე და არა სტიქიური მოვლენები, სტიქიურო მოვლენის არსებობა ამ შემთხვევაში სახარებით არ დასტურდება და ეს რომყოფილიყო იოანე მახარებელი ამას აუცილებლად იტყოდა, როგორც დასტურს რვთაებრივი სიტყვის ძალისა.

გარდა ამისა, მაცხოვრის ნათქვამ "მე ვარს" ყოველტვის სტიქიურო მოვლენები არ მოყვებოდა (უფრო ხშირად არ მოყვებოდა). აქ საუბარია იმაზე, რომ ებრაელებისათვის უდიდესი მნიშვნელობის იყო ეს სიტყვები, რომელსაც უბარლო ადამიანები როგორც მახსოვს არც კი ამბობდნენ. ამიტომ როცა მაცხოვარმა ეს სიტყვები წარმოთქვა თავის თავთაბნ მიმარტებაში, მყისიერად შედრკნენ მისი შემყპრობის მსურველები და შიში დაეცათ.

სხვათასორის მიაქციეტ ყურადღება, რომ მათი ამ შიშისაგან გამოსაყვანად მაცხოვარი კითხვას უმეორებს უკვე მუხლებზე დავარდილებს და ეუბნება, ხომ გითხარით მე ვარ. როგორც ჩანს ამ მეორე შემთხვევაში, სიტყვებს "ხომ გითხარით მე ვარ" თავად მაცხოვარმა ინტონაციით აღარ მიანიწა ის დატვირთვა, რათა ხელი აღარ სეეშალა მისი შემპყობებისათვის თავისანთი განზრახვის აღსრულებაში და პირიქით, შიშისაგან გამოიყვანა და პირველად ნათქვამი "მე ვარ"-იც დაავიწყა.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 5 2011, 12:40 AM

რამდენ რამეს ასწრებს ეს ხალხიbiggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 12:40 AM

ბიბლიის რომელი წიგნიდან მომდინარეობს ოთხი მახარებლის სიმბოლური ცხოველები, ე.წ. ტეტრაგრამონი და განმარტეთ რას განასახიერებს ოთხივე სახარების შემთხვევაში, რომელს რომელი და რატომ შეუსაბამეს.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 5 2011, 12:42 AM

georgios

ციტატა
ბიბლიის რომელი წიგნიდან მომდინარეობს ოთხი მახარებლის სიმბოლური ცხოველები, ე.წ. ტეტრაგრამონი და განმარტეთ რას განასახიერებს ოთხივე სახარების შემთხვევაში, რომელს რომელი და რატომ შეუსაბამეს.

კერძოდ "გამოცხადებიდან".
მათე-ანგელოზი, მარკოზი-ლომი, ლუკა-ხარი, იოანე-არწივი.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 5 2011, 12:43 AM

ეზეკიელმა იხილა მგონი ეგრე მახსოვს

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 5 2011, 12:43 AM

ციტატა
რატომ შეუსაბამეს.

ბიჭოოო, რად დროს დამავიწყდაა, არადა რამდენიმე დღის წინ წავიკითხე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 12:44 AM

აუუუუუუუუუუუუუუ
ალექსანდრეს ვწერდი სკაიპში და გამომრჩა ეს კითხვა.
არადა ვიცოდი

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 12:45 AM

damiane80

ციტატა
ამაში ვერ დაგეთანხმები, მე ვფიქრობ თავად სიტყვები და მისი წარმოთქმის ფორმა იყო აშკარა მინიშნება იმის ქრისტეს ღმერთობაზე და არა სტიქიური მოვლენები

ციტატა
გარდა ამისა, მაცხოვრის ნათქვამ "მე ვარს" ყოველტვის სტიქიურო მოვლენები არ მოყვებოდა (უფრო ხშირად არ მოყვებოდა).

არ მითქვამს, რომ აუცილებლად მოჰყვებოდა. მაგრამ ამ გამოთქმამ შეიძლება გამოიწვია ძლიერი ზეგავლენა ადამიანებზე და ქვემოთ დავწერ დანარჩენს:

ციტატა
გარდა ამისა, მაცხოვრის ნათქვამ "მე ვარს" ყოველტვის სტიქიურო მოვლენები არ მოყვებოდა (უფრო ხშირად არ მოყვებოდა). აქ საუბარია იმაზე, რომ ებრაელებისათვის უდიდესი მნიშვნელობის იყო ეს სიტყვები, რომელსაც უბარლო ადამიანები როგორც მახსოვს არც კი ამბობდნენ.

იმიტომ არ ამბობდნენ, რომ დიდი შიში და რიდი ჰქონდათ ამ სახელის, გაუხმოვანებელი იჰვჰ-ის და გადმოცემით, ან სიტყვების არამიზანშეწონილად გამოყენებისას მოჰყვებოდა საკმაო ძლიერი ეფექტი ბუნებრივ მოვლენებში, ან თავად ადამიანის პიროვნებაში...

ალექსანდრე
ციტატა
ეზეკიელმა იხილა მგონი ეგრე მახსოვს

კი. ახლა გაშალეთ მახარებლებთან დაკავშირებით სიმბოლურად.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 5 2011, 12:48 AM

georgios
ჩემი პოსტი არ ნახე?
"გამოცხადებაშიც" არის ეს ოთხი სიმბოლო ნახსენები.


მათე-ანგელოზი, მარკოზი-ლომი, ლუკა-ხარი, იოანე-არწივი.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 12:50 AM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
მათე-ანგელოზი, მარკოზი-ლომი, ლუკა-ხარი, იოანე-არწივი.

რა სიმბოლური ახსნა აქვს ასეთ განაწილებას?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 5 2011, 12:52 AM

georgios

ციტატა
რა სიმბოლური ახსნა აქვს ასეთ განაწილებას?

აუ რა დროს დამავიწყდა, გუშინ წინ წავიკითხე არადა!
ჯერ არ დაწერო პასუხი, იქნება გამახსენდეს ზუსტად.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 12:53 AM

სად წაიკითხე გვითხარი მერე და მე გავიხსენებ

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 5 2011, 12:54 AM

აი ეგ აღარ მახსოვს, არწივი შორსმჭვრეტელობის სიმბოლოა, იოანეს სახარებასაც სულიერ სახარებას უწოდებენ, დანარჩენებს ვერ ვიხსენებ ეხლა smile.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 12:55 AM

ალექსანდრე

ციტატა
აი ეგ აღარ მახსოვს, არწივი შორსმჭვრეტელობის სიმბოლოა, იოანეს სახარებასაც სულიერ სახარებას უწოდებენ, დანარჩენებს ვერ ვიხსენებ ეხლა

სწორია. იოანეს სახარება ყველაზე ღრმა არის, არწივი ხომ აღმაფრენას ნიშნავს, სულიერი სიმაღლეების დაპყრობას და თუკი პირველი სამი სახარება ერთ, სინოპტიკური სახარებების ჯგუფში ერთიანდება, იოანეს სახარება ცალკეა, ყველაზე იდუმალია.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 5 2011, 12:56 AM

georgios

ციტატა
სწორია. იოანეს სახარება ყველაზე ღრმა არის, არწივი ხომ აღმაფრენას ნიშნავს, სულიერი სიმაღლეების დაპყრობას და თუკი პირველი სამი სახარება ერთ, სინოპტიკური სახარებების ჯგუფში ერთიანდება, იოანეს სახარება ყველაზე იდუმალია.

აი დანარჩენი სამი არ მახსოვს

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 5 2011, 12:57 AM

ალექსანდრე
ვაახ ბიჭო, ზუსტად ეს გამახსენდა, უკვე უნდა დამწერა და დამასწრეთ ისევ
biggrin.gif

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 12:57 AM

ალექსანდრე

ციტატა
აი დანარჩენი სამი არ მახსოვს

სხვებმაც იფიქრონ.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 5 2011, 12:58 AM

ვიპოვე პასუხიიიიიიიიიიიიიიიიიbiggrin.gif


მათეს სახარებას აქვს ადამიანის სახე, რადგან იგი იწყება სიტყვის ხორციელი შობით და განკაცებით. მარკოზის სახარება შედარებულია არწივთან, რადგან იგი იწყება წინასწარმეტყველებით იოანეზე : ხოლო ნიჭი წინასწარმეტყველების მადლისა, ისევე როგორც მახვილი მზერისა და შორეული მომავლის ჭვრეტისა, შეიძლება არწივს შევადაროთ, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ იგი დაჯილდოვებულია ყველაზე მახვილი მზერით, ისე, როგორც ერთადერთი ყველა სულდგმულს შორის, თვალმოუჭუტავად უმზერს მზეს. ლუკას სახარება ხბოს მსგავსია, რადგან იწყება ზაქარიას ღმრთისმსახურებით, რომელიც ერის ცოდვების გამო გუნდრუკს აკმევდა: მაშინ მსხვერპლად ხბოსაც სწირავდნენ.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 5 2011, 01:00 AM

ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Sep 5 2011, 12:57 AM) *

ალექსანდრე
ვაახ ბიჭო, ზუსტად ეს გამახსენდა, უკვე უნდა დამწერა და დამასწრეთ ისევ
biggrin.gif

ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 01:01 AM

ოჰ,ლელუაშვილი,ლელუაშვილი...

მართლა ღვთის შემწეობით...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 5 2011, 01:01 AM

ალექსანდრე

ციტატა
ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში

რუსთაველებს ასწრებთ თბილისელები არა? biggrin.gif
ციტატა
ოჰ,ლელუაშვილი,ლელუაშვილი...მართლა ღვთის შემწეობით...

ნამდვილადsmile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 5 2011, 01:02 AM

წყარო მიუთითე თან სად მიაგენი tongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 01:04 AM

წყარო და ახალი კითხვა.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 5 2011, 01:07 AM

ალექსანდრე

ციტატა
წყარო მიუთითე თან სად მიაგენი

წიგნიდან "სექტანტობა და მართლმადიდებლობა".
ქვესათაური-"რატომ არ კითხულობენ ეკლესიაში აპოკალიფსს?"

კითხვა კი ეს იქნებაsmile.gif
ციტატა
რატომ არ კითხულობენ ეკლესიაში აპოკალიფსს?

biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 01:08 AM

სად არ მაქვს მამა იაკობის წიგნი...

და რატო უნდა წაიკითხონ?

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 5 2011, 01:09 AM

A.V.M

ციტატა
და რატო უნდა წაიკითხონ?

blink.gif
სახარებასა და სამოციქულოს რატომ კითხულობენ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 01:14 AM

როცა სახარებას ვკითხულობ ვსწავლობ ქრისტეს ცხოვრებას,დარიგებებს.
სამოციქულოს როცა კითხულობენ მოციქულების ცხოვრებასა და სწავლებეს.
დავითის ფსალმუნებიდან ვიგებთ როგორ უნდა მივმართო ღმერთს,როგორ მოვიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში.
აი აპოკალიფსი კი იმდენად რთული გასაგებია,რომ ისინიც ვერ ხვდებიან ბოლომდე,ვინც მუდამ სწავლობენ და კითხულობენ გამოცხადებას და ჩვ.ხალხი...
უფრო ზღაპრად მოეჩვენებათ.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 01:15 AM

ციტატა
რატომ არ კითხულობენ ეკლესიაში აპოკალიფსს?

ციტატა
და რატო უნდა წაიკითხონ?

სავარაუდოდ, ის არ იკითხება იმის გამო, რომ ღვთისმსახურების წესი ჩამოყალიბდა იმაზე ადრე, ვიდრე აპოკალიფსისს შეიტანდნენ კანონიკურ ტექსტებში. იერუსალიმის ტიპიკონის თანახმად კი ადგილები იოანე მოციქულის გამოცხადებიდან იკითხება დიდი მარხვის დროს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 01:16 AM

აგეც მართალია გეორგიოს.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 5 2011, 01:19 AM

GIORGI LELUASHVILI

ციტატა
რატომ არ კითხულობენ ეკლესიაში აპოკალიფსს?

არ იკითხება იმიტომ რომ აპოკალიფსი არის წიგნი რომელიც არაა ბოლომდე განმარტებული.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 01:21 AM

აპოკალიფსისი დიდი ხანი სადავო იყო კანონიკურობის თვალსაზრისით საეკლესიო წრეებში და ამის გამო შეიტანეს ის გვიან კანონიკურ წიგნებში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 01:22 AM

გიო ნუ დაგვტანჯე გვითხარი ეხლა პასუხი.
(ალექსანდრეს აზრს დაემთხვა ჩემი ვერსია)

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 01:25 AM

ციტატა
გიო ნუ დაგვტანჯე გვითხარი ეხლა პასუხი.

პასუხი თითქმის ითქვა კიდეც.
მათეს სახარება ხაზს უსვამს იესოს ადამიანურობას. მარკოზის სახარება აქცევს ყურადღებას ქრისტეს მეუფებას, ძლევამოსილებას და ლომი მიესადაგა მას. ხარი, როგორც სამსხვერპლო ცხოველი, ლუკას სახარებას მიაკუთვნეს, რადგან ის ქრისტეს მსხვერპლზე აკეთებს აქცენტს. იოანესი უკვე დავწერეთ როგორი განსხვავებულიც არის დანარჩენი სახარებებისგან.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 01:27 AM

ეგ კი არა.
აპოკალიფსზე ვთქვი

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 01:30 AM

A.V.M

ციტატა
ეგ კი არა.აპოკალიფსზე ვთქვი

მაგაზეც დავწერე პასუხი ზემოთ.
ტექსტის სირთულე რა შუაშია...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 01:33 AM

პასუხი მეც დავწერე და ალექსანდრემაც(და სამივე ახლო იყო ერთმანეთთან)
მაგრამ კითხვა ხომ ლელუასვილმა დასვა,და იმან გვითხრას ზუსტად რომელი ვართ მართალი მეთქი

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 01:39 AM

დაგვტია ლელუაშვილმა...

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 5 2011, 12:09 PM

A.V.M

ციტატა
აი აპოკალიფსი კი იმდენად რთული გასაგებია,რომ ისინიც ვერ ხვდებიან ბოლომდე,ვინც მუდამ სწავლობენ და კითხულობენ გამოცხადებას და ჩვ.ხალხი...უფრო ზღაპრად მოეჩვენებათ.

სწორია.
ეს ერთ-ერთი მიზეზია. ანუ "აპოკალიფსისის" გაუგებრობა.

georgios
ციტატა
აპოკალიფსისი დიდი ხანი სადავო იყო კანონიკურობის თვალსაზრისით საეკლესიო წრეებში და ამის გამო შეიტანეს ის გვიან კანონიკურ წიგნებში.

ესეც სწორია. ანუ მიზეზი-მისი კანონიკურობა-არაკანონიკურობა.



ორივე პასუხი სწორია, მაგრამ მე წიგნიდან უფრო განვავრცობ.

"აპოკალიფსის" ზოგიერთი საკითხის გაუგებრობამ მისი "გამიწიერება" გამოიწვია, რის გამოც ღვთაებრივი თემა პოლიტიკურად გადაიქცა(ჩვენს დროში მითუმეტეს).
აპოკალიფსის მრავალი საკითხი ცდუნების საბაბდ იქცა და არასწორი წარმოდგენები ჩამოუყალიბა დღესთვის არსებულ უკვე მრავალ სექტას.

ეს უფრო A.V.M-ს პასუხს გავს.
ანუ მიზეზი-მისი გაუგებრობა.

ხოლო რაც georgios-მა დაწერა, ამის შესაბამისია:
პირველი საუკუნის ეკლესია ჯერ ეჭვის თვალით, მერე კი სიფრთხილით ეკიდებოდა ამ წიგნს.დიდი ინტერესი განმარტებისა არც მას ქონია.
აღმოსავლეთის ეკლსია ეს წიგნი საკითხავ კანონში გვიან ჩართო, მაგრამ მისი საყოველთაო კითხვა არ უკურთხებია.
ეს აზრი ეკლესიამ ლაოდიკიის კრებაზეც დააკანონა (59 კანონი). ადრექრისტიანულ ძეგლ "კანონნი მოციქულთანის" 85-ე მუხლში ახალი აღთქმის კანონიკურ წიგნთა ნუსხაა მოცემული. მასში კი იოანეს "გამოცხადება" არააა შეტანილი.


ალექსანდრე
ციტატა
არ იკითხება იმიტომ რომ აპოკალიფსი არის წიგნი რომელიც არაა ბოლომდე განმარტებული.

არა, განმარტებულია, მაგრამ ამის განმარტებას სულ ხუთმა წმინდა მამამ მოკიდა ხელი, რომელთაგან მხოლოდ სამი გვიჭირავს დღეს ხელში.
წმ. მეთოდი ოლიმპიელის ნაშრომმა ჩვენამდე ვერ მოაღწია, ვიქტორი პეტავიელის ნაშრომი მხოლოდ 1916 წელს აღმოაჩინეს.
ანდრეა კესარიელი(VIს.),წმ.არეთა(IX-Xს.),ნეტ.ეკუმენიოსი(Xს).

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 06:41 PM

ნუ ასეა თუ ისე როგორც მიახლოებული და პირველი პასუხის ავტორი დავწერ შემდეგ კითხვას:

ძველი აღთქმის თანახმად,როგორ უნდა მოქცეოდა ბატონი მონას(თავიდან,გახდებოდა თუ არა მისი მონა)

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 06:48 PM

A.V.M

ციტატა
ძველი აღთქმის თანახმად,როგორ უნდა მოქცეოდა ბატონი მონას

ექვსი წელი უნდა ემსახურა ყმას, მეშვიდე წელს კი უნდა გათავისუფლებულიყო. თუ მარტო იქნებოდა, მარტო წავიდოდა, თუ ცოლი ჰყავდა, ცოლსაც თან წაიყვანდა მერე. თუ პატრონმა უთხოვდა ცოლს და ცოლი ვაჟებს და ასულებს უშობდა, ცოლიც და მისი შვილებიც პატრონის იყო, თავად კი მარტო წავიდოდა. თუ ყმა იტყვოდა მიყვარს ჩემი პატრონი და ჩემი ცოლ-შვილი, არ მინდა თავისუფლებაო, მიიყვანდა პატრონი ღვთის სამსჯავროზე, მიაყენებდა კართან ან წირხლთან და ყურს გაუხვრეტდა სადგისით. ამის შემდეგ სამუდამოდ მისი ყმა იქნებოდა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 06:50 PM

გეორგიოს მაგაში მართალი ხარ,მარა მე სხვა რამე ვიკითხე.

სულ თავიდან რა უნდა ექნა მეთქი,რომ ეს მისი მონაა,
რა უნდა გაეკეთებინა?

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 06:54 PM

A.V.M

ციტატა
სულ თავიდან რა უნდა ექნა მეთქი,რომ ეს მისი მონაა,რა უნდა გაეკეთებინა?


სულ სულ თავიდან არ მახსოვს რა ხდება.

დაღს დაადებდა? smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 07:02 PM

რადგან ახლოს ხარ და მხოლოდ ჩვენ ორნი ვართ ჩავთვლი,ისე სრული პასუხი ასეა:
პატრონს მონის ყური კარებზე უნდა მიედო და სადგისით გაეხვრიტა.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 07:04 PM

A.V.M

ციტატა
პატრონს მონის ყური კარებზე უნდა მიედო და სადგისით გაეხვრიტა.

ჰო, რაღაც გახვრეტა და ყური მახსოვდა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 5 2011, 07:07 PM

კითხვა!!!

(ისე მივხვდი რომ გახსოვდა,აბა დაღს დაასვამდაო ვერ მოიფიქრებდი)

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Sep 5 2011, 08:09 PM

წმინდა წერილში რომელ ადგილს უწოდებენ პირველსახარებას?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)