IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
> ფსიქოლოგიური კონსულტაციები!
newbie
პოსტი Jan 18 2010, 01:53 AM
პოსტი #101


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



სისუფთავის მანია თუ შიში ჭუჭყის ალბათ გამოცდილებიდან მოდის, ვგულისხმობ შეიძლება ასეთმა პატარა შემთხვევამ , ბაქტერიამ ადამიანი სერიოზულ ავადმყოფობას გადაჰყარა და დიდი პრობლემები შეუქმნა , ამის მერე ეს შიში ჩნდება, ანუ ალბათ გასაგები მდგომარეობაა , მორწმუნე ადამიანი შეიძლბება ასეთ პანიკაში არ ჩავარდეს რადგან იცის რომ ღმერთის ნების გარეშე არაფერი ხდება და ნაკლებად დაიძაბება ..
ჩემი ნაცნობიც სისუფთავემანია თუ შეიძლება ასე ითქვას, ბაქტერიების არ ეშინია, უბრალოდ ყოველ წამს წმინდავს ყველაფერს,ყვავილების ფოთლებს აპრიალებს, პოლის ტილოს აუთოებს და ფეხსაცმლის თასმებს : )
ყველა ინდივიდუალურია რავი.. : )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Jan 20 2010, 12:29 AM
პოსტი #102


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



ციტატა(maZiebeli @ Jan 13 2010, 03:02 AM) *

კითხვაც ნაცნობია, პრობლემაც და საკმაოდ ბევრი შემთხვევა მქონია პირადად. რამდენიმე შემთხვევაში იმდენად აუტანელი იყო პრობლემა, რომ სახლიდანაც ვერ გადიოდნენ და სახლშიც კი ონკანის მოშვებისას და მოკეტვისას ურთულეს მანიპულაციებს ასრულებდნენ სისუფთავის სრული დაცვისთვის.

პრობლემა მოსათმენად ძალიან ძნელია, თუმცა დასაძლევად არც ისე რთულია, თუ სწორი ტაქტიკით წაიყვან თერაპიულ პროცესს.

რა შველის,?? ასე ძნელია ხო თქმა...


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jan 20 2010, 12:34 AM
პოსტი #103


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



newbie
ციტატა
ჩემი ნაცნობიც სისუფთავემანია თუ შეიძლება ასე ითქვას, ბაქტერიების არ ეშინია, უბრალოდ ყოველ წამს წმინდავს ყველაფერს,ყვავილების ფოთლებს აპრიალებს, პოლის ტილოს აუთოებს და ფეხსაცმლის თასმებს


გამაცანით განვკურნავ უფასოდ smile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
newbie
პოსტი Jan 21 2010, 09:28 PM
პოსტი #104


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 577
რეგისტრ.: 28-April 09
წევრი № 6,908



ბადრი
ციტატა
გამაცანით განვკურნავ უფასოდ

სიმართლე გითხრა თვითონ რომ განიცდიდეს და აწუხებდეს ეგ ამბავი არა, მითუმეტეს განკურნვას არ ცდილობს, კომფორტულად გრძნობს თავს და რავი, აკეთოს პრინციპში, ჩემს ნაცნობებში ყველაზე მსუბუქი შემთხვევაა ასე რომ : P
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jan 22 2010, 03:39 AM
პოსტი #105


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



newbie
ციტატა
სიმართლე გითხრა თვითონ რომ განიცდიდეს და აწუხებდეს ეგ ამბავი არა, მითუმეტეს განკურნვას არ ცდილობს, კომფორტულად გრძნობს თავს და რავი, აკეთოს პრინციპში, ჩემს ნაცნობებში ყველაზე მსუბუქი შემთხვევაა ასე რომ : P


გაუშვი იფრინოს smile.gif თუ რამე აგიერ ვართsmile.gif


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jan 22 2010, 10:50 AM
პოსტი #106


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



newbie
ციტატა
პოლის ტილოს აუთოებს და ფეხსაცმლის თასმებს

ვაიმე დედა biggrin.gif biggrin.gif


P.S. ასეთი მანიაკი დედამთილი რომ შეგხვდება, ვახ... biggrin.gif

ალექსანდრე
ციტატა
ნამდვილად მესაჭიროება


სანდრო ქვემოთ დაწერილი მანიები თუ გჭირს....
ციტატა
1) ადამიანი ქუჩაში არ გადაკოცნის,ხელს არ ჩამოართმევს არ შეეხება თუნდაც იმის გამო რომ.ის ფიქრობს ამ ადამიანს ჭუჭყიანი ხელები აქვს,მე რომ ხელი ჩამოვართვა ან გადავკოცნო ეს ხელი აუცილებლად უნდა დავიბანოო,მაგრამ ხაზს ვუსვამ აუცილებლად და ხომ არ გგონიათ რომ მას ეს დაავიწყდეს..
2)არ დაჯდება ტრანსპორტში სკამზე,რავიციი ამ სკამზე ვინ იჯდა და რა ჭუჭყიანია,მე რომ ამ სკამზე დავჯდე ხომ ბაქტერიებს ავიკიდებ.
3)თუ თავზე ხელი ვინმემ მოკიდა იმას სახლსჰი რომ მივა აუცილებლად დაიბანს,ქურთუკით თუ სადმმე მიედო გაწმენდს,და ა შ,ბევრია მსგავსი პრობლემები.


მაშინ მართლდა დაგჭირდება დახმარება biggrin.gif



P.S. კარგით რა! თვითონ არ არის ბაქტერიების მატარებელი, სხვის გადაკოცნა,ხელის ჩამორთმევას (და მსგავსი "სისულელები") რომ უფრთხის? biggrin.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მაშიკო
პოსტი Jan 22 2010, 01:20 PM
პოსტი #107


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,850
რეგისტრ.: 18-May 09
მდებარ.: ქუთაისი
წევრი № 7,002



ციტატა(ნათია @ Jan 21 2010, 10:50 PM) *

ვაიმე დედა biggrin.gif biggrin.gif
P.S. ასეთი მანიაკი დედამთილი რომ შეგხვდება, ვახ... biggrin.gif


biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


--------------------
უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tibikonaA
პოსტი Jan 22 2010, 03:18 PM
პოსტი #108


ქეთევან
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 70
რეგისტრ.: 18-January 10
წევრი № 7,984



აი ჩემმა ფაკულტეტელმა გუშინ თAვი ჩამოიხრჩო მაღლივის უკანა ეზოში, მიზეზი : წერილი დატოვა სადაც დედამის წერდა რომ ძალიან ბევრი საგნები ჩარჩა და . . . დეტალები არ ვიცი ზუსტად. blink.gif unsure.gif user.gif user.gif ;(
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
maZiebeli
პოსტი Jan 22 2010, 08:18 PM
პოსტი #109


დავითი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,094
რეგისტრ.: 16-August 06
მდებარ.: თქვენთან
წევრი № 67



mogzaura
ციტატა
რა შველის,?? ასე ძნელია ხო თქმა...


თქმა კი იოლია, მაგრამ სწორად გაგების და შესრულების შანსი არის მცირე. ამიტომ უმჯობესია ნაცნობმა ფსიქოთერაპევტს მიაკითხოს. აქ რომ ისეთი რამე წაიკითხოს და კარგად ვერ გააკეთოს, რასაც იქ ფსიქოთერაპევტი შესთავაზებს, შეიძლება ურყოფითი განწყობა შეექმნას, ეს ხომ ვცადე და არ მშველისო. არადა, არ უცდია ისე, როგორც საჭირო იყო.

ეს დაახლოებით ისეა, ანტიბიოტიკი რომ მიიღის თვითნებურად ადამიანმა რაიმე ინფექციური დაავადების დროს და არასაკმარისი დოზის გამო ბაქტერიებს ვერ მოერიოს. მოგვიანებით ნორმალური დოზაც აღარ იქნება საკმარისი, რადგან მცირე დოზით ანტიბიოტიკის მიღებით უფრო გამძლე ბაქტერიები გადარჩებიან და მრავლდებიან. ანალოგიური რამე ხდება ფსიქიკაშიც. შორეული ანალოგიაა, მაგრამ მაინც.


--------------------
"...ეძიებდით და ჰპოოთ..." - მათე 7,7.
"...ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა..." - მათე 6,33.
"აჰა ეგერა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" - ლუკა 17,21.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mogzaura
პოსტი Jan 23 2010, 01:19 AM
პოსტი #110


ნანა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,805
რეგისტრ.: 26-October 06
მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:)
წევრი № 332



ციტატა
თვითონ არ არის ბაქტერიების მატარებელი

ამაზე ნაკლებად ფიქობენ,,,,

maZiebeli
მართალია....


--------------------
''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jun 26 2010, 10:05 AM
პოსტი #111


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ეს არის კარგი კომენტარი იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ტკივილის და ტანჯვის დროს. ძალიან გავს მართლმადიდებლურ შეხედულებას:




ეს თემა რატო მოკვდა? დავიჯერო ყველანი ფსიქოლოგიურად ჯანმრთელები ვართ? biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Aug 26 2010, 04:28 PM
პოსტი #112


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



საინტერესო მონაკვეთი "სულიერი მეომრიდან"

კითხვები და პასუხები:

კითხვა:
ცოტა ხნის წინ ახლო მეგობარს ველაპარაკე, რომელმაც მითხრა, რომ დედასავით ვექცევი მას, გამუდმებით ვიცავ მას და ყოველ ნაბიჯს ვუკონტროლებ, ასევე ძალიან ბევრს ვუქადაგებ. მეგობარმა მითხრა, რომ მე არ შემიძლია წყენის პატიება. მანვე მითხრა რომ თვითონაც ცდილობს სიტუაციის კონტროლირებას და არ პატიობს სხვებს, რაც ძალიან უშლის ხელს სულიერ განვითარებაში. რა შეგიძლიათ გვირჩიოთ?

პასუხი: არსებობს გარკვეული განსხვავება სხვისი მსახურების სურვილსა და გამოსწორების მცდელობას შორის. თუ თქვენ ვინმეს გამოსწორება გინდათ, იქიდან გამოდიხართ, რომ ეს ადამიანი რაღაცას ის ევერ აკეთებს, ამასთან საკუთარ თავს გამთლიანებულ ნატურად თვლით და გგონიათ რომ შეიგიძლიათ შეამჩნიოთ, რა არა აქვთ სხვებს წესრიგში. მაგრამ ეს ხომ ქედმაღლობაა? როცა ჩვენ ძალიან ღვთისნიერები ვართ, მაშინ ვცდილობთ დავამციროთ ადამიანი. და ამით უარესს ჩავდივართ, თუმცა იდეაში უნდა დავხმარებოდით მას. მაგრამ თუ გულწრფელად ვართ დაინტერესებულნი სხვის მსახურებაში, მაშინ შევძლებთ, რომ სიტუაციას სხვაგვარად შევხედოთ, ისე რომ თვითდარწმუნებულობისგან და ძალაუფლების სიყვარულისგან განვთავისუფლდეთ.

ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული, ვკითხოთ, რით შეგვიძლია დავეხმაროთ, და დემონსტრირება მოვახდინოთ, რომ სიტუაციას ჩვენთვისაც ძლიერი ტკივილი მოაქვს, როგორც ამ ადამიანისთვის. შემდეგ შეგვიძლია ერთად გავიაზროთ შექმნილი სიტუაცია და ალტერნატიული გზები ვეძებოთ. ამგვარად პრობლემის გადაწყვეტა თქვენს საერთო რისკთან იქნება დაკავშირებული, ნაცვლად გავრცელებული და უსიამოვნო სქემისა “მოგება-წაგება”, როცა იგებთ მხოლოდ თქვენ, ხოლო თქვენი პარტნიორი ვერაფერს ვერ ღებულობს თქვენთან ურთიერთობით.

ძალიან სასარგებლოა, რომ საკუთარ ქცევას გვედრიდან მივცეთ შეფასება. ასე შევძლებთ გავიგოთ საკუთარი ხასიათის ის ასპექტები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ. ხშირად ხომ ძალიან ცუდად ვიცნობთ საკუთარ ნაკლოვანებებს და გაცნობიერებულადაც კი ვცდილობთ მათ იგნორირებას. ამიტომ სხვა ადამიანები გვეხმარებიან ჩვენ, გვითითებენ რა ამ ნაკლოვანებებზე. თუკი გვიან გავარკვევთ, რომ მსგავსი რამ ხასიათში არ გვაქვს, თავად ფაქტი ამ საკითხის სხვა ადამიანის მიერ წამოწევისა მიუთითებს გარკვეულ დაძაბულობაზე მის მიმართ, რაც ხელს უშლის რომ ობიექტური იყოს. თუ ამ ადამიანისადმი გულგრილად არ ვართ განწყობილნი, მაშინ აუცილებლად მოგვინდება ამ პრობლემის გადაწყვეტა. ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს საკუთარ თავზე მუშაობა.

რაც შეეხება თქვენს მეგობარს, რომლის ქცევაშიც საკუთარ ქცევასთან მსგავსება შეამჩნიეთ, საკმაოდ საინტერესო იქნებოდა, რომ თვალი მიგვედევნებინა, როგორი სახით მიმდინარეობს ეს საუბრები რეალურად. ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ცდილობენ ჩვენს დახმარებას, საკუთარ თავს ეხმარებიან. იმისათვის რომ სხვებთან ვიურთიერთოთ ასე ღია და გახსნილი საშUალებით, ადამიანი სიმამაცეს და მორჩილებას უნდა ფლობდეს. ვინმესთვის უსიამოვნო სიმართლეზე თვალის ახელა ყოველთვის ითვლებოდა ჭეშმარიტი ზრუნვის ნიშნად, თუმცა ასეთი საქციელის შედეგები ხშირად უკიდურესად არასასიამოვნოა. ყოველ ჩვენგანშია ჩადებული მიდრეკილება იმისკენ, რომ გავექცეთ პირდაპირ პასუხს ყოველთვის, მაშინაც კი როდესაც ამას გვთხოვენ: “მე არ მინდა გულღია ვიყო მასთან. რაც შეიძლება დიდხანს ავუვლი გვერდს ამ საკითხს. როგორც კი ვეტყვი რას ვფიქრობ მასზე სინამდვილეში, იგი აუტანელი გახდება. ხომ არ ჯობია ვინმე სხვას ჰკითხოს?” გულწრფელად და ღიად, მაგრამ ამავე დროს თანაგრძნობით ლაპარაკის შესაძლებლობა, უბიძგებს ადამიანს, რომ მიიღოს შენი სიტყვები და შეეცადოს შეცვლას – ეს უდიდესი სიყვარულის და უანგარობის ნიშანია.

კითხვა: თქვენ მოგვიწოდებთ ვიყოთ გამთლიანებული ადამიანები და ამასთან საუბრობთ ჯანმრთელობის პრობლემებზე, როგორც ფსიქოსომატურ მოვლენებზე. მაგრამ როცა მე მიღებაზე მივდივარ ექიმ – ალოპატთან (არაჰომეოპატთან), მაშინ მესმის რჩევა თავი ავარიდო მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს. მაშ რა უნდა ვქნა?

პასუხი: ეს პრობლემა ფსიქიკურ და ფიზიკურ ავადმყოფობებს ეხება. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი სულიერი გზის გარკვეულ ეტაპზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება – რას დავუჯეროთ: წამალს, რომელიც ღმერთმა შექმნა, თუ სუბსტანციას, რომელიც ადამიანის შექმნილია და მრავალი მათგანი სულაც არაა საიმედო. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ტრადიციული დასავლური მედიცინა, რომელიც ალოპატიური მიდგომით ხასიათდება, ძლიერ მიჩვევას იწვევს ადამიანებში. ის თითქოს იმისთვის იყო ჩაფიქრებული, რომ დამოკიდებულნი გავეხადეთ. როცა ყველა ამ ალოპატიურ “სწრაფადმოქმედ” პრეპარატს ღებულობთ, თქვენ არღვევთ საკუთარი ორგანიზმის ბუნებრივ ფუნქციონირებას და განუწყვეტელი მკურნალობისთვის სწირავთ მას, რადგანაც უხშირესად პრეპარატები, რომლებიც “ცუდი” ბაქტერიების განადგურებისთვის არიან გათვალისწინებულნი, განურჩევლად კლავენ “კარგებსაც” და ბუნებრივ მეტაბოლისმს არღვევენ.

რაც შეეხება ფსიქიურ დაავადებებს, ტრადიციული მედიცინეს პროფესიონალებთან მიმართვამ შეიძლება უფრო დაამძიმოს მდგომარეობა. ჩვენ უკიდურესად ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ უკვე სერიოზულად მოვახდინეთ მედიტაციის პრაქტიკა სხვადასხვა მეტაფიზიკური სწავლებებით გატაცებისას, მაშინ ამის შესახებ ორთოდოქსულ ფსიქიატრებთან მოყოლამ შეიძლება მათი მხრიდან თქვენი განცდების სრულ გაუგებრობამდე მიგვიყვანოს. ამის შედეგად ზოგიერთ სულიერ ადამიანი და ტრანსცენდენტალისტი შეიძლება კლინიკაში აღმოჩნდეს, იმიტომ, რომ ზოგიერთი მათი მონათხრობი უბრალოდ სცილდება ფსიქიატრების სახელმძღვანელოების ფარგლებს.

ჩვენს დროში უკიდურესად აუცილებელია ისეთი ფსიქიატრების არსებობა, რომლებსაც ამაღლებულ ცნობიერება აქვთ.

სულიერი ცხოვრების პრინციპების ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაპრაქტიკებისას, ჩვენ შეგვიძლია ცნობიერების უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ. ჩვენს ცნობიერებაში შეიძლება წინა ცხოვრების კადრებმაც კი გაიელვოს, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. საერთოდ არანორმალურებად ისინი უნდა ჩავთვალოთ, ვინც ჯანსაღად მოაზროვნედ თვლის თავს ამ შეშლილ მსოფლიოში. ის, ვინც ცდილობს “ნორმალური” იყოს ამ “საგიჟეთში”, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგანაც სულიერი თვალსაზრისით “ნორმალურობა” სულიერ სიგიჟეს უდრის.

რაც უფრო მეტად ეცდებით სულიერ რეალობაში შესვლას, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ თქვენი შეისმინონ. თუ მტკიცედ მიყვებით თქვენს მიზანს, სამყარო უპასუხებს თქვენს სულიერ ძიებებს, მაგრამ თქვენ არ უნდა უღალატოთ თქვენს რწმენას.

კითხვა: ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ანტიმატერიალისტებად დავრჩეთ ამ მატერიალურ საზოგადოებაში, ამასთან არ დავივიწყოთ ჩვენი სამსახური, გადასახადების გადახდა და ყოველდღიური მოვალეობების შესრულება. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ სამსახურში, სამუშაო ადგილას, კონკრეტულად კი როგორ უნდა შევინარჩუნოთ მორჩილება? ხშირად, განსაკუთრებით სამუშაოსთან დაკავშირებით, ეს თვისება დამახინჯებულად აღიქმება.

პასუხი: თქვენ გულისხმობთ, რომ ზოგიერთი სულელურად, პასიურად და გულუბრყვილოდ იქცევა, როცა ამას მორჩილებას ეძახის. მაგრამ იესო უკიდურესად მორჩილი იყო, როცა სინაგოგაში შევარდა და მაგიდები ააყირავა. ის მორჩილი იყო იმ მიმართებაში, რომ მთლიანად ერთული იყო ღმერთის ნებისა, და გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა, ისე რომ საკუთარ თავზე არ დაფიქრებულა. მორჩილება აუცილებელი არაა გაჩუმებას ნიშნავდეს. მორჩილება ნიშნავს გულწრფელობას, გულმართლობას, ჭეშმარიტების უშიშარ დაცვას, აღიარების, პატივისცემის და სარგებლის სურვილის უარყოფას.

ზოგიერთ შემთხვევაში მორჩილება შეიძლება გულისხმობდეს ყოველგვარი აქტივობის არარსებობას, მაგრამ ყველაფერ დანარჩენში იგი გულისხმობს კიდევ უფრო დიდ აქტივობას, ვიდრე ჩვეულებრივ. მორჩილება არ ნიშნავს, რომ მოთმინებით უნდა ავიტანოთ რთული სიტუაცია. მორჩილება – ნიშნავს გულწრფელობას. მაგალითად, ჩვენ არ შეგვიძლია ნება მივცეთ საკუთარ შვილს, რომ ნარკომანი გახდეს. ჩვენ ვერ ვეტყვით საკუთარ თავს: “მე უნდა შევეგუო ამას, რადგანაც მე შესანიშნავი მშობელი ვარ და მინდა, რომ ჩემი შვილი შემოქმედი იყოს და საკუთარი თავის რეალიზება შეეძლოს.” რა თქმა უნდა ეს სისულელეა. ეს იქნება უკიდურესად ბრიყვული, მშიშარა და უპასუხისმგებლო პოზიცია. მორჩილება არ ნიშნავს მხოლოდ მოთმინებას.

იმისათვის, რომ მორჩილნი ვიყოთ, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: “რა იქნება მოცემულ კონკრეტულ სიტუაციაში სიკეთე – მოქმედება თუ უმოქმედობა?” თუ პრობლემის მოგვარება პირდაპირ შეიძლება, არ ღირს ამის გადადება. მორჩილება გულისხმობს სიტუაციის შეფასებას იმ თვალსაზრისით, რომ პრობლემის გადაწყვეტა ყველა გარშემომყოფისთვის სასიკეთო უნდა იყოს და არა საკუთარ კომფორტზე და დაცულობაზე გამიზნული. ეს თვისება ასევე გულისხმობს აუცილებელი ზომების მიღებას, რომლებიც დაფუძნებულია სიტუაციის საგულდაგულო ანალიზის შედეგად მიღებულ დასკვნებზე.

სულიერი გზა უპირველეს ყოვლისა უანგარობას გულისხმობს. მაგრამ უანგარობა აქტიური უნდა იყოს და არა პირიქით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მორჩილება გულწრფელობას, სამართლიანობას, პირდაპირობას და პასუხისმგებლობის უნარიანობას ნიშნავს. უდიდესი სულიერი მასწავლებლები მორჩილი ადამიანები იყვნენ სწორედ ამ გაგებით, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მთელი მსოფლიო მათი წინააღმდეგი იყო.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 10:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი