IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

5 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> სიკვდილი არრა არის რა...
marine
პოსტი Feb 12 2007, 03:33 PM
პოსტი #21


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ხალხური

* * *

გულსა მომაწვა ვარამი
ვით ნაგუბარი წყალიო.
რა მალე შევწუხებულვარ,
გუნება მიძე მყრალიო;
გამაგრდი, გულო, გუნებავ,
როგორც მყინვარი სალიო!
თორ მალე მოვა სიკვდილი,
ტუქსი, არ მოცინარიო;
სულ დამაცილებს ჯავრებსა,
იმნაირი აქვ ზარიო.
უნდა წამართოს უეცარ
რაც მის მადევს ვალიო.
გავექცე? სად უნდ წავიდე
ცხენიც რო მყვანდეს ჩქარიო?
შავება? არ დააშინებს
ჩემი ფრანგული ხმალიო!
ვიტირო? არ შამიცოდებს,
არ იცის ცოდვა-ბრალიო;
ვეხვეწო? არ გაიგონებს,
უნდა იხმაროს ძალიო...
ისევ სჯობს გულით ვილხინო
სანამ ცოცხალი ვარიო, -
ვისა აქვ მეტი სიცოცხლე
უფლისგან ნაჩუქარიო?




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 13 2007, 04:02 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ათეისტები ამბობენ სიკვდილის შიშს ეკლესიაში მოვყავართო biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 15 2007, 04:45 PM
პოსტი #23


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისათვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის.

ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.

რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდერებზეც და ცოცხლებზეც.

მაშ, შენ რატომ განიკითხავ შენს ძმას? ანდა რატომ ამცირებ შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსაჯავროს წინაშე.

რადგან წერია: "მე ცოცხალი ვარ, - ამბობს უფალი. ჩვემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს."

ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს."

რომაელთა 14. 7:12 გვ. 350


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
musikosi
პოსტი Feb 16 2007, 02:17 AM
პოსტი #24


მუზარადიანი ქმარი...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 204
რეგისტრ.: 10-January 07
მდებარ.: ხილიანი
წევრი № 840



"სიკვდილის გზა არრა არის,ვარდისფერ გზის გარდა"

სიკვდილი არც თუ ისე ცუდი რამ არის
მოკვდები და ძალიან ბევრ რამეს ნახავ


--------------------
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ოცნებით იწოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 16 2007, 03:08 AM
პოსტი #25


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ციტატა
"სიკვდილის გზა არრა არის,ვარდისფერ გზის გარდა"

სიკვდილი არც თუ ისე ცუდი რამ არის
მოკვდები და ძალიან ბევრ რამეს ნახავ


გზა კი არის ვარდისფერი, მაგრამ მერე რას ნახავ ეგაა მთავარი unsure.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 22 2007, 02:09 PM
პოსტი #26


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ერთხელც იქნება, მოვკვდები

ვაჟა ფშაველა

(სიმღერა)

ერთხელც იქნება, მოვკვდები,
მივებარები მიწასა, _
გულსა და გრძნობას შაურევ
ცივის სამარის ქვიშასა...
ჩემს გულსა დაეხვევიან
გაშმაგებულნი ჭიანი,
ვეღარას მიშველს ქვითინით
ჩემი ლამაზი თმიანი,
ტყუილად აშფოთდებიან
ჩემნი წაწალნი იანი.
ამაოდ ჩამოსხდებიან
ციდამ ვარსკვლავნი ბარადა,
ასტეხს გლოვა-ზარს მდინარე,
მაღლით მომხტომი ჩქარადა,
მოსქდება კლდისა ნაპრალი,
ჩაიჭედება ჭალადა...
ვაჰმე, მათ ვეღარა ვნახავ
გადაქცეული მკვდარადა.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Irine
პოსტი Feb 23 2007, 06:41 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 172
რეგისტრ.: 16-August 06
წევრი № 63



"სიკვდილის ნუ გეშინიათ, რადგან ეს არის კარიბჭე მარადისობაში"
ათონელი ბერი


--------------------

"მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან."
წმ. სერაფიმე საროველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Feb 26 2007, 07:18 PM
პოსტი #28


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმასზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას.
თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა ღირსეულად გადაიტანო ძაგება.
და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.


წმ. ნიკოლოზ სერბი


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 1 2007, 02:46 PM
პოსტი #29


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ხალხური

* * *

ნეტავ რა ზნე სჭირს სიკვდილსა,
ვერ მიჰხვდა ჩემი გონება!
შიგ ამოარჩევს ვაჟკაცსა,
რომელიც მოეწონება!


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
BERO
პოსტი Mar 3 2007, 09:48 PM
პოსტი #30


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 27-February 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,204



ის ნუ დაგვავიწყდება,რომ სიკვდილზე ძლიერი სიყვარულია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Mar 5 2007, 08:31 PM
პოსტი #31


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



სიკვდილი რატომაა სანატრელი?


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Mar 5 2007, 08:50 PM
პოსტი #32


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ნიკოლოზ_V
ციტატა
სიკვდილი რატომაა სანატრელი?

სიკვდილი და სანატრელი? mad.gif mad.gif

ეგ მხოლოდ სუსტებისთვისაა სანატრელი სიკვდილი!
უფალს სცოდავენ როცა სიკვდილს ნატრობენ! შენ ღმერთმა გაჩუქა სიცოცხლე და არავის აქვს უფლება მისი ნების გარეშე მოისწრაფოს სიცოცხლე. ამიტომ როცა ადამიანს გასაჭირი დაუდგება სიკვდილი კი არ უნდა ინატროს არამედ გამოსავლის ძიება უნდა დაიწყოს და უფალი თავის შექმნილს არ მიატოვებს!
smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
keti
პოსტი Mar 6 2007, 05:08 PM
პოსტი #33


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 170
რეგისტრ.: 10-November 06
წევრი № 444



t.l.
ციტატა
სიკვდილი არა არის რაა
მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი
მე ისევ მე ვარ შენ ისევ შენ ხარ...
რაც ვიყავით ერტმანეტისთვის,იგივენი ვართ საუკუნოდ...
ისევ ისე მომმართე,როგორც ყოველთვის მოგიმართავს...
ისევ ისე მესაუბრე,როგორც ყოველთვის გვისაუბრია...
ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი
ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს...
გაიცინე რაზეც გეცინებოდა,
ილოცე,გაიღიმე,იფიქრე ჩემზე,ჩემთან ერთად ილოცე...
ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა
ყოველგვარი დაღველის გარეშე
სიცოცხლე იმასვე ნიშნავს რასაც მიდამ ნიშნავდა...
იგი ისევ ის არის,რაც მუდამ იყო,ძაფი არ გამწყდარა....
რად გგონივარ შენს ფიქრთა მიღმა?
იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთ ვარ?
მე შორს არ ვარ,ზუსტად გზის გადაღმა ვარ...
ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ....
თუ მართლა იცი რა არის ღმრთის მადლი და სასუფეველი
თუ გძალგიძს გაიგონო ანგლოზთა გალობა და მათ შორის დამინახო....
თუ გძალგიძს იხილო გადახსნილი სასუფეველი,საუკუნო სამყოფელი,ახალი ბილიკი,რომელსაც ვადგავარ...
თუ წამით ძალგიძს ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას,რომლის წინაშეც ყველა სილამაზე ფერმკრთალდება...
როგორ!თუკი საწუთროში,აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი,წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარუნდა მხედავდე და გიყვარდე?...
გწამდეს როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს,როგორც მე ამყარა...
როცა ერთ დღესაც შენი სულიც სასუფეველში შევა...
სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო....იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას,ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ....
კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას,ოღონდ უფრო განწმენდილს...
შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ....



ეს მართლაც დიდი ნუგეშია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 27 2007, 03:07 PM
პოსტი #34


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სულის სხეულთან შერწყმა დედის მუცელში საიდუმლოებითაა მოსილი და მიუწვდომელია ადამიანის გონებისათვის. ზუსტად ასეთივე საიდუმლოა სულის სხეულისგან განშორება."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Mar 27 2007, 03:29 PM
პოსტი #35


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



რა არის სიკვდილი? არაფერი გარდა იმისა რომ შევიცვლით არსებობის გარემოს და გარდავიცვლებით. საინტერესო კი არის და...ძაან საინტერესო.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Mar 27 2007, 04:20 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



მამები უფალს შესთხოვდნენ " მომეც უფალო ხსენება სიკვდილისა " !
სიკვდილის ხსენაბა აძლიერებდათ განსაცდელში ..


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
musikosi
პოსტი Mar 30 2007, 11:07 PM
პოსტი #37


მუზარადიანი ქმარი...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 204
რეგისტრ.: 10-January 07
მდებარ.: ხილიანი
წევრი № 840



სიკვდილი საშინელი არ არის
და არც იქნება არასდროს
გააჩნია როგორ იცოცხლებ biggrin.gif


--------------------
სადღეგრძელო იყოს მისი,
ვინც ოცნებით იწოდა,
ვინც პოეტის მარადისი
აღტაცება იცოდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხათუნა
პოსტი Apr 1 2007, 04:23 AM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 365
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 412



სიკვდილი შეიძლება იყოს საშიში იმიტომ , რომ

კვდება კატა, ძაღლი ......... და ა.შ........

ადამიანი -გარდაიცვლება.


--------------------
აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარინე
პოსტი Apr 1 2007, 10:18 PM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 348
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 432



წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირის,
კონსტანტინეპოლელ პატრიარქის მიერ თქმული
ქრისტიანეთა მიცვალებისათვის
საყვარელნო! ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა: ჰოი, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოჲსა! ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაჲცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, - განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან - განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ხორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან, და მიმავალი ღმრთისა დიდებასა.

ამას უკვე ესე ვითარსა საღმრთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტიანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



--------------------
ვეზიარე ქრისტიანობას და ჩემივე ნებით ჯვარს ვაცვი საკუთარი აზრები, მაგრამ ჯვარი, რომელიც ვიტვირთე, მხოლოდ სიხარულს მანიჭებს. მე ყველაფერი შევიძინე და არაფერი დამიკარგავს.

მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Apr 2 2007, 07:45 PM
პოსტი #40


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



მე მგონი სიკვდილზე უარესია სირცხვილი.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

5 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 12:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი