IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

24 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > »   
Reply to this topicStart new topic
> ფორუმელთა პოეზია
k@the
პოსტი Sep 17 2012, 03:27 PM
პოსტი #401


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



სიდონია
ნატა ვარადა, ეს თქვენი ბლოგია?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიდონია
პოსტი Sep 18 2012, 10:12 AM
პოსტი #402


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



დიახ, ჩემი ბლოგიაsmile.gif


ეპიტემია
ერთხელაც სიბერის ნიშნებით ხელებზე,
ხალები ყავისფერი, როგორც ვარსკვლავები
ციდან,
დავითვლით იმ დღეებს რომლებიც არ გვქონდა,
რომლებიც, რატომღაც სხვებმა მიიტაცეს,
იმ დღეებს, რომლებიც, არადა გვეკუთვნოდა,
არადა, ამ ქვეყნის შვილების გასაყოფათ,
მიწაზე, ზეციდან, ან კიდევ პირიქით
უხილავ არსებებს მოჰქონდათ საახალწლოდ,
იმ შობის ღამეში, რომელიც აკრძალეს.
და კლავდნენ ღორებს და მწვადები შიშხინებდნენ,
საკლავი უშობელი, შობისთვის, ვინ გაჩნდა?!
ასე რომ დააჩნდა, ჩვენი წინაპრების სალოცავებს.
ამდენი უარყოფის და ამდენი ლაფის,
შემდეგ, ბუნებრივად ჩვენც კი დავიღალეთ.
და ვთქვით, სიბერეა.
უფალი გადამალეთ.
ახლა ხორცში მკვდარი სულების გვრცხვენია,
რადგან გავუჩუმდით, რეზინის საწოვარით,
ტყუილებს, რომლებიც თავს ისე მოგვახვიეს,
სალბუნი გვეგონა.
ერთხელაც, ვაღიაროთ აღარ გვაქვს სამშობლო,
რომ შიდა საზღვრები ისე დავიწროვდა,
დავდექით მათ მხარეს, ვინც ეს სისხლიანი
მიწა გაიტანა საზღვრის იქეთ და ბითუმად გაყიდა.
თევზები, კალმახები, არა სხმარტალები,
მხოლოდ ვჭამდით და თვალები დავიხუჭეთ,
ჩვენს ძმებს, ვწამლავდით წამლით და ასე ვუყუჩებდით,
კედლებთან დახვრეტილ ჯარისკაცთ ღირსებას.
ბალადებს ვთხზავდით ორგაზმებზე,
რომლებიც მოვიგონეთ, რომლებიც არ გვქონდა,
მხოლოდ მაჯლაჯუნებს,
დღისით ვუწვებოდით და ონანისტურად
ვაძლევდით ქალწულობას.
ერთხელაც, ვაღიაროთ, რომ სახლი აღარ გვაქვს,
აღარ გვაქვს სახელი, აღარ გვაქვს სათქმელი,
ჩვენ ფარ-ხმალს ვყრით და უცხოეთს გავრბივართ,
მაგრამ წინაპრების ძვლები მოგვბღავიან,
ათასი ჭრილობით, ნახმლევით,
ნაწამებ ქათველების.
სად უნდა დავემალოთ სიყვარულს,
რომელიც მოგვეცა ზეციდან მიწის კაცებს?!
ან კიდევ პირიქით,
ერთი ძეც კი რომ შემთხვევით დაგვცდეს,
ამ უსაშველო უნაყოფობიდან,
ის გადმოივლის, გადმოკვეთს ეკვატორს, ჰორიზონტს,
განედებს, ოთხივე კონტინეტს,
ყველა ოკეანეს,
ყველა მთას, ყველა ზღვას და
იმ სალოცავებს ღამეს გაუთენებს, სადაც საშობაო
ღორს ვკლავდით, არ ვიცოდით, თუ იშვა ჯვარცმისთვის,
თავადი სიყვარული და მარადიულ სიცოცხლეს გვაზიარა,
იმ სალოცავებს, ერთხელაც, ისევე დაადგება სვეტი ნათლისა
და როცა ჩვენ აღარ ვიქნებით,
ჩვენ არ ვიქნებით,
ჩვენ არ ვიქნებით.. შენ იყავი,
უკუნითი უკუნისამდე.


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიდონია
პოსტი Sep 19 2012, 06:52 PM
პოსტი #403


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



წამება სანდრო გირგვლიანისა

(თბილისი, 2006 წელი. 26 იანვარი.)


19. 2006 წლის 26 იანვარს, დაახლოებით შუადღის 3 საათზე, სანდრო გირგვლიანის გვამი მისმა სამმა მეგობარმა, ადგილობრივი მაცხოვრებლის დახმარებით, თბილისის გარეუბანში, ოქროყანაში, სასაფლაოსთან იპოვა, რომელიც კაფე „შარდენიდან” 6.3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ამბავი, დავწერე 2012 წლის ზაფხულში, ივნისის 26-ში. წინაღამეს, ვკითხულობდი იოანე საბანის ძის „წამება აბო ტფილელისას” (წმიდა მოწამე აბო თბილელი (ისმაიტელყოფილი) – თბილისში წამებული (+786) 8 (21) იანვარ) და გამახსენდა მოკლული სანდრო გირგვლიანი (2006 წლის 26 იანვარს, დაახლოებით შუადღის 3 საათზე, სანდრო გირგვლიანის გვამი მისმა სამმა მეგობარმა, ადგილობრივი მაცხოვრებლის დახმარებით, თბილისის გარეუბანში, ოქროყანაში, სასაფლაოსთან იპოვა, რომელიც კაფე „შარდენიდან” 6.3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს..) მერვე საუკუნეში,სარკინოზთაგან მოსპობილ და გვემულ იქნა 18 წლის ახალგაზრდა დედით და მამით არაბი, ქალაქ ბაღდადში დაბადებული აბო, რომელიც ქართლის ერისთავს სამშობლოში გამოყვა ტყვეობიდან გათავისუფლების შემდგომ და დიდი სიხარულით მოინათლა აფხაზეთის სამთავროში, სადაც ნერსე და მისი სახლეულობა თავს აფარებდა არაბთა ამირას.
მოჰკლეს არაბი თბილისში, დასაჯეს სამაგალითოდ, რადგან მან ქრისტეს სახელი არათუ ფარულად, არამედ ღიად ატარა. მაშინ, როდესაც თავად მწერალი იოანე საბანის ძე, აღწერს თუ ქართველნი და ჭეშმარიტნი ქრისტიანი როგორ ველის ლერწამივით იხრებოდნენ და დაშინებულნი ქრისტეს ფარულად აღიარებდნენ.
ქართლის კათალიკოსის უშუალო თხოვნით დაიწერა აბო ტფილელის მარტვილობა.
ჩემი სამშობლოს კარნახით და სიყვარულით ვწერ, ჩვენი დროის წამებული რაინდის სანდროს მოწამებრივ სიკვდილსა და უკანასკნელ დღეზე.
სანდროს დედას ირინა ენუქიძეს ხსოვნას მივუძღვნი ამ მოთხრობას, რომელიც ვერაგულად იქნა სანდროს საფლავის ქვაზე წაცხობილი საწამლავით ასევე მოწამლული და მოკლული.




ქართველებს დრომ უწია, სამართალი საკუთარ ქვეყანაში ვერ მოეძებნათ და სტასბურგს ევროპის სასამართლოს იმედად დაშთენილნი ხშირ-ხშირად აკითხავდნენ გამწარებულნი უსამართლობითა და განუკითხაობით, ამ დღეში ქართველობა საკუთარი ნებით არჩეულ, შემდგომ კი გაყალბებული არჩევნებით ძალაუფლება გამტკიცებულ ქართველ ხელისუფალთ ჩაეგდო.
ვითომ-ვითომ დემოკრატიის შუქუროსან და ადამიანთა უფლებების დამცველ გაურკვეველი წარმოშობის მცირე დაჯგუფებას ეს ორიათასწლოვანი უძველესი ერი მომწყვდეული ჰყავდა დიდ სიღარიბესა და გაჭირვებაში, აიძულებდნენ სამშობლო მხარე, საყვარელი ადგილ-მამული, სახლეულობა, ოჯახობა მიეტოვებინათ და სხვა ქვეყანაში მუშად, სექსმუშაკად, დამლაგებლად და სხვა დამამცირებელ სამუშაოთ მაძიებელთა ლაშქრათ გაედევნათ.
დაბეჩავებული ერი, ადვილად სამართავი გახდა. ყოველგვარი უმსგავსოება თავს იძულებით მოახვიეს. ჩაუნერგეს ქრისტეს კვართის, ანდრია პირველმოციქულისა და სვიმონ კანანელის, ასურელი მამების ქვეყანაში ხალხს რომ სოდომ-გომორული ცოდვა არაფერია, ქრისტიანობაც მაზოხისტობაა და თუ ჩვენ რამდენიმე ომს გამყიდველობითა და ღალატით წავაგებთ, ნარკომანიასა და პროსტიტუციაში ფრთებს გავშლით, მხოლოდ ასე შეგვიერთებს დიდი ოჯახი ევროპისა და ამერიკისა.
ამ ფონზე, აქა-იქ, როგორც ბნელ, უკუნეთ ღამეში კაშკაშა ვარსკვლავივით მზესავით ამოაშუქებდა სამართლიანობისა და ღირსების მქონე პიროვნების სული და მთელ ქართველობას მხნეობასა და ძალას დაჰბერდა.
თუმცა ხელისუფალნი გოგისა და მაგოგის მიმდევარნი, სამაგალითოდ, სიკვდილით და თანაც სასტიკი მარტვილობით დასჯიდნენ, შურით აღვსილნი ასეთ ვეებერთელა ვაჟკაცობისა და სიმამაცის მქონე ადამინთ წინაშე, საკუთარი სიბეჩავის და სილაჩრის შემხედავნი.
ევროპის სასამართლო, ქართველების ბედით დიდად შეძრული, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქალაქის საჩივარს დადებითი განჩინებით გამოიტანდა, თუმცა წამებულ ადამიანს ეს სიცოცხლეს უკანვე ვერ მისცემდა, მხოლოდ ერთი საჩუქარი თუ შვება რჩებოდა , უფლის სიყვარული და სამოთხის ბედნიერება ასეთი ქართველობისთვის მარადიული, ზეციური საქართველოს შვილობა.

სანდრო გირგვლიანი, ოცდამეერთე საუკუნის, ვითომ ცივილიზებული, დაცული და უფლებების დამცველი მსოფლიოს თანამედროვე მოწამეა.
ამბავს, სტასბურგის განჩინების მიხედვით თანმიმდევრობით მოგითხრობთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ქართულად ნათარგმნ ტექსტში დიდი ვერაგობითაა, ვითომ შემთხვევით გაპარული შეცდომები, მთელ 70-გვერდიან განჩინებაში სანდროს გვარი დამახინჯებულია. წერია როგორც: გვირგვლიანი. ასევე, მისი გვამის პოვნის დღედ 26 იანავრი წერია, როცა ის მოკლულ იქნა 28-ში, გამთენიისას.

დანარჩენს აქვე მოვიყვანთ:
„1. ინფორმაცია საქმის შესახებ
15. 2006 წლის 27 იანვარს, დაახლოებით საღამოს 11 საათისათვის, მეგობრების ჯგუფი თბილისში, კაფე „შარდენში” შეხვდა ერთმანეთს. ამ ჯგუფის წევრებს შორის იყვნენ: თ.ს.-აია, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე, დ.ა.-აია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, მისი მოადგილე ო.მ.-ოვი, ვ.ს.-ძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, გ.დ.-ძე, სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი და მინისტრის სპიკერი და ა.კ.-ძე, თ.ს.-აიას მეგობარი. მათთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი ქალი, თ.მ.-ძე, ა.კ.-ს მეგობარი.
16. ბ-ნი სანდრო გირგვლიანი, განმცხადებლის 28 წლის ერთადერთი შვილი და მისი მეგობარი, ლ.ბ.-ძე იმავე ოთახში, მეზობელ მაგიდასთან ისხდნენ.
17. განმცხადებლების თქმით, დ.ა.-აია, ო.მ.-ოვი, ვ.ს.-ოძე და გ.დ.-ძე საქართველოში კარგად ცნობილი პირები არიან, რომლებიც ვ.მ.-შვილთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. „ვარდების რევოლუციაში”, რომელსაც შედეგად 2003 წლის ნოემბერში პრეზიდენტ ე. შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა (იხ. „საქართველოს ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ“, №9103/04, §§ 11-13, 2008 წლის 8 ივლისი). განმცხადებლების თქმით, ეს ნდობით აღჭურვილი პირები მთავრობის საყრდენ ძალას წარმოადგენენ.
18. განმცხადებლების თქმით, იმ საღამოს, ახალგაზრდა ბანკირები – სანდრო გირგვლიანი და ლ.ბ.-ძე, კაფე „შარდენში” აღნიშნულ ჯგუფზე უფრო გვიან მივიდნენ. განმცხადებლების ვაჟი იმედოვნებდა თ.მ.-ძის ნახვას, რომელიც მას თურმე მოსწონდა. კაფეში შესვლისას, იგი მივიდა მაგიდასთან, სადაც თ.ს.-აია, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე და მისი მეგობრები ისხდნენ, რათა თ.მ.-ძეს მისალმებოდა. თ.მ.-ძესთან გადაკოცნით მისალმების შემდეგ, იგი ლ.ბ.-ძესთან ერთად ახლომახლო მაგიდასთან დაჯდა. რაღაც მომენტში, მან თ.მ.-ძეს ანიშნა, მათ მაგიდასთან გადმომჯდარიყო და თ.მ.-ძემაც შეიცვალა ადგილი. სანდრო გირგვლიანსა და თ.მ-ძეს შორის საუბარი, რომელიც დაახლოებით 20-30 წუთი გრძელდებოდა, საკმაოდ ინტენსიური იყო, რასაც თან მკვეთრი ჟესტები ახლდა და მათ შორის რაღაცაზე შეუთანხმებლობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამის გამო, ა.კ.-ძე თ.მ.-ძესთან ორჯერ მივიდა, რათა ეკითხა, ყველაფერი კარგად იყო თუ არა და ხომ არ სჭირდებოდა დახმარება. თ.მ.-ძემ თქვა, რომ ყველაფერი კარგად იყო და ის მალე დაუბრუნდებოდა ა.კ.-ძის მაგიდას. როცა ის პირველ მაგიდას დაუბრუნდა, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლემ ჰკითხა, რამე პრობლემა ხომ არ იყო. თ.მ.-ძემ თქვა, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ის ესაუბრებოდა, მისი მეგობარი იყო და პრობლემა არ არსებობდა.
19. 2006 წლის 26 იანვარს, დაახლოებით შუადღის 3 საათზე, სანდრო გირგვლიანის გვამი მისმა სამმა მეგობარმა, ადგილობრივი მაცხოვრებლის დახმარებით, თბილისის გარეუბანში, ოქროყანაში, სასაფლაოსთან იპოვა, რომელიც კაფე „შარდენიდან” 6.3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
20. 2006 წლის 28 იანვარს, სასამართლო ექსპერტიზის სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შემდეგ, მომზადებული დასკვნისა და თანდართული ფოტომასალის მიხედვით, სანდრო გირგვლიანის წელს ზემოთ შიშველი გვამი სასაფლაოსთან ახლოს მდებარე ტყეში, თოვლში იპოვეს. სხეულის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მარცხენა იდაყვსა და მხარზე არაერთი პარალელური ხაზისებრი ჭრილობა აღმოჩნდა, სამი 8 სმ-იანი ჭრილობა კისერზე აღინიშნებოდა, მსგავსი ჭრილობა იყო ყელზე და უამრავი ჩალურჯება და დაზიანება, ამათგან ზოგი ღრმა, მკერდამდე. მსხვერპლის შარვლის ჯიბეში ნაპოვნი იქნა ჯიბის დანა.
21. ეროვნული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2006 წლის 28 იანვარს ჩატარებული გვამის გაკვეთის მიხედვით, მსხვერპლს ყელზე მჭრელი ნივთით მიყენებული 12 სხვადასხვა ზომის ჭრილობა ჰქონდა, ხოლო ერთი დაზიანება მარცხენა მხარზე აღენიშნებოდა. ყელზე მიყენებული სამი ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო კუნთების დასაზიანებლად. ერთ-ერთი მათგანი 0.5 სანტიმეტრის დიამეტრის იყო და ხახამდე აღწევდა. სახელმწიფო ექსპერტის მიხედვით, რომელმაც ყელიდან აღებული კანის ნიმუში გასინჯა, ჭრილობები მჭრელი, წვეტიანი და სახელურიანი საგნით, სავარაუდოდ, დანით იყო მიყენებული. მარცხენა მხარზე, მარცხენა წინამხარზე, მარჯვენა მხარზე, თითებზე, მუცელზე, ორივე მუხლსა და წვივებზე, თეძოებზე, შუბლზე, ცხვირზე და თვალების ირგვლივ ასევე აღმოჩენილი იყო დიდი რაოდენობის ჭრილობები – 4-15 სანტიმეტრის სიგრძის. ანალიზმა სისხლში ალკოჰოლის შემცველობა აჩვენა, მაგრამ ნარკოტიკული ნივთიერებების კვალი არ ყოფილა. ექსპერტების მიხედვით სიკვდილის მომეტში მსხვერპლის სხეულში ალკოჰოლის შემცველობა უმნიშვნელო (0.35%) იყო.
22. ანგარიშში ნათქვამია, რომ სიკვდილი ხახაზე მიყენებული ორი ჭრილობის გამო დადგა. მსხვერპლი ასფიქსიით გარდაიცვალა, როცა ჭრილობიდან ხახაში გადასროლილი სისხლი სასულე გზებში გადაიღვარა. ეს სერიოზული, სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობა იყო.

ამონარიდი:
iii. დ.ა.-აია. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი
113. 2006 წლის 12 მარტს და 20 ივნისს დაიკითხვის დროს დ.ა.-აიამ ორივეჯერ გაიმეორა, რომ ის კაფეში ო.მ.-ოვთან ერთად დაახლოებით 11:30 საათზე მივიდა მისი ოფიციალური მანქანით. მან დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლემ ო.მ.-ოვს კ-ბრენდის სიგარეტის მოტანა თხოვა. დ.ა.-აიამ ო.მ.-ოვს ანიშნა ისე მოქცეულიყო, როგორც თხოვეს და მისი სამსახურის მანქანის გასაღები მისცა. დ.ა.-აიამ მოგვიანებით შეიტყო, რომ კაფედან გასვლისას ო.მ.-ოვმა დ.ა.-აიას მძღოლს თხოვა მანქანა წაეყვანა და სიგარეტი მოეტანა. დ.ა.-აიას თქმით ო.მ.-ოვი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში იყო გასული და უკან სიგარეტის შეკვრით მოვიდა, რომელიც მან “ბ. სუპერმარკეტის ახლოს იყიდა”. დ.ა.-აიას თქმით, ო.მ.-ოვი წყნარად იყო.
114. დ.ა.-აიამ თქვა, რომ იმ საღამოს არ ეწეოდა. იგი ადასტურებს, რომ ტელეფონით რამდენიმეჯერ ესაუბრა გ.ა.-იას რათა გაეგო, მოდიოდა თუ არა. ის თავდაპირველად მოსვლას აპირებდა, მაგრამ დაახლოებით დილის 3 საათისათვის გ.ა.-იამ თქვა, რომ ვეღარ ახერხებდა მოსვლას. კაფეში მოსვლისას დ.ა.-იამ ო.მ.-ოვის მობილური ტელეფონი გამოიყენა თავისი სიმ ბარათით, ვინაიდან მისი ტელეფონის ბატარეა დაცლილი იყო.
115. დ.ა.-აია ამტკიცებს, რომ მისი ჯგუფის წევრებიდან არც ერთს ჰქონია რამე ინცინდენტი ან უსიამოვნება კაფეში მყოფ სხვა ადამიანებთან.
116. და ბოლოს, დ.ა.-აიამ ახსნა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრს დაუყოვნებლივ აცნობა მისი ერთ-ერთი დეპარტამენტის რეგიონალური დირექტორის მიერ 2006 წლის 2 თებერვალს მიწოდებული ინფორმაციის შესახებ (იხ. §§50-52 ზემოთ). მინისტრმა მას წერილობით გამოძიების გაგრძელება და საქმეზე სიმართლის დადგენა უბრძანა.

iv. ვ.ს.-ძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი
117. 2006 წლის 12 მარტსა და 20 ივნისს დაკითხვის დროს ვ.ს.-ძემ დაადასტურა ის, რაც თ.მ.-ძემ თქვა მათი კაფეში მოსვლის შესახებ. მან დაამატა, რომ მისვლამდე დაურეკა დ.ა.-აიას და საერთო მეგობრის, გ.ა.-აიას წამოყვანაც თხოვა. დ.ა.-აიას თქმით გ.ა.-ია უნდა შეერთებოდა მათ, მაგრამ ბოლოს არ მოვიდა.
118. ვ.ს.-ძემ დაადასტურა, რომ რაღაც მომენტში თ.მ.-ძე მეორე მაგიდასთან მივიდა, ხოლო მეორე მომენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლემ ო.მ.-ოვს სიგარეტის მოტანა თხოვა. ვ.ს.-ძის თქმით ო.მ.-ოვი 15-20 წუთის შემდეგ დაბრუნდა. ვ.ს.-ძე არ ეწეოდა. მან ასევე თქვა, რომ მის მეგობრებსა და კაფეში მყოფ სხვა ადამიანებს შორის რაიმე ინციდენტს ან დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია.

v. თ.ს.-აია, შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლე
119. 2006 წლის 12 მარტსა და 20 ივნისს დაკითხვების დროს თ.ს.-აიამ აღნიშნა, რომ მას და ა.კ.-ს ვ.ს.-ძემ გამოუარა სამსახურებრივი ავტომანქანით, რომელსაც მძღოლი მართავდა. ისინი თ.მ.-ძის მოსაყვანად წავიდნენ და კაფეში დაახლოებით საღამოს 11 საათზე მივიდნენ. დ.ა.-აია და ო.მ.-ოვი დაახლოებით დილის 12:30 საათზე მოვიდნენ, ხოლო გ.დ.-ძე დაახლოებით 1:15 სთ-ზე შემოუერთდა. მოვლენების დანარჩენი აღწერა იმეორებს ვ.ს.-ძეს მიერ აღწერილ ვერსიას.
120. თ.ს.-აიამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც თ.მ.-ძე მაგიდასთან სანდროსთან საუბრის შემდეგ დაბრუნდა, მან ჰკითხა, „წესრიგში იყო ყველაფერი თუ არა”. თ.მ.-ძემ წყნარად უპასუხა, რომ ყველაფერი კარგად იყო. თ.ს.-აიამ დაადასტურა, რომ მოგვიანებით ო.მ.-ოვს კ-ბრენდის სიგარეტის მოტანა თხოვა. ო.მ.-ოვი 20-25 წუთში დაბრუნდა. თ.ს.-აიამ თქვა, რომ კაფეში მისვლიდან მალევე ვ.ს.-ს მძღოლმა მას სიგარეტის ორი კოლოფი მოუტანა, რომელიც ბ. სუპერმარკეტის ახლოს იყიდა. თ.ს.-აიამ ასევე აღნიშნა, რომ მის მეგობრებსა და კაფეში მყოფ სხვა პირებს შორის რაიმე დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია. შუაღამის დადგომასთან ერთად ვ.ს.-ს ყველამ ერთად მიულოცა დაბადების დღე.
121. თ.ს.-აია სახლში დ.ა.-აიამ მიიყვანა სამსახურის მანქანით. მათთან ერთად მანქანაში ო.მ.-ოვი და გ.დ.-ძე ისხდნენ.

vi. გ.დ.-ძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი და მინისტრის სპიკერი
122. 2006 წლის 20 ივნისს დაკითხვის დროს გ.დ.-მ ახსნა, რომ მისმა მეგობარმა, მინისტრის მეუღლემ დაურეკა და უთხრა, რომ კაფე „შარდენში” სადილობდა და მოიწვია შესახვედრად. გ.დ.-ძე კაფეში დაახლოებით ღამის 11:50 სთ-ზე მივიდა. პროკურორის კითხვაზე გ.დ.-ძემ უპასუხა, რომ ჩვეულებრივ არ ეწევა, მაგრამ იმ საღამოს მოსწია მაგიდაზე დადებული სიგარეტი. იგივე სიგარეტს ეწეოდა ყველა, გარდა დ.ა.-აიასა და ვ.ს.-ძისა. რაღაც მომენტში შენიშნა, რომ სიგარეტი აღარ იყო, მაგრამ მოგვიანებით ვიღაცამ ისევ მოიტანა. მას არ შეუნიშნავს, ვინ გავიდა სიგარეტის საყიდლად.
123. გ.დ.-ძემ არ იცოდა, რომ მისი კოლეგა, გ.ა.-იაც უნდა მოსულიყო კაფეში იმ საღამოს. მან არ იცის რაიმე ინცინდენტის შესახებ, რომელიც შესაძლოა მისი მეგობრებისა და კაფეში მყოფ სხვა ადამიანებს შორის მომხდარიყო და არ გაუგონია მის მიმართ რაიმე შეურაცხყოფა.

vii. ლ.ჭ.-შვილი, ვ.ს.-ძის მძღოლი
124. 2006 წლის 12 მარტს დაკითხვის დროს ვ.ს.-ძის მძღოლმა დაადასტურა, რომ საღამოს დასაწყისში მინისტრის მეუღლეს ორი კოლოფი სიგარეტი მოუტანა. მოგვიანებით, როცა წვეულების დასრულებას მანქანაში ელოდებოდა, ო.მ.-ოვმა დაუძახა და მიიყვანა ახლომდებარე პარკინგზე, სადაც დ.ა.-აიას მანქანა იდგა. ლ.ჭ.-შვილმა მისი მანქანა დაკეტა და ო.მ.-ოვისაკენ გაემართა. კაფე შარდენს რომ ჩაუარა, დაინახა გ.ა.-ია, რომელიც სწრაფად მოდიოდა. მიესალმა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. გ.ა.-ია მარტო იყო. პარკინგზე ო.მ.-ოვმა ლ.ჭ.-შვილს უთხრა, რომ ნასვამი იყო და არ უნდოდა დ.ა.-აიას სამსახურის მანქანის საჭესთან დაჯდომა სიგარეტის საყიდლად. მან საჭესთან დაჯდომა ლ.ჭ.-შვილს თხოვა. ისინი გავიდნენ სიგარეტის მოსაძებნად და იპოვეს ბ. სუპერმარკეტის ახლოს. უკან 30 წუთში დაბრუნდნენ.

(ბ) გამოძიების შემდგომი ეტაპები
125. 2006 წლის 22 მაისს სანდრო გირგვლიანის მეგობრის, რომელმაც მისი გვამი აღმოაჩინა, გ.გ.-ს ჩვენება დანაშაულის ადგილას შემოწმდა. მან ახსნა, რომ მის მისვლამდე პოლიცია უკვე ადგილზე იყო და სასაფლაოსთან თოვლში ბევრი ნაკვალევი ჩანდა. გ.გ.-მ აჩვენა ადგილი ხის ქვეშ, რომელიც მან დაინახა და სისხლიანი სახით დატოვებულ კვალს ჰგავდა. მეგობრებმა სასაფლაოს ტერიტორია და მდინარის ხეობები დაათვალიერეს. მათ სოფლის ახალგაზრდა მაცხოვრებელი დაინახეს, რომელიც ჩიტებზე ნადირობდა და დახმარება თხოვეს (იხ. §19 ზემოთ). ახალგაზრდამ მოშორებით სისხლის დიდი კვალი დაინახა. მათ შეხედეს, რომ ეს კვალი კიდევ სხვა კვალისაკენ მიდიოდა, რაც აჩვენებდა, რომ სანდრო გირგვლიანი ხშირად ჯდებოდა დასასვენებლად. რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ განმცხადებლების შვილი, ალბათ, ხის მორიდან გადავარდა და ისევ ასვლა სცადა. ტყის პირას იგი ბუჩქებში შევიდა და ეკალ-ბარდებში ჩავარდა.
126. 2006 წლის 23 მარტს პირველმა განმცხადებელმა საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებელთან შუამდგომლობა დააყენა, რომ პატიმრობის შესახებ კანონის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევით ოთხივე ეჭვმიტანილი თბილისის მე-7 საპყრობილეში ერთსა და იგივე საკანში იმყოფება. იგი აცხადებს, რომ სწორედ ამის გამო შეძლეს მათ თავიანთი ჩვენებების კოორდინირება და სიმართლის დაფარვა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის («სსსკ») 161-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მან პატიმრების დაცალკევება მოითხოვა.
127. იმავე დღეს პირველმა განმცხადებელმა იგივე შუამდგომლობა ბ.ა.-აიას, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსსა და მთავარ პროკურორს წარუდგინა.
128. 2006 წლის 30 მარტს პირველმა განმცხადებელმა პროკურატურაში დაიჩივლა, რომ მას 2006 წლის 23 მარტს შეტანილ საჩივარზე პასუხი არ მიუღია.
129. 2006 წლის 29 მარტს პირველმა განმცხადებელმა საქმეზე პასუხისმგებელ გამომძიებელთან იჩივლა, რომ ბ.ა.-აია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი, რომელიც ასევე დ.ა.-აიას ძმაა, უზრუნველყოფდა ოთხი ეჭვმიტანილის კომფორტს ციხეში, მათთვის ალკოჰოლიცა და წამლებიც ხელმისაწვდომი იყო. მეზობელ საკნებში მყოფ პატიმრებს ხშირად ესმოდათ სიცილი და კარგი დროსტარება. პირველი განმცხადებელი ამბობდა, რომ ბ.ა.-აია მათ ასე კარგად იმიტომ ექცეოდა, რომ მათ ადგილას მისი ძმა, დ.ა.-აია არ მოხვედრილიყო. განმცხადებელი ხელისუფლებას, თხოვდა ამ პირებისათვის არ მიეწოდებინათ ალკოჰოლი და წამლები და 48 საათის განმავლობაში შეემოწმებინათ სისხლში ალკოჰოლისა თუ წამლის შემცველობის დასადგენად. იგი ამ პროცესში სამოქალაქო მხარის მემკვიდრის სახით მონაწილეობის უფლებამოსილებასაც ითხოვდა.
130. ამ საჩივარს რამე შედეგი არ მოჰყოლია.
131. 2006 წლის 27 აპრილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილები 2006 წლის 8-23 მარტს მართლაც იმავე კამერაში იმყოფებოდნენ, ვინაიდან თბილისის მე-7 საპყრობილეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. სასამართლოსათვის მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ეჭვმიტანილები იგივე საკანში იმყოფებოდნენ. საქმეში ასევე დევს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც მე-7 საპყრობილეში ერთ-ერთი კომპანია სარემონტო სამუშაოებს 2006 წლის 21 თებერვლიდან 25 მარტამდე აწარმოებდა.
132. 2006 წლის 28 აპრილს ცვლილება შევიდა კანონში პატიმრობის შესახებ და 86-ე მუხლის მეორე ნაწილიდან წაიშალა სიტყვები: „ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს მოათავსებენ ცალ-ცალკე”.
133. პირველი განმცხადებლის აზრით, ის კომფორტი და კეთილგანწყობა, რომელიც ხელისუფლების მიერ ამ ოთხი ეჭვმიტანილის მიმართ აშკარად გამოიხატებოდა მათ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების და შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ბრალის დასაფარად ხდებოდა, რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ კაფე „შარდენში”. მან განაცხადა, რომ ფაქტობრივად გ.ა.-აია, ა.ა.-ური და ა.ღ.-ავა, სამი ბრალდებული კაფეში მას შემდეგ მივიდა, რაც მისი შვილის მიერ სამინისტროს სპიკერის შეურაცხყოფის გამო დასასჯელად ტელეფონით გამოიძახეს.



განჩინება
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო
1. ერთხმად, არსებითად უერთდება მთავრობის წინასწარ პრეტენზიას კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დაყენებული საჩივრის შესახებ.
2. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დაყენებულ საჩივარს სამოქალაქო პროცესის შესახებ და დანარჩენ განაცხადს დასაშვებად აცხადებს.
3. ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ კენჭისყრის საფუძველზე ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ დარღვევას განმცხადებლების შვილის მკვლელობის საქმის არაეფექტური გამოძიების თვალსაზრისით.
4. ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ კენჭისყრის საფუძველზე ადგენს, რომ განმცადებლების შვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების ხელიდან მკვლელობის საქმეში კონვენციის მე-2 მუხლის არსებითი მხარის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
5. ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ კენჭისყრის საფუძველზე ადგენს, რომ დაირღვა კონვენციის 38-ე მუხლი.
6. ერთხმად ადგენს, რომ განცხადების დანარჩენი ნაწილის განხილვის საჭიროება არ არსებობს;
7. ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ ადგენს,
(ა) რომ მოპასუხე სახელმწიფომ მეორე განმცხადებელს, ბ-ნ გურამ გირგვლიანს კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ამ განჩინების საბოლოო ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს შემდეგი თანხა ადგილობრივ ვალუტაში გადახდის დღისათვის არსებული კურსით:
(i) 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ევრო მორალური ზიანის სახით და ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული
(ii) 388 (სამას ოთხმოცდარვა) ევრო ხარჯებისა და დანახარჯებისათვის და ნებისმიერი გადასახადი, რომელიც ამ თანხასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული
(ბ) ზემოხსენებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, თანხის სრულ გადარიცხვამდე, გადასახდელ თანხას საჯარიმო პერიოდის განმავლობაში დაერიცხება გადახდის დღეს მოქმედი, ევროპის ცენტრალური ბანკის ზღვრული სასესხო განაკვეთის თანაბარი ჩვეულებრივი პროცენტები, რასაც დაემატება სამი პროცენტი.
8. ოთხი ხმით სამის წინააღმდეგ უარყოფს განმცხადებლის დანარჩენ მოთხოვნებს სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით.

შესრულებულია ინგლისურად და მხარეებს ეცნობათ წერილობით 2011 წლის 15 თებერვალს, სასამართლოს რეგლამენტის 77-ე (§2 და §3) მუხლების შესაბამისად.

სტენლი ნაისმითი ფრანსუაზ ტულკენსი
სხდომის მდივნის მოადგილე თავმჯდომარე


ჩვენ კი სანდროს შესახებ საუბარს ევროპის ადამიანთა უფლებების დამცველი სასამართლოს ამ ამონარიდით გავაგრძელებთ:
256. სასამართლო ასევე შეძრულია პროკურატურის მიერ იმ გარემოებების დაუდგენლობით, რომლის დროსაც სანდრო გირგვლიანმა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე აურაცხელი ჭრილობა მიიღო, განსაკუთრებით კი ყელზე. მაშინ, როცა სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ამ ჭრილობებიდან უმეტესობა, მათ შორის, ხახაზე მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა მჭრელი, წვეტიანი და სახელურიანი საგნით, სავარაუდოდ დანით იქნა მიყენებული, პროკურატურამ საჭიროდ არ ჩათვალა გამოეძიებინა და აეხსნა საქმის სპეციფიკური ფაქტების კონტექსტი და თუ კონკრეტულად როგორ, რა მჭრელი იარაღით და ოთხ ბრალდებულს შორის რომლის მიერ მოხდა ამ ჭრილობების მიყენება (იხ. ვაჩკოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, №2747/02, §91, 8 ივლისი 2010). სასამართლოს ეჭვიც არ ეპარება, რომ გარდა სხვა ფაქტორებისა, ამ მნიშვნელოვანი ელემენტის დადგენა დანაშაულის შესაბამის კლასიფიკაციაზე მოახდენდა ზეგავლენას (იხ. §271 და §272). ამის მაგივრად, მიუხედავად სიფრთხილის გამოჩენის საჭიროების მქონე ნიშნების არსებობისა, პროკურატურამ დამაკმაყოფილებლად ჩათვალა და მიიღო ბრალდებულების ახსნა-განმარტება, რომ მათ რაიმე მჭრელი საგანი არ გამოუყენებიათ და სანდრო გირგვლიანმა ეს ჭრილობები „მავთულბადიან ღობეზე” ან „ეკალ-ბარდებში” მიიღო, რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა კვალიფიცირებული სახელმწიფო ექსპერტის დასკვნას ამ ჭრილობების წარმოშობის თაობაზე (იხ. ველიკოვა ბულგარეთის წინააღმდეგ, № 41488/98, §73, ECHR, 2000, VI).
257. სასამართლოსათვის ასევე აღელვებულია იმ ფაქტის გამო, რომ პროკურატურამ და საჯელაღსრულების დეპარტამენტმა (უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეორე სააგენტოს დ.ა.-აიას ძმა უძღვება (იხ. §§127-129)), ვერ მოახერხეს ოთხი ბრალდებულის ცალ-ცალკე საკნებში განთავსება, რაც ამ მოვლენების მიმდინარეობის დროს მოქმედი პატიმრობის შესახებ კანონის 86-ე მუხლის მეორე ნაწილით პირდაპირ იყო მოთხოვნილი. მიუხედავად იმისა, მოახერხეს თუ არა ბრალდებულებმა ვერსიების შეჯერება, სასამართლო უფრო დიდ ყურადღებას აქცევს იმ ფაქტს, რომ კანონის ამგვარი უგულებელყოფა განმცხადებლებისა და საზოგადოების გამოძიებისადმი ნდობას ვერ გააღვივებდა.
258. ზემოთ მოყვანილი მოსაზრებებიდან გამომდინარე, სასამართლო შესაბამისი მდგომარეობის გამორკვევის გარეშეც ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო პროკურატურის მიერ ჩატარებულ გამოძიებას აშკარად აკლდა საჭირო ამომწურაობა, ობიექტურობა და რაც მთავარია, განუხრელობა. გარდა ამისა, განმცხადებლებისა და მეორე სამოქალაქო მხარისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობის შეზღუდვით ან გამოძიებაში მიმდინარე პროგრესის შესახებ რეგულარული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობით პროკურატურამ ვერ შეასრულა მისი მოვალეობა უფლებამონაცვლის უფლებები დაეცვა და გამოძიების პროცესში საზოგადოების შესაბამისი ჩართულობა დაეშვა (იხ. მედოვა, აღნიშნულია ზემოთ, §109).”


ოქროყანაში წამებულო, ოცდამეერთე საუკუნის ქართველო მარტვილო, 28 წლის სანდრო გირგვლიანო, გიხაროდენ, აივსო ცათა სასუფეველი სიხარულით და ქართველთა წმინდანთა სულები ზეიმით დაიძრნენ შენი სულის შესახვედრად.
წამებულ და გვემულ შენს სხეულს და ადგილს, სადაც ის განისვენებს, ქართველნი შაოსანი დედები, როგორც ერთი წმინდა საფლავის მომლოცავი ადგილი, არ მიატოვებენ და შენი მარტვილობის სიმართლის მაძიებელ დედას, რომელსაც მხოლოდშობილი ძე ასე სასტიკად მოუკლეს, მართალი სიტყვისა და ღირსების გამო, არასოდეს დაივიწყებენ.
უფალო, ძეო და სულიწმინდავ, დაე წმინდა ზვარაკი, ქართველობის და საქართველოს გამთლიანების, გაბრწყინების სანაცვლოდ, მიგეღოს შენწილ.
წმინდა მოწამეო მარტვილო აბო თბილელო, რომელიც თბილისის მფარველ სულად მოგიხსენიებს სამოციქულო ეკლესია, გააძლიერე შენი საყვარელი ქალაქი და ქრისტეს ლოცვით, დაიცავი შენი ქვეყნის შვილები, მტანჯველი უსამართლობისაგან.


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიდონია
პოსტი Sep 27 2012, 06:04 PM
პოსტი #404


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



შიდა საზღვრები, სამიზნე

წითელნიშნიან შლაგბაუმთან, ჩაფხუტიანი მოძალადე,
გტოვებს გონების თვალის ამარად.
თითქოს სხეულის ის ნაწილი ჩამოგათალეს,
სადაც სულია.
ღია იარით. გზა დაკეტილია.
ნაბიჯით იარ.
თუმცა, საითკენ, საით?
ჩრდილოეთით თუ მზე არ ამოდის,
სამხრეთით დგომა აკრძალულია.
დასავლეთით ფოლიანტების ლოცვა უხმოა.
არჩევანი –
აღმოსავლეთით განთიადისას – ალილუია.
წრეში, როგორც მოჯარებული, თანაც
სამსხვერპლოდ გამზადებული, საითღა წახვალ,
რომელ მხარეში?

იქ, მთის მწვერვალზე დგას სალოცავი,
წინაპრის ხელით აგებულია.
იქ, საფლავის ქვებს ენატრებათ სანთლების სუნი.
იქ, ყოველ ღამით ვარსკვლავთკრებული,
მიტოვებულ სახლებს უამბობს,
რომ ჩვენ ვარსებობთ, აქვე, ახლოში.
სამშობლოშივე ვართ ლტოლვილები,
შინმიუსვლელი დევნილები და მოკვეთილი კიდურებივით
მაინც ვატარებთ მიწას, სადაც ოდითგან ვსახლობთ,
სადაც მოწმედ დაგვიდგება ახლად მოწამე.

უკანა გზაზეც,
საცალფეხო ბილიკებით უღელტეხილებს შევუდგებით,
შემოვლით გზებით გადმოვივლით გაყინულ ტყე-ღრეს –
როცა აგვყარეს, ვერ მოვასწარით, ისე ვჩქარობდით,
მიწის ზევით დაგვრჩნენ მკვდრები.
წესს რომ ავუგებთ,
ღვთის კანონის ავან-ჩავანით,
სამშობლოს სისხლით გავუმთელდებით.

ვერც ერთი რკინის ბასრი კედელი,
ვერ შეაჩერებს უხილავ ლტოლვას,
ხელოვნურ ჯებირს გაარღვევს რწმენა.
ვერ მოერევა გამყოფი ზოლი,
მიცვალებულთა უენო ამბოხს.

და თქვენ,
ვინც გვხვდებით, ვინც უჩვენობამ გამოგცვალათ,
ხელცარიელნი როდი მოვსულვართ,
მოგვყავს შვილები,
უდაბნოს სიმწრით გამოზრდილები,
ძილის წინა ზღაპარსა თუ სიზმარში ცხადის
ასახდენად
ჩავამწკრივებთ ახალ ფორპოსტზე
და სინანულის ცრემლის ხიდს მოვქსოვთ,
შერიგებისთვის გვქონდეს ადგილი.



Drips
თვალს მოვუხუჭავ ამ ამაზრზენ რეალობას,
ისედაც,
არა მიწიერი არსებებით სავსე ვარ ძილში.
ვეღარ გავიგე რა სჯობია,
ეს ნახევრად ხორციელი შეშლილი მცირეწლოვანი
გოგონა,
თუ ნახევრად ვამპირი მიწიერი კაცი,
ცხადში რომ დასდევს არასწრულწლოვან ბიჭებს,
მიჰყავს ჯურღმულებში და სადიზმის ხელსაწყოებით
აუპატიურებს?!
რა არჩევანია, ეს თამაში იმსახურებს ჩემგან
წაგებას.
და ეს, ქალაქის ჯოჯოხეთი ეხება ბავშვებს,
მე ვერ ვიფარავ, მე ვერ ვშველი.
რითი ვჯობივარ, ნაგვის ურნაში წაყუდებულებს,
თუ უარეს ნაგავში ვცხოვრობ?!
გაკრიალებულ ოფისშიც კი ყარს სინამდვილე.
შენ რომ გგონია,
დამიხუჭე თვალები და ხმით ნატირალით,
გამისტუმრე და სურვილები
მომინუსხე, ეს შენ გგონია, საკონტროლოს ახლა
დაგასწრებ.
მე მიწიდანაც შემიძლია წამოვდგე და
ეს დაგავიწყდა,
როდის ყოფილა მას დაედგას ტახტი?
როდის ყოფილა მას გაედგას ფესვი?
როდის ყოფილა მას დაემონოს საუკუნოდ ადამიანი?
ანუ შენ,
ვისაც ანსახიერებ,
მთელი მონდომებით, მაგრამ ბოლო მაკვირვებს.
ამ კითხვის ნიშნებს ბრძანებითში
გადავიყვან, დღეს სასვენ ნიშნებს თვითნებურად
დავსვავ, გიბრძანებ:
დანგრეულია კართაგენი, გადაიტანე ჯოჯოხეთის
თქვენობები, გადარგე ბოროტების მძაღე ყვავილები,
ამოითხარე შენი ფესვები შენი ხელებით,
სხვას ნუღარ გასვრი და გადაშენდი.
ჩვენ სიკეთის შენობით ვართ
გამაგრებულნი.


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Oct 2 2012, 10:22 PM
პოსტი #405


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ნელა მიაბიჯებს მხრებზე მძიმე ჯვარით,
გოლგოთა სავსეა ბრბოთი,
ლანძღავენ, აფურთხებენ და შეაჩვენებენ,
მიჰყავთ ჯვარს საცმელად ღმერთი საბაოთი,
ხარხარებს გველეშაპი, მფრქვეველი გესლისა,
ის კი არ იცის, რომ თავი გაესრისა,
ჰგონია გაიმარჯვებს, თუ მოჰკლავს მესიას
და ამით დაანგრევს უფლის ეკლესიას;
უფალმა ქვესკნელი შელეწა,
ჯოჯოხეთს კლიტენი დასცვივიან,
შიშისგან ცახცახებენ დემონები
და გველებივით წივიან,
აჰა, ძლეულია ჯოჯოხეთი
და განხმულია ზეცა,
საფლავზე ლოდი გადაგორდა
და მცველებს ელდა ეცათ,
აღდგა უფალი მაცხოვარი,
როცა კვირა გათენდა
და მოციქულებს ეჩვენა,
ბრძანა _ მშვიდობა თქვენდა!
ატირდა გველეშაპი მფრქვეველი გესლისა,
ახლა, კი მიხვდა, რომ თავი გაესრისა,
ვერ დაამარცხებს, არა თუ მესიას,
არამედ, ვერც კრებულს, უფლის ეკლესიას.
დღეს ალბათ ვიღაც მიჰყვება ბუდას,
სხვა კი მუჰამედს ესავს,
ვიღაც შხამს აწვეთებს ტკბილ შარბათში,
ღვთის რისხვის მახვილს ლესავს,
რა ცილობა გაქვთ შემცდართ გამართული,
ნეტავ რას იბრძვით, რას დაობთ?
განა ვერ გაიგეთ? ცა და მიწა გალობს,
რომ სამგზის წმიდა არს უფალი საბაოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი Oct 3 2012, 01:58 AM
პოსტი #406


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



ხახაბოელი მომეწონა ძალიან... გაიხარე.

"მოვედით უკუე ძმანო გეთსიმანიას, სადა ქრისტე უფალი მელის ჩუენ. მოვედით და ვიფხიზლოთ მისთანა ლოცვასა შინა, რამეთუ ამის მიერ მოგუეცემის ძლევაჲ მამისაგან სახიერისა. სულისაჲ არს ძალი და მეცნიერებაჲ, სულისაჲ არს გულისჴმისყოფაჲ და ზრაჴვაჲ კეთილი. აწ, ძმანო, ვევედრებოდეთ ყოვლისმპყრობელსა და ისმინოს, ვეზრახებოდეთ და გვეზრახოს. ახლოს არს უფალი, ვცხოვნდეთ მის მიერ, რამეთუ ესე სთნავს და ესე არს ნებაჲ მისი. ამინ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Oct 3 2012, 07:55 AM
პოსტი #407


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ციტატა(აკაკი @ Oct 3 2012, 01:58 AM) *

ხახაბოელი მომეწონა ძალიან... გაიხარე.

"მოვედით უკუე ძმანო გეთსიმანიას, სადა ქრისტე უფალი მელის ჩუენ. მოვედით და ვიფხიზლოთ მისთანა ლოცვასა შინა, რამეთუ ამის მიერ მოგუეცემის ძლევაჲ მამისაგან სახიერისა. სულისაჲ არს ძალი და მეცნიერებაჲ, სულისაჲ არს გულისჴმისყოფაჲ და ზრაჴვაჲ კეთილი. აწ, ძმანო, ვევედრებოდეთ ყოვლისმპყრობელსა და ისმინოს, ვეზრახებოდეთ და გვეზრახოს. ახლოს არს უფალი, ვცხოვნდეთ მის მიერ, რამეთუ ესე სთნავს და ესე არს ნებაჲ მისი. ამინ!"

მადლობა, გაიხარე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lucrezia Borgia
პოსტი Oct 3 2012, 12:57 PM
პოსტი #408


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 1-September 12
წევრი № 12,590



ციტატა
ოქროყანაში წამებულო, ოცდამეერთე საუკუნის ქართველო მარტვილო, 28 წლის სანდრო გირგვლიანო, გიხაროდენ, აივსო ცათა სასუფეველი სიხარულით და ქართველთა წმინდანთა სულები ზეიმით დაიძრნენ შენი სულის შესახვედრად.

აბსოლუტურად მიუღებელია ეს ფრაზა ჩემთვის.
მთლიანი პოსტის წაკითხვა სიდიდის გამო დამეზარა, თვალი გადავავლე მხოლოდ. ამის საფუძველზე, იმედს ვიტოვებ, რომ ხუმრობთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიდონია
პოსტი Oct 4 2012, 11:29 AM
პოსტი #409


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



რატომ?
ჰაგიოგრაფიას ვკითხულობდი და გავლენით დაიწერა.


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 4 2012, 04:26 PM
პოსტი #410


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ხახაბოელი @ Oct 2 2012, 11:22 PM) *

ნელა მიაბიჯებს მხრებზე მძიმე ჯვარით,
გოლგოთა სავსეა ბრბოთი,
ლანძღავენ, აფურთხებენ და შეაჩვენებენ,
მიჰყავთ ჯვარს საცმელად ღმერთი საბაოთი,
ხარხარებს გველეშაპი, მფრქვეველი გესლისა,
ის კი არ იცის, რომ თავი გაესრისა,
ჰგონია გაიმარჯვებს, თუ მოჰკლავს მესიას
და ამით დაანგრევს უფლის ეკლესიას;
უფალმა ქვესკნელი შელეწა,
ჯოჯოხეთს კლიტენი დასცვივიან,
შიშისგან ცახცახებენ დემონები
და გველებივით წივიან,
აჰა, ძლეულია ჯოჯოხეთი
და განხმულია ზეცა,
საფლავზე ლოდი გადაგორდა
და მცველებს ელდა ეცათ,
აღდგა უფალი მაცხოვარი,
როცა კვირა გათენდა
და მოციქულებს ეჩვენა,
ბრძანა _ მშვიდობა თქვენდა!
ატირდა გველეშაპი მფრქვეველი გესლისა,
ახლა, კი მიხვდა, რომ თავი გაესრისა,
ვერ დაამარცხებს, არა თუ მესიას,
არამედ, ვერც კრებულს, უფლის ეკლესიას.
დღეს ალბათ ვიღაც მიჰყვება ბუდას,
სხვა კი მუჰამედს ესავს,
ვიღაც შხამს აწვეთებს ტკბილ შარბათში,
ღვთის რისხვის მახვილს ლესავს,
რა ცილობა გაქვთ შემცდართ გამართული,
ნეტავ რას იბრძვით, რას დაობთ?
განა ვერ გაიგეთ? ცა და მიწა გალობს,
რომ სამგზის წმიდა არს უფალი საბაოთ.

ძალიან მომეწონა rolleyes.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Oct 4 2012, 08:40 PM
პოსტი #411


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



marine
მადლობა. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 5 2012, 04:06 PM
პოსტი #412


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,037
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(ხახაბოელი @ Oct 4 2012, 09:40 PM) *

marine
მადლობა. smile.gif


არაფერს mpua.gif მრავალი ლამაზი, სულისთვის სასარგებლო ლექსი დაგეწეროს rolleyes.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Oct 5 2012, 04:47 PM
პოსტი #413


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ციტატა(marine @ Oct 5 2012, 04:06 PM) *

არაფერს mpua.gif მრავალი ლამაზი, სულისთვის სასარგებლო ლექსი დაგეწეროს rolleyes.gif

გაიხარე. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Oct 6 2012, 11:33 AM
პოსტი #414


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(სიდონია @ Oct 4 2012, 12:29 PM) *

რატომ?
ჰაგიოგრაფიას ვკითხულობდი და გავლენით დაიწერა.

ზოგადად სადიდებლები დაუჯდომლები ეკლესიის მიერ დაწესდა - ღვთისმშობლის , წმინდანების მიმართ იწერება,

მხოლოდ იმიტომ რომ მოიკლა უსამართლოდ ეს არ აქცევს მას წმინდანად (მთავრობბის დანაშაული ცალკე თემაა) როგორც მისმა ნაცნობმა მითხრა შარისთავი და ძალიან ხმაურიანი ცხვორების ბავშვი იყო .. გავიმეორებ რომ მოხდა შემზარავი ფაქტი მაგრამ ის ხომ არ მოუკლავთ ღვთის ან მოყვასის სიყვარულისთვის ან თავგანწირვისთვის.. ასე რომ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიდონია
პოსტი Oct 9 2012, 10:12 AM
პოსტი #415


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



მესმის სოპო, მაგრამ ეს არ არის კანონიკურად დაწერილიsmile.gif
უბრალოდ, ხდება ასეც რომ ღირსებას სხვადასხვა დროებაში სხვადასხვანაირად იცავენ მოკვდავებიa075.gif
გირგვლიანს არ ვიცნობდი, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, ის სასტიკად იქნა ნაწამები და წამებით მოკლული, არავის აქვს ამის უფლება.


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Oct 9 2012, 12:57 PM
პოსტი #416


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



სიდონია
ციტატა
მესმის სოპო, მაგრამ ეს არ არის კანონიკურად დაწერილი
უბრალოდ, ხდება ასეც რომ ღირსებას სხვადასხვა დროებაში სხვადასხვანაირად იცავენ მოკვდავები
გირგვლიანს არ ვიცნობდი, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, ის სასტიკად იქნა ნაწამები და წამებით მოკლული, არავის აქვს ამის უფლება

გასაგებია )
ანუ მესმის რომ კანონიკური არაა და ადამიანი თავისუფალია წეროს რაც სურს და როგორი ფორმითაც სურს, უბრალოდ მე ვუპასუხე კითხვას რატომაა მიუღებელი ეს აზრი.. ანუ შინაარსი შეიძლება ვისთვის მისაღები იყოს ვისთვის ნაკლებად ..
მხოლოდ ეს.. ანუ შეიძლება ზოგი არ იზიარებდეს რეალურ ან ისტორიულ ადამიანებზე ამათუ იმ შეფასებას.. ან სადიდებლის ასეთ მძაფრ ფორმას..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხახაბოელი
პოსტი Oct 10 2012, 08:06 PM
პოსტი #417


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 203
რეგისტრ.: 12-December 10
წევრი № 10,087



ენა ჩემი ზეცას მისწვდა,

გული ეთრეოდა მიწას,

ლოცვა მსურდა განუწყვეტლივ,

გეძახოდი აზრს და მიზანს,

სიძვა სრულად დავამარცხე,

ვთქვი_ფიქრადაც ვერას მიზამს,

ყველასათვის პასუხი მაქვს,

ვინც რაიმე კითხვას მისვამს,

მაგრამ თავის განდიდებით

დავემსგავსე მკითხავს,მისანს,

ახლა ვხვდები,რომ აქამდე,

ღვინის ნაცვლად შხამი მისვამს;

თავის თავით მოხიბლული

მრუშზე მეტად ავცდი მიზანს,

ენა ჩემი ზეცას დავდე,

გული დაეთრევა მიწას.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიდონია
პოსტი Oct 19 2012, 10:37 AM
პოსტი #418


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



Endless Rain. გაუვალი, დაბურული ტყის კარიკატურა

ისე თანხმობით
მაცხოვრე ღმერთო, როგორც
ხეები თავს უხრიან გარდუვალობას ნოემბრის თვეში,
სიშიშვლე და ყინვა ტოტებზე,
მათი განკითხვა ყოველ ახალ წელს.
და მეც მათ შორის, როგორც ორგანული ნაწილი,
და არა უცხო,
თავს თუკი მოვხრი და პურის ნაცვლად
სელის ხმიადებს ჩავიწყობ საგზლად,
თუ ველურ თაფლის შეგროვებას დავყაბულდები,
თუ დავანგრევ ნაქირავებ სახლის ოთხივე კედელს,
გადავაბიჯებ და შორი-ახლოს შენც მეგულები,
რა მინდა მეტი?!
მეც, დედის მუცელს ვსტუმრობდი ერთი და
ჩემს საფლავსაც სხვა ვერ აავსებს, ჩემი ძვლების სიფრიფანე
მის საზომზეა ზედგამოჭრილი,
და რომ არ იყოს პირდაღებული,
მიტოვებული, ამოთხრილი
ნებით დავიკრეფ ხელებს გულზე,
გემორჩილები, ოღონდ,
ის ბოლო, რომელიც
დამიმალე და არ მოყევი,
ბავშვობის ზამთრის თბილ ღამეებში,
ზღაპრების ნაცვლად ბიბლიური ალუზიებით
გათეთრებულ ბებიაჩემის თმით მოწნულ
წიგნში - დამპირდი, რომ
როგორც გაცრუვდა მიწიერი იმედები,
არახდენილი სიზმრებივით, გაბაცდა
სიყვარულები და შვილები,
დამპირდი, რომ შენ მათ არ ჰგავხარ,
ჭუჭრუტანაში შემოღწეულ მზის სხივივით -
ყველა რომ მტოვებს, ყველა რომ ჩემს წინ
სანოემბრე ხესავით შიშველი დგას და
თავის თანდაყოლილ ნაკლს მიჩვენებს,
შესაძულებლად, შენ მუდამ რჩები - თავდაპირველი. და
დამრჩები, სანამ ნებით სული არ ამომივა,
ყვავილივით.


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Oct 28 2012, 02:15 AM
პოსტი #419


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



გალაკტიონი
----------------

მზეო თიბათვისა , მოდი გამახარე ,
ციდან მოგზავნილი ამბავი მახარე .
თორემ ჩაიფერფლა როგორც ნუმიდია
ყვითელ ოცნებებში ხეთა და მიდია .

აღარც მესაფლავე მოდის ჩემს ადგილთან .
აღარც ყანებშია მტირალე ღალღა
უკვე არც ვაჟი , ჩერდება მანდილთან
ჩვენში არც ქალს ინდობს მძვინვარე ტალღა.

მთაწმინდის მთვარე-ახლა ბობოქარი .
აღარც ზამბახია , აღარც ჯადოქარი .
დღეს არც ტოტს მიჰყვება ჩვენს გულში მარტი
და ვეღარ გვშველის ქარში თვით მოცარტი .

ახლა ვერც მუხა გრძნობს პირველ ალიონს
ვეღარც გოგოთური აბოლებს ყალიონს .
მე მხოლოდ ვფიქრობ ცვრიან ბალახზე
გავლა კი შემიძლია მარტო-ტალახზე .

ცამეტი წელი ახლახან გავიარე ,
ლურჯა ცხენებით მიწა მოვიარე
მაგამ ვერ ვიპოვე რასაც ვეძებდი
ამხელა მანძილი დაღმართში ჩავიარე .

ჩემი საიდუმლო გასცა თეთრმა ღამემ
და აღარ დამინდო სარკმელში მოკამკამემ .
მალე მომაკითხავს გემი -,,დალანდი''
ოთახში მარტო ვარ . მხოლოდ მე და ლანდი .

სასაფლაონი ხმას არ იღებენ .
(დღეს მათ ვეჩვენები როგორც უცხო ხილად)
მათ ერთობაში აღარ მიღებემ ,
ვეღარ აღმიქვავენ , როგორც რიყის ხიდად .

მზეო თიბათვისა კიდევ გამახარე ,
მათი მოგზავნილი ამბავი მახარე .
თორემ მადარებენ განწირულ გედებს .
სიკვდილი ისევე , ისევე მეძებს.

(14.03. 2009)

http://seminarieli.wordpress.com


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სიდონია
პოსტი Oct 31 2012, 04:55 PM
პოსტი #420


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 113
რეგისტრ.: 12-June 12
წევრი № 12,422



smile.gif

ვფიქრობ დროა პოეზიაში რამე ახალი ვთქვათsmile.gif გალაკტიონი კარგია, მაგრამ არის რაღაც რისი გაგრძელებაც შეუძლებელია.

უშვილო ნინა და მართა

შილდაში, დედაჩემის დედინაცვლის
მხარეს,
უფანჯრო ოთახის ირმის თავიანი კარადა
როგორ იყურებოდა,
კავკასიონის ქედივით დაქრუშული,
ჭინკებშეჩენილი
და ნისლით გაბრუებული.
ადუღებულ რძეში ვცურავდით,
აივანზე, სადაც სუსხი და მწვერვალებზე
დადებული უკვდავი თოვლის სითეთრე
გვეხვეოდა და გვწვავდა,
როგორ ჰგავდა ეზოში დანთებულ კოცონს
მწვადისთვის,
ცეცხლზე და ყინულზე
ერთნაირად გიწითლდება ხელ-ფეხი,
ერთნაირად გვწვავს ორივე.
ცეცხლი და ყინული.
ნინა დედაჩემის მამის მესამე
ცოლი,
სომხის ოქროსკბილა ქალი,
უცნაური სიცილით ჩემდანახავი, უშვილო.
ის ცოცხალი იყო,
როცა ერთ აღდგომას,
როცა 18 წლის მოწიფული ქალიშვილი გახლდით,
წავედით მე და დედა შილდაში,
დედის მშობლების საფლავებისთვის წითელკვერცხებიანი
და სანთლებიანი მოწნული კალათით.
დედაჩემი - წითელქუდა,
სასაფლაოს გზაზე წითლდებოდა, ღუოდა,
სიხარულისგან,
დღეების დარჩა თავის დედას,
დედამისი სისხლისგან დაიცალა,
მდინარეზე რეცხავდა ჩვილის საფენებს და
ისე გაცივდა, 28 წლისამ მიატოვა სამი პატარა.
დედაჩემს მივყავარ ნაბოლარა,
დედაჩემი უღიმის მამამისს,
დედა მისთვის კი ისევ უცნობია.
იმ საფლავზე თითქოს მოვინათლე,
ხელისგულებით წამოვიყოლე სინათლე და
საფლავიდან ფოსფორივით ამოსული პაპ-ბებიის სითბო.
უკან მობრუნებულებს,
ნინა დაგვხდვა ბოსტანში,
გოგრისხელა პომინვდრებიდან ოქროსკბილით
იღიმოდა ჩვენ შემხედვარე.
იმ ღამით,
ისეთ ფუმფულა ლოგინში დამაძინეს,
დედამ და დედინაცვალმა,
საწოლის ქვეშ სიმონა პაპას მოკლული დათვი
მეწვა და მდარაჯობდა,
მზემ გამაღვიძა, მომდგომოდა.რომ დილით,
თავისთავად მეთქვა:
-ასე კარგად არ მძინებია -
ნინას სახე აუვარდისფრდა.
და, როცა ჩემ ბავშვობის სკივრში თავით ვეყუდები,
თითქოს პურებს ვაკრავდე გახურებულ თონეს,
ხელები მეწვებოდეს და სახეც,
ამოდის ხოლმე მართას სახეც.
მართა ბებიაჩემის დედინაცვალი.
დიდ პაპის მეორე ცოლი, ისიც უშვილო.
ახალსოფლის კარალიოკების ხეებში მჯდარი,
სიბერისგან გამოჭმული გულით,
როგორ ასწია გამოხრული მკლავები და
უკბილო სიხარულით ჩამეხუტა:
-ისე არ ვკვდები, ეს ბალღი ახლა
ღმერთმა მაჩუქა.
ისე გამაცია, ერთიანად ავკანკალდი.


--------------------
http://nataliavarada.blogspot.com/2010_05_01_archive.html
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

24 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th May 2024 - 05:42 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი