IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> Logikuri tsinaagmdegobebi
Moazrovne
პოსტი Oct 12 2007, 01:22 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 59
რეგისტრ.: 12-October 07
წევრი № 2,955



1. იოანე მახარებელი დიდი სიამაყით აცხადებს,რომ ღმერთი სიყვარულიაო. თუ მართლაც ასეა მაშინ ეს სიყვარული ღმერთის ქმნილებებშიც უნდა ასახულიყო, მაგრამ რეალობაში რას ვხედავთ?

დავაკვირდეთ ბუნებას - იგი სისასტიკის, თვითგადარჩენისთვის გაუთავებელი ბრძოლის კანონებით არსებობს. ბუნებაში სიცოცხლე მხოლოდ სხვისი სიკვდილის ხარჯზეა შესაძლებელი.

თუ ღმერთი სიყვარულია რატომ შექმნა ესეთი სასტიკი სამყარო?

არ მითხრათ ეხლა ადამის დაცემის გამოა ესეო. თუ ადამმა უნებართვოდ ჩაკბიჩა რაღაც ვაშლი (კიდევ ერთი სასაცილო ზღაპარი ბიბლიიდან) ცხოველები რა შუაში იყვნენ??? მაშინ გამოდის რომ ღმერთი სამართლიანი არ ყოფილა. ანდა მართლა გჯერათ, რომ სამოთხეში ლომი ბალახს ძოვდა და საწყალ ანტილოპაზე მადა იმიტომ აღეძრა, რომ ადამმა და ევამ რაღაც ვაშლი შეჭამეს?

ალბათ უფრო მიმზიდველად ბუნების კანონების წარმოშობას ევოლუციის თეორია ხსნის არა, ვიდრე ბიბლია?!

2. შესაქმეში წერია, რომ როცა ღმერთი სამყაროს ქმნიდა, ყველაფერზე ამბობდა: - კარგია!

მაინტერესებს იგივეს ამბობდა იგი როდესაც ქმნიდა ათასგვარ პარაზიტულ ჭიებს, მწერებს, ბაქტერიებს, ვირუსებს რომელთაგანაც გამწარებული აქვს ზოგიერთ ადამიანს ყოფა?!

ალბათ განსაკუთრებული სიყვარულით ქმნიდა არა ღმერთი ამას ყოველივეს? სიყვარულის შესანიშნავი გაგება ჰქონია ქრისტიანობას

იქნებ ამგვარი არსებების არსებობა ევოლუციით უფრო ლოგიკურად აიხსნება ვიდრე კრეაციონიზმით.

3. ქრისტე გვარიგებს: - მიუტევე და მოგეტევება.

ჯერ ერთი თუ ჩვენ გვევალება ყველა შემთხვევაში მივუტევით ადამიანს მისი ცოდვები, მაშინ რატომ არ აკეთებს ღმერთი იგივეს??? რატომღა არსებობს მაშინ ჯოჯოხეთი რითაც ასე აშინებს მასებს ეკლესია.
რადგან ჯოჯოხეთი არსებობს ესე იგი ღმერთი არ პატიობს ზოგიერთ ადამიანს ცოდვებს. მაშინ ჩვენ რატომ მოგვიწოდებს იმის გაკეთებისკენ რასაც თვითონ არ აკეთებს? არ გამოიყურება ეს უზნეოდ?

მეორეც, ამ მცნებით ისევე როგორც სხვა მცნებებით ბიბლია პირდება ადამიანებს სანაცვლოს. ამ შემთხვევაში მიტევებას, სხვა შემთხვევებში სასუფეველს. აქედან გამოდის რომ ქრისტიანი სიკეთეს ანგარების გამო უნდა ჩადიოდეს ანუ იმისთვის რათა სანაცვლო მიიღოს.
ყველა შემთხვევაში ბიბლიური მორალიდან გამომდინარე მორწმუნე ანგარია. სიკეთეს ჩადის იმიტომ, რომ სამოთხეში მოხვდეს, ბოროტებისგან თავს იკავებს იმიტომ რომ ჯოჯოხეთში არ მოხვდეს.



29 В полночь Господь поразил всех первенцев в земле Египетской, от первенца фараона, сидевшего на престоле своем, до первенца узника, находившегося в темнице, и все первородное из скота.
30 И встал фараон ночью сам и все рабы его и весь Египет; и сделался великий вопль [во всей земле] Египетской, ибо не было дома, где не было бы мертвеца.

Исход, гл. 12, ст. 29,30


გააქვთ ეს წაკითხული?! ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?! როგორ გაამართლებთ თქვენს "კაცთმოყვარე" ღვთაებას?!

მერე კიდე ამ მორწმუნეებს ყოფნით სისდისი რომ თქვან რომ მათი ღმერთი არის თვით სიყვარული და სამართლიანობის და სიკეთის სათავე. წარმომიდგენია თქვენთის ტირანი რა უნდა იყოს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
admin
პოსტი Oct 14 2007, 12:21 AM
პოსტი #2


გიორგი
***

ჯგუფი: Root Admin
პოსტები: 4,393
რეგისტრ.: 22-July 06
მდებარ.: სერვერთან ახლოს
წევრი № 1



მამა ანდრიას პასუხი:

კითხვის დასმა გულისხომბს გარკვევას რაღაც გაუგებარში. მაგრამ თქვენი ნაწერიდან უფრო სიძულვილი ჩანს სიწმიდისა, ვიდრე რაღაცის გარკვევის სურვილი. დასანანია, რადგან ასეთი სულით ცხოვრება არ არის ადვილი. არსებობს ისეთი რამეები, რაც აქსიომატურად მიიღება, ვერ მტკიცდება, ვერ აიხსნება. ვერ აიხსნება, რა არის სიყვარული, სინდისი. ის, რაც ხდება დამოკიდებული ადამიანის შეგრძნებებსა და აზრებზე, ადამიანთან და საზოგადოებასთან ერთად ეცემა და ნადგურდება. ნუ გვიკვირს, რატომ დაკნინდა სიყვარული თანამედროვე საზოგადოებაში. დაკნინდა, რადგან გამოეცალა საფუძველი და მხოლოდ ადამიანთა პირადი შეგრძნებებითა და მოსასზრებებით განისაზღვრა. ასეთ ადამიანებს უკვე ვერანაირად ვერ ესმით მისი არსი, ვერ ესმით ღმრთისა. უცხო ენაზე საუბარი კი ვერასდროს იქნება გასაგები ენის არმცოდნესათვის.

ბევრი ცდილობს უარყოს ღმრთის არსებობს მეცნიერულად. არანაკლები მცდელობაა მისი არსებობის მტკიცებისა. მაგრამ ღმერთი გულით შეიმეცნება და გონება მხოლოდ იარაღია ამ საქმეში. რამდენიც არ უნდა ვეცადოთ დავუმტკიცოთ უღმერთოს ღმრთის არსებობა, განწირულია ყველა მცდელობა, რადგან დაზიანებული და წართმეულია ის მთავარი, რაც ბუნებითად უნდა ჰქონდეს ადამიანს. თუმცა წართმეულია მისივე ნებით, ანუ დათმობილია მის მიერ ამპარტავნების სანაცვლოდ.

სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ თქვენს ნაწერში საოცრად დარღვეულია ლოგიკურობა, ქრონოლოგია, არასწორად არის შერჩეული მოვლენების შეფასების საწყისი პოზიცია. ყოველივე ეს გვიწურავს იმედს შეკამათებით რაღაცის გამოსწორებისა. ვერც წიგნებს მიგითითებთ, რადგან ეს ქილიკის და მკრეხელობის ახალ საბაბად იქცევა. მხოლო ერთი შემიძლია გირჩიოთ და გთხოვოთ: მიუკერძოებელი ლოგიკური აზროვნება საგნის ირგვლივ. ალბათ უფრო სწორი იქნება, თუ არ ვესვრით ქვას იმას, რასაც ვერ ვწვდებით.

ზოგადად კი ამ შეკითხვებზე პასუხი თავად უფალმა გასცა: "რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა. და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ" (ინ. 3,18–20).

მეეჭვება, რომ თქვენი შეხერულებები უფრო ბედნიერს გხდიდნენ, ვიდრე ამას რწმენა მორწმუნეს. კამათის გაგრძელებას არ ვაპირებ, რადგან საკამათო არც არის რა, თუმცა საერთობ უპასუხოდ დატოვება ჩავთვალე, რომ შეურაცხყოფა იქნებოდა მართლმადიდებლურ ფორუმზე შემოსულისათვის. გთხოვთ, ნუ მიიღებთ ჩემს პასუხს შეურაცხმყოფელად. თავად გავიარე ეს გზა და მესმის, რა გალაპარაკებთ. მთელი გულით გისურვებთ ნათლის შემეცნებას.

დეკანოზი ანდრია კემულარია


--------------------
რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.

ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება.

შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 10:47 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი