IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Closed TopicStart new topic
> ღმერთის არსებობა მათემატიკური დადასტურება
xornabujeli
პოსტი Dec 24 2008, 07:22 PM
პოსტი #21


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ციტატა(ნათია @ Dec 18 2008, 09:42 AM) *

ინტერნეტში რაღაცას ვეძებდი და ასეთ საინტერესო სტატიას გადავაწყდი...
"პოლონელი მღვდელი და მათემატიკოსი მიხალ ჰელერი ტემპლტონის პრემიის ლაურეატი და მეცნიერული მიღწვევებისათვის დაწესებული ყველაზე დიდი ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა. გასულ კვირას ნიუ-იორკში გამართულ ცერემონიაზე მას საზეიმოდ გადასცეს მილიონ 600 ათასი დოლარი. ეს ჯილდო კათოლიკე მღვდელმა იმით დაიმსახურა, რომ მისი სამეცნიერო ნაშრომები ღმერთის არსებობის ირიბ დადასტურებას შეიცავს.

პროფესორი მიხალ ჰელერი 72 წლისაა. იგი კოსმოლოგიის სპეციალისტი გახლავთ, თუმცა მისი მოღვაწეობის სფერო მათემატიკას, ფილოსოფიასა და მეტაფიზიკასაც მოიცავს.

ტემპლტონის პრემიაზე მისი კანდიდატურა კრაკოვში მდებარე იაგელონის უნივერსიტეტის რექტორმა კაროლ მუიჟელმა წარადგინა.

"მისი უნიკალურობა ისაა, რომ იგი ერთდროულად შემოქმედებითი მეცნიერი და მოაზროვნე მორწმუნეა. მეცნიერებაში ამას ტრანსცედენტალური საიდუმლოს შეგრძნება მოაქვს, რელიაგიაში კი - სამყაროს დანახვა მეცნიერის ფართოდ გახელილი თვალებით.

"მან მეცნიერების თეოლოგიურობის მცნება დაამკვიდრა. მან შეძლო ეჩვენებინა, რომ რელიგია, რომელიც მეცნიერული კვლევებისაგან თვითიზოლირებას ახდენს, არადამაჯერებელია, ხოლო მეცნიერება, რომელიც სამყაროს აღქმის სხვა გზებს უარყოფს, ბრმაა", - ასე შეაფასა თავისი პროტეჟეს მოღვაწეობა მუიჟელმა.

ტემპლტონის ფონდის თავმჯდომარე ჯონ ტემპლტონი კი ამბობს, რომ "მიხალ ჰელერის მისწრაფებამ სამყაროს უფრო ღრმად შეცნობისაკენ ერთის მხრივ რელიგიურ კონცეპციებში მნიშვნელოვან წინსვლამდე მიგვიყვანა და მეორეს მხრივ მეცნიერების ჰორიზონტები გააფართოვა".
რას ამტკიცებს პოლონელი პროფესორი და მღვდელი

მისი თეორია ღმერთის არსებობას პირდაპირ არ ადასტურებს, თუმცა მნიშვნელოვნად ცვლის დღეს გაბატონებულ შეხედულებას სამყაროს მატერიალურობის შესახებ. პროფესორმა ჰელერმა გამოიყვანა რთული მათემატიკური ფორმულა, რომელიც საშუალებას იძლევა სამყაროში მომხდარი ყველა მოვლენა, მათ შორის შემთხვევითობებიც, მათემატიკური გამოთვლებით აიხსნას.

ჰელერის შრომები სამყაროს შექმნის ფუნდამენტური თეორიის შექმნის მცდელობის გარშემოა აგებული. სპეციალისტთა თქმით, იგი თავის კვლევებში აინშტაინზე შორს მიდის კვანტური მექანიკის, კოსმოლოგიის, ფიზიკისა და მათემატიკის სფეროში და შეიცავს ჰაიზენბერგის განტოლების საკუთარ ვერსიას.

პოლონელი მღვდელი ასე მსჯელობს: თუ ჩავთვლით, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ მას ჰყავდა შემოქმედი. მაგრამ, თუ სამყარო ავტონომიურია, არ აქვს საზღვრები, არ აქვს დასაწყისი და დასასრული - მაშინ იგი უბრალოდ არსებობს. ასეთ შემთხვევაში სადაა შემოქმედის ადგილი.

ჰელერი ეწინააღმდეგება სამყაროს წარმოშობის ნიუტონისეულ კონცეფციას, ანუ იდეას აბსოლუტური დროის, აბსოლუტური სივრცისა და ღმერთის შესახებ, რომელიც ქმნის ენერგიასა და მატერიას. მან მკვლევარებს შესთავაზა დაუბრუნდნენ თეოლოგიის ტრადიციულ დოქტრინას, რომლის თანახმადაც საყაროს შექმნა სივრცისა და დროისაგან დამოუკიდებელი აქტი იყო.

"მე ყოველთვის მინდოდა იმით ვყოფილიყავი დაკავებული, რაც ყველაზე მთავარია. და რა შეიძლება მეცნიერებასა და რელიგიაზე მთავარი იყოს. მეცნიერება ჩვენ გვაძლევს ცოდნას, რელიგია კი სამყაროს არსებობის არსს გვიხსნის. ის, რომ ეს ორი უდიდესი ღირებულება ხშირად ერთმანეთთან კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება - ეს პარადოქსია. ხშირად ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს: როგორ შეიძლება განათლებული ადამიანები იმდენად ბრმები იყვნენ, რომ ვერ ხედავდნენ, რომ მეცნიერება უბრალოდ სწავლობს იმას, რაც შექმნა ღმერთმა", - განაცხადა თავად ჰელერმა.

ღმერთის არსებობის ალბათობა 62%-ია


ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც მეცნიერებმა მათემატიკური ფორმულებით სცადეს ღმერთის არსებობის დადასტურება და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. მაგალითად გამოდგება გერმანელ მათემატიკოსთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომელიც შარშან შემოდგომაზე გამოქვეყნდა.

მეცნიერთა მიზანი იყო გამოეთვალათ რამდენია იმის ალბათობა, რომ ღმერთი არსებობს. ამისათვის მათ მე-18 საუკუნის ცნობილი მეცნიერისა და მღვდელის თომას ბეისის მიერ გამოყვანილი ფორმულა გამოიყენეს. ცნობისათვის, თომას ბეისის კვლევების შედეგები თანამედროვე მეცნიერებაში მეტად აქტიურად გამოიყენება, განსაკუთრებით კომპიუტერულ პროგრამირებაში.

გერმანელი მეცნიერები კვლევას რამდენიმე მიმართულები აწარმოებდნენ - სამყაროს წარმოშობა და მოწყობა, ევოლუცია, სიკეთე და ბოროტება, რელიგიური დოგმატები და სხვა.

მათ თავიდანვე ჰიპოთეტურად დაუშვეს, რომ ღმერთი არსებობს, შემდეგ კი დაიწყეს გამოთვლა, თუ რამდენია ალბათობა იმისა, რომ: სამყარო სწორედ ღმერთმა შექმა; დედამიწაზე ევოლუცია ღმერთის ჩარევით განხორციელდა; სიკეთე ღმერთის გარეშე არ არსებობს და ასე შემდეგ.

ყველა დასმულ საკითხზე მათემატიკურად გამოთვლილი ალბათობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. ამ მონაცემების შეჯერებით კი მეცნიერებმა მთავარ კითხვასაც გასცეს პასუხი - ალბათობა იმისა, რომ ღმერთი არსებობს, 62%-ია.


და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: ახლახანს ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ მეცნიერთა დაახლოებით ორ მესამედს სწამს ღმერთის ამა თუ იმ ფორმით არსებობა. ამასთან, საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ სფეროთა წარმომადგენლები უფრო მეტად არიან ათეისტები, ვიდრე ჰუმანიტარული დარგების მიმდევრები."

smile.gif მე ნამდვილად ვერ ვიტყვი ღმერთის არსებობის პროცენტებით გამოსახვა მართლა 62%,თუ 82%-ია ,მაგრამ ერთი რამ კი ნამდვილად ასეა,რომ ,,მეცნიერება უბრალოდ სწავლობს იმას, რაც შექმნა ღმერთმა".
მე პირადად ასე მწამს...


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Dec 29 2008, 03:33 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



xornabujeli
ციტატა
მაგრამ ერთი რამ კი ნამდვილად ასეა,რომ ,,მეცნიერება უბრალოდ სწავლობს იმას, რაც შექმნა ღმერთმა".

ნამდვილად ასეა?
საიდან იცი?
ციტატა
მე პირადად ასე მწამს...

აი თურმე რაშია საქმე - ანუ ნამდვილად ასე კი არაა, არამედ შენ გწამს ასე. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 29 2008, 03:39 PM
პოსტი #23


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



egri3
ციტატა
აი თურმე რაშია საქმე - ანუ ნამდვილად ასე კი არაა, არამედ შენ გწამს ასე.

ჰო, მაგრამ ხომ შეიძლება, ვისაც ღმერთის სწამს ის ნამდვილად მართალი გამოდგეს?

თუ ეს გამორიცხულია, რის საფუძველზე ამტკიცებ ამას...? rolleyes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Dec 29 2008, 03:58 PM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



გიორგი
ციტატა
ჰო, მაგრამ ხომ შეიძლება, ვისაც ღმერთის სწამს ის ნამდვილად მართალი გამოდგეს?

არა.

ციტატა
თუ ეს გამორიცხულია, რის საფუძველზე ამტკიცებ ამას...?

იმით, რომ ყველამ თავის ღმერთი მოიგონა და მათ არსებობას ვერაფრით ასაბუთებენ. biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 29 2008, 04:07 PM
პოსტი #25


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



egri3
ციტატა
არა.

ე.ი. ღმერთის არ არსებობა თავისთავად ცხადია? 003.gif
...როგორც სიტყვაზე ის, რომ ატმოსფერულ ნაერთს დედამიწის გარშემო პლანეტის გრავიტაციული ძალები იჭერენ...?
ციტატა
იმით, რომ ყველამ თავის ღმერთი მოიგონა და მათ არსებობას ვერაფრით ასაბუთებენ.

რა სასწაულია... rolleyes.gif
და მხოლოდ ეს გაქვს არგუმენტად?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Dec 29 2008, 04:32 PM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



გიორგი
ციტატა
ე.ი. ღმერთის არ არსებობა თავისთავად ცხადია? 003.gif
...როგორც სიტყვაზე ის, რომ ატმოსფერულ ნაერთს დედამიწის გარშემო პლანეტის გრავიტაციული ძალები იჭერენ...?

ღმერთის არრსებობა ცხადია, მაგრამ ატმოსფეროსთან შედარება არაკორექტულია.
ციტატა
რა სასწაულია... rolleyes.gif
და მხოლოდ ეს გაქვს არგუმენტად?

არგუმენტები ღმერთის გამომგონებლებმა უნდა წარმოადგინონ. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 29 2008, 04:37 PM
პოსტი #27


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



egri3
ციტატა
არგუმენტები ღმერთის გამომგონებლებმა უნდა წარმოადგინონ.

გამომგონებლებმა biggrin.gif

და, მტკიცების ტვირთი რატომ აწევს მორწმუნეს? ყოველი დროის ყველა ერს სწამდა, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალა, რომელიც მართავს სამყაროს.

უცებ გამოდიხართ ათეისტები და ამბობთ, რომ ეს ასე არ არის. ამდენად, რახან თქვენ ცვლით დადგენილ წესს, ამიტომ მტკიცებაც არის თქვენზე... smile.gif

იურისტი ვარ კი იცი და მენდე. მტკიცება აშკარად თქვენზეა. yes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 29 2008, 04:46 PM
პოსტი #28


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



egri3
ციტატა
ღმერთის არ არსებობა ცხადია

ნობელის პრემიის ლაუარეატი გვყავს ფორუმზე ფილოსოფიის და ასტროფიზიკის დარგებში - ფსევდონიმით: ე გ რ ი ki.gif

ციტატა
არგუმენტები ღმერთის გამომგონებლებმა უნდა წარმოადგინონ.

ღმერთის არსებობის მეცნიერული არგუმენტები არ მაქვს. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ki.gif

თუმცა ვერ ვიგებ მტკიცების ტვირთი ჩემზე რატომ არის?



--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Dec 29 2008, 04:49 PM
პოსტი #29


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



კანონისტი
ციტატა
გამომგონებლებმა

ტერმინები არაა პრინციპული. biggrin.gif

ციტატა
და, მტკიცების ტვირთი რატომ აწევს მორწმუნეს?

იმიტომ, რომ ამგვარი რამის არსებობა მან დაუშვა, მანვე უნდა დაამტკიცოს.
ციტატა
ყოველი დროის ყველა ერს სწამდა, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალა, რომელიც მართავს სამყაროს.

ერის რწმენა რაღაც ახალია ჩემთვის. biggrin.gif
პიროვნების რწმენაზე ხომ არ გვესაუბრა? a075.gif

ციტატა
უცებ გამოდიხართ ათეისტები და ამბობთ, რომ ეს ასე არ არის.

ჯერ ერთი არა უცებ.
მეორეც მე არ ვამბობ რომ ეგრე არ არის.
მე ვამბობ - დამიმტკიცე რომ ეგრეა.

ციტატა
ამდენად, რახან თქვენ ცვლით დადგენილ წესს, ამიტომ მტკიცებაც არის თქვენზე...

არ არის დადგენილი წესი.
მოგონილი "აქსიომაა".


ციტატა
იურისტი ვარ კი იცი და მენდე. მტკიცება აშკარად თქვენზეა.

ვიცი რომ იურისტი ხარ.
ისიც ვიცი, რომ სასამართლოს ვერდიქტამდე ორივე მხარის იურისტი მართლობას იჩემებს. biggrin.gif

გიორგი
ციტატა
ნობელის პრემიის ლაუარეატი გვყავს ფორუმზე ფილოსოფიის და ასტროფიზიკის დარგებში - ფსევდონიმით: ე გ რ ი

ეგეთი ნობელის პრემიაც არსებობს?

ციტატა
ღმერთის არსებობის მეცნიერული არგუმენტები არ მაქვს. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. ki.gif

თუმცა ვერ ვიგებ მტკიცების ტვირთი ჩემზე რატომ არის?

ვარაუდი რომ გამოთქვი, რამით უნდა დაამტკიცო.

რასელის ჩაიდანი და რამე. a075.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 29 2008, 04:54 PM
პოსტი #30


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



გვანახეთ რა ფორმულაა

ისე ალაზნისპირელი ფორმულებით ამტკიცებდა ღმერთის არსებობას


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 29 2008, 04:55 PM
პოსტი #31


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



egri3
ციტატა
ჯერ ერთი არა უცებ.
მეორეც მე არ ვამბობ რომ ეგრე არ არის.
მე ვამბობ - დამიმტკიცე რომ ეგრეა.


საოცარია პირდაპირ....

ეგ იგივეა, კაცს უთხრა, მთვარემდე მანძილი გამიზომე ფილოლოგიის საფუძველზეო laugh.gif ყველაფრის დამტკიცებას შესაბამისი მეცნიერების ან ცოდნა სჭირდება, ან (თუ ყველაფრის სწავლა გეზარება), მაშინ კონკრეტული მეცნიერი პირების დაჯერება.

მაგალითად, მე გაგებაში არ ვარ როგორ გაიგეს, რომ
ა) მზის ზედაპირზე ტემპერატურა 6000 C-ია.
ბ) უახლოესი ვარსკვლავი მზის შემდეგ კენტავრის ალფაა, რომლამდეც მანძილი 4,5 ს/წ-ია

და მრავალი სხვა.

მაგრამ ვინც ამას იკვლევს - მჯერა მისი.

ათეისტებს გეუბნებიან, რომ ღმერთი და ანგელოზები არის არამატერიალური სამყარო (უფრო სწორედ, იმგვარი მატერიის, რაც ჩვენთვის უხილავია).
ამ სამყაროს შეისწავლის თეოლოგია და პრაქტიკულ ცხოვრებაში ატარებენ ტაძრის მსახურები (ნებისმიერი რელიგიის).

ან მათ უნდა ენდო,

ან გახდე ათონელი ბერების დონის ლოცვით, და რომ ვერ იხილავ ვერაფერს, მერე თქვი, რომ ეს მცდარია.

დალოცვილო, ფიზიკა არ გინდოდეს ისწავლო და თან აგიხსნან როგორ იზომება ციურ სხეულებამდე მანძილი, ეს როგორ გამოვა?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
m16
პოსტი Dec 29 2008, 04:59 PM
პოსტი #32


..........
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,739
რეგისტრ.: 2-July 07
მდებარ.: Rustavii
წევრი № 2,365



ციტატა
უახლოესი ვარსკვლავი მზის შემდეგ კენტავრის ალფაა, რომლამდეც მანძილი 4,5 ს/წ-ია

ეგ მე გავზომე მეტრიაანით, მზის ტემპერატურა ჩემმა მეგობარმა კოტემ, სიცხის საზომი თერმომეტრით a075.gif


--------------------
:)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 29 2008, 05:21 PM
პოსტი #33


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



egri3
ციტატა
ვარაუდი რომ გამოთქვი, რამით უნდა დაამტკიცო.

თუ დასამტკიცებელი სუბსტანცია იმგვარი ბუნებისაა, რომ მის დასამტკიცებლად (პრინციპში უარსაყოფადაც) მეცნიერებას დონე არ ჰყოფნის რა ვქნა? 003.gif

მოკლე ისტორიას გეტყვი: ბიზნესმენმა წინა დღით დაიძინა იმ განწყობით, რომ უცხოეთში მიდიოდა მნიშვნელოვან შეხვედრაზე. დილით იგი უარს ამბობს გაფრენაზე იმ მოტივით, რომ მას სიზმარში ეჩვენა ღმერთი (... ან ანგელოზი, მოციქული, წმინდანი, გარდაცვლილი ახლობელი, ფერია... smile.gif ) და უთხრა რომ არ გამგზავრებულიყო, რადგან თვითმფრინავი დაიღუპებოდა. ბიზნესმენი არ წავიდა. თვითმფრინავი აფრენიდან რამოდენიმე წუთში აფეთქდა საწვავის ავზების რღვევის გამო...

ნეიტრალურ დამკვირვებელს აინტერესებს რა მოხდა. yes.gif

პირველი და ყველაზე მარტივი არის ის რომ თვითონ ეს ისტორია არ დავიჯეროთ. (უკვე გამოჩნდა რწმენა/არ რწმენის კატეგორია yes.gif )

საქმე უფრო რთულდება მაშინ, როდესაც ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ყველაფერი, თვითონ ითხოვს ამის ახსნას ვინმესგან.

რა გვაქვა რეალურად?
1. გადარჩენილი ადამიანი.
2. შეცვლილი განრიგი.
3. თვითმფრინავის ნამსხვრევები.

სიზმარი არის ტვინის მუშაობის პროდუქტი. ის დღევანდელი მეცნიერების მიხედვით არ შეიძლება იყოს რეალობა. რა ახსნა შეიძლება მოვუძებნოთ ამ ფაქტს? 003.gif

ღმერთი არსებობს? არ ვიცით.
რა ნახა იმ ადამიანმა? არ ვიცით.
სიზმარი შეიძლება იყოს რეალობა დღევანდელი მეცნიერების მიხედვით? არა.
დღევანდელი მეცნიერება სწორია? არ ვიცით.
რა ვქნათ? არ ვიცით.

ეს არის რეალობა.

სხვა ისტორია: ადამიანმა განიცადა კლინიკური სიკვდილი. იგი ასახელებს მისი კლინიკური სიკვდილის პროცესში არსებულ სიტუაციას ოთახში, რომელიც მოგვიანებით რეალობა გამოდგა. ადამიანს უჭირს გადმოსცეს ნანახი, რადგან ის დაბადებიდან ბრმაა და მის ტვინში წესით არ უნდა იყოს ინფორმაცია ვიზუალური აღქმის შესახებ. უფრო მეტიც, ამ დროს ტვინის ელექტროენცეფალოგრამა აჩვენებს ნულოვან აქტივობას.

რა გვაქვს რეალურად?
1. პაციენტის მიერ ბუნდოვანი ენით აღწერილი ჩანაწერები, რომელიც რეალობაა.
2. ელექტროენეცეფალოგრამის 0-ოვანი აქტივობა იმ დროს, როდესაც ეს რეალობა ხდება. დრო გასწორებულია რეალთაიმში.
3. პაციენტის სახელი და გვარი და რეგისტრაციის ნომერი შესაბამის კლინიკაში.

სული არსებობს? არ ვიცით.
რა ნახა იმ ადამიანმა? არ ვიცით.
შეიძლება არსებობდეს ცნობიერება ტვინის გარეშე? არა
რატომ? დღევანდელი მეცნიერება ასე ასკვნის.
დღევანდელი მეცნიერება სწორია? არ ვიცით.

ეს არის კიდევ სხვა რეალობა.

ამგვარი ფაქტები უამრავია. ისინი არც არაფერს ამტკიცებენ და არც არაფერს უარყოფენ, უბრალოდ გვახსენებენ თუ რა დაბალ დონეზე ვართ. (კაცობრიობა)

ბერძენი მატერიალისტებისათვის, მატერიალიზმის საქადაგებლად საკმარის მტკიცებულებად გამოდგა მარაზმატიკული სისულელე, რომ ყველაფერი ოთხი სტიქიისგან შედგება: ჰაერი, ცეცხლი, მიწა და წყალი.

ზოგი კი XXI საუკუნის გამოწვევის დონის მეცნიერია. ფუძემდებელია თანამედროვე სუპერჰიპოთეზების და მრავალგანზომილებიანი სამყაროს მოდელების და ღმერთის სწამს.

ვერაფერს იტყვი, გარდა ერთისა, თითქმის არაფერი ვიცით და მაშასადამე არაფერი შეგვიძლია ვამტკიცოთ... yes.gif
მეც ერთი იმათგანი ვარ... ki.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Dec 29 2008, 05:31 PM
პოსტი #34


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



კანონისტი
ციტატა
მაგრამ ვინც ამას იკვლევს - მჯერა მისი.

და თუ რამეა შეგვიძლია გადავამოწმოთ. a075.gif
ეს პრინციპული მომენტია.

ციტატა
ათეისტებს გეუბნებიან, რომ ღმერთი და ანგელოზები არის არამატერიალური სამყარო (უფრო სწორედ, იმგვარი მატერიის, რაც ჩვენთვის უხილავია).
ამ სამყაროს შეისწავლის თეოლოგია და პრაქტიკულ ცხოვრებაში ატარებენ ტაძრის მსახურები (ნებისმიერი რელიგიის).

ან მათ უნდა ენდო,

ან გახდე ათონელი ბერების დონის ლოცვით, და რომ ვერ იხილავ ვერაფერს, მერე თქვი, რომ ეს მცდარია.

დალოცვილო, ფიზიკა არ გინდოდეს ისწავლო და თან აგიხსნან როგორ იზომება ციურ სხეულებამდე მანძილი, ეს როგორ გამოვა?

არ ვარგა შედარება.
იმედია ახსნას არ მომთხოვ.


გიორგი
ციტატა
თუ დასამტკიცებელი სუბსტანცია იმგვარი ბუნებისაა, რომ მის დასამტკიცებლად (პრინციპში უარსაყოფადაც) მეცნიერებას დონე არ ჰყოფნის რა ვქნა?

მაშინ ამგვარი დაშვება (ღმერთის არსებობის) არ უნდა შემოიღო.

ციტატა
ამგვარი ფაქტები უამრავია. ისინი არც არაფერს ამტკიცებენ და არც არაფერს უარყოფენ, უბრალოდ გვახსენებენ თუ რა დაბალ დონეზე ვართ. (კაცობრიობა)

მაგრამ არ გვაძლევენ იმის უფლებას, რომ ყველა ამგვარი ფაქტი უზენაესს მივაწეროთ და ჩვენ კი უსაქმური კმაყოფილებით კვლევა შევწყვტოთ.


ციტატა
ზოგი კი XXI საუკუნის გამოწვევის დონის მეცნიერია. ფუძემდებელია თანამედროვე სუპერჰიპოთეზების და მრავალგანზომილებიანი სამყაროს მოდელების და ღმერთის სწამს.

სწორედ რომ სწამს - ცოდნა არ გააჩნია.
არც მას და არც არავის.

ციტატა
ვერაფერს იტყვი, გარდა ერთისა, თითქმის არაფერი ვიცით და მაშასადამე არაფერი შეგვიძლია ვამტკიცოთ...

ამიტომაც ვაღიაროთ მხოლოდ იმის არსებობა რისი მტკიცებაც შეგვიძლია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 29 2008, 05:35 PM
პოსტი #35


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



egri3
ციტატა
ამიტომაც ვაღიაროთ მხოლოდ იმის არსებობა რისი მტკიცებაც შეგვიძლია.

მაგრამ პარალელურად ვხედავთ, რომ არსებობს რაღაც მოვლენები, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის. არადა, ეს მოვლენები რეალურია. რა ვქნათ, შენივე სიტყვები რომ გამოვიყენო "უსაქმური კმაყოფილებით შევწყვტოთ" ამაზე ფიქრი?

აგერ ცუდად იყო ადამიანი, მედიცინამ უარი თქვა მის გადარჩენაზე, ეს კაცი ადგა, მივიდა ეკლესიაში, ეზიარა და გამოჯანმრთელდა. რა ქნას ახლა ამ კაცმა, იძახოს, რომ რახან მეცნიერება ვერ ხსნის, მე ამიტომ არ ვარ ჯანმრთელადო?

თუ, ამის შემყურე, ასევე ავად მყოფმა მეორე ადამიანმა, არ მიმართოს იმავე მეთოდს (თუმც აუხსნელს) მხოლოდ იმის გამო, რომ მეცნიერება დღეს ვერ ხსნის?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
egri3
პოსტი Dec 29 2008, 05:46 PM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 409
რეგისტრ.: 27-January 08
წევრი № 3,768



კანონისტი
ციტატა
მაგრამ პარალელურად ვხედავთ, რომ არსებობს რაღაც მოვლენები, რომელსაც მეცნიერება ვერ ხსნის. არადა, ეს მოვლენები რეალურია. რა ვქნათ, შენივე სიტყვები რომ გამოვიყენო "უსაქმური კმაყოფილებით შევწყვტოთ" ამაზე ფიქრი?

არა.
ვეძებოთ მიზეზი.
არ ვეძებოთ ადვილი გზები. a075.gif
ბევრი მანამდე აუხსნელი მოვლენა ახსნილია, ბევრსაც ავხსნით და ა.შ. biggrin.gif


ციტატა
აგერ ცუდად იყო ადამიანი, მედიცინამ უარი თქვა მის გადარჩენაზე, ეს კაცი ადგა, მივიდა ეკლესიაში, ეზიარა და გამოჯანმრთელდა. რა ქნას ახლა ამ კაცმა, იძახოს, რომ რახან მეცნიერება ვერ ხსნის, მე ამიტომ არ ვარ ჯანმრთელადო?

ეს რა შუაშია?

ციტატა
თუ, ამის შემყურე, ასევე ავად მყოფმა მეორე ადამიანმა, არ მიმართოს იმავე მეთოდს (თუმც აუხსნელს) მხოლოდ იმის გამო, რომ მეცნიერება დღეს ვერ ხსნის?

მიმართოს.
თუკი რქმენა განკურნებაში ეხმარება (პლაცებოს ეფექტი ალბათ გსმენია) მაგას რა სჯობია? smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Dec 29 2008, 05:53 PM
პოსტი #37


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



egri3
ციტატა
მაშინ ამგვარი დაშვება (ღმერთის არსებობის) არ უნდა შემოიღო.

რატომ?
მე მჯერა, რომ ღმერთი არსებობს. ამას არ ვამტკიცებ, მაგრამ მჯერა უბრალოდ და ჩემი ცნობიერება უშვებს მის არსებობას.

მათემატიკაში არსებობს ამგვარი მეთოდი: უშვებენ საწინააღმდეგოს და თეორია უნდა აღმოჩნდეს წინააღმდეგობაში რეალობასთან.

მე ღმერთის დაშვებით მეცნიერულ მტკიცებულებებს არ დავეჯახე. ეს ღმერთის არსებობის დამტკიცება არ არის, მაგრამ მისი არსებობის დაშვების შესაძლებლობას იძლევა.
ციტატა
მაგრამ არ გვაძლევენ იმის უფლებას, რომ ყველა ამგვარი ფაქტი უზენაესს მივაწეროთ და ჩვენ კი უსაქმური კმაყოფილებით კვლევა შევწყვტოთ.

მისმინე... ღმერთს კი არ უნდა მივაწეროთ და კვლევა შევწყვიტოთ, მაგრამ სანამ საწინააღმდეგოს ვერ დავინახავთ იქმდე ყოველთვის შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ღმერთი არსებობს. სანამ ამის გაფიქრების უფლება გვაქვს იქამდე ღმერთის არ არსებობა ცალსახა არ არის.
ციტატა
სწორედ რომ სწამს - ცოდნა არ გააჩნია.
არც მას და არც არავის.

მართალია, მაგრამ მისი რწმენა წინააღმდეგობაში არ მოდის თვით ისეთი მეცნიერების ცოდნასთან, რომლის საფუძველზეც დგას თანამედროვე კოსმოლოგია. ე.ი. ღმერთის არ არსებობა არ მტკიცდება.
ციტატა
ამიტომაც ვაღიაროთ მხოლოდ იმის არსებობა რისი მტკიცებაც შეგვიძლია.

ჰო, მაგრამ მე პასუხი მინდა რამ გადაარჩინა ბიზნესმენი და რა ნახა პაციენტმა...

მითხრას პასუხი მეცნიერებამ. ჩემი ცნობისმოყვარეობა დაჟინებით მოითხოვს პასუხს მეცნიერებისგან, რომელსაც ვერ ხედავს და რადგანაც ვერ ხედავს, ხვდება რომ მეცნიერება ძალიან სუსტია და თავისთავად რჩება ადგილი ალტენატიული მოსაზრებებისათვის, რომელთა ბოლოს ღმერთი დგას.

სხვა უნიკალური ფაქტებიც არსებობს, რაც გამოუვალს ხდის მდგომარეობას.

მაგალითად:

კლინიკური სიკვდილის გამოსახულებებს მიაწერენ ჟანგბადის მიწოდების დაცემით გამოწვეულ ჰალუცინაციებს.

თავი დავანებოთ იმ საკითხს, რომ ჰალუცინაცია რეალობა რატომ უნდა გამომდგარიყო...

რეალურად კლინიკური სიკვდილების ძალიან მცირე შემთხვევას (3-5%) ახასიათებს მონათხრობი იმქვეყნიურ თუ ამქვეყნიურ ხილვებთან დაკავშირებით, უმეტეს შემთხვევებში არის მხოლოდ მეხსიერების წყვეტა და მეტი არაფერი. არადა პაციენტების უმეტესობას (თითქმის 90%-ს) აღენიშნება ჟანგბადის უკმარისობა. რატომ არ აქვთ მათ ჰალუცინაციები?

უფრო მეტიც. კლინიკური სიკვდილის იმ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს ვიზუალურ ჩვენებებთან, დაახლოებით ნახევარი ხდება ჟანგბადის ნაკლებობის ფონზე. არადა არსებობს კლინიკური სიკვდილის ჩვენებები ყოველგვარი ჟანგბადის ნაკლებობის გარეშე.

მაშინ რა შუაშია ჟანგბადი?

ტვინის ფუნქციის ნულოვანი ელექტრობისას რა წარმოშობს აზრებს?

ეს აზრები რატომ ემთხვევა რეალობას?

პასუხი მინდა.

პასუხი არ არსებობს.

P.S. ღმერთის არსებობა ცალსახად გამორიცხული, რომ იყოს (თუნდაც მეცნიერების მიერ) შენზე ადრე ვიქნებოდი ათეისტი. ki.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 29 2008, 05:54 PM
პოსტი #38


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



egri3
ციტატა
მიმართოს.
თუკი რქმენა განკურნებაში ეხმარება (პლაცებოს ეფექტი ალბათ გსმენია) მაგას რა სჯობია?

და, თუკი რაიმე ინდუქციურად მტკიცდება, არ გვაქვს უფლება, რომ ეს მაღალი ალბათობით დადასტურებულ ფაქტად მივიჩნიოთ?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Dec 29 2008, 05:56 PM
პოსტი #39


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ყველაფერი რომ მტკიცებას ექვემდებარებოდეს, მაშ რაღა საჭირო იქნება რწმენა?


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Dec 29 2008, 06:03 PM
პოსტი #40


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



k@the
ციტატა
ყველაფერი რომ მტკიცებას ექვემდებარებოდეს, მაშ რაღა საჭირო იქნება რწმენა?

და ვინ გითხრა, რომ ათეისტები რწმენას გამორიცხავენ? მათ უბრალოდ ღვთის არსებობის დაჯერება არ უნდათ, მეტიც არაფერი.

როცა ადამიანი მეუბნება, რომ იცის 500 სინათლის წლის იქით მყოფი ვარსკვლავის სხივის სპეტრული მონაცემები და აირების შემადგენლობაც კი და ამას ვიჯერებ, რატომ არ უნდა დავიჯერო აგერ თბილისში მცხოვრები ადამიანის, რომელსაც შვილი ინვალიდი ჰყავდა და მამა გაბრიელის საფლავზე ლოცვით მან გაიარა?

არ მესმის....

ამის შემოწმება ხომ ყველას შეუძლია, იმის კი არავის, რადგან მისი შემოწმება მაინც თეორიულია ისევ და არა პრაქტიკული.

არ უნდათ და არ წამთ, ესაა სულ. უბრალოდ, მერ აბრალებენ მეცნიერებას.... biggrin.gif

სწორად ბრძანა პატრიარქმა, ადამიანმა, რომელიც ამტკიცებს, რომ რელიგია და მეცნიერება ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ან ერთი არ იცის, ან მეორე.....


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 11:54 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი