IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს
shalvagza
პოსტი Dec 19 2010, 10:28 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 19-December 10
წევრი № 10,127



რატომ ებრძვიან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიასთან საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება პირდაპირ არის დაკავშირებული მმართველი ჯგუფების პოლიტიკურ მდგომარეობასთან სახელმწიფოში: არჩევნების დროს და კრიზისულ ვითარებაში ფარისევლური მორჩილებით, ბოდიშების მოხდით, შემოწირულობებით ძალაუფლების მპყრობელნი წელში მოხრილები ეახლებიან ხოლმე სასულიერო პირებს, ხოლო როცა ჩათვლიან, რომ თავისუფალი აზრი ხერხემალშია გადატეხილი და მობილიზებას ვეღარ შეძლებს ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის საქომაგოდ (ხელისუფლება ფიქრობს, რომ დღეს ასეთი ვითარებაა), მაშინ შეტევის მთავარი ობიექტი საქართველოს სამოციქული ეკლესია ხდება.
შეტევის უშუალი მიზანია
_ საქართველოს ეკლესიამ ვერ შეასრულოს თავისი უპირველესი დანიშნულება, ანუ სულიერი წინამძღოლობა ვერ გაუწიოს ქართველ ერს და არ იყოს ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი დღევანდელი განსაცდელის ჟამს..
შეტევის ამოსავალი მოტივია ის, რომ საქართველოს ეკლესია ხელს უშლის ანტიქართული ქმედებების განხორციელებაში, სახელდობრ:
_ საქართველოს სამოციქულო ეკლესია დღეს საქართველოში არის ერთადერთი დიდი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც გაშლილად, დიდი მასშტაბით ამკვიდრებს ხალხში აბსოლუტურ ზნეობრივსა და მორალურ ღირებულებებს, ანუ იგი ცხოვრების ისეთ ამაღლებულ მიზნებს, რომელთათვისაც სიცოცხლის გაწირვა ღირდეს, უსახავს არა მხოლოდ სულისა და გონების ელიტას, არამედ რიგით ადამიანსაც. ასეთ ადამიანთა მასობრივ არსებობას რეჟიმი პრინციპულად ვერ ეგუება.
_ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია, აღმატებული პოლიტიკურ ცხოვრებაზე, როგორც სული სხეულზე, ქართველი ერის ტრადიციული სულიერ-ზნეობრივი და ცხოვრებისეული ორიენტირი იყო ყოველთვის და არის დღესაც. განუზომელია მისი ფუნქცია და მნიშვნელობა, მისი სულიერი წარმმართველი და გამაერთიანებელი როლი. ანტიქართული რეჟიმისათვის მიუღებელია მისი ეს სულიერი ლიდერობა. სწორედ ამ უდიდესი ავტორიტეტის მიმართ ხორციელდება შეფარული, რიგ შემთხვევაში კი აშკარა ბრძოლა, რომელიც, თუ წარმატებას მიაღწია, ამით მოსპობას უქადის საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ერის თვითმყოფადობას, ღმერთთან, ცხოვრებისა და კეთილდღეობის უმთავრესს წყაროსთან, მის კავშირს.
_ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს უდიდესი ავტორიტეტი აქვს საქართველოსა და მსოფლიოში. დღეს საქართველოში დიდ სახელმწიფოებრივ ასპარეზზე მყოფ არცერთ სხვა პიროვნებას არც საქართველოში და, არც მთელ მსოფლიოში ანალოგიური ავტორიტეტი არა აქვს. ეს ფაქტიც მიუღებელია არსებული რეჟიმისათვის.
_ დღეს საქართველოში იდეოლოგიური ამინდი ასეთია: ახალი ნეობოლშევიკები, რომლებიც გაიშალნენ სახელისუფლებო, არასახელისუფლებო თუ ოპოზიციურ ნაწილებად, `მეხუთე კოლონად~ ჩამოყალიბდნენ საქართველოში და შეაღწიეს სახელმწიფოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ისინი ცდილობენ სახელმწიფო რელიგიად ყოველგვარი გამოცხადების გარეშე ნეობოლშევიკური და ექსტრემისტული ერთ-ერთი პოლიტიკური იდეოლოგია _ ფსევდოლიბერალიზმი _ დაამკვიდრონ, როგორც სახელმწიფოსთვის წარმმართველი იდეოლოგია, რომელიც მართლმადიდებლობას ძირშივე უპირისპირდება არა მხოლოდ როგორც აღმსარებლობას, არამედ აგრეთვე როგორც იდეოლოგიას და ცხოვრების წესს.
_ დღეს მთავარი ბრძოლა ღირებულებათა შორის მიმდინარეობს. ერთ მხარეს კორპორატიული ინტერესებით ერთმანეთთან დაკავშირებული ვიწრო ჯგუფია და მეორე მხარეს ქართველი ერის, საქართველოს მთელი მოსახლეობის (აღმსარებლობით მრავალგვარის) ინტერესთა დამცველი ძალები, რომელთა შორისაც საქართველოს ეკლესიას მთავარი ადგილი უკავია.
ნეობოლშევიკებს მიაჩნიათ, რომ მათი სისტემური, იდეოლოგიური და ინსტიტუციონალური უმთავრესი მოწინააღმდეგე არის სამოციქული ეკლესია. სწორედ ამიტომ ასეთი ინსტიტუტის არსებობა და გამართული ფუნქციონირება, ამ ინსტიტუტის მიმართ მოსახლეობის ნდობა, სასულიერო პირთა ავტორიტეტი და მრევლის ზრდა ხელისუფლებას ხელს უშლის თავისი ბინძური ზრახვების განხორციელებაში _ ქართულ სივრცეში რეალური დემოკრატიის ნაცვლად ფსევდოდემოკრატიის დანერგვაში, ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და საქართველოს ეკონომიკის მიზანმიმართულ ნგრევასა და ერის გენოციდში, ქვეყნის ინტელექტუალური და მორალური პარალიზაციისა და სულიერი დაკნინების პოლიტიკის გატარებაში.
ამიტომაც მიიჩნევენ საქართველოს ეკლესიას მათი მიზნების მთავარ მტრად და სწორადაც მიიჩნევენ !!!
_ დღევანდელი ნეობოლშევიკების ზეობას და კეთილდღეობას თავისთავად საფრთხის ქვეშ აყენებს ღირსეული, განათლებული, თავისუფალი და დამოუკიდებელი პიროვნებების არსებობა, საერთოდ, ხელისუფლებისგან არ შექმნილი და მის მიერ ვერ კონტროლირებული ნებისმიერი, თუნდაც სპონტანური გაერთიანება. ნეობოლშევიკებს სურთ, საქართველოს მოსახლეობა იხილონ არა როგორც თავისუფალ პიროვნებათა ერთობა, არამედ როგორც უაზრო, უღირსებო, უპასუხისმგებლო, პიროვნული თვითმყოფადობისაგან დაცლილი უსახური, მორჩილი მასა.
ჩვენი დედა-ეკლესია, პირიქით, ყოველთვის იყო და დღესაც არის თავისუფალი, ღირსეული, დიდი პასუხისმგებლობის მქონე, ეროვნული ცნობიერების, თავისი არსით დემოკრატიული, რეალურად ტოლერანტულ-მიმტევებელი და პატრიოტი პიროვნებების აღზრდისა და ჩამოყალიბების კერა. ეს ფუნქცია მას თვით მებრძოლი ათეიზმის პირობებშიც კი ვერ წაართვეს. ის მუდამ იყო არა მარტო რელიგიურ--აღმსარებლობითი მიმართულების ინსტიტუტი, არამედ ეროვნულ-საკაცობრიო და მაღალზნეობრივი ქმედებების მასტიმულირებელი, ხელისშემწყობი და, ხშირად, საკუთარი თვითშეწირვით მაგალითის მიმცემიც.
ამიტომ ბუნებრივი და ლოგიკურია ნეობოლშევიკების საქართველოს ეკლესიასთან კონფლიქტი. ამიტომაც მიიჩნევენ საქართველოს ეკლესიას მათი კეთლდღეობას მთავარ მტრად და სწორადაც მიიჩნევენ !!!
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ დღევანდელი ხელისუ- ლებისა და მისი მორჩლი მედიის ბრძოლას განაპირობებს სხვა მოტივიც, სახელდობრ, მისი უწმიდესობის მაღალი ავტორიტეტი მსოფლიოში, მათ შორის რუსეთშიც, და საქართველოს ეკლესიის მაღალ სულიერებაზე დაფუძნებული პოზიცია ახერხებს, შეამციროს რუსეთის აგრესიულობის ხარისხი ამა თუ იმ კერძო ეპიზოდებში. ნიშანდობლივია პერევის ინციდენტი. რუსეთის ხელისუფლებამ მისი უწმიდესობის მოსკოვში ვიზიტის დროს მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო ნაწილის სოფლიდან გაყვანაზე, მაგრამ სააკაშვილის `ჩარევამ~ ჩაშალა ეს გეგმა; მის უწმინდესობას ვერ უთხრეს უარი დაღუპულ მეომართა ცხედრების გადმოსვენებაზე. თრუსოს ხეობას დღესაც მისი უწმიდესობის მაღალი ავტორიტეტი იცავს (მოსალოდნელია, რომ სააკაშვილი შეეცდება მას ეს ღვაწლიც ჩაუშალოს), და მრავალი სხვა.
რუსეთის ხელისუფლებას სჭირდება თავისი მოსახლეობის წინაშე ახსნას ერთმორწმუნე ქვეყნის დაპყრობის აუცილებლობა, როცა თვითონ საჯაროდ მართლმადიდებელი `მესამე რომის~ იდეოლოგიით გამოდის. ამიტომ რუსეთის ხელისუფლება იძულებულია საქართველოს პატრიარქის და ეკლესიის მიმართ იყოს დამთმობი. მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთის ხელისუფლების გეგმებში არ შედის საქართველოსთან კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება. რუსეთის ხელისუფლებას სჭირდება საბაბი (საბაბით მას სააკაშვილი მიზანმიმართულად უზრუნველყოფს) საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის ხელში ჩასაგდებად, საქართველოს ტერიტორიის დასაბომბად, ცხინვალის და აფხაზეთის წასართმევად, საქართველოს კონფედერაციულ, ანუ იოლად დაშლად სახელმწიფოდ გარდასაქმნელად. მაგრამ, თუ ქართული მხარიდან ეროვნული ინტერესების დაცვის შესაბამისი და სწორი პოლიტიკა იქნება განხორციელებული, მაშინ რუსეთი, მინიმუმ, ამ საბაბს კარგავს.
სააკაშვილს ეხმარება რა რუსეთის ხელისუფლება მისი მიზნების რეალიზებაში, სურს მონოპოლიზება გაუკეთოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს და წარმართოს ის რუსული და თავისი პირადი ინტერესების მიხედვით. ავადმყოფურად რეაგირებს ამ სფეროში ისეთი პიროვნებების მონაწილეობაზე, რომელთაც ძალუძთ საქართველოს სტრატეგიული ინტერესების დაცვა, რაც ავტომატურად იწვევს სააკაშვილის ანტიქართული ქმედებების მხილებას. ამიტომაც ცდილობს საქართველოს ხელისუფლება გამოთიშოს საქართველოს ეკლესია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიდან.
ამიტომაც სურთ, რომ პროცესები იყოს ფარული და საქართველოს პატრიარქი და ქართული საზოგადოება მისგან გამოთიშული, რათა მათი პროცესებში მონაწილეობით ხელი არ შეეშალოს სახელმწიფო ღალატის და ხალხის გაბითურების ამ გეგმებს.
ამიტომაც მიიჩნევენ საქართველოს ეკლესიას მათი გეგმის, საქართველოს დაშლის, მთავარ მტრად და სწორადაც მიიჩნევენ !!!
ამ მთავარი მიზეზების გამოა, რომ ასე გააქტიურდა საქართველოში საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ გეგმაზომიერი ბრძოლა, შეტევა ქრისტიანობაზე, ქართულ ცნობიერებაზე და ქართული ცხოვრების წესზე. უნდათ შანტაჟის გზით, სხვადასხვა კერძო პრობლემების საჯარო განხილვის საგნად ქცევით, ერთმორწმუნეობაზე ქილიკით, სასულიერო და საერო პირების მოსყიდვითა და გადაბირებით და მათი გამოყენებით ეკლესიის წინააღმდეგ საზოგადოებას სხვა საკითხებზე გადაატანინონ ყურადღება და დაახარჯვინონ ენერგია, გამოთიშონ ჩვენი ეკლესიის პოზიცია და მოქმედება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმიდან, საშიშროება შეუქმნან ეკლესიის ერთიანობას, რომელიც თავისთავად ქვეყნის ერთიანობის უმთავრესი ბალავარია
ეკლესია თავისთავად ცოცხალი ორგანიზმია, სადაც შეიძლება გარკვეული პრობლემა რეალურად არსებობდეს, მაგრამ მისი განზოგადება და შიდა ეკლესიური საკითხების საჯარო განხილვის მცდელობა არაეკლესიური ან ნაკლებად ეკლესიური ადამიანების მხრიდან დაუშვებელია, მით უმეტეს, რომ გარედან ჩარევა ხდება მიზანმიმართულად საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით. ყველა ჯანსაღი ორგანიზმი და მათ შორის საქართველოს ეკლესია თვითონვე მოუვლის ამ პრობლემებს, გარედან ზეწოლის შემცირების პარალელურად. მაგრამ ხელისუფლებას, რომელსაც ევალება ეკლესიის ხელშეწყობა, დღეს არის მისი მთავარი მტერი. სწორედ იქ იგეგმება ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებები. მზადდებოდა ფიზიკური ანგარიშსწორების და საპატრიარქოში შევარდნის გეგმები, ინგრეოდა ეკლესიები, ხდებოდა გზებზე არსებული ჯვრების დემონტაჟი და ბევრი სხვა უმსგავსოება, მაგრამ, გადააწყდა რა დიდ წინააღმდეგობას, ხელისუფლებას უკან დახევა მოუწია და ახლა მან სხვა ხერხს მიმართა. რაკი ხელისუფლებას ხალხში არ გააჩნია ავტორიტეტი, მის სურვილებს ახმოვანებინებენ ან პოლიტიკურ პროცესებში გაუცნობირებელ პატიოსან ადამიანებს, ან სატელიტი "ფსევდოოპოზიციის” წარმომადგენლებს, ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანებს, ან შეგზავნილ აგენტურას, მაგრამ ყველას _ "ეკლესიაზე ზრუნვის მოტივით”.
ჩვენი ამოცანაა - მტერს გავუფანტოთ იმის ილუზია, რომ მას ძალუძს ისე მოექცეს საქართველოს ეკლესიას და ქართველ ხალხს, როგორც სურს, და ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. უნდა გავუფანტოთ მას იმის ილუზიაც, რომ რომელიმე მოღალატური და დანაშაულებრივი ქმედება დაუსჯელი დარჩება.
ჩვენი ვალია _ დავდგეთ მყარად, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ჩვენი ტრადიციული ქრისტიანული ცხოვრების წესი. ჩვენ ან ვრჩებით ქართველებად და, როგორც ღვთისა და მამულის მეომრები, ჩვენი წილი საქართველოს დასაცავად ვდგებით, ან ჩვენივე სარწმუნოებრივი გულცივობის ("ნელთფილობის”), დედლობის, შინაგანი სისუსტის, ანგარების, ცდუნებისა თუ სნობიზმის გამო ვიცვლით ღირებულებათა სისტემას და ვხდებით მონები ან იარაღი ბოროტის ხელში.
გზის არჩევანი ჩვენზეა და, თუ გავითვალისწინებთ წმიდა მეფის თხოვნას "ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს”, მაშინ დიდგორის წინ მისი მოწოდება, დღესაც თითოეული ჩვენგანისათვის ბრძოლის მოტივი და გამარჯვების საწინდარი იქნება :
ეჰა მეომარნო ქრისტესანო, თუ სარწმუნოებით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ამ ურიცხვ მიმდევართ, არამედ თავად ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთო.
დღევანდელი დღე ჩვენი `დიდგორია~ და, უფლის წყალობით, ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ბრძოლა. ---- მამუკა გიორგაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Dec 20 2010, 12:44 AM
პოსტი #2


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი....

პ.ს. თუმცაღა პირადად მე, ასეთი თემების აზრი არ მესმის. რა ვაკეთოთ ეხლა ამ თემაში? ვირაცის აფსურდის გამო ტავი ვიმართლოთ? (ანუ დავიმციროთ), თუ ვლანძღოთ ამის დამწერი?

ნუთუ უფრო საინტერესო თემა არ არსებობს პატრიარქის გარშემო?


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 20 2010, 12:56 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



.ნინო
ციტატა
ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი....

ეგენი პატრიარქს არ ებრძვიან იმდენად, რამდენადაც ეკლესიას.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Dec 20 2010, 06:39 PM
პოსტი #4


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



terra

მაგით რისი თქმა გინდა? biggrin.gif biggrin.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Dec 21 2010, 02:49 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



ციტატა(.ნინო @ Dec 20 2010, 06:39 PM) *

terra

მაგით რისი თქმა გინდა? biggrin.gif biggrin.gif


რაც ვთქვი - იმის smile.gif

ანუ, ''ჩერეზ'' პატრიარქი ებრძვიან ეკლესიას და ცდილობენ მის დისკრედიტირებას.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 21 2010, 02:50 AM
პოსტი #6


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



.ნინო
ციტატა
ნუთუ უფრო საინტერესო თემა არ არსებობს პატრიარქის გარშემო?

+1 smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Dec 22 2010, 11:34 PM
პოსტი #7


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



რატო იხსნება ერთნაირი თემები? IPB-ს სურათი


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Adam
პოსტი Dec 23 2010, 08:40 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 666
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,289



იმიტომ რომ მაგათი თქმით კაგებეშნიკია და რუსეთის მთავრობასთანაა შეკრული.


--------------------
"ღმერთი კამათელს აგორებს"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 12 2011, 11:49 AM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა

პ.ს. თუმცაღა პირადად მე, ასეთი თემების აზრი არ მესმის. რა ვაკეთოთ ეხლა ამ თემაში? ვირაცის აფსურდის გამო ტავი ვიმართლოთ? (ანუ დავიმციროთ), თუ ვლანძღოთ ამის დამწერი?

ნუთუ უფრო საინტერესო თემა არ არსებობს პატრიარქის გარშემო?

აგაშენა ღმერთმა.
მაგას შევასრულებ ახლავე... biggrin.gif biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 05:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი