IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> მიმართვა პრეზიდენტს, სამთავრობო და არასამთავრობო, ორგანიზაციებს
უჭერთ თუ არა მხარს მიმართვის ტექსტს?
უჭერთ თუ არა მხარს მიმართვის ტექსტს?
დიახ [ 49 ] ** [84.48%]
არა [ 9 ] ** [15.52%]
სულ ხმები:: 58
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
KAIROS
პოსტი Jul 11 2008, 10:40 PM
პოსტი #21


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კვლავ ვაცხადებთ, რომ თუ არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი სავსებით კანონიერი მოთხოვნები და საზოგადოებრივი აზრის სრული იგნორირებით მოხდება ამ ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის უფლებებისა და ღირსების შემლახავი დებულებების დაკანონება, იძულებული ვიქნებით ვაღიაროთ, რომ ძალადობის, უხამსობისა და უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდა სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანი ხდება, რამაც შეიძლება ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფოებრიობა დამანგრეველ შედეგებამდე მიიყვანოს. ამიტომ სხვა გზა არ დაგვჩება, და მოგვიწევს მივმართოთ კანონით დაშვებული წინააღმდეგობის ყველა ფორმას.

ნუ რა არის ახლა ეს ან რა ამის ადგილია მართლ. ფორუმში? მიტინგია თუ შიმშილობა...
მოკლედ ჩანაფიქრი გასაგებია, ტექსტი რთული, ტონი მიუღებელი და ერთიანობაში არ ვუჭერ მხარს, არ შეიძლება ასე დემონიზირება მეორე მხარისა, არაა ეგ როგორც აღნიშნეს საეკლესიო და ეკლესიურთა ენა...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jul 12 2008, 01:34 AM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(mwereli @ Jul 11 2008, 09:28 PM) *

კაი თუ არაფერი აზრი არ ექნება მაშინ იქნებ ვინმემ უკეთესი თქვას.მართლა!პასუხიც იქნება და ყველაფერი.მესმის რომ წასაკითხად ძნელია,მაგრამ წარმოიდგინეთ მისი დამუშავება რამდენად ძნელია ხო?ჩვენ ორი წლის განმავლობაში ამაზე ვმუშაობდით და მზა სახით გამოვიტანეთ საზოგადოების წინაშე.იმედი გვაქვს მხარდაჭერის იმიტომ რო ეს ყველას ეხება და ყველასთან მიდის სახლში უხამსობა და ძალადობა,არა მგონია ვინმეს მოწონდეს ეს.რაც შეეხება გამოხმაურებას,ინტერნეტითაც იყო და გაზეთებითაც,ასევე გააშუქა "კავკასიამ"."რუსთავზეც" ყოფილა მცირედ.9 ივლისის და 10 ივლისის"რეზონანსში"ძაან ვრცელი სტატიაა და თანაც კარგი.10 ივლისის "ყველა სიახლენშიცაა"სტატია. ინტერნეტში მედია.ჯი სულ წერს ჩვენზე.და სხვებიც(ფაქტი.ჯი...)საპატრირქოს ტელევიზიაზე ორჯერ აჩვენეს ჩვენი გადაცემა,საპატრიარქოს რადიოშივე ასევე ორჯერ იყო ამაზე გადაცემა,"საპატრიარქოს უწყებანმაც" დაბეჭდა და მრევლთან მივიდა ეს ინფორმაცია.შაბათს რადიო იმედის დღის თემა იქნება და იქაც ჩვენ ვიქნებით.თან უნდათ ჩვენი დაბლოკვა მაგრამ არ გამოდით.ორშაბათს საზოგადოებრივ მაუწყებელს ვხვდებით ამ თემაზე....და თუ კაცმა მისი შინაარსი არ წაიკითხე, საფუძვლიანად როგორ გეცოდინება?მერწმუნეთ რომ ღირს ბრძოლა,ოღონდ დაკვირვებით,არგუმენტებით,კომ
პეტენტურობით,ცოდნით და მადლით.უფალი მეფობს და ის აღასრულებს ყოველივეს,უბრალოდ შენც უნდა მოინდომო ცოტა.რა ვიცი იმედია მეტად დაგვიდგებით მხარში სიტყვით მაინც,ძალიან ბევრს ნიშნავს ესეც. პატივისცემით და სიყვარულით თორნიკე კვინიკაძე


იცი აქ მხარში დადგომაზე არ არის. მე სიტყვაზე კი დაგიდგები მხარში მაგრამ სხვა არ დაგიდგება, ამასთან აწყობს კი ეს იქ იმათ ვინც ზემოთ

ზის?! პასუხი ცალსახაა, დაწერაც არ ღირს. ამ ქვეყანაში ხალხმა, რაც მოითხოვა, თუნდაც მიტინგით, არაფერი ბოლომდე არ

დაკმაყოფილდა და თუ რაიმე შეიცვალა ისიც მას მერე, რაც 100 000 კაცი გარეთ გამოვიდა. ასე რომ

მგლის თავზე სახარების კითხვის დრო არ არის, იმისთვის რომ ზნეობამ გაიმარჯვოს ზნეობრივი ხალხისგან უნდა

ითხოვდე ამას, შენ კი მე მგონია ცოტა მისამართი შეგეშალა biggrin.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Jul 12 2008, 03:06 AM
პოსტი #23


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif შინაარს კი ვეთანხმები,მაგრამ ჯერ ერთი საკმაოდ დიდი ტექსტია, და დახვეწა აკლია,როგორც იურიდიულად ისე სტილისტურად,მეორე არა მგონია ვინმემ მაღალ ეშელონებში დიდად თავი შეიწუხოს ამის,არათუ გაზიარების,არამედ წაკითხვითაც კი,სამწუხაროდ ასეთი რეალობაა დღეს,უპირველესად უნდა მოხდეს საზოგადოების კონსოლიდაცია,აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით და მტკიცედ დაისვას საკითხი ასეთი თავაშვებული ქმედებების აღსაკვეთად,რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნას ზნეობრივად და მორალურად.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
daviti_23
პოსტი Jul 12 2008, 06:29 AM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 284
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,021



ტექსტი კარგია ერთი რაც მგონია ეს შეიძლება იყოს პრობლემა რომ ვერ აუღონ ალღო დღევანდელმა ხელისუფლების წევრებმა ამას განათლება და მონდომება სჭირდება აქვთ ეს მათ?თუმცა ცდა რომ არ უნდა დააკლო მესმის ყველანაირად გვერდში ვარ უბრალოდ ზოგს არ ესმის ტონის მნიშვნელობა ახლა ასეა საჭირო იქნებ რამე გამოსტყუონsmile.gifიხარეთ!!!


--------------------
ჭეშმარიტება არის ნათელი და ამავდროულად მარტივი,რომელსაც ჩვენი ბნელი და რთული მისწრაფებების გამო ვერ შევიცნობთ.რაც სწორედ ღრუბელივითაა მზიან ამინდში რომელიც ესოდენ აშორებს ჩვენი თვალთახედვიდან მზეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Jul 12 2008, 09:49 AM
პოსტი #25


დაურეგისტრირებელი









დღეს არა და ხვალე წაიკითხავენ smile.gif
ისე ტექსტი კარგია, გაუგზავნეთ...
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Jul 12 2008, 11:46 AM
პოსტი #26


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



მე ვუჭერ მხარს ამ ტექსტს. ხელი რომ ჩავიქნიოთ და მარტო ის ვიძახოთ, მაინც არაფერი გამოვა ამისგან, შედეგიც არ მოყვება.
ასე რომ გამოვაფხიზლოთ ერთი ჩვენი ზემდგომი ორგანოები,თორემ ჩაძინება- ჩათვლემის მდგომარეობაში არიან.
არც ისე გრძელი ტექსტია 15 წუთი სჭირდება წასაკითხად.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mwereli
პოსტი Jul 12 2008, 10:45 PM
პოსტი #27


tornike
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 6-July 08
მდებარ.: tbilisi.saburtalo
წევრი № 5,276



ციტატა(KAIROS @ Jul 11 2008, 10:40 PM) *

ნუ რა არის ახლა ეს ან რა ამის ადგილია მართლ. ფორუმში? მიტინგია თუ შიმშილობა...
მოკლედ ჩანაფიქრი გასაგებია, ტექსტი რთული, ტონი მიუღებელი და ერთიანობაში არ ვუჭერ მხარს, არ შეიძლება ასე დემონიზირება მეორე მხარისა, არაა ეგ როგორც აღნიშნეს საეკლესიო და ეკლესიურთა ენა...

ალბათ აუცილებელია და ძალიანაც, რომ ამ თემებზე გვქონდეს საუბარი,მიმდინარეობდეს აზრების გაცვლა,ერმანეთის შევსება... მაგრამ რაც შეეხება მიტინგებს და შიმშილობებს,ეს ფორმები ძირითადად პოლიტიკურ მოთხოვნებს სდებს თან,და ჩვენგან სადმე წერია პოლიტიკაზე?ის რომ მოზარდი დაცული უნდა იყოს ელემენტარულად ძალადობის გრაფიკულად ამსახველი სცენებისაგან და პორნოგრაფიისაგან,ის რომ 7 წლის ბავშვი
თავის დედიკოსთან,და-ძმასთან ერთად ბილწსიტყვაობას არ უნდა უსმენდეს,ან როცა შეგილახავენ ყველაზე დიდს,ღირსებას.და უფლება არ გექნება მიმართო სასამართლოს,მერე რა ვქნათ?ვთქვათ რომ შანსი გვქონდა თუნდაც 1% მაინც გამოგვეგლიჯა,მაგრამ ესეც არ გავაკეთეთქო?.ბოლოს უკვე შედეგი ჩანს და მერე გვიანი იქნება. ვიძახოთ, არა აქვს აზრი,მაინც არაფერი გამოვა...ვინ მოგისმენს...ეს ხომ ისტორიული პროცესია?დღეს არა ხვალ გამოვა,ხვალ არა?ზეგ გამოვა,ცოტა მაინც,მერე უფრო მეტი,ესე ნელ ნელა მგარამ აუცილებლად,აუცილებლად გამოვა!ახალგაზრდები არა ვართ?პესიმიზმი რა მოსატანია.ვინცო ამ მცირეთაგანს დააბრკოლებსო უმჯობესია წისქვილის ქვა დაკიდონო...დუმილი თანაგძნობას იწვევს ლევან რამიშვილისთვის და მისთანებისთვის,რა ამის გამოცდილებაც არა გვაქვს?ისევ და ისევ ვიმეორებ,ჩვენ არასოდეს გამოვალთ კორექტულობისა და ზომიერების ფარგლებს გარეთ,მაგრამ ვიქნებით ყურადღებით და მტკიცედ.ვიყოთ ერთად!ჩვენ ვიცით რომ მართლმადიდებლობა გულისხმობს საღ და ჯანსაღ ცნობიერებას და გამორიცხავს ფანატიკურ მიდგომებს საგნებისადმი და როცა მტკიცედ უპირისპირდები ბიძაშვილების კოცნასა და დაქორწინებებს(რომლითაც გაჯერებულია ჩვენი ტელესივრცე..სერიალებში)და იმ ყველაფერს რაც ვთქვი ზემოთ (და კიდევ მაგნაირი რამდენი...)არა მგონია ცდებოდე.პატრიარქმაც ერთერთ ბოლო ქადაგებაში(29 ივნისი)აღნიშნა რომ ახალგაზრდებს სწორი წარმოდგენა აქვთ ამ ყველაფერზეო,მხარი დაგვიჭირა და თავადაც მიმართა მკაფიოდ მაუწყებლებს,მთავრობას.და არა მგონია მასზე დიდი ქრისტეანი მზრუნველი ვიყოთ ვინმე საქართველოში.ეს საერთო საქმეა,მისივე თხოვნაა რომ ჩვენ ყველამ დავიცვათ ჩვენ ჩვენი წილი საქართველო,მე მგონი ისეთს არაფერს ვითხოვთ რაც არ გვეკუთვნის,ისტერიული ტონი კი არა მაქვს, უბრალოდ გვტკივა და ეგაა.მარა ყველაფერი კარგად იქნება,უფალი კეთილ არს,უფალი ტკბილ არს,უფალი ძლიერ არს!ის აღასრულებს ყოველივეს,უბრალოდ სულ ცოტა მონდომება მაინ რომ ვანახოთ...იხარეთ ორსავ სოფელსა შინა!კაირო ხო გესმის?მაპატიეთ ამხელა ტექსტებს რომ ვწერ smile.gif მინდა ყველაფერი გითხრათ.გაიხარეეეეთ


--------------------
უფალი მეფობს!

იპოვე საკუთარი გულის კარები,და ნახავ რომ ის ცათა სასუფევლის კარია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 12 2008, 11:38 PM
პოსტი #28


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
ყველაფერს თავი რომ დაანებო, დაწერილია ისტერიული ენით

ვერ დაგეთანხმები, ისტერიული ენა ეგ არ არის. გასაგებია, რომ გრძლად არის დაწერილი, მაგრამ მაგას თავისი მიზეზი აქვს. 2 სიტყვით იმის დაწერა, რომ არ ვარგა და არ მოგვწონს, უფრო დაემგვანებოდა ისტერიულ ტონს, რადგან დასაბუთება არ ექნებოდა თან. ახლა ასე თუ ისე გამოკვეთილია კოალიციის პოზიცია, მიდგომა საკითხისადმი და რაც მთავარია, მოცემულია კონკრეტული შენიშვნები ქცევის კოდექსის პროექტის თაობაზე.

ანუ, წამკითხველი გაიგებს.

P.S. თუ ვინმე გეგმავს მაგის წაკითხვას, მაგდენსაც წაიკითხავს, ხოლო თუ არ აპირებს, მაშინ გინდ 10 გვერდი დაგიწერია და გინდ 2. მაინც არ აქვს აზრი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 14 2008, 12:49 AM
პოსტი #29


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კაირო ხო გესმის?

კაირო არ ვარ, არც ქაირო, არამედ კაიროს-ი...(განმარტება წერია ინტერნეტში და აქაც)
შენ ისევ მიტინგი ჩაატარე პასუხის გაცემის მაგივრად, შენიშვნები იყო ჩამოყალიბებული და არგუმენტირებულად უნდა გასცე პასუხი და არა სერიალები განიხილო,
ციტატა
კვლავ ვაცხადებთ, რომ თუ არ იქნება გათვალისწინებული ჩვენი სავსებით კანონიერი მოთხოვნები და საზოგადოებრივი აზრის სრული იგნორირებით მოხდება ამ ანტიკონსტიტუციური, ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობის უფლებებისა და ღირსების შემლახავი დებულებების დაკანონება, იძულებული ვიქნებით ვაღიაროთ, რომ ძალადობის, უხამსობისა და უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდა სახელმწიფოებრივი ზრუნვის საგანი ხდება, რამაც შეიძლება ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფოებრიობა დამანგრეველ შედეგებამდე მიიყვანოს. ამიტომ სხვა გზა არ დაგვჩება, და მოგვიწევს მივმართოთ კანონით დაშვებული წინააღმდეგობის ყველა ფორმას.

ეს ტონი არის ისტერიული, და ვერაფრით ვერ დავეთანხმები კანონისტს, რომელიც ამას უარყოფს, ეს იმდენად ნათელია, რომ უბრალოდ არ მეგონა მათი ხაზგასმა თუკი დამჭირდებოდა, არც ეს კატეგორიულობაა მიუღებელი მართლმადიდებლური ფორუმისათვის და არც ხელისუფლების ბრალდება თუ ისე არ მოიქცევით ჩვენ რომ გვინდა მაშინ დემონიზირების პროცედურებს მივმართავთო, ეს ყოვლადმიუღებელია ქრისტიანული აზროვნებისათვის!
არავინ უარყოფს იმას, რომ საჭიროა ზნეობისა და მორალის დაცვა და ამას ჩვენ უკვე დავუჭირეთ მხარი, ჩვენი შენიშვნა ეხებოდა, მართლაც არაპრაქტიკულ ტექსტს, მიუღებელ, ისტერიულ და კატეგორიულობით სავსე ტონს და შავ-თეთრ აზროვნებას, ან ასე ან ჯანდაბისაკენ გზა...
ეს იყო შენიშვნები და ამაზე დაწერე აწი და არა წერო მორალზე ლექციები...
ეს იყო სულ, მე დაკავებული ვარ და ხშირად ვერ შემოვალ, ალბათ საერთოდ შემოდგომამდის ასე იქნება, ამიტომ შესაძლო დუმილი თანხმობად არ მიიღოთ, კიდევ ერთხელ ვწერ, ზემოთხსენებული ტექსტი ჩემთვის მიუღებელია, არა თავისი მიზნის, არამედ თავისი ტონისა და ფორმის გამო...
იხარე,
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Jul 14 2008, 01:23 AM
პოსტი #30


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



შეიძლება ბევსრ ეგონოს, რომ ისტერიული ენითაა დაწერილი, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ქვეყანაში განვითარეული მოვლენები, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში გვაძლევს საფუძველს მსგავსი მოსაზრება და აზრი დავაფიქსიროთ, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატრიოტი ქართველები და გვაწუხებს საკუთარი სამშობლოს ნ\მომავალი.
ასევე მინდა ავღნიშნო, ჩემდა სამწუხაროდ, რომ ქვეყანის მმართველობას ამ ეტაპზე არ ცხელა საამისოდ და ბევრად სხვა პრობლემებს აგვარებს, (თუნდაც ინფლაციას ებრძვის, სასაცილოა რა).
ის რომ დღეს ფინდამენტალისტური და ეროვნული ხასიათის აზრი და შეხედულება დაჩრდილულია ფაქტია. sad.gif
ქართულ სამაუწყებლო სივრცეში პაქტიკულად არ არსებობს გადაცემა, რომელიც გაამდიდრებს და გააფართოებს საუკუნეების მანძილზე ნაშენებს ქართულ იდეოლოგიასა და მართმადიდებლობას.
სირცხვილია, როცა პოსრევოლუციურ პერიოდში კანონები იწერებოდა თავისუფლების ინსტიტუშ, როცა არსებობენს პიროვნებები, რომლებსაც შეუძლიათ საკანონმდებლო ბაზის იდეალური ფორმირება.
იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მცდელობა და კანონისტის მიერ დაწერილი უნიკალური და უზუსტეს მიმართვა ქვეყნის უმაღლესი პირების მიმართ გათვალისწინებული იქნება და შესაბამიზი ღონისძიებები გატარდება.
დიდი მადლობა ყველა ქართველ პატრიოტს,
პატისვისცემით, რიგითი, მართმმადიდებელი პატრიოტი ლაშა ფალავანდიშვილი.
გფარავდეთ ღმერთი!!!


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 14 2008, 02:24 AM
პოსტი #31


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
შეიძლება ბევრს ეგონოს, რომ ისტერიული ენითაა დაწერილი

არაა საჭირო მეგობარო გაფიცხება, არაფერი არ გვგონია, არამედ ფაქტებით ვწერთ და ვამტკიცებთ, მშვიდად მიიღეთ შენიშვნა, ასე აჯობებს, დამიჯერე მშრალად და უარგუმენტოდ არ დაგვიწერია, რაც აშკარა იყო იმაზე მიგანიშნეთ, თორემ პატრიოტიზმი არ გვესწავლება smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 14 2008, 04:10 AM
პოსტი #32


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ფაქტი ერთია - დამნაშავეები სხედან ტელეეკრანებთან და უყურებენ უფრო მეტად დამნაშავეთა ტელე-პროდუქციას...

ერთია მოითხოვდე სიბილწეს და მეორეა გიკმაყოფილებდნენ... შესაბამისად საზოგადოების უმრავლესობის ნებას ახლა წინააღმდეგობას სახელმწიფო კი არ უწევს, არამედ ეკლესია, რომელიც ცდილობს შეგონებით განარიდოს პიროვნება ისეთ ურთიერთობას სამყაროსთან, რომელიც ხელს შეუშლის სულიერი სრულყოფისა და განღმრთობის გზას... სურს ეს საზოგადოების "აბსოლუტურ უმრავლესობას"? არ ვიცი მე რომელ ქვეყანაში ვცხოვრობ, მაგრამ ამ მხრივ დადებითი არაფერი შემიმჩნევია.

ფარისევლობამ უკვე ღრმად მოიკიდა ფეხი, ბუნებრივია ნებისმიერი ადამიანი სასულიერო პირს ეტყვის რომ პორნოგრაფიას მასზე "მავნე ზეგავლენა" აქვს, მაგრამ როგორც კი ანაფორა თვალს მიეფარება, საზოგადოებაში "ბნელად არ ჩამთვალონ" - შიშით დაიწყებს თვალთმაქცობას.. და ესეთია ძალიან, ძალიან ბევრი... ჩვენი საზოგადოების ფსევდოობამ უკვე კარგა ხანია მოიგო ძალიან ბევრი ოდიოზური ელემენტის გული და სამწუხაროდ ახლა ჩვენ გვიწევს მათთან ურთიერთობაში ვაღიაროთ რომ მოთხოვნა მართლაც არსებობს...

ნებისმიერი აკრძალვა და კანონი სახელმწიფოში, რომელიც არ ასახავს საზოგადოების ნებას არის უტოპია, ხოლო ნებისმიერი მცდელობა დაამკვიდროს მასში კანონი, რომელსაც ნებით არ დათანხმებიან, დასაჭურისების მცდელობა.

მესმის რომ ჩვენ ძალიან გვინდა საზოგადოება იყოს დაცული, ქრისტიანული, მაღალზნეობრივი და ა.შ, და ა.შ მაგრამ საქმე იმაშია, რომ აღარ მოგვინდებოდა, თუ ეს რეალობა გვექნებოდა...მაგრამ რა ვუყოთ რომ არ გვაქვს... ჩემი აზრით აქ უკვე იწყება შიდა ეკლესიური საქმიანობა, რომელიც მრევლის აღზრდასა და შეგონებაში, მისი ამტანიანობისა და სწორი დამწყემსვის მოტივებში უნდა ვეძებოთ უპირველესად............

არ ვიცი რამდენად სწორად ჩამოვყალიბდი....



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mwereli
პოსტი Jul 14 2008, 10:15 AM
პოსტი #33


tornike
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 6-July 08
მდებარ.: tbilisi.saburtalo
წევრი № 5,276



ციტატა(KAIROS @ Jul 14 2008, 12:49 AM) *

კაირო არ ვარ, არც ქაირო, არამედ კაიროს-ი...(განმარტება წერია ინტერნეტში და აქაც)
შენ ისევ მიტინგი ჩაატარე პასუხის გაცემის მაგივრად, შენიშვნები იყო ჩამოყალიბებული და არგუმენტირებულად უნდა გასცე პასუხი და არა სერიალები განიხილო,
ეს ტონი არის ისტერიული, და ვერაფრით ვერ დავეთანხმები კანონისტს, რომელიც ამას უარყოფს, ეს იმდენად ნათელია, რომ უბრალოდ არ მეგონა მათი ხაზგასმა თუკი დამჭირდებოდა, არც ეს კატეგორიულობაა მიუღებელი მართლმადიდებლური ფორუმისათვის და არც ხელისუფლების ბრალდება თუ ისე არ მოიქცევით ჩვენ რომ გვინდა მაშინ დემონიზირების პროცედურებს მივმართავთო, ეს ყოვლადმიუღებელია ქრისტიანული აზროვნებისათვის!
არავინ უარყოფს იმას, რომ საჭიროა ზნეობისა და მორალის დაცვა და ამას ჩვენ უკვე დავუჭირეთ მხარი, ჩვენი შენიშვნა ეხებოდა, მართლაც არაპრაქტიკულ ტექსტს, მიუღებელ, ისტერიულ და კატეგორიულობით სავსე ტონს და შავ-თეთრ აზროვნებას, ან ასე ან ჯანდაბისაკენ გზა...
ეს იყო შენიშვნები და ამაზე დაწერე აწი და არა წერო მორალზე ლექციები...
ეს იყო სულ, მე დაკავებული ვარ და ხშირად ვერ შემოვალ, ალბათ საერთოდ შემოდგომამდის ასე იქნება, ამიტომ შესაძლო დუმილი თანხმობად არ მიიღოთ, კიდევ ერთხელ ვწერ, ზემოთხსენებული ტექსტი ჩემთვის მიუღებელია, არა თავისი მიზნის, არამედ თავისი ტონისა და ფორმის გამო...
იხარე,
კაიროსი!

რატო ფიქრობ რომ ეგრე ვაზრონებთ?ჩვენ ვიძახით რომ არ უნდა ხდებოდეს საზოგადოებრივი განსჯის უგულვებელყობით ის ყველაფერი რაც ხდებათქო,მათ სისუსტე ჰგონიათ როცა ესაუბრები:" ესე ხომ არ აჯობებს","იციით?"უმჯობესი იქნება"და ა.შ.ჩვენ ეს გამოვცადეთ,ძალიან ბევჯერაც.ერთ ერთ წინა შეხვედრაზე კომისიის ხელმძღვანელი იცინოდა როცა ამ საკითხებს განვიხილავდით,ვკითხეთ რა იყო ამაში სასაცილო და იცი რა გვიპასუხა?ჩემი საქმეა ვისაც მინდა იმას დავცინებო,დღეს მას ყველაზე დიდი 14 000 ლარი აქვს ხელფასი.ანუ მათ ჩვენი პოზიცია სასაცილოდ მიაჩნდათ და დავინახეთ რომ ამას შედეგი არ მოჰყოლია.პირიქით,სისუსტედ ჩაგვითვალეს და კიდევ უფრო გააუარესეს პროექტი,მაგ:ადრე წყალგამყოფი 22:00 საათი იყო, დღეს 20:00 საათია!მე არ გეთანხმები იმაში რო ტონი არის ისტერიული და მიუღებელი.არც იმაში რომ მიტინგებს ვატარებ აქ,რა შუაშია?ჩვენ რომ არ გვეაქტიურა ზუსტად ამ ფორმით და მკაფიოდ, ამ დოკუმენტის არსებობის შესახებ ვერც შენ შეიტყობდი კაიროს და ვერც ვერავინ.როცა ყველა ტელევიზია გბლოკავს რომ არ დააფიქსირო შენი აზრი და არ გააცნო ხალხს თუ რასთანა გვაქვს სინამდვილეში საქმე,მერე ცოტა უფრო მეტი უნდა ეცადო და დადგე მტკიცედ.რა, პატრიარქის,წმინდა სინოდისა თუ საპატრიარქოს პოზიცია არ იყო მტკიცე და მკაფიო?ეს ისეთი თემაა რაზეც უბრალოდ ვერ ისაუბრებ,ეს ხომ მომავალს ეხება?რაც შეეხება ხელისუფლების თემას,ჩვენ არც ოპოზიცია ვართ და ართ მათი ფორმებით ვმოქმედებთ,დემონიზირებას კი არ ვახდენთ მათი,არამედ მათი იმედი გვაქვს ამ საკითხებში,მაგიტომაც მივმართავთ მათ.სახალხო დამცველმა რაღაც საკითხებში საზოგადოდ დაგვიჭირა უკვე მხარი.რაც შეეხება შავ თეთრ აზროვნებას,ძალიან არაკორექტული შენიშვნა იყო შენ მიერ გამოთქმული,ესე საუბარი მისაღებია მართლმადიდებლური ფორუმისთვის?ან ესაა საეკლესიო ენა?თუ დაუკვირდები როგორი რადიკალური ტონი(!!!)და პოზიცია გაქვს თვითონ.ტერმინები...მართლა არაკორექტული იყო ყველაფერი


--------------------
უფალი მეფობს!

იპოვე საკუთარი გულის კარები,და ნახავ რომ ის ცათა სასუფევლის კარია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mwereli
პოსტი Jul 14 2008, 11:07 AM
პოსტი #34


tornike
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 6-July 08
მდებარ.: tbilisi.saburtalo
წევრი № 5,276



ციტატა(მნათე @ Jul 14 2008, 04:10 AM) *

ფაქტი ერთია - დამნაშავეები სხედან ტელეეკრანებთან და უყურებენ უფრო მეტად დამნაშავეთა ტელე-პროდუქციას...

ერთია მოითხოვდე სიბილწეს და მეორეა გიკმაყოფილებდნენ... შესაბამისად საზოგადოების უმრავლესობის ნებას ახლა წინააღმდეგობას სახელმწიფო კი არ უწევს, არამედ ეკლესია, რომელიც ცდილობს შეგონებით განარიდოს პიროვნება ისეთ ურთიერთობას სამყაროსთან, რომელიც ხელს შეუშლის სულიერი სრულყოფისა და განღმრთობის გზას... სურს ეს საზოგადოების "აბსოლუტურ უმრავლესობას"? არ ვიცი მე რომელ ქვეყანაში ვცხოვრობ, მაგრამ ამ მხრივ დადებითი არაფერი შემიმჩნევია.

ფარისევლობამ უკვე ღრმად მოიკიდა ფეხი, ბუნებრივია ნებისმიერი ადამიანი სასულიერო პირს ეტყვის რომ პორნოგრაფიას მასზე "მავნე ზეგავლენა" აქვს, მაგრამ როგორც კი ანაფორა თვალს მიეფარება, საზოგადოებაში "ბნელად არ ჩამთვალონ" - შიშით დაიწყებს თვალთმაქცობას.. და ესეთია ძალიან, ძალიან ბევრი... ჩვენი საზოგადოების ფსევდოობამ უკვე კარგა ხანია მოიგო ძალიან ბევრი ოდიოზური ელემენტის გული და სამწუხაროდ ახლა ჩვენ გვიწევს მათთან ურთიერთობაში ვაღიაროთ რომ მოთხოვნა მართლაც არსებობს...

ნებისმიერი აკრძალვა და კანონი სახელმწიფოში, რომელიც არ ასახავს საზოგადოების ნებას არის უტოპია, ხოლო ნებისმიერი მცდელობა დაამკვიდროს მასში კანონი, რომელსაც ნებით არ დათანხმებიან, დასაჭურისების მცდელობა.

მესმის რომ ჩვენ ძალიან გვინდა საზოგადოება იყოს დაცული, ქრისტიანული, მაღალზნეობრივი და ა.შ, და ა.შ მაგრამ საქმე იმაშია, რომ აღარ მოგვინდებოდა, თუ ეს რეალობა გვექნებოდა...მაგრამ რა ვუყოთ რომ არ გვაქვს... ჩემი აზრით აქ უკვე იწყება შიდა ეკლესიური საქმიანობა, რომელიც მრევლის აღზრდასა და შეგონებაში, მისი ამტანიანობისა და სწორი დამწყემსვის მოტივებში უნდა ვეძებოთ უპირველესად............

არ ვიცი რამდენად სწორად ჩამოვყალიბდი....

თუ გინდა ეკლესიაზე იზრუნოო,შენ თავზე იზრუნე,როგორც ეკლესიის წევრზე და ნახავ რომ ამით დედა ეკლესია უკეთესი იქნებაო.გეთანხმები იმაში რომ ჩვენ მაშინ გამოვაჩენთ ჩვენს ნამდვილ მეს როცა საზოგადოებაში კი არ ვტრიალებთ(თუმცა აქაც ჩანს)არამედ მაშინ როცა ჩვენს თავთან მარტო ვართ,გურამ დოჩანაშვილს ააქვს ერთგან, რომ ნუ შეგშურდებათ მათი ვინც არიან გაბღენძილებიო,ან დღეს ესა აქვთ,იმას აკეთებენო...რადგან ძილის წინ არსებობს ერთი წამი,ერთი გარდამავალი წამი როცა ყველამ იცის სინამდვილეში ვინ ვინ არისო!არ შეიძლება არ დაეთანხმო მას.საზოგადოებას ჩვენ ვქმნით,რაღაცას ცუდად ვაკეთებთ რაღაცას კარგად.მაგალითად ერთხელ 11 კილოს ვყიდულობდი რაღაცას და გამყიდველი 8 კილოს მაძლევდა.ანუ მთელ 3 კილოს მატყუებდა,ამის მერე რა უნდა თქვა სხვაზე თქო,ამან ის შეჭამა იმან ის გვიქნაო,შენც ხომ იგივეს შვები,უბრალოდ შენ უფრო მცირე მაშტაბები გაქვს და მცირედ ჩანს,შენც იგივეს გააკეთებდი იქ რო იყო თქო.შეიძლება ადამიანი მის სულის კუნჭულში რაღაცას უშვებდე,რაღაცას სცოდავდე,მერე მოინანიო და ეს მხოლოდ შენ გეხებოდეს, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცეები რისი დაკანონება და თავს მოხვევა საზოგადოებისათვის არ უნდა ხდებოდეს ხო?როცა იცი რა ღირებებულებით მოვიდა იგი დღემდე.კაი მე და შენ მნათე,სხვამ, გადავწყვეტთ რა მივიღოთ და რა არა,მაგრამ რა ქნას 5 წლის პატარა ბავშვმა?როცა ნახავს რო აქ ესაა,იქ ის,ის ხო ძალაუნებურად მას პატარაობიდანვე შეითვისებს და მისთვის ჩვეულებრივი იქნება ბევრი რამე,მათზე ხო ყველამ უნდა ვიზრუნოთ მიუხედავად ჩვენი ცოდვილობისა?და ზუსტად ამასაა რო ვცდილობთ,აქ დაცვის ბერკეტებზეა საუბარი რო ადამიანს არჩევანი ჰქონდეს რას უყუროს და რას არა,თორე თუ ვინმეს რამე უნდა ის ამას უყურებს,ეს მისი ნებაა და ამაში ჩვენ რა გვესაქმება.ღმერთიც კი არ აცხოვნებს ძალით ადამიანს თუ მას ეს არ უნდა,მაგრამ ყოველთვის იცავს მას ცუდისაგან და მასთანაა.არსებობს პირადი და არსებობს საერთო,და ეხლა ჩვენ ამ საერთოზე ვლაპარაკობთ,არ უნდა იყოს ზოგადად ძალადობით და მისთანებით ჩვენზე ზეწოლა.თუმცა ყველამ თავის თავზე უნდა იზრუნოს და იყოს უფალში.


--------------------
უფალი მეფობს!

იპოვე საკუთარი გულის კარები,და ნახავ რომ ის ცათა სასუფევლის კარია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jul 14 2008, 05:02 PM
პოსტი #35


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მართლა არაკორექტული იყო ყველაფერი

მე მეგობარო ჩემი დაგიწერეთ, ვისაც ძალუძს შენიშვნის მიღება მიიღებს, გიმეორებ კიდევ ერთხელ პრობლემის არსებობს არავინ უარყოფს, ნუ იმეორებ ერთიდაიგივეს, მოკლედ პასუხი დაგიწერეთ რატომ არ ვუჭერ მხარს, და მორჩა არაა საჭირო ახლა პასუხის გაცემა, წარმატებებს გისურვებთ, არა ვართ არც ჩვენ მტრები, მოყვარე რომ ვარ მოყვრულად რომ ვფიქრობ ამიტომ დაგიწერეთ შენიშვნა, თორემ დუმილი მოყვასის შეცდომაზე მტრის არჩევანია...
აბა იხარე და კარგად:
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jul 14 2008, 05:49 PM
პოსტი #36


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ცოტა უცნაურ მდგომარეობაში ვარ, მაგრამ მინდა დავწერო, რომ ხანდახან ასეთი ტონი გამართლებულია. ვერ ვიგებ რატომ, მაგრამ ქართული კანონმდებლობა ძალიან უცნაურია რელიგიური საკითხების მიმართ. არის კანონები, რომლის მსგავსიც თვით საბერძნეთს არ აქვს ეკლესიის სასარგებლოდ, და არის კანონები, რომლისაც თვით სსრ კავშირსაც შერცხვებოდა.

ზოგჯერ შეჯანჯღარება საჭიროა yes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Jul 14 2008, 09:35 PM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



მთავარია შედეგი თუ ეგ ტონი გამოიღებს შედეგს რატომაც არა?!


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Jul 14 2008, 11:44 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Iona @ Jul 14 2008, 09:35 PM) *

მთავარია შედეგი თუ ეგ ტონი გამოიღებს შედეგს რატომაც არა?!


ღმერთმა ჰქნას მაგრამ ტონი მარტო ვერ უშველის საქმეს, აქ საზოგადოების ფართო ფენებია

ჩასართველი, მათი ჩართვა როგორც პრაქტიკამ ანახა მხოლოდ პოლიტიკოსებს შეუძლია დღევანდელ

საქართველოში.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kmunebi
პოსტი Jul 15 2008, 12:33 AM
პოსტი #39


ლაშა–გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,367
რეგისტრ.: 11-April 08
მდებარ.: ბათუმი (Porto Franco)
წევრი № 4,538



კაცო ვისმჯელოთ და შევაჯეროთ აზრები. ცოტა დიპლომატიაც შევაპაროთ წერილს და მაგასაც თუ აღარ მიაქციეს ყურადღება,აღარაა დროს ფერების!!!

გგადავიფიქრე, არანაირი დილომატია, რადიკალიზმი და პრინციპული მიდგომა!!!


--------------------
"გამარჯვება ერთისა თუ მეორისა, ჰოსი თუ არასი, ყოველთვის არა ჰნიშნავს ჭეშმარიტების გამარჯვებას, მაგრამ მაინც ჰოსა და არას ჭიდილია ერთად-ერთი გზა ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა"

ილია ჭავჭავაძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Jul 15 2008, 02:57 AM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა(mwereli @ Jul 14 2008, 07:07 AM) *

თუ გინდა ეკლესიაზე იზრუნოო,შენ თავზე იზრუნე,როგორც ეკლესიის წევრზე და ნახავ რომ ამით დედა ეკლესია უკეთესი იქნებაო.გეთანხმები იმაში რომ ჩვენ მაშინ გამოვაჩენთ ჩვენს ნამდვილ მეს როცა საზოგადოებაში კი არ ვტრიალებთ(თუმცა აქაც ჩანს)არამედ მაშინ როცა ჩვენს თავთან მარტო ვართ,გურამ დოჩანაშვილს ააქვს ერთგან, რომ ნუ შეგშურდებათ მათი ვინც არიან გაბღენძილებიო,ან დღეს ესა აქვთ,იმას აკეთებენო...რადგან ძილის წინ არსებობს ერთი წამი,ერთი გარდამავალი წამი როცა ყველამ იცის სინამდვილეში ვინ ვინ არისო!არ შეიძლება არ დაეთანხმო მას.საზოგადოებას ჩვენ ვქმნით,რაღაცას ცუდად ვაკეთებთ რაღაცას კარგად.მაგალითად ერთხელ 11 კილოს ვყიდულობდი რაღაცას და გამყიდველი 8 კილოს მაძლევდა.ანუ მთელ 3 კილოს მატყუებდა,ამის მერე რა უნდა თქვა სხვაზე თქო,ამან ის შეჭამა იმან ის გვიქნაო,შენც ხომ იგივეს შვები,უბრალოდ შენ უფრო მცირე მაშტაბები გაქვს და მცირედ ჩანს,შენც იგივეს გააკეთებდი იქ რო იყო თქო.შეიძლება ადამიანი მის სულის კუნჭულში რაღაცას უშვებდე,რაღაცას სცოდავდე,მერე მოინანიო და ეს მხოლოდ შენ გეხებოდეს, მაგრამ არსებობს ისეთი რაღაცეები რისი დაკანონება და თავს მოხვევა საზოგადოებისათვის არ უნდა ხდებოდეს ხო?როცა იცი რა ღირებებულებით მოვიდა იგი დღემდე.კაი მე და შენ მნათე,სხვამ, გადავწყვეტთ რა მივიღოთ და რა არა,მაგრამ რა ქნას 5 წლის პატარა ბავშვმა?როცა ნახავს რო აქ ესაა,იქ ის,ის ხო ძალაუნებურად მას პატარაობიდანვე შეითვისებს და მისთვის ჩვეულებრივი იქნება ბევრი რამე,მათზე ხო ყველამ უნდა ვიზრუნოთ მიუხედავად ჩვენი ცოდვილობისა?და ზუსტად ამასაა რო ვცდილობთ,აქ დაცვის ბერკეტებზეა საუბარი რო ადამიანს არჩევანი ჰქონდეს რას უყუროს და რას არა,თორე თუ ვინმეს რამე უნდა ის ამას უყურებს,ეს მისი ნებაა და ამაში ჩვენ რა გვესაქმება.ღმერთიც კი არ აცხოვნებს ძალით ადამიანს თუ მას ეს არ უნდა,მაგრამ ყოველთვის იცავს მას ცუდისაგან და მასთანაა.არსებობს პირადი და არსებობს საერთო,და ეხლა ჩვენ ამ საერთოზე ვლაპარაკობთ,არ უნდა იყოს ზოგადად ძალადობით და მისთანებით ჩვენზე ზეწოლა.თუმცა ყველამ თავის თავზე უნდა იზრუნოს და იყოს უფალში.


ძალიან კარგად მესმის რასაც წერ ჩემო კარგო, საერთოდაც ქრისტიანულ ცხოვრებაში მთავარია არა მოქმედება, არამედ არჩევანი, რომელიც ჩვენ შიგნით, ღრმა, პირად მეში ხორციელდება, შესაბამისად კონკრეტული გარემო პირობების მიღმა არსებობს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ნება და ყველა იმით განისჯება, რაც მიეცა... ამიტომ გვაქვს ოქროს წესი "არ განიკითხო" რამდენადაც ჩვენი მე, სხვა სიტუაციურ გარემოში შესაძლოა მონსტრიც ყოფილიყო smile.gif

მაგრამ მე ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ მხოლოდ მომწოდებელია დამნაშავე, რამდენადაც ის საერთოდ არ არის ქრისტიანი და ჩვენ უფლება არ გვაქვს მოვთხოვოთ ასე ცხოვრება... ეკლესიური საზოგადოების დიდ პროცენტში ეს პრობლემა არ უნდა არსებობდეს... ოჯახი და ეკლესია უნდა ზრუნავდეს ბავშვის საკვებზე, განა ეს გაჭირდა ამხელა ქრისტიანულ ქვეყანაში?

ადამიანები ცოდვას უნდა ვებრძოდეთ შიგნით, ეს დიდების პრეროგატივაა, ხოლო მოზარდები უნდა დავიცვათ... მაგრამ სრულიად აკრძალვა ვერ შედგება და არ შედგება, საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად ის მაინც იარსებებს... ჩვენს დროში ეკლესიას ძალიან დიდი ჯაფა მოუწევს რაიმეს შესაცვლელად smile.gif



--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 09:05 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი