IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> ისტორიის ფურცლებიდან, დოკუმენტები, ჩანაწერები
marine
პოსტი Jan 6 2018, 10:22 AM
პოსტი #41


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეგოდრეთუხუცესი"

"ამავე დავთარში იხსენიება გარე კათის სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები სახასო გლეხი კახაბრიშვილ დათუნას ობოლი (სახელი უცნობია). მასაც თოფით ლაშქრობა ევალებოდა. უნდა შევნიშნოთ, რომ იმხანად თოფით ლაშქრობა გლეხთა შედარებით შეძლებულ ნაწილს ევალებოდა".

"ანაზდად სიკუდილით მომკვდარიყო, შვილი არ დარჩენოდა ამოვარდნილიყო". "ამოვარდნილა" ესე იგი მემკვიდრე არ დარჩენია"

/"კარიბჭე" N26, 2008, გვ.43, 44/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 9 2018, 03:01 PM
პოსტი #42


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბახტრიონის აღების შემდეგ თუშებს და ფშავლებს მეფემ მიწებით დასაჩუქრება დაუპირა. ფშაველებს შირაქი ერგოთ, თუშებს კი ზეზვას პირით განუცხადებიათ, რასაც ზეზვას ცხენი ერთი შემორბენით შემოირბენს, ჩვენი ადგილი ის იყოსო. ცხენს დიდი განი აუღია, უბრენია 15 კმ და სოფ. ქვემო ალვანის და სოფ. ლალისყურის მიჯნაზე, ე.წ. ტახტის გორთან, დაცემულა.

მას აქეთ თუშებში ვისაც უნდოდა ცხენი შერჩენოდა ან ცხენებში ბედი ჰქონოდა, ამ ცხენის საფლავზე საღვთოს იხდიდა. თუშ-ფშავ-ხევსურნი აქ ისე არ გაივლიდნენ, რომ შესანდობარი არ დალიონ ცხენის პატრონის ზეზვასი".

/"კარიბჭე" N20, 2012, გვ.27/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2018, 11:54 PM
პოსტი #43


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცხავატის ნაცვალმა სამუკა ამირიძემ ხადას ციხისთავ ლევან ნაზღაიძესთან ერთად წამოიწყო 1804 წლის მთიულეთის აჯანყება - პირველი და ყველაზე მრისხანე აჯანყება საქართველოში რუსთა ბატონობის წინააღმდეგ."

"ხმალზე ნაფიცობა აქვნდათ მთიულეთში: ამირთკარელ ამირიძეთ, შონჩოელ ნარიმანიძეთ და მლეთელ ნაზღაიძეთ. ესენი ბიძაშვილობენ და ერთურთში ქალს არ ათხოვებენ მოაქჟამამდე."

"ამირიძეთა დასახლებას ამირთკარი ეწოდა. ამირთკარს ამირიძეთ ციხე ედგათ - ერთი რგოლი საქართველოს ჯაჭვის პერანგისა."

/"კარიბჭე" N26, 2009, გვ.54/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 9 2018, 04:58 PM
პოსტი #44


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აშოტ კურაპალატის ძემ, ადარნასემ, სჯულიერი მეუღლე, ასული ბაგრატ შაროელისა ხელმწიფისა, მეძავი დედაკაცის შესმენით განიშორა და გაგზავნა უკან, აფხაზეთში. წმინდა გრიგოლ ხანძთელმა ამხილა ადარნასე, მაგრამ მან ყურად არ იღო ეს მხილება და სხვა ცოლი მოიყვანა.

მაშინ წმინდა გრიგოლმა უწინასწარმეტყველა: ამ ცოდვის გამო დასნეულდები, ხოლო შენი შვილნი ეშმაკეულნი შეიქმნებიან. ვერ განიკურნოთ, სანამ იქ უსამართლოდ დასჯილი ღვთის მხევალი არ შეგინდობთ. თუმცა დედოფალი ამ დროს გარდაცვლილი იქნება, მაგრამ შენმა შვილებმა მის საფლავთან მიიღონ შენდობაო.

მართლაც, ადარნასეს მალე ნიკრისის ქარი შეეყარა და იგვემებოდა ფრიად. მაშინ კი ინება და ცოლყოფილს მოციქული გაუგზავნა - "შენდობა გამომითხოვეო მისგან". მივიდა კუპრა (ასე ერქვა მოციქულს) ფერსათის მონასტერში და იხილა თავისი დედოფალი ბევრელი, რომლისთვისაც მონაზვნობაში ანასტასია უწოდებიათ.

დედა ანასტასიას შეურაცხი ჩოხა ეცვა, ემოსა სქემა და ზურგზე შეშა ჰქონდა მოკიდებული. კუპრა შეევედრა მას: ქრისტეს ნების მყოფელო, შეუნდე ჩემს ბატონს და ნუ დაწყევლიო. დედა ანასტასიამ უპასუხა: - ქრისტეს გეფიცები, არასოდეს დამცდენია წყევლა ბაგეთაგან და არც ის დამიწყევლია. ღმერთმა შეუნდოს ცოდვანი ადარნასეს და განიკურნოს სულით და ხორცითო. იმწამსვე გამოჯანმრთელებულა ადარნასე.

დედა ანასტასიამ დიდი მოთმინებით, თავმდაბლობით, მოღვაწეობით განვლო ცხოვრება, ხოლო მისი საფლავის მიწას, როგორც სიწმინდეს, მიიღებდნენ მორწმუნენი და იკურნებოდნენ. ადარნასეს სამი ვაჟი ეშმაკისგან იტანჯებოდა. გაგზავნა ისინი დედის საფლავთან, შეურაცხი სამოსლით მოსილნი და ურიცხვი შესაწირით. რაჟამს ილოცეს საფლავთან მეფის ვაჟებმა, მყის განიკურნენ."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.11/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 11 2018, 04:14 PM
პოსტი #45


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩაებმებოდნენ ქართველნი ფერხულში და "შავლეგოს" სიმღერას დასძახებდნენ: "შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო, შავად გაგიხამებია, შავლეგო"... მარტო ფერხულში კი არა, საფიხვნოში, სუფრაზე, ლხინსა თუ ჭირში ისმოდა შალვა ახალციხელის ამბავი.

დედაც აკვანზე დამღეროდა თავის პატარას და შავლეგოს გმირობის ამბავს უყვებოდა: როგორც ბრძანებს ანტონ კათოლიკოსი წმინდა შალვას მარტვილობის აღწერისას: "წიაღსავე შინა დედისასა ყოფისა დროსა" მესმოდა მისი ქება, სიყრმეშიც, მერეც, სანამ მონაზვნად აღვიკვეცებოდი და მას შემდეგაც, რაც მწიგნობარი ვიქმენ, აღტაცებული ვარ მისი თავმდაბლობითო.

უკვე ამდენი საუკუნე გავიდა. იფიქრებ, ნუთუ შალვაზე მამაცი მებრძოლი სხვა ქართველი არა ყოფილა? განა ნაკლები ვაჟკაცი იყო დავით სოსლანი, მაგრამ ერმა მაინც შავლეგოზე იმღერა..."

/"კარიბჭე" N13, 2006, გვ.25/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2018, 09:44 PM
პოსტი #46


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვახუშტი ბაგრატიონი არა მხოლოდ ზოგადად ქართველთა სტუმართმოყვარეობის შესახებ საუბრობს, არამედ საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის მკვიდრთა შესახებაც. საქართველოს სამეფო კარზე მესტუმრეთუხუცესის თანამდებობაც კი არსებობდა, მას არაერთი მესტუმრე ემორჩილებოდა."

/"კარიბჭე" N5, 2011, გვ.10/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 20 2018, 03:03 PM
პოსტი #47


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"[ზემო იმერეთში, ჭიათურის მახლობლად] მღვიმევის მხედრული და ასომთავრული ფრესკული წარწერები უკავშირდება ამშენებელთა პორტრეტებს. წარწერაში დასახელებულ კახაბერიძეთა გვარი კარგადაა ცნობილი ძველ ქართულ წყაროებში.

რაჭის ერისთავების მაღალი წოდება კახაბერიძეებს, მატიანეების მიხედვით, თამარის მეფობაში ჰქონდათ. ამ დროიდან მოყოლებული XIII საუკუნის 80-იანი წლების დასასრულამდე, თითქმის ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ისინი რაჭის მმართველები არიან. კახაბერიძეთა ასული გვანცა, როგორც ცნობილია, დავით გიორგი-ლაშას ძის მეუღლე და მეფე დემეტრე თავდადებულის დედა იყო."

/"კარიბჭე" N24, 2010, გვ.40/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2018, 10:32 PM
პოსტი #48


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გენერალ-მაიორი გიორგი მაზნიაშვილი მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში, მძიმედ დაიჭრა. მკურნალობის პერიოდში მისი მამაცობით აღფრთოვანებულმა იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ მოწყალების დებად თავის ორი ასული დაუნიშნა".

/"კრიალოსანი" N1, 2009, გვ.26/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2018, 07:28 PM
პოსტი #49


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც ცნობილია, ძველად არა მარტო კათოლიკოსები, ეპისკოპოსებიც კი დიდგვაროვნები უნდა ყოფილიყვნენ. ბაგრატიონი კათოლიკოსებიც არაერთი ჰყავს საქართველოს."

/"კარიბჭე" N10, 2010, გვ. 57/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 17 2019, 07:39 PM
პოსტი #50


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართველთა ძველი ზნე-ჩვეულებებიდან ნაშრომში აღნიშნულია "პირ-მტკიცობა". ძველ ქართველს სიტყვა დაეჯერებოდა. მისი სიტყვა და მისი პირობა მტკიცე ყოფილა. ძველი ქართველები თურმე "ფუცვიდიან ქართლოსის საფლავს". მათ სწამდათ, რომ ქართლოსი იყო ქართველთა ლეგენდარული წინაპარი, ძე თარგამოსისა, ძისა თარშისა, ძისა ავანისისა, ძისა იაფეტისა, ძისა ნოესი. ძველი ქართველი წინაპრის საფლავს ფიცულობდა და მისი სიტყვა მტკიცე იყო".

/"კრიალოსანი" N10, 2009, გვ.30/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2019, 08:43 PM
პოსტი #51


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს აროდეს კლებია ვაჟკაცნი, უსახელოდ რომ შესწირვიან მამულს, თავისუფლებას და გმირები, რომელსა სახელებსაც სანთელს უნთებს მადლიერი ერი"

/"კრიალოსანი" N3, 2008, გვ. 24/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 2 2020, 07:53 PM
პოსტი #52


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



შაჰ-აბასის ხმალი

"შაჰ-აბასის ხმლის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა":

"ამავ ბარის წყალს ზევით არის მთაში მრავალძალის ეკლესია წმინდა გიორგისა და ჯვარი დიდი ოქროსი, სასწაულთმოქმედი. ამას შესწირა შააბაზ I ხრმალი ოქროთ მოოჭვილი, აწცა ძეს მუნ, არა თუ სარწმუნოებით, არამედ სცნან, რამეთუ ხმალი მისი ჰკიდავს მუნ".

ვახუშტის ამ ცნობაში განსაცვიფრებელია ის ფაქტი, რომ მრავალძლის წმინდა გიორგის ეკლესიისათვის საკუთარი ხმალი შეუწირავს ქართველთა მტერს, შაჰაბას I-ს. თუმცა ამაზე მეტყველებს სხვა წყაროებიც. ამის თაობაზე პლატონ იოსელიანი წერს:

"შაჰ აბასმა შენიშნა, რომ ლუარსაბ მეფის ბედის შესახებ მოლაპარაკების დროს (რაც ქ. გორში მიმდინარეობდა) იმერეთის ელჩები აფიცებდნენ გიორგი სააკაძეს წმინდა გიორგის სახელით და მისი სასწაულმოქმედი ხატით იმერეთის დაბა მრავალძალში, რომელიც იმერელების უდიდესი სათაყვანებელი სალოცავი იყო.

შეიტყო რა ეს, შაჰმა გადასცა იმერეთის დიდებულებს მათ მიერ თაყვანისცემულ ტაძარს, და სთხოვა ეს საჩუქარი ტაძრის კედელზე დაეკიდათ".

ხმალი მეოცე საუკუნის 20-იან წლებში ნახა და აღწერა გიორგი ბოჭორიძემ: "სპარსული ხმალი ტარმოტეხილი; ტარი შეჭედილია ოქროთი და შემკული 1 დიდი, 31 საშუალო და 14 წვრილი თვლით".

/"თვენი" N31, გვ.282/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2020, 06:13 PM
პოსტი #53


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლეგენდის თანახმად, ხრეითის ქვეციხეში მეფეთა განძი ყოფილა დაცული; სოლომონ მეფის დროს, თურქ-ოსმალების შემოსევისას, განძი, მტრისაგან დაცვის მიზნით, მეციხოვნეებს შემორევას ტბაში ჩაუშვიათ, თუმცა ტბის ფსკერი არავის შეუსწავლია და არავინ იცის, რამდენად სარწმუნოა ეს ამბავი. მოსახლეობა ტბას უძიროს უწოდებს, სიღრმე კი დაახლოებით 12 მეტრია"

/"კარიბჭე" N4, 2020, გვ.13/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2020, 09:14 PM
პოსტი #54


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ყურადსაღები ფაქტია, რომ საფრანგეთის მთავრობის სრულუფლებიანმა მინისტრმა და უზენაესმა კომისარმა ამიერკავკასიაში აბელ შევალიემ საქართველოს განძეულობა ფრანგულ კრეისერზე მოათავსებინა და იმდენი მოახერხა, რომ კრეისერი ბათუმიდან დანიშნულ დროზე ადრე გასულიყო, რის გამოც ექვთიმე და მისი მეუღლე გემს ჩამორჩნენ, მაგრამ ექვთიმე ფრანგულ კრეისერს დაქირავებული კატერღით დაედევნა"

/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 212/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2020, 07:21 PM
პოსტი #55


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ზურაბ ავალიშვილმა [იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პატიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1917წ.)] მონაწილეობა მიიღო საფრანგეთში გატანილი ეროვნული საგანძურის გადარჩენაში. იგი ექვთიმე თაყაიშვილსა და იოსებ ელიგულაშვილს მარსელში დახვდა მთავრობის საქმეთა რწმუნებულ ანდრია დეკანოზიშივლთან ერთად და განძის მარსელის ბანკში დაბინავებაში დაეხმარა"

/"კარიბჭე" N5, 2020, გვ.49/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 18 2020, 12:49 PM
პოსტი #56


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლომისის წმინდა გიორგის სალოცავისთვის მრავალი სანთელ-საკმეველი, ალამი, აკვანი თუ ძვირფასეულობა შეუწირავთ. ერეკლე II-ის რძალს, კონსტანტინე მუხრანბატონის ასულ ქეთევანს, 1789 წელს ვერცხლის თასი მიურთმევია. დიდ ლომისას შვილიერებას სთხოვდა...

ლომისის სალოცავისთვის, მისი ძალმოსილება რომ უგრძნია, შაჰ-აბასსაც შეუწირავს თვალ-მარგალიტნი. როცა მის ხალხს არაგვის პირი დაურბევია, გაუძარცვავთ ლომისის სალოცავიც და იქიდან ხატები წამოუღიათ (მათ შორის - ხატი ფერისცვალებისა). ამის მოქმედნი დაბრმავებულან, შაჰს კი, ეს ამბავი რომ შეუტყვია, ხატები უკან დაუბრუნებია და თან შესაწირი ოქრო-ვერცხლიც გაუგზავნია. ამ ამბავს პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს, რომელიც შაჰის სხვა შესაწირზეც გვიამბობს: აბასმა წმინდა შიოს წმინდა ნაწილები სპარსეთში წააღებინა. ქვეყანას უმალ ღვთის რისხვა მოევლინა. როცა შაჰი თავს დამტყდარი უბედურების მიზეზს მიმხვდარა, ღირსი მამის წმინდა ნაწილები მონასტრისთვის დაუბრუნებია, ფულიც უბოძებია, წმინდა შიოს მღვიმისთვის კი მშვენიერი თლილი ქვის კარი შეუბამს.

შაჰმა გორთან ახლოს ერთაწმინდის ტაძარს მოჰკრა თვალი. რომ შეიტყო, რა ძვირფასი იყო იგი ქართველთათვის, ჯარს მისი დანგრევა უბრძანა. ისინიც ავიდნენ გუმბათზე და მისი ბრძანების აღსრულებას შეუდგნენ. ამ დროს ქრისტიანული სიწმინდეების სიძულვილით ავსებულმა შაჰმა იგრძნო, რომ მხედველობას კარგავდა. დამწუხრდა ირანის მბრძანებელი, მიეძინა. სიზმრად ნახა: იარაღშემართული გოლიათი სიკვდილით ემუქრებოდა და მზად იყო, მისთვის გულში მახვილი ჩაეცა. ირანელმა ასტროლოგებმა სიზმარი ვერ აუხსნეს. მაშინ მის წინაშე ვინმე ერთაწმინდელი წარდგა, მუხლებზე დაემხო და მოახსენა: თვალთა სინათლე მხოლოდ მაშინ დაგიბრუნდება, თუ ტაძრის ნგრევას შეწყვეტ. ძილში ნანახი გოლიათი კი წმინდა ევსტატეა, რომლის სახელზეცაა აგებული ტაძარიო. მერე კი შაჰს ეკლესიაში შეუძღვა და წმინდა ევსტატეს ხატი აჩვენა.

შეძრწუნდა შაჰი - სწორედ ის "წინასწარმეტყველი" ამოიცნო, სიზმრად რომ ნახა. მყის ტაძრის ნგრევის შეწყვეტა ბრძანა, მერე კი თავისი ხმალი ერთ დიდებულს გადასცა და უბრძანა, მისთვის ძვირფასი ქვებით გაწყობილი ბუნიკი და ვადა მოეხსნა, რათა ტაძრისთვის შეეწირა. ამის გარდა სხვა სიმდიდრეც ბევრი გაიღო. ძვირფასეულობა დიდხანს ეწყო ტაძარში დაცულ წმინდა ევსტატეს წმინდა ნაწილებზე, 1794 წელს კი ისინი წმინდა ნაწილებთან ერთად, როგორც კურნების მადლმოსილი სიწმინდე, მეფე ერეკლემ თავისი სნეული ქალიშვილის თეკლას განსაკურნებლად მოითხოვა. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას სიწმინდეები დაიკარგა. ერთი წლის შემდეგ მხოლოდ წმინდა ევსტატეს მარჯვენა გამოუსყიდიათ.

როცა შაჰს მრავალძალის წმინდა გიორგისადმი იმერელთა განსაკუთრებული სიყვარული შეუტყვია, ტაძრისთვის თავისი ხმალი შეუწირავს. "არა თუ სარწმუნოებით, არამედ ჰცნან, რამეთუ ხმალი მისი ჰკიდავს მუნ" (ვახუშტი ბატონიშვილი).

1735 წელს, აბასის მიბაძვით, ნადირ-შაჰსაც შეუწირავს 300 მარგალიტი წმინდა ევსტატეს ტაძრისთვის. ისინი მატყლის თოკზე ყოფილა ასხმული, რომელიც შაჰის ბრძანებით მის ჰარამხანაში მყოფ ქართველ ქალს მოუქსოვია. ეს თოკი, კათოლიკოს ნიკოლოზის კურთხევით, წმინდა ევსტატეს ხატს ამშვენებდა და 40 წლის შემდეგ, ლეკების შემოსევისას, დაკარგულა.

ამ შესაწირმა ვერც ერთ შაჰს არგო რამე და ვერც მეორეს, მათ ხომ მთავარი - გული არ შესწირეს უფალს, ამიტომაც მათი მსხვერპლი დარჩა ვითარცა კაენის მსხვერპლი."

/"კარიბჭე" N8, 2007, გვ.14/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2020, 09:20 PM
პოსტი #57


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოგეხსენებათ, ქემალ ათათურქი როგორ უყვართ თურქეთში, რომელიც არა მხოლოდ თურქეთისთვის, ყველა ქვეყნისთვის მისაბაძი უნდა იყოს.

ოსმალეთის იმპერია უძველესი იყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დროს დამარცხდა, წინა ომებშიც მარცხი განიცადეს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ათათურქი სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა პოლიტიკოსთა თაობას, მათ იმსჯელეს და გააანალიზეს ის შეცდომები, რამაც სახელმწიფო დაასუსტა.

დაადგინეს, რომ ჩვენი სისუსტის მიზეზი ის არის, რომ სახელმწიფო კოსმოპოლიტურიაო და აი, რას გულისხმობდნენ: მათი შეფასებით, თურქული კულტურა კი არ იყო წარმმართველი ოსმალური იმპერიისა, არამედ ყველა ეთნიკური ჯგუფს ჰქონდა მიცემული თავისუფლება, განევითარებინათ თავიანთი ავტონომიურობა, აქედან გამომდინარე, ახალი პოლიტიკური ძალა ათათურქის ხელმძღვანელობით მოითხოვდა, შეექმნათ ერთიანი ნაციონალური თურქული სახელმწიფო, მათ მიზნებში შედიოდა ზრუნვა თურქულ ენაზე.

როდესაც თურქული სიტყვების მოძიება დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ თურქულ ენაში 50 პროცენტზე მეტი სხვა ენებიდან ნასესხები არათურქული სიტყვები აღმოჩნდა. სოფელ-სოფელ დადიოდნენ, რომ მიეკვლიათ ძველი თურქული სიტყვებისთვის, დაამკვიდრეს ეს სიტყვები თავიანთ ენაში, გააღვივეს ხალხში ის გრძნობა, რომ ყველა, ვინც თურქეთში ცხოვრობს, თურქია. ეს ყველას ჩაუნერგეს. და დღესაც, იქაურ ქართველს თუ შეეკითხები, ქართველი ხარ თუ თურქიო, გეტყვის, - ადრე გურჯი ვიყავი, ახლა თურქი ვარო. რადგან ის უკვე გათურქებულია თავისი შემეცნებით და სარწმუნოებით.

არა მარტო ქართველთა ტომები, სხვა ეთნოსებიც ამ გაგების არიან, არადა, რიცხობრივად ნაღდი თურქული წარმოშობისანი ცოტანი არიან. მათმა კონსულმა მითხრა, - ათი კაცი რომ შეიკრიბება, აქედან ნაღდი თურქი შეიძლება მხოლოდ სამი კაცი აღმოჩნდეს, დანარჩენები სულ სხვადასხვა ეროვნული წარმოშობისანი არიანო. მათ სკოლებში თურქული ჰიმნი თუ არ აჟღერდა, გაკვეთილი ისე არ დაიწყება, ყველა ბავშვს პატარაობიდანვე ეუბნებიან და აჩვევენ, შენ თურქი ხარ, რადგან ამ სახელმწიფოს მოქალაქე ხარო, ამიტომ იქ ქართველიც, სომეხიც, ბერძენიც, თარაქამაც, ირანელიც და სხვა ეთნოსები, ბავშვობიდან თურქული სულისკვეთებით იზრდებიან და როცა 17-18 წლი ასაკში სკოლას ამთავრებენ, ყველას თურქი ჰგონია თავი, რადგან თურქული ნაციონალიზმია თურქეთის სახელმწიფოს საძირკველი. ამ სახელმწიფომ ასე მოიგერია ევროპის შემოტევა"

/მეუფე ანანია ჯაფარიძე
"კარიბჭე" N16, 2014, გვ.64/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 26 2020, 05:34 PM
პოსტი #58


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თავისი წარსულით ბიზანტიის ისტორია გასაოცარია. მის მეხსიერებაში შემორჩენილია არარსებული ბრწყინვალება და ყოფითი ზეიმურობა. ყველა მონაცემით ბიზანტია იყო მსოფლიო იმპერია, რომელიც გარეგნული ძლევამოსილებით, ტერიტორიული ზესახელმწიფოებრიობით და უზარმაზარი შინაგანი ენერგიით ხასიათდებოდა; ბიზანტიას გააჩნდა საკუთარი ეკლესიური ქრისტიანული კულტურა, უნივერსალური მნიშვნელობის კანონიკური ძეგლები, წმინდა მამებისა და ეკლესიის მასწავლებლების ნაშრომები, საუკუნეობრივი ლიტერატურა, და ბოლოს, უძველესი მსოფლიოდან შემორჩენილი, ყველა დროის უდიდესი და უკვდავი სიმდიდრე - ბერძნული ენა".

/"კარიბჭე" N17, 2013, გვ. 46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 26 2020, 08:55 PM
პოსტი #59


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქართლის ცხოვრებას" ლაიტმოტივად გასდევს ჟამთააღმერლის ღაღადისი: "დავივიწყეთ ღმერთი და ღმერთმაც სამართლად დაგვივიწყა". დასაბამიდან ასე იყო, როდესაც ვშორდებოდით ჭეშმარიტების გზას, მაშინ მოგვივლენდა უფალი განსაცდელს, რათა გონს მოვგებულიყავით და ამის შემდეგ კვლავ იწყებოდა საქართველოს გაბრწყინება".

/"კარიბჭე" N12, 2020, გვ.4/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 1 2020, 08:34 PM
პოსტი #60


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხეობიდან წასულების შთამომავლებმა თვითონ უნდა მაინდომონ წინაპართა სახლების გაცოცხლება", - ელო ბებო [მახაური] სიამაყით იხსენებს იმ მეომარ ხალხს, ვისაც მათურაში უცხოვრია, მათ შორის მიხა ხელაშვილის დედის მხრით პაპას, გვარად თადიაურს, ვისგანაც მიხას სიმამაცე გამოჰყოლია".

/"კარიბჭე" N12, 2020, გვ.38/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 04:46 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი