IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ქაშუეთის მოხატულობა
ლილიანა
პოსტი Nov 3 2006, 04:27 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



რას ფიქრობთ ლადო გუდიაშვილის მიერ მოხატულ ღვთისმშობელზე ქაშუეთის ტაძრის საკურთხეველზე ?!
ავოტორი ეცადა გაქცედოდა თითქმის დაკანონებულ ხელწერას ღვთისმშობლის სახის გამოსახულების მოხატვის დროს და ძალიან გასხვავებული ნოვატური ხელწერის გზით შექმენა ღვთისმშობლის სახე რომლეზეც ძალიან ბევრს საუბროდნენ . თუ დაუკვირდებით ხასგასმით იკვეთება ღვთისმშობლის გამოსახულებაში ქართული ეროვნული შტრიხები ვიზუალურიც და მენტალურიც rolleyes.gif როგორ შემოდის დედა ღვთისმშობლის ხატება თქვენ აღქმაში ? rolleyes.gif
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Nov 3 2006, 05:30 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



მართლაც განსხვავებულია აქამდე ყველ ნანახებისაგან.. smile.gif


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 4 2006, 01:48 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



liliana! - საოცარი ფრესკაა ქაშვეთის ღვთისმშობელი, მრავალი წელია მაოცებს თავისი განსაკუთრებულობით! ამ ფაქტორის გამო ხშირად ვფიქრობ, რომ ქართული სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია გამორჩეულია საკუთარ დათაგან, ვგულისხმობ იმ ფაქტს, რომ ამ ფრესკაში ეთნომოტივები მეტია კანონიკურ ასპექტებზე, რაც ჩვენი ეკლესიის უდიდეს და შეუცვლელ ღვაწლად მიმაჩნია ქართველი ერის ეთნოიდენტობის შენარჩუნებისათვის! smile.gif

დიდი მადლობა ამ მშვენიერი თემისა და უმშვენიერესი ფრესკის კიდევ ერთხელ ხილვის მონიჭებისათვის! smile.gif


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Nov 4 2006, 01:57 AM
პოსტი #4


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



liliana
მე არ მომწონს ერთი რამ... დედა ღვთისას ამ ფრესკაში ხელი რომ აქვს მოშიშვლებული.... დანარჩენი ყველაფერი კარგია...


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 4 2006, 02:40 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



ციტატა(david the iverian @ Nov 4 2006, 01:57 AM) *

liliana
მე არ მომწონს ერთი რამ... დედა ღვთისას ამ ფრესკაში ხელი რომ აქვს მოშიშვლებული.... დანარჩენი ყველაფერი კარგია...


david the iverian - მე რომ ვერ ვხედავ და არც არა-ოდეს შემინიშნავს "მოშიშვლებული" ხელი? რას გულისხმობ?


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 4 2006, 03:41 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ეს ფრესკა მე არ მომწონს, რადგან:

1. დარღვეულია კანონიკა
2. შეიცავს დიდ მუხტს ე.წ. დასავლური რომანტიული "ხატწერის" სტილისა
3. ფერწერულადაც დიდი შედევრი არ მეჩვენება


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 4 2006, 09:31 AM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



უფალს ებარებოდეს ჩვენი პატრიარქი! - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობლობის სამი ათეული წლის განმავლობაში, რომ მფარველობს ქაშვეთის ღვთისმშობლის უნიკალურ ფრესკას, ჩვენი ერის სულიერი გავლენის ტრანსლირებისათვის მომავალი საუკუნეების ქართველთათვის და მართლმადიდებლობისათვის, ვფიქრობ ესაა პოზიცია ღვთითკურთხეული პატრიარქობისა, რასაც უფლისმიერი მადლი ემატება - ჭეშმარიტი ფერმწერისა!

უფალს ებარებოდეს საქართველო და ყველა მისი ანარეკლი ქართულ ფრესკებში!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
AnDaIn
პოსტი Nov 4 2006, 10:54 AM
პოსტი #8


დაურეგისტრირებელი









david the iverian
გეთანხმები
ძალიან დიდ ემოციას გადმოსცემს ჩემში და ჩემი აზრით უძლიერესი მოხათულობაა
კანუდოსელი
ქაშუეთში ვინ დაარღვევინებდა კანონიკურობას ლადო გუდიაშვილს ეს ეკლესია თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ....
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Nov 4 2006, 11:56 AM
პოსტი #9


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



ციტატა
ქაშუეთში ვინ დაარღვევინებდა კანონიკურობას ლადო გუდიაშვილს ეს ეკლესია თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ....


არაკანონიკურია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Nov 4 2006, 12:08 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



არაკანონიკურია... და ამაზე არავინ დაობს უბრალოდ ტაძარში ცქერის დროს პირადად ჩემში არ ტოვებს არაღვთაებრივობის განცდას თავდაპირველად მეც მიკვირდა როგორ დაუშვა პატრიქრქმა მოხატულობა ასეთი ფორმით დაეტოვა საკურთხეველზე , თუმცა ისევ ვიმეორებ ფრესკა ტაძარში სულ სხვა თვალის და გრძნობით აღვიქვი unsure.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Nov 4 2006, 12:18 PM
პოსტი #11


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



მე ვერაფრით აღვიქვამ, როგორც ფრესკას....ძალიან ადამიანურია....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Nov 4 2006, 12:20 PM
პოსტი #12


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



Georg
აი დააკვიდი დედა ღვთისას მოკლე მკლავიანი აცვია.... ხელის ნახევარი უჩანს...
IPB Image
IPB Image


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Nov 4 2006, 12:22 PM
პოსტი #13


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



ციტატა(david the iverian @ Nov 4 2006, 08:20 AM) *

Georg
აი დააკვიდი დედა ღვთისას მოკლე მკლავიანი აცვია.... ხელის ნახევარი უჩანს...
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

არა დავით, მოლე მკლავიანი არაცვია..... ფოტოში ცუდად ჩანს უბრალოდ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Nov 4 2006, 12:22 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა(salome @ Nov 4 2006, 12:18 PM) *

მე ვერაფრით აღვიქვამ, როგორც ფრესკას....ძალიან ადამიანურია....

სალომე გეთანხმები , მე უფრო სხეულის ის სრული ფორმების ასეთი ხასგასმა უფრო მაშფოთებს და ხელს მიშლის ვუცქირო როგორც ფრესკას , თუმცაღა ტაძარში დამიჯერეთ ნახევრდება ეს დამოკიდებულება თითქმის არ აქცევ ყურადღებას და რაღაცით გიზიდავს ალბათ კითხვის ნიშანი სჯობს დაისვას იქ რითი გვიზიდავს ? unsure.gif თუმცა როგორც ერთ ერთმა ფორუმელმა აღნიშნა ფერწერულად დიდი შედევრი არ არის unsure.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დავით ივერიელი
პოსტი Nov 4 2006, 12:23 PM
პოსტი #15


Illuminatus
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,988
რეგისტრ.: 27-July 06
მდებარ.: L.o.r.i.e.n.
წევრი № 21



salome
არა მე ფოტოს მიხედვით არ ვიძახი წელს გიორგობას სევნიოსნე... wink.gif


--------------------
მერე რა რომ . . .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 4 2006, 12:28 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



რაც პატრიარქისა და წმიდა სინოდისგან დაშვებულია, ის არაკანონიკური აღარ მგონია, ვფიქრობ აქ კანონიკურობის რაოდენობაზე უნდა იყოს საქმე, თუმც პატრიარქი რას ფიქრობს ამ საკითხზე არ ვიცი, ძალზე კი მაინტერესებს, უფალმა ნება თუ დამრთო მისი ხილვისა, აუცილებლად ვკითხავ! smile.gif

უფალი მფარველობდეს ჩვენ ეკლესიას და მის ყველა ფრესკას!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Nov 4 2006, 12:30 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა(Georg @ Nov 4 2006, 12:28 PM) *

რაც პატრიარქისა და წმიდა სინოდისგან დაშვებულია, ის არაკანონიკური აღარ მგონია, ვფიქრობ აქ კანონიკურობის რაოდენობაზე უნდა იყოს საქმე, თუმც პატრიარქი რას ფიქრობს ამ საკითხზე არ ვიცი, ძალზე კი მაინტერესებს, უფალმა ნება თუ დამრთო მისი ხილვისა, აუცილებლად ვკითხავ! smile.gif

უფალი მფარველობდეს ჩვენ ეკლესიას და მის ყველა ფრესკას!

გეთანხმებით , ვაპირებ მოძღვარს ვკითხო unsure.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Georg
პოსტი Nov 4 2006, 12:34 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 424
რეგისტრ.: 29-August 06
წევრი № 122



david the iverian! - აქ რომელი სურათიცაა დადებული, მასზე ღვთისმშობელს მაჯამდე იგივე ფერის სამოსი აცვია, რაც მთლიან კომპოზიციაზეა;
ადგილზე ვნახავ, ამ სურათიდან მიჭირს იდენტიფიცირება!


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით, მშობელო ჩვენო წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო!"

წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი
(რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 4 2006, 04:38 PM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(AnDaIn @ Nov 4 2006, 11:54 AM) *

ქაშუეთში ვინ დაარღვევინებდა კანონიკურობას ლადო გუდიაშვილს ეს ეკლესია თბილისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ....


ვინ არ ვიცი, მაგრამ არაკანონიკური რომაა ეს ცხადზე ცხადია


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 4 2006, 04:49 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 4 2006, 04:41 AM) *

ეს ფრესკა მე არ მომწონს, რადგან:

1. დარღვეულია კანონიკა
2. შეიცავს დიდ მუხტს ე.წ. დასავლური რომანტიული "ხატწერის" სტილისა
3. ფერწერულადაც დიდი შედევრი არ მეჩვენება



ჩვილი იესო ძალილან დასავლურ სტილშია დახატული, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ხატწერის კანონიკას.

პ.ს.
ძალიან კარგი სტატია წაიკითხა შარშან საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაზე, ვიზიტის დროს ერთ ერთმა მართლმადიდებელმა თეოლოგმა იღუმენმა ანდრიამ (უეიდი): "მხატვრული შემოქმედება დექრისტიანულ სამყაროში", ეს გამოცემულიც არის უკვე საკონფერენციო მასალებში და მისი ნახვა შეიძლება...ამაზე გავამახვილე ყურადღება რადგან იქ, მამა ანდრია სწორედ ამ პრობლემატიკაზე საუბრობს და ამბობს რომ შეიმჩნევა სერიოზული დეკადენსი ხატწერაში


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 07:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი