თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ კაცხის სვეტი-საქართველოს "მეტეორა"

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: May 22 2008, 12:56 AM

IPB-ს სურათი



IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 22 2008, 12:57 AM

ai gogoo,

სურათები ლამაზია smile.gif მაგრამ ტექსტის რა გითხრა, ლათინური ასოებით წაკითხვა ჭირს. იქნება გადააქართულო. მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: May 22 2008, 01:08 AM

კაცხის “სვეტი” მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფ. Kკაცხის ტერიტორიაზე, ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლ. 3 კმ-ის მანძილზე. “სვეტი” შედის კომპლექსის შემადგენლობაში, რომელშიც გაერთიანებულია გალავანი, სვიმონ მესვეტეს სახელობის ეკლესია, საძვალე, ძველი სამრეკლო და ბერების საცხოვრებელი სახლი (ნახ.1).
“სვეტზე” ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები განხორციელდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის ეპისკოპოსის, მიტროპოლიტი დანიელისა და საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავჯდომარის მოადგილის აბბა ალავერდელი მიტროპოლიტ დავითის ლოცვა-კურთხევით. ჭიათურმარგანეც-ტრესტის გენერალური დირექტორის ბ-ნ კაკო გურჯიძის ფინანსური მხარდაჭერით.
კაცხის “სვეტი” წარმოადგენს ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილ კლდოვან მასას, რომლის სიმაღლე 40-45 მ-ია, იგი ძირითადად შვეულად არის აღმართული, თუმცა მის ზედა ნაწილში მცირე ზომის რამდენიმე ბუნებრივი ტერასაა განთავსებული (სურ.1).
ეჭვგარეშეა, რომ კაცხის “სვეტი” უძველესი დროიდან იქცევდა ადამიანის ყურადღებას. მართებული უნდა იყოს მოსაზრება, რომ ქრისტიანობამდე “სვეტი” წარმართული კულტის – ნაყოფიერების ღვთაების დანიშნულებას ასრულებდა. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაწარმოებში კაცხის “სვეტის” შესახებ ამბობს: “ნაკერპთა მათ მთათა მაღალთა და ბორცვთა ზედა ესე ვითარივე იყო განცხრომა – როკვანი; ამისთვის აღაშენეს მათ ზედა ეკლესიანი და ჯვარობიდან მუნ, ვითარცა აწ ფერხისა სიმღერითა _ გაათენიან”. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ კი “სვეტზე” ეკლესია აშენდა და წარმართულ ღვთაებათა პანთეონს იგი სამუდამოდ გამოეყო.
გასული საუკუნის 40-იან წლებში კაცხის “სვეტზე” ასულა ექსპედიცია შემდეგი შემადგენლობით: ალპინისტი ალ. ჯაფარიძე, ხელოვნებათმცოდნე ვ. ცინცაძე, მწერლები ლ. გოთუა და ა. ბელიაშვილი. მათ სვეტის თხემზე მცირე გათხრები ჩაუტარებიათ, აღმოუჩენიათ თიხის ნამტვრევები და ბრინჯაოს სასანთლე, თუმცა დღეისათვის ეს მასალა ჩვენთვის ხელმიუწვდომელია. სამაგიეროდ, ჩვენს ხელთ არსებობს ფოტოები რომელიც აღნიშნულ ექსპედიციის მიერ არის გადაღებული (იხ. დანართი). აღნიშნული ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოს ანგარიში გამოქვეყნებულ იქნა 1946 წელს ვ. ცინცაძის მიერ . ანგარიშში ავტორი “სვეტის” თხემზე ორ ეკლესიას ადასტურებდა, ამათგან ერთ-ერთს (შირიმის თლილი ქვით აგებულს) “ორსართულიან ნაგებობას” უწოდებდა და მისი იატაკის ქვეშ გამართულ კრიპტას მესვეტეს საცხოვრებლად მიიჩნევდა. თუმცა ჩვენს მიერ ჩატარებულმა გათხრებმა დაადასტურა, რომ “სვეტის” თხემზე არსებობდა არა ორი, არამედ ერთი ეკლესია ხოლო მეორე, ეკლესიად წოდებული ნაგებობა კი ორი ოთახისაგან შემდგარ საცხოვრებელ სენაკს წარმოადგენდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს მიერ “სვეტის” თხემზე ჩატარებული სამუშაოები ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა; ვინაიდან, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, სვეტის სიმაღლე 45 მ-ს აღწევს ხოლო მისი ზედაპირის ფართობი 100 კვ.მ-ს არ აღემატება. ამასთან, სირთულეს წარმოადგენდა გათხრილი მიწის გადატანა ტერასაზე, ნანგრევი ქვისაგან ტერიტორიის გაწმენდა და ელემენტარულად სვეტზე ასვლა. Aამას თან ერთვოდა ცივი ამინდები, გამუდმებული ნალექით. სვეტზე ავდიოდით ხარაჩოსა და არმატურისაგან დამზადებული კიბის საშუალებით, ხოლო გათხრების მიმდინარეობისას ყველა მუშა უსაფრთხოების მიზნით ალპინისტური თოკებითა და ე.წ. “კარაბინებით” იყვნენ დამაგრებული (სურ.2).
გათხრები დაიწყო 30 ნოემბერს. თავდაპირველად გაიწმინდა “სვეტზე” მდებარე ეკლესია. გასუფთავდა მისი ინტერიერი და გამოვლინდა კირით მოლესილი იატაკი. იმის გამო, რომ ეკლესიის სახურავი მთლიანად განადგურებულია იატაკიც სავალალო მდგომარეობაში დაგხვდა, მოლესილობა მხოლოდ ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი და ამბიონზე ასასვლელი, მცირე საფეხურიც (15 სმ. სიმაღლის) ძლიერ იყო დაზიანებული (სურ.4). სოლეის დიდი ნაწილი ჩაშლილია სვეტის აღმოსავლეთ ფერდზე და შესაბამისად ეკლესიის აღმოსავლეთი კედელიც აღარ არსებობს (სურ.9). ეკლესიას კარი ჩრდილოეთიდან ჰქონია. კარი დღეისათვის 60 სმ-ის სიმაღლეზეა შემორჩენილი. მისი სიგანე 70 სმ-ს აღწევს (სურ.8). Eეკლესიის დღეისათვის არსებული ზომებია 2.50×3.50 მ. კედლები დაახლ. 60 სმ-ის სიმაღლეზეა შემორჩენილი, ხოლო ყველაზე მაღალ ადგილზე (სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში) 2.70 მ-ს აღწევს (სურ.3. ნახ.2). ეკლესიის იატაკის ქვეშ აკლდამაა გამართული. აკლდამის გაწმენდის დროს ადამიანის ნეშტი არ აღმოჩენილა, თუმცა 1944 წელს ჩატარებული სამუშაოების დროს ზემოთ აღნიშნულ ექსპედიციას აქ მიცვალებულის თავის ქალა და ჩონჩხის ნაშთები უპოვნიათ. შემდგომ, 1999 წლის 26 მაისს, მიტროპოლიტ კონსტანტინეს ლოცვა-კურთხევითა და ბერი მაქსიმეს ხელმძღვანელობით სვეტზე ახალი სამარხი გაიმართა და ნეშტიც ამ სამარხში გადასვენდა. ძველ აკლდამას შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს, იგი თაღის ფორმისაა და გადაყვანილია კარგად დამუშავებული შირიმის ქვით. ეკლესიის “პერანგი” და შიდა პირიც შირიმის ქვით ყოფილა ამოყვანილი. აკლდამა შიგნიდან კამარისებურად გადადის, მისი იატაკს კი “სვეტის” კლდოვანი დედაქანი წარმოადგენს, შესასველის ზომებია: სიმაღლე 0,70 მ, სიგანე 0,60 მ. შიდა სიმაღლეა 1 მ. სიგრძე 2 მ. სიგანე 1.10 მ. (სურ.16,17). აკლდამაში არავითარი მასალა არ აღმოჩენილა, მასალა აღმოჩნდა ეკლესიის ინტერიერის გაწმენდის დროს თუმცა-ღა მცირე რაოდენობით და მას ქვემოთ განვიხილავთ.
ეკლესიის შემდგომ გათხრები გავაგრძელეთ სვეტის ცენტრალურ ნაწილზე, ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის წინ. Dდაახ. 25-30 სმ-ის სისქის მიწის ფენის აღების შემდეგ, გამოჩნდა კირით მოლესილი იატაკი. როგორც ჩანს, ეკლესიას ამ მხრიდან მინაშენი ჰქონია. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს კლდოვან დედაქანში ჩაჭრილი ხის ძელისათვის განკუთვნილი ორმო და ასევე ეკლესიის კედელში გარედან შეჭრილი ძელის “ბუდეც” (სურ.6,7; ნახ.3). როგორც ავღნიშნეთ ეკლესია გარედან და შიგნიდან კარგად დამუშავებული შირიმის ქვით ყოფილა მოპირკეთებული, საძირკველსა და “პერანგის” შიდა სივრცის შესავსებად კი კირქვა გამოუყენებიათ (სურ.3) აღსანიშნავია, რომ შირიმის ქვა მახლობელი ადგილებიდან, კერძოდ, სოფ. ნავარძეთის ტერიტორიიდან არის მოტანილი, ხოლო კირქვა კი თვითონ სვეტის თავზე უნდა იყოს მოტეხილი და ჩართული მშენებლობაში. ეკლესია და მისი მინაშენიEგადახურული ყოფილა ბრტყელი და ღარისებული კრამიტით, რომლის ძირითადი მასა დამტვრეული და სვეტიდან გადარეცხილია, თუმცა, ჩვენს მიერ აღმოჩენილი ფრაგმენტები მაინც გვიქმნის შთაბეჭდილებას ამ კრამიტზე.


ეკლესიის ნანგრევისა და ნეშომპალის სქელი ფენისაგან განთავისუფლების შემდეგ სამუშაოები გავაგრძელეთ სვეტის ქვედა ტერასაზე. აღსანიშნავია, რომ “სვეტის” თხემი ორ - ქვედა და ზედა ტერასად იყოფა; ზედა ტერასაზე აშენებულია ეკლესია და საცხოვრებელი სენაკი, ხოლო ქვედა ტერასაზე კი მარანი. საერთოდ, მთლიანად კომპლექსი გალავანით ყოფილა შემოსაზღვრული მაგრამ დღეისათვის ამ გალავანის მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი, დანარჩენი ნაპირები სვეტისა კი ციცაბოა, ისე რომ გალავანი ამ მხარეებზე დიდი ხნის წინ ჩანგრეულა. Aაქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ გალავანის ნაწილს, რომელიც როგორც ავღნიშნეთ “სვეტის” აღმოსავლეთ კიდეზეა შემორჩენილი ქვის ქვედა წყობაში 20-25 სმ-ის დიამეტრის ღრმულები აქვს დატანებული, შესაძლოა კომპლექსს ამ მხარეს გარკვეული სახის, მცირე “აივანი” ჰქონდა და აღნიშნული ღრმულები ხის ძელების დასამაგრებლად იყო განკუთვნილი (სურ.10).
როგორც ითქვა, მუშაობა გაგრძელდა ქვედა ტერასაზე, იმ ადგილზე, სადაც მარანი უნდა ყოფილიყო. თავიდან, მიწის ზედაპირზე ქვევრები არ ჩანდა მაგრამ, 25 სმ-ის სისქის მიწის ფენის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა 3 ქვევრი, რომლებიც ბადიმებით იყვნენ დახურული. Gგარდა ამ სამი ქვევრისა, ორი ქვევრი სვეტის დასავლეთ ფერდზე ყოფილა განთავსებული, მაგრამ კლდის ეროზიის გამო ისენი გახეთქილან და ჩაშლილან, ისე რომ მათი მხოლოდ მცირე ნაწილები-ღა იყო შემორჩენილი. 1944 წელს ჩატარებული სამუშაოების შედეგად ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ მარანი 5 ქვევრისაგან შედგებოდა, მაგრამ ჩვენს მიერ წარმოებული გათხრების შედეგად გამოვლინდა კიდევ ერთი, შესანიშნავად შემორჩენილი მეექვსე ქვევრი, ისე რომ მარანში ექვსი ქვევრი ყოფილა. დღეისათვის ამ ქვევრებიდან ორი ნაწილობრივ არის შემორჩენილი, ოთხი მათგანი კი მიწაში მთლიანად ზის, თუმცა ისენიც დაზიანებული არიან (სურ.21,22). ერთ ქვევრს ყელის გარშემო რელიეფური წნული შემოუყვება, მეორეს კი ამოღარული ორნამენტი (სურ.23,24), მთლიანად მარანი კი დასავლეთიდან გალავანით ყოფილა დაცული. მარანში ჩასვლა ზედა ტერასადან, შესაძლოა მცირე კიბით ხდებოდა და აქ შენახული ღვინისა თუ წყალის მარაგი ერთი ადამიანის საარსებოდ საკმარისი იქნებოდა დაახ. 2 თვის მანძილზე.
მას შემდეგ, რაც დავამთავრეთ ეკლესიისა და მარანის გათხრა, მუშაობა დავიწყეთ “სვეტის’ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მდებარეობდა ნაგებობა, რომელსაც ვ. ცინცაძე “ქვით ნაგებ ეკლესიას” უწოდებდა, თუმცა ჩვენთვის თავიდანვე ცხადი გახდა, რომ საქმე გვქონდა არა ეკლესიასთან, არამედ საცხოვრებელთან. ამის სასარგებლოდ მეტყველებდა ის მრავალრიცხოვანი, სამეურნეო დანიშნულების კერამიკული მასალა, რაც აქ თავიდანვე გამოჩნდა და ასევე მშენებლობის ტექნიკაც. კერძოდ, თუ ეკლესია გათლილი, კარგად დამუშავებული და მოხდენილი შირიმით იყო აგებული, აღნიშნულ ნაგებობას უხეში, ფლეთილი ქვით ნაგები კედლები ჰქონდა (სურ.11,15. ნახ.4), ამასთან იგი არ იყო სიზუსტით აშენებული და უსწორმასწორო ფორმისა იყო. მოსაზრებას, რომ ეს ნაგებობა საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო ამაგრებდა ის ლოგიკური აზრიც, რომ 45 მ-ის სიმაღლეზე, დაახ. 100 კვ.მ-ზე მოღვაწე ადამიანს ბუნებრივია დასჭირდებოდა გარკვეული თავშესაფარი და მეორე მხრივ სრულიად ზედმეტი იქნებოდა აქ ორი ეკლესიის არსებობა. თავდაპირველად დაიწყო ამ ნაგებობის ნანგრევი მასისა და ხის ფესვებისაგან გასუფთავება, რაც საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. აღმოჩნდა, რომ სამშენებლოდ უხმარიათ კირქვა და კირი, ნაგებობის აღმოსავლეთ ნაწილში კი კედელის მაგივრობას სვეტის ვერტიკალურად აღმართული კლდე სწევდა, ისე რომ დანარჩენი კედლები სწორედ ამ კლდეზე იყო მიშენებული (სურ.12). შიდა სივრცეში შესვლა სამხრეთის მხრიდან გამართული კარებიდან ხორციელდებოდა. ამ კარებს შევყავდით ოთახში, რომელის იატაკსაც კლდოვანი დედაქანი წარმოადგენდა. სამუშაოს ართულებდა ის გარემოება, რომ შუაგულში საკმაოდ დიდი მუხის ხე იყო ამოსული და მისი ფესვები ჩაწნული იყო როგორც დედაქანში, ისე ნაგებობის კედლებში (სურ.19) ჩვენ შეძლებისდაგვარად გავანთავისუფლეთ ოთახის ინტერიერი ნანგრევი მასისა და ფესვებისაგან და გამოვავლინეთ, რომ ოთახი საკმაოდ მოზრდილი ზომისა - დაახ. 15 კვ.მ. - იყო (დაახ. 5×3 მმ-ზე), შემორჩენილი კედლების სიმაღლე კი 60-70 სმ-ს აღწევდა (სურ.13,14). როგორც ითქვა ამ ოთახის აღმოსავლეთ კედლის მაგივრობას ბუნებრივი კლდე სწევდა, კლდე გამოკვეთილი იყო ნახევარწრიულად და აფსიდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ვ. ცინცაძემ ეს ნაგებობა ეკლესიად მიიჩნია. ამ კლდეში, იატაკიდან დაახ. 1-1.20 მ-ის სიმაღლეზე სინათლისა და ჰაერის შემოსასვლელად ამოკვეთილი სარკმელი იყო გაჭრილი. აღსანიშნავია, რომ ამ ოთახს სარკმელი ჩრდილოეთის კედელშიც ჰქონია დატანებული, რაც ჩვენთვის ინტერიერის გასუფთავების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი (სურ.20). როდესაც დამთავრდა შიდა სივრცის ბოლომდე გასუფთავება და მოხდა მისი ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია ჩვენ იძულებული ვიყავით უკვე გარეთ გამოტანილი ნანგრევი ქვის მასა კვლავ უკან, ოთახში შეგვეტანა და დროებით აქ დაგველაგებინა, ვინაიდან, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული ჩვენ შეზღუდულები ვიყავით თავისუფალი ფართობის თვალსაზრისით.


აღნიშნული “ოთახის” გათხრების დასრულების შემდეგ მუშაობა გავაგრძელეთ მის ჩრდილოეთ მხარეს. Aაქ მდებარეობდა გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობა, რომელსაც ვ. ცინცაძე “ღრმულს”, სოფ. კაცხის მოსახლეობა კი “გვირაბში ჩასასვლელს” უწოდებდა. თავიდანვე ცნობილი გახდა, რომ საქმე გვქონდა არც “ღრმულთან” და არც გვირაბთან, ვინაიდან ეს ადგილი მსგავსად უკვე შესწავლილი ოთახისა ქვით ნაშენი კედლებით იყო შემოსაზღვრული და საცხოვრებლად განკუთვნილი ნაგებობის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მსგავსად წინა ოთახისა, ამ ნაგებობის აღმოსავლეთ კედელიც ბუნებრივი კლდით იყო წარმოდგენილი, აღსანიშნავია, რომ კლდე აქაც საგულდაგულოდ იყო დამუშავებული და გამოკვეთილი, ისე, რომ ინტერიერი გაზრდილი იყო მოტეხილი ქვის ხარჯზე. Dდაახ. 40 სმ-ის სისქის ქვა-ღორღისა და მიწის ფენის აღების შემდეგ გაირკვა, რომ საქმე გვქონდა საკმაოდ მოზრდილ ოთახთან, რომელიც სამხრეთ კედელში ჩაყოლებული სარკმელით მეორე ოთახს უკავშირდებოდა, ჩრდილოეთ კედელში ჩაყოლებული, თაღისებურად გადასული სარკმელით კი სვეტის ჩრდილოეთ ფასადზე გადიოდა (სურ.26). შესასვლელი ამ ოთახში დასავლეთის მხრიდან იყო და კარგად მოჩანდა ხის კარების ჩასასმელად განკუთვნილი ჭრილიც (სურ.18). მას შემდეგ, რაც მოვჭერით კედლების შიგნით ამოსული რამდენიმე ხე და შესაძლებელი გახდა უფრო თავისუფლად გვემუშავა გავაგრძელეთ დაღრმავება იატაკის დონის დასადგენად. გაირკვა, რომ იატაკი ოთახის მთელს ფართობზე შირიმის გათლილი ქვებით იყო დაფარული. მივედით დასკვნამდე, რომ ოთახი შიგნიდან აღნიშნული ქვით კამარით იყო გადაყვანილი, ამის სასარგებლოდ მიუთითებდა ისეც, რომ ქვების ნაწილი ნახევარ-წრიულად იყო “გათლილი”. ჩვენ მთლიანად ავალაგეთ შირიმის ქვა იატაკიდან და გამოჩნდა, რომ იატაკს აქაც, კლდოვანი დედაქანი წარმოადგენდა, ალაგ-ალაგ მოლესილი კირით. Mმას შემდეგ, რაც მთლიანად გასუფთავდა ინტერიერი უკვე შესაძლებელი გახდა ჩაგვეტარებინა გრაფიკული და ფოტო სამუშაოები (სურ.25). დადგინდა რომ ოთახის ფართობი დაახ. 20 კვ.მ-ს აღწევდა (დაახ. 5×4 მმ-ზე) და იგი, მეზობელი ოთახისაგან 30 სმ-ის სისქის კედელით იყო გამოყოფილი. განსაკუთრებით მოხდენილად იყო ნაგები ჩრდილოეთი კედელი, იგი ამავე დროს კომპლექსის გალავანის ნაწილს წარმოადგენდა და ამიტომ მისი სისქე ძირში თითქმის 1.50 მ-ს აღწევდა, ზემოთ კი თანდათან თხელდებოდა და ოთახის სიმაღლეზე უკვე 70-80 სმ. იყო. როგორც ითქვა კედლის ამ ნაწილში თაღისებურად გადასული სარკმელი იყო ჩართული. სარკმელი დამუშავებული შირიმით იყო გამოყვანილი, მის მარჯვნივ კი კედელში მცირე ზომის თახჩა იყო დატანებული, სამეურნეო დანიშნულების ჭურჭელის ნამტვრევებით სავსე (სურ.28). განსაკუთრებით ეფექტური და საინტერესო იყო “ბუხარის” ნაშთი, რომელის გარე პირიც ასევე გათლილი ქვით უნდა ყოფილიყო გამოყვანილი, ზურგს კი “სვეტის” კლდოვანი დედაქანი წარმოადგენდა. “ბუხარის” ადგილზე კლდე ოთხკუთხად იყო გამოკვეთილი და ბოლის გასასვლელად მთლიანად იყო გაჭრილი აღმოსავლეთ მხარეს, იმ მხარეს, საიდანაც ქარი თითქმის არასოდეს უბერავს. აღსანიშნავია, რომ იატაკის დონეზე “ბუხარს” “სასულე” ჰქონდა დატოვებული, “სასულეზე” ბრტყელი ქვა იყო მიფარებული, ისე რომ ამ ქვის მოხსნა-დაფარებით შეიძლებოდა ცეცხლისათვის ჟანგბადის მიწოდების დარეგულირება. ამასთან ეს “სასულე” ზედმეტი ნაცარის გადასაყრელადაც მოსახერხებელი იქნებოდა (სურ.27,28).
ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ “სვეტის” დასავლეთ ფერდზე, მარნის ქვემოთ, დაახ. 6 მეტრზე კლდეში გამოკვეთილი სენაკი არსებობდა; მაგრამ ჩვენ ამ სენაკში დაშვება ვერ მოვახერხეთ ვინაიდან ფერდობი თითქმის შვეულ კედელს წარმადგენს და ალპინისტების დახმარების გარეშე იქ ჩასვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ შევძელით მოგვეძიებინა აღნიშნული სენაკის ნახაზები და მხოლოდ მათი აქ მოყვანით შემოვიფარგლეთ (ნახ.5).
ეკლესიის, საცხოვრებელი სენაკისა და მარანის გათხრების დროს საკმაოდ მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა. Aამ მასალის ძირითადი ნაწილი კერამიკით წარმოდგება, თუმცა იყო ერთი ლითონის ნივთი და ქვის ინვენტარიც. Uუნდა აღინიშნოს, რომ 1944 წელს “სვეტზე” ასულ, ექსპედიციას უხვად მოუპოვებია თიხის ჭურჭელი და მხატვრულად ჩამოსხმული ლითონის სასანთლეც. ჩვენ შევეცადეთ მოგვეძია აღნიშნული ნივთები, დავუკავშირდით ამ ექსპედიციის ერთ-ერთი წევრის – ბ-ნ ლ. გოთუას ოჯახს, მაგრამ ვერ შევძელით ამ მასალის მოპოვება. Aაქვე გვინდა დავსძინოთ, რომ კაცხის “სვეტის” თხემზე მოპოვებული მასალის გარკვეული ნაწილი დაცულია ჭიათურის #3 საშუალო სკოლის მუზეუმში, იგი შეგროვებულია ამ მუზეუმის ხელმძღვანელის ბ-ნ გ. სამხარაძის მიერ.
გათხრების შედეგად მოპოვებული კერამიკა ძირითადად საყოფაცხოვრებო ჭურჭელით წარმოდგება. Eეს ჭურჭელი დამზადებულია ადგილობრივი თიხისაგან, კერამიკულ მორგვზე. თიხას უხვად აქვს ქარსისა და კვარცის მინარევები, რის გამოც იგი არ ხასიათდება დახვეწილობით. თითქმის ყველა ნატეხს ეტყობა ცეცხლის კვალი, ისე რომ ისინი მოშავო-მონაცრისფრო ელფერს ატარებენ. განირჩევა დერგების, ჯამების, ქოთნებისა და თეფშების ფორმები (სურ.32,33,34,35,47).
დერგები საკმაოდ მოზრდილი ზომისაა, ძირითადად უყურო, თუმცა საცხოვრებელი ნაგებობის შიგნით აღმოჩნდა ერთი, ადგილზე დამსხვრეული დერგი, რომელსაც საკმაოდ მოზრდილი ორი ყური ჰქონია (სურ.48). რაც შეეხება ქოთნებს, ისინი ძირითადად მცირე ან საშუალო ზომისაა, მათGგარედან კარგად ეტყობოდათ ზედაპირის მოსწორების კვალი ნაფოტისებური ნივთით. მათი მუცელი მკვეთრად გადადის ძირზე, ქუსლის გარეშე. ყელი დაბალი აქვთ, ქობა კი მარტივი. ჯამები და თეფშები განკუთვნილი იყო თხევადი საკვებისათვის ან წყალისათვის. მათ არ აქვთ გამოყოფილი ქუსლი, ხოლო მათი გვერდები თანდათან გადადის ძირზე.
მთლიანად ეს კერამიკა ხასიათდება ჰორიზონტალურად გამოყვანილი ნაკაწრი ხაზებით, რაც ჭურჭელის ზედაპირის მოსწორების შედეგად უნდა დარჩენილიყო. რიგ შემთხვევებში ეს ნაკაწრები ჭურჭელის კედელზე დიაგონალურად ან ვერტიკალურადაც არის დატანილი ისე რომ ისენი ერთმანეთს ზოგჯერ კვეთენ კიდეც (სურ.42,43,46; ნახ.7,8). გარდა ამ სახის ორნამენტისა კაცხის “სვეტის” კერამიკას ახასიათებს რელიეფური სარტყელი. ასეთი რელიეფული სარტყელი, ერთ-ერთი ქვევრის ყელს ორმაგად შემოუყვება (სურ.23,29,30,44). აღსანიშნავია დერგების პირზე ჩაჭდეული ე.წ. თევზიფხური და ჯვარის ფორმის ორნამენტიც (სურ.39,45; ნახ.6). გარდა აქ აღწერილი ჭურჭელისა, საყოფაცხოვრებლო დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო ქვაში ამოკვეთილი საკმაოდ მოზრდილი საცეხველიც (სურ.41). მსგავსი ნივთი თავისი როდინით, ნაპოვნი კაცხის “სვეტის” თხემზე, ჭიათურის ზემოთ აღნიშნულ სასკოლო მუზეუმშია დაცული (სურ.40). მარცვლეულის დასამუშავებლად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი ხელსაფქვავიც, რომელიც ჩვენამდე გატეხილი სახით მოვიდა, ისე, რომ ძნელია მისი ზუსტი ზომის დადგენა, თუმცა მაინც შესაძლებელია მისი ფორმის ზოგადად წარმოდგენა (სურ.37).


კაცხის “სვეტის” თხემზე სამშენებლო დანიშნულების კერამიკაც იქნა აღმოჩენილი. კერძოდ აგური და კრამიტი. Uუნდა ითქვას, რომ აგური ეკლესიის მშენებლობაში საერთოდ არ არის გამოყენებული. მცირე რაოდენობითაა იგი ჩართული საცხოვრებელი სენაკის კედლებში და მხოლოდ განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ადგილებშია გამოყენებული (აღმოჩენილი აგურის ზომებია 20×20×5. 22×22×6). აგური დამზადებულია ადგილობრივი თიხისაგან, რომელშიც უხვადაა შერეული კვარცი და ქარსი რის გამოც იგი საკმაოდ უხეში ფორმისაა. აგურზე ზოგჯერ კირის კვალიც არის შემორჩენილი (სურ.31). კრამიტი “სვეტის” თხემზე მცირე რაოდენობით აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიაცა და საცხოვრებელიც ამ მასალით ყოფილა გადახურული. ვფიქრობთ, ნაწილი კრამიტისა “სვეტიდან” გადაცვენილია, ნაწილი კი გაზიდული. აგურთან შედარებით კრამიტი მეტი რაოდენობით მოვიპოვეთ, უნდა აღინიშნოს, რომ ბრტყელი კრამიტის გვერდით, ეკლესიის კედლების წინ ღარისებური კრამიტის ფრაგმენტიც აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ეკლესია ბრტყელი და ღარისებური კრამიტით იყო დაბურული. Aასევე უნდა ყოფილიყო გადახურული საცხოვრებელი ნაგებობაც, მისი გაწმენდის დროს კრამიტის ნამტვრევები ზოგჯერ იატაკის დონეზეც ფიქსირდებოდა. სამწუხაროდ, გათხრებისას მთლიანი კრამიტი არ აღმოჩენილა, თუმცა, შემორჩენილი ნატეხები მაინც გვიქმნის შთაბეჭდილებას ამ კრამიტებზე (სურ.38).
მასალის დახასიათებისას გვინდა ყურადღება გავამახვილოთ მცირე ზომის ლითონის ნივთზეც (სურ.36). Eეს ნივთი წარმოადგენს 7 სმ-ის სიგრძისა და 2 სმ-ის სიგანის ვერცხლის მოოქროვილ ფირფიტას, რომელზედაც ჯვარის მოტივის გაბმული ორნამენტია გამოყვანილი. Aროგორც ჩანს იგი ზურგის მხარით დამაგრებული ყოფილა რაიმე ნივთზე, შესაძლოა იგი ხატის მოჭედილობის ფრაგმენტი იყოს.
ამით ამოიწურება კაცხის “სვეტის” თხემზე მონაპოვარი არქეოლოგიური მასალა, რომელიც საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს, მაგრამ ვიდრე ამ დასკვნებს ჩამოვაყალიბებდეთ გვინდა ყურადღება შევაჩეროთ კაცხის “სვეტის” მახლობლად მდებარე მღვიმეზეც.
ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ამ მღვიმეში გარკვეული ნაგებობის კედლები იყო შემორჩენილი, ამ კედლების შიგნით კი ძვლები და კერამიკა იყო ნაპოვნი. ჩვენ მცირე დაზვერვები ჩავატარეთ ამ მღვიმეში და დავრწმუნდით რომ მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამებოდა. გამოქვაბულში მართლაც არის შემორჩენილი კედლების ნაშთები, რომლებიც დაშენებულია კლდოვან დედაქანზე (სურ.49,50). კედლებს ქვედა ნაწილში კარგად ეტყობათ იატაკის დონის კვალი. ეს ნაგებობა თავისი ზომითა და ფორმით “სვეტზე” მდებარე ეკლესიას უახლოვდება და არ არის გამორიცხული, რომ ისიც მცირე ზომის სამლოცველო ყოფილიყო. დაზვერვების დროს გამოქვაბულში უხვად გამოჩნდა მასალა - ძირითადად თიხის ნატეხები - რომლებიც ანალოგიურია “სვეტის” თხემზე მოპოვებული კერამიკისა. კერძოდ: ისეც ხასიათხება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად დატანილი ამოღარული ხაზებით, ასევე თიხა, რომლითაც ეს ჭურჭელია დამზადებული მსგავსია “სვეტის” კერამიკის თიხისა (სურ.51). ჩვენი აზრით აღნიშნულ გამოქვაბულში მდებარე ნაგებობა ქრონოლოგიურად “სვეტის” თხემზე არსებული კომპლექსს უნდა უახლოვდებოდეს. Aამ მოსაზრების ამაგრებს აქ აღმოჩენილი კერამიკული მასალაც, თუმცა ამ მასალის გვერდით, აქ ადრებრინჯაოს ხანის კერამიკის ფრაგმენტიც იყო ნაპოვნი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ მღვიმეში უფრო ადრეული ფენებიც უნდა არსებობდეს (სურ.52).
მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ გამოქვაბულისა და მასში მდებარე ნაგებობის შესწავლა, რადგან ეს მეტ სიცხადეს შეიტანს მთლიანად კაცხის სამონასტრო კომპლექსის ისტორიის კვლევის საქმეში.
კაცხის “სვეტზე” გათხრების შედეგად მოპოვებული კერამიკა ძირითადად საყოფაცხოვრებლო ხასიათის, მდარე პროდუქციას წარმოადგენს. იგი არ გამოირჩევა რაიმე განსკუთრებული დეკორით ან დამზადების მაღალი ხარისხით. ყველა ნატეხი, რომელიც წარმოდგენას გვიქმნის ჭურჭელის ფორმაზე, ისევე როგორც ამ ჭურჭელზე არსებული ორნამენტის სახეები გვიანფეოდალურ ხანას განეკუთვნება. Qქვევრები, რომელთაც პირზე რელიეფური დაჭდეული სარტყელი შემოყვებათ ანალოგიებს პოულობს უფლისციხის გვიანფეოდალური ხანის ქვევრებთან. ჭურჭელის ფრაგმენტები, კი რომელთაც ჰორიზონტალური ან ვერტიკალური ამოღარული ხაზები ახასიათებთ ახლოს დგანან კვეტარას გვიანფეოდალური ხანის მასალასთან. ბ-ნ დ. მინდორაშვილის განმარტებით კაცხის “სვეტის” კერამიკული მასალა წინასწარულად შესაძლოა მე-16-17 სს-ით განისაზღვროს. რაც შეეხება ქვის ნივთებს კერძოდ, საცეხველსა და ხელსაფქვავს მათი არსებობის ქრონოლოგიური დიაპაზონი მეტადია და ძნელია მათი კონკრეტული საუკუნეებისადმი მიკუთვნება.

[/QUOTE]

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: May 22 2008, 01:08 AM

IPB-ს სურათი

ეკლესია რომელიც კაცხის სვეტზე შენდება.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 22 2008, 09:35 AM

კაცხის სვეტზე ამ მოთხრობიდან გავიგე პირველად: http://literatura.iatp.ge/gotua/katskhi.htm
საინტერესოა, წაიკითხეთ smile.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: May 22 2008, 10:28 AM

მარიამი

ციტატა
კაცხის სვეტზე ამ მოთხრობიდან გავიგე პირველად: http://literatura.iatp.ge/gotua/katskhi.htm
საინტერესოა, წაიკითხეთ

სწორედ ეს მოთხრობა უნდა დამედო ეხლა, უფრო სწორედ ლინკი.
გოთუას შესანიშნავად აქვს აღწერილი პირველი ექსპედიციის შედეგები.
გაიხარე smile.gif

კაცხის სვეტი მართლაც საოცარი სანახავია, იმერეთიდან ვარ წარმოშობით და არაერთხელ მინახავს. smile.gif

პოსტის ავტორი: nino nino თარიღი: May 23 2008, 02:21 PM

ძალიან ლამაზი და საოცარია...კაცხის სვეტი...დიდება უფალს.....

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: May 23 2008, 02:41 PM

ნამყოფი ვარ კაცხის სვეტის ძირას smile.gif

უუუუუზარმაზარესობააა

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: May 28 2008, 09:15 PM

როგორ მოგეწონათ საქართველოს ,, მეტეორა,, ხალხო?

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 28 2008, 09:34 PM

საოცარია......ნამდვილად არ მქონდა გაგებული ასეთი რამე თუ არსებობდა sad.gif

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: May 28 2008, 09:36 PM

მე მქონდა ბედნიერება ჩემით თვალით მენახა ეს საოცრება, მართლა ძალიან ლამაზია და იდუმალი smile.gif ისე რას იტყვით არ მოვილოცოთ?

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: May 28 2008, 10:28 PM

IPB-ს სურათი

ეს ტაძარის კაცხის სვეტის ქვემოთაა, და ესაც პატარა კელია smile.gif

http://img517.imageshack.us/img517/1623/hpim6936gh4.jpg

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Jun 14 2008, 11:32 PM

ჰაეროვანი ქალაქი

პოსტის ავტორი: lamaria? თარიღი: Jun 18 2008, 03:33 PM

დიდი სიამოვნებით წავიდოდი კაცხის სვეტის სანახავად, აღტფრთოვანებული ვარ სურათებით, დიდება უფალს დიდენა ჩვენს სამშობლოს.

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Jun 23 2008, 05:11 PM

სრულდება სვეტის თავზე არსებული ტაძრის მშენებლობა . გადახურვაღა აკლია. მე ვიყავი ორი დღის წინ იქ . საოცარი სანახავია. კარგი იქნება მისი მოლოცვა. კმაყოფილი დარჩებით.

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Nov 18 2008, 11:03 PM

მალე ახალ სურათებს დავდებ.

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Nov 18 2008, 11:55 PM

აღმსარებელის თხოვნით დავდებ სურათებს smile.gif

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

http://imageshack.us

კაცხის სვეტზე ახლადაშენებული ეკლესია.

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Jan 29 2009, 05:04 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jan 29 2009, 05:14 PM

ოო ზვიად, შენი თემა გიპოვია biggrin.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 29 2009, 07:07 PM

აუ ძალიან ლამაზი ადგილია. რამდენი წელია მანდ მინდა მოვხვდე და ვერა და ვერ მოვახერხე.

იქნებ წელს მაინც მოვილოცო უფლის მადლით. smile.gif ძალიან მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Jan 29 2009, 10:53 PM

ეს ტაძარი ახლა ააშენეს? თუ აღადგინეს? რა ლამაზია, მე რომ ვიყავი ნანგრევები ჩანდა მხოლოდ smile.gif თან მგონი ასასვლელიც გაუკეთებიათ, რა კარგია smile.gif

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Jan 30 2009, 10:50 PM

ეს თაძარი გასულ შემოდგომაზე აღადგინეს ნანგრევიდან. ასასვლელი კი უკვე ორი წელია რაც გააკეთეს. ტაძრის გვერდით არის ორ ოთახიანი სახლი...

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Feb 1 2009, 01:26 AM

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Feb 3 2009, 01:02 PM

შორიდან რა პატარა მოსჩანს ეს სასწაული ადგილი, თითქოს ერთ კაცზე მეტი არ დაეტევაო მწვერვალზე, და რამხელა სივრცე ყოფილა,
ჩემს სოფელში როცა მივდივარ გზად უნდა გავიარო ეს დალოცვილი ადგილი,
ბავშვობაში კი ვარ ნამყოფი მაგრამ რაც აშენდა არ ვყოფილვარ,
როგორ ვიცი უკვე მოღვაწეობს ბერი და ააღავლენს ლოცვებს, შეგვეწიოს მისი ლოცვა-ვედრება, ამინ

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Feb 4 2009, 01:17 AM

ზევით ჯერ არავინ მოღვაწეობს..უბრალოდ მზადდება..დაბლა კი არის ერთიბერი და მართლა მოღვაწეობს.

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Jun 27 2009, 02:31 AM

ai gogoo
ძალიან დიდი მადლობა ასეთი ინფორმაციისთვის...

იმერელი ვარ,მგარმ ეს საოცრება არასდროს მაქ ნანახი...მხოლოდ სურათებით...

არც ის ვიცოდი რო ეკლესია ააშენეს სვეტზე...

აუცილებლად ვნახავ wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Jun 27 2009, 09:49 PM

ანნო

არაფერს ჩემო კარგო kiss1.gif

აღმსარებელმა მომამარაგა ინფორმაციით smile.gif
ეხლა აუცილებლად ნახე, ინფორმაცია უკვე გაქვს...

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 27 2009, 10:40 PM

ანნო

ციტატა
აუცილებლად ვნახავ

ზემოთ გოგოებს არ უშვებენო sad.gif

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Jun 27 2009, 10:52 PM

ა ნ უ კ ა

ხოო არ უშვებენ sad.gif
მაგრამ ისეთი საშიშია იქ ასვლაა. მე მაინც ვერ გავბედავდი, ძალიან მაღალზეა..

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Jun 27 2009, 11:41 PM

ციტატა
ზემოთ გოგოებს არ უშვებენო


აუ რა ცუდიააა sad.gif და რატო არ უშვებენ? sad.gif sad.gif




ციტატა
მაგრამ ისეთი საშიშია იქ ასვლაა. მე მაინც ვერ გავბედავდი, ძალიან მაღალზეა..


ძაან ცუდი ასასვლელიაა??? sad.gif აუ რო მაინტერესებსსსსსს unsure.gif unsure.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Jun 27 2009, 11:45 PM

ანნო

მართალია გაინტერესებს, მაგრამ რა იზამ. არ გამოვა ეგ საქმე tongue.gif

პოსტის ავტორი: ანნო თარიღი: Jun 27 2009, 11:50 PM

ai gogoo

ცუდი ძაან cool.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 2 2009, 12:29 AM

კაცხის მოლოცვისას მამ მაქსიმე (ძალიან თბილი ადამიანი!) დაგვათვალიერებინა ჟურნალი, სადაც ამ სვეტის შესახებ არის ინფორმაცია მოგროვილი.
"კუსტარულად" გადავიღე ფოტოები და შეგიძლიათ დაწვრილებით წაიკითოხთ.

http://www.link.ge/file/279822/New-Folder.rar.html

პ. ს. ზოგან ჩემი თითები ჩანს და მომიტევეთ tongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 26 2012, 02:01 AM

ციტატა
10 მომხმარებელი (მათ შორის 9 სტუმარი და 0 დამალული წევრი)


ღამის 2 საათზე რა ხდება კაცო ამ თემაში?
:დ :დ :დ :დ

პოსტის ავტორი: agmsarebeli თარიღი: Mar 11 2012, 08:50 PM

http://orthodox.de/hoerbeispiele.php

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2015, 07:00 PM

"გეოგრაფიული ტერმინი კაცხი სვანური სიტყვაა და მწვერვალს აღნიშნავს", - განმარტავს აკადემიკოსი ა. შანიძე.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2016, 09:52 PM

"სვეტის ჩრდილოეთით დარჩენილია კლდეში ნაკვეთი სამი საფეხური. შესაძლოა, აქ კლდეში ნაკვეთი კიბე იყო, რომელიც დროთა განმავლობაში დაინგრა. მაშინდელ ადამიანს სხვა ფიზიკური მონაცემები ჰქონდა. შეიძლება აქ იდგა დიდი ხეები, რომლის მეშვეობითაც ადიოდნენ სვეტზე, - ამბობს გოდერძი სამხარაძე, - პირადად მე წლების განმავლობაში ათჯერ ვარ ასული კაცხის სვეტზე და დაახლოებით ორასი კაცი მყავს აყვანილი. კაცხის სვეტი ისეთი საოცრებაა, რომ ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ინატრებდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2016, 11:31 AM

"1944 წლის 29-30 ივლისს კაცხის სვეტზე ასულა პირველი ექსპედიცია, მათ შორის იყო მწერალი ლევან გოთუა. ის წერს: "აკლდამას ნალისებრი შესავალი აქვს. შესავალი თავიდანვე ღია ყოფილა და ქარს შიგ ჭარბად შეუტანია შლამი და დამპალი ჟვერო. როცა გამოვწმინდე და მოვთხარე - ადამიანის ჩონჩხს წავაწყდი მუხის ფესვებში გაკვალთულს და მყარად ჩაწნულს, ძლივს ამოვჭერი ფესვები, ძლივს ამოვთხარე. ერთი ჩონჩხია, ძლიერ გამოფიტული, თავის ქალა სრულიად ჩაშლილია, ჩანს, თავი გასავლისაკენ, ე.ი. დასავლეთისკენ ჰქონდა. აქვე თიხის ჯამის ნამსხვრევი ვნახეთ. ალბათ უკანასკნელი მესვეტის ჩონჩხია. მას დამარხვა აღარც ღირსებია. სიკვდილის მოახლოების ჟამს თავად თუ შესულა აკლდამაში, იქ მიწოლილა სიკვდილის სარეცელე და ისევე დაგვხვდა. იქნებ ათას წელიწადს შემდგომ, მუხის ფესვებში ჩახლართული და ჩაჭედილი..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2016, 03:45 PM

"ქვევრები სავსეა ჟვეროთი და ლოკოკინებით. შიგ შუქი ჩავანათე და ჩავძახე კიდევაც, ჩემმა ხმამ შემაძრწუნა. ლოცვით გაბოხებული ხმის ანარეკლი გამოიღო ქვევრმა. ასეთი ხმა თუ ჰქონდა უკანასკნელ მესვეტეს!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2017, 11:33 AM

"აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი აღნიშნავდა, რომ "კაცხის სვეტი მარტო ისტორიული ძეგლი კი არაა, ბუნების ძეგლიცაა, მთელი კომპლექსია და მთლიანად უნდა იქნეს დაცული, ათი კვადრატული კილომეტრი მაინც ხელუხლებელ ნაკრძალად უნდა გამოცხადდესო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2017, 11:46 AM

"კაცხის სვეტი წარმოადგენს ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილ კლდოვან მასას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2017, 04:42 PM

"ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებიდან ჩანს, რომ იმ პერიოდში უკვე დიდი ხნის შეწყვეტილი უნდა ყოფილიყო მონასტრული ცხოვრება კაცხის სვეტზე. ის წერს: "ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი ფრიად მაღალი, მის კლდის თხემზე არს ეკლესია მცირე, არამედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყიან ხელოვნება აღსვლისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 17 2017, 07:28 PM

"მეუფე დანიელის და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, სამი-ოთხი წელია, აიკრძალა საერო პირების ასვლა, მანდილოსნები მანამდეც არ ადიოდნენ. გამონაკლისს იმ შემთხვევაში ვუშვებთ, თუ სამშენებლო სამუშაოა ან რაიმე აუცილებლობა. სამშენებლო მასალები, წყალი, საკვები ჯალამბრით აგვაქვს. ვფიქრობთ, რომ წინათ აქ მოღვაწე მამებიც ჯალამბარს იყენებდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2017, 09:51 PM

"რას არ გაუძლო მესვეტე ბერთა მღვიძარებით სულშთაბერილმა კლდემ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2020, 05:29 PM

"კლდე აყვანილი ვითარცა სვეტი"

"მესვეტეობა საქართველოში უცხო არ ყოფილა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 18 2021, 05:34 PM

"ოდესღაც ეს [კაცხის] სვეტი ახლო მდებარე კლდის მასივთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შემდეგ, კლდის დაშლის შედეგად, გამოეთიშა ქედს და მარტო, განცალკევებით დარჩა. ამ სვეტზე ასვლა მხოლოდ ალექსანდრა ჯაფარიძემ მოახერხა 1944 წელს. ამჟამად სვეტზე ასასვლელად გაკეთებულია კიბეები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2022, 02:20 PM

"გულქან ლორთქივანიძეს [ასული იმერეთის მეფის მოლარეთუხუცესის ქუთაისი მოურავის ბეჟანისა] მეუღლესთან ერთად შეუწირავს კაცხის მონასტრისთვის XVI საუკუნის მახვანი, რომლის ანდერძი ამჟამად ნაწილობრივ გადალეულია და ძნელად იკითხება: "სადიდებლად წმიდისა ერთარსისა და განუყოფელისა სამებისა მე, აბაშიძემ... თანამეცხედრემან ჩემმან ლორთქიფანიძის ასულმან გულქან... წმიდა ესე მარხვანი... ბეჟანის წარსამართებლად".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 106/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)