IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> სიზმარი და სიზმრის მართვა
mstovari
პოსტი Dec 7 2011, 09:37 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 7-December 11
წევრი № 11,829



მოგესალმებით ფორუმელებო! smile.gif იმედს ვიქონიებ რომ ვინმე კომპეტენტურ პასუხს და ინფორმაციას მომაწვდის სიზმრის მართვასთან დაკავშირებით( სიზმარში ცნობიერად მოქმედება ), გთხოვთ ვინმეს რაიმე გამოცდილება თუ გაქვთ დაპოსტეთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zaz
პოსტი Dec 7 2011, 09:50 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Validating
პოსტები: 579
რეგისტრ.: 22-October 07
წევრი № 3,020



სიზმარი როგორ უნდა მართო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 7 2011, 10:21 PM
პოსტი #3


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



(რამდენიმე ხნის წინ დავუწერე ეს ერთ მართლმადიდებლურ საიტს.აბა ნახე...)
სიზმრის მართლმადიდებლური გაგება
----------------------------------------------------
მხოლოდ ის სიზმარი ირწმუნე,რომელიც ტანჯვისა და სამშჯავროს შესახებ გამცნობს.და თუ სასოწარკვეთილებაში ჩავარდები მაშინ ისიც
ეშმაკისგან ყოფილა.“ (ღირსი იოანე სინელი)

ძნელად მოიძებნება ადამიანი,რომელიც არ დაფიქრებულიყოს სიზმრის შესახებ და არ ერწმუნა მისი.მით უმეტეს,რომ სიზმრად ნანახი არცთუ იშვიათად სრულდება. საინტერესოა მართლმადიდებლური სარწმუნოების აზრი ამ თემის ირგვლივ.
ათონის წმინდა მთაზე ბერები არც უარყოფენ სიზმარს და არც იჯერებენ.ეს იმიტომ,რომ სიზმარი სეიძლება იყოს როგორც ღვთიური,ასევე დემონური ძალისმიერიმდა ამ ყველაფრის დაჯერებამ ადამიანი სეიზლება დაღუპვამდეც კი მიიყვანოს.როგორც ოპტინელი ბერი ლეონიდე გვარიგებს:,,არ გვმართებს სიზმრის დაჯერება,თუნდაცსწორი იყოს.რამეთუ სიზმრის დაჯერებით მრავალი ცდუნდა.ერთ-ერთი მათგანია ბერი თეოქტირისტე,რომელმაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი შეადგინა,ერწმუნა ღამეულ ჩვენებებს და მათგან ცდუნებული წარწყმდა.
წმინდა წერილიდან ვიგებთ,რომ ბოროტი ძალა ზოგჯერ სინათლის ანგელოზის სახით ეჩვენება ადამიანს,რაც სიზმარსი აისახება.ანუ დასაშვებია,რომ წმიდანის სახითაც გამოგვეცხადოს ბოროტი ძალა სიზმარში,და აცნობოს მისი მომავლის შესახებ.დიდი ალბათობაა იმისა,რომ ეს ინფორმაცია მართალი აღმოჩნდეს და ადამიანი ამ დროს თუ ირწმუნებს სიზმარს უკვე ცოდვაშია.ამით ბოროტმა უკვე შეასრულა თავისი ,,პროგრამა მინიმუმი.“
ყველასთვის კარგადაა ცნობილი,რომ ეშმაკებს არ შეუძლიათ ჯვრის და ყოვლადწმიდა ღვთისმსობლის სახით გამოჩენა,მაგრამ აქაც ყურადღებით მოგვეთხოვება ყოფნა.აი რას გვარიგებს წმიდა ბარსანოფი დიდი:,,ეშმაკებს ძილშიც კი არ შეუძლიათ წარმოგვიდგინონ სახე ჯვრისა,რადგან მტერს ეშინია ჯვრის,მაგრამ ღმერთი უშვებს იმას,რომ იგი თქვენს სააზროვნო ძალას დაეუფლოს,ისე,რომ რაღაც ფიგურას წარმოგიდგენთ და შთაგაგონებთ აზრს,რომ ეს ჯვარია და ამით უფრო მეტად აღგაშფოთაბთ.“რაც შეეხება ღვთისმშობელ მარიამს,ბოროტი შეიძლება წარმოგვიდგეს როგორც ლამაზი ქალი,ახალშობილი ყრმით და ჩაგვინერგოს აზრი,რომ ეს ღვთისმშობელია.
სიზმრის ახსნისა და სხვისგან გამორჩეულობის იდეის ჩამოყალიბების შემდეგ,კაცმა შეიძლება საკუთარ თავში რაღაც მისტიკური,ზებუნებრივი აღმოაჩინოს.ასეთი სემთხვევები კი მართლმადიდებლური სარწმუნოების ისტორიაში უამრავია.მრავალი სემთხვევაა,როდესაც თითქოს ღვთიური ძალმოსილებით აღსავსე სიზმრები ბოროტისეული ყოფილა.სულიერ ცხოვრებაში გამოცდილი და დახელოვნებული სასულიერო პირნი არ აქცევენ ყურადღებას სიზმარს,რწმენასი გამოუცდელი და სუსტი ერისკაცნი კი ისე მარტივად ხსნიან ნებისმიერი სიზმრის შინაარსს,რომ შეიძლება მის განსაკუთრებულ ნიჭიერებასა და მადლზე დაფიქრდეს ადამიანი.სიზმარი შეიზლება არც ბოროტისეული იყოს და არც უფლისმიერი.დასაშვებია,რომ ყოფითი პრობლემებით დაქანცულ ადამიანს,ჩაყვეს ზილში ფიქრი ნებისმიერ მოვლენაზე და ამ ფაქტმა სიზმარსი ჰპოვოს გამოძახილი.ასე,რომ როდესაც საქმე ღამეულ ჩვენებებს ეხება უდიდესი სიფრთხილე გვმართებს.
დღეს ინტერნეტი,წიგნები,სხვადასხვა
საინფორმაციო სასუალებები სავსეა ცნობებით სიზმართა ახსნის შესახებ.თუ მათ ვერწმუნებით ძილში ნანახი წიწაკა და მარილი სასინელება ყოფილა,შაქარი და თეთრი ღვინო კი აუცილებლად წარმატებას მოგიტანს.თუ მიცვალებულს დაინახავ რაღაცაზე უნდა გაფრთხილდე,ხოლო თუ განაწყენებული მეზობელი კარზე გიკაკუნებს ტრაგედიისთვის უნდა მოემზადო...ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ,რომ სიზმრისეულ ჩვენებათა ახსნა ადამიანის სესაზლებლობათა ზღვარს სცილდება და საშიშია ამგვარი ახსნის სურვილი.
ხანდახან სიზმრებს აფთიაქს ადარებენ,სადაც შხამი და წამალი ერთმანეთის გვერდითაა მოთავსებული,და გამოცდილი აფთიაქარის გარეშე თუ მივიღებთ პრეპარატს შესაზლოა სასარგებლო წამლის წილ მომწამვლელი შხამი აღმოჩნდეს.ხშირია შემთხვევები როცა ადამიანს ძილში ეცხადება თავისი გარდაცვლილი წინაპარი და მომავალზე რაღაცას მიანიშნებს,ადამიანიც იჯერებს მისსაც და ცოდვასი ვარდება.ამ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს წმ.კირილე იერუსალიმელის შეგონება,რომ გარდაცვლილთა სულები ისეთ ადგილზე იმყოფებიან,საიდანაც არ შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების დანახვა,მით უმეტეს გამოცხადება და წინასწარმეტყველება.
წმ.სიმონ ღვთისმეტყველი ბრძანებს: ,,რითაც სული დაკავებულია და ლაპარაკობს ცხადში,მასზე ოცნებობს ან ფილოსოფოსობს ძილსიაც.ატარებს მთელ დღეს ყოფით საქმეებზე ზრუნვაში,ასევე იქცევა სიზმარშიც.თუკი ის იმეცნებს ღვთიურს,ზეციურს,ძილის დროსაც მისით კავდება.“დემონები კი ხსირად სიზმარში გაორმაგებული ენერგიით ესხმიან თავს,რადგან ამ დროს პიროვნების თავისუფალი ნება სესუსტებულია.ბოროტი დასცინის კიდევაც კაცს და განაცდევინებს მას უაზრო,ბილწ მდგომარეობებს.
წმ.ნიკიტა სიზმრებს სამ სახედ ყოფს:1-უბრალო(რომლებიც ძირითადად უბრალო ხალხს აქვთ და მათში მრავლადაა უწმინდური,მაცდუნებელი.)
2-ხილვები(ეს იმათ აქვთ,ვინც თავისი სულიერების ამაღთლებას ცდილობს,ეს ხელს უწყობს მათ უფრო კარგად ჩაწვდნენ ღვთის ნებას და უფრო მეტად ევლტოდნენ სულიერ საზრდოს.)
3- გამოცხადებები(ეს მათ ვინც უკვე მიაღწიეს ღვთის წინასწარმეტყველთა საფეხურს,ასეთი ძილი უკვე აღარ გავს ჩვეულებრივს.წმ.ბარსანოფი დიდის განმარტებით ასეთ ხალხთან ძილი უკან იხევს,ჩათვლემის შემთხვევაშიც მათი მდგომარეობა სხვის სიფხიზლეს გავს.
და მაინც რა არის სიზმარი?ამაზე პასუხს გვცემს წმ.იოანე სინელი:სიზმარი ესაა გონების მოძრაობა სხეულის უმოძრაობის ჟამს,გონების მოკლება სხეულის გაძლიერების ჟამს და თვალის მოტყუება აზრების მიძინებისას,
გამოყენებული ლიტერატურა
1-მართლმადიდებლური ფსიქოლოგია(თბ.2005) 2- ღვთიური სიბრძნის მართლმადიდებლური ენციკლოპედია(თბ.2007)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mstovari
პოსტი Dec 7 2011, 11:34 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 7-December 11
წევრი № 11,829



A.V.M
სიზმარი "ჩვენს გარეთ" არსებული რეალობა არ არის...რომელიც ჩვენს არაცნობიერთან და ქვეცნობიერთან, ანუ სულისა და სამშვინველის მეტაფიზიკურ ასპექტებთან სიღრმისეულად არის დაკავშირებული.მათზე "კონტროლი" ადამიანს საშუალებას აძლევს ეს სფერო "აითვისოს და ბოლომდე "გამოიყენოს".
ვიზუალიზაციის, მედიტაციისა და ტრანსის საშუალებით, ადამიანს შეუძლია საკუთარი ცნობიერი "გადაიყვანოს" ქვეცნობიერში (თუნდაც როგორც ეს "ასტრალური მოგზაურობის" დროს ხდება), გარკვეული პასუხები მიიღოს ირაციონალური სამყაროდან და ისწავლოს საკუთარი ქვეცნობიერის მართვა (თუნდაც, სიზმარში).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 7 2011, 11:38 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



mstovari
აააა.გასაგებია...

ამ ეტაპზე სიზმრის მართლმადიდებლურ გაგებაზე ვსაუბრობ მხოლოდ და არა ინდუისტურზე....

(თუ მაგ მიმართულებით გსურს საუბარი,მაგისთვის გოვინდა და ლელუაშვილი მოიხმარე)
bye1.gif bye1.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 7 2011, 11:38 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ციტატა
გარკვეული პასუხები მიიღოს ირაციონალური სამყაროდან

მართლმადიდებლებმა კარგად ვიცით რაცაა ეს "ირაციონალური სამყარო".
ამიტომ მსგავსი სისულელეები:ტრანსი, ასტრალი და ა.შ. არ ჯდება ქრისტიანობაში.
ამას კი უამრავი მიზეზი აქვს, რომელთა შესახებ დაწვრილებითაც შეიძლება საუბარი.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 7 2011, 11:39 PM
პოსტი #7


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



A.V.M
მომეწონა შენი პოსტი გურამ, კარგად იყო ახსნილი სიზმართან დაკავშირებით. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 7 2011, 11:40 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



A.V.M
ციტატა
(თუ მაგ მიმართულებით გსურს საუბარი,მაგისთვის გოვინდა და ლელუაშვილი მოიხმარე)

madlioba.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 7 2011, 11:44 PM
პოსტი #9


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
მომეწონა შენი პოსტი გურამ, კარგად იყო ახსნილი სიზმართან დაკავშირებით.

მადლობ ნაინ.
მართლმადიდებლური ეგაა და ინდუისტურზე აგერ არა მყავს ლელუაშვილი?
სადაც გინდა გაუშვი,ყველგან მაგარია... toast.gif toast.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mstovari
პოსტი Dec 7 2011, 11:53 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 7
რეგისტრ.: 7-December 11
წევრი № 11,829



სიზმარი სულისა და სამშვინველის მეტაფიზიკურ ასპექტებთან სიღრმისეულად არის დაკავშირებული.
სიზმარში ირაციონალური დრო და სივრცეა და მასთან ჩვენს "ასტრალურ სხეულს" აქვს "ურთიერთობა". აქვე უნდა ითქვას, რომ "ასტრალული სხეული" სამშვინველის ერთ-ერთი განზომილებაა, რომელიც ჩვენს ემოციებს განკარგავს და მისი ანატომიური ცენტრი გულია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Dec 8 2011, 12:18 AM
პოსტი #11


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



A.V.M
ციტატა
მადლობ ნაინ.
მართლმადიდებლური ეგაა და ინდუისტურზე აგერ არა მყავს ლელუაშვილი?
სადაც გინდა გაუშვი,ყველგან მაგარია...

ხოოდა კიდევ კარგი გვყავს ლელუაშვილი თორემ რა გვეშველებოდა biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი Dec 8 2011, 12:19 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



mstovari
არსებობს სიზმარ-იოგა

არსებობს ლიტერატურაც სიზმრის მართვაზე


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 8 2011, 09:28 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



უნდა ითქვას ისიც, რომ მეცნიერებამ ვერ შეძლო სიზმრების იდუმალებით მოცული პრობლემის გადაწყვეტა. ვერც ფსიქოლოგია და ვერც პარაფსიქოლოგია ამომწურავად ვერ განამრტავს ამ მოვლენას. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მეცნიერებას არ სურს აღიაროს სიზმრების წარმოშობის ზებუნებრივი ხასიათი.

აქედან გამომდინარე, სიზმრების პრობლემის ახსნისას უნდა გავითვალისწინოთ ორი ფაქტორი - ბუნებრივი და ზებუნებრივი, მატერიალური და სულიერი.

ზებუნებრივი სიზმარს კი ორი საწყისი აქვს – ღვთიური და დემონური.

ბუნებრივ სიზმარზე, ანუ საკუთარი აზრებიდან, განცდებიდან და მოქმედებებიდან გამომდინარე სიზმრებზე ცოცხალ მაგალითს მოვიყვან...

დღეს დილით ჩემი ძმაკაცი, რომელიც სემინარიაში სწავლობს, მწერს, რომ გუშინ სიზმარში ვნახე, უწმინდესმა ხელი დამასხა დიაკვნად და რას უნდა ნიშნავდესოbiggrin.gif
მე თავიდან ხუმრობა დავუწყე და მთლად გავაგიჟე...მერე კი ვუთხარი, რომ მთელი დღეები დიაკვნად კურთხევაზე ლაპარაკობ და ოცნებობ და ამიტომ ეს შენ ძილშიც განაგრძე-მეთქი...ეს სიზმარი არაფერს ნიშნავს, ოცნება და ფიქრი დიაკვნობაზე, სიზმარშიც გაგიგრძელებია და მხოლოდ საკუთარი აზრებიდან გამომდინარე იხილე-მეთქი ეს.

ასე, რომ თუ დღისით შენი გონება კეთილი ფიქრებითაა დაკავებული, ღამით უშფოთველ სიზმარს ნახავ.


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Dec 27 2011, 08:23 PM
პოსტი #14


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



სიზმარ-იოგა ახსენეთ? smile.gif
ეს მართლაც რომ საინტერესოა.

მე შემიძლია მცირეოდენი ცნობა მოგაწოდოთ მის შესახებ. ადრე დაინტერესებული ვიყავი ამ პრაქტიკით, მაგრამ დღესდღეობით მისით აღარ ვარ დაკავებული უამრავი მიზეზის გამო.

მაშ ასე: ამჯერად წარმოგიდგენთ რაჯა-იოგას ერთ-ერთ განხრას - სიზმარხილვის პრაქტიკას! biggrin.gif

სიზმარხილვის პრაქტიკა მოდის ატლანტების დროიდან, მას საფუძვლად უდევს ცოდნა იმის შესახებ, რომ ნებისმიერი რეალობისა და სამყაროს ბუნება ილუზორულია, სიზმარია, ზმანებაა! ჩვეულებრივი ადამიანი ამას არასოდეს დაიჯერებს, მაგრამ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გამოიკვლიონ ეს საკითხი და შეადარონ ყოველდღიური რეალობა, სხვა რეალობებს.

მე მინდა გამოვყო სიზმარხილვის ერთი ასპექტი რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა არიული რასისათვის, საუბარი მაქვს იერარქიის გაკვეთილებზე რომლებსაც სიზმარმხილველები იღებებ ეთერულ პლაზე არსებულ აშრამებში ღამ ღამობით.
ეს გაკვეთილები უნუკალურია, ცოდნა რომელიც ამ აშრამებში გადმოიცემა განსაკუთრებულია და მიწიერ წიგნებში არ წერია. ამიტომ სიზმარმხილველები რომლებიც იერარქიის გაკვეთილებს ესწრებიან ძალიან ფართო, ღრმა და ფუნდამენტურ, უძველეს ცოდნას იძენენ, ოდესღაც მათ ამაღლების რიტუალიც გაემხილებათ!

ეს მოკლე შესავალი, ეხლა კი გაკვეთლი პირველი: smile.gif

პირველი გაკვეთილი, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვება მოსწავლეს, ეხება სიზმრების მახსოვრობას. სულ თავიდან მოსწავლე სწავლობს სიზმრების გახსენების ტექნიკას, რომელიც ძალზედ მარტივია ერთი შეხედვით. ამ ხელოვნების დასაუფლებლად საჭიროა მოსწავლე მიეჩვიოს სიზმრების დაწვრილებით ჩაწერას. დაწვრილებით დაწერის დროს ადამიანი იძულებულია გაიხსენოს უმნიშვნელო დეტალებიც კი, ჩაიწეროს საკუთარი შეგრძნებები, ყველაფერი რაც კი გაახსენდება, სიზმარში განცდილი თითოეული ნიუანსი. მხოლოდ წლების შემდეგ აფასებს ნამდვილად მოსწავლე ასეთ ჟურნალს, რადგან ერთ დროს უმნინიშვნელოდ მიჩნეულ ჩაწერილ სიზმრებში დიდ სიბრძნეს ხედავს.

თვითონ გახსენების მომენტი არ არის წამიერი, ანუ ადამიანთა უმეტესობა გაახელს თვალებს, წამიერად დააფიქსირებს რო არ ახსოვს სიზმარი, წამოხდება საწოლიდან და იწყებს საკუთარი საქმეების კეთებას.
ასეთი გახსენება არაფრის მომცემია. მოსწავლეები გაიღვიძებენ თუ არა ცდილობენ გაიხსენონ სიზმარი, თუ არაფერი არ ახსოვთ, უბრალოდ წვანან და "სიცარიელეში" ცდილობენ რაღაც გრძნობა მაინც დაიჭირონ ან კიდევ მცირე გამონათება ნაგლეჯი ფრაგმენტი, ასე გრძელდება 15-20 წუთი მაინც.
ხშირად ისე ხდება რომ სიცარიელედან ერთი ან რამოდენიმე სიზმრის ფრაგმენტი გამოცურდება ხოლმე და მოსწავლეც გაკვირვებული და გახარებული ჩაეჭიდება ამ ფრაგმეტს და ცდილობს უფრო მეტი გაიხსენოს, მოივლის რა რამოდენიმეჯერ ფრაგმენტს თავიდან ბილომდე აზრობრივად. შემდეგ იგი დაწვრილებით იწერს მას და იქვე მიანიშნებს რომ თავიდან არაფერი ახსოვდა, მაგრამ შემდეგ არაფრისაგან უცებ ეს ფრაგმენტი გაიხსენა! როცა კი არ უნდა გაეღვიძოს მოსწავლეს მისი ფირველი აზრი, საფიქრალი არის სიზმრის გახსენება.

როდესაც მეთვითონ ვიწყებდი ამ პრაქტიკის შესწავლას ჩემი პრობლემა ის იყო, რომ არც ერთ დილას არაფერი არ მახსოვდა, მაგრამ მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი ხოლმე, იმას უბრუნდებოდი აზრობრივად თუ რა შეიძლებოდა მენახა სიზმარში და როგორ ჩავწვდომოდი ამას. biggrin.gif ხანდახან ისეც მომხდარა რომ ასეთ მცდელობის გამოისობით, შუადღისას ხელის დაბანის დროს უცებ გამხსენებია, რომ სიზმარშიც ხელს ვიბანდი და იქ კიდევ ვიღაც იყო და ა.შ. ანუ მხოლოდ შუადღისით გამახსენდა სიზმრის ფრაგმენტი. ასე რომ გახსენება წუთიერი მცდელობა არაა, არამედ ის ხშირად მთელი დღე გრძელდება. ასე რომ მოსწავლე მუდამ მედიტირებს გახსენებაზე!

ვინც პირველ გაკვეთილს არ ისწავლის მას სიზმარხილვა გაუჭირდება! biggrin.gif tongue.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 27 2011, 08:32 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



Kanishtha-Adhikar
სიზმრის მართვაზე მეც ვიცი რაღაც-რაღაცეებიa075.gif

საინტერესოა, კიbiggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Dec 27 2011, 08:34 PM
პოსტი #16


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Dec 27 2011, 08:32 PM) *

Kanishtha-Adhikar
სიზმრის მართვაზე მეც ვიცი რაღაც-რაღაცეებიa075.gif

საინტერესოა, კიbiggrin.gif

მერე განაგრძე თუ იციa075.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
georgios
პოსტი Dec 27 2011, 08:37 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,263
რეგისტრ.: 13-August 11
წევრი № 11,439



Kanishtha-Adhikar
ციტატა
პირველი გაკვეთილი, რომელიც მთელი ცხოვრება მიყვება მოსწავლეს, ეხება სიზმრების მახსოვრობას. სულ თავიდან მოსწავლე სწავლობს სიზმრების გახსენების ტექნიკას, რომელიც ძალზედ მარტივია ერთი შეხედვით.


რაც მე ამაზე ვწვალობ ხოლმე... dry.gif sad.gif wacko.gif

ციტატა
ჩაიწეროს საკუთარი შეგრძნებები

ჩაწერა მეზარება... biggrin.gif fiqri.gif

ციტატა
მოსწავლეები გაიღვიძებენ თუ არა ცდილობენ გაიხსენონ სიზმარი, თუ არაფერი არ ახსოვთ, უბრალოდ წვანან და "სიცარიელეში" ცდილობენ რაღაც გრძნობა მაინც დაიჭირონ ან კიდევ მცირე გამონათება ნაგლეჯი ფრაგმენტი, ასე გრძელდება 15-20 წუთი მაინც.


და თუ მაინც ვერ გავიხსენე ასე, რა ვქნა? rolleyes.gif

ციტატა
როდესაც მეთვითონ ვიწყებდი ამ პრაქტიკის შესწავლას ჩემი პრობლემა ის იყო, რომ არც ერთ დილას არაფერი არ მახსოვდა, მაგრამ მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი ხოლმე, იმას უბრუნდებოდი აზრობრივად თუ რა შეიძლებოდა მენახა სიზმარში და როგორ ჩავწვდომოდი ამას.


ეგეც რომ არ მშველის ხოლმე... sad.gif

ციტატა
ვინც პირველ გაკვეთილს არ ისწავლის მას სიზმარხილვა გაუჭირდება!


tongue.gif


--------------------
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა -
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Kanishtha-Adhikar
პოსტი Dec 27 2011, 08:43 PM
პოსტი #18


Govinda das
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 131
რეგისტრ.: 4-May 11
მდებარ.: sukhum
წევრი № 10,979



georgios

მოკლედ, შენი საშველი არ ყოფილაbiggrin.gif


--------------------
პიროვნება, რომლის არსება მთლიანად დაუპყრია კრიშნას ცნობიერებას, ყველაფერს სწირავს სულიერ ამაღლებას და მისი შენაწირიც აბსოლუტური სულიერებით არის აღბეჭდილი. იგი უსათუოდ დამკვიდრდება უფლის სასუფეველში(ბ.გ.4;24).
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 27 2011, 08:44 PM
პოსტი #19


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სიზმრის შესწავლით მეცა ვარ დაკავებული,(მაგრამ მართლმადიდებლურით მხოლოდ)

კონკრეტულად კი ვცდილობ დავიჭირო ღვიძილიდან ძილში გადასვლის მომენტი...
ვნახოთ აბა რა გამოვა...
(მცირე წინსვლა კი მაქვს...) thumbs.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
George Leluashvili
პოსტი Dec 27 2011, 08:44 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



ჰა, განვაგრძო? gio.gif


კიდე რაღაცეებში დამდებენ მერე ბრალს, ხო ვიციbiggrin.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 07:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი