გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!, წმიდანო თავნო მოციქულნო!ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს!, წმიდანო თავნო მოციქულნო!ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის! |
A.V.M |
Jul 11 2012, 07:31 PM
პოსტი
#1
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
რამდენიმე საათიც და ამ წმიდა დღესასწაულს ვიზეიმებთ ყველა.მე როგორც მილოცვის განყოფილების მოდერი ცოტა ადრე დავიჭერ სამზადისს.
,,რა განამტკიცებდა და რა აძლევდა ძალასა და ღონესა ორთა ამათ მოციქულთა (პეტრეს და პავლეს) ესოდენთა ჭირთა შორის და დევნულებათა? როგორ არ მოეწყინათ მათ და როგორ გასძლეს ქვეყანასა ამას შინა, მოკლებულნი ყოვლითა ნუგეშითა და ყოვლითა სოფლიურითა წარმატებითა? მათი სიმტკიცე და მათი ნუგეში იყო იგივე სარწმუნოება და სიყვარული. პეტრე არათუ ითმენდა სულგრძელად ყოველსა დევნასა და განსაცდელსა, არამედ უხაროდაცა, ოდეს მიიღებდა ქრისტეს გულისათვის განსაცდელსა; პავლე, აღვსებული სიყვარულითა, თვით ამ სიყვარულსა შინა ჰპოვებდა თვისსა ნუგეშსა. აჰა დიდი მაგალითი შენთვის, ძმაო! ეცადე და შეიძინე ესოდენი სარწმუნოება და სიყვარული, რათა ყოველი შენი ნუგეში მდგომარეობდეს აღსრულებასა შინა ქრისტეს მცნებათა. შენ უნდა სრულიად მიანდო თავი შენი ღმერთსა. ბუნებასა კაცისასა აქვს ის თვისება, რომელ კაცი ყოველთვის ეძიებს რომელსამე ბედნიერებასა და ნუგეშსა. გაუძნელდება ქვეყანასა ზედა ცხოვრება იმ კაცს, რომელსაც არა აქვს არცა ერთი ნუგეში და ბედნიერება ამ სოფელში; გარნა შენ, ძმაო ჩემო, ეცადე, რომ შენი ნუგეში და ბედნიერება იყოს სარწმუნოება, ღვთისა და მოყვასის სიყვარული, სიმართლის აღსრულება. ფრიად საჭირო არს და საშიშო, უკეთუ არა-ოდეს ესენი არ გახსოვს, ანუ სრულიად გავიწყდება და ნაცვლად მისა ჰხედავ ბედნიერებასა შენსა სხვათა რომელთამე სოფლიურთა ნივთთა, ანუ მოქმედებათა შინა. სადაცა არს საუნჯე შენი, მუნ იყოს გული შენი, გეტყვის უფალი. უკეთუ საუნჯე შენი არ არის ღმერთი და ღვთის სჯული, არამედ სხვა რაიმე, მაშინ გული შენი განეშორება ღმერთსა. მოციქულთა, პეტრემ და პავლემ, საუნჯე თვისი დასდვეს ღმერთსა შინა; ამისათვის გულიცა მათი ჰპოვებდა განსვენებასა საქმეთა შინა ღვთისათა... მართალია, იგინი იყვნენ, ვითარცა ვსთქვით, დევნულნი და დამძიმებულნი ყოვლითა ამ სოფლის უბედურებითა, გარნა სულიწმიდა, რომელი ჰსუფევს გულსა შინა მართალთასა, ყოველთვის მისცემს მათ ისრეთსა ნეტარებასა, სიხარულსა და ბედნიერებასა, რომლისა მსგავსსა ვერაოდეს ვერ იგრძნობს ცოდვილის კაცის გული.'' წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) უწმინდესის ქადაგება პეტრე-პავლობის დღესასწაულზე წმ.სამების ტაძარში: წმ.მოციქულების, პეტრესა და პავლეს ტროპარი.(ბეჭდვითი ვერსია) ტროპარი: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღვარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაჲთა მოსცეს სოფელსა მშვიდობაჲ და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაჲ. კონდაკი: მტკიცენი და ღმრთის-მეტყველნი ქადაგნი, და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთასა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკვდილნი მიითვალენ უფროს ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო, რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი. პეტრე-პავლობის ტროპარი.საგალობელი.ხმა 4-ე. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
აკაკი |
Jul 11 2012, 09:24 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
მხნედ იყავით გა ნაძლიერდით... შეგვეწიოს მათი ლოცვა... საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.. და ყველას
|
A.V.M |
Jul 12 2012, 12:17 AM
პოსტი
#3
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
მომილოცავს ხალხო...
წმ.პეტრე და პავლე გვეწეოდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
ილია94 |
Jul 12 2012, 01:00 AM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 9-July 12 წევრი № 12,491 |
გილოცავთ მათი ძალა და მადლი შეგვეწიოს,ამინ
-------------------- იხარეთ ორსავე სოფელსა შინა ამინუფალი გვფარვდეს ყველას.ამინ
ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული! მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ეს ოცნებაა ქ ა რ თ უ ლ ი !!! |
George Leluashvili |
Jul 12 2012, 01:18 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
გეწეოდეთ წმ. მოციქულთა თავნი – პეტრე და პავლე.
მრავალს დაესწარით და გისურვებთ მათი მსგავსი მტკიცე რწმენა და მხურვალე სიყვარული გქონებოდეთ უფლისა. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
ikanosi |
Jul 12 2012, 01:18 AM
პოსტი
#6
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
გილოცავთ, მრავალს დავესწროთ ბედნიერნი
-------------------- ფარით ან ფარზე
|
აკაკი |
Jul 12 2012, 01:53 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ციტატა მათი მსგავსი მტკიცე რწმენა და მხურვალე სიყვარული გქონებოდეთ უფლისა. ამინ. ყველას გვქონებოდეს, რა ბედნიერებაა ამის მოხვეჭა.. თვინიერ უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა არარაი ძალ-გვიც ყოფად, არცა ერთი. |
izi-bartki |
Jul 12 2012, 11:19 AM
პოსტი
#8
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
გილოცავთ წმიდა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს! შეგეწიოთ ყველას ამ უდიდეს მოციქულთა მეოხება უფლისკენ სავალ გზაზე
-------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
marine |
Jul 12 2012, 11:19 AM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 58,036 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მთელი ფორუმი დაგვასწროს უფალმა მრავალ ბედნიერ პეტრე-პავლობას!
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
nk44 |
Jul 12 2012, 02:50 PM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 185 რეგისტრ.: 2-June 09 წევრი № 7,069 |
გილოცავთ ძმებო და დებო მრავალს დაგასწროთ ღმერთმა ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.
-------------------- "ეპისკოპოსი რომელიც ერესს ქადაგებს მასეთი მოხსენიება ზუსტად ზედგამოჭრილია! ეგ შეურაცხყოფა არ არის. ეგ მხილებაა!
ჩემი რჩევაა კარგად გააცნობიერო რომ მეუფე სპირიდონი მართლაც ერესს ქადაგებს! ამაზე მალე დაიწერება სხვა წყაროებშიც." -დავით ხოსიტაშვილი ეს რაღაც სრულიად ახალი ერესია - სპირიდონიანიზმია მგონი-დავით ხოსიტაშვილი |
k@the |
Jul 12 2012, 03:28 PM
პოსტი
#11
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
გილოცავთ. შეგეწიოთ მათი ლოცვა-კურთხევა თქვენ და სრულიად საქართველოს.
-------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ილია94 |
Jul 12 2012, 03:45 PM
პოსტი
#12
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 9-July 12 წევრი № 12,491 |
გილოცააავთ,წმიდა პეტრეს და პავლეს მადლი შეგეწიოთ თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს.ამინ
-------------------- იხარეთ ორსავე სოფელსა შინა ამინუფალი გვფარვდეს ყველას.ამინ
ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული! მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ეს ოცნებაა ქ ა რ თ უ ლ ი !!! |
shuriani |
Jul 12 2012, 06:33 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 207 რეგისტრ.: 15-April 12 მდებარ.: tbilisi წევრი № 12,265 |
გილოცავთ
|
mama archili |
Jul 12 2012, 08:04 PM
პოსტი
#14
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 253 რეგისტრ.: 15-February 12 წევრი № 12,059 |
ყველას მოგილოცავთ ამ დღესასწაულს.გფარავდეთ უფალი და შეგეწიოთ წმ.მოციქულები- პეტრე და პავლე თქვენ და სრულიად საქართველოს!
|
ილია94 |
Jul 12 2012, 08:07 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 129 რეგისტრ.: 9-July 12 წევრი № 12,491 |
ციტატა ყველას მოგილოცავთ ამ დღესასწაულს.გფარავდეთ უფალი და შეგეწიოთ წმ.მოციქულები- პეტრე და პავლე თქვენ და სრულიად საქართველოს! მადლობთ მამაო,თქვენთან ერთად. -------------------- იხარეთ ორსავე სოფელსა შინა ამინუფალი გვფარვდეს ყველას.ამინ
ერთად დადგომა რომ შევძლოთ, ყველა იმედი არ არის წასული! მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ ეს ოცნებაა ქ ა რ თ უ ლ ი !!! |
ბადრი |
Jul 12 2012, 09:17 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
გილოცავთ ყველას
-------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
zaz |
Jul 13 2012, 08:15 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Validating პოსტები: 579 რეგისტრ.: 22-October 07 წევრი № 3,020 |
გილოცავთ პეტრე-პავლობის დღესასწაულს და დღევანდელ სვეტიცხოვლობის დღესასწაულსაც. ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ.
|
A.V.M |
Jul 13 2012, 08:24 PM
პოსტი
#18
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ბადრი ბატონო!
გილოცავთ სვეტიცხოვლობასაც და დაბ.დღესაც... (იმ თემაში სამადლობელი მაინც მოიხადე კაცო...) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 01:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი