თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ შვილად აყვანა

პოსტის ავტორი: ella2011 თარიღი: Apr 17 2011, 11:54 PM

მსურს ბავშვის შვილება 2-3 წლის . თუ ვინმეს შეუძლია დახმარება ამ საკითხთან გთხოვთ გამომეხმაურეთ.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Apr 19 2011, 01:24 PM

ella2011
მე შემიძლია კონსულტაციები გაგიწიო. ისე მიბრძანდით სოციალური მომსახურების სააგენტოში და იკითხეთ სოციალური მუშაკი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობს. ყველა ვარიანტში მანდ მოგიწევთ მისვლა.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 19 2011, 02:26 PM

ella2011
სამოქალაქო რეესტრში უნდა მიხვიდეთ და რეგისტრაცია გაიაროთ,
აი აქ წერია ყველაფერი
http://www.cra.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=10

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Apr 19 2011, 02:30 PM

ქევანა

ციტატა
სამოქალაქო რეესტრში უნდა მიხვიდეთ და რეგისტრაცია გაიაროთ,
აი აქ წერია ყველაფერი
http://www.cra.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=10

ეგ მაშინ დასჭირდება როცა უკვე აიყვანს. მანაამ სოციალურ სააგენტოში უნდა დადგეს რიგში. ჩაწყობები აღარ ხდება, მოწესრიგდა სიტუაცია. ვუსურვოთ რეესტრში მისვლა მალე დასჭირდეს smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 19 2011, 02:32 PM

ბადრი
აჰა, ოკ. მოკლედ, სარბენი აქვს ბლომად smile.gif

პოსტის ავტორი: ella2011 თარიღი: Apr 19 2011, 03:19 PM

კი სარბენია ბლომად და თან როგორც გავიგე რიგში უნდა ჩავდგე და მომიწევს ალბათ წლობით ლოდინი, და არჩევანის საშუალებაც არაა . ასე რო ჩემი სიტუაცია სხვანაირია. ვარ მარტოხელა ქალბატონი, ამჯამად ვიმყოფები საზგვარგარეთ. ჩამოსვლისთანავე მინდა რომ მალე მოხდეს ეს ყველაფერი, რაც მგონი რომ შეუდზლებელია .წინააგმდეგ შემთხვევაში არ ვაპირებ ჩამოსვლას . მინდა რო მყავდეს შვილი , არ მესმის როცა ამდენი უპატრონი ბავშვია რატო არ შეიდლება მათი შვილება.

თანაც იმდენი სარბენია რომ მთელი ქალაქი გაიგებს რომ ბავშვის აყვანა მინდა, სადგაა კონფიდენციალურობა??

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Apr 19 2011, 03:26 PM

ella2011
ნამდვილად თუ გინდათ შვილი ისევ აქ თუ აიყვანთ, თორე საზღვარგარეთ მგონი გაგიჭირდებათ.

პოსტის ავტორი: ella2011 თარიღი: Apr 19 2011, 03:29 PM

გმადლობთ ყველას დახმარებისთვის.
უცხოეთიდან შესადლებელია თუ არა, შეიდლება რო ადვოკატი ავიყვანო ან ეგ სპეციალური მუშაკი ? ვის მივმართო აქედან მაგ საკითხზე?

არა საზგვარგარეთ არა საქართველოდან მინდა. მე ვარ საზგვარგარეთ, და მინდა ჩამოსვლა და დარჩენა.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Apr 19 2011, 03:42 PM

ella2011
განცხადება პირადად უნდა დაწეროსო სოციალურმა მუშაკმა მითხრა. რიგში რომ ჩადგეთ სოციალურმა მუშაკმა უნდა შეგაფასოთ დადებითად. ანუ აქ უნდა ნახოს ვინ ხართ, როგორ ცხოვრობთ. შეფასებიდან ერთ თვეში დგებით რიგში. რიგი როდის მოგიწევთ ამის თმა ძნელია.

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Apr 19 2011, 03:55 PM

2 კვირში ამ თემაზე ტრენინგებს უნდა დავესწრო და თუ რამე სანუგეშოს გავიგებ შემოგეხმიანებით.

პოსტის ავტორი: ella2011 თარიღი: Apr 19 2011, 04:04 PM

ხო, რიგი მომიწევს ალბათ როცა დავბერდები,(მერე ხო კველა მიხვდება რო ნაშვილებია) მე ეხლა მინდა სანამ ახალგაზრდა ვარ და მაქვს შვილის აგზრდის თავი. გამოდის რო კანონიერად შეუდლებელია . ან უფრო სწორად გართულებულია და არა გაადვილებული. სოციალურმა მუშაკმა რა უნდა შემიფასოს როგორ ვცხოვრობ? მდიდარი ნამდვილად არ ვარ არც სამუშაო მაქ საქართველოში. მაქვს სახლი მარტო. გამოდის რომ კარგად ვერ შემიფასებენ ჩემ მდგომარეობას.

გმადლობთ ბადრი დაგელოდებით

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Apr 19 2011, 04:08 PM

ნუ ინაღვლებთ წინასწარ, არც მასე რთულად არაა საქმე. ხო იცით უფლისთვის შეუძლებელი არაფერია და თუ ბავშვის აყვანა თქვენი ცხონებისთვის საჭიროა მჯერა ყველაფერი კარგად დასრულდება smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 19 2011, 04:11 PM

ციტატა
ანუ აქ უნდა ნახოს ვინ ხართ, როგორ ცხოვრობთ. შეფასებიდან ერთ თვეში დგებით რიგში. რიგი როდის მოგიწევთ ამის თმა ძნელია.


ეს ბუნებრივია. ასე ხდება ყველგან, საზღვარგარეთაც smile.gif
უნდა იცოდეს სახელმწიფომ ვინ იშვილა და როგორმა პირმა.

ასე რომ სარბენია, მაგრამ მერე რა... მთავარი ხომ ბავშვია და რა მოხდა, გაჩენა თუ არ სურს ადამიანს, ცოტა რომ იწვალოს, ეგეც აღარ უნდა? laugh.gif

პოსტის ავტორი: ella2011 თარიღი: Apr 19 2011, 05:15 PM



ასე რომ სარბენია, მაგრამ მერე რა... მთავარი ხომ ბავშვია და რა მოხდა, გაჩენა თუ არ სურს ადამიანს, ცოტა რომ იწვალოს, ეგეც აღარ უნდა? laugh.gif
[/quote]

ეგ კი გასაგებია მაგრამ , გაჩენა დალიანაც მსურს მაგრამ სამწუხაროდ (შესადლებელია სინჯარის ბავშვი)მაგრამ ცდებს ნამდვილად არ ჩავატარებ. სირბილითაც ბევრს ვირბენ,(მაგრამ არის ,მგონი რომ ყველა იმ ადამიანს ვისაც ბავშვის აყვანა აქვთ გადაწყვეტილი ისინი ქმნიან რაგაც სიტუაციას რომ ის არის მათი ნამდვილი შვილი და სხვა ამაში ეჩვს ვერ აიგებს. ) ასევე მეც , ალბათ უფალი მაპატიებს მაგრამ მაქვს ის ტყუილი სიტუაცია შექმნილი, და მე თუ მანდ თვეობით და წლობით ველოდო ჩემ რიგს .....
გამოდის რო აქედან არაფერი შემიდლია გავაკეთო.

პოსტის ავტორი: ემილი თარიღი: Apr 19 2011, 08:55 PM

აყვანას ვინ ჩივის, ახლოსაც არ გაკარებენ ბავშვებს... მიყრილი ჰყავთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და შენც არ გაძლევენ საშუალებას მათზე იზრუნო...
მოხალისედ მინდოდა მუშაობის დაწყება ბავშვთა სახლში, სრულიად უანგაროდ, მივედი, სააგენტოში გამგზავნეს. ძლივს მივაგენი სააგენტოს, დავწერე განცხადება რა დავამთავრე, სად ვსწავლობ, სად ვმუშაობ და დაგირეკავთ 2 დღეშიო მითხრეს. 1 კვირაში დავურეკე, რომ არ გამოჩნდნენ... დაგირეკავთო მანუგეშეს ისევ...


ხო და რაც შეეხება შვილად აყვანას, მართლა რთული პროცედურაა... ჩემს ნათესავს უნდოდა და ვიცი.

პოსტის ავტორი: ella2011 თარიღი: Apr 23 2011, 01:44 PM

ბავშვთა სახლიდან არ შეიდლება აყვანა ? თუ მე და ბავშვს შორის ჩამოყალიბდება დედაშვილური ურთიერთობა? ან საერთოდ შემიშვებენ შიგ? თუ შესადლებელია ასეთი რამ. მე პირადად ასე მიმაჩნია სწორად. არც ბავშვის ეროვნებას არ აქვს მნიშველობა.

პოსტის ავტორი: ემილი თარიღი: Apr 25 2011, 12:44 AM

არა, არ შეგიშვებენ, როგორც ვიცი. შეგიშვებენ უფრო სწორად, მაგრამ ბავშვებს ახლოს არ მიგაკარებენ. smile.gif ყოველ შემთხვევაში, მე ასე ამიხსნეს... უცხოებს ეკრძალებათ ბავშვებთან ურთიერთობაო. smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jun 3 2011, 07:45 PM

იმედი მაქვს შემოიხედავთ. მომავალი ექვსი თვე მაინც მაგ სფეროში მომიწევს ყოფნა სავარაუდოდ და შემომეხმიანეთ. ხერხს გასწავლით: თუ მონახავთ ოჯახს, რომელიც მზადაა ბავშვი მოგაშვილოთ კონკრეტულად თქვენ. ამ ოჯახთან ერთად მიხვალთ სოციალური მომსახურების სააგენტოში და რიგის გარეშე შეიძლება მაგ პრობლემის მოგვარება. ოღონდ არ უნდა დამტკიცდეს, რომ ოჯახი ამას ფინანსური დაინტერესების გამო აკეთებს. ასევე თქვენ უნდა შეესაბამებოდეთ გარკვეულ სტანდარტებს: არ უნდა იყოთ ნასამართლევი მძიმე დანაშაულის გამო ( ან გაქარწყლებული უნდა გქონდეთ), არ უნდა იყოთ მზიმე სნეული, უნდა გქონდეთ ბავშვის ნორმალურად აღზრდის პირობები დ.ა.შ. ეს ინფორმაცია მომაწოდა ამ საქმის ერთერთმა ყველაზე საუკეთესო პროფესიონალმა საქართველოში, ასე რომ მგონი სანდოა.

პოსტის ავტორი: ella2011 თარიღი: Jun 5 2011, 04:30 AM

გმადლობ ბადრი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)