თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ჩემი გალაკტიონი

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Mar 4 2008, 11:35 AM

პოეზიის მოყვარულებს ვთხოვ ვისაუბროთ ამ დიდ ქართველზე...



***
ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვყიდულობდი.
- გამარჯობა ძამიკო!- მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე,გალაკტიონი იყო.
- გამარჯობათ,ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად,უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ? - ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
- წამოდი ძამიკო ჩემთან! - გალაკტიონმა მკლავში ხელი გამიყარა და ვერის ბაზრის გვერდით,ლუდხანაში შემიყვანა.
იმ წიგნის საყიდელ ფილსაც და ბევ რსხვასაც წირვა რომ გამოვუყვანეთ,გალაკტიონა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
- ლერმონტოვი,პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო,ძამიკო,გალაკტიონი კი ქართულად,მხოლოდ ქართულად...
....და მართლაც რა უზენაესი ბედნიერებაა,როდესაც გალაკტიონს ქართყლად კითხულობ და რა უბედურებაა,როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად.
მე თუ მკითხავენ ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან,დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.

"ჩემი გალაკტიონი" - ნოდარ დუმბაძე

--------------------------------------------------------
***
ერთხელ თურმე მოსკოვში მწერალთა ყრილობა ტარდებოდა,თხუთმეტივე რესპუბლიკიდან უნდა ჩასულიყო დელეგაცია ,მათ შორის საქართვლოდანაც... ჩვენი დელეგაცია 50კაცზე იყო შედგენილი,და წავიდნენ კიდეც... 50-ში გალაკტიონი არ იყო,რომ კითხეს რატომო,გამოგვრჩაო... მეტი იდიოტიზმი? ვინ იყო ნეტა იმ პერიოდში და იმ 50დან გალაკტიოზე დიდი? user.gif

.....და ამას მძაფრად განიცდიდა, სტკიოდა:
,,ყვავილების მდინარეს
კუბო ცისკენ მიჰქონდა,
იწვა გალაკტიონი
და ლექსებზე ფიქრობდა"


ეხლა ერთი ამბავი გამახსენდა,როდესაც გალაკტიონი ცუდად იყო და საავადმყოფოში მივიდა (მაშინდელ სამთავრობო საავადმყოფოში -ვაკეში) ექიმმა უთხრა ადგილები არ გვაქვსო,გალაკტიონი იქ 1თვის წინაც მკიურნალობდა ამიტომ კარგად იცოდა სად რომელი პალატა იყო და მიუთითა კონკრეტული პალატა ის ხომ დაკეტილი გაქვთი,პასუხი კი ასეთი მიიღო ის კი თავისუფალია მაგრამ რაიცი ცეკას მდივნის რომელიმე ნათესავი რომ ცუდად გახდესო... და შესთავაზა დერეფანში დაგაწვენო... სამოწყალოდ მიაგდეს დერეფანში...ამაზე მეტი დამცირება რაღა გინდა ადამიანის,ასეთი რამე როგორ უნდა აკადრო,ეს ხომ ვიღაც არ არის,ბოლოსდაბოლოს გალაკტიონია...

სიკვდილის მერეც იგივე მეორდება,დიდი დისკუსიის საგანი გახდა რომ მწერლათა კავშირიდან არ უნდა გამოესვენებით გალაკტიონი sad.gif აბა ვინღა უნდა გამოსვენონ მწერალთა კავშირიდან თუარა გალაკტიონი?!

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Mar 4 2008, 12:13 PM

გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა. ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა რომ მან ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა,ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა...

სინამდვილეში აი რა მოხდა:

გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რადგან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში.

ქართული პოეზიის ისტორიაში პირველად რუსთაველს დაეკისრა შემოქმედების მძიმე უღელი. რუსთაველმა უზარმაზარი მაგნიტური ველის კვზარივით ჩამოუარა მანამდე არსებულ მთასა და ბარში არსებულ მთელ ფოლკლორს, ეპოსს თუ მითს, შთანთქა იგი ერთ ფასდაუდებელ ოქროს ზოდად - "ვეფხისტყაოსნად" ჩამოსხმული დაუბრუნა ხალხს.

რუსთაველის შემდეგ ასეთი მისია დავით გურამიშვილს დაეკისრა, დავითის შემდეგ აკაკიმ, ვაჟამ და ილიამ იკისრეს ეს ტიტანური ტვირთი და როდესაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამ მძიმე უღელში გალაკტიონ ტაბიძე შეება, ეს საზიდი უკვე ისე იყო დამძიმებული ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურული საგანძურით, რომ გალაკტიონს მისი ტარება უღლის ერთგული ლაბა ხარივით დაჩოქილს მოუხდა: დიახ, დაჩოქილს, ოფლად დაღვრილსა და თვალებში ცრემჩამდგარს მოუხდა ამ მძიმე ჭაპანის გაწევა. მხოლოდ ამ კუთხით და თვალსაზრისით უნდა შევისწავლოთ გალაკტიონი.

სად უნდა ვსდიოთ ქარს რომ ელის ისე უსაშველოდ დაქრის გალაკტიონის შემოქმედებაში?! ისე უსაშველოდ, რომ წიგნი თავად იფურცლება და რომ ქარმა და გრიგალმა არ გამოგტაცოს ხელიდან, იგი მკერდზე უნდა გქონდეს მიკრული მაგრად, ვით ხატი და ძვირფასი ავგაროზი.

გალაკტიონის შემოქმედება ერთი მისი პაწია ლექსის- "აი, რა მზის სიზმარიას" მსგავსად წაღმა უკუღმა იკითხება, სწორედ კი არასდროს, ან იშვიათად; ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ გალაკტიონი ყველას თავისად მიაჩნია და მას ყველა თავისებურად კითხულობს, მათ შორის მეც,, რაღა თქმა უნდა. ამიტომ არის გალაკტიონი სახალხო მგოსანი.

ალბათ ამის გამო, ქართულ პოეზიაში არავის არ მოსწრებია იმდენი ეპიგონი, რამდენიც გალაკტიონს: ალბათ, ამის გამო არ მოსწრებია ქართულ პოეზიაში იმდენი მოჯიბრე და მტკაველის დამზომელი, რამდენიც გალაკტიონს. რიგში იდგნენ და დგანან დღესაც მთელი თაობები და აზომებენ საკუთარ პატარა მტკაველს მი დედამიწის გულივით გადაშლილ უსაშველოდ დიდ და თბილ ხელისგულს. ის კი დგას, დალოცვილი, ღიმილიან თვალებში ეშმაკური ელვა უთამაშებს და გაქეზებს: კი, ძამიკო, შენმა აჯობაო...

სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული ჩვენთან არს, ჩვენთან არს ღმერთი, მივხვდებით, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.

ნოდარ დუმბაძე

პოსტის ავტორი: CONSCIENTIOUSNESS თარიღი: Mar 4 2008, 07:01 PM

გალაქტიონი ხალხმრავალ კაფეში შესულიყო, დიდი ხანი ელოდებოდა მიმტანს ბოლო-ბოლო ვიღცამ მიაქცია ყურადღება, გალაქტიონა საყვედური უთხრა რა იყოთ რამდენი ხანია გელოდებითო რაზეც მიმტანმა უპასუხა: "რა ვქნა ბატონო თქვენნაირი ათასია მე კი ერთი ვარო" biggrin.gif
______________________________________
გალაქტიონს ქუჩაში კონსტანტინე გამსახურდია შეხვდა, რას შვები გალაქტიონ როგორ ხარ საით გაგიწევიაო კითხა კოსტიამ, აი მწერალთა კავშირში მწერლების შეკრებაზე მივდივარო უპასუხა გალამ, კი მაგრამ მე და შენ აქ ვდგევართ და იქ ვინ იკრიბება???? biggrin.gif

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Mar 4 2008, 07:05 PM

CONSCIENTIOUSNESS
ეგენი არ ვიცოდი.... smile.gif

პ.ს. ოღონდ "ქ" არა რააა, "კ" wink.gif

პოსტის ავტორი: CONSCIENTIOUSNESS თარიღი: Mar 4 2008, 07:06 PM

ციტატა(mari touchet @ Mar 4 2008, 07:05 PM) *

CONSCIENTIOUSNESS
ეგენი არ ვიცოდი.... smile.gif

პ.ს. ოღონდ "ქ" არა რააა, "კ" wink.gif

smile.gif
არის უფროსო
smile.gif

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Mar 4 2008, 07:09 PM

ეს წერილი გალაკტიონმა თავის მეოღლეს დაუწერა !!!! ძალიან მიყვარს ეს სიტყვებიიი!!!


[b]შენ ხო იცი როგორ მიყვარხარ?! მაგრამ მაინც არ გინდა დაიჯერო. წერილებში ვერ ვახეხებ მოგწერო ჩემი გრძნობების თაობაზე. შენდამი სიყვარული ღრმად მაქვს ჩანერგილი გულში და მეტს ამას აღარ გაიგიმეორებ, რადგან ქაღალდზე იმის გადატანა, რასაც მე ვგრძნობ შეუძლებელია!!!!!!!

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Mar 4 2008, 07:11 PM

CONSCIENTIOUSNESS
2kiss.gif
------------------------

გალაკტიონი და კონსტანტინე თურმე წაღვერში ისვენებდნენ. ყოველ კონსტანტინე გალას ასე ესალმებოდა:
-გამარჯობა ლომო!
გალაკტიონი პასუხობდა:
-გაგიმარჯოს ვეფხვო!
ასე გრძელდებოდა კარგახანს.
მოსწყინდა კონსტანტინეს ვეფხვობა სულ ეს რატომ უნდა იყოს ლომიო და ერთ მშვენიერ დილას ასე მიესალმა:
-გამარჯობა ვეფხვო!
გალაკტიონმა უპასუხა:
-გაგიმარჯოს კოწია! biggrin.gif

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Mar 4 2008, 07:41 PM

სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე.
განა ცოტა იყო ჩვენში გატაცება,
ქარში გადავარდნა, ჯვარზე გადაცემა.
ფიქრობ: არ გაწვება, დუშმანს დაეწევა,
უცებ ბრუნდება და სულით დაეცემა.
ბევრჯერ მიზნისთვისაც შეუკურთხებია,
სახე მწუხარებით მიუმწუთხებია...
სიტყვა არ გაბედო, რომ შენ დაიღალე,
განზე გადექი და ტყვია დაიხალე.
გული გაიხელე, სისხლით გაიხალე,
ოღონდ არ გაბედო, - რომ შენ დაიღალე.




***
მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს................... smile.gif

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Mar 4 2008, 07:53 PM

1933 წ. 14 იანვარი.

12 იანვარს ვიყიდე ბილეთი ბათუმამდე რკინიგზისა და ბათომიდან სოხუმამდე გემის. ჩავედი ბათუმში, მაგრამ სოხუმში აღარ წავედი. დღეს ისევ ტფილისში ვარ. განა შეიძლება კალმით აღწერა ყოველივე იმის, რაც უკანასკნელი თოთხმეტი დღის განმავლობაში განვიცადე ? სოხუმში მივდიოდი, რომ ღამით გემიდან გადავვარდნილიყავი ზღვაში. არავისი და არაფრის იმედი არა მქონდა. არ ვიცი, რამ შემაცვლევინა გადაწყვეტილება, მაგრამ სულიერი გაბწყობილება, დიდი წვალების მერე, თანდათან განათლდა და მე ისევ აქა ვარ."

დღიურის რვეულშივე ჩაწერილია დაუმთავრებელი ლექსი:

"არა ვარ გადამთიელი,
დღეს ასე გითხრა, ხვალ - ისე,
ღამე, ეს ღამე ტიელი
ღვინით ვერ გავიხალისე.
გაშიშვლებული, უდაფნო,
უსულგულობის წამია.
ღამე, ეს ღამე უდაბნო
თვით ღვინისფერი შხამია.
წარსული - მკრთალი ცეცხლია,
აწმყო - უსახო ნაცარი... "

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Mar 4 2008, 07:55 PM



მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა...
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური...
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება...
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, -
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა...
ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება...
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ...
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული...
გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული...
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა...
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს...
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“...
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა...
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს...
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო...
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო...
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი...
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა...
ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება...
ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე...
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

1912

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Mar 4 2008, 08:04 PM

რამოდენიმე მოკლე-მოკლე ჩანაწერი, რომელთა მსგავსი ასოებით და ათასობით გაბნეულია სხვადასხვა ადგილას, რვეულებში, ბლოკნოტებში თუ ცალკე ფურცლებზე :

"არაფერი ჩემი ბავშვობის დღეებიდან მე ისე არ მახსოვს, როგორც შორითშორს მყოფი ცისფერი სახლი".

"კეთილი მოხუცი ვასილ ბარნოვი".

"ხალხი, ირონიული შეხვედრა".

"თბილისში ცოტა დარჩა ოჯახები, სუფთა ქართულით რომ ლაპარაკობდნენ. რად არის ასე? რატომ? რატომ?".

"პურის ქარხანა ემუქრება რაჭველებს პურის ცხობაში. ემუქრება ჩვენ ქართულ თონეს. ემუქრება კერიის ჭადებს. ემუქრება წისქვილებს".

"არ შევხვედრივართ ჩვენ ერთმანეთს,
ო, რა ხანია!
ნამეტანია, მეგობარო,
ნამეტანია!"

"მაგრამ ნუთუ ყველაფერი მოგონებაა მხოლოდ?"

"ომი, მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ეს ფრაზა ძალიან ხშირად გვხვდება სულ სხვადასხვა ფურცლებზე მიწერილი)

"მუსიკა კაცს როგორ არ უნდა უყვარდეს - ცხოველებსაც კი უყვართ".

"ინტელიგენტს რომ დავინახავ, გამაჟრჟოლებს ტანში. თუ ნაცნობია, სახეს განზე მივაბრუნებ, არ გამომელაპარაკოს იქნებ, არ მიცნოს როგორმე-მეთქი. ჭირივით მეჯავრება, თუ თვალები მომაშტერა დაჟინებით".

"დღეს არაჩვეულებრივად მიკანკალებს ხელები. წუხელ ბაღლინჯოებმა არ დამაძინეს. "ბაღლინჯო" მაიაკოვსკის უკანასკნელი პიესაა".

"საზიზღარი რესტორნებია თფილისში, ყოვლად უკულტურო, ყოვლად უსინდისო, სავსე მთვრალი წინანდელი მიკიტნებით. ავადმყოფი ხალხი, ბინძური სახის გამომეტყველებებით, უწმაწური სიტყვებით, გამომწვევი ვულგარული ყოფაქცევით და რაც მთავარია: ხმით, რომელიც არასგზით არ არის ქართული, ძირითადად ზრდილობიანი. მაგრამ სად უნდა ეძებდე ზრდილობას? იგი არ არის უნივერსიტეტშიც კი. იგი არ არის მწერალთა სასახლეში. იგი არ არის ეხლა საქართველოში არსად. თუ კიდევ არსებობენ ასეთი ოჯახები, იგინი უთუოდ ტრაგედიით არიან აღსავსენი".

"არ რჩება ფრთები ყმაწვილურ სურვილს,
შლის წლოვანებაც
კარგს, საუცხოვო ჩაცმა-დახურვის
ხელოვნებას.
წარსულთა დღეთა ენამჭევრობავ,
გაფრენავ ქორის -
რამდენი დარჩა გაუგებრობა
ჩემს და თქვენს შორის".

"სევდა მას დაძლევს, ვინც ცოდნას არ ეკარება".

"ეს ქაღალდი მომაწოდეს ქალიშვილებმა პირველ დეკემბერს - წიგნთსაცავ-სამკითხველოში ლექსის ამოსაწერად გაზ. "კომუნისტიდან". მადლობა მათ ყურადღებისთვის" (მიწერილია რვეულიდან ამოხეულ ფურცელზე)

"არის ადამიანის ცხოვრებაში: შორდები ქვეყანას, რომელიც გძულს, ძალიან გძულს. არა, უფრო მეტი: გეზიზღება! კიდევ უფრო მეტი: ცდილობ საჩქაროდ წახვიდე, რადგან გეშინია. გეშინია, გძულს, გეზიზღება და კიდევ უფრო მეტი: გეშინია, გეშინია, გეშინია. აი, რა არის თავი და თავი.
და ამ დროს ხარ ქვეყანაში! მოხვდი.
მოხვდი ისეთ ქვეყანაში, სადაც არავისი არ გეშინია, არავინ არ გძულს, არავინ არ გეზიზღება. და კიდევ უფრო მეტი: არავისი არ გეშინია! აი, რა არის თავი და თავი".

"როგორ ემთხვევიან ერთმანეთს მიქელანჯელოსა და უცნობი ქართველი არქიტექტორის იდეები - ციხე-სიმაგრეები სიმაღლეზე ყველას დასანახავად, დიდი ქანდაკებები სიმაღლეზე ყველას დასანახავად."

"სისხლი დასთხიე და სამშობლო შეიძინე".

"მოეც მშვიდობა საქართველოს".

"შრომაში" არის რამოდენიმე მომსახურე, არაჩვეულებრივად ზრდილობიანი და პატივსაცემი. ისინი მეპყრობიან როგორც ძველს ნაცნობს, მე კი ისინი არ მახსოვან.
აი ჩემი ტრაგედია.
რამდენი კარგი კაცი, რომელთაც გარეგნულად ვიცნობ, მაგრამ არ ვიცი სად შემხვედრიან. და არ მახსოვან.
ხანდახან უხერხულ მდგომარეობაშიც კი ვვარდები.
ასე არ შეიძლება: ნუთუ საბოლოოდ მღალატობს მეხსიერება?"

ეს უკანასკნელი ჩანაწერი მრავლის მეტყველია user.gif

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Mar 4 2008, 08:35 PM


მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი,
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი:
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ეს დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს;
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა,
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა -
ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.

სთქვი: უეცარი გასხივოსნება
რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები?
რად აშრიალდა ჩემი ოცნება,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?

ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი,
ან რად ვიჭრდი შუქს მოკამკამეს?
ან „მესაფლავეს“ რისთვის ვმღეროდი,
ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს“?

ქარი და წვიმის წვეთები ხშირი
წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი - ვით მეფე ლირი,
ლირი, ყველასგან მიტოვებული.

1915


________________________________________________________________________________
__________________ ჩემი უსაყვარლესი ლექსი!!!!

* * *

მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
მიწად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.

ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ,
სული მოუვლინე ისევ შენმიერი,
დილა გაუთენე ისევ ციურიდან,
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.

ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება,
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება,
მზეო თიბათვისა, ამას გევედრები.

1917

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 10 2008, 04:09 PM

mari touchet
მშვენიერი თემაა, ლიკა smile.gif


როგორ იშვა „მთაწმინდის მთვარე“

გალაკტიონმა ერთხელ მიამბო, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მას და გიორგი ქუჩიშვილს ფოთის მუშებმა შეხვედრა მოუწყვეს. მათ დაათვალიერეს ფოთი და პალიასტომის ტბა. ღამის გასათევად ერთი მუშის ბინაზე მიიწვიეს.

გალაკტიონს ძილი არ ეკარებოდა. გიორგიმ რამდენჯერმე უთხრა, სინათლე ჩააქრე და დაიძინეო, მაგრამ ამაოდ, პოეტი გაეტაცა ფიქრებს: ქართველ პოეტებს მომაკვდავი გედის თემაზე, მგონი, არაფერი დაუწერიათ... სიცოცხლეში გედი მხოლოდ ერთხელ მღერის... ისიც სიკვდილის წინ... მხოლოდ მაშინ ებადება თავისი სიმშვენიერისა და სილაღის განცდა... იშვიათი მოვლენაა ბუნებაში!.. უნდა ითქვას ეს პოეტური სიტყვითო.

ჰოდა, ამ ფიქრებით შეპყრობილმა მგოსანმა იმ ღამეს ჩაამწკრივა კიდევაც თოთხმეტმარცვლიანი ტაეპები.

- არ დაიძინებ, კაცო? - ერთი პირი ძილის მოთავების შემდეგ უკმაყოფილოდ შეეკითხა გიორგი ქუჩიშვილი.

- მაცალე, თუ ძმა ხარ! - ჩაიბუტბუტა გალაკტიონმა და ლექსის გაჩალხვას შეუდგა.

შემდეგ ლექსის წყობა და რიტმი იგივე დარჩა, მაგრამ შინაარსი გადასხვაფერდა. შეიცვალა მოტივიც. პოეტის წარმოსახვაში გასხივოსნდა თბილისისა და მთაწმინდის პროფილები, ცისფერი ლანდები, მტკვრისა და მეტეხის თეთრი ელვარება, აკაკის ლანდი, ბარათაშვილის „ობლად სიარული“...



გიორგი ჩიქობავა „გალაკტიონის ახლო“

პოსტის ავტორი: maia-maia თარიღი: Mar 10 2008, 04:21 PM

გალაქტიონი უდიდესი ადამიანი იყო,არს და იქნება,და ის ადამიანები კი რომლებიც მას არაფრათ თვლიდნენ დღეს ან არავის ახსოვს,ან ცუდად მოიხსენიებს.

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 10 2008, 04:27 PM

ეს გალაკტიონის ნახატებია. ძალიან ექსპრესიული პორტრეტებია,თუმცა ოდნავ უსიამოვნო განცდას ტოვებს ჩემში.

IPB-ს სურათიIPB-ს სურათი
IPB-ს სურათიIPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 11 2008, 09:43 PM

გალაკტიონის ეს წერილი დედისადმი განსაკუთრებით ამაღელვებელია smile.gif



"ძვირფასო დედა! ჩემო დედა!


შენმა წერილმა მე მომკლა! დედიკო! რატომ იწერები, რატომ იწერები, რომ მე შენთვის სანატრელი ვარ.არა, დედა, შენ გენაცვალე, ჩემზე ნუ ფიქრობ. თუ არ მოვკვდი, სწორედ ურცხვენელად, როგორც გინდა, გავატარებ ჩემს ახალგაზრდობას.

შენ იწერები ,,შენგან მოძულებული!”

ძვირფასო დედა, შენ არ შეგფერის სთქვა ,,შენგან მოძულებული”.

ო, ჩემო ძვირფასო დედა!.. დედა, რაც შეეხება ჩემს ეხლა ჩამოსვლას, ჩემთვის ძალიან ძნელია, დედიკო! რა ვქნა, სწორედ ეხლა იბეჭდება, დედიკო, ჩემი ოთხი წიგნი, შეიძლება ორი მაინც მალე გამოვიდეს. მე, თუ ეს მოთავდა, მოვალ.

ასე, დედიკო!

მშვიდობით!

წიგნის დაბეჭვდის შემდეგ მე შენთან ვარ."



1929 წლის აგვისტო









პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Mar 15 2008, 11:29 PM

"რომ მეფე ვარ და პოეტი, და სიმღერით ვკვდები...."

მზეზე უყურეთ გალაკტიონზე ფილმს?


პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Mar 16 2008, 01:09 AM

"რა იციან მეგობრებმა თუ რა ნაღველს იტევს გული,
ან რა არის საუკუნოდ მის სიღრმეში დამალული"

მიყვარს გალაკტიონი smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 17 2008, 05:15 PM

დღეს 17 მარტია... sad.gif

დღევანდელ დღეს გარდაიცვალა გალაკტიონი...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 17 2008, 05:31 PM

თამარი_ცქნაფო
დღეს გაფრინდა...
ოხ ისევე როგორც ბევრი გენია გაგვიფრინდა...

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 17 2008, 05:59 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Mar 17 2008, 04:15 PM) *

დღეს 17 მარტია... sad.gif

დღევანდელ დღეს გარდაიცვალა გალაკტიონი...

არ ვიცოდი თუ დღევანდელ დღეს გარდაიცვალა sad.gif

”..სარკმელს გააღებს ამღვრეული გალკტიონი
და ქვაფენილებს შურდულივით დაენარცხება..”

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Mar 18 2008, 11:34 PM

ახსნა

ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.

მომკალით! ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?

თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.

რისთვის მიყვარხარ? მე არ მაქვს ნება?
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება –
მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?

არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევორველშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!

გურიის მთები
წინ, მეეტლევ!
ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!
მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე,
მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა ოკეანე!..
წამიყვანე!
მთები! როგორ შვენით მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი!
როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭირვალე, როგორც ბროლი!
ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.
კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,
ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს…
წყარო კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,
დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.
და ჩანჩქერი მთით ნასხლეტი, დაფლეთილი დილის სხივით,
ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.
ვდგევარ მთაზე… და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა,
და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.
ვხედავს სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,
ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.
ჩუმად!
ვიღაც მღერის მთაზე… რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში!..
არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,
არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,
არსად ისე არ გადმოხეთქს უმანკობის ნიაღვარი,
და არსად, მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,
ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით,
ვერსად ისე ვერვინ გაგვხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,
როგორც ლერწამქალწულები - აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში!
და, მეეტლევ,
თუ მათ ალერსს
ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,
საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე…
მაშ, გარეკე ეგ ცხენები,
სადმე შორს, შორს წამიყვანე,
გამაქანე,
გამაქანე!

უსიყვარულოდ

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ...
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

1914

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Mar 18 2008, 11:52 PM

ჰეჰ....გალაკტიონის ერთ ძალიან კარგ (არა-ფორუმული შიგთავსით თუმცა...tongue.gif) და ბევრისათვის ალბთ უცნობ ლექსს დავდებდი, მაგრამ ძვირფას მოდერებს და ჩვენი ფორუმის წესებს მოვერიდები და ბანი რომ არ ავირტყვა, თავს შევიკავებ....: P


თუ ვინმეს დაგაინტერესოთ, მომიპიემენთ და მოგართმევთ....smile.gif

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 19 2008, 02:40 PM

ეს ლექსი მირზა გელოვანმა გალაკტიონს მიუძღვნა:



მე თქვენ გიგონებთ კრძალვით და რიდით,

თქვენ მშვენიერ ხმას, ქართულის მაღლობს.

გახსოვთ პიტერი, დღენი ჯონ-რიდის,

ის დღენი რაა ამ დღეთა ახლოს.


არ შეედრება ის ქარი ამ ქარს,

როგორც ვერასდროს ვერ შევედრებით -

თქვენს ძვირფას სახელს, უზომოდ მაღალს,

და თქვენს ხმებს, მე და ჩემი ლექსები.


მე მზრდიდა წიგნი ლურჯი ზარნაშით,

მე თქვენს სახელზე ვლოცულობ ახლაც,

თუმც სიკვდილის წინ თავი ავიშვი,

თქვენთან კვლავ ბავშვის სიმორცხვე მახლავს.


და როცა სიკვდილს ვამარცხებ ერთი,

როს კვლავ იმედი ასიათასობს,

თქვენ გიგონებთ და ცას იმერეთის,

ბრძენო მაღალო, ცაო ძვირფასო!

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Mar 20 2008, 03:58 PM

გალაკტიონის დღიურიდან....


23 მარტი
შაბათი

_დილით ვიყავი ხელოვნების მთავარ სამმართველოში. პასუხი ჯერ კიდევ არ არის.
_ეპოქის შესახებაც იმგვარადვე.
_მნათობში ლექსი ჯერ არ აწყობილა.
_ფული არსაიდან არ არის.
რუსთაველის პროსპექტზე დადიან “პოეტები”... ოცნებობენ ერთ ჭიქა ღვინოზე. აწყობენ მანეთის შოვნის გეგმებს, მაგრამ სრულიად უიმედონი არიან...
...ო, არავინ არ იცის რაა სიღარიბე. ღანაირად დამამცირებელი, პიროვნების პეხქვეშ გამქელველია იგი...

სულ რამდენიმე დღე დამრჩა სიცოცხლლის და ისიც გავიმწარო? არასდროს!
ახლა მე მთვრალი ვარ და იმიტომ ვწერ.
ხვალ ფხიზელი შევწუხდები.
არაფერია!...
აფხანიკები! თქვენ გამოიკვლიეთ და გადაუხადეთ მათ სამაგიერო...
ეეეჰ!...




sad.gif ასე ცხოვრობდა....

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Mar 20 2008, 05:56 PM

აი რა მზის სიზმარია
აირევი ივერია
აი დროშა აშორდია
აერების სიბერეა

ეს გალაკტიონის ერთი ლექსია, რომელიც უკუღმაც ზუსტად ისევე იკითხება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 25 2008, 02:31 PM

გალაკტიონს

/ფრიდონ გელაშვილი/

გალაკტიონი ლექსის მეფედ დარჩება კიდევ,

ის ეპოქაა პოეზიის, ნაღდი ეპოქა,

ლექსები მისი მიჰყვებიან ცხოვრების კიბეს,

მისი ერთი თქმაც სამომავლო აზრად გვეყოფა.

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Mar 26 2008, 01:41 PM

ციტატა(tiko282 @ Mar 11 2008, 10:43 PM) *

გალაკტიონის ეს წერილი დედისადმი განსაკუთრებით ამაღელვებელია smile.gif
"ძვირფასო დედა! ჩემო დედა!


ძალიან ამაღერლვებელი წერილია თუმცა არ ვიცი რტაომ გალაკტიონი 5წელი დედას არ ელაპარაკებოდა :უსერ:

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2008, 02:03 PM

ციტატა(mari touchet @ Mar 26 2008, 01:41 PM) *

ძალიან ამაღერლვებელი წერილია თუმცა არ ვიცი რტაომ გალაკტიონი 5წელი დედას აე ელაპარაკებოდა :უსერ:


კარგი დედის გაზრდილი რომ იყო, იმიტომ იყო თავადაც კარგი wub.gif

რევაზ მიშველაძემ თქვა, გალაკტიონს რომ დღევანდელ საქართველოში ეცხოვრა, თავს არ მოიკლავდა, ისედაც გაუსკდებოდა გულიო.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 26 2008, 02:14 PM

marine
მე მგონი ზედმეტი მოსვლია...

მაშინდელი საქართველოც არ იყო აღთქმული ქვეყანა...

გადასახლების მაინც არ ეშინიათ მწერლებს და პოეტებს...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2008, 02:17 PM

ციტატა(kato_Bato @ Mar 26 2008, 02:14 PM) *

marine
მე მგონი ზედმეტი მოსვლია...

მაშინდელი საქართველოც არ იყო აღთქმული ქვეყანა...

გადასახლების მაინც არ ეშინიათ მწერლებს და პოეტებს...


მართალი ხარ, კატუნა. თუმცა დღეს განსხვავებული სიტუაციაა, დღეს ჭეშმარიტი შემოქმედებითი პოტენციალი ფეხქვეშაა გათელილი..

პრიორიტეტულია ის შემოქმედება, სადაც ბინძური სიტყვების ზეიმია.. დღეს "ანტიტყაოსანის" ეპოქაა, მაგრამ მადლობა ღმერთს ნორმალური რამაც იწერება და ცოტათი ნეიტრალდება სიბინძურე..

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Mar 26 2008, 02:28 PM

marine

ციტატა
მართალი ხარ, კატუნა. თუმცა დღეს განსხვავებული სიტუაციაა, დღეს ჭეშმარიტი შემოქმედებითი პოტენციალი ფეხქვეშაა გათელილი..

პრიორიტეტულია ის შემოქმედება, სადაც ბინძური სიტყვების ზეიმია.. დღეს "ანტიტყაოსანის" ეპოქაა, მაგრამ მადლობა ღმერთს ნორმალური რამაც იწერება და ნეიტრალდება სიბინძურე..


მაშინაც იყვნენ ხუტა ბერულავები და "ახ ტრაქტორო რა კარგი ხარ" ლექსების ავტორები ჯილდოვდებოდნენ ორდენებით.
პრიორიტეტული ყოველთვის იქნება მასისთვის სულელური ლექსები და რახა რუხი.
აბა მთელი ერი რომ ინტელიგენციისგან შედგებოდეს რა გვიჭირს მსშინ..

ლებანიძე არ წერდა? მწერალთა კავშირიდან გარიცხული გალაკტიონი შემოგვეყარაო და " აჰ, კრება გაქვთ "პოეტებს" ძამიკო?" გვკითხაო..

... ფურცლებს ვერ შოულობდა რომ ეწერა, ამიტომ წერდა ყველაფერზე, ასანთის კოლოფებზე, კედლებზე...
არ უბეჭდავდნენ წიგნებს, უსწორებდნენ ლექსებს, "ვერ ცნობდნენ"...
ჩემი მასწავლებლის მამა შესწრებია, გალაკტიონს მწვანილის გამყიდველი ეჩხუბებოდაო:
_გალატიონი ვარ ბიძიკოო_ შეუტირია
_გალაკტიონი არ ვიცი მეო_ ეუზრდელებოდა აცრემლებულსო sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2008, 02:35 PM

ციტატა(kato_Bato @ Mar 26 2008, 02:28 PM) *

marine
მაშინაც იყვნენ ხუტა ბერულავები და "ახ ტრაქტორო რა კარგი ხარ" ლექსების ავტორები ჯილდოვდებოდნენ ორდენებით.
პრიორიტეტული ყოველთვის იქნება მასისთვის სულელური ლექსები და რახა რუხი.
აბა მთელი ერი რომ ინტელიგენციისგან შედგებოდეს რა გვიჭირს მსშინ..

ლებანიძე არ წერდა? მწერალთა კავშირიდან გარიცხული გალაკტიონი შემოგვეყარაო და " აჰ, კრება გაქვთ "პოეტებს" ძამიკო?" გვკითხაო..

... ფურცლებს ვერ შოულობდა რომ ეწერა, ამიტომ წერდა ყველაფერზე, ასანთის კოლოფებზე, კედლებზე...
არ უბეჭდავდნენ წიგნებს, უსწორებდნენ ლექსებს, "ვერ ცნობდნენ"...
ჩემი მასწავლებლის მამა შესწრებია, გალაკტიონს მწვანილის გამყიდველი ეჩხუბებოდაო:
_გალატიონი ვარ ბიძიკოო_ შეუტირია
_გალაკტიონი არ ვიცი მეო_ ეუზრდელებოდა აცრემლებულსო sad.gif


ეგეც მართალია, კატუნა wub.gif

გულსატკენია, რომ დღეს ისეთი ადამიანები არიან შემოქმედებითად წარმატებულნი, რომლეთა შემოქმედებაში გინება, ბილწსიტყვაობა, ავხორცობა უხვი დოზითაა ჩაყრილი.

საერთოდ დრო აფასებს ყველაფერს და გალაკტიონის შემთხვევაშიც ასე არის.

ციტატა(kato_Bato @ Mar 26 2008, 02:14 PM) *

გადასახლების მაინც არ ეშინიათ მწერლებს და პოეტებს...


გადასახლება არა, მაგრამ გამოსახლებით კი გამოასახლეს smile.gif უფრო სწორად, გამოყარეს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2008, 03:05 PM

გალაკტიონ ტაბიძის ვებ-გვერდი:

http://galaktioni.iatp.ge/

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 26 2008, 04:32 PM

ციტატა(mari touchet @ Mar 26 2008, 12:41 PM) *

ძალიან ამაღერლვებელი წერილია თუმცა არ ვიცი რტაომ გალაკტიონი 5წელი დედას აე ელაპარაკებოდა :უსერ:
არ ელაპარაკებოდა? huh.gif არ ვიცოდი wub.gif


ციტატა(kato_Bato @ Mar 26 2008, 01:28 PM) *

ლებანიძე არ წერდა? მწერალთა კავშირიდან გარიცხული გალაკტიონი შემოგვეყარაო და " აჰ, კრება გაქვთ "პოეტებს" ძამიკო?" გვკითხაო..

smile.gif მაგ ლექსის დადებას ვაპირებდი და რადგან ახსენე, ბარემ დავდებ:

იქ ირჩეოდა
რომელიღაც პოეტის ბწკარი,
უთანხმოება
და კამთმა როცა იფეთქა,
გალაკტიონმა
შემოაღო ანაზდად კარი
და ხაზგასმული
მოწიწებით, მახსოვს, იკითხა:

"ოჰ, კრება გაქვთ
პოეტებს, ძამიკო?!"

ვიღაც წამოდგა,
იქვე, კართან, ფეხქვეშ გაეგო,
აუხსნა რაღაც,
მან დასტოვა ღიმილის ხურდა.
თავისი დიდი,
რკინის ხელი სულში ჩაგვიყო
და გაგვეცალა -
მას უბრალოდ ხუმრობა სურდა.

მინის ტიხარში
მალე მაღალ პოეტის ლანდი
მსვლელობა მისი
დიდებული და ბაღი დაჩნდა:
ბაღში მჯდომისთვის
ტიხარს აქეთ ბინდბუნდად ვჩანდით,
სასხლის ბაღში
ცისფერ მერხზე ის მარტო დაჯდა.

გარე ჯიბეში
სავარცხელი მოჩხრიკა ცერით,
უცხო ხილვები
გამოიხმო საყვარელ ბაღში,
დაახლოებით
ასე, ოც წუთს ივარცხნა წვერი,
მერე ადგა და
კმაყოფილმა გასწია სახლში.

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Mar 26 2008, 04:55 PM

ციტატა(kato_Bato @ Mar 26 2008, 03:36 PM) *

tiko282
გაიხარე 2kiss.gif

მალობა, მალობა და მალობა! შენც გაიხარე mpua.gif

რადგან მურმან ლებანიძე ვახსენეთ, ეს ლექსიც დავდოთ:


ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ

( ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის)

- ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,

დაგვისახელეთ მეორე პოეტი...


უცებ, ჭინკებით გაევსო თვალი-

თვისი სიმაღლით ის იყო მთვრალი

- საქართველოში???- ჩაიქირქილა

და ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი.


smile.gif

ციტატა(marine @ Mar 26 2008, 03:49 PM) *

ამინ 2kiss.gif

მარი, უღრმესი მადლობა wub.gif

პოსტის ავტორი: ninela თარიღი: Apr 22 2008, 09:52 PM

პოეზიის გენია! მეფე პოეტი , რომლისაც ყველა მის თანამედროვე პოეტს შურდა- ჩემი აზრით! "გალაკტიონში არის პოეტი და ჩემში უფრო ანგელოზია" როდესაც ერთ ერთმა ცნობილმა პოეტმა გალაქტიონის სიტყვები" შეხედა რა ცაა ესაა რაცააო" გაიგონა, კარგიაო ყრუდ ჩაილაპარაკა. მისი გენიის არდაფასება უბრალოდ შეუძლებელია. ამბობენ კონსტანტინე გამსახურდია და გალაქტიონი მეგობრობდნენ კონსტანტინე გალაკტიონს ლომს ეძახდა გალაკტიონი კი ვეფხვს. ერტ დგეს კონსტანტინე მიესალმა: გამარჯობა ვეფხვოო! გალაკტიონმა უპასუხა გამარჯობა კოწია! laugh.gif

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გალაკტიონის კაბინეტში, გამოკრულია ლექსი რომელიც აქამდე უცნობი იყო მკითხველისათვის, ლექსს ქვია "აფხაზეთის მზის ჩასვლა" ძალიან ლამაზი ლექსია და ორიგინალური რითმა აქვს ! saidumlo.gif

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 23 2008, 06:23 PM

გალაკტიონი

...
"ინტურისტის" ბაღში ყველა კუპე დაკავებული იყო. მე და გურამი აუზის გვერდით მაგიდას მივუსხედით და ვიდრე საჭმელს მოგვიტანდნენ, ლუდი მოვითხოვეთ. ოფიციანტმა ორი ბოთლი ცივი ლუდი მოიტანა. მე ჭიქის პირს მარილი მოვაყარე და ნელა მოვსვი. სასიამოვნო სიგრილემ დამიარა სხეულში. ჩვენს მარჯვნივ, კუთხეში, კაცი იჯდა, ჩვენკენ ზურგით, ძალიან განიერი, ოდნავ მოხრილი ბეჭები ჰქონდა. ღვინოს სვამდა. ძალიან ნაცნობი ტანი ჰქონდა, ძალიან. უცებ თეფშზე ჩანგალი დააკაკუნა, ჩვენკენ მობრუნდა და ჩვენს ოფიციანტს მიმართა:
- ძამიკო, რამდენ ხანს უნდა გელოდო?
- მოვდივარ, შე კაცო, ფრთებს ხომ არ გამოვსხამ, შენისთანა მილიონია და მე ერთი, - წყენით უთხრა ოფიციანტმა და ჩვენი შეკვეთის მოლოდინში ფანქარი და ქაღალდი მოიმარჯვა.
- გურამ, შეხედე
- ვის?
- გალაკტიონი! - გურამი სწრაფად შეტრიალდა. ახლა გალაკტიონი ისევე ზურგით იჯდა ჩვენკენ.
- ჯერ იმას მიუტანე. - ვუთხარი მე
- შეკვეთა მომეცი, შე კაცო, და იმას კი მივხედავ, ასე ზის მაგი ორი საათია და მიჩიჩინებია იმ ერთ ბოთლ ღვინოს. - გაიკრიჭა ოფიციანტი. მე შევუკვეთე, რაც გვინდოდა და ვთხოვე ოფიციანტს, გალაკტიონის მაგიდასთან მოეტანა.
- მივიდეთ, გურამ
- არ ეწყინოს, ბიჭო
- რატომ უნდა ეწყინოს, მივიდეთ და დაველაპარაკოთ
- მივიდეთ. - გადაწყვიტა გურამმა და ადგა. თავზე რომ დავადექით, გალაკტიონმა გაკვირვებით ამოგვხედა.
- შეიძლება ბატონო გალაკტიონ, თქვენს მაგიდასთან დავსხდეთ? - გავუბედე მე. გალაკტიონმა მაგიდებს მოავლო თვალი, ცარიელი მაგიდები რომ დაინახა, გაეცინა.
- მაგიდების მეტი რა არის, ძამიკო, ამ რესტორანში?
- ჩვენ თქვენთან გვინდა! - ისე სთხოვა გურამმა, გალაკტიონს კი არა მე ამიჩუყდა გული.
- დაბრძანდით, დაბრძანდით! - მიგვიპატიჟა გალაკტიონმა. ჩვენ დავსხედით. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- ჩვენ სტუდენტები ვართ, ბატონო გალაკტიონ. - ვუთხარი მე.
- სწავლობთ?
- დიახ.
- კარგია, შესანიშნავია, უშესანიშნავესია! - თქვა გალაკტიონმა და ბოთლი აიღო ხელში. უცებ აწრიალდა, რაღაცის ძებნა დაიწყო, მერე წამოდგა, მეზობელი მაგიდიდან ორი ჭიქა აიღო და მე და გურამს დაგვიდგა.
- ღვინოს ხომ სვამთ?
- კი! - თქვა გურამმა
- მე მიცნობთ, არა? - გვკითხა და ღვინის დასხმა დაიწყო
- თქვენ ვინ არ გიცნობთ, ბატონო გალაკტიონ! - უთხრა გურამმა.
- ოფიციანტი არ მიცნობს, ძამიკო, ერთი საათია მიყურებს და ვერ მიცნო! - გაიღიმა გალაკტიონმა. ოფიციანტი მოვიდა, სამი ბოთლი ღვინო მოიტანა, ყველი, მშრალად მოხარშული ხორცი და სალათი.
- შენ ვერ მცნობ მე, ძამიკო? - ჰკითხა გალაკტიონმა
- რავა ვერ გცნობ, შე კაცო, სულ ჩვენთან არ დადიხარ? - გაუღიმა ოფიციანტმა.
- აბა ვის ვგავარ თუ იცი?
- ვის გავხარ და მღვდელს. - გამოიცნო ოფიციანტმა და გალაკტიონს წვერზე შეხედა.
- სწორი ხარ, ძამიკო, მღვდელს ვგავარ - ჩაიხითხითა გალაკტიონმა.
ოფიციანტი გაბრუნდა. გალაკტიონი ხითხითებდა. - ხომ გითხარით, ვერ მცნობს-მეთქი. - გვითხრა ბოლოს, ხითხითი რომ მოათავა. - აბა თქვენ თუ მიხვდებით ვის ვგავარ? - მე ჟრუანტელმა დამიარა ტანში. რა ვუპასუხო ახლა?
- დაგვცინით, ბატობო გალაკტიონ? - ჰკითხა გურამმა მომაკვდავი კაცის ხმით.
- არა , ძამიკო, მართლა გეკითხებით.
- თქვენ არავის არ გავხართ, ბატონო გალაკტიონ, თქვენ ხართ გალაკტიონი, დიდი პოეტი გალაკტიონ ტაბიძე. სხვას ვის უნდა გავდეთ? - ვთქვი მე.
- გალაკტიონ ტაბიძე კი ვარ, მაგრამ ვის ვგავარ?
- გოეთეს! - თქვა გურამმა
- არა! - გაეღიმა გალაკტიონს
- პუშკინს
გალაკტიონმა თავი გაიქნია.
- მიცკევიჩს, ბაირონს, რემბოს...
- არა!
- რუსთაველს, ბოდლერს, ფირდოუსს...
- არა, ძამიკო, არა, აკაკის არ ვგავარ, წერეთელს? - თქვა მან და წვერზე ხელი ჩამოისვა.
- კი, როგორ არა, ძალიან გავხართ, ბატონო გალაკტიონ, ძალიან! - ვთქვი მე.
- აი, ხომ გითხარით! ყველა მეუბნება, აკაკის გავხარო, ოფიციანტმა კი ვერ მიცნო. გაუმარჯოს აკაკის! - თქვა გალაკტიონმა და ჭიქა გამოცალა. ჩვენც გამოვცალეთ.
გალაკტიონი ოდნავ მთვრალი იყო, საოცრად ღრმა, ჭკვიან და გაღიმებულ თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი ენთო. იგი ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა.
- თქვენ რას აკეთებთ, ძამიკოებო, ლექსებს არ წერთ?
- მე არა, ეს წერს! - თქვა გურამმა.
- მე აღარ ვწერ ლექსებს! - ვუთხარი მე
- რატომ მერე, ძამიკო, ყველა წერს და შენ რა დააშავე, წერე, წერე, კარგია ლექსის წერა. - მითხრა და თავზე გადამისვა ხელი.
- თქვენ რომ ლექსებს წერთ, ისეთი ლექსების წერა კია კარგი, ბატონო გალაკტიონ. - ვთქვი მე
- ცუდი ლექსის წერაც კარგია, არ არის სავალდებულო ყველამ კარგი ლექსები წეროს. - გაიცინა გალაკტიონმა და შევატყვე, უკვე ბურთივით გაგვიგდო მე და ჩემი გურამი. გურამს პირი ჰქონდა დაღებული. მინდოდა ხელი ამეფარებინა, რამე სისულელე არ წამოსცდეს-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარი.
- როგორ წერთ ლექსებს, ბატონო გალაკტიონ? - წამოაყრანტალა მან და გამარჯვებული სახით შემომხედა.
გალაკტიონმა ისე ახედა გურამს, რომ გურამის საცოდაობით გული დამეთუთქა. მერე ისევ დაასხა ღვინო, პატარა ხორცის ნაჭერი გადაიღო და თეფშის კიდეზე დადო. თვალები დახუჭა.
- მე ზღვა მიყვარს ძალიან, ზღვა და მზე. ყოველ ზაფხულს დავდივარ ზღვაზე. სახლი მაქვს სოხუმში, ხომ იცით? - გვკითხა მან და თვალები გაახილა. ჩვენ თავი დავუქნიეთ. გალაკტიონმა ისევ დახუჭა თვალები. - ყოველ ზაფხულს ჩავდივარ სოხუმში, ამოვთხრი დიდ ორმოს სილაში, ჩავწვები შიგ და ჩავიმარხები კისრამდე, აი ასე. - მან გვიჩვენა, როგორ აკეთებდა ამას. - მერე ვიზამ პირს მზისკენ და ვხუჭავ თვალებს, როგორც ახლა, ასე. ჯერ ბნელა, მერე ჩნდება რგოლები, წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, მერე ნათდება, ნათდება და მზე ჩამოდის თვალებში, დიდი, უდიდესი ნათელი მზე, მზე ატანს ქუთუთოებში, ძვალში, რბილში, სისხლში, მზე ყველაფერში ატანს, სამარეშიც ატანს მზე, მერე ციდან ეშვება თეთრი ანგელოსი, ლამაზი, თეთრი ანგელოზი, ეშვება ჩემს ყურთან და მკარნახობს ლექსებს... - გალაკტიონი დადუმდა. იგი დიდხანს იჯდა ასე თვალდახუჭული და მე მჯეროდა, რომ იგი ახლაც ხედავდა მის ყურთან დახრილ თეთრ ანგელოსს, რომელიც ყურში მზესავით უდიდეს და ნათელ ლექსებს კარნახობდა. მერე მან გაახილა თვალები და მე ხატზე დავიფიცებ, რომ მის თვალებში ორი უზარმაზარი თაკარა მზე დავინახე.
- ასეა, ძამიკოებო. - თქვა მან ძალიან სერიოზულად და ჭიქა ასწია. - გაუმარჯოს ანგელოსს. - თქვა და დალია.
- ბატონო გალაკტიონ, მართლა ანგელოსი გკარნახობთ? - ვკითხე მე გაუბედავად
- კი, ძამიკო, ანგელოსი მკარნახობს, აბა მე სად მცალია ლექსების საწერად. - დაისაწყლა თავი გალაკტიონმა.
- "ნიკორწმინდაც" ანგელოსმა გიკარნახათ? - ჰკითხა გურამმა
- "ნიკორწმინდაც" ანგელოსმა მიკარნახა. - დააქნია თავი გალაკტიონმა.
ისევ დუმილი ჩამოვარდა.
- სად არის ჩვენი ოფიციანტი, აღარ მოდის? - აწრიალდა უცებ გალაკტიონი
მე თეფშზე ჩანგალი დავაკაკუნე. რესტორნის მარცხენა კუთხეში დიდი ორომტრიალი იყო, ვიღაცებს ოთხი მაგიდა შეეერთებინათ და მთელი რესტორნის ოფიციანტები მათ ემსახურებოდნენ. ჩვენი ოფიციანტიც იქ ტრიალებდა ჯარასავით.
- რას შვები კაცო! - დავუქნიე ხელი. რა ვქნაო, გაშალა ხელები და ასმზარეულოსკენ გაიქცა.
- მოვა ახლავე, ბატონო გალაკტიონ! - დავამშვიდე მე.
- შორეული ქალის ეშხი მოვა, მაგრამ როდის...- თქვა გალაკტიონმა. ცოტა ხნის შემდეგ ოფიციანტი მოვიდა.
- სად ხარ, ძმაო, დაგვხოცე შიმშილით! - გაუჯავრდა გურამი
- შენთვის მეცალა, შე კაცო? ვერ ხედავ, ვინ გვესტუმრა? - გაუკვირდა ოფიციანტს.
ვინ? - ჰკითხა გურამმა
- ვინ და მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობაში
- რა გვარია?
- რავა, პირველად გესმის ქიტუაშვილი გოგია, გაზეთებს არ კითხულობთ? - ახლა ოფიციანტი გაუჯავრდა გურამს. - ექიმებმა თქვეს, ორი სამწლიანი მოზვრის ღონე აქვსო. - თქვა ოფიციანტმა და ისევ გავარდა. გაერთიანებული სუფრის თავში აღტაცებული ხალხის და ოფიციანტების ალყაში პატარათვალებიანი, ორი სამწლიანი მოზვრის ღონის შარავანდედით მოსილი ქიტუაშვილი გოგია იჯდა და ძლიერი ყბებით მოხარშული ბეჭის ძვალს ფშვნიდა.
- მე წავალ, ძამიკოებო, დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით. - გალაკტიონი წამოდგა.
- გაგაცილებთ, ბატონო გალაკტიონ! - წამოვცვივდით ჩვენც.
- არა, ბატონო, არა. რად მინდა გაცილება.
იგი წავიდა ნელი ნაბიჯით. ისე გაიარა ამ ღმერთკაცმა მთელი რესტორანი, არავის შეუმჩნევია. და მე ისევ შემეცოდა ღმერთი, კაცში ჩასახლებული ღმერთი, რომელიც ისე ახლობელია, ისე ჰგავს ადამიანს, ისე ხელშესახებია და ისე უბრალო, რომ არავის სჯერა მისი ღმერთობა. გალაკტიონმა გაიარა რესტორანი და ქუჩაში გავიდა...

ნოდარ დუმბაძე

პოსტის ავტორი: rusudani12 თარიღი: Apr 25 2008, 09:33 PM

უპირველესი მომანიჭეს დაფნამეფეთა, იმ დგეს მოვიდა თეთრი თოვლი და სიმარტოვე...გავაგე კარი - თეთრი თოვლი შემომეფეთა, მივხურე კარი - დაისადგურა სიმარტოვემ...:-(( ეეეეჰ

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Apr 25 2008, 10:57 PM

როგორც ერთია ამქვეყნად ღმერთი,ისე ერთია გალაქტიონი! *

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 6 2008, 05:31 AM



* * * *
თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!


* * * **

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 6 2008, 05:47 AM

http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=217&i=i291208269906286gb7.jpghttp://imageshack.us

სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს ააელვარებს.

და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით,-
ღამენათები და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!

და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრეფ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამენათევი და ნამთვრალები
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე!


http://imageshack.us
http://g.imageshack.us/g.php?h=216&i=i291208623178696uc2.jpg

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 24 2008, 03:38 AM



რა ცაა!
შეხედე, რა ცაა! -
ეს არის, რაცაა!

შეხედე, ამ მხარეს! -
ზღვით დილა გვახარებს!

შეხედე, რა ზღვაა!
ო, ეს ზღვა სულ სხვაა:

გულია, მიწაა!...
რაცაა, რაცაა!






***

თითქოს დაეშვა ძველი ფარდები,
ღამის წყვდიადში ისე მწარდები,
ცივია გული? არ შეუყვარდი?
არაფერია, შეუყვარდები.

თითქოს რაიმეს ნიშნავს, რომ ბნელი
ღამით იმავე მეგობარს ელი,
არაფერია, არაფერია,
მოვა სხვა, უფრო დაუძლეველი.

წარსულზე ოხვრას რისთვის უნდება
ყოველი დღე და შებინდბუნდება,
თითქოს ბერდები? არაფერია,
ათასი წლისაც არ დაბერდები.


პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 19 2008, 03:44 AM

თვალუწვდენელი
თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,
ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი,
ღრა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით იხვეოდა ხშირი ტყე-ველი,
კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე,
გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე,
გადაიარა ჩემთა თვალწინ და მიიმალა,
სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა.
მე მივდიოდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე,
მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
1913

მოვა... მაგრამ როდის?
შორეული ქალის ეშხი
მოვა... მაგრამ როდის?
სიყვარული სასახლეში
მხოლოდ ერთხელ მოდის!
ასეთია ნაზი ბედი,
ბედი რჩეულ ფერის;
სიცოცხლეში თეთრი გედი
მხოლოდ ერთხელ მღერის!
ყვავილები უხვადარის
დენდის...მეფე მონის.
ქარში ათრობს არემარეს
ოხვრა ტრიანონის.
და ლანდებად თეთრ სარკეზე
ჩნდება სახე მკრთალი
შუაზელი, ესტერგეზი
და თვით დედოფალი.
ზრდილი, ნაზი და მეფური,
ჩემი ძველისძველი
ლექსი არის უნებური
სიზმრით შემმოსველი.
მხოლოდ თეთრი შადრევნებით
მე ვერსალის ბროლი,
მაცდურ თვალის გადევნებით
მტანჯავს მსუბუქ-მქროლი.
დედოფალო! ლურჯი რაში
მიჰქრის საშიშ-ჩქარი
და ბილიკთა ლურჯ ქვიშაში
მიაქვს მძაფრი ქარი!
მიჰქრის დალალგადაყრილი:
დოვინ, დოვენ, დოვლი...
თოვლი, ფიფქი და აპრილი,
ვარდისფერი თოვლი.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jun 19 2008, 09:02 AM

ციტატა(CONSCIENTIOUSNESS @ Mar 4 2008, 07:01 PM) *

გალაქტიონს ქუჩაში კონსტანტინე გამსახურდია შეხვდა, რას შვები გალაქტიონ როგორ ხარ საით გაგიწევიაო კითხა კოსტიამ, აი მწერალთა კავშირში მწერლების შეკრებაზე მივდივარო უპასუხა გალამ, კი მაგრამ მე და შენ აქ ვდგევართ და იქ ვინ იკრიბება???? biggrin.gif

გალა კოწიას-დიდოსტატს-ჩემს სეხნიას (sic! და არა "კოსტია" და ა.შუ.შუ): XX საუკუნეს მე და შენც ვეყოფითო

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jun 19 2008, 09:17 AM

ადრინდელი ამონარიდი ციკლიდან "გალა"

* * *

საოცარი იყო, როდესაც არცთუ დიდი ხნის წინ ჩემთვის აღმოვაჩინე გალაკტიონის დაბადების დღის თარიღი. აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება. მისმა ღრიანკალობამ ბევრისაგან ჯერ კიდევ უვალი კარი შემიხსნა ამ ბუმბერაზის პიროვნებისა და შემოქმედების სამყაროში.

ვახტანგ ჯავახაძე გალაკტიონზე მოგონებებში აღნიშნავს, რომ 1945 წლის 26 ივნისს, სატელეფონო საუბრისას, გალას ერთი ცნობილი მანდილოსნისაგან ასეთი ქათინაური მიუღია და იქვე ჩაუწერია კიდეც; ბანოვანი შენიშნავდა, რომ პოეტი გენია იყო და მის გენიალობას ჯეროვნად მომავალი თუ შეაფასებდა. მეფიქრება, რომ ეს მანდილოსნის დაბადების დღე იყო და რომ ქალბატონი კირჩხიბი ბრძანდებოდა. ალბათ, სატელეფონო საუბარში დიდმა ღრიანკალმა-გალაკტიონ ტაბიძემ ლექსიც მიუძღვნა თავისთვის ძვირფას ადამიანს, რის შემდეგაც ასეთი რეპლიკა მიიღო პასუხად. დიდი მორიელებისა და კირჩხიბების ურთიერთობა მუდამ გასაოცარია და აბსოლუტურად გამორჩეული.

კ.ვ

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jun 20 2008, 12:35 PM

გალაკტიონის ძმა, აბესალომი:

"შენ გძინავს... არ მინდა გაგაღვიძო და ისე მივდივარ.. მაგრამ ვაი ასეთ ხასიათს, ეხლა მე რომ ვარ. ვფიქრდები, მწარე ფიქრები არ მასვენებს. შენ თუ ასე განაგრძე, აუცილებლად დაიღუპები. გალაქტიონ, რა უნდა ქნა კაცმა, თუ რამე გითხარი, გული მოგდის, თუ ვინმემ სასარგებლოდ დაილაპარაკა და გირჩია, შენ გულისწყრომას საზღვარი არ აქვს - ჩემი მტერიაო. არა გრცხვენია ? მეც ხომ მტერი არა ვარ შენი. ვიცი, შეგიძლია თავის დაჭერა. მე დარწმუნებული ვარ, შენ შეძლებ თავის შემაგრებას, მაგრამ არ ინდომებ და თავს იღუპავ...
აი დღევანდელი შემთხვევაც. სახლის კიბეს მოვუახლოვდი. ოთხი რუსის ქალი ვიშვიშებენ და იძახიან: ой, бедный, ой бедный! სული შემეხუთა, რა ამბავია, შევეკითხე. ისინი სიბრალულით კიბისკენ იყურებიან და მეუბნებიან: ой, Галактион Табидзе! თავზარდაცემული ამოვვარდი და კიბეზე გაშხლართული დაგინახე. ჯიბიდან გასაღები ამოგიღე - შენ არც კი გაგიგია. ამ დროს მეზობელი დიასახლისი გამოვიდა, მომეხმარა და ამოგიყვანეთ... ძლივს გაგხადე და დაგაწვინე - ძილში საშინლად ხრიალებდი... გახველებდა... ვკვდებიო - იძახდი. გალაქტიონ, შეიბრალე თავი - ნუ დათვრები, იცოდე, რომ მერე შენ ჭკუაზე არა ხარ და ქვეყნის სასაცილოდ და შესაბრალისად ხდები...
კიდევ ბედნიერება, რომ ნაშუადღევის ოთხი საათი იყო. ღამე რომ ყოფილიყო, კაცი არ შემოგხედავდა: გაგცარცვავდნენ, გაცივდებოდი და სამუდამოდ დაიღუპებოდი. რატომ შვრები ამას, რატომ? ნუთუ ისე დაღუპული ვართ, რომ თავს ანგარიშს ვერ აძლევ? აბა თუ ძმა ხარ, შენი ჭირიმე, გალაქტიონ, გამოიჩინე გმირობა, აჩვენე ქვეყანას, რომ შენ შეგიძლია უღვინოთაც ცხოვრება! ნუ ჩაიდებ ჯიბეში ფულს, და თუ მაინც და მაინც ვერ გაძლებ, სახლში მოიტანე და დალიე...
სხვათა შორის, ჯიბეები შარვალის და პალტო გახეული გქონია და გავკერე".



აბესალომს იმედი არ გაუმართლდა. ალკოჰოლის შხამს თავმიცემული მისი ძმა აპრილამდე არ გამოფხიზლებულა.

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jun 20 2008, 01:15 PM

ძვირფასო აბესალომ!

"შენს წერილებს ვიღებ და სამაგიერო წერილებსაც ვიწერები.არ ვიცი, არ მოგდის, თუ რა ამბავია, დღე-დღეზე ველი ფულს, რომელიც ძალიან მჭირდება. უკანასკნელ წერილში მე ფულის შესახებ გწერდი. იგი მე გამოვგზავნე ბარემ ერთი თვის თუ თვენახევრის წინდა. მას შემდეგ ველი და ველი. შენ არ იცი რა არის აქ გაჭირვება... სადმე ან გაიყინები, ან შიმშილით ამოგხდება სული. მე შენ გეტყვი, ვინმე შეგიბრალებს: ყველას თავისი საქმე აქვს, დადიან, დარბიან, ფუსფუსებენ ბუზებივით. ივლი მთელი დღეების განმავლობაში და ერთ ნაცნობსაც ვერ შეხვდები, პირდაპირ გაიყინები... გაცივდები, ხედავ უზარმაზარ სახლებს, ამჩნევ თუ რამდენი სიმდიდრეა მათში... ყოველ წამს რეკავს ტრამვაი, ქროლავენ ავტომობილები, ძვირფასი ეტლები. გაბრმავებს ელექტორნის სინათლე, თეატრების და კაფეების ელვარება. ყოველწამში გრძნობ, თუ რა საშინელი წყევლაა კაცის თავზე ღარიბად დაბადება.
მე არ მიყვარს ჩემს თავზე ლაპარაკი, მაგრამ ეხლა ვიტყვი: ვერავინ ვერ ამჩნევდა ამას, მაგრამ ჩემში ბევრი ცეცხლი იყო, ბევრი სიცოცხლე, ბევრი სულიერი ელვა. ეხლა ვგრძნობ, რომ თანდათან ვცივდები, ვბერდები; ოჰ, მერე რანაირად მეყინება გული, რომ იცოდე...პირდაპირ ტირილი მინდა ხანდახან, როდესაც ვგრძნობ, რომ თვალებში ჰქრება რაღაც, ჰქრება ის, რაც ახალგაზრდობას ეკუთვნის. ეხლა მე ვხედავ კარგად ყველაფერს. როგორ შეიძლება ასე?უფულობა იმდენად არაფერია, რამდენადაც სულიერი ტანჯვა; ცხოვრობდე კაცი მთელი წლების განმავლობაში და ინსტინქტურად გრძნობდე, რომ არავინ თითქოს ახლობელი და პატრონი არ გყავს. ნუთუ ესეც უნდა აგიხსნა, რომ შენი თუნდაც ცოტაოდენი ფული მატერიალურად იმდენს ვერ მიშველის, რამდენადაც ზნეობრივად?"

1916 წელი. მოსკოვი, ნოემბერი 6



პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jun 20 2008, 03:56 PM

საკუთარი ლექსების შესახებ
(ამონარიდი)
***
“რომ მეფე ვარ და პოეტი” - მქონდა ასეთი ფრაზა “მთაწმინდის მთვარეში”. ეს ლექსი (“მთაწმინდის მთვარე”) მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად შესწავლილი არ არის, როგორც ერთ-ერთი გასაღებთაგანი ჩემის შემოქმედებისა. ამ ლექსში უსათუოდ სჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის პოეზიის კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რათავის თავს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის მემკვიდრეთ. აქ მთვარის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანან მტკვარი და მეტეხი.... აქ, ახალგაზრდა პოეტის ახლო, სძინავს მოხუცის ლანდს, აკაკი წერეთლის ლანდს. ბარათაშვილსაც ხომ აქ უყვარდა ობლად სიარული; ილია ჭავჭავაძესაც, დიმიტრი ყიფიანსაც და აქ პოეტგი ამბობს: “დე, მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად” (ლირიკის კონცეპცია), ოღონდ ვსთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა (კავშირი ბუნებასა სა ადამიანის სულს შორის), თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები (ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის), და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები (რომანტიზმი ლურჯის, ცისფერი ოცნების). იალქნები ზღვაზე, სულიც აღზრდილია ამ ზღვაზე, ცხოვრების ,”სიცოცხლის ზღვაზე, რომელზედაც ლურჯი იალქნების გზა მიდის, თვით სიკვდილის გზაც კი არაფერია მასთან შედარებით, ამ სიცოცხლესთან შედარებით და თვით გზაც კი ვარდისფერის და არა საშინელი, საშიშარი (სწორედ იგივე ჰანრი რენიეს თქმით “მოულოდნელი განცვიფრება ვარდისფერისა და შავი ფერის შეხვედრისაგან”), რომამ გზაზე (სწორედ ვარდისფერ გზაზე) მგოსანთა სითამამე, გაბედული ხმა არის სინამდვილეზე უფრო მეტი სინამდვილე - ჰიპერბოლიური, ზღაპრული,”რომ მეფე ვარდა პოეტი და სიმღერით ვკვდები”.

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jun 20 2008, 05:58 PM

სახელი “მერი” - მე არ გამომიგონებია: თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი - ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი - ასულდგმულებს შელის, მერის - აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი - ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათსი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ართი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი - სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი - რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია.

“მერი” ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა გაზ. “თეატრი და ცხოვრებაში” 1915 წ. მალე ისე პოპილარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა.

მას შემდეგ, რაც დაიბეჭდა ჩემი ლექსი “მერი”, ძალიან ხშირად მკითხავდნენ, თუ ვინ იყო ეს მერი, მაგრამ ყოველთვ ის უარს ვამბობდი პასუხზე. როგორც პოეტი, მე ვსარგებლობდი უფლებით თვითეული ლექსისთვის დამერქმია ის სახელი, რომელოიც მსურდა. ერთხელ მე ამის გამო გულიც კი მომივიდა. თითქმის გაცოფებაში მოვედი და ამხანაგებმა გაიგეს, რომ მეტუი აღარ შეიძლება მათი ჩაცივება. მერი კი.. ალბათ, არსებობდა. იყო ასეთი ქალი!



პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Jun 20 2008, 07:05 PM

"არის ჩვენში
რაღაც ბედისწერა
მოვა უცბად, უხმოდ, უვარდებოდ.."

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jun 20 2008, 07:55 PM

დღიურის ჩანაწერებს უკვე აშკარად ეტყობა ფსიქიურად შეშლილი ადამიანის ხელი.
წინდების რაოდენობა, ასარეცხი წინდები, გაურეცხავი წინდები, რამდენია დაკერებული რამდენია დასაკერებელი, რომელ რიცხვამდე ეყოფა დაკერებული წინდები, თუთუნის რაოდენობა, როდემდე ეყოფა თუთუნი, სახლში წყალი ჩამოუვიდა ჭერიდან, გაჯი, კირი... მტვერს ებრძვის, აივანს ალაგებს, შეშა, ნოხები საწმენდები, ვალები, ფეხსაცმელების დაკერება, დიეტაზე ყოფნა, ფულის სესხება, გაჭირვება, გაჭირვება და კიდევ ერთხელ გაჭირვება.

ამონაწერი დღიურიდან:

14. IV
დავაკერე წინდები, ყველა, რაც დასაკერი იყო (24 ც) : სულ ახლა სუფთა წინდა 56 მაქვს, რაც საკმარისია თითქმის მთელი ზაფხულისთვის.
განვაგრძობ დიეტაზე ყოფნას.
ღამის 1 საათზე მოვიდა შალვა. მან მასესხა 3 თუმანი. ყოველდღიურად აგერ რამდენი ხანია ორ-ორ მანეთს ვხარჯავ, უკანასკნელ დღეებში კი (4-5 დღეა) მანეთნახევარს. სავსებით მყოფნის.


16. IV
ფეხსაცმელები მივეცი შესაკეთებლად. მზად იქნება 19ს. ვიყიდე პური, ყველი, ნიორი, საღამოთი გაზეთები, პაპიროსი, ანტინიკოტინი, ფეხსაცმლის საფენი. სხადასხვა დროს დავლიე სამი ჭიქა სოდა. პირველად ორი კვირის შემდეგ ვისადილე (ცხელი ლობიო პიმპილით და ხახვით) ეს ბიუჯეტში არ შედიოდა. ზედმეტი ხარჯი მომივიდა. ვანის ოთახის ჭერი მგონია თანდათან შრება, მხოლოდ ნესტის სუნი ისევ დგას და ოთახები კირით ისევ დანაგვიანდა. შევასწორე ერთი ლექსი მგზავრის წერილებიდან, მგონია კარგი გამოვიდა.


17.IV
დილით ადრე წავედი აბანოში (პირველად 10 თვის შემდეგ). მყავდა მექისე.
გამოვიტანე სამრეცხაოდან პალტო. ორი პიჯაკი და შარვალი რომელიც გასაწმენდად მქონდა მიცემული. მაგრამ... Шаг вперед, десять шагов назад. ვიღაცამ ჩემოდანი გამიხსნა და ერთი ინდიგოს პიჯაკი მომპარა, როდესაც ფეხსაცმელების მაღაზიაში ვიდექი რიგში უბრალო ორმანეთიანი საფენის ჩეკის ასაღებად. კიდევ კარგი, რომ პალტო და ერთი კოსტუმიც არ წაიღეს!
დავურეკე აბაშელს: წიგნი იქნებაო ერთ კვირაში. ამოუღიათ ორი ლექსი. ნაცვლად უმატებენ სერებრიაკოვის თარგმნებს.
ვიყიდე ძმარი, კნოპკები (ჭიკარტები). პალტო და კოსტუმი დავკიდე და ჩამოვაფარე ზეწარი. შუადღემდე დამეხარჯა 9 მანეთი... ეს ჩემს ბიუჯეტს ყირამალა აყენებს! დაემატა საღამოთი: პური, პაპიროსები, გაზეთები."

20. IV
გამოვიტანე ფეხსაცმელი, დავაკერებინე რეზინა, ჩავიცვი ტანთსაცმელი კარგად. და გავედი. შემხვდა შალვა. დიდი სიფხიზლეა საჭირო... ასეთი დღეებია.


პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jun 24 2008, 12:33 PM

http://allshares.ge/download.php?id=7016C25E7



აწმკოს დიდება - გალაკტიონი
ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი - მარლენ ეგუტია
ატმის ყვავილები - გურამ საღარაძე
ატმის რტოო..დაღალულო ღტოო - გურამ საღარაძე
ათოვდა ზამტრის ბაგებს - ელდინო საღარაძე
გოტიეს - ელდინო საღარაძე
მას გახელილი დარჩა თვალები - ელდინო საღარაძე
მე და ღამე - გურამ საღარაძე
მერი - სერგო ზაქარიადზე

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 24 2008, 10:05 PM

georgianeli smile.gif
დიდი იმედები"
გალაკტიონის დღიურიდან

არ ვიცი რის გამო , შეიძლება იმიტომ , რომ თითქმის მთელი ღამე , გათენებამდის ვკითხულობდი დიკკენსის "დიდ იმედებს" გამომეღვიძა გვიან, მზე კარგა მანძილზე იყო დაშორებული ჩვენი სახლის აღმოსავლეთით მწყობრად ჩამწკვრივებულ ალვის ხეებს , მზე , მთელი თავისი ახალი და დიადი ელვარებით , პირდაპირ ჩემს ფანჯარაზე მომდგარიყო.. არასდროს არ დამავიწყდება მისი იმდღევანდელი შუქი .. რაღაც აუწერელმა სიხარულმა ამიტაცა და მთელ სხეულში ჟრუანტელად დამიარა და ისიც ისე უმიზეზოდ , ისე უეცრად , ისე მოულოდნელად.. ანგარიშმიუცემლად მივვარდი ფანჯარას , საიდანაც მზის შუქი შემოდიოდა და დავუწყე კოცნა ფანჯარას , ფანჯრის მინებს , გონებადაკარგული ვკოცნიდი .. დიდხანს მზის შუქს..
- შვილო , შვილო , შვილო!!! - მომესმა გაოცებული დედის ხმა..
- გადაირიე შვილო?
მე შევკრთი.. იმ წუთშივე უდიდესი სიხარული უფრო დიდი დარცხვენის გრძნობად შემეცვალა.. ან რატომ ვერ გავიგე , რომ ოთახში დედა შემოსულიყო , კარები ხომ უხმაუროდ არასდროს არ იღება..
ვიდექი დედის წინ , როგორც უდიდეს დანაშაულობის ჩადენაზე წასწრებული.. დიდხანს თავი მაღლა ვერ ამეღო. ნელა , ცალი ხელით ვიგრძენი როგორ მიწევდა უკან თავს დედაჩემი , სურდა ჩემს თვალებში ჩაეხედა..
- შემომხედე , გატუნა! შვილო, რა მოგივიდა? - ალერსიანად მეუბნებოდა დედა , მაგრამ მე ხმას არ ვიღებდი.. რა უნდა მეთქვა? განა შეიძლებოდა სიტყვებით იმის გამოთქმა , რასაც განვიცდიდი , და რის გამოხატვაც სრულიად არ შემეძლო? - რა ? - ბოლოს ძვლივსღა ვთქვი "დიდი იმედები" რაო რას ამბობ? დიდი იმედები , დედა .. დედი..
დედას იმ წამშივე გული შეუწუხდა .. მკერდზე მიიდო ხელი და ტახტს მიესვენა.. ასე ემართებოდა ყოველთვის როცა რაიმეს მძლავრად განიცდიდა.. "გული შეუწუხდა , მიზეზი კი მე ვარ" - გავიფიქრე.. გავხედე ფანჯარას მზის შუქი ეხლა აღარ მეჩვენა ისე მიმზიდველად..
გასცდა ჩვენს ფანჯარას ის მზის შუქიც..
ვინ იცის , დაბრუნდება ისევ თუ არა..

პოსტის ავტორი: daviti_23 თარიღი: Jun 25 2008, 07:44 PM

გალაქტიონზე გენიოსობაზე მის მოქნილ,ელვარე და შმაგ რითმებს ალბათ ბევრისთვის აუფორიაქებია სული,.ერთი ლამაზი ლექს დავდებ რომელიც მას ეძღვნება:
"რასაც ვხედავ-ვერა ვხედავ,
გაშრა თვალსაწიერი.
შენი ლექსის ღვთიურ ნექტარს
ბევრის გული მიელის;
სიმშვიდეა სამოთხეში,
ვიღაც მწარედ გოდებდა,
ეს ზმანება სიცოცხლეში
ნუთუ განმეორდება.
ჩამორეკავს უცხო ზარი,
ჩამოიტანს ზეციერს
და რითმები თეთრ ქარაშოტს
საჟღურტულოდ ეწვიენ.
მლეთი ღამე დაფერფლილა
შენი სულის უბეში,
ეს საწურთო გადიღალა,
მიტომ ვერ გცა ნუგეში.
დემონი კი ფერმიხდილი
საოცრებას ჰკვირობდა,
შენს საფლავთან ღმერთი ვნახე,
დაჩოქილი ტიროდა."
დ. რიმ.

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jun 28 2008, 07:54 PM

"გალაქტიონ (ბერძნული) “ რძისა “, “ რძიანი “. ქრისტეს ერთ-ერთი მოწამის სახელია. ამავე ბერძნული სიტყვიდანაა ნაწარმოები ასტრონომიული ტერმინი გალაქტიკა ( “ რძის გზა “). ბერძნული კტ კომპლექსი ქართულად ქტ-თი გადმოიცემა. ეს წესი დაცული არ არის მხოლოდ დიდი ქართველი პოეტის სახელში – გალაკტიონ (ტაბიძე)."



მთები აჭრელდა, როგორც ჟირაფი,
მატარებელი მიდის ბინდებათ.
ახლა იწყება წიფის გვირაბი:
თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?!



გალაკტიონი, გამოუქვეყნებელი ლექსები (პირადი დღიურებიდან):

სამგლეს და საძაგელს -
მწერალთა სასახლეს
ვერასდროს დაღლილი
ვერ მიეყუდები, -
არის მოდებული
გაბოროტებული
ერგრეთ წოდებული
ბერიას კუდები.

სწამებენ ობობას -
ლომობას, ორბობას
ეს კატის კნუტები...
იძვრიან კუტებიც,
სულაქოთებული
ქანაობს კრებული,
ეგრეთ წოდებული
ბერიას კუდები.

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Sep 5 2008, 10:50 PM

წარწერები

ო, ქალო ძვირფასო, ნაზო, ვით ფერია,
მწამს მხოლოდ მაისი, არ მწამს ისტერია.
და ან ყალბ პოეტებს ვინმე ედავება?
არ მინდა, ბატონო, მათი უკვდავება!
ან ტომებს ბრიყვისას მე რა წამაკითხებს?
ისედაც კარგად ვჭრი მსოფლიო საკითხებს.

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: Sep 22 2008, 05:32 PM

ციტატა(Giorgi- @ Mar 20 2008, 05:56 PM) *

აი რა მზის სიზმარია
აირევი ივერია
აი დროშა აშორდია
აერების სიბერეა

ეს გალაკტიონის ერთი ლექსია, რომელიც უკუღმაც ზუსტად ისევე იკითხება




აი კიდევ ასეთი ლექსი:

ა ის ია! ა ის ია!
აისია, ო აისი!
ის ია თუ ქალაქია,
აი ქალა: ქუთაისი!
(აქ ორი ხაზი იკითხება ერთნაირად...)
ამ ქალაქმა, ამ ქალაქმა,
ისიამა ა მაისი.

პოსტის ავტორი: Nefertiti თარიღი: Sep 22 2008, 05:58 PM





ვახტანგ ჯავახაძეს აქვს წიგნი "უცნობი", სადაც ძალან ბევრი რამ წერია გალაკტიონის ცხოვრებინდან. ყველას გალაკტიონის მოყვარულებს და არა მარტო, ვურჩევ წაიკითხოს smile.gif




სამწუხაროდ ის წინგნი არ მაქვს, თუმცა რაღაცეები ამოვიწერე და ნელ ნელა აქაც დავწერ, თუ დაგაინტერესებთ smile.gif





ეს წიგნის შესავალია, და ვახტანგ ჯავახაძე წერს გალაკტიონის შესახებ:

" როგორც პატარა ბავშვი ვეებერთელა მონასტერს, ისე ვუვლიდი გარშემო, და რაკი მონასტეს კარი ვერ ვუპოვე, ფეხისწვერებზე ვდგებოდი, რათა მაღალი კედლის სარკმლიდან მაინც მომეკრა თვალი, რა ხდებოდა კედლებს იქით...
ერთ მშვენიერ დღეს კი ამ ტაძარში აღმოვჩნდი და ეკლესიაში პირველად შესული ბავშვივით დავიბენი. როდესაც დავმშვიდდი და თვალი კედლებსა და თაღებს შევაჩვიე, გავოცდი: კვლავ ტაძრის წინ ვიდექი, ტაძარში ტაძარი დამხვდა, და ეს ტაძარი მთელი იდუმალებით იყო მოცული, რადგან არც კარი გააჩნდა და არც სარკმელი და შიგ ფეხი არავის დაედგა...




"წერდა ყველაფერზე, რას ხელში მოხვდებოდა, რასაც წააწყდებოდა, რასაც იშოვიდა: ტელეგრაფის ბლანკზე, კონვერტზე, ღია ბარათზე, აფიშაზე, კინოსა და ტროლებუსის ბილეთებზეც კი. წერდა წიგნისა და გაზეთის ჟურნალისა და კალენდრის არშიებზე... წერდა ყველაფერს.....

- ჩავკეტე კარი და ვწევარ, მწოლიარე კაცი უკეთ იტანს შიმშილს...

-და ერთ რამეში, სასტიკ სინამდვილეში თანდათან ვრწმუნდები. მე, თურმე მთელ დედამიწის ზურგზე არ შემძლებია არავისთან გულწრფელი საუბარი... ეს ჩემი გულის ღრმა ტრაგედიას შედგენს...

-ლომიძე, ეპიტაშვილი, პროეკტაძე, სახურავაძე, ბანკაძე, ტრანსპორტაძე, გადატანაძე.

-ფეხბურდღა პოეტები.

- მიუხედავად არაფრისა.

- ისე გავხდი, როგორც კალია.

- ბაჭარაჭაჭაჭანაჭამაჭახაჭა კვაჭანტირაძე

- გაზეცისშვილდი.


თითქოს მიკროსკოპით დასცქეროდა სიტყვის უჯრედს და ცდილობდა სიტყვის ძირიდან სვა აზრი ამოეკითხა, მეორე მნიშვნელობა მიენიჭებინა, სიტყვასი სიტყვას ეძებდა:
ირ [ ის - ინ - ი ] რის"...












პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 22 2008, 09:16 PM

Nefertiti
დაწერე, მე მადლობელი დაგრჩები, ვგიჟდები მაგ წიგნზე და მოძებნის და გადაშლის დრო კი არ მაქვს, აქ მაინც შევავლებ ხოლმე თვალს kiss1.gifkiss1.gifkiss1.gif

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Sep 23 2008, 02:50 PM

Nefertiti
მე უნდა მქონდეს "უცნობის" pdf ფაილი... ნუღარ იწვალებ, მოვძებნი და ავტვირთავ smile.gif


აჰა, http://www.link.ge/file/112337/ucnobi.pdf.html

პოსტის ავტორი: iako თარიღი: Sep 23 2008, 03:24 PM

მეც ძალიან მიყვარს ეს წიგნი. გალაქტიონი პირველი პოეტი იყო, ვისგანაც დაიწყო ჩემი პოეზიით დაინტერესება.


პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 13 2008, 04:33 PM

გალა იგივეა პოეზიაში, რაც მოცარტი-მუსიკაში...

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 13 2008, 04:37 PM

გალა... იგივე გალაკტიონი.
თუნდაც, გატუნია...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 13 2008, 04:51 PM

ციტატა(teo... tee @ Oct 13 2008, 05:38 PM) *

dry.gif

biggrin.gif ნუ დაიბენი, გოგო, უყვარს კოკას ეგეთები. ისე მართლა, ოლია ოკუჯავასა და მის მიმოწერას თუ გადახაედავ, სულ ასე მიმართავს ქმარს: ''ჩემო გალ''...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 13 2008, 05:08 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 13 2008, 04:51 PM) *

biggrin.gif ნუ დაიბენი, გოგო, უყვარს კოკას ეგეთები. ისე მართლა, ოლია ოკუჯავასა და მის მიმოწერას თუ გადახაედავ, სულ ასე მიმართავს ქმარს: ''ჩემო გალ''...

კოკა კი არა, სხვებიც იხსენიებენ "გალად" გალაკტიონს. მე აგერ უცბად მურმან ლებანიძის ორი ლექსი გამახსენდა ეგეთი smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 15 2008, 03:46 PM

"ჩემს გალაკტიონს მე ვკითხე ერთხელ,
ის მთვრალი იყო, როგორც ყოველთვის:
-ბატონო გალაკტიონ, თქვენ პირველი ხართ,
დაგვისახელეთ მეორე პოეტი.

უცებ ჭინკებით აევსო თვალი,
თავის სიმაღლით ის იყო მთვრალი.
-საქართველოში?!- ჩაიქირქილა და
ლომურ წვერზე მოისვა ბრჭყალი.. "


ლებანიძისაა თუ მაჭავარიანის აღარ მახსოვს.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Oct 29 2008, 08:25 PM

ჰოოო... კარგია, რომ ემოციური ხალხია ღრიანკალები, მაგრამ ზოგჯერ ისე, ისე უნაპიროდ ღრმა... ამ ლექსებით რომ არ დაძლიონ თავი, ინფარქტს მიიღებენ ალბათ.. ამ შემთხვევაში, წარმომიდგენია გალას შინაგანი მდგომარეობა მათი წერისას და ახლა სულაც არ მეცინება... ამას ჰქვია პოეზიით შინაგანი ჯოჯოხეთის ამორტიზირება, ჩაქრობა... ბიძია მარკ ტვენი ამბობდა, რომ საუკეთესო იუმორის საფუძველი დიდი შინაგანი ტკივილებიაო. სამოთხეში არ არსებობს იუმორივოოო.

პოსტის ავტორი: veriko7 თარიღი: Nov 8 2008, 02:21 PM

"ტოტებს ქარისას გადაჰყვა მარტი,
თეთრ ტანსაცმელში მე მოვირთვები
და წავალ ქარში როგორც მოცარტი
გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით.
დღეს ყველგან მზეა, ეხლა ამ ბაღებს
და მყინვარს მაღალ ზრახვათა მეფეს
მაისი ალით ააზამბახებს
ვინ შეყვარებულს და მეოცნებეს.
ჩვენ გვირგვინები გვაქვს ოდნავ მსგავსი
ლამაზი შუქთა მარადი ნთებით:
მე-მსუბუქ დაფნის ფოთლებით სავსე
მყინვარს-უმძიმეს იაგუნდებით.
ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე
მშვენიერების ლექსით მქებელი
დღეს ყველგან მზეა და სილამაზე
სიკვდილთან ჩემი შემრიგებელი.

მაგარია გალაკტიონი

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Nov 13 2008, 11:00 PM

ხვალემ იზრუნოს ხვალისა

ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა,
ღვინომ მიიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა.

შეხედე, როგორ ჩქარია
ამქვეყნიური დიდება,
შეხედე, რა სიზმარივით
წუთი წუთს მიეზიდება!

არც ვწუხვარ, არც მერიდება
მიმავალ-მომავალისა,
წყალმა წაიღოს დიდება,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.

გულმა მიიღოს გულისა,
ხვალემ იზრუნოს ხვალისა.
ღვინომ მიიღოს ღვინისა,
წყალმა წაიღოს წყალისა

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 17 2008, 01:56 PM

წელიწადები წავლიან ძველი,
შეიცვლებიან ქარით სიონი,
როგორც ერთია ქვეყანა მთელი
ისე ერთია გალაკტიონი!


ვულოცავ, ჩემს გალაქტიონს დაბადების დღეს! wub.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Nov 17 2008, 08:01 PM

მეც ვულოცავ! : )

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 17 2008, 08:35 PM

iisperiTOVLI
მერე ხელცარიელი ულოცავ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ai gogoo თარიღი: Nov 19 2008, 12:19 AM

გუშინ ჩვენმა ლექტორმა მთაწმინდაზე აგვიყვანა, გალაქტიონის საფლავზე.
მისი თაყვანისმცემლებიც გავიცანით იქ და ლექსებიც წავიკითხეთ, ჯერ ქართულად მერე რუსულად და ბოლოს ინგლისურად biggrin.gif
თუ დაგაინტერესებთ გალაკტიონის ინგლისურად გათარგმნილ ლექსებს დავდებ.(ჩემი ლექტორის ნათარგმნს)

პოსტის ავტორი: T_a_M_o თარიღი: Nov 19 2008, 12:20 AM

ai gogoo
აჰაა საინტერესოა user.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 19 2008, 03:53 AM

ნოდარ დუმბაძე "გალაკტიონი"


გალაკტიონი საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოიქცა. ზოგს ეგონა, რომ გალაკტიონმა თავი მოიკლა. ზოგს ეგონა რომ მან ექსტაზში მყოფმა, მოუფიქრებელი ნაბიჯი გადადგა. ზოგს ეგონა იგი აგონიაში მყოფი გადმოვარდა,ზოგს კიდევ რა და ზოგს კიდევ რა...

სინამდვილეში აი რა მოხდა:

გალაკტიონი პარნასზე ავიდა, მან უზენაესი მწვერვალი დაიპყრო. მისთვის არც წერაყინს არც წრიაპს, არც ბაწარს არ უღალატია. იგი დიდი ხნის წინ ავიდა ამ მწვერვალზე და რადგან გენიოსები დაპყრობილი მწვერვალებიდან უკან აღარ ბრუნდებიან, ყოველივე ის, რაც მას აღარ სჭირდებოდა და ხელს უშლიდა, მწვერვალიდან დაბლა გადმოყარა, თავად კი დარჩა სწორთა მარადიულ სამყოფელში.

ქართული პოეზიის ისტორიაში პირველად რუსთაველს დაეკისრა შემოქმედების მძიმე უღელი. რუსთაველმა უზარმაზარი მაგნიტური ველის კვზარივით ჩამოუარა მანამდე არსებულ მთასა და ბარში არსებულ მთელ ფოლკლორს, ეპოსს თუ მითს, შთანთქა იგი ერთ ფასდაუდებელ ოქროს ზოდად - "ვეფხისტყაოსნად" ჩამოსხმული დაუბრუნა ხალხს.

რუსთაველის შემდეგ ასეთი მისია დავით გურამიშვილს დაეკისრა, დავითის შემდეგ აკაკიმ, ვაჟამ და ილიამ იკისრეს ეს ტიტანური ტვირთი და როდესაც მეოცე საუკუნის ოციან წლებში ამ მძიმე უღელში გალაკტიონ ტაბიძე შეება, ეს საზიდი უკვე ისე იყო დამძიმებული ეროვნული და მსოფლიო ლიტერატურული საგანძურით, რომ გალაკტიონს მისი ტარება უღლის ერთგული ლაბა ხარივით დაჩოქილს მოუხდა: დიახ, დაჩოქილს, ოფლად დაღვრილსა და თვალებში ცრემჩამდგარს მოუხდა ამ მძიმე ჭაპანის გაწევა. მხოლოდ ამ კუთხით და თვალსაზრისით უნდა შევისწავლოთ გალაკტიონი.

სად უნდა ვსდიოთ ქარს რომ ელის ისე უსაშველოდ დაქრის გალაკტიონის შემოქმედებაში?! ისე უსაშველოდ, რომ წიგნი თავად იფურცლება და რომ ქარმა და გრიგალმა არ გამოგტაცოს ხელიდან, იგი მკერდზე უნდა გქონდეს მიკრული მაგრად, ვით ხატი და ძვირფასი ავგაროზი.

გალაკტიონის შემოქმედება ერთი მისი პაწია ლექსის- "აი, რა მზის სიზმარიას" მსგავსად წაღმა უკუღმა იკითხება, სწორედ კი არასდროს, ან იშვიათად; ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ გალაკტიონი ყველას თავისად მიაჩნია და მას ყველა თავისებურად კითხულობს, მათ შორის მეც,, რაღა თქმა უნდა. ამიტომ არის გალაკტიონი სახალხო მგოსანი.

ალბათ ამის გამო, ქართულ პოეზიაში არავის არ მოსწრებია იმდენი ეპიგონი, რამდენიც გალაკტიონს: ალბათ, ამის გამო არ მოსწრებია ქართულ პოეზიაში იმდენი მოჯიბრე და მტკაველის დამზომელი, რამდენიც გალაკტიონს. რიგში იდგნენ და დგანან დღესაც მთელი თაობები და აზომებენ საკუთარ პატარა მტკაველს მი დედამიწის გულივით გადაშლილ უსაშველოდ დიდ და თბილ ხელისგულს. ის კი დგას, დალოცვილი, ღიმილიან თვალებში ეშმაკური ელვა უთამაშებს და გაქეზებს: კი, ძამიკო, შენმა აჯობაო...

სიყვარული თავად არის ღმერთი და თუ სიყვარული ჩვენთან არს, ჩვენთან არს ღმერთი, მივხვდებით, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.




პ.ს.
ჩემი გალაქტიონი... როგორ მიყვარს და თან მემშობლიურება smile.gif

პ.ს.ს.

ციტატა
აი, რა მზის სიზმარიას" მსგავსად წაღმა უკუღმა იკითხება


იცით ხომ ეს ლექსი?

აი, რა მზის სიზმარია
გალაკტიონ ტაბიძე

აი, რა მზის სიზმარია -

აირევი ივერია...

აი დროშა, აშორდია,

ჰაერების სიბერეა.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Dec 11 2008, 09:13 PM

სანამ გალა ცოცხალი იყო, თბილისი მსოფლიო პოეზიის დედაქალაქს წარმოადგენდა...
შემდეგ?.. ბევრი რამე შეიცვალა და ახლა ისევ ხელია გამოსაღები ძველი დიდების დასაბრუნებლად

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Dec 12 2008, 12:15 AM

მცხვენია ...

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Sep 19 2009, 07:30 PM

IPB-ს სურათი


...დიდი ბავშვები!
ამდგარან და და დამსხდარან ერთად
და პოეზია
უთქვამთ პირველ საერთო ღმერთად...

2kiss.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Sep 21 2009, 03:41 AM

საუბარი ედგარზე


ლანდებს სასახლეში მხოლოდ მაშინ ელი,
როცა საუბარი ედგარ პოეზეა!
აჩრდილს თანაზიარს მარად საშინელი
დასდევს განწირულთა შავი პოეზია.

ხშირად მაგონდება: ფოთლებშემოცლილი,
სახემიბნედილი ქალის მწუხარება!
მთვარით დაბურული, მთვარით შემოსილი,
მთვარით დაძონძილი ოხვრა... შეყვარება!

(რად ხარ უცხოეთში? მე შენ გელოდები!)
მოვა შუაღამის ბნელი სტუმარივით...
სანთლებს გაანელებს. დარბაზს დააბნელებს,
მიდის სავარძელთან სხვაგვარ მდუმარებით,

უცხო მხარეები იგრძნეს ხომალდებმა,
ფარდა შეირხევა როგორც ყრუ ფოთოლი.
კოშკთა სიმაღლიდან რეკავს მოლანდება,
ცივი უდაბნოა ღამე უშფოთველი,

თანაც გაიხედავ: შენაც დაღამდები -
ირგვლივ დამჭკნარია ფერი და ფერვალი;
ასეთ სანახავად, როგორც თანამდები,
ბაღში შეშლილივით კვდება თებერვალი!

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Sep 21 2009, 04:53 PM

როგორ მიყვარს :wub:

უკანასკნელი მატარებელი

ცხოვრების ეტლის სადარებელი,
საცაა გავა მატარებელი
მიემგზავრება იმედი ჩემი
ბედის ვარსკვლავის სადარებელი

ვიცი ამ წასვლას რაც ეწოდება
რა საჭიროა ახლა გოდება
მატარებლისგან როს მიმიღია
ან თანაგრძნობა ან შეცოდება?!

მატარებელი თვლემს როგორც ლავა,
მატარებელი 5 წუთში გავა
ვინც სხვებს აცილებს დროა ჩასვლისა
მატარებელი ხუთ წუთში გავა

აი, დაიძრა რკინის ბორბლები
მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები
გემშვიდობები სამარადისოდ,
სამარადისოდ გემშვიდობები!

ნეტავს ასეთი რად მერგო ბედი
ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი
გამოსალმების ხელოვნებისთვის
ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?



:wub: :wub:

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Sep 22 2009, 11:00 PM

ოპერიდან გამოვიდა მარტო
(ჯერ შორს იყო მარტი)
იუბილარს ეცვა მუქი პალტო
(ჯერ შორს იყო მარტი)

რუსთაველზე იდგა მარტოდმარტო
(ჯერ შორს იყო მარტი)
თვალი ფრთხილად გააყოლა ტატნობს
(ჯერ შორს იყო მარტი)

და სახლისკენ წაბარბაცდა მარტო
(ჯერ შორს იყო მარტი)
მხოლოდ ჩრდილი მიყვებოდა პატრონს
(ჯერ შორს იყო მარტი)

დადგა მარტიც,
ამაღლებულს,
ჩაძინებულ არწივებთან...
მთაწმინდისკენ,
ნახევარი საქართველო აცილებდა....


ვახტანგ ჯავახაძე

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Sep 23 2009, 03:48 AM

გალაკტიონს

შენი პოეზია სულის ცხონებაა,
თვალებში ცრემლი და გულში სინანული,
ქალწულ სათავესთან კვლავ მიბრუნებაა-
ღმერთის სიყვარული.

გულის ცივ ჯოჯოხეთს ლექსებით დატერფავ
ქაჯეთის ციხეთა მძლე კონკისტადორი,
ბავშვურ გაზაფხულით სიცოცხლეს დაფერავ
მზეთა მებადური.

დაწყევლილ გრიგალთა თბილი ჩაწყნარება,
სულის სიმტკიცე და მზერა არწივური,
მკვდრეთიდან აღდგომა, ავდრის ადარება,
სინდისი მეფური.

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Sep 25 2009, 01:01 AM

...სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება...

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Oct 2 2009, 12:22 AM

მიწის და ზეცის წინაშე

შენ ის სიმაღლე, შენ ის სინაზე,
ფიქრი ათასჯერ ღამენათევი
ამ მიწისა და ზეცის წინაშე
შენ ერთნაირად ხარ პირნათელი.


იყო მოქცევა ტალღის, მგოსნურის,
ამ საუკუნის გრძნობა-გონების,
მაგრამ შენ სხვა ხმით იყავ მოსული
სული აღვსილი ობერტონებით.

შენ არ ცხოვრების ღერძზე მიკრული
ხარ მიწიერი, ხან ზეციერი
იყავ ოსტატი ალოგიკურის,
იყავ ოსტატი ქვეცნობიერის.

აზრთან ყოველთან, კაცთან ყოველთან
ჩვენ დიდ მომავლის გზებს გავყურებდით
ჩვენ ჩვენი ღმერთიც გვყავდა,რომელსაც
ჩვენი სინდისით ჩვენ ვმსახურებდით.

შენ დიდმსახური მაღალ მიზანთა
ლექსის სხვა ნირი, სიტყვის სხვა ტონი
ხარ ვალმოხდილი ცა და მიწასთან
როგორც მონა და როგორც ბატონი.


ირაკლი აბაშიძე.


მიყვაარს wub.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Feb 18 2010, 07:28 PM

როგორ ფიქრობთ და გრძნობთ: გალაკტიონის შემოქმედების სიყვარული გალაკტიონის სიყვარულსაც ნიშნავს?

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 18 2010, 07:43 PM

არა no.gif

პოსტის ავტორი: newbie თარიღი: Feb 18 2010, 10:28 PM

თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!.. IPB-ს სურათი



შემოდგომაა

სხვა პოეტისთვის ვერ მიმიგნია,
ეს წიგნი - ერთადერთი წიგნია
მშვიდი, ფარული.
შემოდგომისთვის იგი იშლება,
როგორც ფოთლების გადაშიშვლება
და სიხარული.
წავიდეთ ერთად ველებში, გიცდი!
ვერ მოვიგონე ქვეყნად არტისტი
ქარის სადარი.
რა აქვითინებს მინდვრის ტრიალებს?
ასე გულმწარედ რაზე შრიალებს
ძველი ჭადარი?
ო, ვიყოთ ერთად! გზა გულს ამრთელებს...
ქვეყნად მომავალ კორიანტელებს
ვინ მოეკრძალოს?
ჩვენ, პოეტები, მზიდან ვეშვებით -
და ვსვამთ ცეცხლიან აზარფეშებით
მზის სადღეგრძელოს.


გენიალურია გალაკტიონი.. მისი შემოქმედება გულგრილს ვერავის ტოვებს.. ბევრი ფიქრობს რომ ასეთი ნიჭის უკან გაამორიცხულია დიდებული პიროვნება არ იდგეს.. და წარმოუდგენელია არ გიყვარდეს ..
მაგრამ რავიცი.. გიყვარს ნიჭი, თვითონ პიროვნების სიყვარულისთვის რამდენად საკმარისია არვიცი, ალბათ არა, ნუ ჩემთვის ყოველშემთხვევაში



პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Mar 8 2010, 09:59 PM

ციტატა
"მესაფლავე "



“გენიოსო”
(პასუხად “მესაფლავეს”)


გენიოსო, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება!
მე მაოცებს რად იგონებ ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს,
რომ მუდმივი ტრფობის გლოვა აღარავის არ უნახავს,
რომ ივიწყებს ყველა ხსოვნას,ვისაც სატრფო მოუკვდება,
რომ სუყველას გლოვის შემდეგ სხვა ტრფიალი მოუნდება
რომ თითქოსდა აღარავის აღარ ჰქონდეს წრფელი სული,
რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული!
რაღად გინდა ეგ ცინიზმი რომ მღერიხარ დიდო გონო
ან ვის გინდა ცოდვიანი სტრიქონები გააგონო?!
მილიონში რომ ერთია ვიცი ჩემი ლექსის ქება,
მაგრამ სწორედ იმ ერთშია ტრფიალების უკვდავება!
სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა ლაღი გოგო-ბიჭი,
და უბოძა მათ უფალმა ერთმანეთის ტრფობის ნიჭი
უბოძა და გაიხარა ორმა ნორჩმა,წრფელმა გულმა
და ამაყად იწყო წინსვლა ამ უბადლო სიყვარულმა
ზეიმობდა და ხარობდა სილამაზით ორი გონი
ტრფობის ცაზე ნავარდობდა უკვდავების ფაეტონი
მაგრამ ბედმა ვარდის კოკრებს გადაფურჩქვნა არ აცალა
მოუვლინა მიწიერი უკვდავების გამოცანა,
სამუდამოდ შეაჩერა ვაჟის გულში სისხლი ცხელი
ქალიშვილს კი მიუსაჯა ურთულესი განსაცდელი
დაითუთქა მწუხარებით თოთხმეტი წლის გოგოს გული
მიაცილა სამარემდე უკოცნელი სიყვარული
დაიტირა შავი ძაძით მოუსველა გულზე მიწა
უწრფელესი ცრემლთა ღვარით შეაძრწუნა დედამიწა
ვაჟის დედას ეახლა და უთხრა თქვენი ვარო რძალი
და მიიღო დედამთილმა ქალიშვილი პატარძალი!
გენიოსო კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?!
და მის მერე სატრფოს საფლავს არ სცილდება გოგო_ქალი
მიწიერი მწუხარების ,მგლოვიარე დედოფალი
ზეციური სილამაზის სახეს ადებს ვაჟის გულზე
აღარც ფიქრობს ამ უზომო მწუხარების დასასრულზე
თმას გაიშლის დაემხობა საცოდავად ტირის,კვნესის
მის ცრემლების სიკამკამეს ვეღარ იტევს ჩემი ლექსი
განა მისთვის არ უნდოდათ მიერთმიათ ნორჩი ვარდი?!
და მწუხარედ ეჩურჩულათ შემიყვარდი, შემიყვარდი?!
მაგრამ როგორ კადრებ ტრფობას როცა გიდგას თვალწინ ქალი
ღვთისმშობელი მარიამის თვალებიდან მომზირალი!
ვაჟის დედაც დასტრიალებს უბადლო რძალს მუდამ თავზე
არავინ ჰყავს მისი ფასი გამოცდათა პლანეტაზე
მოხიბლულა მისი ქცევით დედის გული მგრძნობიარე
სიგიჟემდე უყვარს რძალი უკვდავების მოტრფიალე!
ამოწურა მიწიერი წლების რიცხვი დედა_ქალმა
ღირსეულად დაიტირა დედამთილი ქვრივმა რძალმა!
გენიოსო არ გეცვლება ხედვა შენი დიდი ნიჭის?!
ნუთუ არ გშურს სიმდიდრისა გარდაცვლილი ლაღი ბიჭის?!
და მის მერეც წლების რისხვას ქალიშვილი ებრძვის მარტო,
რაღათ უნდა ამ სრულყოფას სხვა სიტყვები მივუმატო
ვაჟის ხსოვნა,წმინდა გრძნობა ააცურა მაღლა ცაზე
ამაყად და ღირსეულად დააბიჯებს ქვეყანაზე
კვლავ ერთგული არის ხსოვნის კვლავ ერთგული არის ღვთისა
როგორ გინდა არ იწამო ამ განგების რჩეულისა!
მიილია მისი წლებიც მიწიერი გამოცდისა
წლეულს გახდა მშვენიერი ქალიშვილი სამოცისა!
შენკი ამბობ არ არსებობს უკვდავება დაგიკარგავს
ჩემულობდი მაგრამ ნუთუ არასოდეს არ გინახავს?!
ან გმირები მოღალატე,უერთგულო როცა ნახე
მაშინ ერთი ღირსეული ქართველი ვერ გამონახე
გამაგონე გენიოსო ამ ღალატით რის თქმა გსურდა
რომ თქვენს დროში ერთგულება აღარავის არ ძალუძდა
როგორ ამბობ სულ ერთგული რომ არავინ იყო უწინ,
და თუ იყო რატომ გახდი მისთვის ასე სიტყვაძუნწი”!
რატომ ცდილობ უკვდავ ტრფობას გაუჩინო შავი ბზარი
მილიონში იმ ერთისთვის ვერ გამოყავ ერთი ბწკარი?!
აღარ იყო?ვერ გიცვნია არ გცოდნია ტრფობის ფასი,
ნუთუ აღარ დაგიცლია უკვდავების თავად თასი
ნუთუ თავად არ ძალგიძდა ერთგულება მარად მწვანე,
ნუთუ მერის რომ ეტრფოდი სხვა ტრფიალზე გადაცვალე,
ნუთუ ის სხვა მოგიკვდა და ვერ შეძელი გლოვა მისი,
ნუთუ ისე გაბოროტდი რომ შეგძულდა გლოვა სხვისი,
ღირსეულს რომ ყვარებოდი არ ყოფილხართ თურმე ღირსი
მერისთანაც გახდებოდი მოტრფიალე ალბათ სხვისი
ვხედავ ვეღარ შეგიცვნია ჭეშმარიტი უფლის მრწამსი
რომ ღალატი მრავლობს მიტომ ერთგულებას ჰქონდეს ფასი
განკითხვამდე უსაზღვროა ცდუნებების რიგთა წყება
ერთგულების ღირსება კი არასოდეს იფარგლება
მაგრამ, ვხედავ გენიოსი ამ სიწმინდეს ვეღარ მისწვდა
და ვაი შენ რომ სიკვდილი სიცოცხლეშივ დაგავიწყდა!
დაგავიწყდა რადგან ასე მსჯელობს შენი დიდი გონი
გსურს უფრსკულში გადაჩეხო უკვდავების ფაეტონი
სხვა რად მინდა ჩემი გითხრა ერთგულების სიმფონია
რა სატრფო ვარ გარდაცვლილი სატრფო თუ ვერ მიგლოვია
დამიფაროს ღმერთმა მაგრამ თუ წამერთვა სატრფოს სული
მის საფლავზე მიჯაჭვული მეყოლება სიყვარული
მიჯაჭვული მეყოლება სანამ სუნთქვის მექნა ნება
ასე მესმის გენიოსო მიწიერი მე ცხოვრება
ვუერთგულებ სატრფოს საფლავს ვუერთგულებ უფლის ნებას
ვუერთგულებ ღირსებას და ტრფიალების უკვდავებას?!
ზარსა სცემენ იმ ქალს ვინაც დაამარცხა ბედი მწარე
მოწიწებით სულ უბრალო კუბოში შჭედს მესაფლავე
შჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე ეხლა კი არ იღიმება
სტირის ჩვენი მესაფლავე ასე უნდა ეგრეც ხდება
ეახლება ქალი ედემს თუ მიგიწვდა მასთან სული
უპასუხე გენიოსო რად ატკინე ოქროს გული
უპასუხე რად უარყავ არ გინდოდა მხელა რისი
უპასუხე რად არიყავ სიყვარულის თავად ღირსი
და უთხარი რომ შეიცან ჭეშმარიტი უფლის მრწამსი
რომ არსებობს რომ არსებობს ერთგულება ქვეყნად მსგავსი
რომ გრცხვენია რომ გრცხვენია მოიფიქრე კიდევ რამე
რომ აკლია “მესაფლავეს” სიყვარულის სიკამკამე
თავად ხედავ აღარა გაქვს ნება რაც თქვი კვლავ იგი თქვა
ვერასოდეს შეიწირავს წმინდა ტრფობას სამარის ქვა
მეკი გეტყვი განა გჯიბრობ და გიცხადებ ლექსით მტრობას
გედავები მარადიულ უერთგულეს გრძნობის გმობას
გიღიარებ გატოლება ლექსით შენთან არის ძნელი
მაგრამ, გკითხავ რად ირგუნე უკვდავების სავარძელი?!
წამოდექი სავარძლიდან ჩამომართვი ხელზე_ხელი
არ მელოდი გენიოსო? უკვდავება გეახელი!!!

* * *
მუზას ჰყოლია მრავალი ნეფე,
და დედოფალიც ბევრი ჰყოლია,
მაგრამ ვინ არის უკვდავი მეფე?!
გალაქტიონი ??? არა მგონია!!!

sad.gif smile.gif

პოსტის ავტორი: nat_uly თარიღი: Mar 10 2010, 10:19 PM

გულო რა გემართება

(ინგლისური თარგმანი ინესა მერაბიშვილისა)

Is Life Too Hard For You, My Heart?

I'll carry flowers of the fall
To the high mountains of man's fame,
It seems I scarcely can recall
A dream remote of those past days.
No roses ever are around,
I hardly care for them, my love,
Why are you sad, my darkened soul?
Is life too hard for you, my heart?

ინგლისურადაც ლამაზად ჟღერს გალას ლექსები smile.gif


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2013, 12:13 PM

გალაკტიონს ჩაეცინა , როცა ერთხელ , რესტორანში, შეკვეთის შეხსენების შემდეგ , ოფიციანტმა უთხრა : "დამაცა , შე კაცო ! შენისთანა მილიონია და მე ერთი ვარ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 10:05 PM

გალაკტიონის ხელში ქართული ენა დნებოდაო wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2018, 08:18 PM

"სულში კი - ლექსი გალაკტიონის!"

/მთვარისა კერესელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2019, 06:14 PM

გალაკტიონის დღიურიდან:
"ისევ ავად ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი. დავდივარ უფეხსაცმლოდ. ერთადერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც ძლივს ვიშოვე.
საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან?
მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბათ ამის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება.
კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი.
ამასწინათ მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი და კაციშვილი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი.
ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არცერთი მეგობარი არ მოსულა. ნუთუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ თხუთმეტი დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2020, 05:30 PM

"[21 წლის გალაკტიონ ტაბიძის] წიგნში უკვე ელავდენენ მისი განუმეორებელი პოეტური შედევრები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2020, 09:38 PM

"მოკლული ვიყავ უცხო ზმანებით,
დამწვარი ვიყავ ქალაქის ქაფით.
ხელები არ თრთის ხელთათამნებით,
სული არ ტირის შავი ნიღაბით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2020, 05:44 PM

გული მწყდება რომ გალაკტიონის პოეზიაში მრავალგზის არის ნახსენები ეშმაკი... sad.gif


"ეს აზრი უნდა გავიგო ასე:
რომ მხეცი არ თმობს თავის ხელობას
და გალაკტიონ ტაბიძეს ურჩევს
წერტილს ტყვიისას. - რას? თვითმკვლელობას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 09:25 PM

"მამა [გიორგი კაჭახიძე] ერთხანს ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი იყო. იმ დროს იქ მკურნალობდა გალაკტიონ ტაბიძე. კარგად მახსოვს, როგორ ერიდებოდა მამასი ამ დიდ პოეტს და ცდილობდა, ნასვამი არ შეხვედროდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2020, 08:54 PM

"გალაკტიონს აქვს გამონათქვამი, ბავშვობიდან თავის მოკლვა მინდოდაო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2020, 08:53 PM

"მაინც ვინ იყო გალაკტიონი? ქაოსებში შემოჭენებული აპოკალიფსისის მძაფრი მხედარი თუ ქალაქში, მტვერში უღვთოდ წაქცეული უმანკო, უმწეო ბავშვი? იქნებ ორივე ერთად?!
მაღლა აფრიალებული დროშასავით დაატარებდა თავის სულს - სანთელს"

/ზაალ ბოტკოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2022, 05:10 PM

"გალაკტიონი, უპირველეს ყოვლისა, დიდად მორწმუნე ადამიანი გახლდათ. თქვენ იცით, რომ აღსასრული მისი ძალიან რთული იყო: ის გადავარდა, თუ გადააგდეს, თუ რა მოხდა...
ძალიან მძიმედ აწვა ეკლესიას ის ფაქტი, რომ გალაკტიონს არ ჰქონდა წესი აგებული და ჩემს დროს მოხდა მისთვის წესის აგება.
რამდენადაც უნდა ვიკითხოთ, ჩვენ მაინც ვერ მივწვდებით გალაკტიონის სიმაღლეებს და სიღრმეებს. მაგრამ გალაკტიონი ძალიან ახლოს არის ჩვენთან, განსაკუთრებით ჩემთან, იმიტომ, რომ მე აღვავლინე პირველი ლოცვა გალაკტიონისთვის.
მისი სული შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს. ის ადამიანი, რომელმაც დაწერა "დედაო ღვთისა, მზეო მარიამ", როგორ შეიძლება, ღმერთმა არ შეიწყალოს".

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 04:08 PM

"გალაკტიონი უცნაური ბავშვი იყო. ერთხელ პატარა პოეტი დედამისს მარტო დაუტოვებია ოთახში და როდესაც მაკრინე ოთახში დაბრუნებულა, დაუნახავს, როგორ კოცნიდა გალაკტიონი ფანჯრის ჭრილში შემოპარულ მზის სხივს. გაკვირვებულ დედამისს ხმამაღლა უთქვამს: “რას შვრები, გატუნია?” გალაკტიონს შერცხვენია და დედის კალთაში ატირებულა. ასეთი უცნაური პიროვნება იყო ის ბავშვობიდან. ამიტომაც დედა წერილებში მუდამ ასე სწერდა: “ჩემო ფიქრებიდან მოუშორებელო, სხვადასხვანაირად სადარდებელო შვილო.” აბესალომს კი სწერს: “შენ გაბარებ გალაკტიონს, ხომ იცი, რა ძნელი მოსავლელია. ხალხში ნუ გაუბრაზდები, მარტო რომ იქნება, მაშინ დატუქსე, თორემ მეშინია, რამე არ აუტეხოს თავს.”


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2023, 08:28 PM

"საქართველოში რამდენიმე ქალი აცხადებდა, გალაკტიონის მუზა მე ვიყავიო. ამ თემაზე კითხვით მივმართე გალაკტიონს. მან წვერზე ჩამოისვა ხელი და ღიმილით მიპასუხა: "ისე მომაბეზრეს თავი ამ ქალებმა, რომ ყველას ვეუბნები: შენ მოგიძღვენი მერი, შენ მოგიძღვენი-მეთქი... მაგრამ, ქალბატონო ბაბო, მე ამ ლექსს თქვენი მერის გარდა ვერავის მივუძღვნიდი"... აქვე აღვნიშნავ, გალაკტიონმა მერი ნახა ქუთაისში, ჯვრისწერაზე. მერი, როგორც ვთქვი, მას საერთოდ არ იცნობდა.

ლადო გუდიაშვილმა მითხრა ერთხელ: გალაკტიონმა მომიტანა მისი ფოტოსურათი და მთხოვა, მერი შარვაშიძე დამიხატეო...

ლადომ პორტრეტი საკუთარ მანერაში დახატა, მაგრამ, როცა გალაკტიონს უნახავს, სასტიკად აღშფოთებულა: ეს ჩემი მერი არ არისო...

მე და მერი, გარდა იმისა, რომ შარვაშიძეების მხრიდან ვენათესავებოდით ერთმანეთს, მისი მეჯვარე იყო მამაჩემი, კოკი დადიანი, ჩემი მეჯვარე კი მერი შარვაშიძე გახლდათ. მერი ყოველთვის სიყვარულით იხსენებდა ამ ორ ბედნიერ დღეს. ამაზე მწერდა კიდეც პარიზიდან. მისი მეუღლე, გიგუშა ერისთავი, ემიგრაციაში მალე გარდაიცვალა.

ადმირალ მაკაროვის ვაჟი ყოფილა მერი შერვაშიძეზე უგონოდ შეყვარებული... როცა გარდაიცვალა, ანდერძით 5000 დოლარი დაუტოვებია მისთვის, რაც მაშინ დიდი ფული იყო.

უკანასკნელად მერ 1982 წელს ვნახე, პარიზში. მაშინ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა, სადაც შესანიშნავი მომსახურება იყო. ჰქონდა ორი ოთახი და მოახლეც ჰყავდა.

მერი გარდაიცვალა 1986 წელს, დეკემბერში, 97 წლის ასაკში, ისევ წარმოუდგენლად მშვენიერი, სრულიად საღი გონებით და მეხსიერებით. მისი გარდაცვალების ამბავი შევატყობინე ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, რომელმაც გადაუხადა პანაშვიდი სიონის ტაძარში - მერის სულზე ქართულმა ეკლესიამ იზრუნა, შორს საფრანგეთიდან..."

/"ქაროზი" N79, 2020, გვ.8/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2023, 05:42 PM

"ნიკორწმინდის დიდებულ ტაძარს ქება მიუძღვნა შოვში დასასვენებლად მყოფმა გალაკტიონმა...

განთქმულ ნიკორწმინდელ დურგალს, ნიკოლოზს, კურორტის ეზოში ლამაზი სკამი და მაგიდა გაუკეთებია პოეტისათვის.

დამეგობრდნენ თურმე პოეტი და ხელოსანი. ბევრს საუბრობდნენ რაჭასა და რაჭველებზე... ნიკორწმინდის ტაძარზე. სწორედ იმ პატარა მაგიდაზე დაუწერია მგოსანს "ქებათა ქება ნიკორწმინდას" - "აქ რომ თაღებია, სვეტთა შეკონება, ისე ნაგებია, სიზმრის გეგონება. ნეტა ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, რა მადლმა ააგო სვეტი - ნიკორწმინდა!"

გრიგოლ რობაქიძეს მოგვიანებით უთქვამს, ამ ლექსის მეტი რომ არაფერი შეექმნა გალაკტიონს, მაინც შევიდოდა ქართული პოეზიის ისტორიაში, როგორც ლექსის ჭეშმარიტი დიდოსტატიო".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)