IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V « < 5 6 7  
Reply to this topicStart new topic
> სიკვდილის შესახებ, რატომ კვდება ადამიანი?
A.V.M
პოსტი Oct 27 2012, 03:24 AM
პოსტი #121


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



,,შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ ,
სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ.”




აკაკი წერეთლის პოემა – ,,გამზრდელი” უამრავი ასპექტითაა საინტერესო , თუმცა , ჩემი აზრით , ამ ნაწარმოებში მთავარი მოვლენა ხდება მაშინ , როდესაც საფარ-ბეგთან საუბრის შემდეგ , ჭკუითა და გამოცდილებით განთქმული ჰაჯი-უსუბი იკლავს თავს . განსაკუთრებით საინტერესოა მისი ბოლო ფრაზა:

,,შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ ” ეს წინადადება ცოტა უცნაურად ჟღერს . წუთისოფელში ადრე თუ გვიან ხომ ყველასთვის დადგება მომენტი , როდესაც გარკვეული ეტაპიუნდა დამთავრდეს . თუმცა , ეს მხოლოდ ერთი მხარეა და საქმე გვაქვს უბრალო , ფიზიკურ მოვლენასთან , როელიც ყოველთვის ხდებოდა , მიმდინარეობს და მოხდება . მაგრა მოსზრება შეგვეცვლება , როდესაც გავიგებთ თუნდაც წმ. ამბროსი მედიოლანელის აზრზს , რომელიც ამბობს :

,,ბრიყვს სიკვდილის ეშინია , როგორც უდიდესი ბოროტებისა , ხოლო ბრძენნი ეძიებენ მას- როგორც სრომის შემდგომად განსვენებას და უწმინდურებათა დასასრულს . აგრეთვე საკმაოდ საინტერესოა ჰაჯი-უსუბის მეორე ფრაზა : ,,სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ .” რის გამო უნდა იყოს სიკვდილის ღირსი ჰაჯი-უსუბი , რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მომავალი თაობის ღირსეულად აღზრდაში.

,,სადაც კია გვარიშვილი ,

ყველა მისიგაზრდილია.” ვკითხულობთ პოემაში . მერე რა თუ ერთმა მისმა მოსწავლემ უკეთური საქმე ჩაიდინა . ჩემი აზრით , ამის პასუხიც სახარებაში უნდა ვეძიოთ : ,,მე ვარ მწყემსი კეთილი , მწყემსმან კეთილმან თავი თვისი დასდვის ცხოვართათვის.” ამ საქმის მიმდევარს უამრავი ცხვარი ჰყავს . თუმცა , ძალიან განიცდის ერთის დაკარგვასაც და უზომოდ ბედნიერიაა ერთი გზააბნეული თიკანის პოვნით . თუ ამ გადასახედიდან შევხედავთ სიტუაციას , ნათელი გახდება რის გამო გამოუტანა საფარბეგის გამზრდელმა საკუთარ თავს სიკვდილის განაჩენი .

არსებობს სწავლება , რომ ადამიანი სასიკვდილო სარეცელთან ტანჯვისას საკუთარ ცოდვებს ინანიებს , ხოლო ვინც უტანჯველად გადის ამსოფლიდან , დიდ ნაბიჯი აქვს გადადგმული საცხოვნებლად . ტყვიით გარდაცვლილი ადამიანი ყოველგვარი ,,გართულების გარეშე” კვდება და არც იტოვებს ცოდვის მონანიების საშუალებას . საფარს კი ამ სცენის შემხედვარს , სიცოცხლის ბოლომდე სინდისის ქენჯნა შეაწუხებდა და აღარ გაიმეორებდა მსგავს შეცდომას .

და მაინც , რის გამო არ იყო სიკვდილის ღირსი საფარ-ბეგი ? ამ კითხვაზე პასუხს გაგვცემს არქიმანდრიტი რაფაელი : ,,ქრისტეს აღდგომით სიკვდილი მარაისობაში დაბადებაა . გქონდესსიკვდილის უნარი ამქვეყნიურისათვის – ეს ხელოვნებაა .’ საკუთარი ქმედებით დამძიმებული საფარ-ბეგი კი არ იყო ამ ხელოვნების შეცნობის ღირსი .
http://seminarieli.wordpress.com


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V « < 5 6 7
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 09:38 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი