ყინწვისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, განადგურების პირას მყოფი ტაძრის აღდგენითი სამუშაოები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ყინწვისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, განადგურების პირას მყოფი ტაძრის აღდგენითი სამუშაოები |
nino-12 |
Mar 9 2016, 06:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 9-March 16 წევრი № 14,364 |
ძვირფასო თანამემამულენო!
დაიწყო ისტორიული მშენებლობა ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში! ღვთისმშობლის სახელობის მრავალსაუკონავი ტაძარი, რომელიც XII-XIII ს.ს.–ით თარიღდება, უკვე წლებია დანგრეულია და სრული განადგურების საფრთხის წინაშე დგას. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი და გრძივი კედლების ნაშთი. წვიმისგან ჩამორეცხილია უნიკალური ფრესკები. ღვთის წყალობით და უფლის იმედით, დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, რათა ტაძარს დაუბრუნდეს პირვანდელი სახე და აღდგეს წირვა-ლოცვები, რომელიც წლებია აღარ ტარდება. გავერთიანდეთ ამ დიდი საქმის გარშემო! ერთიანი ძალისხმევით აღვადგინოთ დედა ღვთისმშობლის ტაძარი! შემოვუნახოთ შთამომავლობას ეს უნიკალური ძეგლი! თითოეული თეთრი მოხმარდება ტაძრის აღდგენით სამუშაოებს. ანგარიშის რეკვიზიტები: „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი: BAGAGE22 მიმღები: რუის-ურბნისის ეპარქიის ყინწვისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ანგარიშის ნომერი: GE93BG0000000568517300 შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი გვერდი: https://www.facebook.com/%E1%83%A7%E1%83%98...76234709314938/ გმადლობთ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი