IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

26 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> სიმდიდრე, სიღარიბე და ქრისტეს რჯული
sergi_glaxa
პოსტი Feb 5 2008, 06:50 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ერთ ერთ კომენტარში ამოვიკითხე, ვითომ ეს ნემსის ყუნწი ყოფილა იერუსალიმის კედელში თუ სადღაც ეგეთში არსებული ვიწრო შესასვლელი სადაც მხედარი აქლემიდან ან ცხენიდან უნდა ჩამოსულიყო და ისე გასულიყო, რადგან სხვაგვარად ვერ გაეტეოდა...
მაგრამ როგორც აღმოჩნდა, იესოს დროს ეს კარები არ იყო, მერე გაუკეთებიათ-ო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 6 2008, 02:44 AM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



აბრაამ მამამთავრის სიმდიდრეზე რას გვეტყვით? smile.gif სიმდიდრე თავისთავად კი არ არის წარმწყმედელი, არამედ მისდამი არასწორი დამოკიდებულება.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 6 2008, 04:49 AM
პოსტი #23


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვიფიქრე რა დავწეროთქო და აი ამათზე უკეთესი რა უნდა მეთქვა? biggrin.gif

ეს სრულიად შემთხვევით ვიპოვე, ანუ შევედი ქადაგებებზე, სადაც იყო სადღაც 15-მდე ქადაგება კვირეების მიხედვით დანომრილი, სათაურების გარეშე, შემთხვევითობას მივენდე და არც კი შევხედე ისე დავაწკნაპუნე თუ არა და... საოცრება ეს არ შემხვდა ზუსტად? ohmy.gif smile.gif მოკლედ კეთილ და ნაყოფიერ კითხვას გისურვებთ!

დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი
სიტყვა სულთმოფენობიდან ოცდამეორე კვირიაკეს
კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა. და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან, გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა. იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები. და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად. ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა მამისა ჩემისასა, რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაჲსწარმეტუელნი, მათი ისმინედ. ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ. ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ. (ლუკა 16, 19-31)

სახარების დღევანდელ საკითხავში ადამიანთა ორი, ურთიერთგანსხვავებული ხვედრია გადმოცემული – ბედნიერება და უბედურება, სიხარული და მწუხარება.

იყო, – გვასწავლის ქრისტეს იგავი, – ორი ადამიანი. ისინი ერთსა და იმავე დროსა და ერთსა და იმავე ადგილას ცხოვრობდნენ. აწინდელ ცხოვრებაში ერთი მდიდარი იყო, მეორე კი – უპოვარი, საშინლად ღატაკი. მდიდარ კაცს ბრწყინვალედ, ფუფუნებით უყვარდა ჩაცმა, მეორე კი არაფრისმქონე, ძონძებსაც ვერ შოულობდა, გათანგული სხეულის ჩირქმდინარე წყლულები რომ დაეფარა. ერთისათვის ცხოვრების დღენი ვიდოდა, ვითარცა დაუსრულებელი ნადიმი, ლაზარეს კი (ასე ეძახდნენ ღატაკს) არ ტოვებდა შიმშილი, გაჭირვება და მწუხარება...

ცხოვრება მიდიოდა, კვირა კვირას ცვლიდა, თვე თვეს, წელიწადი წელიწადს აბარებდა ანგარიშს და მარადისობას უერთდებოდა, სიკვდილი კი თავის სამკალს იღებდა მდიდრისგანაც და ღარიბისგანაც, მოცინარისგანაც და მტირალისგანაც. იგი ქრისტეს იგავში ხსენებულ ორ კაცსაც მიადგა. ისინი დაიხოცნენ. მარადისობამ მათთვის დაუსრულებელი საზღვრები გახსნა. იმსოფლად მათდაუნებურად მათი ყოფა შეიცვალა. ამ ცხოვრებაში მოძულებული, ყველასაგან მივიწყებული, მშიერი, ტიტველი, ფეხშიშველი ლაზარე სამოთხეშია. იქ იგი ანგელოსთა დასებს და წმინდანთა კრებულს გარემოუცავს; სავანე მისი აბრაამის დაუჭნობელი წიაღია. ბრწყინავს ლაზარე მშვენიერებით, კმაყოფით, უბერებელი ცხოვრებით. ადამიანური ენა ვერ გადმოსცემს, მოციქულებრივ კალამს არ ძალუძს დახატოს, თუ რაოდენ ბედნიერი და ნეტარია იგი ზეციური მამის სასუფეველში. მისი თანამედროვე მდიდარი კი... ვაგლახ! ჯოჯოხეთშია. მის უბედურებაზე, მის გმინვაზე, მის ტანჯვაზე არ ვილაპარაკებ. ყველაფერი ეს თქვენ უწყით სახარებიდან, მოციქულთა წერილებიდან, ჯოჯოხეთის სურათს რომ გვიხატავენ – საუკუნო სიკვდილისა.

ამ ორი ადამიანის ისტორიით მაცხოვარმა ჩვენი ხვედრი დაგვიხატა. ამა სოფლის ნებიერის ხვედრი იმ სოფლად ცოდვილი ადამიანის მძიმე ყოფაა, ლაზარეს ხვედრი კი – ყოველთა მართალთა. ვინ ჰგავს ჩვენგან ამ ადამიანებს? ნუთუ ფიქრობთ, რომ ყველა ღარიბ-ღატაკი ცათა სასუფეველს მხოლოდ იმიტომ დაიმკვიდრებს, რომ ღმერთმა ღატაკი ლაზარე დააჯილდოვა? უსამართლოა თქვენი ამგვარი მსჯელობა. ვცდებით და ვცოდავთ, თუკი ვფიქრობთ, რომ ქრისტე ამ იგავით კიცხავს სიმდიდრეს და ხოტბას ასხამს სიღატაკეს. სიღატაკემ როდი შეიყვანა ლაზარე სამოთხეში, არამედ სიღატაკესთან შეერთებული ყველა წუხილისა და ჭმუნვის სულგრძელად გადატანამ.

სიღატაკეს იმქვეყნად ცათა სასუფეველი აქვს აღთქმული, თუ პატიოსანი ადამიანი ყოველთვის მადლიერებით, მოთმინებით იტანს მას. ღატაკი ადამიანი – პატიოსანი მშრომელი, ახალგაზრდობაში თავისი საქციელით მშობლებს ანუგეშებს და თანდაყოლილი ნიჭის გამომჟღავნებას ცდილობს. მოწიფულობის წლებში, მართალია, ღარიბია, მაგრამ – საქმიანი. იგი უფლისაგან უდრტვინველად იღებს არსობის პურს. ღვთისაგან ბოძებულ ნაღვაწ-ნაშრომს ოჯახს უზიარებს. ცოლს არ გაურბის, არამედ მასთან ერთად რწმენით, სასოებით, სიყვარულით ინაწილებს უბადრუკ წილს. უბადრუკ ქოხში ცოლ-ქმარი დღეებს ნახევრადმშივრები ატარებენ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ მოსიყვარულენი არიან. მათ სინდისს არ ღრღნის ღალატის ლაქა, ბაგეს არ შესძრავს ლანძღვა, დანანება, იჭვნეულობა. იმედი არ ტოვებთ, არამედ მით ცხოვრობენ, არავისთან წუწუნებენ. ღატაკთ აუტანელი შრომა უწევთ – და ისინი ასრულებენ, როგორც კანონს. ასეთი ღარიბნი არ გეცრუებიან, არ მოგპარავენ, სხვისას არ აიღებენ, არ დახარბდებიან არც წოდებას, არც ტიტულს, არც რაიმე სხვას, რაც ღმერთს არ მოუცია. შეავლეთ მათ თვალი: დაღლილი, მაგრამ ფხიზელი სახეები, ხელები დაკოჟრებიათ, წელში მოხრილან, რამეთუ გაჭირვებას სიმკვირცხლე დაუკარგვინებია სიარულში და ხელოვნება ურთიერთობაში. ასე ცხოვრობენ და ცხოვრობენ, ცხოვრობენ და შრომობენ, ხმელ, მაგრამ ალალსა და უსაყვედურო პურს ჭამენ, არსობის პურს. მოდის სიკვდილიც. ამდენი ჭირ-ვარამის გადამტანთ, იგი ვერ აშინებს. გვინახავს პატიოსან გლახაკთა გამგზავრება იმ მხარეში, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. ისინი ქრისტიანებად მიდიან იმქვეყნად. მიდიან ყოვლადმიმტევებლობითა და სასოებით. არაფერი მიწიერი აღარ ადარდებთ. კაპიტალს – უძრავსა თუ მოძრავ ქონებას – არ ტოვებენ. უფერული, შეუღებავი კუბოს ფიცარი მათი განსასვენებელია, სასაფლაოზე შაურის საფასური მიწის ნაგლეჯი სამი არშინი სიღრმისა და ორი არშინი სიგანისა... აი, მათი ბოლო: კუბოს გარშემო არავინ, საფლავის ახლო-მახლო – მესაფლავენი. არცერთი ადამიანის ცრემლი არ დავარდება არც სუდარაზე და არც საფლავზე. ასეთია ხვედრი პატიოსანი ღატაკისა. ჩვენი დედაქალაქის ნებისმიერ სასაფლაოზე ყოველდღიურად, წლის განმავლობში, შეიძლება ნახოთ ამგვარი შემთხვევა. ეგებ, თქვათ: შემაძრწუნებელი რეალობაა. შემაძრწუნებელი მათთვის, ვინც არად აგდებს ღატაკებს, მე კი ვიტყოდი, რომ დაფარული კაცთათვის, განცხადებულია უფლისთვის. ეს შესვენებული, რომელსაც მშვიდად გაუვლია თავისი ცხოვრება და ხვედრი, სწორედ ის ლაზარეა, რომელზეც დღევანდელი სახარებისეული იგავი გვეზრახება. იგი ღატაკი იყო, მაგრამ თავის უკიდურეს გაჭირვებაზე არ დრტვინავდა. ტანშიშველიც იყო და ფეხშიშველიც, მაგრამ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დაითმინა ყველაფერი. სიცოცხლეში არავინ არაფრად აგდებდა, მაგრამ ანგელოზებმა აბრაამის წიაღში შეიყვანეს. ასეთი ღატაკისათვის, (მართალი არ არის) შესაძლოა ბევრს ხვედრი გაეცვალა, მაგრამ მომავალ ცხოვრებაში – იმსოფლად – ეს შეუძლებელია. ბევრს იქ აბრაამი ისევე ეტყვის, როგორც იგავში: „შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი შენი ცხოვრებასა შენსა და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი“... (ლუკა 16.25).

მაგრამ, აი, რა! ჩვენს შორის რამდენს მოვძებნით მსგავს ღატაკს? ვფიქრობ, არცთუ ბევრს. მრავალთათვის სიღარიბე და სიღატაკე ცათა სასუფევლის მოპოვების საშუალება არ არის. მრავალი სიღარიბეს ბოროტად იყენებს. მრავალთათვის სიღარიბე – ვაგლახ! – დიდი გზაა სივერაგისკენ, ქურდობისკენ, გარყვნილებისკენ და ყველა სისაძაგლისა და უზნეობისკენ. ასეთი ღარიბ-ღატაკნი წარწყმედის გზას ადგანან. ვაგლახ! – ისინი მიიჩქარიან უსახელობისკენ და მერმე ჯოჯოხეთისკენ. გაჭირვებით გატანჯულნო, სიღატაკის გამო მოყვასთაგან უგულვებელყოფილნო ღარიბ-ღატაკნო, ეკრძალენით, ჰოჲ, თავთა თქვენთა და გაფრთხილდით! ყველა ჩვენთაგანისათვის ერთი იმედია ყოვლადბრძენი განგებულების ერთიანი ნებით გამოხატული: იცხოვრე და იშრომე; ცხოვრება არაა ნადიმი, არაა სეირნობა ერთი ადგილიდან მეორისკენ. იცოდეთ, ცხოვრება მშვენიერია ჩვენთა ვალდებულებათა კეთილსინდისიერი აღსრულებით მიუხედავად წოდებისა, მდგომარეობისა და ასაკისა... ამინ.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა




ნილოს სინელი

რვა მზაკვარ სულზე

ვერცხლისმოყვარებაზე

თავი 7. ყოველგვარი ბოროტების სათავე ვერცხლისმოყვარებაა: უვარგისი ტოტივით ის კვებავს ყველა სხვა ვნებას და გახმობის საშუალებას არ აძლევს იმას, რაც მისგან აყვავილდა. ვისაც ვნებების მოსპობა სურს, დე მან თავდაპირველად ძირი აღმოფხვრას, ხოლო ვიდრემდის ვერცხლისმოყვარება რჩება, ტოტების ჭრა სარგებლობას არ მოგიტანს, რადგან რომც მოჭრა, მალევე ამოვა. ბევრისმომხვეჭელი მონოზონი გადატვირთული ხომალდია და გრიგალისგან ატეხილ ტალღებში ადვილად ჩაიძირება. როგორც ყოველი ტალღა უქადის საფრთხეს გვერდგანგრეულ ხომალდს, ასევე მრავლისმომხვეჭელიც სულ უფრო და უფრო ეფლობა საზრუნავებში. უპოვარი მონოზონი მგზავრია, ყველგან რომ პოულობს თავშესაფარს. უპოვარი მონოზონი - მაღლა მოფარფატე არწივია: მაშინ ეშვება ძირს საზრდელისათვის, როცა ამას აუცილებლობა აიძულებს. ესევითარი ყოველგვარ ცდუნებაზე მაღლა დგას, არაფრად აგდებს სინამდვილეს, ზევით-ზევით მიიწევს, ყოველივე მიწიერს განეშორება, ზეცის მობინადრე ხდება მთიურებთან, რამეთუ მსუბუქი ფრთები აქვს, საზრუნავებით დაუმძიმებელი. მოვიდა მწუხარება - და უდარდელად ტოვებს ადგილს; მოუსწრო სიკვდილმა - სულგრძელად გადასახლდა იმიერ, რადგანაც არანაირი მიწიერი მიჯაჭვულობით არ შეუკრავს სული.

მრავლისმომხვეჭელი კი საზრუნავებითაა აღვსილი და ქოფაკივით ჯაჭვითაა მიბმული: თუ იძულებულია გადასახლდეს, თან მიაქვს მძიმე ტვირთი და უსარგებლო წუხილი - მოგონება ქონებაზე; სევდა სწყლავს და ძლიერ იტანჯება ფიქრებში. დატოვა მან ქონება? სევდა სჭამს! თუკი სიკვდილი მოუხდება, სინანულით ტოვებს სინამდვილეს, სულს აბარებს და თვალს ვერ წყვეტს იმას, რაც გააჩნია; ძალით მიჰყავთ იგი, როგორც გაქცეული მონა; სხეულს ტოვებს, მაგრამ საკუთრებას არ შორდება; წამყვანებლებზე მეტად მას ვნება აკავებს.

თავი 8. ზღვა არ გადაივსება იმით, რომ მრავალი მდინარე უერთდება, და ვერცხლისმოყვარის ნდომა არ კმაყოფილდება იმით, რომ დიდ თანხას მოუყარა თავი; გააორმაგა მან ეს თანხა და სურს კიდევ გაამრავლოს, და არც არასდროს შეწყვეტდა გამრავლებას, სიკვდილს რომ არ დაედო ზღვარი ამ უსარგებლო მეცადინეობისთვის. კეთილგონიერ მონოზონს მხედველობაში ექნებოდა მხოლოდ სხეულის მოთხოვნილება და პურსა და წყალს დასჯერდებოდა, არ ეპირფერებოდა მდიდრებს, საკუთარი სტომაქისათვის რომ ეამებინა, თავისუფალ გონებას ხელისუფალთ არ დაუმონებდა, რადგანაც საკუთარი ხელებიც საკმარისია, თავის სხეულზე რომ ეზრუნა და აუცილებელი ბუნებრივი მოთხოვნილება დაეკმაყოფილებინა. უპოვარი მონოზონი მოუხელთებელი ფალავანია და მკვირცხლი მალემსრბოლი, ადრევე რომ აღწევს „გვირგვინსა მას ზეცისა“ (ფილიპელთა 3, 14). მრავლის მომხვეჭელი მონოზონი ბევრ შემოსავალს უხარის, უპოვარი კი - კეთილწარმატების გვირგვინებს. ვერცხლისმოყვარე მონოზონი საქმეებშია გართული, უპოვარი კი დროს ლოცვასა და კითხვაში ატარებს. ვერცხლისმოყვარე მონოზონი საგანძურთსაცავს ოქროთი ავსებს, უპოვარი კი „იუნჯებს საუნჯეთა ცათა შინა“ (მათე 6, 20). წყეულ-არს, ვინც კერპს აკეთებს და საგანძურთსაცავში ათავსებს მას (მეორე სჯულთაჲ 27, 15), და ასევე, ვისაც ვერცხლისმოყვარების ვნება აქვს: ის უსარგებლო ზოდს ეთაყვანება, ეს კი გულში კერპის ნაცვლად სიმდიდრეზე ოცნებას ატარებს.



წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებათაგან

გამოკრებილნი სწავლანი

საუნჯე – სადაც არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი, - გვეუბნება მაცხოვარი, თითქმის ყოველ კაცს რაღაც თავისი საუნჯე აქვს. საერთოდ კი, კაცისათვის საუნჯე ისაა, რაც მას ყველაზე მეტად უყვარს, რასაც, უპირველეს ყოვლისა, ემონება და ემსახურება, რისი სასოებაც აქვს. ცოდვილის საუნჯე ცოდვაა, რომელსაც იგი ემონება; ამასთან ყოველ ცოდვილს თავისი საკუთარი და განსხვავებული საუნჯე აქვს. მართალი ადამიანებისათვის კი საუნჯე ერთია და საერთო – ცათა შინა ღმერთი და სასუფეველი მისი. ანგარების მოყვარე ცოდვილისთვის საუნჯე ვერცხლი ანუ სიმდიდრეა, რომლის შეძენისთვისაც იგი ყოველ ღონეს ხმარობს. ყოველ კაცს უნდა უყვარდეს თავისი მახლობელი და ნათესავი, მოყვასის სიყვარულის მცნებას თვით ღმერთი გვაძლევს, მაგრამ ზომას კაცი არც ამ შემთხვევაში უნდა გადავიდეს. მართალია, ნათესავები და მახლობლები უნდა გვიყვარდეს, მაგრამ არა ღმერთზე უმეტესად. მაცხოვარი გვეუბნება: რომელსა უყუარდეს მამა ანუ დედა ანუ ცოლი უმეტეს ჩემსა, იგი არ არის ჩემდა ღირს. აქედან ის უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენი საუნჯე მხოლოდ ღმერთი უნდა იყოს. თუ ისეთი გარემოება შეგემთხვევა, რომ დედ-მამის, ცოლ-შვილის ან სხვისი ვისიმე სიყვარული გაშორებს ღმრთისგან, მაშინ გირჩევნია ისინი დაივიწყო და მხოლოდ ღმრთის სიყვარულს შეუდგე. საუნჯედ ის უნდა ამოირჩიო, რაც შენზე უდიდესი და უმჯობესია და არა შენი სწორი, ან შენზე უარესი. როგორ უნდა დაუმორჩილო შენი გული ვერცხლს, პატივს ან სხვა რომელიმე ამქვეყნიურ ამაოებას? ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ რაც ამქვეყნად გჭირდება, იმისთვის არ იზრუნო. ღმერთმა ეს ქვეყანა შენთვის შექმნა, ყოველივე, რასაც ხედავ, შენია, შენ კი ქრისტესი ხარ. ყოველი ამსოფლიური საუნჯე მოღალატე და წარმავალია. ისინი მხოლოდ დაფლავამდე მიგყვებიან, მერე კი გიღალატებენ და შიშველს დაგტოვებენ. მართალია, აქაური შენნი ნუგეშნი ღმრთის წინაშე წარდგომის დროსაც მოგაგონდებიან, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ უმეტესად დაგტანჯონ და ამგვარად, რაც აქ ნუგეშს გცემდა, იქ სასჯელად გადაგვექცევა. სიცოცხლე ამ სოფელში ღმერთმა იმიტომ მოგვცა, რომ მომავალი ნეტარებისთვის მოვემზადოთ. ამსოფლიური ყოველივე წარმავალია, ამიტომ ვინც საუნჯეს ამ სოფელში გაიჩენს, იგი ზეციურ ჭეშმარიტ საუნჯეს დაკარგავს.


მიტროპოლიტი ანტონ ჭყონდიდელი (+1815)

ვეცხლის მოყვარებისათვის

მაცხოვარი ჩეუნი და უფალი გვასწავებს მეტყველი: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა“. ცხადი რამ არის რომ ბოროტს მოგებას აყენებს, თორემ კეთილად მოგებას არ დააყენებს. კეთილად მოგებას რომ აყენებდეს, ოქრო და ვეცხლი უხმარი იქნება: თუ კეთილი მოგება დააყენა, ბოროტი ყოვლითურთ უკუთქმული და დაყენებული არის, და ვითარ უნდა იქმნეს სახმარი? დაბადებული სახმარი არ იყოს ერთს რასმე საქმეში არ იქმნება, ვითარცა იტყვის დამასკელი იოანე: „არა რაჲ არს დაბადებულთაგანი რაჲმე, რომელსა შინა არა დასდვა დამბადებელმან სახმარება რაჲმე“; და რადგან სახმარი არის თითოეული - ვეცხლისა და ოქროსას ბოროტად მოგებას აყენებს, თორემ კეთილის მოგებას არ აყენებს.

საღმრთოს წერილიდამ მოვიღოთ ამისი დამამტკიცებელი სახე და სიტყვა. ისრალეთ ეგვიპტიდამ გამოსლუა რომ ეგულვებოდათ, მაშინ ღმერმან უბრძანა: თითოეულმან ისრაელმან ეგვიპტელთაგან ითხოონ ჭურჭელი ოქროსა და ვეცხლისა, და გამოსლუაზედ თან წამოიღონ ყოველი ეგვიპტელთ ჭურჭელი, ოქროსი და ვეცხლისა. ისრაელთ ჰყუჱს ეს ბრძანება და ეგვიპტის დიდება თან წაიღეს, ვითარცა ხმობს წინასწარმეტყველი დავით: „და გამოიყვანნა იგინი ოქროთა და ვეცხლითა“. ხედავთ, კეთილი მოგება არ დააყენა ღმერთმან. კეთილი მოგება ვითარ იყო, თუ ამის ცნობა გნებავს, ესრეთ ჰსცან. ფარაოს მეფე ისრალეთ ამუშაკებდა და სასყიდელს არ აძლევდა; ამისთვის სასყიდლად ეგვიპტელთ ოქრო და ვეცხლი მისცა ღმერთმან ისრაელთ. მიხედეთ აქ, თუ დააყენა ღმერთმან კეთილი მოგება. კიდევ ლევიტელნი ათისთავს მოიგებდნენ, ღმერთი არ აყენებდა, უფროსად ამცნებდა ათეულის მიღებას, ვითარ იგი ხმობს მოციქული: „და რომელი ლევის ძეთაგანი მღუდელობასა მიიღებენ, მცნება აქუს ათეულისა მიღებად ერისაგან“; კვლად იგი მოციქული პავლე არ აყენებს ჯეროვნად მოგებას და იტყვის: „უკეთუ ჩუჱნ სულიერი დავთესეთ, დიდ-რამე არსაა, რათა ჩუჱნ ხორციელი მოვიმკოთ“.

აწ ერთი სახე მისთვის მოვიღოთ, თუ ვითარს მოგებას აყენებს ღმერთი. ელისეს მსახურმან, გეზიმ, მისის უფლისა ნება არ იყო, ისე მოიგო ვეცხლი და დაისაჯა სულით და ხორცით; ეგრეთუჱ რომელიც ქრიტეს მსახური, ამისს მსგავს ვეცხლს აღიღებ, რომელიც ქრისტეს ნება და ბრძანება არ არის, გეზის მსგავსად სულით და ხორცით დაისჯები. კვლად ღმერთი ამის მსგავსს მოგებას აყენებს: მოღება გნებავს და მიცემა არა. ეს ქრისტეს ღვთისა ნება არ არის; ქრისტე უფალი ასე გიბრძანებს: „ყოველი რაოდენი გინდეს, რათა გიყონ თქუჱნ კაცთა, ეგრეთუჱ თქუჱნ ჰყავით მათდა მიმართ“. მე უღირსი ამა სიტყუასა ესრეთ განგიმარტებ: ყოველი რაოდენიც კაცისა ქრისტეს ღვთისაგან შენ გნებავს, ეგეოდენი ქრისტეს შენ უნდა მისცე, ესე იგი, გლახაკს, ვითარ იგი გამცნებს ქრისტე: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“; და თუ ასე მოიგებ, რომ მიცემა აღარ გნებავს, ამის მსგავსის მოღებისაგან გაყენებს უფალი, ამისთვის რომ საქმესა შინა მოციქულთასა ლუკა სწერს ქრისტეს მიერ ბრძანებულს და იტყვის: „თავადმან სთქუა, უმჯობეს არს მიცემა, ვიდრე მოღებისა“. კვალად ვსთქუათ განცხადებით, რომელს მოგებას აყენებს ღმერთი. აყენებს ღმერთი მპარაობით მოგებას, ვითარცა ამცნო მოსეს: „ნუ იპარავ“. კიდევ სხუა მაგალითი მოვიღოთ. ისრაელთა შორის აქარქარიმის ძემან იპარა ოქრო და ვეცხლი და სიკუდიდ დაისაჯა; ეგრეთუჱ, რომელიც მპარაობით ოქროსა და ვეცხლს მოიგებს, სულით სიკუდილს, ესე იგი საუკუნო წარწყმედას, მიეცემა. კიდევ აყენებს ღმერთი ამის მსგავსს მოღებას: შენ ვეცხლი და ოქრო მოიგო და ერთი ვინმე უბრალო და გლახაკი შეაწუხო, საუკუნოდ დაისჯები, ვითარცა იუდამან ვეცხლი მოიგო და უბრალო ქრისტე ვნებად მისცა; ეგრეთუჱ ერთს ვისმე, ანუ დიდს, ანუ მცირეს, ვნებას და მწუხარებას მისცემ, იუდას მსგავსად დაისჯები, თუ ოქროსა და ვეცხლის მიღების მიზეზისათვის, ერთი ვინმე მწუხარებასა და ვნებას მიეცი. კიდევ აყენებს ღმერთი ესევითარსა მოგებას: რომელთამე ჰურითა მიიღეს ვეცხლი და დაფარეს ქრისტეს აღდგომა: ეგრეთუჱ შენ ვეცხლისა და ოქროსათვის ქრისტეს საიდუმლოს დაფარავ და კეთილად ერსა არ განუცხადებ, - ვინც ვეცხლისათვის ქრისტეს აღდგომა დაჰფარა, შენც მასთან აღირაცხები! იმანაც ქრისტეს საკვირველება დაჰფარა ვეცხლისათვის, და შენს საკვირველს საქმეებს ჰფარავ ვეცხლის მოყვარებისათვის და ერს კეთილად არ ასწავებ და არ განუცხადებ. გაყენებს უფალი ესევითარის მოგებისაგან, როგორც ანანიამ მოიგო ვეცხლი და მცირედი მისცა ქრსიტეს მოწაფეთა და მოციქულთა, სხუა დაუფარა; ამისთვის „ანანია დაეცა და სულნი წარხდეს“. ეგრეთუჱ შენ ოქროსა და ვეცხლს მოიგებ, მცირედს რასმეს მისცემ ქრისტეს მოწაფეთა და უმრავლესს დაუფარავ, ანანიას მსგავსად, სულიერებრივად დაეცემი, და როგორც ანანიას სული სიცოცხისა განეშორა, ისე შენგან სული საუკნოსა სიცოცხლისა (რომელ არს სული წმიდა) განგეშორება. იკითხავ: ყოველივე მას უნდა მივსცე, თუ რა ვჰყო? თუ ქრისტეს მოწაფე ხარ, ესრეთ უნდა ჰყო: შენთვის და სხუათა ქრისტეს მოწაფეთათვის საერთოდ უნდა იყოს შენი მოგებული; მოწაფენი ქრისტესნი ასე იქცეოდნენ, ვითარცა სწერს ლუკა საქმესა შინა მოციქულთასა: „არცა ერთმან ვინმე ჰთქვის მონაგები თვისად“. ეგების ეს საქმე ძნელად ვისმე აღუჩნდეს; აქ უფლის იესუს სიტყვა უნდა მოვიხსენოთ: „უადვილეს არს აქლემი განსლვად ხურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესლუად სასუფეველსა ცათასა“. ვინც სიძნელე დასდუა მონაგების ერთად საზოგადოდ ხმარებისა, ნაცვალი სიძნელე ქრისტემან მიუგო შესამსგავსი, პირისპირ მდგომი.

გაყენებს უფალი ესე ვითარის მოგებისაგან: ვითარცა ლაზარე გლახაკის ჟამში მდიდარე ვინმე რომ იყო, მან მრავალი სიმდიდრე მოიგო, და მისს სახლში მყოფი ლაზარე გლახაკი შიმშილისაგან იტანჯებოდა, - ამისთვის მდიდარი დაისაჯა ჯოჯხეთსა შინა, და აბრაჰამისაგან წვეთი წყლისა ითხოვა და ვერ მიემთხვა. ეგრეთუჱ შენ მრავალი სიმდიდრე გაქუს და გლახაკს მწუხარედ ჰხედავ და მის შორის სიმდიდრისაგან სუფევას არ მისცემ, მდიდრის მსგავსად ჯოჯხეთსა შინა დაისჯები და ვერცა თუ წვეთის შესამსგავსს მცირეს რასმე ღვთის მოწყალებას მიემთხუჱვი. - გაყენებს ღმერთი მტაცებლობით მოგებისაგან, ვითარცა გასწავებს უფალი იესუ: „ეკრძალენით და დაიცუჱნით თავნი თქუჱნნი ყოვლისაგან ჰანგარებისა, რამეთუ არა ნამეტნავ ვისამე არიან ცხოვრება თჳსი“. ეს უფლის სიტყვა მოწყალებითი სწავლა და განკრძალვა არის; და თუ სიტყვისაგან უფლისა არ შეისმენ, ჰანგარებისა და ტაცებისაგან არ განეყენები, შესაძრწუნებელის რისხვის სიტყვა გესმას უფლისაგან პირითა მოციქულისათა: „არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ“. რაოდენის უჯეროს ვეცხლის მოგებისაგან უფალი გაყენებს, ეს შემოკლებით მცირედ ითქუა. თუ არ შეიგონე და არ დააყენე უჯერო ვეცხლის მოგება, დიდი რამ ბრალი შეგემთხუევა; როგორც უჯეროდ უჯერდო ვეცხლიე მოგებად ითქუა გლახაკთ უწყალოება. მარტო ამას მიხედე, თუ რა დიდი ვნება სდევს, და ერთისა ამისგან სხუთა ძნელი ვნება შეისწავე და განეკრძალე. თუ შენ სიმდიდრით ჰსუფევ და რომელიც გლახაკ შენდა მახლობელად არის და ის უპოვარებისათვის სწუხს და მას გლახაკსა ხორციელის საქმისა და სახმრის მწუხარებას არ აღუმსუბუქებ, ქრისტეს შემაწუხებელთა ჰურიათა თანა შეირაცხები. - ვითარ? ჰურიანი სიმდიდრითა და შვებით აღსავსენი იშვებდნენ და ჰხმოვანედნენ და იზახდნენ ხელმწიფებით. ქრისტე მწუხარებით მყოფი წყალს ითხოვდა და არივინ მიუპყრა. ეგრეთუჱ შენ სიმდიდრით იშუებდ და ხელმწიფებრ იზახებ და გლახაკს სიღარიბისაგან მწუხარედ ჰხედავ და მას მწუხარებას არ აღუმსუბუქებ, - შენც ქრისტეს შემაწუხელებლთა ჰურიათა თანა აღირაცხები; გლახაკიც ქრისტედ შერაცხილი არის თვით ქრისტეს მიერ, ვითარცა ბრძანებს: „რაოდენი უყავთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. ჰხედავ, საყუარელო, უჯეროდ ვეცხლის მოგებას და ქონებას რა ვნება შეუდგება! ანუ სრულიად უნდა მოიძაგო ოქრო და ვეცხლი, ანუ რომელიც თესლი და ვნება თან ჰყვება ოქროს და ვეცხლს, მისის ვნებისაგან განწმენდილი უნდა მიიღო. თუ ვითარ - მაგალითი უნდა მოვიღოთ. გველი შენ რომ შეიპყარ და სჭამო, გესლიანი არს და სიკუდილს მიგცემს. მკურნალისაგან თუ მიიღე, თრიაქ-ფარუქი, რომელიც არის გველი შემზადებული, არას გავნებს. ეგრეთუჱ ვეცხლი და ოქრო, შენის ძიებით და გონების წადილით თუ მიიღე, ვითარცა გუელი, ამის მსგავსად მკვლელ გექმნება; თუ ქრისტესაგან მიიღე, რომელიც მკურნალი არის სულთა და ხორცთა, მისგან მიღებული არას გავნებს. ეს საქმე აწ საღმრთო წერილიდამ დავამტკიცოთ. ისრაელთ რომ უფლის მცნებით მიიღეს ეგვიპტელთაგან ვეცხლი, გამოსვლის ჟამში, მათ არა ვნებია რა; ელისეს მსახურმა, გეზი, უფლის წინააღმდგომობით მიიღო ვერცხლი - სულით და ხორცით დაისაჯა; ეგრეთუჱ შენ, თუ უფლის მცნების მსგავსად მიიღებ ოქროსა და ვეცხლსა - არას გავნებს; თუ უფლის მცნების მსგავსად არ მიიღე და ურჩებით შეიკრიბე - სულით და ხორცით გეზისაებრ დაისჯები. თუ შესცთე, სიმდიდრის სურვილისაგან და უჯეროდ ვეცხლი და ოქრო შეიკრიბო, აქაც რომელსაც მაგალითს მოგახსენებ, მისდა მსგავსად უნდა ჰყო: თუ გესლიანი რამ საზრდელი მიიღო, მკურნალთან უნდა მიხვიდე და სამკურნალო წამალი მისგან უნდა ისწავო; ეგრეთუჱ გესლიანი უჯერო ვეცხლის შეკრება თუ ჰყო, მკურნალს ქრისტესთან უნდა მიხვიდე და წამალი საკურნებელი მისგან უნდა ისწავო და მიიღო, რომელსა გასწავებს და გეტყვის: „ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონასა მისგან სიცრუვისა, რათა რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ საყოფელთაგან თქუენთა, შეგიწყნარენ თქუენ საუკუნეთა შინა საყოფელთა“. მდაბიურად ასე ითქმის: სიცრუვის მამონას ვეცხლს ეძახის; ვეცხლის უხვად მიცემისაგან გალახაკნი მეგობრად უნდა მოვიგოთ, რომ როდესაც აქედამ სიკვდილისაგან მოვაკლდეთ, ქრისტემან შეგვიწყნაროს სასუფეველსა შინა ცათასა. ზემო თქმულთაგან ორი რამ წარმოჩნდა ვეცხლის გესლიანობის სამკურნალოდ: ერთი ესე რომ ქრისტეს ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ, და მისგან მოვიღოთ კურნება; მეორე - გლახაკთა უნდა განვუყოთ. ახლა ეს ვიძიოთ, თუ ამათი უქნელობის მიზეზი ვისმე აქუს. რა მიზეზი უნდა აქუნდეს? თუ ვინმე იტყვის: „ქრისტეს რომ ვსთხოვოთ, არ მოგვცემს“ - ეს ყოვლითურთ უჭეშმარიტო არის, ამისთვის რომ ქრისტეს სიტყუა ტყუილი არ იქნება, ვითარცა თვით ბრძანებს: „ცანი და ქუეყანა წარხდეს, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა-სადა წარხდეს“, და ეს უტყუველი პირი ქრისტესი ბრძანებს: „ ითხოვდით და მოგეცესთ“. და თუ იტყვი: „ვსთხოვე და არ მომცა“ - კიდეც შენი მიზეზი არის, რომ არა მოგცა, ამისთვის რომ ბოროტად ითხოვ და არ მოგცა, ვითარცა იტყვის მოციქული იაკობ: „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ“; თუ კეთილად ითხოვ, შენის იესოს მსგავსად ვინ უნდა მოგცეს? ვერა რომელიმე მსგავსად მისსა ვერ მოგცემს. სხუამ რომ მოგცეს, გაყუედრებს, და შენი იესო შენდა მომართ ყვედრებას არ ჰყოფს და სხუათაგან უფრო სავსებით მოგცემს, ვითარცა თვით გიბრძანებს: „მოგეცეს თქუენ სასწაული კეთილი, შეხრილი და დატენილი და ზედა-გარდათხეული“. მეორედ გლახაკთ მიცემა ითქუა ვეცხლის მოყვარების სამკურნალოდ. და თუ ამის მიზეზად ამას ვინმე იტყვის, რომ სიმდიდრეს ვერ განვაბნევთ, ამას სოფელსა ამითი უნდა ვიცხოვროთო, - აწ ამისი ნაცვალი სიტყუა ვიძიოთ და სვთქუათ: საყუარელო, შენ რომ შეკრებას ეძახი, ვერ ჰხედავ, თორემ ეგ უფრო განბნევა არის; მაგრამ ვეცხლის მოყვარებას დაუბრმია შენი გონების თვალი და ვერ ჰხედავ, თუ შეკრებისაგან უფრო როგორ განაბნევ. იუდა ვეცხლის მოყვარებამან დააბრმო, ის შეჰკრებად ჰგონებდა - უფროსად განბნევა შეხუდა. თქუმულ არს მისთვის: „დააბნია ოცდაათი იგი ვეცხლი“. ეგრეთუჱ შენ შეჰკრებას ჰგონებ, უწყოდე, უფროსადა განაბნევ, ვითარცა ბრძანებს უფალი იესო: „რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს“. რადგან გლახაკს არ განუყოფ შენს სიმდიდრეს, არც ქრისტესთან შეჰკრებ, მაშასადამე განაბნევ; შენ შენს საუნჯეს კეთილად ჰრაცხ, მაგრამ კეთილი არ არის: მღილი, მპარავი და ავაზაკი - ყოველივე შეეხება შენს საუნჯეს, და როგორ კეთილი საუნჯე იქნება? საკვირველი ეს არის: თუ გძულს ოქრო და ვეცხლი, გლახაკს რასათვის უშურველად არ მისცემ? თუ გიყუარს - რასათვის ასეთ საუნჯესა შინა არ დაჰმარხავ, რომ ვერც მღილი, ვერცა მპარავი მიეხოს, ვითარცა გიბრძანებს მაცხოვარი: „საუნჯე თქუენი იყავნ სადა მღილმან და მჭამელმან არა განრყუნის და სადა მპარავთა არა დათხარიან და განიპარიან“. თუ საუნჯისა ამის ცნობა გნებავსთ, გლახაკთა შორის იპოვება ამისი მსგავსი საუნჯე; მათ შორის დაუნჯებულს ვნება არა შეეხება რა, ამისთვის, რომ თვით ქრისტე მცველი ექმნება, სიტყვისა ამისგან სჩანს: „რაოდენი უყოთ ერთსა მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“. თუ ასე არა ჰყოთ და სხუა გვარად ვეცხლის მოყვარებით შეიკრებ, აქაც ცთომილი ხარ. თუ ვითარ - ვსთქუათ. მოციქული პავლე იტყვის: „რომელსა ეგონოს თავის თვისი ვითარმედ არს რაჲმე და იგი არა იყოს, თავსა თვისსა აცდუნებს“. სიტყვისა ამის მსგავსად, თავის-თავს აცდუნებს; მას თავისი თავი მდიდარი ჰგონია, მას არა აქუს რა მხოლოდ ერთის ტილოს მეტი. ამას მტკიცე აღმოჩინება მივსცეთ. მოციქული იტყვის: „არარაჲ შემოვიღეთ სოფლად“. ჰსჩანს, რომ არცა რაჲ განღებად ძალ-გვიძს. როდესაც იშვა მდიდარი, სოფლად არა რაჲ-მე შემოუღია, - ვეერცა რას განიღებს, მხოლოდ ერთი ტილოს მეტს; და ერთი ტილო რა სიმდიდრე არის? მიჰხედეთ, რა ცთომაში არის ვეცხლის მოყვარე! ეგების სთქუას ვეცხ


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 6 2008, 05:23 AM
პოსტი #24


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოაკლო ეს ნაწყვეტი რატომღაც, ვაგრძელებ:

...ეგების სთქუას ვეცხლის მოყუარემ: ერთის ტილოს მეტი როგორ არ მაქუს-რა; ჩემი საუნჯე სრულებით ოქროთა და ვეცხლით სავსე არის. ვეცხლის მოყვარეო, ეგე შენი არა არის! გესმის მეუფის იესოს მიერ: „სხუანი დამაშურალ-არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუჱდით“. შენზედ ეს სიტყვა არ ითქმის: დაჰშვერი და შეიკრიბე, მაგრამ შენს შრომილზედ სხუა შემოვა და სხუა მიიღებს, შენ ლიტონი და ცალიერი დაშთები. თქუმულსა ამას თუ არ ირწმუნებ, მე მდიდარს გიჩუჱნებ რომ თავისი სიმდიდრე არცა ცათა შინა აქუნდა და არცა ქუეყანასა ზედა. ეს ქრისტეს მიერი სიტყვით დაგიმტკიცო. ქრისტემან მდიდარს უთხრა: „განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთ და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა და ქვეყანასა ზედა“. ჰსჩანს თავისი მონაგები მტკიცედ არა ჰქონია; თუ მტკიცედ ჰქონებოდა - „გაქუნდეს“ ასე არ ეტყოდა, ასრე ეტყოდა: „გაქუს“. მაგრამ ვეცხლის მოყუარეს არც ცათა შინა და არც ქუეყანასა ზედა მტკიცედ არა რაჲმე აქუს, - ზემო ქრისტეს მიერ თქუმულმა ესრეთ წარმოაჩინა. კიდევ ვსთქუათ, რომ ვეცხლის მოყუარეს არა-რაჲმე აქუს სიმდიდრე; სიმდიდრის ქონება ეს არის, როცა რამე ენებებოდეს კაცს, თავსის სიმდიდრისაგან მოპიოვოს; თუკი ვერას მოიპოვებს, რაც ენებება, მდიდარი არ იქნება. ახლა მას მდიდარსა მივხედოთ, რომელიც ლაზარა გლახაკის ჟამში მდიდარი იყო; ერთი წვეთი წყალი დასჭირდა, რა დიდის სურვილით ითხოვა, მაგრამ ვერ მოიპოვა! თუ მდიდარი იყო, სადა ჰსჩანს მისი სიმდიდრე? - არა სადა! ამისთვის არა ჰსჩანს, რომ უგვანად შეკრებილი იყო. ოქრო და ვეცხლი ამაოდ და ცუდად განიბნევა.

თუ იძიებ, რომ რომელს სიმდიდრეს აქუს კეთილი მდგომარეობა, გიჩუენო ქრისტეს მიერ სიტყვით. უფალი იესო ბრძანებს: „რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდინ ეზოსა თვისსა, მშვიდობით არიან მონაგები მისი“. როდესაც ქრისტეს შენს სიმდიდრეს ეზოს ჰსცავს, მაშინ შენი მონაგებიც მშვიდობით არის, და თუ ქრისტე არ სცავს, ყოვლითურთ უხმარი არის, ვითარცა არა ქონებული, ვითარცა ზემო წარმოვაჩინეთ ამისდა მაჩუენებლად საქმე მდიდრისა. მოვიდეთ და ქრისტესა და მოწაფეთა მისთა მიერ თქუმული ვეცხლი მოყვარებისა დასხნისათვის მაგალითად ვიხმაროთ. ქრისტემან ბრძანა: „რომელმან განუტეოს ცოლი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, მან იმრუშა და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა“. მოწაფეთა მოახსენეს: „უკეთუ ესოდენი ბრალი არს დედაკაცისა თანა, არა-რა შეჰგავს ქორწინება“. ქრისტემან უბრძანა: „არა ყოველთა დაიტიონ“. ეგრეთუჱ სახედ ამისა მე უღირსი ვიტყვი: რომელიც უჯეროდ ვეცხლს შეიკრებს, ისიც ვეცხლის მოყუარე არის და რომელიც ჯეროვნად შეკრებულს როგორც ჯეროვანი არის, ისე გლახაკს არ განუყოფს, ისიც ვეცხლის მოყუარედ აღირაცხება; და თუ ესოდენი ბრალი არს ვეცხლისა, არა შეჰგავს მოგება; მაგრამ არა ყოველთა დაიტიონ, თორემ უმჯობესი - სრულიად მოუგებლობა არის, ვითარცა არს სიტყუა მაცხოვრისა: „ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა“. გნებავს ამის ცნობა, თუ სრულიად უპოვარება როგორ უმჯობესი არის სიმდიდრისაგან? მე გიჩუენო: მდიდათ ვაება აქუს ქრისტესაგან, ვითარცა ბრძანებს: „ვაჲ, თქუჱნდა მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემა თქუენი“; და გლახაკთა ნეტარება აქუს იესოს მიერ: „ნეტარ იყვნენ გალახკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“. მიჰხედენ, რაოდენად უმჯობესი შეიქმნა გლახაკი მდიდრისაგან: გალახკი ნეტარებაში არის და მდიდარი ვაებაში. უცხადესი წარმოჩენა ამის უმეტესი რაჲ იქმნება? მაგრამ ერთი სახე კიდევ მოვიღოთ მდიდრისა და გლახაკისა, თუ რომელი უმჯობესი არის. საეჭვო არ არის, რომ გლახაკი უმჯობესი არის: ლაზარე გლახაკი სასუფეველში და მდიდარი - ჯოჯოხეთსა შინა. აქ ერთი საკვირვო საქმე არის: უსულოსა და უგრძნობელსა ნივთზედ ყოვლითურთ ჯეროვნება ეს არის - შენ უნდა უფლებდე; და რადგან ვეცხლის მოყუარე ხარ, შენ ვეცხლის უფლად არა ჩანხარ; თუ უფალი ხარ, ეს როგორ არის, ხელით და ფერხით მისგან შეკრული და დამონებული ხარ: ხელი შეკრული გაქუს მოწყალებისათვის, რომ ერთი რამ ძვრა შენს ხელს მოწყალებისათვის არა აქუს; ფერხი შეკრული გაქუს და ეკკლესიასა შინა სვლას ვერ ახშირებ ამის მოშიშრებისათვის - ვეცხლი მპარავმან არ წარიღოს; თვალი მის მიერ დაბნელებული გაქუს და ქრისტეს მსგავს გლახაკს კეთილად მოწყალებით ვერ ჰხედავ.

კრატისტოს ვინმე ბრძები ვეცხლისაგან თავისის თავის შეკრვასა და მონებას ჰხედვიდა, ამისთვის ყოველივე სიმდიდრე მისი ზღვაში გარდაყარა, და ვეცხლს თავისი თავი არ დაამონა. თუ გნებავს, რომ შენც განირინო თავისი თავი, ვეცხლის მონებისაგან, ხელი განხსენ და აღძარ გლახაკთა მოწყალებისათვის, ფერხი განხსენ სვლად ეკკელსიასა შინა ლოცვისათვის, თვალნი განაღე გლახაკთა მოწყალებით მიხედვისათვის; კრატისტომან ზღვაში განაბნია, შენც ზღვის მიმსგავსებულს ქრისტეს სიყვარულში (ესე იგი, გლახაკთა მოწყალებაში) განაბნიე, რათა წარმავალისა და განხრწნადისა წილ წარუვალი და განუხრწნელი მიიღო საუკუნო დიდებაჲ, აწდა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებანი, ქუთაისი, 1898 წ.


იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Feb 6 2008, 10:22 AM
პოსტი #25


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



...........


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Feb 6 2008, 01:42 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Lenus @ Feb 6 2008, 11:22 AM) *

ამასთან მდიდარი არასოდეს არაა დაფასებული ადამიანი.


ერთხელ პატრიარქმა სიონში ქადაგებისას თქვა: ნუ მიეჩვევით სიღარიბესო


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Feb 6 2008, 02:58 PM
პოსტი #27


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



...........


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ელესარი
პოსტი Feb 6 2008, 05:46 PM
პოსტი #28


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 18-January 08
წევრი № 3,669



ახლა მოკლედ გადავხედე პოსტებს და აი ჩემი პასუხიც (იმედია არავის სიტყვებს არ ვიმეორებ smile.gif ):

სიმდიდრე არის ერთგვარი იარაღი, რომლითაც შეიძლება ან ტაძრების აშენება, მშიერის დაპურება, და ა.შ., ანდა ვინმეს მოსაკვლელად იარაღის ყიდვა. სიმდიდრე თუ სიღარიბე არ განსაზღვრავს ადამიანის სამოთხეში ან ჯოჯოხეთში მოხვედრას. არც სიმდიდრე და არც სიღარიბე არ დაგვაშორებს და არც დაგვაახლოვებს უფალთან. მთავარია რამდენად სწორედ და ქრისტიანულად ვატარებთ ჩვენს ჯვარს. პრობლემა კი დამოკიდებულებაშია: სიმდიდრე, სიღარიბე თუ სხვა რამე კი არ უნდა გვფლობდეს ჩვენ, არამედ მხოლოდ ერთი უფალი უნდა გვყავდეს - ჩვენი ღმერთი.

სხვათაშორის სახარებაში ისიც წერია, რომ თუ თვალი/ხელი/ფეხი გაცდუნებსო, სჯობს რომ მოიკვეთოო (მარკოზი 9: 43-48). დავიჯერო არავის არ გვაცდუნებს ხსენებული კიდურები ან თვალი? და ამის გამო გინახავთ სადმე დაინვალიდებული მორწმუნეები? ანუ ზოგი რამ სახარებაში არ უნდა გავიგოთ მაინცდამაინც პირდაპირ. სახარება გვაძლევს აზროვნების საშუალებას.

აბა ვნახოთ თუ როგორ განმარტავს წმ. იოანე ოქროპირი ზემოთხსენებულ საკითხს:

" Действительно, не столько имеют препятствий на пути ко спасению те, которые владеют немногим, сколько те, которые погружены в бездну богатства, — потому что страсть к богатству тогда бывает сильнее. И я никогда не перестану повторять, что приращение богатства более и более возжигает пламя страсти и делает богачей беднее прежнего: возбуждая в них беспрестанно новые пожелания, заставляет через то сознавать всю свою нищету. Смотри вот, какую силу и здесь показала эта страсть. Того, кто с радостью и усердием подошел к Иисусу, так помрачила она и так отяготила, что, когда Христос повелел ему раздать имение свое, он не мог даже дать Ему никакого ответа, но отошел от Него молча, с поникшим лицом и с печалью. Что же Христос? Что трудно богатому войти в Царство Небесное (ст. 23). Христос этими словами не богатство порицает, но тех, которые пристрастились к нему. Но если трудно войти в Царство Небесное богатому, то что сказать о любостяжателе? Если не давать от своего имения другому есть уже препятствие па пути к царству, то представь, какой собирает огонь тот, кто захватывает чужое! Но для чего же Христос сказал ученикам Своим, что трудно богачу войти в Царство Небесное, когда они были бедны и даже ничего не имели? Для того, чтобы научить их не стыдиться бедности, и как бы оправдаться перед ними в том, почему Он прежде советовал им ничего не иметь. Сказав здесь, что неудобно богатому пойти в Царство Небесное, далее показывает, что и невозможно, не просто невозможно, но и в высшей степени невозможно, что и объясняет примером верблюда и игольных ушей. Удобнее, говорит, верблюду пройти сквозь игольные уши, чем богатому войти в Царство Божье. А отсюда видно, что немалая награда ожидает тех, кто при богатстве умеет жить благоразумно. Потому Христос называет такой образ жизни делом Божьим, чтобы показать, что много нужно благодати тому, кто хочет так жить. Когда же ученики смутились, слыша Его слова, Он далее сказал: людям это невозможно, Богу же всё возможно (ст. 26). Но отчего смущаются ученики, будучи бедны, и даже слишком бедны? Что их беспокоит? Оттого, что имели слишком сильную любовь ко всему человечеству, и уже принимая на себя должность его учителей, страшились за других, за спасение всех людей. Эта-то мысль очень много и смущала их, так что они великую имели нужду в утешении. Потому Иисус, посмотрев сначала на них, сказал: невозможное людям возможно Богу (Лк. 18, 27). Кротким и тихим взором Он успокоил волнующиеся их мысли, и разрешил недоумение (на это самое указывает и евангелист словами: подняв глаза), а потом ободряет их и словами, указывая на силу Божию, и таким образом возбуждал в них надежду. А если хочешь знать, каким образом и невозможное может быть возможным, то слушай. Не для того ведь сказал Христос: невозможное людям возможно Богу, чтобы ты ослабевал в духе и удалялся от дела спасения, как невозможного; нет, Он сказал это для того, чтобы ты, сознавая великость предмета, тем скорее принялся за дело спасения и, с помощью Божьей ступив на путь этих прекрасных подвигов, получил жизнь вечную"

Толкование нашего святого отца, Иоанна Златоуста, Архиепископа константинополя, на святого матфея евангелиста. Беседа 63

http://www.agape-biblia.org/prpakety/zlatoust/Matf063a.htm


--------------------
«Так, товарищи, по вопросу о плюрализме двух мнений быть не может».
------
“ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს” (1 კორ. 13:13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 8 2008, 01:51 PM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ელესარი
ციტატა
სხვათაშორის სახარებაში ისიც წერია, რომ თუ თვალი/ხელი/ფეხი გაცდუნებსო, სჯობს რომ მოიკვეთოო (მარკოზი 9: 43-48). დავიჯერო არავის არ გვაცდუნებს ხსენებული კიდურები ან თვალი? და ამის გამო გინახავთ სადმე დაინვალიდებული მორწმუნეები? ანუ ზოგი რამ სახარებაში არ უნდა გავიგოთ მაინცდამაინც პირდაპირ. სახარება გვაძლევს აზროვნების საშუალებას.


რათქმა უნდა ყველაფერს ერთი ერთზე ვერ მიიღებ სახარებაში ჩაწერილს, მაგრამ, როცა ყველაფერზე ვამბობთ: აქ სხვა რამე იგულისხმებაო, არც ეგაა სწორი...
მაინტერესებს, როგორ უნდა გავიგოთ ქრისტეს ნათქვამი, როცა ის ამბობდა, გაყიდე და ღატაკებს დაურიგეო?
პირველი ეკლესიის ქრისტიანებიც ყველაფერს ყიდდნენ და მათ საერთო ჰქონდათ ყველაფერი...
ნეტა დღეს თუ გააკეთებს ქრისტიანი ხალხი ამას?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ელესარი
პოსტი Feb 8 2008, 02:18 PM
პოსტი #30


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 18-January 08
წევრი № 3,669



ციტატა
როცა ყველაფერზე ვამბობთ: აქ სხვა რამე იგულისხმებაო, არც ეგაა სწორი...

ჯერ ერთი, ყველაფერზე არ ვამბობთ. მეორეც, ვხელმძღვანელობთ ეკლესიის გამოცდილებით, წმ მამათა განმარტებებით, ეკლესიის კრებების დადგენილებებით ...

ციტატა
პირველი ეკლესიის ქრისტიანებიც ყველაფერს ყიდდნენ და მათ საერთო ჰქონდათ ყველაფერი...

მოციქულთა საქმეებში (საქმე მე-10 თავი), მაგალითად, ნახსენებია კორნელიოსის სახლეულის გაქრისტიანება. ის საკმაოდ მდიდარი კაცი იყო, მაგრამ წმინდა წერილი არ გვეუბნება გაყიდა/დაარიგა თუ არა მან თავისი სიმდიდრე. ვთვლი, ესე რომ ყოფილიყო, ალბათ დაიწერებოდა ამის თაობაზე.
ისე, ხომ არ იცით მისი ცხოვრების შესახებ?

ციტატა
გაყიდე და ღატაკებს დაურიგეო?

კი ბატონო, თუ შეგიძლიათ ამის გაკეთება, ამას რა ჯობია! ესეც არის იდეალი, მაგრამ ეკლესია არ აცხადებს ამას როგორც ქრისტიანისათვის აუცილებელ ნორმად. და რომ გაყიდი და დაურიგებ ღატაკებს, მერე უნდა წახვიდე მონასტერში. ხოლო, თუ ქრისტიანს ოჯახი ყავს, მაშინ ის პასუხისმგებელია ოჯახის წინაშეც და სხვასთან ერთად პასუხს აგებს უფლის წინაშე თავისი შვილების აღზრდაზეც.


--------------------
«Так, товарищи, по вопросу о плюрализме двух мнений быть не может».
------
“ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს” (1 კორ. 13:13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 8 2008, 02:31 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ელესარი
ციტატა
მაგრამ ეკლესია არ აცხადებს ამას როგორც ქრისტიანისათვის აუცილებელ ნორმად.


ყველაფრის გაყიდვა არა მაგრამ მე ქრისტიანობა გლახაკთა დახმარების და გვერდში დგომის გარეშე ვერ წარმომიდგენია...

დიახ გეთანხმები, რომ ოჯახის მიხედვა ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ელესარი
პოსტი Feb 8 2008, 02:35 PM
პოსტი #32


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 18-January 08
წევრი № 3,669



ციტატა
მე ქრისტიანობა გლახაკთა დახმარების და გვერდში დგომის გარეშე ვერ წარმომიდგენია...


აი ამაზე კი ორი აზრი არც არის. smile.gif


--------------------
«Так, товарищи, по вопросу о плюрализме двух мнений быть не может».
------
“ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს” (1 კორ. 13:13)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 8 2008, 02:41 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



sergi_glaxa
ციტატა
მაინტერესებს, როგორ უნდა გავიგოთ ქრისტეს ნათქვამი, როცა ის ამბობდა, გაყიდე და ღატაკებს დაურიგეო?პირველი ეკლესიის ქრისტიანებიც ყველაფერს ყიდდნენ და მათ საერთო ჰქონდათ ყველაფერი...ნეტა დღეს თუ გააკეთებს ქრისტიანი ხალხი ამას?

მაცხოვარმა ეგ გამოსაცდელად უთხრა მდიდარს, რომელიც სჯულს ზედმიწევნით ასრულებდა, უთხრა კიდეც ყოველივეს სიყრმიდანვე ვასრულებო და რაღა მაკლია მეო, აი მაშინ უთხრა უფალმა სწორედ ეს სიტყვები რომ ყველაფერი გაყიდე და შემომიდექი მეო, რამაც ძალიან დაამწუხრა ეს ადამიანი, რადგან მდიდარი იყო ძალიან და მიჯაჭვული იყო ამ სიმდიდრეს.


გასაგებია დიდ სულიერ სიმაღლეზე მდგარნი ყველაფერს ყიდდნენ, ურიგებდნენ გლახაკებს და თვითონ მონასტრებში მიდიოდნენ, მაგრამ ყველას ვერ მოსთხოვ ამის გაკეთებას. უფალის ეს სიტყვები ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ადგეს ადამიანმა საერთოდ ყველაფერი გაყიდოს და მერე თვითონ შიმშილით ამოხდეს სული, მაშინ ან მონასტერში უნდა წავიდეს ან რავიცი მაშინ ან მწირივით მოწყალება უნდა ითხოვოს ან კიდე რამე უნდა გააკეთოს. ასე რომ უფალმა ამ სიტყვებით დაგვანახა, რომ არ უნდა ვიყოთ მიჯაჭვულნი არაფერზე, ისე რომ დათმობა ვერ შევძლოთ ნებისმიერ დროს. ხვდებით რამხელა წყალობა იყო როდესაც ამ მდიდარს მოუწოდებს უფალი მომდევდი მეო, მოციქულთა რანგს შეემატებოდა, მაშინ როდესაც სხვებს მასთან გაყოლის ნებას არ რთავდა და რისი გულისთვის დათმო მან ეს?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Feb 8 2008, 02:57 PM
პოსტი #34


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



................


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 8 2008, 03:01 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(Lenus @ Feb 8 2008, 01:57 PM) *

ალექს,

მადნ ერთი რამაც წერია და მნიშვნელოვანია მგონი - ეს რომ უპასუხა იმ მდიდარმა., მაცხოვარს "ეამაო", ანუ ესიამოვნა და უკვე კმაყოფილი იყო ამ კაცის სულიერი ცხოვრებით, ამგრამ შემდეგ უკე სრულყოფილებაზეა საუბარი ანუ ბერობაზე როგორც ელესარმა თქვა.

შემდეგ უკვე უპოვარების მადლს აზიარებს და სთავაზობს. მაგრამ ამ კაცზე იმის თქმა რომ მიჯაჭვული იყოო, იგივე თვითოეულ ჩვენთაგანზეც ვთქვათ, რომ მიჯაჭვულები ვართ რაღაც მატერიალურზე. მანქანა იქნება ტელეფონი, ბინა და ფული თუ სხვა. ვართ, და მიხვდა ის მდიდარიც რომ ისიც იყო და შეწუხდა ამიტომაც, ხომ არ გაუცინია, ან აინუნში არ ჩაუგდია...

დიახ ლენუს სახარებაში სწერია რომ უფალს შეუყვარდაო ეს ადამიანიო


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 8 2008, 03:04 PM
პოსტი #36


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ნუ გავამართლებთ სიმდიდრისა და კომფორტის მოყვარეობას რაღაც საკუთარი შეხედულებებით, რომელიც არა მგონია მთლად ქრისტიანული იყოს. ვთქვათ ალალად რომ გვიზიდავს სიმდიდრე და მორჩა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Feb 8 2008, 03:08 PM
პოსტი #37


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



სიმდიდრე ერთდროულად ღვთის წყალობაც არის, გამოცდაც და ჯვარიც.

სიღარიბის გამო ადამიანი არ ცხონდება.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 8 2008, 03:09 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(sergi_glaxa @ Feb 8 2008, 02:04 PM) *

ნუ გავამართლებთ სიმდიდრისა და კომფორტის მოყვარეობას რაღაც საკუთარი შეხედულებებით, რომელიც არა მგონია მთლად ქრისტიანული იყოს. ვთქვათ ალალად რომ გვიზიდავს სიმდიდრე და მორჩა...

სიმდიდრე თავისთავად კი არაა დამღუპველი, არამედ სიმდიდრისადმი მიდრეკილება, მისდამი არასწორი დამოკიდებულება, მისდამი მიჯაჭვულობა. მაშინ აბრაამზე რას იტყვი ისიც ხომ ზალიან მდიდარი იყო, მაგრამ თავისი რწმენით, ღვთისმოსაობით და სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდა.



პ.ს შენ რატო არ ყიდი ყველაფერს და რატომ არ ურიგებ გლახაკებს შენს ქონებას? სხვის ქონებაზე და სიმდიდრეზე რომ გაქვს მარტო ლაპარაკი laugh.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Feb 8 2008, 03:12 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ალექსანდრე
ციტატა
.ს შენ რატო არ ყიდი ყველაფერს და რატომ არ ურიგებ გლახაკებს შენს ქონებას? სხვის ქონებაზე და სიმდიდრეზე რომ გაქვს მარტო ლაპარაკი

შენ რა იცი მე რა სიმდიდრე მაქვს და რას არ ვყიდი, ან ვის რას ვურიგებ?
ხო აი რა იცი? ან ვინ გითხრა პირადად შენ გაყიდე რამეო? wink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 8 2008, 03:15 PM
პოსტი #40


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



sergi_glaxa
ციტატა
შენ რა იცი მე რა სიმდიდრე მაქვს და რას არ ვყიდი, ან ვის რას ვურიგებ?ხო აი რა იცი? ან ვინ გითხრა პირადად შენ გაყიდე რამეო?


რატო არ ყიდი ყველაფერს და რატო არ ურიგებ გლახაკებს?




ხოოოდა თუ ყველაფრის გაყიდვა არ შეგიზლია სხვის ქონებაზე ლაპარაკს შეეშვი და შენსას მიხედე laugh.gif biggrin.gif tongue.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

26 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 09:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი