IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V < 1 2  
Closed TopicStart new topic
> კაზანტიპი, პოტენციურად უღმერთო ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე
q.w.e
პოსტი Aug 16 2014, 10:49 AM
პოსტი #21


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
საპატრიარქომ გააკეთა განცხადება კაზანტიპთან დაკავშირებით.
ამ საიტზე ნახავთ:



madlioba.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 21 2014, 11:53 PM
პოსტი #22


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



დიდი მადლობა უფალს კაზანტიპისთვის
დიდი ხანია საქართველოში , ,,უკაზანტიპოდაც კაზანტიპია’’
სათაური არ გეჩვენებათ და არც ვხუმრობ . დიახ ! სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - ,,დიდი მადლობა უფალს კაზანტიპისთვის !’’ , ეს ჩემი მადლიერება , არ გამომდინარეობს მხოლოდ , ეკლესიური შეგონებიდან -,, ჰმადლობდეთ ყოვლადვე ყოველთათვის სახელითა უფლისა.’’ ჩემი აზრით , აუცილებელი იყო , რომ საქართველოში ჩატარებულიყო ამგვარი ღონისძიება და კიდევ კარგი ტარდება . გინდათ შემაჩვენეთ ახლა ამის გამო , გნებავთ დამწყევლეთ , თუ გაგიხარდებათ ,,მწვალებელ-ეკუმენისტიც’’ მიწოდეთ , კვლა ვიმეორებ - ,,დიდი მადლობა უფალს კაზანტიპისთვის !
შეიძლება დაგაინტერესოთ თუ რატომ . ახლავე მოგახსენებთ .ალბათ იცით , რომ ბილეთის ფასი , ამ ფესტივალზე დასასწრებად , შეადგენს დაახლოებით 300 ევროს . ამას დაუმატეთ ის ,,ცეცხლისკიდება ფასები’’ , რომლებიც იქ ჩასულ ,,დამსვენებლებს’’ ხვდება და კიდევ- დამატებითი ხარჯები . პირადად მე , ვინმემ რომ დამიფაროს ყველა ეს გადასახადი , რა თქმა უნდა მაინც არ წავალ ხსენებულ ფესტივალზე . სამაგიეროდ , ვიცნობ ხალხს , რომლებმაც ისესხეს ფული და ისე გაემგზავრენ ანაკლიაში . აი საიდან უნდა დავიწყოთ ამ პრობლემაზე საუბარი - თუ რატომ არ წავალ მე კაზანტიპზე , (თუნდაც სხვამ დამაფინანსოს) და რატომ მიდის სხვა , რომელიც სეხულობს თანხას ამისთვის .
იქ მყოფ პირებს თუ ესაუბრეთ , გეტყოდათ აუცილებლად იმ ფართო რიგის შესახებ , რომელიც ,კაზანტიპის საზღვრებზე’’ იყო , სადაც , უცხოელებთან ერთად , ბევრი ქართველიც შემოჯარულიყო და კბილების კაწკაწით ელოდა , შიგნით შესვლას . მიჩნდება კითხვა - ეკლესია ებრძვის ცოდვას თუ რესპუბლიკას , მუსიკას , ცეკვას და.ა.შ. რა თქმა უნდა ცოდვას და იმ ცოდვის გამოვლინებებს , რომელიც ხდება კონკრეტულ რესპუბლიკაში , მუსიკაში , ცეკვაში და.ა.შ. გმადლობთ . ახლა მეორე კითხვა - თქვენი აზრით , კაზანტიპზე , მრუშობისა და დროსტარების გამო წასულ , ქართველ გოგო-ბიჭებს , ამ ფესტივალის არჩატარება შეაკავებს, რომ არ იმრუშონ ? არანაირად . მათი დამოკიდებულება , სწორედ ისეთია , როგორც , ქართულ , ერთ-ერთ ფილმში - ვნებები მოეძალათ და ვერც ხალათი , ვერც ცოდვის შიში და ვერც სასჯელის მოლოდინი დაიჭერთ .
დიდი ხანია საქართველოში , უკაზანტიპიდაც კაზანტიპია
დავუშვათ რომ ეს ფესტივალი საერთოდ არ არსებობს , რას გააკეთებდნენ თქვენი აზრით , ეს ახალგაზრდები ? რას და , რასაც მე ვხედავ ყოველ საღამოს , ჩემი ფანჯრებიდან . (სამწუხაროდ , ჩემი ფანჯრების ქვემოთ - ,, ფეშენ ქუჩა-შარდენია’’) . მობრძანდით ბატონებო საღამოს 10:00-დან და იხილეთ თუ რა ხდება ,ბარებში,კლუბებში , ეზოებში ... დაინახავთ თუ როგორ იკეტება გარკვეული კლუბები თვეში ერთხელ , კართან დაცვა დგება და შიგნით ყოველგვარი გადაღება იკრძალება . გგონიათ რომ შარდენზე , მხოლოდ ფულიანები მოდიან? ნურას უკაცრავად . მრავლად შეხვდებით ისეთებს , რომლებიც ჭიქა წყალსა და ლიმონს უკვეთავენ უსახსრობის გამო , რათა ფბ-ზე ,,დააჩექინონ’’ , რომ ,,ჯინ-ტონიკს’’ სვამენ . შემდეგ გაიცნონ მათნაერი უსახსრო და ვნებიანი პარტნიორი და რადგან ,,ბაითის პონტი ‘’ არა აქვთ , იქვე მოფარებულში ...
გგონიათ რომ ეს მხოლოდ შარდენზე ხდება ? ვერ მოგართვით . იმ ,,ტაილანდურ მასაჟებზე’’ , რომ არაფერი ვთქვათ , რომლებიც ყოველი ფეხის ნაბიჯზეა დედაქალაქში , ისედაც იცით მემგონი , თუ რომელ ქუჩაზე , რომელი დაწესებულებაა საროსკიპო და თუ არ იცით , ნუ დარდობთ . ე.ი. იმ შენობებში , ქართველი გოგონები (მათ შორის არასრულწლოვანებიც) უცხოელ მამაკაცებს ემსახურებიან და ამ პატარა საქათველოში , რომ არ გეცნოთ ეს ,, მანდილოზვრები’’ , არავინ შეგიშვებთ შიგნით . ხოლო გარეთ კი , ამ გოგონებს არაფერი შეეტყობათ მეძავობის . ეკლესიებშიც შევლენ უშარვლოდ და თავშლით, მსხვილ სანთლებსაც დაანთებენ , უბანშიც დასხდებიან და ფინჯანყავაზე განიხილავენ თუ რომელი ქალი , რომელ კაცთან შეამჩნიეს , ვინ ვისთან ღალატობს ქმარს და.ა.შ. მოკლედ , ტიპიური ქართული სურათია . არ იფიქროთ რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დედაქალაქში ხდება . რაიონში ხშირად , მასზე უარესადაცაა საქმე . მაგ : ახლა ვიმყოფები , ხაშურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში და დაუყოვნებლივ შემიძლია დაგისახელოთ , ამ ადგილიდან 10 კმ.ს რადიუსში მდებარე , დაახლოებით ,,15 ერთეული’’ , ე.წ. ,,ლოკანტა’’ , რომელში მომუშავე ქართველი ქალბატონები , ,,ძალასა და ღონეს არ იშურებენ’’ , რომ ტრაილერის თურქი მძღოლები კმაყოფილები გაუშვან , წითელი ხიდისა თუ სარფის მიმართულებით . (ეს ქალბატონები კი ხშირად უყურებენ ,,ბაში აჩუკს’’ და აღფრთოვანდებიან ხოლმე , როდესაც იხილავენ , იმ ქართველ მანდილოსნებს , რომლებსაც სიკვდილი ერჩივნათ , თვით შაჰის ცოლობასაც კი ) .

სასულიერო პირები

ახლა , სასულიერო პირებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა . კაზანტიპის შესახებ მისმა უწმინდესობამაც იქადაგა , ჩვეულად და ბრძნულად . წმიდა სინოდის წევრებიც ბრძანდებოდნენ , ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში , გადაიხადეს პარაკლისი, მრევლი დამოძღვრეს და.ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ , შეასრულეს ის , რაც უნდა გაეკეთებინათ . კიდევაა საჭირო დამატებითი მიტინგები ? ჩემი მოკრძალებული აზრით არა . რატომ ? - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ , გაიხსენეთ თუ რა მოვიგეთ ქართველმა მრევლმა , უკანასკნელი წლების მანძილზე ,,რელიგიური მიტინგებით . ‘’ გაიხსენეთ აქციები თბილისში , როდესაც ხელისუფლებამ მიიღო კანონი - რელიგიების , საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის შეახებ , გაიხსენეთ ქართული სირცხვილი - 17 მაისი , როდესაც მოსაკლავად დავდევდით ერთმანეთს . გაიხსენეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი და.ა.შ. მოიგო ეკლესიამ რამე ? მე არ ვიცი . სამაგიეროდ , მაინც მიიღეს ყველა კანონი , რაც დაგეგმილი ჰქონდათ მაინც აღასრულეს ხოლო მავანს მივეცით საშუალება ეთქვა , რომ - ,,კაზანტიპი , როგორც ეკლესიის მორიგი მარცხი . ‘’

ნუ გვექნება ილუზია , რომ ის ხალხი , ვინც მღვდლებს აკრიტიკებს რომ ,,ჯიპებს არ ყიდიან , რათა გაჭირვებულებს დაეხმარონ’’ , ვინც ეკლესიას აქილიკებს , რადგან არ ეწევა ქველმოქმედებას და.ა.შ. ადგებიან ახლა და გაკიცხავენ იმ ახალგაზრდებს , რომლებმაც 300 ევროიანი ბილეთები აიღეს კაზანტიპისთვის და იქ გატარებული დროისათვის კი , დამატებით იხდიან , კოლოსალურ ხარჯებს . რატომ ? რატომ და სულ ფეხებზე ჰკიდიათ (უკაცრავად) , გაჭირვებულთა დახმარება , ქველმოქმედება , ლგბტ უმცირესობების ბედი და.ა.შ. მათი მიზანია მართლმადიდებლობის, ეკლესიის, ლანძღვა-გინება თუ დამცირება . ხოლო ჩვენ , რამდენ ,,ტაბურეტკასაც მოვიქნევთ’’ , რაც უფრო ძვირიან მანქანებს ვიყიდით , რაც უფრო უსწავლელნი ვიქნებით , რაც უფრო მეტ მიტინგს მოვაწყობთ ,,ურა მართლმადიდებლური’’ პათოსით , იცოდეთ რომ , სწორედ მათ წისქვილზე ვასხამთ წყალს და ხელს ვუწყობთ , რომ უფრო მეტად დაამცირონ ეკლესია .

ჩვენი ღმერთი ქრისტეა თუ ოსამა ბინლადენი ?

სამაგიეროდ, უკვე გამოჩნდნენ პიროვნებები , რომლებმაც სხვადასხვა რეგიონში მომხდარი ბუნებრივი კატაკლიზმები ( იმ რეგიონებში , რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილიც , საერთოდ აზრზზე არაა თუ რას წარმოადგენს კაზანტიპი ან რა ხდება ანაკლიაში), ზემოთხსენებული მუსიკალური ფესტივალიდან გამომდინარე , ღვთიურ სასჯელს მიაწერეს. კიდევ ბევრი სტიქიური უბედურება მოხდება ( ყოველთვის იყო და იქნება) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში , (უფალმა,მაქსიმალურად დაგვიფაროს მათგან) და კიდევ ბევრს მიაწერენ ამ დღესასწაულს , მაგრამ დარწმუნებული იყავით , რომ არც გიგანტური ტალღა წალეკავს სამეგრელოს ხსენებულ ქალაქს ( ან რატომ უნდა წალეკოს) და არც ,,წუმწუმბაი’’ იწვიმებს ციდან . სასჯელი კი ისაა , რომ ვიღაც არ წავიდა ანაკლიაში რადგან , ამ ცოდვს გამო , სტიქიური უბედურება არ დასტეხოდა მას ,მის ოჯახს და არ დანგრეულიყო მისი სახლი .ხოლო როდესაც კი , სხვა ადგილზე მოხდება გარკვეული სტიქიური უბედურება , იგი დარწმუნებული იქნება რომ მისი გამომწვევი მიზეზი - კაზანტიპია .

სადღაა აქ მართლმადიდებლობა , ეკლესიური რწმენა , ღვთის სიყვარული და სხვა სათნოებები . ე.ი. გამოდის რომ ჩვენ , უფლის სიყვარულის გამო კი არ ვამბობთ უარს , ცოდვის ჩადენაზე , სულის ცხონების გამო კი არ ვამბობთ უარვყოფთ მას , არამედ იმიტომ , რომ გარკვეული ტერიტორია არ აფეთქდეს და გადაიბუგოს . გამაგებინეთ მაშინ , ჩვენი ღმერთი , მოსიყვარულე , კაცობრიობისთვის ჯვარცმული ქრისტეა , თუ ოსამა ბინლადენი, რომელიც მზადაა , რომ ნებისმიერი ადგილი ააოხროს , იმიტომ რომ არ მიესადაგება , საკუთარი რელიგიისა და ქვეყნის ინტერესებს .

კაზანტიპი არ გვეკადრებაო !

შევთანხმდით რომ , იქ მყოფი ახალგაზრდები , კაზანტიპის არარსებობის შემთხვევაშიც შესცოდავდნენ . თუმცა , იმიტომ არ გვინდა ფესტივალის ჩატარება , რომ შეუფერებელია ჩვენი წარსულისთვის , მიუღებელია ქართველობისთვის, არაა ეკლესიური ქმედება, ეწინააღმდეგება ,,ქართულ მესიანიზმს’’ და.ა.შ.

არადა პირიქითაა. სწორედ ამ მიზეზების გამო უნდა ვუთხრათ მადლობა უფალს , რომ კაზანტიპს ატარებს . რადგან ერთხელ და სამუდამოდ დავინახოთ , რომ რეალურად არ ვართ ჩვენ ,,ღვთის რჩეული ერი’ , არ ვამართლებთ ,, ღვთისმშობლის წილხვდრომილობას’’ , რომ ხვალ , ,,არ გაბრწყინდება ივერია’’ , ,,არ ჩამოვა თეთრ ცხენზე ამხედრებული წმიდა გიორგი და არ გაჟლიტავს მართლმადიდებლობის მტრებს’’ , არ ვართ ჩვენ ის ერი , რომელსაც შეგვიძლია რომ ახლა , კიდევ ერთხელ მოვიგოთ დიდგორი , შამქორი , ბასიანი ...

ის რაც დღეს ანაკლიაში ხდება , არის რეალური სახე ქართველებისა და საქართველოსი. ეს კაზანტიპია ის რეალური სარკე , რომელშიც ყველამ უნდა ჩავიხედოთ და ჩვენი თავი დავინახოთ . ერთხელ და სამუდამოდ გავიგოთ რომ , ღვთისგან გამორჩეული ერი კი არა , ,,ურამართლმადიდებლების’’ კრებული უფრო ვართ , რომლებიც ,,ტაბურეტკებით’’ დავდევთ ჩვენს თანამემამულეებს . ეკლესიურობა კი მხოლოდ იმით შემოიფარგლება , რომ მსხვილი სანთლებით ვდგავართ მოოქროვილგუმბათიან ტაძრებში და როგორც ჩემი ერთი ნაცნობი ამბობს - ,,წელშიმოკაკვულნი დავდივართ ხატების წინ.’’ დავინახოთ რომ პრობლემა გარყვნილ ევროპასა და ამერიკაში კი არაა , არამედ ჩვენშია და დასავლეთის გარეშეც , ისე მშვენივრად ვატარებთ გარყვნილების დღესასწაულებს , როგორც დაგიბარებია ,წარბშეუხრელად ვდგავართ რიგში , რომ შიგნით შევიდეთ და ვმრუშოთ , ხოლო მეგობრებს ვეხვეწებით ფული გვასესხონ , რათა დაუბრკოლებლად წავიდეთ , სიძვის ცოდვისკენ .

პრობლემა ჩვენშია

პრობლემა არაა კაზანტიპში , არ იყო სოდომში , არ იქნება დასავლეთში . პრობლემა არის ჩვენში . სოდომში რომ ყოფილიყო პრობლემა , ლოტის შვილები ვერ შეინარჩუნებდნენ ქალწულობას , დასავლეთში რომ იყოს პრობლემა , კაზანტიპი მხოლოდ მაშინ ჩატარდებოდა , როდესაც ევროკავშირის წევრი გავხდებოდით .

ნუ გვექნება ილუზია , რომ ის ანაკლიელი მოსახლეობაა მხოლოდ ,,სულგაყიდული’’ , რომელიც მზადაა , რომ ცოდვებზე დახუჭოს თვალი , ოღონდ ფინანსური სარგებელი მიიღოს . ჩვენი ქვეყანაა მასეთი . ხვალ რომ ბობოყვათში ჩატარდეს ეს დღესასწაული , იგივეს გააკეთებდნენ ბობოყვათელები , ზეგ რომ წალკაში ტარდებოდეს, იგივეს გააკეთებდნენ წალკელებიც . რატომ ? იმიტომ რომ უკაზანტიპოდაც კაზანტიპია საქართველოში , უკვე დიდი ხანია და გულში მჯიღებისა თუ თავში ტაბურეტკების რტყმით , უფრო მეტად გავამძაფრებთ მას .

პრობლემის გადაჭრა მხოლოდ განათლებით და სიწმინდით შეგვიძლია და რას ვაკეთებთ ამ კუთხით , კი მოგეხსენებათ .

მოკლედ , ახლა გინდათ შემაჩვენეთ , გინდათ დამწყევლეთ , თუ გაგიხარდებათ - ,,მწვალებელ-ეკუმენისტი’’ და ერის მოღალატე მიწოდეთ , მე მაინც ვიტყვი , რომ დღევანდელი ქართველი ერი , არა ვართ არც საზეპურო , არც ღვთისგან გამორჩეული და არც მართლომორწმუნე მართლმადიდებელი . სხვამხრივ კი -

,, მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,

ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად.’’



გურამ ლურსმანაშვილი

http://seminarieli.wordpress.com/2014/08/2...83%90%E1%83%9C/

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Aug 22 2014, 09:27 AM
პოსტი #23


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



მშვენიერია გურამ სწრორი ხედვაა პრობელმის kiss1.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro sandro
პოსტი Aug 22 2014, 11:26 PM
პოსტი #24


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 11
რეგისტრ.: 9-September 13
წევრი № 13,332



A.V.M

გეთანხმები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი Aug 24 2014, 08:09 PM
პოსტი #25


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685



ციტატა
შევთანხმდით რომ , იქ მყოფი ახალგაზრდები , კაზანტიპის არარსებობის შემთხვევაშიც შესცოდავდნენ . თუმცა , იმიტომ არ გვინდა ფესტივალის ჩატარება , რომ შეუფერებელია ჩვენი წარსულისთვის , მიუღებელია ქართველობისთვის, არაა ეკლესიური ქმედება, ეწინააღმდეგება ,,ქართულ მესიანიზმს’’ და.ა.შ.

ცოტა უნამუსოდ გამომდის ეხლა ამხელა სიმართლიდან ,რომ ამ ციტატისადმი უნდა გამოვთქვა ჩემი განსხვავებული აზრი თუმცა მაინც ვიტყვი რასაც ვფიქრობ და თუ უფრო დასაბუთებული კონტრარგუმენტები მოვისმინე გადაფიქრებასაც არ დავაყოვნებ----რაც,შეეხება ახალგაზრდებს..საქართველოს მოსახლეობა(ახალგაზრდები) ამ კუთხით იყოფა 3 ად >>1)ხალხი რომლებიც მორწმუნენი არიან მეტნაკლებად გათვიცნობიერებული და გამჯდარი აქვთ ქრისტეს მცნებები ზნეობის მრივ კი თუ არ ამაღლდნენ,ფსკერზე არ დაშვებულან სწორედ ამიტომაც არ აძლევენ საკუთარ თავს ამ ფესტივალზე წასვლის უფლებას..2)ამ პუნქტს მიეკუთვნება ხალხის დიდი ნაწილი.ისინი მეტნაკლებად აღზრდილნი არიან "გაუთვიცნობიერებული თავს, მოხვეული ზნეობის" ზემოქმედების ქვეშ რომლებიც ხალხის ამ ნაწილს-დამახინჯებული ფორმებით მაგრამ მაინც სისხლში ავქთ გამჯდარი(სწორედ ეს გამოიწვია საბჭოთა კავშირის ატეისტურმა ტალღამ ,მათ არ განუდევნიათ ქრისტეს ის მცნებები რომლებიც მოსახლეობაში წესრიგის დამყარების საშუალებას იძლეოდა მაგ:არა კაც კლა, არ იპარო პატივი ეცი შენს მშობლებს გიყვარდეს შენი მოყვასი და ა.შ თუმცა ამ ყველაფერს მოაშორეს ღმერთი და მივიღეთ ის რაც მივიღეთ-გაუთAვიცნობიერებული მოსახლეობა რომელიც ცუდს არ სჩადიოდა რადგან უბრალოდ არ უნდა ჩაედინა,ან ეშინოდა ვ ინმეს არ დაეჭირა ტუმცა თუ ღმერთი არ არის მაშინ "ყველაფერი ნებადართულია"ვერც ამ სრულიად ბუნებრივ იდეოლოგიას ატარებდა ატარებდნენ შიშIს ხარჯზე)ამათი აალგაზრდების ერთი ნაწილი რომელიც "კრეატიულად" აზროვნებს და მათთვის უკვე მისაღები ხდება მსგავსი რამ ხოლო მეორე ნაწილი კი ჯერ ჯერობით არ უერთდება ამცყველაფერს,თუმცა ეს არის დროებითი და კაზანტიპის მსგავსი საყოველთაო ფეესტივალები და ღვირახსნილობის უბრალოებად გამოჩენის მრავალი წარმატებული მცდელობა ძალიან დიდი ტემპით იბირებს ამ ახალგაზრდებს(რომლებსაც სულ ცოტაღა აკლიათ ჭეშმარიტების გზაზე დასადგომად მათთვის აუცილებელიარომ თვითონვე გამოიჩინონ და სისხლში გამჯდარ ზნეობას თავისი ახსნა მოუძებნონ ამის გაკეთება კი ეკლესიიის დახმარებითაა შესაძლებელი,წინააღმდეგ შემთხვევაში დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში ეს სისხლში გამჯდარი (დაუსაბუთებელი მაგრამ მაინც ხელჭასაჭიდი)ზნეობა გაქარწყლდება.3)ამ პუნქტს ის უდარდელი ადამიანები მიეკუთვნება რომლებიც მიჩნევენ,რომ ბიოლოგიური არსებები არიან და ცხოვორბენ>> "თუ ღმერთი არა რსებობს ყველაფერი ნებადართულიას"(დოსტოევსკი)მოტივით.ამით იმის თქმა მინდა რომ კაზანტიპი სულის გამხრწნელობითი მოვლენებისაგან იმით განსხვავდება რომ საყოველთაო სახეს იღებს რაც სავავალოდ მოქმედებს მე 2 ე ჯგუფის მე 2 ნაწილიზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Aug 31 2014, 08:10 PM
პოსტი #26


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



უსამართლობაზე , ყოველთვის მწვავე რეაქცია მაქვს ხოლმე , მაგრამ ეს ის შემთხვევაა , როდესაც უსამართლობა სამართლიანად მიმაჩნია .
30 ვერცხლს ითხოვენ კიკუები...
ისე , არც იუდას არ შერჩენია ის ფული ... ტენდენცია გრძელდება...

პ.ს.(ეს ის ქალია , მღვდლებს თავებს გავუხეთქავთო რომ ყვიროდა) .

---
14 ადგილობრივი ოჯახი ტურისტული კომპანია “ჯორჯია ოქეისგან” გაქირავებული ბინების საფასურის გადახდას ითხოვს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლები დღეს დილით ანაკლიიდან გაიქცნენ, რის გამოც აქციას პოლიციასთან მართავენ.
შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ აგვისტოს დასაწყისში კომპანია “ჯორჯია ოქეიმ” მათთან ხელშეკრულებები დადო და თანხის ჩარიცხვას 20 აგვისტოდან დაჰპირდა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 10 დღის განმავლობაში ტურისტები სახლში ჰყავდათ, კომპანიას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დღემდე არ შეუსრულებია და თანხა არ გადაუხდია.
აქციის გამართვის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენელი ადგილობრივებს ტელეფონით დაუკავშირდა და აცნობა, რომ მათ მხოლოდ თანხის ნაწილის ჩაერიცხებოდათ, რადგან კაზანტიპის პროექტმა არ გაამართლა. აქციის მონაწილეებს კი გააჩნიათ ქვითრები, რომლის მიხედვითაც ტურისტებს კომპანიისთვის თანხა სრულად აქვთ გადახდილი.

http://topnews.mediamall.ge/?id=119778


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
q.w.e
პოსტი Sep 2 2014, 02:50 PM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 150
რეგისტრ.: 26-April 14
წევრი № 13,685




კაზანტიპი საქართველოში ჩატარდა და თანაც ჩაფლავდა ამ ჩაფლავების მიზეზი კი დიდ ფასებთან ერთად დარიალის ხეობის გადაკეტვა იყო ბუნებრივი მიზეზების გამო თუმცა ვისთვის როგორ ზოგისთვის ეს ბუნებრივი მოლენაა -შესაბამისად დამთხვევა ხოლო ნაწილისთვის ღვთის წყალობა მე ამ უკანასკნელს უფრო ვემხრობი და ამასთანავე ვხედავ რომ არ გვწირავს ღმერთი მიუხედავად იმისა რომ ამის ღირსები ვართ,განა იმ ხალს ეს ზარალი ცოტა არ დააფიქრებს სულიერ მხარეებზე?ნეტა მომავალ წელს არ აღუდგებიან იმათ ინც კიდევ ეცდება ამის ჩატარებას?რავიცი რა რაც კი ოდესმე ცუდი დამართნია საქართველოს ყველაფრის თავი და თავი არაერთსულოვნება იყო.გაუთავებელი ომი ისეთ ზიანს არ გვაყენებს ქართველებს როგორც "მშვიდობა" კარგს ვერ ვიფერებთ////
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Sep 13 2014, 07:28 AM
პოსტი #28


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ვხურავ მე ამ თემას.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V < 1 2
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd May 2024 - 10:59 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი