თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ საქართველოს რელიგიური სიახლენი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 6 2014, 12:15 PM

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს , ვერ ვნახე თემა , რომელშიც უშუალოდ , საქართველოს რელიგიურ ცხოვრებაზე იქნებოდა მსჯელობა . ამიტომ გადავწყვიტე , თავად გამეხსნა იგი . ვნახოთ თუ როგორ განვითარდება მოვლენები .

Print
Email
"სახელმწიფოს მოვუწოდებ, ნუ გვეთამაშება! ღარიბაშვილი ვერ მოგვატყუებს. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ბათუმში მეჩეთს მაინც ავაშენებთ! " - ასეთ განცხადებას ავრცელებს "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე.

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი კვლავ აქტიურ ფაზაში შევიდა. ამჯერად, ამის მიზეზი აჭარის ხელისუფლებასა და მუფთას შორის შემდგარი შეთანხმება გახდა, რომლის მიხედვითაც, ბათუმში ახალი მეჩეთი აღარ აშენდება და მხოლოდ არსებული ორთამეჯეს მეჩეთი გაფართოვდება. რაც შეეხება, ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს - ოშკსა და იშხანს, რომელთა რეაბილიტაციის სანაცვლოდ თურქული მხარე ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებას ითხოვდა, რესტავრაცია მათ ჩაუტარდებათ, მაგრამ ყოველგვარი ნაცვალგების გარეშე. (ნაცვალგების პრინციპი გულისხმობს, რომ თურქულ მხარეს ახალი მეჩეთის სანაცვლოდ ქართული ტაძრები უნდა აღედგინა). აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, მუსლიმ თემს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აცნობა. მისივე განცხადებით, ამ საკითხით თავად პრემიერ-მინისტრია დაინტერესებული და პროცესსაც თავად გააკონტროლებს. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან ქართველი მუსლიმები. "Mediacity" "ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარეს ტარიელ ნაკაიძეს ესაუბრა:

- რატომ არის თქვენთვის მიუღებელი ორთამეჯეს გაფართოება?

- ორთამეჯე არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომლის სახეცვლილება დაუშვებელია. მისი გაფართოებით დაიკარგება ის ერთიანი სივრცე, რაც მეჩეთისთვისა აუცილებელია. ორთამეჯეს გაფართოების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის მხრიდან არის მცდელობა გახანგრძლივდეს ბათუმში ახალი მეჩეთის არაშენების პროცესი.

- აჭარაში მცხოვრები მუსლიმებისთვის ერთი მეჩეთი საკმარისი არ არის?

- მეჩეთში ლოცვების დროს ტევა არ არის და ხშირად მლოცველებს შენობის გარეთაც უწევთ დგომა. ქალაქში კი ამ დროს 19-მდე ეკლესია შენდება და თანაც ყოველგვარი სამართლებრივი და არქიტექტურული საფუძველის გარეშე. ამიტომ, გვჭირდება თუ არა, ჩვენ ახალ მეჩეთს აუცილებლად ავაშენებთ! მართლმადიდებელს რატომ არავინ უსაზღვრავს რამდენი ეკლესია უნდა აშენდეს?

- ხომ არ გავიწყდებათ, რომ საქართველოს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა არის გამოცხადებული?

- ეს არ არის სწორი დამოკიდებულება - საქართველო არის რესპუბლიკა, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ყველა რელიგიას უნდა ჰქონდეს თავისუფლება. ავტონომია ტყუილად ხომ არ აქვს აჭარას?! საქართველო თუ მართლმადიდებლური ქვეყანაა, აჭარა მაშინ მუსლიმანური კუთხეა.

- რას ამბობთ, ბატონო ტარიელ, საქართველოში პირველად სწორედ აჭარიდან შემოვიდა ქრისტიანობა?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა და ამ საკითხზე საუბარი ცოტა სხვა მიმართულებით წაგვიყვანს. ამიტომ, უმჯობესია, ამ დამოკიდებულებით საკითხს არავინ მიუდგეს, თორემ მე გამიფრთხილებიხართ

- ამას სხვა პროცესები მოყვება და იმაზე გაცილებით რთული, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

- ხომ არ მოქმედებთ თურქულ მხარესთან შეთანხმებით?

- რა თქმა უნდა არა. მე ვსაუბრობ მხოლოდ ქართველი მუსულმანების სახელით. არც ერთი მუსლიმი არ არსებობს ბათუმში, რომელიც ორთამეჯეს გაფართოებას იწონებდეს.

- პრემიერის გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე. ამაზე რას იტყვით?

- მუფთი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს. ჯემალ პაქსაძე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება და იგი ვერ ისაუბრებს მორწმუნეების სახელით.

- გადაწყვეტილება თურქულმა მხარემაც შეცვალა და ქართული ძეგლების აღდგენის სანაცვლოდ მეჩეთის აშენებას აღარ ითხოვს?

- ჩვენი მთავარი მოთხოვნა მეჩეთის აშენებაა და სულ არ გვაინტერესებს რა მოუვათ ქართულ ძეგლებს თურქეთში. სულ რომ დაინგრეს ოშკი და იშხანი, ეს ჩვენი საქმე არაა! არ გვაინტერესებს!
ჩვენი ერთადერთი საზრუნავი ქართველ მუსლიმთა რელიგიური გრძნობებია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ ბათუმში ღირსეულად ლოცვის საშუალება მიეცეთ! ჰოდა, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს,

ბათუმში მეჩეთს მაინც ავაშენებთ! სახელმწიფოს კი მოვუწოდებ, ნუ გვეთამაშება! ღარიბაშვილი ვერ მოგავტყუებს, თითქოს მეჩეთის გაფართოებით აღნიშნულ პრობლემას მოხსნის. ასე რომ, დაანებოს თამაშს თავი,
http://mediacity.ge/sazogadoeba/127-%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%95%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D,-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97

ეს ნახეთ რა :
,,სულ არ გვაინტერესებს რა მოუვათ ქართულ ძეგლებს თურქეთში. სულ რომ დაინგრეს ოშკი და იშხანი, ეს ჩვენი საქმე არაა! არ გვაინტერესებს!''

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 6 2014, 02:01 PM

A.V.M
ღორის ტილის ამბავია ფეხზე რომ დაისვავ და თავე აგაცოცდება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 6 2014, 04:33 PM

რელიგიური სინკრეტიზმი აჭარაში
––––––––––
საქართველოში , რელიგიური კუთხით , უამრავი პრობლემაა . წინამდებარე წერილში კი შევეცდებით ვისაუბროთ იმ რელიგიური სინკრეტიზმის შესახებ , რომელიც აჭარაშია გავრცელებული და რომლის წარმატებით მოგვარების სურვილიც გაგვაჩნია .
პრობლემის გადასაჭრელ გზებზე სანამ დავიწყებთ საუბარს , ჯერ თავად პრობლემაში გავერკვეთ . უპირველესად მიმოვიხილოთ , ტერმინის ეტიმოლოგია :,, Gk. synkrētismos გაერთიანება შერწყმულად არსებობა, დაუნაწევრებლობა, რაც რაიმე მოვლენის განვითარების საწყის საფეხურებზე გვხვდება.’’
ახლა კი გეოგრაფიულ არეალზე ვისაუბროთ . მოცემულ თემაში არ შევეხებით ზემოაჭარის საკითხს , გამომდინარე იქიდან, რომ მის მრავალ სოფელში , მოსახლეობის უმეტესობა ისლამის მიმდევარია და შეძლებისდაგვარად ასრულებს ყველა იმ წეს-ჩვეულებას , რომლის შესრულებაც სავალდებულოა , მისი რჯულიდან გამომდინარე . ამ მიზეზის გამო , ხსენებულ ტერიტორიაზე , რელიგიური სინკრეტიზმის შესახებ საუბარი უადგილოა . ჩვენ უფრო მეტად გავამახვილებთ ყურადღებას ბათუმისა და ქობულეთის რაიონებზე . აქვე ვისარგებლებთ შემთხვევით და აღვნიშნავთ, რომ არაერთ სასულიერო პირს ვიცნობთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში და თამამად შეგვიძლია ვთქვათ , რომ გამორჩეულნი არიან ისინი საკუთარი განათლებით , ზნეობით , სიწმიდით თუ სხვა სახის სათნოებებით . თუმცა , ყველა მათგანი ქალაქში მსახურობს და არა სოფელში . ეს ფაქტია ერთ-ერთი განმაპირობებელი იმისა ,რომ რაიონებში , კატეხიზატორული და ზოგადად მისიონერული მოღვაწეობა მიზერულია , რაც განაპირობებს სწორედ იმ პრობლემებს , რომელსაც განვიხილავთ . ( სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ ისიც , რომ არც საქართველოს სხვა კუთხეები ,,ყვავის’’ , მისიონერულ-კატხიზატორული საქმიანობა , მაგრამ , ისტორიული , გეოგრაფიული თუ სხვა სახის ფაქტორების გამო , აჭარის რაიონებში , უმფრო მძაფრად იჩენს თავს მისი ნაკლებობა ) .
არაა გამორიცხული, რომ ამგვარი და უფრო მძაფრი პრობლემა , საქართველოს სხვა რეგიონებშიც იყოს , მაგრამ მე ამ ეტაპზე , მხოლოდ აჭარას განვიხილავ , იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ ნათესავური კავშირები მაქვს მასთან და სხვაზე მეტად მიყვარს ხსენებული კუთხე .
ზოგადი მიმოხილვის შემდეგ , უშუალოდ საკითხზე გადავალთ და ვიტყვით , რომ მთავარი პრობლემა რაც უკავშირდება მას , არის ის , რომ ბევრმა მოქალაქემ არ იცის , როგორც ქრისტიანული (ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობას ვგულისხმობთ) , ასევე ისლამის მოძღვრება , რის გამოც თავს მიიჩნევს როგორც ქრისტიანად , ასევე მუსულმანად . ან მეორე ვარიანტი - შეიძლება თავს მიიჩნევდეს ქრისტიანად , მაგრამ საკუთარი საქმიანობით გამოხატავდეს იმას , რომ ისლამის აღმღიარებელია იგი .
ახლა ჩამოვთვლით იმ კონკრეტულ საკითხებს , რომელსაც შეიძლება შეხვდეთ , არაერთ აჭარელთან ურთიერთობისას და რომელიც ადასტურებს, რომ იგი არც მუსლიმია და არც ქრისტიანი .
1- მისთვის შესაძლებელია , რომ ერთი და იგივე ღირებულება, ავტორიტეტი , დანიშნულება ჰქონდეს მუსლიმ ხოჯას და მართლმადიდებელ მღვდელს . მაგ : თუ ოჯახის წევრი გარდაეცვლება , იგი მოიყვანს ხოჯას , რომ განბანოს მიცვალებული , შემდეგ კი არაა გამორიცხული , რომ მართლმადიდებელ მღვდელს სთხოვოს წესის აგება, საკუთარი ოჯახის წევრისათვის .
2- მისთვის შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე ღირებულება , დანიშნულება და მიზანი ჰქონდეს , როგორც ჯამეს , ისევე მართლმადიდებლურ ტაძარს . შევიდეს ორივეგან , შეასრულოს ის მოვალეოანი , რომელიც განკუთვნილია მასში შემსვლელთათვის და ერთი და იგივე რაღაც სთხოვოს , როგორც მუჰამედს , ასევე ქრისტეს .
3- მისთვის შესაძლებელია , რომ ქრისტე იყოს ღმერთი , ხოლო მუჰამედი კი მასზე აღმატებული წინასწარმეტყველი . რაც მიუთითებს იმას , რომ იგი არც ქრისტიანია და არც ჭეშმარიტი მუსლიმი , რადგან თუკი მართლმადიდებელია , მუჰამედი არ უნდა იყოს მისთვის ქრისტეზე აღმატებული ან მასზე გატოლებული , ხოლო თუკი მუსლიმია და ქრისტეს აღიარებს ღმერთად , მაშინ იგი ეწინააღმდეგება ყურანს:,, განა შენ უთხარი ხალხს აგვირჩიეთ მე და დედაჩემი ორ ღვთაებად თვინიერ ალ- ლაჰისაო ? - დედება შენდა ! არასოდეს ყოფილა მეთქვას ის, რისი უფლებაც არ გამაჩნია.’’ (სურა V , აია 116. ალ-ლაჰისა და ქრისტეს საუბარი )
4- ნუ გაგიკვირდებათ თუ შეხვდებით ისეთ პიროვნებას , რომელიც იძახის - ,,ალაჰუ აქბარ’’ და იწერს პირჯვარს .
5- არაა გამორიცხული, რომ თქვენ შეხვდეთ პიროვნებებს , რომლისათვისაც ერთნაირად ღირებული და ფასეულია , როგორც ყურანი , ისევე ბიბლია . მეტიც , საერთოდ არ არჩევდეს ერთმანეთისგან ან შესაძლებელია , საერთოდ არ ჰქონდეს წაკითხული თავიდან ბოლომდე , არცერთი მათგანი .
6- მეტსაც გეტყვით , თქვენს შეიძლება შეხვდეთ აჭარელს , რომელიც ისევე მიულოცავს მეზობელს აღდგომის დღესასწაულს , როგორც ბაირამს. თანაბრად ზეიმობდეს ორივეს და უხაროდეს მისი დადგომა . შეგნებულად არ ვიტყვით არაფერს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მართლმადიდებლისთვის , აღდგომის დღესასწაულისთვის ბაირამის გატოლება და რამხელა მკრეხელობაა ეს . სამაგიეროდ მოვიტანთ ციტირებას ყურანიდან , ქრისტეს ჯვარცმის შესახებ : ,, ჩვენ მოვკალითო ალ-მასიფ ‘ისა იბნ მარიამი - მოციქული ალ-ლაჰისაო . მაშინ როცა არ მოუკლავთ და არც ჯვარზე უცვიათ. ‘’ ( სურა IV ; აია 157-158 ) . ე.ი. ისლამი რადიკალურად ეწინააღმდეგება იმ ფაქტის აღნიშვნას , რომ ქრისტე ჯვარს ეცვა და მოკვდა ,ხოლო თუ არ ჯვარცმულა და მომკვდარა , როგორღა აღდგა ? ეს ყველაფერი ნიშნავს იმას , რომ ყველა ის მუსლიმი , რომელიც ამბობს რომ ქრისტე ჯვარზე მოკვდა , უხეშად არღვევს ყურანს .

ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეგვიძლია , თუმცა თავს შევიკავებთ მისგან იმ მარტივი მიზეზის გამო , რომ მავანმა , ჩემი სიყვარული აჭარლებისადმი , არასწორად არ გაიგოს და სხვაგვარი ინტერპტეტაცია არ მისცეს . ძირითადი პათოსის გასაგებად კი, ვფიქრობთ , რომ სავსებით საკმარისია რაც აღვნიშნეთ .
არ ვიცით , თუ რას მოიმოქმედებს აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად , ისლამის რომელიმე მიმდევარი . მე კი , როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი , ვისურვებდი, რომ უფრო მეტი განათლებული და ღირსეული სასულიერო პირი წასულიყოს აჭარის სოფლებში სამოღვაწეოდ , გახსნილიყოს იქ სამრევლო სკოლები , უფრო მეტად გაძლიერებულიყოს საქველმოქმედო თუ კატეხიზატორული მოღვაწეობა . ხოლო ვისაც ეს ყველაფერი ხელეწიფება , გადაედოს გვერდზე საკუთარი ამბიციები , მათთვის ბრძოლა და შეესრულებინოს ის მოწოდება , რომელიც მას დაუტოვა ქრისტემ : ,, წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელსსცემდით მათ , სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა . ‘’ (მთ.28.19-20)
გურამ ლურსმანაშვილი
http://seminarieli.wordpress.com/2014/08/06/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%AD/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 7 2014, 08:31 PM

დახმარება იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის პაციენტებს
დასავლეთ ევროპის ეპარქია - weudiocese.ge-(ი)ს მიერ
15 ფოტო

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით , ეპარქიის სამღვდელოებამ და მრევლმა გაიღეს სისხლი იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის პაციენტების დასახმარებლად .

მოგეხსენებათ ზაფხულის თვეებთან დაკავშირებით იქმნება ყოველთვის დონორის დეფიციტი.

მოგმართავთ თხოვნით, მიიტანოთ გულთან პატარების გაჭირვება, გაავრცელოთ მეგობრებში და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ ბავშვებს.

სისხლის ჩასაბარებლად მოგვმართეთ იაშვილის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკში მისამართზე: ლუბლიანას ქ.#2/6

საკონტაქტო ტელეფონები: 5 77 02 41 02-ეკა; 5 77 02 72 22-ნინო;
5 55 05 43 44 -დოდო;

https://www.facebook.com/weudiocese.ge?ref=stream

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 10 2014, 02:37 PM

დღეს ვკითხულობდი ერთი სასულიერო პირის , ერთი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუს (არ აქვს მნიშვნელობა დაკონკრეტებას) , რომელშიც იგი წერს , რომ მისმა უწმინდესობა – ილია II-მ , უთხრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს , რომ ყველასათვის კარგად ცნობილი , მსოფლიო კრების მოწვევა , არაფრით არ შეიძლება . ახლა ჩემს აზრზს ვიტყვი და თუ ვცდები მითხარით .
თუ ეს მართალია , მაშინ ეკლესიის მრევლის აბსოლუტურმა უმეტესობამ უნდა მოითხოვოს , საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და წმიდა სინოდის უმკაცრესად გასამართლება , რადგან შეცდომაში შეყავთ ხალხი და ატყუებენ , რადგან მათ , ქება–დიდების მეტი , არაფერი უთქვამთ ამ კრების შესახებ . ხოლო თუკი ეს სასულიერო პირი ცრუობს , მაშინ საჯაროდ და უმკაცრესად უნდა დაისაჯოს , ეკლესიაში შფოთის შემოტანისათვის , დეზინფორმაციის გავრცელებისთვის და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მსოფლიოს ეკუმენიკური პატრიარქისადმი ცილისწამებისათვის !

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 13 2014, 11:12 PM

,,დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით და ეპარქიის სამრევლოების ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდა ენგურის ხიდზე გადამასვლელ აფხაზეთში მცხოვრებთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტების გადაცემა.''

https://www.facebook.com/weudiocese.ge/posts/719825928091027

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 22 2014, 07:09 PM

ასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით , პარიზის სამრევლოს საკვირაო სკოლის აღსაზრდელების მიერ შეგროვილი თანხით , ასევე მადრიდისა და მილანის სამრევლოების შემოწირულობებით მოხერხდა "ბერი ანდრიას ფონდის" მზრუნველობის ქვეშ მყოფი პატარა პაციენტების მონახულება "მარტინ აბელოფის კიბოს კვლევის ცენტრში'' და სარეაბილიტაციო სახლში , ასევე მათთვის საჩუქრების და მცირედი ფულადი დახმარების გადაცემა.
https://www.facebook.com/media/set/?set=a.723804354359851.1073742069.167546323318993&type=1

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 9 2014, 01:12 AM

საქართველოს ელჩმა რომის პაპს რწმუნებათა სიგელი გადასცა

შეხვედრა რომის პაპთან2014 წლის 6 სექტემბერს, წმიდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ გრძელიძემ რწმუნებათა სიგელი გადასცა რომის პაპს, ფრანცისკეს.
რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონია ვატიკანის სამოციქულო სასახლეში გაიმართა.
ცერემონიის დასრულების შემდეგ საქართველოს ელჩმა და რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს ისტორიული კავშირების მნიშვნელობას.
„თქვენო უწმინდესობავ, საქართველოსთვის, რომელიც უძველეს ქრისტიანულ კულტურას წარმოადგენს და რომელმაც სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 23 წლის წინ აღადგინა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო წმიდა საყდართან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება (1992 წლის 23 მაისი), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელ საქართველოს და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის კავშირები საუკუნეებს ითვლის და ამ ურთიერთობების ისტორიას ვატიკანის ფასდაუდებელი არქივები ინახავს. საქართველო მიისწრაფვის ღირსეული ადგილი მოიპოვოს ევროპულ ოჯახში, რომელსაც ის კულტურულად და ისტორიულად ეკუთვნის" - აღნიშნა პაპისადმი მიმართვისას თამარ გრძელიძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, კონფლიქტურ სიტუაციებს და ადამიანებს შორის დიალოგის არსებობის აუცილებლობას. ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარულ პრობლემებზე საუბრისას საქართველოს ელჩმა რომის პაპს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მის გასწვრივ არსებული ვითარების, აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრის დასასრულს თამარ გრძელიძემ და მისმა უწმინდესობამ სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს. „საჩუქრად გადმოგცემთ ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილიას მიერ დაწერილი საგალობლების კრებულს; ასევე, ჩემს მიერ, ბოზეს მონასტრის კათოლიკე მღვდელთან ერთად გამოცემულ წიგნს "Cloud of Witnesses" და ქართველი ოსტატის მიერ შექმნილ ტიხრული მინანქრის ნაკეთობას - მასზე გამოსახულია ფრინველი, რომელსაც თქვენთან მოაქვს ჩვენი ქვეყნის სითბო და ფერები, მისი ღრმა ქრისტიანული ფესვები და ვაზის უძველესი კულტურა" - აღნიშნა თამარ გრძელიძემ.
რომის პაპთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ვატიკანში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინთან.
2014 წლის 7 სექტემბერი
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
http://mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=30&info_id=18017

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 11 2014, 11:23 AM

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში
09:15 11-09-2014
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქობულეთში მომხდარ ფაქტს პროვოკაციას უწოდებს და სამართალდამცავ სტრუქტურებს მისი სასწრაფოდ გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ამასთან დაკავშირებით პრემიერი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ სახელმწიფო რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობას არ დაუშვებს.
"პრინციპულად ვგმობ იმ პროვოკაციას, რომელიც ქობულეთში მოხდა - ეს არის რელიგიური შეუწყნარებლობისა და რელიგიური ნიშნით დაპირისპირების მცდელობა, რომელსაც სახელმწიფო არ დაუშვებს და ყოველთვის წინ აღუდგება. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ყოვლად მიუღებელია, მიუღებელია ყველასთვის და მათ შორის, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის. რელიგიური დაპირისპირება უცხოა ჩვენი ხალხისთვის. საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო შემწყნარებლობით, ტოლერანტობით, ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის მშვიდობიანად თანაარსებობდნენ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები", - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს პროვოკაცია ხელს აძლევს მხოლოდ მათ, ვისაც უნდა შექმნას დესტაბილიზაციის სურათი საქართველოში, მათ, ვისაც სურს, გააღვივოს რელიგიური დაპირისპირება ჩვენს მოსახლეობაში.
"მოვუწოდებ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ გამოიძიონ მომხდარი და სათანადოდ აგებინონ პასუხი ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროვოკაციაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს რელიგიურ დაპირისპირებას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა კი მინდა დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვიღონებთ მათი ინტერესების დასაცავად. ყველა დამნაშვე იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
გუშინ ქობულეთში მუსლიმურ პანსიონთან უცნობმა პირებმა ღორი დაკლეს და ღორის თავი სასწავლებლის კარებზე დაამაგრეს.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/296625-irakli-gharibashvili-saqarthvelos-khelisufleba-ar-daushvebs-religiur-dapirispirebas-da-destabilizacias-qveyanashi.html

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 1 2014, 09:16 PM

„ლიბერალის" მიერ გუშინ გამართულ დისკუსიაზე - „უნდა ისწავლებოდეს თუ არა რელიგიის საგანი სკოლაში?" - რელიგიების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, არჩილ მეტრეველმა, იმ ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმადაც, სკოლებში რელიგიის საგანი უნდა ისწავლებოდეს.
„სკოლებში რელიგიის სწავლების საჭიროების ორი მოცემულობა არსებობს: რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოში და საზოგადოების ინტერესი რელიგიის მიმართ. შეიძლება მცირეწლოვანი თავად ვერ აკეთებდეს არჩევანს, უნდა თუ არა რელიგიის სწავლა, მაგრამ ხშირად ამას მშობლები ცდილობენ. ზოგიერთ მასწავლებელს განსაკუთრებული მონდომებით ბავშვები წირვა-ლოცვაზე დაჰყავს, მუსიკისა და ფიზკულტურის გაკვეთილების ხარჯზე, რის შემდეგაც დირექტორისგან შენიშვნის მიღების შემთხვევაში, განაწყენებული რჩება“.
არჩილ მეტრეველის თქმით, სააგენტოს თვითმიზანი არა რელიგიის სწავლება, არამედ მრავალფეროვან საზოგადოებაში ერთმანეთის მიმართ გაუცხოების დაძლევაა, რის საუკეთესო საშუალებადაც რელიგიის შესახებ ობიექტური, ნეიტრალური და კვალიფიციური აკადემიური ინფორმაციის მიწოდებას მიიჩნევს. „ჩვენი აზრით ეს ადგილი შეიძლება იყოს სკოლა, თუმცა ეს არ არის მთავრობის გადაწყვეტილება, არამედ ინიციატივა, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ“ - თქვა მეტრეველმა.
მან აღნიშნა, რომ საუბარია ინტერრელიგიურ განათლებაზე და კურსის საწყის ეტაპზევე უნდა ისწავლებოდეს რელიგიის ფენომენი, თუ რას ნიშნავს რწმენა, თავისთავად რელიგია და რას ნიშნავს რელიგია ადამიანისთვის.
„გვსურს, რომ საზოგადოებამ რელიგიები გაიცნოს არა იმ სამწუხარო რეალობაში, რომელშიც რელიგიური ნიშნით დაპირისპირებებსა და პროვოკაციებს ვხედავთ, არამედ აკადემიურ სივრცეში“ - თქვა არჩილ მეტრეველმა.
მისი განცხადებით, გამოწვევაა ის, რომ სკოლებში გარკვეული საგნების, მაგალითად ისტორიის სწავლება რელიგიური თემების გაცნობის გვერდის ავლით შეუძლებელია: „ისტორიაში არის ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც რელიგიურ საკითხებს ეხება. ძალიან ძნელია ისტორიული ფაქტები ისე მიაწოდო მოსწავლეს, რომ არ აღნიშნო ის სიმახინჯე, რომელიც ისტორიის რომელიმე ეტაპზე რელიგიის სახელით მოხდა. ამიტომ, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ მასწავლებლებს, ასეთი ტექსტების სწავლებისგან თავი შეიკავონ. ამისათვის, საჭიროა, მოსწავლე არამარტო ასეთ ტექსტებს გაეცნოს, არამედ გაეცნოს რელიგიებსაც, რომლებიც თავისთავად ასეთები არ არის და ინსტრუმენტად გამოიყენეს“.
12 სექტემბერს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხების ყოველწლიურ კონფერენციაზე სკოლაში რელიგიის საგნის სწავლების ინიციატივით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გამოვიდა.

http://www.liberali.ge/ge/liberali/news/120521/?fb_action_ids=10152735994479730&fb_action_types=og.likes

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 12 2014, 02:53 PM

საქართველოს ხელისუფლება იეჰოვას მოწმეებს კომპენსაციას გადაუხდის?
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას იეჰოვას მოწმეებისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალა. როგორც სტრასბურგის სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე, სახელწოდებით "ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" 2000-2001 წლებში საქართველოში, ხელისუფლების მიერ იეჰოვას მოწმეებისადმი გამოვლენილ აგრესიას და მათ შევიწროებას ეხება.

სასამართლოს განაჩენის მიხედვით,

ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას.
სარჩელში იეჰოვას მოწმეების დევნის, მათ წინააღმდეგ გამოჩენილი ფიზიკური ძალადობისა და ვერბალური შეურაცხყოფის 30-მდე ეპიზოდი, მათ შორის ბასილ მკალავიშვილისა და მისი მრევლის საქმეა შესული. ამ საქმეში 99 იეჰოვას მოწმე მოხვდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ საქმის თითოეულ მონაწილეს 350 ევრო უნდა გადაუხადოს. ასევე სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მოსარჩელეებს გაწეული ხარჯებისა და დანახარჯების სანაცვლოდ ჯამში 15 ათასი ევრო.

"ინტერპრესნიუსი"


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/samartali/113383-saqarthvelos-khelisufleba-iehovas-motsmeebs-kompensacias-gadaukhdis.html#ixzz3FvWdXdI3

კომენტარებს გადავხედე და ,,გარყვნილი ევროპის'' ლანძღვა-გინებაა , რომლებსაც ,,მასონები მფარველობენ'' და საქართველოში უნდათ , ,,მართლმადიდებლობის დასამარება . ''
კარგით ბატონო , ის ევროპა გარყვნილია , მასონები მფარველობენ და მართლმადიდებლობის დაძრვა უნდათ , მაგრამ ის ე.წ. მრევლი ვინღა გამოდის მაშინ , განსხვავებული რწმენის მქონე ადამიანებს რომ ხატებს , ჯვრებს და ტაბურეტკებს ურტყამს ?
თუ ნაკურთი ნივთებია ესენი და მოყვასის მოზღვავებული სიყვარული გამო ურტყამენ ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 14 2014, 12:39 PM

მამა ისე - შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკლესია შეგვიგინეს
12:24 14-10-2014
მამა ისე - შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკლესია შეგვიგინეს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აღნიშნული სამუშაოების გამო სამართალდამცველებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული, რის გამოც არც მრევლს და არც მედიას ეკლესიაში შესვლის საშუალება ჯერ არ ეძლევა.
როგორც ჟურნალისტებს ეკლესიის წინაძღვარმა მამა ისემ განუცხადა, ტაძარი ვანდალურადაა დარბეული.
"ეს არ არის მარტო ქურდობის ფაქტი. იმის აღწერა, რაც ეკლესიაში ხდება, შეუძლებელია. ტაძარი ვანდალურად არის დარბეული, შესაწირი ყუთები მოგლეჯილია, ხატები კი - კედლიდან ჩამოგლეჯილი, არეულ-დარეულია საკურთხეველი და შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკლესია შეგვიგინეს", - განაცხადა მამა ისემ.
მისივე შეფასებით, ქართველები რომ ფეხზე ვიდგეთ, ეს არ მოხდებოდა.
"ქართულ ეკლესიას მიხედვა, უნდა პირველ რიგში ქართველებისგან. ქართველები რომ ფეხზე ვიდგეთ, ეს არ მოხდებოდა. ამაზე მთელი პარლამენტი და მთავრობა ფეხზე უნდა დადგეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ეშმაკმა გააკეთა, მაგრამ ეს ეშმაკი უნდა იპოვონ", – აღნიშნა ეკლესიის წინამძღვარმა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/300657-mama-ise-sheidzleba-ithqvas-rom-qarthuli-eklesia-shegvigines.html


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 14 2014, 12:39 PM

მამა ისე - შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკლესია შეგვიგინეს
12:24 14-10-2014
მამა ისე - შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკლესია შეგვიგინეს წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აღნიშნული სამუშაოების გამო სამართალდამცველებს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული, რის გამოც არც მრევლს და არც მედიას ეკლესიაში შესვლის საშუალება ჯერ არ ეძლევა.
როგორც ჟურნალისტებს ეკლესიის წინაძღვარმა მამა ისემ განუცხადა, ტაძარი ვანდალურადაა დარბეული.
"ეს არ არის მარტო ქურდობის ფაქტი. იმის აღწერა, რაც ეკლესიაში ხდება, შეუძლებელია. ტაძარი ვანდალურად არის დარბეული, შესაწირი ყუთები მოგლეჯილია, ხატები კი - კედლიდან ჩამოგლეჯილი, არეულ-დარეულია საკურთხეველი და შეიძლება ითქვას, რომ ქართული ეკლესია შეგვიგინეს", - განაცხადა მამა ისემ.
მისივე შეფასებით, ქართველები რომ ფეხზე ვიდგეთ, ეს არ მოხდებოდა.
"ქართულ ეკლესიას მიხედვა, უნდა პირველ რიგში ქართველებისგან. ქართველები რომ ფეხზე ვიდგეთ, ეს არ მოხდებოდა. ამაზე მთელი პარლამენტი და მთავრობა ფეხზე უნდა დადგეს. მე ვფიქრობ, რომ ეს ეშმაკმა გააკეთა, მაგრამ ეს ეშმაკი უნდა იპოვონ", – აღნიშნა ეკლესიის წინამძღვარმა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/300657-mama-ise-sheidzleba-ithqvas-rom-qarthuli-eklesia-shegvigines.html


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 7 2014, 08:55 PM

ოთხ სასულიერო პირს მღვდელმოქმედება შეუჩერდა
19:00 07-11-2014
ოთხ სასულიერო პირს მღვდელმოქმედება შეუჩერდა პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ოთხი სასულიერო პირისთვის მღვდელმოქმედების შეჩერებას ადასტურებს.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა დაადასტურა, რომ იღუმენებს: ვარსანოფ მაზმიშვილს და ნიკოლოზ კალანდაძეს, ასევე მამაოებს: ნიკოლოზ ჩიტიასა და აკაკი კუპრეიშვილს მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ.
მამა მიქაელმა არ დააკონკრეტა, თუ რა გადაცდომისთვის შეუჩერდათ მღვდელმოქმედება აღნიშნულ პირებს და მხოლოდ ის თქვა, რომ ეს ფაქტი ოქტომბერში მოხდა. საპატრიარქომ აღნიშნული სასულიერო პირების გადაცდომებზე მოკვლევა ჩაატარა და მომხდარზე რეაგირება მოახდინა.
"ეს გადაცდომები, რომელიც სასულიერო პირებისთვის შეუფერებელია, ოქტომბრის თვეში მოხდა. ჩვენ მოვიკვლიეთ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ამაზე რეაგირება მოვახდინეთ. ბრძანება დაიწერა მაშინ, როდესაც გვქონდა მათთან შეხვედრა. მათ დანაშაული აღიარეს და შენდობა ითხოვეს. მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ. სინანულისთვის მონასტრებში გავამწესეთ", _ დასძინა მამა მიქაელმა.
მისივე თქმით, ეკლესია ძალიან გაიზარდა, სასულიერო პირების რიცხვიც გამრავლდა და ხშირად აღმოჩნდნენ ისეთი სიტუაციების წინაშე, როდესაც უწევთ სასულიერო პირების ქმედებებზე რეაგირების მოხდენა.
"რა თქმა უნდა კონკრეტული შეცდომისა თუ დანაშაულის წარმომავლობაზე ვერ ვისაუბრებთ. ფაქტი ერთია, რომ მართლაც მოხდა და ოთხ სასულიერო პირს მღვდელმსახურება აეკრძალათ", _ დასძინა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
პატრიარქის მდივნის თქმით, სასულიერო პირებისთვის სტატუსის აღდგენა დამოკიდებული იქნება მათ საქციელზე, როგორ შეინანებენ ისინი თავიანთ დანაშაულს.
იტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იღუმენები: ვარსანოფ მაზმიშვილი და ნიკოლოზ კალანდაძე ორი კვირის წინ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს. ისინი ამჟამად სინანულისთვის მონასტრებში იმყოფებიან და მათ სასულიერო პირის სტატუსი შეჩერებული აქვთ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი სასულიერო პირის, მამაოების: ნიკოლოზ ჩიტაიასა და აკაკი კუპრეიშვილის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ, რომლებიც სინანულისთვის შიო მღვიმისა და ბეთანიის მონასტრებში არაინ გაგზავნილი.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/304126-othkh-sasuliero-pirs-mghvdelmoqmedeba-sheucherda.html

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2014, 09:04 PM

ციტატა(A.V.M @ Nov 7 2014, 09:55 PM) *

ოთხ სასულიერო პირს მღვდელმოქმედება შეუჩერდა
19:00 07-11-2014
ოთხ სასულიერო პირს მღვდელმოქმედება შეუჩერდა პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ოთხი სასულიერო პირისთვის მღვდელმოქმედების შეჩერებას ადასტურებს.
"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა დაადასტურა, რომ იღუმენებს: ვარსანოფ მაზმიშვილს და ნიკოლოზ კალანდაძეს, ასევე მამაოებს: ნიკოლოზ ჩიტიასა და აკაკი კუპრეიშვილს მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ.
მამა მიქაელმა არ დააკონკრეტა, თუ რა გადაცდომისთვის შეუჩერდათ მღვდელმოქმედება აღნიშნულ პირებს და მხოლოდ ის თქვა, რომ ეს ფაქტი ოქტომბერში მოხდა. საპატრიარქომ აღნიშნული სასულიერო პირების გადაცდომებზე მოკვლევა ჩაატარა და მომხდარზე რეაგირება მოახდინა.
"ეს გადაცდომები, რომელიც სასულიერო პირებისთვის შეუფერებელია, ოქტომბრის თვეში მოხდა. ჩვენ მოვიკვლიეთ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ამაზე რეაგირება მოვახდინეთ. ბრძანება დაიწერა მაშინ, როდესაც გვქონდა მათთან შეხვედრა. მათ დანაშაული აღიარეს და შენდობა ითხოვეს. მღვდელმოქმედება დროებით შეუჩერდათ. სინანულისთვის მონასტრებში გავამწესეთ", _ დასძინა მამა მიქაელმა.
მისივე თქმით, ეკლესია ძალიან გაიზარდა, სასულიერო პირების რიცხვიც გამრავლდა და ხშირად აღმოჩნდნენ ისეთი სიტუაციების წინაშე, როდესაც უწევთ სასულიერო პირების ქმედებებზე რეაგირების მოხდენა.
"რა თქმა უნდა კონკრეტული შეცდომისა თუ დანაშაულის წარმომავლობაზე ვერ ვისაუბრებთ. ფაქტი ერთია, რომ მართლაც მოხდა და ოთხ სასულიერო პირს მღვდელმსახურება აეკრძალათ", _ დასძინა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა.
პატრიარქის მდივნის თქმით, სასულიერო პირებისთვის სტატუსის აღდგენა დამოკიდებული იქნება მათ საქციელზე, როგორ შეინანებენ ისინი თავიანთ დანაშაულს.
იტერნეტსივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იღუმენები: ვარსანოფ მაზმიშვილი და ნიკოლოზ კალანდაძე ორი კვირის წინ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს. ისინი ამჟამად სინანულისთვის მონასტრებში იმყოფებიან და მათ სასულიერო პირის სტატუსი შეჩერებული აქვთ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ორი სასულიერო პირის, მამაოების: ნიკოლოზ ჩიტაიასა და აკაკი კუპრეიშვილის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ, რომლებიც სინანულისთვის შიო მღვიმისა და ბეთანიის მონასტრებში არაინ გაგზავნილი.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/304126-othkh-sasuliero-pirs-mghvdelmoqmedeba-sheucherda.html


როგორ ებრძვის ბოროტი მამაოებს sad.gif ღმერთმა ყველა სასულიერო პირი გააძლიეროს და დაიცვას ასეთი მდგომარეობიდან!!!

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 9 2014, 12:28 AM

ნიკოლოზ ჩიტია სად მსახურობდა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 9 2014, 12:47 AM

tamuna m
არ ვიცი .
გეცნო ?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 9 2014, 01:32 PM

ილია წინასწარმეტყველში მსახურობდა? თუ სხვაც გვყავდა ამ სახელით და გვარით? მიზეზს არ ასახელებენ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 31 2014, 01:44 AM

მამა ილია ბოლო წუთამდე კაპიტნის გვერდით იდგა და ლოცულობდა - ნორმან ატლანტიკის ტრაგედია
18:35 2014-12-30
„ნორმან ატლანტიკის“ მსხვერპლთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.
საქართველოს ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი, გარდა მამა ილია კარტოზიასი . რომელიც ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი იპოვეს. ,,ნიუპოსტი" ინფორმაციით, როგორც ოჯახის ახლობლებს უთხრეს, მამა ილია ბოლო წუთამდე კაპიტნის გვერდით იდგა და ლოცულობდა.
427 მგზავრი ამ ეტაპზე იტალისაა და საბერძნეტის ტერიტორიაზე გადაყვანილი. გარდაცვლთა ოჯახის წევრებს უკვე მიუსამძიმრეს იტალიისა და საბერძნეთის მთავრობის მეთაურებმა.

,,ნორმან ატლანტიკზე" ხანძრის გაჩენის სავარაუოდო მიზეზი ამ დრომდე უცნობია. იტალიის პროკურატურაში მომხადრთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.

http://www.newposts.ge/?l=G&id=60548


პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 31 2014, 12:26 PM

A.V.M

ციტატა
საქართველოს ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი, გარდა მამა ილია კარტოზიასი . რომელიც ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი იპოვეს. ,,ნიუპოსტი" ინფორმაციით, როგორც ოჯახის ახლობლებს უთხრეს, მამა ილია ბოლო წუთამდე კაპიტნის გვერდით იდგა და ლოცულობდა.

რატომ არ გადაარჩინა ღმერთმა თუ ლოცულობდა? არ ჯეროდა მამა ილიას რო გადარჩებოდა? მთავარია რა დონეზე გწამს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 31 2014, 03:25 PM

sanfol

ციტატა
რატომ არ გადაარჩინა ღმერთმა თუ ლოცულობდა? არ ჯეროდა მამა ილიას რო გადარჩებოდა? მთავარია რა დონეზე გწამს?

ერი ჰა....

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 31 2014, 03:29 PM

A.V.M

ციტატა
ერი ჰა....

რა გულითადია ქრისტიანი ადამიანი როცა სხვისი დახმარება სურს კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ მართლმადიდებლობაშია გადარჩენის ერთადერთი გზა და მეც სწორედ აქ ვარ, მაგრამ კითხვები აღარაა საჭირო უკვე გადავრჩი არა? მეგაფეისპალმი შენ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 31 2014, 04:23 PM

sanfol
შენი ნაწერი არათუ შეხებაში არაა მართლმადიდებლობასთან , ქრისტიანობასთან და.ა.შ. არამედ სასტიკ ულოგიკობას განიცდის .

ციტატა
რატომ არ გადაარჩინა ღმერთმა თუ ლოცულობდა? არ ჯეროდა მამა ილიას რო გადარჩებოდა? მთავარია რა დონეზე გწამს?

ალბათ შეცდომა მოგივიდა და მექანიკურად დაწერე ეს ...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 31 2014, 05:01 PM

A.V.M

ციტატა
შენი ნაწერი არათუ შეხებაში არაა მართლმადიდებლობასთან , ქრისტიანობასთან და.ა.შ. არამედ სასტიკ ულოგიკობას განიცდის .

ციტატა
ალბათ შეცდომა მოგივიდა და მექანიკურად დაწერე ეს ...

შეცდომა? ახლა მოგიყვან ახალი აღთქმიდან თავებს სადაც თხოვნაზეა საუბარი და მერე ვნახოთ რატომ არ გადაარჩინა ის მლოცველი მღვდელი, მე ვარაუდი გამოვთქვი რომ საკმარისად არ წამდა მას რომ გადაარჩენდა ღმერთი თორემ აბა სხვა მიზეზი არსებობს? არ მითხრა რომ ღმერთმა ასე ისურვა დახოცილიყვნენო? ეს ყველაფერი გადმოიტანე აბა დღევანდელობაში გაჭირვებას რო ებრძვიან, ჩხუბობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთო ამბობს ღმერთი იაკობის დახმარებით, ყველას რო ჯეროდეს რომ ღმერთი გადაარჩენს არ გადაარჩენდა? თუ ეჭვი რო შეაქვთ მაგიტომ არიან ასე იმედგადაწურულები? თუ ითხოვთ და არ გაქვთ ბოროტს ითხოვთო ბოროტი შეიძლება მართლაც იყოს ფული ბოროტში გჭირდებოდეს, მაგრამ იმ მღვდელმა რა დააშავა ან რა ითხოვა ისეთი რომ ღმერთი არ დაეხმარა? რჩება 1 ეჭვის შეტანა ღმერთში სხვა მიზეზი რა არის აბა მითხარი გელოდები რატომ არ გადაარჩინა ღმერთმა მლოცველი? სხვა მგზავრებზე აღარ ვსაუბრობ.

კათოლიკე ეპისტოლენი
იაკობი 1

6 მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, რადგან მეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს.
7 ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღვთისგან.

იაკობი 4
1 საიდან მოდის ბრძოლები და შუღლი თქვენს შორის? თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენს ასოებს შორის იბრძვიან. 2 გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ. ჩხუბობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ. 3 ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტს ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმანი დაიკმაყოფილოთ.

იოანეს სახარება
თავი მეთოთხმეტე

13. რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ, რათა იდიდოს მამა ძის მიერ.
14. რაც უნდა მთხოვოთ ჩემი სახელით, შეგისრულებთ.


იგივე ვითარებაში ხვალ შეიძლება მე და შენც ავღმოჩნდეთ შენ შეიძლება იცი მიზეზი მაგრამ მე არ ვიცი რატომ არ დამეხმარება ღმერთი თუ ვთხოვ სახარების მიხედვით კი იმიტომ რომ ეჭვი შემაქვს მასში და ქრისტეც ამბობს თუ გულში ეჭვს არ გაივლებ ისე იქნება როგორც შენ ფიქრობდიო(ზუსტ ციტირებას ვერ ვახდენ თუ ამასაც დავდებთ კარგი იქნება)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 31 2014, 07:23 PM

sanfol
რა ხდება იცი ? საქართველოში არსებულ თითქმის ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთან მქონია საუბარი , კამათი , პოლემიკა თუ.ა.შ. ზოგადად , რელიგიაზე საუბარი ეს ის საკითხია , რომელზეც ნებისმიერ დროს და ნებისმიერთან ვარ თანახმა ოღონდ 2 პირობით :

1-შეგნებული და ადექვატური უნდა იყოს .
2-არ უნდა იტყუებოდეს .

თუკი გვეტყვი რომ არ ხარ მართლმადიდებელი , უბრალოდ გაქვს კითხვები ამ სარწმუნოებასთან დაკავშირებით დამიჯერე არცერთი დაგრჩება უპასუხოდ . ან მეორე - მე მართლმადიდებელი ვარ , უბრალოდ მცირეწლოვანი ვარ ჯერ და ბევრ რამეს ვერ ვხვდები და იქნებ დამეხმაროთო . დამიჯერე დაგეხმარებოდით .
უბრალოდ , უხერხულ მდგომარეობაში გვაგდებ . მართლა შენს მოძღვარზე და აღსარება-ზიარებაზე ხომ არ დაგიწყებთ კითხვებს . გვეუბნები სრულ აბსურდს რომელი ლოგიკითაც (მხოლოდ უკანასკნელზე ვიტყვი) ადამიანი საერთოდ არ უნდა კვდებოდეს , რადგან თუკი ის შესთხოვს ღმერთს რომ არ მომკლაო , ღმერთი ვერ შეძლებს მის მოკვლას .

ახლა მხოლოდ უკანასკნელზე. ძალიან კი მეზარება ციტირებების მოტანა ამ ტიპის საუბარში , მაგრამ ფორუმზე ნაწერს ბევრი ნახულობს და იმათთვის დავწერ :
,, რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.'' ( ებრაელთა 11 .40 )
ქრისტიანის ვალია მუდამ ემზადებოდეს გარდაცვალებისთვის და ლოცულობდეს რომ სცხონდეს . დანარჩენინუკვე ღმერთის საქმეა და ვერავინ გაბედავს მას შეეწინააღმდეგოს ან ხელი შეუშალოს .
ქრისტიანისთვის მთავარია სულის ცხონება , მისთვის არ აქვს მნიშვნელობა გემის კატასტროფაზე მოკვდება , წირვის დროს თუ ბოსტნის თოხნისას . მთავარია ცხონდეს .

ახლა მეორე : რას სთხოვდა მამაო ლოცვისას იცი ? დარწმუნებული ხარ რომ ცოცხლად გადამარჩინეო იმას ეუბნებოდა ? ერთი წინადადება მაინც იცი რა თქვა , ღმერთს რომ პრეტენზიებს უყენებ ?

მოკლედ , არ მინდა ამ ახალ წელს რაღაც სისულელეებზე ვწერო და ველოდებით შენგან ნორმალურ , ზრასრული და მოაზროვნე ადამიანის მიერ დაწერილ კითხვებს რომ გიპასუხოთ .

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 31 2014, 07:49 PM

A.V.M
აჰა გასაგებია თუ ეს გაწუხებთ მე მცირეწლოვანი ვარ 18ის და მაწუხებს კითხვები ჩემ სარწმუნოებასთან დაკავშირებით და ღმერთთან ზოგადად, ბევრ რამეს ვხვდები ოღონდ ჩემეულად და არ მინდა ავცდე მართლმადიდებლობას, აჰა ხომ ხედავთ მგონია რომ ხალხს არ ჯერა ღმერთის და ამიტომაც არ ეხმარება ის მათ ანუ მიზეზი ჭირდება ღმერთს რომ დაგვეხმაროს, მაგრამ ეს რამდენად ახლოსაა სწორ პასუხთან რატომ არ ეხმარება ღმერთი ხალხს? ახლა შეძლებთ ჩემ დახმარებას?

მართალია არ ვიცი რა სთხოვა იმ ადამიანმა ღმერთს, მაგრამ მე არ მეგულება ადამიანი ვინც ტანჯვისას ან განსაცდელისას გადარჩენას არ თხოვდეს ღმერთს, წმინდა გიორგიც კი განსაცდელის გადატანას ითხოვდა როცა აწამებდნენ და ღმერთი ხმით უდასტურებდა გიორგი მე შენთანა ვარო რაში ჭირდებოდა დახმარება თუ მნიშვნელობა არ ქონდა როგორ მოკვდებოდა?
აქ ხომ საუბარი არ არის შეუძლებელ დახმარებაზე? თუ მნიშვნელობა არ აქვს რა გზით მოკვდებიან რა ატირებს ამდენ ხალხს გასვენებაში? ან რატომ ითხოვენ ვინმესაგან დახმარებას დაელოდონ თავის რიგს 2 კვირაში შიმშილით ადვილად შეიძლება მოკვდეს ადამიანი, მაგრამ მაინც ითხოვს დახმარებას ღმერთისაგან, ან მაგალითად მე რომ 12 შვილი გავაჩინო ღმერთის იმედად და მერე უცბად სამსახური დავკარგო, მონად უნდა გავეყიდო რომ გადავარჩინო ისინი თუ ღმერთს დაველოდო როდის მომხედავს? ზოგადად ადამიანს ყველაფერი შეუძლია გააკეთოს ნაგავი ჭამოს მიწა ხე რავიცი კიდევ რა აღარ და მაშინ დაუფასებს ღმერთი და დაეხმარება თუ რას ელოდება ღმერთი მიზეზს რომ დაგვეხმაროს?

ან რწმენა რაღასია თუ არ გამოიყენე? ანგარებას გავს, მაგრამ მე არ მჯერა ისეთი ღმერთის რომელსაც ყველაფერი არ ემეტება პირადად ჩემთვის და არა ზოგადად კაცობრიობისთვის არ მჯერა ისეთი ღმერთის რომელსაც საუკეთესო არ უნდა ჩემთვის. ამ ქვეყანაშიც და იმ ქვეყანაშიც.


თუ გინდად განმიკითხეთ მე ჯობს ახლა მივხვდე ჩემ შეცდომას ვიდრე მერე ამ გზით ღმერთის იმედზე ვიცხოვრო მთელი ცხოვრება და უცბად აღმოვაჩინო რომ ღმერთს ეს ყველაფერი სულაც არ უნდოდა ჩემთვის

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 31 2014, 08:41 PM

იაკობის ეპისტოლე
თავი მე-5

15 რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება.
16 ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.
17 ელია ჩვენნაირი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და სამი წლისა და ექვსი თვის მანძილზე წვეთი არ დასცემია მიწას.
18 კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თვისი ნაყოფი.

ესეიგი ქონია თუ არა რწმენას დიდი ძალა, ღმერთი რო დაგეხმაროს საჭიროა თუ არა ღრმად გწამდეს რასაც ითხოვ თუ ისედაც დაგეხმარება?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jan 1 2015, 12:43 AM

ფუნდისი მონასტრის იღუმენი ჰონორეტი 200-მდე განდეგილს ხელმძღვანელობდა. მისი ამაღლებული სულიერი ცხოვრება სხვებისთვის სამაგალითო გახდა. ერთხელ, მონასტრის თავზე წამომართულ მთას ფერდობი მოსწყდა და მონასტერს - დანგრევის, ძმებს კი სიკვდილის საფრთხე დაემუქრათ. თვალი მოჰკრა თუ არა ღირსმა ჰონორეტმა, მოუხმო საშველად მაცხოვარს, კლდეს ჯვარი გადასახა და ისიც მთის კალთაზე უმალ შეჩერდა. (წიგნი 8, საქართველოს იმედი II)

ამას როგორ ახსნით? დალოდებოდა ჰონორეტი ღმერთის ნების განხორციელებას? და როგორც აღმოჩნდა სულაც არ ყოფილა ღმერთის ნება მათი დახოცვა პირიქით გადაარჩინა ისინი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 1 2015, 01:43 AM

sanfol
ორივემ თავისი საქმე გააკეთა . მაგრამ არცერთი ჩარეულა ,,ღმერთის კომპეტენციაში'' . საჭიროდ ჩათვალა უფალმა რომ ერთი სასულიერო პირი უნდა გასულიყო ქვეყნიდან და ერთი დარჩენილიყო . თუ რატომ გადაწყვიტა ასე , ამას ძეხორციელი ვერ გიპასუხებს დედამიწაზე და ვერც დედამიწის გარეთ . ჩვენი საქმეა ლოცვა+საქმე . დანარჩენი ღმერთს უნდა მივანდოთ .
მაგ: თუ ადამიანი იღრჩობა , მან უფალს უნდა სთხოვოს შველა და ამავდროულად ხელიც გაანძრიოს დანარჩენი უკვე ღერთის სურვილზეა , გაიყვანს მას თუ არა ამქვეყნიდან .

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jan 1 2015, 03:41 PM

A.V.M
და მაგალითად როცა შეიპყრობდნენ წმინდანებს მათ ხო შეეძლოთ ბრძოლა გაეგრძელებინათ? რატომ უხრიდნენ თავს ასე მარტივად მტეერს? ანუ როდისაა შენი საქმე ამოწურული ასე ვთქვად და როდის მოხდება ისე რომ საჭიროდ ჩათვალო მე ყველაფერი გავაკეთე ახლა ღმერთმა მომხედოსო?

ასევე გაჭირვებაზე რაც დავწერე როცა გამოგელევა სარჩო საბადებელი შენ შეიძლება რაღაცით გადარჩე მაინც თუ მიწას შეჭამ ფოთლებს და ა.შ. ან გამოგიჩნდა ძალიან ცუდი სამსახური და უნდა დათანხმდე თუ დაელოდო ღმერთი დაგეხმარება თუ არა? მე შევისწავლე ერთი პროფესია ვმუშაობ იმით უცბად აღარაა სამუშაო ან ანტიქრისტეს პერიოდი რომ წარმოვიდგინოთ უცბად მამა გაბრიელი რასაც ამბობდა 5 შვილის დედას არჩევანის გაკეთება მოუწევს შვილები გამოკვებოს თუ ღმერთს არ უღალატოსო, მართლა რა უნდა ქნას მაგ დროს ადამიანმა? ანუ გაჭირვებაში როცაა ყველაფერზე ხო არ უნდა წავიდეს არა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 1 2015, 05:31 PM

sanfol

ციტატა
და მაგალითად როცა შეიპყრობდნენ წმინდანებს მათ ხო შეეძლოთ ბრძოლა გაეგრძელებინათ? რატომ უხრიდნენ თავს ასე მარტივად მტეერს? ანუ როდისაა შენი საქმე ამოწურული ასე ვთქვად და როდის მოხდება ისე რომ საჭიროდ ჩათვალო მე ყველაფერი გავაკეთე ახლა ღმერთმა მომხედოსო?

გააჩნია რისთვის შეიპყრობდნენ .
მაგ : როდესაც შეიპყრობდნენ იმისათვის რომ სარწმუნოება შეეცვალათ , ასეთ დროს რა თქმა უნდა არუწევდნენ წინააღმდეგობას , რადგან ეკლესიის სწავლებით ვინც თავს გასწირავს სარწმუნოებისთვის , იგი სასუფეველს იმკვიდრებს .
ხოლო თუ სხვა რამის ირგვლივ მიმდინარეობდა ბრძოლა (მაგ : სამშობლო , ქვეყანა და.ა.შ.) მაშინ არათუ თავს უხრიდნენ , არამედ ებრძოდნენ კიდეც . (მაგ: თორნიკე ერისთავის შემთხვევა)
ციტატა
მამა გაბრიელი რასაც ამბობდა 5 შვილის დედას არჩევანის გაკეთება მოუწევს შვილები გამოკვებოს თუ ღმერთს არ უღალატოსო, მართლა რა უნდა ქნას მაგ დროს ადამიანმა? ანუ გაჭირვებაში როცაა ყველაფერზე ხო არ უნდა წავიდეს არა?

მამა გაბრიელი რასაც ამბობდა , ეს მისი აზრი იყო და არ ნიშნავს რომ აუცილებლად ყველამ უნდა მიიღოს ან უარყოს . ზოგადად , ეკლესიის სწავლება გადმოცეულია სახარებაში , რომლის მიხედვითაც ყველაზე აღმატებულია ქრისტე და მის გამო ყველამ ყველაფერი უნდა დათმოს , არ აქვს მნიშვნელობა შვილი იქნება , ცოლი , ცხოველი თუ მშობელი .

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 2 2015, 02:34 AM

sanfol
იტალიის სახელმწიფო ტელევიზიის (RAI 2) გადმოცემით მამა ილია კარტოზია , რომელიც მსახურობდა საქართველოში, მიეგზავრებოდა ბარში წმ.ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად , როდესაც ბორანმა "ნორმან ატლანტიკსმა" განიცადა კატასტროფა. თვითმხილეველების თქმით მამა ილიას არ მიუტოვებია გემბანი და დაეხმარა ბევრ მგზავრს გადარჩენაში, მან თავისი ადგილი სამაშელო ნავში დაუთმო ბავშვიან ქალბატონს. საბოლოოდ მისი გადაყვანის დროს ჩაწყდა ბაგირი და მაშველებმა ვეღარ შეძლეს გადარჩენა.

https://www.youtube.com/watch?v=HPhOiCnC_oU

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jan 2 2015, 12:44 PM

A.V.M
გასაგებია მადლობა პასუხებისთვის, მომიტევე ფეისპალმისთვის

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 28 2015, 11:03 PM

,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“
10943856_10204932761670610_703373600_n
2015 წლის 26 იანვარს სურამისა და ხაშურის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის, წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონში გაიმართა რიგით მეხუთე სემინარი. მომხსენებელი ბრძანდებოდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სასულიეო აკადემიის პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი. მოხსენების თემა: “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“.

შემდეგი მოხსენება გაიმართება თებერვლის პირველ ნახევარში. მომხსენებელი იქნება თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის ეკლესიის ისტორიის, კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის კათედრის გამგე დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია. თემა: „მსოფლიო საეკლესიო კრებები“.

სემინარების მოწყობას, თემების შერჩევასა და პროფესორების მოწვევას ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გივი ლომიძე.
http://khashurinews.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)