IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

27 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > »   
Reply to this topicStart new topic
> საღმრთო ლიტურგია, ყველაფერი წირვის შესახებ
marine
პოსტი Apr 5 2016, 02:36 PM
პოსტი #401


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხშირად გვითქვამს, თუ როგორი სიმშვიდე მოაქვს მწუხრ-ცისკრის ლოცვებს, მოაქვს სინანული. სახელწოდება "მწუხრის ლოცვები" მეტყველებს ადამიანის შინაგან მწუხარებაზე. არა მარტო იმიტომ, რომ საღამოს სრულდებოდა, არამედ შინაგან წუხილსაც გამოხატავს. საღამოს რომ მწუხრი ჰქვია, შესაძლოა, სწორედ სულიერი განცდიდან იყოს აღებული. ჩვენ მუდამ უნდა ვმწუხარებდეთ და ვგლოვობდეთ საკუთარი ცოდვების გამო. აქედან მოდის საოცარი სიხარული, სიმშვიდე, ბედნიერების განცდა".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2016, 02:54 PM
პოსტი #402


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ცისკრის სახარებაში ამოვიკითხეთ, რომ უფალი აკურთხებს მოციქულებს: „მშვიდობა თქვენ თანა!“ ეს სიმშვიდე ლოცვის დროს მოდის, ეს სიმშვიდე მწუხრ-ცისკრის ლოცვის დროს მოდის. რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ჩვენ ცისკრის ლოცვას ვერ აღვასრულებთ იმ დროს, როცა ის უნდა აღესრულებოდეს, ანუ ღამე, გამთენიისას. როცა ამას ხანდახან ვახერხებთ ხოლმე - შობის ან აღდგომის ღამეს - რა დიდებული რამ არის. „დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათლი“ - როგორც წესი, ამ სიტყვების წარმოთქმის დროს ამოდიოდა მზე. ფიზიკური მზის და ჩვენთვის უხილავი, თორემ, თავისთავად ცხადია, ხილულზე უფრო ხილული ღვთაებრივი მზის - ქრისტეს ამოსვლა ერთდროულად ხდებოდა. ხილული - ჩვენი თვალისათვის, ხოლო უხილავი, ანუ ქრისტე - ჩვენი გულებისათვის. ხოლო ზოგიერთების თვალებისთვისაც კი, ვგულისხმობ წმინდა მამებს“.

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2016, 09:33 AM
პოსტი #403


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"იცოდა, რომ საღმრთო ლიტურგიის დასრულებისას, მის ბაგეთაგან წარმოთქმული მადლიანი სიტყვების მოსმენას ველოდით, პირველი სიტყვა, რომლის თქმაც უყვარდა, იყო: "წმინდა სინკლიტიკია ამბობს: "ლამპარი ანათებს, მაგრამ პატრუქს სწვავს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 1 2016, 10:27 AM
პოსტი #404


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წირვის დროს არის საოცარი სიტყვები: "ზე გვაქვნდინ გულნი". ვინც ყურადღებით ისმენს წირვა-ლოცვას, იცის ეს. ანუ ჩვენი გულები ყოველთვის ზეატაცებული უნდა იყოს. ჩვენი გულები ყოველთვის უნდა ისწრაფოდეს ღმრთისაკენ, ამას ლამობდეს და ასეთი შეგრძნება ჰქონდეს: რომ შეეძლოს, ზეცად აღიწეოდა. იმიტომ რომ ჩვენი სამშობლო იქ არის, ზე-ცაში. არა ცაში, ანუ ხილულში, კოსმოსში, თავისთავად ცხადია, რომელიც სამწუხაროდ, დღეს დაცემული ანგელოზების, ბოროტი სულების სამყოფელია, არამედ ზე-ცაში, ანუ იქ, სადაც ჩვენი ხილული სამყარო მთავრდება და ჩვენთვის უხილავი, მაგრამ უფრო მეტად შეგრძნებადი, ჩვენთვის მოუხელთებელი, მაგრამ უფრო მეტად რეალური სამყარო, ანუ სასუფეველი იწყება".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 6 2016, 09:47 PM
პოსტი #405


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შობსი ღამისთევაზე და აღდგომას, მსახურების დასასრულს, მრევლს ე.წ. კანფეტების წვიმით ვულოცავდით, სიხარულის განცდა უნდა ჰქონდეს მრევლს დღესასწაულისა, უნდა გაითავისოს და მიიღოს, როგორც სიხარული გადარჩენისა და ქრისტესთან მყოფობისა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 20 2016, 01:30 PM
პოსტი #406


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორი სასულიერო პირიც უნდა იყო, პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და სხეულად ყველა შემთხვევაში გარდაიქმნება".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 22 2016, 07:26 PM
პოსტი #407


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“სახარებისეული სიტყვები: „იყვარებოდეთ ურთიერთარს“ გამოყენებულია წმინდა ლიტურგიაზე. და მას მოსდევს შემდეგი ფრაზა: „რათა ერთობით აღვიარებდეთ!“

ეს ხდება მაშინ, როდესაც წმინდა შესაწირავის ტრაპეზზე გადასვენების შემდეგ იწყება მომზადება ძღვნის კურთხევისთვის. ამ მიზნით აქ იკითხება თხოვნითი კვერექსი, სადაც ჩვეულებრივ თხოვნა-ვედრებას დაემატება თხოვნა წინადაგებული ძღვნის შესახებ, რათა უფალმა მასზე გარდამოავლინოს სული წმიდა და განწმინდოს იგი.

კვერექსი მთავრდება ასამაღლებლით: „მოწყალებათათვის მხოლოდ-შობილისა ძისა შენისასა“. ამ ასამაღლებლით ეკლესია გამოთქვამს აზრს, რომ შესაწირავის კურთხევისათვის საჭირო მადლს სულიწმიდისას მივიღებთ უფლის მოწყალების გამო.

მას შემდეგ მღვდელი აკურთხებს მორწმუნე ერს: „მშვიდობა ყოველთა“, დიაკონი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ შეურიგდნენ ერთიმეორეს, შეიყვარონ ერთმანეთი, რამეთუ მშვიდობა და სიყვარულია საჭირო სული წმინდის მისაღებად: „ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ“. ეს არის მოწოდება ერთიანი სიყვარულისაკენ, რაზეც მგალობელნი პასუხობენ „მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა, ერთარსებასა და განუყოფელსა“. ეს საგალობელი არის გაგრძელება დიაკვნის მიერ წარმოთქმული მოწოდებისა, „რათა ერთობით აღვიარებდეთ“-ის შემდეგ ბუნებრივია ისმის კითხვა: ვინ უნდა ვაღიაროთ ერთობითა და სიყვარულით? პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია: წმინდა სამება, ერთარსება და განუყოფელი.

ადრინდელ ქრისტიანულ ეკლესიაში აღნიშნული სიყვარულის დასამტკიცებლად მორწმუნეები ერთმანეთს ემთხვეოდნენ ხოლმე: მამაკაცები - მამაკაცებს, დედები - დედებს. თანამედროვე ეკლესიაში ეს წესი შემორჩა მხოლოდ საკურთხეველში, სამღვდელო პირებს შორის, რომლებიც ჯერ ემთხვევიან ფეშხუმს, დაფარნასა და ტრაპეზს და შემდეგ ერთმანეთს სიტყვებით: „ქრისტე არს ჩვენს შორის“, რაზეც პასუხობენ: „არს და იყოს“.

შემდეგ კი დიაკონი ამბობს: „კარნი, კარნი, სიბრძნით, მოხედენ“ და იწყება „მრწამსის“ გალობა“.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 24 2016, 10:55 PM
პოსტი #408


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წირვა მართლაც საოცრებაა. მოდიხარ შენი ცოდვებით დაბინძურებული, დანაგვიანებული, დგები და უფალი გწმენდავს იმის გამო, რომ მას ემსახურო, იმის გამო, რომ ტრაპეზის წინაშე დადგე და ის მსახურება, რომელიც ღმერთის არის, შენ გასწიო. თავად არის შემწირველიც, შეწირულიც და მღვდელმოქმედიც და გარეგნულად შენ გამღვდელმოქმედებს, შენ შეგაწირვინებს (მღვდელს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში) და საოცარ სიხარულს გაძლევს, იმედს და კადნიერებასაც, თორემ ეს რომ არ იყოს, ვინ გაბედავდა წმინდა ტრაპეზის წინაშე დგომას და უსისხლო მსხვერპლის შეწირვას. აი, მცდელობა მცირედი მოღვაწეობისა და საოცარი სიკეთე; ისეთი, რომ აღარ გინდა დასრულდეს, გინდა, რომ მარად გაგრძელდეს".

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 2 2016, 10:39 AM
პოსტი #409


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წინადაცვეთის კელიელი მამა პანტელეიმონი, კარეესელი წმინდა მოძღვარი, არასოდეს იძინებდა წინა ღამეს, როცა ლიტურგია უნდა აღევლინა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 12 2016, 09:56 PM
პოსტი #410


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ღამისთევის ლოცვებზე შეურყვნელი სვეტებივით იდგნენ საღამოდან დილამდე, თავდადრეკილნი, მდუმარედ უმზერდნენ ეკლესიის იატაკის ფილებს. მთელი ეკლესია სავსე იყო ასეთი მამებით".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2016, 12:04 PM
პოსტი #411


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სახელგანთქმულმა კარეესელმა მოძღვარმა, მამა გერმანემ მთელი საღმრთო ლიტურგია ზეპირად იცოდა. მსახურებდა თავდავიწყებით, ამაღლებული, ღვთისმსახურების უდიდეს ნაწილს თვალებდახუჭული ატარებდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2016, 12:41 PM
პოსტი #412


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„სახელგანთქმული მოძღვარი, მთარგმნელი „ოქროპირი“ მამა საბა, მოკუზული და შეუხედავი იყო, მაგრამ საღმრთო ლიტურგიაზე მისით აღტაცებას ვერ მალავდნენ. როცა სწირავდა, მისი სახე სინათლეს აშუქებდა და მთლად ანგელოზის მსგავსი იყო“.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 15 2016, 01:15 PM
პოსტი #413


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ერთხელ, ღვთისმსახურებისას, როცა წარმოსთქვა ასამაღლებელი: „მშვიდობა ყოველთა“, უცებ გაიფიქრა: „ეს რას ნიშნავს, მე მშვიდობას (კურთხევას) ვიღებ ჩემი მოძღვრიდან, რათა მასვე მივცე (ვაკურთხო)?“ უცებ თავისი ოლარიდან მოესმა ხმა: „შენ კი არ აკურთხებ, არამედ მე“.






--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 25 2016, 10:54 PM
პოსტი #414


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მოძღვრები ჯვრის გარდასახვით ლოცვა-კურთხევას აძლევენ სულიერ შვილებს. ღვთისმსახურებისას მოძღვარი ამბიონიდან ამბობს: "მშვიდობა ყოველთა" და ტაძარში მყოფ მრევლს ხელით ჯვარს გარდასახავს. ამას უხილავად ძალიან დიდი ზემოქმედება აქვს. ამ დროს უხილავი, სულიწმინდის მადლის ცეცხლი გადმოდის, განაქარვებს ბოროტ ძალას და ადამიანებს მადლს ანიჭებს".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 13 2016, 12:12 PM
პოსტი #415


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თქვა მრწამსი (რომელსაც იღუმენად გახდომის დღიდან თვითონ კითხულობდა არაჩვეულებრივი გრძნობით)".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 20 2016, 07:54 PM
პოსტი #416


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ წმინდა ეგნატე [ღმერთშემოსილი] ზეცად იქნა აღტაცებული და საღვთო ჩვენებით იხილა ანგელოზთა ორი დასი, რომელიც მონაცვლეობით აქებდა ყოვლადწმინდა სამებას. ამის შემდეგ მან ანტიოქიის ეკლესიაში შემოიღო ანტიფონური გალობა, რაც თანდათან სხვა ქრისტიანულ ეკლესიებშიც დამკვიდრდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 25 2016, 07:08 PM
პოსტი #417


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მართლმადიდებელ ეკლესიაში უმთავრესი ღვთისმსახურებაა ლიტურგია. ლიტურგია, იგივე ჟამისწირვა თვით უფლის მიერაა დადგენილი საიდუმლო სერობაზე, კაცთა მიმართ მისი სიყვარულისა და ღვაწლის მადლობით მოსახსენებლად, ამიტომ ჟამისწირვას ევქარისტიასაც (ბერძნულად "მადლობა") უწოდებენ. ჟამისწირვის შესრულების უფლება აქვს მხოლოდ ეპისკოპოსს ან მღვდელს".



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 26 2016, 07:15 PM
პოსტი #418


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"გალობის შემდეგ კი ღვთისმსახური ყველას მოუწოდებს, არ იდგნენ დაუფიქრებლად და უდარდელად, არამედ გულისყური მიაპყრონ იმას, რაც აღესრულება და იგალობება, ვინაიდან ამას ნიშნავს სიტყვა: "მოხედეთ". შემდეგ ყველასთვის მშვიდობას გამოითხოვს და ახსენებს "სიბრძნით", რომლითაც საიდუმლოს უნდა მივაყურადოდ.

რა არის სიბრძნე? ღვთისმსახურების შესაფერისი ფიქრები, რომლითაც რწმენით აღვსილებმა, ყოველგვარი ადამიანურის გარეშე უნდა უყურონ და მოისმინონ აღსრულებული და წარმოთქმული. სწორედ ეს არის ქრისტიანული სიბრძნე და ამგვარია იმ სიტყვის მნიშვნელობა, რომელსაც ღვთისმსახური ღვთისმსახურებისას მრავალგზის წარმოთქვამს მორწმუნეთა მიმართ; აი, ამგვარ ზრახვებს გვახსენებს იგი, რადგან, არცთუ იშვიათად, ერთი გამონათქვამით მთლიან აზრს ვახსენებთ ერთმანეთს და მსმენელთა სულებში განვაახლებთ მას".

/წმ. ნიკოლოზ კავასილა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2016, 10:54 AM
პოსტი #419


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რატომ არ იკითხება სახარება უფრო ადრე? რადგან თავად უფლისგან გამოჩენილი გამოცხადების ნიშნები უფრო სრულყოფილია, ვიდრე მოციქულთა მიერ გამოთქული. და რადგან უფალმა უცაბედად არ გამოუჩინა ხალხს ის, თუ როგორია იგი თავისი ძალით და როგორია თავისი წყალობით (რადგან ეს მის მეორედ მოსვლას ეხება), არამედ ნაკლებად ცხადიდან მეტად ცხადისკენ განვლო გზა, ამიტომ მისი თანდათანობითი გამოცხადების ჩვენების მსურველთათვის ბუნებრივია სახარების წაკითხვამდე მოციქულთა წერილების კითხვა:".

/წმ. ნიკოლოზ კავასილა/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 27 2016, 03:08 PM
პოსტი #420


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ლიტურგიის ახსნა შეუძლებელია, ეს საიდუმლოა"



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

27 გვერდი V « < 19 20 21 22 23 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი